TITUS
Amirandarejaniani
Part No. 5
Previous part

Chapter: 5 
Page: 310 
Line: 28 
კარი მეხუთე
Line: 29 
ამბრი არაბისა ამბავი


Line: 30       ისმენდი, მეფეთ-მეფეო, ცხოვნდი უკუნისამდე! ადიდნეს ღმერთმან
Line: 31    
მოყვარენი თქვენნი და არცხვინნეს ორ-გულთა თქვენთა!

Line: 32       
ამის კაცისა ამბავი დიდად იამებოდა ამირან დარეჯანის ძესა და
Line: 33    
თქვენი არა ვიცი, გთნავს ვის თუ არა, და აწ მოვაჴსენებ მეფობასა-ცა
Line: 34    
თქვენსა:

Line: 35       
შუკათა შიგან შემოვიდოდით ბაღდადსა. სამნი კაცნი ბანთა ზედა
Page: 311  Line: 1    
სხდეს და ღვინოსა სმიდეს. ერთმან ჩამოიხედა და თქვა: აჰა
Line: 2    
ამირან დარეჯანის ძე, რომლისა მსგავსი ჭაბუკი არა არს ქვეყანასა
Line: 3    
ზედა. ჰკითხა მოყვასსა: არს-ცა ამისებრი კაცი-ო? და თქვა: არა
Line: 4    
არის პირსა ქვეყანისასა-ო. მან მესამემან ეგრე თქვა: არაბეთს ამბრი
Line: 5    
არაბი არის-ო. ესე ესმა ამირან დარეჯანის ძესა და ეგრე მიბრძანა:
Line: 6    
გესმის-ო? მე მოვაჴსენე: მესმის-მეთქი. ეგრე მიბრძანა: იგი კაცი
Line: 7    
თან წამოიტანე და გვითხრას მის კაცისა ამბავი-ო. უჴმე მას კაცსა:
Line: 8    
თქვი, ძმაო, ამბრი არაბის ამბავი-ო. უარ-ყო მან კაცმან: არა ვიცი-ო. უბრძანა
Line: 9    
დარეჯანის ძემან: ვითა არა იცი? ოდეს შენ და შენნი
Line: 10    
მოყვასნი სმად სხედით, იკითხა ერთმან თქვენგანმან: არს-ცა დარეჯანის
Line: 11    
ძისებრი ჭაბუკი-ო? მეორემან თქვა: არა არის მისებრი-ო. შენ
Line: 12    
ეგრე უთხარ: არს არაბეთს ამბრი არაბი-ო და, თუ მას უნდა, სჯობს-ცა-ო.

Line: 13       
შეშინდა კაცი იგი და ეგრე თქვა: მთრვალი ვიყავ-ო. მაშინ აფიცა
Line: 14    
კაცი იგი და ჰკითხა ამირან დარეჯანის ძემან. მოაჴსენა მან კაცმან:
Line: 15    
ფიცე, რომელ ავი არა მიყო რა და მოგაჴსენო. ეგრე ჰრქვა ამირან:
Line: 16    
არა თურე ავი გიყო, დიდად დავიმადლო-ო.

Line: 17       
დაიწყო მან კაცმან ამბრი არაბისა ამბისა თქმა. ეგრე ჰრქვა:
Line: 18    
მოგაჴსენო ყველა, რომელი თვალთა ჩემთა უნახავს, თვარა ნასმენისა
Line: 19    
რიცხვი არა არის-ო.

Line: 20       
ორნი მეფენი იყვნეს არაბეთსა და ემტერებოდეს ერთმან-ერთსა
Line: 21    
და იყვის ყოველთა დღეთა და ყოველთა ჟამთა ომი საშინელი, რომელ
Line: 22    
არა გაიგონების ენითა. იცით თქვენ-ცა, რომელ არა არიან ჭაბუკნი
Line: 23    
არაბთაებრნი პირსა ყოვლისა ქვეყანისასა. ყოველი არაბეთი
Line: 24    
შუა გაყოფილი იყო და იბრძოდეს ერთი ხანთა მეფისა მძახალი და
Line: 25    
ერთი იამანთა მეფისა მძახალი, ხანნიცა და იამანნიცა შველად მოვიდიან.
Line: 26    
ამასობაშიგან გამოჴდეს მრავალნი წელიწადნი, რომელ ერთმან-ერთისა
Line: 27    
ბრძოლასა შინა იყვნეს. მოერივნეს ხანნი იამანთა მით,
Line: 28    
რომელ, ოდეს თურქნი და არაბნი ერთგან იყვნეს, მათი ბრძოლა
Line: 29    
ძნელი-ა, და გააძეს ერთი იგი მეფე და წავიდა იამანსა და გაჰყვა
Line: 30    
ერთი დიდებულთა მისთაგანი, რომელსა ერქვა სახელად ომარ,
Line: 31    
ლომი ჭაბუკი და დიდი კაცი. სხვა არა-ვინ გაჰყვა მისგან კიდე მამულისა
Line: 32    
მისისა კაცი.

Line: 33       
მოვიდეს იამანსა და მუნ იყო არაბთა მეფე. ეცადნეს იამანნი
Line: 34    
ლაშქარნი არაბეთსა შესლვასა და ვერა შევიდეს. დაყვნეს მრავალნი
Line: 35    
ჟამნი იამანსა შინა. ესვა ძე იამანთა ქალაქსა შიგან არაბთა მეფესა
Line: 36    
და მას-ვე დღესა მიეცა ძე ომარს, დიდებულსა მისსა. დასდვა სახელი
Line: 37    
ომარ ძესა მისსა ამარ და მისცა ომარ ხუთისა წლისასა ამარს დედა-მძუძედ
Line: 38    
აბუტარ, ლომი ჭაბუკი, და ეგრე უთხრა ომარ აბუტარს:
Page: 312  Line: 1    
შვილი ჩემი ამარ შენდა მომიცემია, ასწავლე ომი და აბჯართა
Line: 2    
კაზმა და, ვითა სჯობდეს ჭაბუკსა ყველასა არაბეთსა შიგან, ეგრე
Line: 3    
გაასწავლე შვილი ჩემი-ო.

Line: 4       
მან დიდად უქადა: კაცობრივი საქმე ყველა კარგად მოვავლინო
Line: 5    
და გული კვლა ღმერთმან მისცეს. თუ გული არა უც, არას ერგების.
Line: 6    
ამისთვის მისცეს აბუტარს საზრდელად, რომელ ოდეს იშობა,
Line: 7    
მაშინ-ვე იყო გამარჯვებული კაცი და ლომი ჭაბუკი და ვერა-ვინ დაუდგის
Line: 8    
წინა მტერი დღეთა მისთა შინა. ვითა შეიქმნა ამარ წლისა
Line: 9    
შვიდისა, ასწავლიდა აბუტარ ოროლითა მღერასა და მშვილდოსნობასა
Line: 10    
და რა-ცა საჭაბუკო საქმე იყო. ნადირობდის და ასპარეზსა
Line: 11    
სცემდის. სადა-ცა მინდორსა შიგან ლომი დახვდის, მან ცოტამან ყმამან,
Line: 12    
ვითა კატა, მოკლის.

Line: 13       
ერთსა დღესა მინდორსა შიგან იმღერდა ოროლითა. მო-ვინმე-ვიდა
Line: 14    
ღარიბი კაცი, შეხედნა მას ყმასა და აიპყრა სტროლაბი და
Line: 15    
ეგრე თქვა: არა იყოს მის ყმისა დამართებითი ჭაბუკი ქვეყანასა
Line: 16    
ზედა-ო. შეიქმნა თხუთმეტისა წლისა და არა იპოებოდა იამანთა
Line: 17    
სამეფოსა შიგან ცხენი, რომელ-მცა მას ჰრგებოდა. ეძებდა მამა მისი
Line: 18    
ცხენსა და ვერა ჰპოებდა ეგეთსა, ვითარი ჴამდა. ამაზედა მო-ვინმე-ვიდეს
Line: 19    
კაცნი ინდონი და მათ კაცთა ჰყვა ზერდაგი ოთხრაჴსი, რომელ
Line: 20    
არა იყო მისებრი ქვეყანასა ზედა. დიდად გაეხარნეს იამანთა
Line: 21    
მეფესა და იყიდა ზერდაგი იგი სამ-ასი ათას დრაჰკანად, უწოდა
Line: 22    
ამარს სახელი ამბრი არაბი და უბრძანა -- შეჯე-ო. შეჯდა ამბრი
Line: 23    
არაბი და ითხოვნა კინენი, გავიდა და მოედანსა შიგან იმღერდა.
Line: 24    
ხედვიდა იამანთა მეფე და ყოველი იამანეთი და თქვეს, ვითა ყოველსა
Line: 25    
ქვეყანასა ზედა ერთი ცხენი და ერთი კაცი ამათებრი არა
Line: 26    
არიან-ო.

Line: 27       
ამაზედა კაცი ვინ-მე ცხენსა ჯდა და მოარბევდა. ჰკითხა ამბრი
Line: 28    
არაბმან: ძმაო, რა არს, რომელ ასრე ფიცხლად მოხვალ-ო? მან ეგრე
Line: 29    
უთხრა: მეკობრენი გარდაგვეკიდნეს მე და მოყვასთა ჩემთა და
Line: 30    
მექარავნენი ვიყვენით დიდნი და მე ოდენ გარდმოვიხვეწე. მაშინ
Line: 31    
უთხრა ამბრი მას კაცსა: წამიძეღ წინა და მიჩვენენ-ო!

Line: 32       
წაუძღვა იგი კაცი და წავიდა ამბრი არაბი და ყმა მისი გამზრდელი
Line: 33    
აბუტარ. ნახეს, რომელ მინდორსა შიგან გამოვიდოდეს დიდნი
Line: 34    
ლაშქარნი მეკობრენი, სამი ათასი მჴედარი მოაჴსენა აბუტარ:
Line: 35    
დადეგ, შენ ჯერ ცოტა ყმა ხარ და ნახო შენისა მონისა და გამზრდელისა
Line: 36    
ომი-ო. გაიწყრო გული ამბრი აბუტარისათვის და ეგრე უბრძანა:
Line: 37    
ვირე არა გამომცადო, მაგას ნუ იტყვი-ო. მერმე შეუტივეს
Line: 38    
ორთა-ვე და, თავმან მეფობისა თქვენისამან, ორთა-ვე პატრონ-ყმათა
Line: 39    
მოკლეს ათას-ათასი კაცი და სხვანი ძლივ გარდაეხვეწნეს. განა
Page: 313  Line: 1    
თუ-ცა ლომი იყო აბუტარ და მრავალგან დამხდურ-იყო და ნაომარი,
Line: 2    
მაგრა, თავმან მეფობისა თქვენისამან, ეგრე არა გვანდა ამბრის ლომი
Line: 3    
იგი აბუტარ, ვითამცა ბედითი ვინ-მე ყმა ყოფილ-იყო.

Line: 4       
ესე იყო პირველი ომი ამბრისა. ესე ამბავი ამირან დარეჯანის
Line: 5    
ძესა დიდად იამა და თქვა: თავი, ღმერთო, კარგად აუღო და ბოლოსი
Line: 6    
აღარა ვიცი-ო.

Line: 7       
მოაჴსენა მან კაცმან, რომელი ამბავსა გვითხრობდა:

Line: 8       
ცხოვნდი უკუნისამდე, ამირან დარეჯანის ძეო! ასეთი, ღმერთო,
Line: 9    
მოგაჴსენო მათი ნაქმარი, რომელ ესე მასთანა არა იყოს რა.

Line: 10       
დაიწყო მბობა და თქვა:

Line: 11       
ხანთა მეფესა ვითა მიესმა მათ მეკობრეთა თურქთა დაჴოცისა
Line: 12    
ამბავი, მტერი იყო ხანთა მეფე იამანთა, გამოყარა და გაგზავნა იამანთათვის
Line: 13    
ორასი ათასი მჴედარი. წამოვიდეს და ააოჴრეს, რომელი
Line: 14    
დარჩომილ-იყო იამანთა ქვეყანა, და მოადგეს იამანსა ქალაქსა, რომელ
Line: 15    
რიცხვი არა იყო სიმრავლესა მათისა. ჩავარდა იამანთა მეფე და
Line: 16    
იამანეთისა ქვეყანა შეჭირვებასა დიდსა.

Line: 17       
დღესა ერთსა ჯდა იამანთა მეფე ბანთა ზედა. ხედვიდა ლაშქართა
Line: 18    
და გვერდით უჯდა არაბთა მეფე მაშინ შეიკაზმა ზერდაგი
Line: 19    
თვისი ამბრი არაბმან და გავიდა. გაჰყვა ყმა მისი აბუტარ. დაიწყო
Line: 20    
ომი, რომელ, თავმან თქვენმან, არა ნახულა ეგეთი ომი კაცისა თვალითა.
Line: 21    
შევიდიან ლაშქართ შიგან და ვთქვით: დაჴოცნეს-ო, და კვლავ
Line: 22    
გამოჩნდიან. მას დღესა შინა მოკლეს ათ-ას ხუთასი კაცი -- ათ-ასი
Line: 23    
ამბრი და ხუთ-ასი აბუტარ, ყმამან მისმან, და შემოვიდეს მშვიდობით.
Line: 24    
მაშინ ჩამოეგება მეფე იამანთა, შეასხა ქება და უბრძანა. კურთხეულ-მცა
Line: 25    
არს მარჯვენა შენი და კურთხეულ-მცა არს იგი ღმერთი,
Line: 26    
რომელმან დაგბადა ეგეთი ჭაბუკი! უბოძა საბოძვარი დიდი არა თუ
Line: 27    
მეფემან, განა ყოველმან ქალაქმან. შეასხეს ქება და მისცეს ურიცხვი.
Line: 28    
შეშინდეს გარეგანნი ლაშქარნი და დაუწყეს ომი, ყოველთა
Line: 29    
დღეთა უფროსი და უფროსი მოკლეს. ათი დღე დაყვეს მათ ლაშქართა
Line: 30    
და ათსა დღესა შინა დააკლეს თხუთმეტი ათასი კაცი. მაშინ
Line: 31    
ვეღა-რა დაუდგეს, აიყარნეს და წავიდეს.

Line: 32       
დილასა, ოდეს ნახეს წასლვა მათი, შეჯდა ზერდაგსა ამბრი, მიეწია
Line: 33    
უკანა და. მოსწყვიდა ათ-ას ხუთ-ასი კაცი სხვანი ძლივ წავიდეს.
Line: 34    
წამოვიდა შინა ამბრი არაბი. აბუტარ ლაშქართა-ვე სდევდა. მოკლა
Line: 35    
სამ-ასი ოდენ კაცი და ბოლოსა ჟამსა ცხენი მოუკლეს აბუტარს და
Line: 36    
თვით შეიპყრეს და წაიყვანეს. ძებნა ამბრი არაბმან აბუტარ და ვერა
Line: 37    
პოვა. დაიწყო შეჭირვებად და კითხვად და ვერა-ვინ რა უთხრა.

Line: 38       
წამოდგა კაცი ვინ-მე და თქვა: რა-ღა სამალავი არის. შეიპყრეს
Line: 39    
და წაიყვანეს აბუტარო. მაშინ თქვა ამბრი: გამზრდელო, დიდი თურე
Page: 314  Line: 1    
მიგჭირდა, რომელ გაზრდილი შენი არა გიახლა? მისთვის მოჴდა
Line: 2    
საკვირველი შენი შეპყრობა? ანუ მოვიკლა თავი ჩემი, ანუ ვიჴსნა
Line: 3    
ჩემი ლომი აბუტარო.

Line: 4       
წავიდა მარტო და უკანა მოეწია თურქეთს. თუ-ცა გენახა, ამას
Line: 5    
იტყოდი: ამისებრი კაცი არა ნახულა-ო. მიეგებნეს წინა და შეებნეს.
Line: 6    
იყო მწუხრამდისი დიდი ომი. შეებნეს დიდნი ლაშქარნი და, ვითა
Line: 7    
ნახეს ბრძოლა ფიცხელი, ვეღა-რა დაუდგეს, გაიქცეს და იჴსნა აბუტარ
Line: 8    
და ეგრე უთხრა: აბა, ლომო ჩემო, ოდეს მიმჭირდეს, ასრე
Line: 9    
შენ მიშველე-ო. აბუტარ შეასხა ქება და ეგრე უთხრა: არა ნახულ
Line: 10    
არს ჭაბუკი შენებრი-ო.

Line: 11       
წამოვედით და მოგვესმა ამბავი, რომელ მას ომსა, ოდენ უკან
Line: 12    
მოეწია ამბრი არაბი აბუტარისათვის, მაშინ დაჴოცილ-იყო ათ-ას-ორ-ასი
Line: 13    
კაცი. მოეგება დღისა ერთისა სავალსა იამანთა მეფე და ყოველი
Line: 14    
დიდებული და ქალაქი. შეასხეს ქება და უბოძეს საბოძვარი მეფემან
Line: 15    
ყოველმან ქალაქმან. ესრეთ შეიყვარეს, ვითა-მცა ყოველთა
Line: 16    
შვილი ყოფილიყო. გამოჴდეს დღენი მრავალნი და მოაჴსენა ამბრი
Line: 17    
არაბმან იამანთა მეფესა: ცხოვნდი მეფეო, ღმერთსა ძლევა მოუცემია
Line: 18    
მეფობისა შენისად და ამათ ჟამთა მოოჴრებულ არს სამეფო
Line: 19    
შენი თურქთაგან. აწ მიბოძენ ლაშქარნი და წავალ თურქეთს ზღვევად
Line: 20    
აზდენისა სისხლისა, რომელ დათხეულა მათისა ჴელისაგან სამეფოსა
Line: 21    
ამას შინა.

Line: 22       
გაეხარნეს მეფესა და უბრძანა წვევა ლაშქრისა. გავიდეს სპასალარნი
Line: 23    
და შეყარნეს ლაშქარნი სამ-ოცი ათ-ასი მჴედარი. შეჯდა
Line: 24    
მეფე იამანთა, წავიდა, ნახა ლაშქარი ყოველი და მიათვალა ამბრი
Line: 25    
არაბსა. და-თურე-შინებულ იყვნეს იამანნი ლაშქარნი თურქთაგან.
Line: 26    
მოაჴსენეს მეფესა: ცხოვნდი, მეფეთ-მეფეო, არა გვასმია მამათა
Line: 27    
ჩვენთაგან და არ-ცა გვინახავს ჩვენ, თუ-მცა იამანნი თურქეთსა შესრულიყვნენ,
Line: 28    
და თვით ყოველი არაბეთი მათი მეშველი არის-ო. უბრძანა
Line: 29    
მეფემან: ვესავ ღმერთსა ჩემსა, რომელ ძლევა ჩვენდა მოუცემია,
Line: 30    
და მერმე ესე კაცი რომელ გამოჩენილ-ა სამეფოსა ჩვენსა.
Line: 31    
რომელთა ლაშქართა წინა-მძღვარი ესე იყოს. არა ეგების მათ ლაშქართა
Line: 32    
ძლევა მტრისაგან-ო.

Line: 33       
მოაჴსენა ამბრი არაბმან: ცხოვნდი, მეფეო, უკუნისამდე! ჩემდა
Line: 34    
სამტეროდ არა უყო ჴია თურქთა, თუ-მცა მით უზემდი. მე ამისთვის
Line: 35    
ვიტყვი, რომელ მათითა ჴელითა აწყვედილა სამეფო შენი და
Line: 36    
მოოჴრებულა ქალაქნი. ვიცნობ თურქთა, არის დიდი სამეფო მათი,
Line: 37    
და დიდნი ლაშქარნი [მათნი] გალაღებულნი არიან და მრავლითა
Line: 38    
ღონითა ეგების დაჴოცა მათი. შევიწიო ღმერთი, რომელ თუ მარტოსა
Line: 39    
წავიდე, ვიძიო შური მათზედა.

Page: 315 
Line: 1       
დაიმადლა მეფემან და მისცნა ლაშქარნი და უჩინნა სპასალარნი.
Line: 2    
უბრძანა ამბრი არაბმან: მოხვიდოდეთ ჩვენსა კვალსა-ო. წავიდა წინა
Line: 3    
ამბრი არაბი ათ-ასითა მჴედრითა და ცალ-კერძ წავიდა ხუთ-ასითა
Line: 4    
მჴედრით აბუტარ და, სადამდის მივწვდით, ვაოჴრეთ ქვეყანა მათი.
Line: 5    
მაშინ ცნა ხანთა მეფემან შესლვა იამანთაგან. შეკრიბნა დიდებულნი
Line: 6    
მისნი და თქვა: სამძიმარი და აუგი საქმე მოჴდა -- თურქეთსა შემოსლვა
Line: 7    
იამანთაგან, და ჴამს ესე ჩვენგან, რომელ შევანანოთ. აწ
Line: 8    
შევიყარნეთ და წინა მივეგებნეთ, ვირე შემოსლვამდის ქვეყანასა
Line: 9    
ჩვენსა.

Line: 10       
მაშინ მოაჴსენეს დიდებულთა: ცხოვნდი, მეფეთ-მეფეო!
Line: 11    
არა-ოდეს ყოფილ არს თურქეთისა დამართებითა იამანეთი. განა ისი
Line: 12    
კაცი, რომელი წინამძღვარი არის მათი, მისგან არის ყველაი, თვარა
Line: 13    
ვითა-მცა იკადრეს იამანთა თურქეთსა მოსლვა? აწ შევიყარნეთ და
Line: 14    
წინა მივეგებნეთ და, რა ღმერთმან გამოგვირჩიოს, იგი იქმნას-ო.

Line: 15       
შეიყარნეს თურქნი და გამოგზავნა მეფემან ოთხი ათ-ასი მჴედარი.
Line: 16    
მოეგებნეს და შეიბნეს, ასწყვიდეს ლაშქარი იამანისა, რომელ
Line: 17    
მცირედნი-ღა დარჩეს. ჩვენ დავრჩით თურქეთსა შინა ათ-ას ხუთ-ასი
Line: 18    
ცხენოსანი მოგვესმა ამბავი და დაუმძიმდა ამბრი არაბსა, თქვა:
Line: 19    
პირნო იამანისანო! ძნელი საქმე მოვიდა ჩვენ ზედა, აწ ღმერთი
Line: 20    
არის და ჭაბუკობა ჩვენი დამარჩენელი!

Line: 21       
და ვთქვით ყოველთა ერთითა ენითა: რა-ცა ბრძანო, იგი-ცა
Line: 22    
ვქმნათ-ო.

Line: 23       
წავედით მუნით. იყო ქალაქი მცირე. შევებენით და წაუღეთ და
Line: 24    
დავდეგით მას ქალაქსა შინა. მოვიდეს თურქნი და გარე მოგვადგეს,
Line: 25    
რომელ არა იყო რიცხვი ლაშქრისა სიმრავლისა. პირველსა მოსლვასა
Line: 26    
თვით გავიდა მარტო და ჩვენ შინა დაგვყარნა, შეება ამბრი
Line: 27    
არაბი მას ურიცხვსა ლაშქარსა, რომელ ეგეთი ომი არა მინახავს.
Line: 28    
დაჴოცა მრავალი კაცი, რომელ ვთქვით -- მასა დღესა შინა მოკვდა
Line: 29    
ორი ათ-ასი კაცი, და შემოვიდა მშვიდობითა. შეიჭირვებდა აბუტარისათვის.
Line: 30    
და არა იცოდა აბუტარ, თუ სადა იყო ამბრი.

Line: 31       
უამბეს აბუტარს, თუ ქალაქი არის მცირე და მუნ შინა არის
Line: 32    
ამბრი არაბი-ო. წამოვიდა აბუტარ. დილასა შემოუტევა ცხენი და
Line: 33    
აჰჴდა ჴმა ლაშქართა შინა ომისა და თქვა ამბრი არაბმან: ნეტარ
Line: 34    
ისი ჴმა რად არს-ო! გაგრძელდა მას ადგილსა ომი და ვერა ვცანით.
Line: 35    
გამოვიდა ქალაქით კერძო. ოდეს ვნახეთ, აბუტარ იყო. შემოვიდა.
Line: 36    
ხუთ-ასისა კაცისაგან შემოჰყვა თანა სამ-ასი კაცი. ვითა ნახა ამბრი
Line: 37    
არაბმან დაჴოცა ლაშქართა, ითხოვა ცხენი და გამოვიდა, შეიბნეს,
Line: 38    
შეიქმნა ომი ფიცხელი. ესე იყო წესი ამბრი არაბისა: რა გაგრძელდის
Line: 39    
ომი, დაიწყის სროლა კინენითა ცხენისა და კაცისა. მოკლა მას
Page: 316  Line: 1    
დღესა შინა არა მცირედი და შემოვიდა მშვიდობით. გაიხარნა აბუტარ
Line: 2    
შემოსლვა მისი და შეექმნა გარეგანთა ლაშქართა შიში.
Line: 3    
გაგზავნეს კაცი ხანთა მეფესა თანა და მოაჴსენეს: ესე კაცი, ქალაქსა
Line: 4    
შინა რომელ არის, დიდად მარცხი არის მტერთათვის და მოუძლურდებიან
Line: 5    
ლაშქარნი ჩვენნი და ბოლოსა ჟამსა ძლევა მას დარჩების.
Line: 6    
აწ ბრძანეთ და თვით თავითა თქვენითა მოედით, ნუ ბედითი
Line: 7    
საქმე გგონიათ.

Line: 8       
მოვიდეს დიდებულნი და მოაჴსენეს ხანთა მეფესა. მაშინ ბრძანა
Line: 9    
მეფემან წვევა ლაშქრისა. და იყვნეს სამნი ბუმბერაზნი ხანთა
Line: 10    
მეფისანი, რომელთა დამართებითი არა იყო. უბრძანა ბუმბერაზთა
Line: 11    
მისთა: მოსულა ქვეყანასა ჩვენსა ამბრი არაბი, კაცი ერთი, რომელ
Line: 12    
არა არს დამართებით მისებრი ჭაბუკი, ყოველსა ქვეყანასა უსწორო,
Line: 13    
გამარჯვებული და ღონიანი. აუწყვედია ლაშქარი; თუ-ცა დაიჴოცა
Line: 14    
იამანთა ლაშქარი ჩვენთა ლამქართაგან, განა ვინაჲთგან იგი
Line: 15    
მართლად ქვეყანასა ზედა ჩვენსა არის, პირველად აუგი არის და მერმე
Line: 16    
სავნებელი ჩვენი. კვლა უმრავლესი დაუჴოციან ჴელითა მისითა
Line: 17    
ლაშქარნი ჩვენნი, და არა ეგების მცირედითა ლაშქრითა გასლვა
Line: 18    
სამეფოჲსა ჩვენისაგან და, თუ წავალ, მოუნახავს ქვეყანა ჩვენი და
Line: 19    
შეუტყვია ლაშქართა ჩვენთა ძალი. თუ-ცა ფათერაკი წაეკიდა და
Line: 20    
დავჴოცეთ ლაშქარი, ამით რომელ იგი ჭაბუკი არა იახლა თუ აწ
Line: 21    
წავიდეს, შეკრბეს და კვლა მოვიდეს, არა დარჩეს ქვეყანასა ჩვენსა
Line: 22    
სულიერი ამით, რომელ შემომტერებულა ქვეყანასა ჩვენსა-ო.

Line: 23       
მოაჴსენეს ბუმბერაზთა: ცხოვნდი, მეფეო, უკუნისამდე! თუ-ცა
Line: 24    
არ იკადრების, ვსწყრებით მეფობისა თქვენისათვის, ამისთვის რომელ
Line: 25    
ერთი კაცი ღარიბი ვინ-მე მოსულა და მისთვის შეჭირვებულა
Line: 26    
მეფობა თქვენი. აწ გვიბრძანე ერთი ვინ-მე წავიდეთ, ცოცხალი მოვიყვანოთ
Line: 27    
თქვენსა წინაშე და, თუ ბრძანოთ, თავი მოვიღოთ მისი.
Line: 28    
და რად გინდა ეგზომი შეჭირვება მისთვის?

Line: 29       
მეფემან მადლი უბრძანა და თქვა: მე თვით თავითა ჩემითა მივალ
Line: 30    
და ლაშქარი ჩემი ყველაი, და თქვენ-ც სამთა-ვე გინდათ წამოსლვა
Line: 31    
დიდსა ურვასა შინა ვარ მის კაცისა ჩვენისა ქვეყანასა შინა
Line: 32    
ყოფისათვის.

Line: 33       
და ბრძანა გასლვა სპასალართა და წვევა ყოვლისა ლაშქრისა.
Line: 34    
შეკრბა ურიცხვი ლაშქარი, რომელ თვით იგინი-ვე იტყოდეს, ვიყვენით
Line: 35    
რვა-ასი ათ-ასი მჴედარი. წამოიტანა თანა სამნი-ვე ბუმბერაზნი
Line: 36    
მისნი.

Line: 37       
დღესა ერთსა იგი ლაშქარნი, რომელ გარე გვადგეს, დასხდეს
Line: 38    
ცხენთა და დაეკაზმნეს გაგებებად. შეიქმნა ბუკთა და დაბდაბთა
Line: 39    
ცემა მოსლვისათვის ხანთა მეფისა. გამოჩნდეს ხანთა მეფისა ლაშქარნი,
Page: 317  Line: 1    
რომლისა არა იყო რიცხვი და არ-ცა შეგება, ყოველნი შეკაზმულნი
Line: 2    
საომრად, რომელ სიმშვენვარე ლაშქართა მათებრი არა ნახულა.
Line: 3    
დაეპყრა ქვეყანა, რომელ იყო რიცხვი უფროსი ბევრისა ათ-ასისა,
Line: 4    
და ვიყვენით ჩვენ ათ-ას სამ-ასი კაცი. შეჭირვებასა და ურვასა
Line: 5    
ჩავცვივდით. თქვა ამბრი არაბმან: ღმერთი არის და ჭაბუკობა
Line: 6    
ჩვენი დამრჩენელი, და უბრძანა აბუტარს: ჴამს, რომელ ახალმოსულთა
Line: 7    
ზედა კარგი ნაქმნარი-ო?

Line: 8       
მოაჴსენა აბუტარ: დია ღმერთო!

Line: 9       
და ბრძანა დაკაზმა და დავეკაზმენით. გაჯდა ( ამბრი ) ზერდაგსა
Line: 10    
და აიხვნა კინენი და ეგრე თქვა: აწ ნახოთ, პირნო იამანისანო, ჭაბუკობა
Line: 11    
ჩემი-ო, და შეუტევა. პირველსა მისლვასა აიღო კაცი უნაგრისაგან
Line: 12    
კინენითა, გასტყორცა და დასცა ლაშქართა ზარი. წინანი
Line: 13    
გაიქცნეს ვიდრე დიდთამდე. მოგვეგებნეს წინა და შეიქმნა ომი,
Line: 14    
მაგრა არა მინახავს ომი ეგეთი. გამრავლდა მკვდარი ცხენთა და კაცთა.
Line: 15    
შეღამდა ზედა. შემოვედით შინა და დაკლებულ იყო ჩვენთა
Line: 16    
ლაშქართაგან მცირედი კაცი. გარეგანთა დაჴოცილისა რიცხვი არა
Line: 17    
იყო. მოვიდა ხანთა მეფე და დადგა პალატითა. მოიყვანნა გარე
Line: 18    
დიდებულნი და ლაშქარნი, რომელ არა გარდაწვდებოდეს თვალნი და
Line: 19    
წამოწყდეს ლაშქართა წინა იგი სამნი ბუმბერაზნი და დადგეს კარვითა.
Line: 20    
და ეშინოდა გარეგანთა ლაშქართა ამბრი არაბისა სიკეთისათვის.
Line: 21    
გამოგზავნა კაცი ხანთა მეფემან ამბრი არაბსა თანა და ეგრე
Line: 22    
შემოუთვალა: შენ კაცი ხარ კარგი და კარგი ჭაბუკი და არა ხარ იამანისა
Line: 23    
ქვეყანისა. არაბი ხარ და რა სამეფოსა ჩემისა გიყოფია ჴელი?
Line: 24    
აგიწყვედია და მოგიოჴრებია ქვეყანა და სდეგ ჩვენსა ქალაქსა შიგან.
Line: 25    
ამისთვის რა პატივი გხვდების, არა გარდაგაჴდევ, მით რომელ
Line: 26    
მოცთუნებულხარ იამანთაგან. აწ მოედ ჩემსა წინაშე და შეგრთო
Line: 27    
ქალი დიდებულთა ჩემთა და გაგიქარვო ყოველი შეცოდება. და თუ
Line: 28    
არ დაჰმორჩილდე ბრძანებასა ჩემსა, მოგეკვეთოს თავი და შეჭამნენ
Line: 29    
ჴორცნი შენნი ძაღლთა.

Line: 30       
ეგრე უთხრა ამბრი არაბმან მოციქულთა: რა პასუხი ჴამს, მე
Line: 31    
ვერასა ვიტყვი მით, რომელ იგი დიდი ჴელმწიფე არის. აწ ამის მეტსა
Line: 32    
ვერას მოგაჴსენებ, რომელ: თუ-ცა არ მოსრულიყო კარსა ზედა
Line: 33    
ჩემსა და მუნით-ცა ებრძანა, ამას ვიქმოდი, რომელ წავიდოდი
Line: 34    
მისისა სამეფოჲსაგან და აღარასა შევსცოდებდი, რადგან თვით
Line: 35    
მობრძანდა, აწ თუ დავეზავო, ისი ჩემი სიავე არის, მაგრა მე მით
Line: 36    
არასა ვჰკადრებ.

Line: 37       
გავიდეს მოციქულნი და მოაჴსენეს ესე მეფესა. რა მოციქულთაგან
Line: 38    
მეფემან ესე პასუხი მოისმინა, გაწყრა და კვლა მოეგზავნა
Line: 39    
და ეგრე შემოეთვალა: ვინაჲთგან ეგრეთი ჭაბუკი ხარ, ესე ქმენ:
Page: 318  Line: 1    
არიან ჩემნი ბუმბერაზნი სამნი და თუ მათ შეება და დააჯერნე,
Line: 2    
თვით ნახო და, თუ მათ შენ დაგაჯერონ, მაშინ კვლა ნახო ჭაბუკობისა
Line: 3    
შენისა ძალი.

Line: 4       
მაშინ გამოგზავნეს სამთა-ვე ბუმბერაზთა ესე პირი, ვითა: შენ
Line: 5    
კაცი ხარ მარჯვე და გაგიმარჯვებია მცირე ომი უბადოთა კაცთა
Line: 6    
ზედა და მათისა დაჴოცისათვის გალაღებულ-ხარ. ეგე არა ჭაბუკის
Line: 7    
ჴელი არის. აწ ქმენ ესე, რომელ გამოედ ჩვენთანა და ჩვენ ვქმნათ
Line: 8    
ესე, რომელ გიხვაიშნოთ მეფეთა-მეფის წინაშე და გაგიშვას მშვიდობით.
Line: 9    
თუ-ცა შეგიცოდებია მრავალი, გავაქარვოთ შეცოდება შენი
Line: 10    
ყოველი და, თუ არ იქმ ამას, მაშა, ომი არის შენი და ჩვენი.
Line: 11    
აწ რა გინდა, იგი გამოირჩიე-ო.

Line: 12       
შეუთვალა პასუხი ამბარი არაბმან: მეფესა მე არას მოვაჴსენებ,
Line: 13    
ამიტომ რომელ თქვენ არა იცით და მოსწყინებიხართ მეფესა
Line: 14    
და სიკვდილი უნდა თქვენი. აწ გაიგონეთ და იჩინენით თავნი, ჩემისა
Line: 15    
სიტყვისა ბოლო ესე არის და, თუ სამნი-ვე ერთად არ გამოხვალთ,
Line: 16    
არ იქმნების-ო.

Line: 17       
გამოვიდეს მოციქულნი და დაასკვნეს ხვალისად ომი.

Line: 18       
გამოგზავნეს მათ ბუმბერაზთა მოციქულნი და შემოუთვალნეს:
Line: 19    
მარტო გამოდი და ჩვენ-ცა მარტო გამოვალთ-ო.

Line: 20       
ვითა გათენდა, გააღებინა მეფემან კარავი და დაჯდა და დაისხნა
Line: 21    
ხუთ-ასნი დიდებულნი და დაიდვა ნადიმი. იმღერდეს მგოსანნი.
Line: 22    
მოდგა ყოველი ლაშქარი ხედვად. გაჯდა ამბრი არაბი ზერდაგსა
Line: 23    
და გავიდა. გაჰყვა გამზრდელი მისი აბუტარ თანა. გამოვიდა
Line: 24    
იმათ სამთა ბუმბერაზთაგან ერთი და გამოგზავნა ლახტი მისი
Line: 25    
და ეგრე შემოეთვალა: დღესა ამით შევიბნეთ-ო. აიღო და ეგრე
Line: 26    
არქვა: ხედავ-ა, რომელ არა ჰგავ-ა სიკვდილი შენი პატრონსა
Line: 27    
შენსა? იგი ნადიმად ზის და იცის დასტურად, რომელ შენ მოჰკვდები.

Line: 28       
ამაზედა შეუტივეს და სცეს ერთმან-ერთსა. ამბრი არაბმან ჴმამაღლად ეგრე
Line: 29    
თქვა: აწ ნახოთ ყოფა ხანთა მეფისა ბუმბერაზისა-ო.
Line: 30    
ჰკრა ლახტი მას ბუმბერაზსა და ზურგი მოსტეხა და მუნ-ვე
Line: 31    
მოკვდა. შეიქმნა იმიერთა შიგან ზრუნვა დიდი და თქვეს: არა
Line: 32    
ნახულა ჭაბუკი ამისებრი-ო. უთხრა ამბრი არაბმან მათ ბუმბერაზთა:
Line: 33    
თუ თქვენ-ცა გამოხვალთ, მზად ვდგავარ-ო. დაუმძიმდა ხანთა
Line: 34    
მეფესა და ეგრე შეუთვალა: დღეს წაედ და ხვალ გამოედ-ო. შემოიქცა
Line: 35    
ამბრი არაბი და შემოვიდა მას-ვე ქალაქსა შინა. შევასხით
Line: 36    
ქება და ჩვენ-ცა გავგულოვანდით ყოველი კაცი.

Line: 37       
რა გათენდა, დაჯდა მეფე, დაისხნა დიდებულნი და კვლა დაიდვა
Line: 38    
ნადიმი, მაგრა მგოსანნი აღარა იმღერდეს. გამოვიდეს ყოველნი
Page: 319  Line: 1    
ლაშქარნი ხედვად. გაჯდა ამბრი არაბი, გავიდა და გაიტანა
Line: 2    
თანა აბუტარ. განა არ მეშველად უნდოდა აბუტარ, მაგრა სიმცროჲთგან
Line: 3    
ომისა საქმესა ზედა მისგან იყო გასწავლული და, რა-ცა დააკლის
Line: 4    
ამბრი არაბმან საქმე ომისა, კვლა აბუტარ-ვე ასწავლიდის და მით გაჰყვებოდის
Line: 5    
თანა. მან ბუმბერაზმან ჰრქვა: დღესა ჴრმლითა შევიბნეთ-ო.
Line: 6    
ჰრქვა ამბრი არაბმან: დია, ღმერთო, უმალე მოგკლა-ო.

Line: 7       
შეუზახნეს და შეუტევეს ერთმან-ერთსა და, თავმან შენმან, ომად
Line: 8    
კმა იყო. გარდაალეწეს თვითო ჴრმალი ერთმან-ერთსა და მეორე
Line: 9    
გამოიწოდეს. იყო ზმა დიდი ლაშქართა შიგან. მაშინ გაიყვანა ამბრი
Line: 10    
არაბმან ზერდაგი მისი და ეგრე შეჰყივლა: დაიდგენ და
Line: 11    
ნახონ ნაკვეთიანობა ჴრმლისა ჩემისა-ო. რა გაიგონა, გაიქცა, კაცი
Line: 12    
იგი შეშინდა და თურე ღონესა რას-მე ეძებდა. წაეწია ამბრი არაბი,
Line: 13    
ჰკრა წელთა ზედა ჴრმალი და ზედათი კერძო სრულად მოჰკვეთა.
Line: 14    
და ბარკალნი თურე დაკრულნი იყვნეს ცხენსა ზედა და ზედა-ვე
Line: 15    
შერჩეს. წავიდა ბუმბერაზისა ცხენი ლაშქართაკენ და შეჰყივლა
Line: 16    
ამბრი არაბმან, ვითა ნახევარი ჩვენ გვინდა, ნუ სწყრებით-ო.
Line: 17    
დაუმძიმდა ხანთა მეფესა მის ბუმბერაზისა სიკვდილი. შემოვიდა
Line: 18    
ამბრი არაბი. მუნ-ვე შევასხით ქება ყოველთა და გვემატა ძალსა
Line: 19    
და ვთქვით: ვინაჲთგან ამბრი არაბი ჩვენი პატრონი არის, ჩვენი
Line: 20    
ვნება არა-ვისგან ეგების ერთისა ღმრთისა გარდა.

Line: 21       
გამოჴდეს დღენი და ისწრაფდა ამბრი არაბი მის მესამისა შებმასა-ცა.
Line: 22    
გაუგზავნა კაცი ხანთა მეფესა ამბრი არაბმან და ეგრე შეუთვალა:
Line: 23    
აქა ომისათვის მოსრულ-ხარ და ომი ჴამს. გამოგზავნე
Line: 24    
ბუმბერაზი შენი, ვიცი, რომელ ყოველთა სჯობს, განა ომისაგან
Line: 25    
კიდე არა გვეწევის. ხვალე ომი არის ჩემი და მისი-ო.

Line: 26       
მერმე მეფემან შეჭირვებითა ამისგან კიდე პასუხი არა გამოსცა,
Line: 27    
ვითა: ნუ ისწრაფი, უომრად არ გაგიშვებს ჩვენი ბუმბერაზი.
Line: 28    
ხვალისად დაემზადე და გამოდი დილასა-ო.

Line: 29       
დილასა შეჯდა თვით მეფე, დიდებულნი და ლაშქარნი დაკაზმნა
Line: 30    
და გამოვიდა. მოვიდა მესამე-ცა ბუმბერაზი და ეკიდნეს რკინანი
Line: 31    
ცხენისად სატკივართა ადგილთა და თვით-ცა ჩამოეკიდნეს
Line: 32    
რკინანი. ვთქვით: ერთი ჭაბუკი ამას ვერა სჯობს-ო. გამოგზავნა მან
Line: 33    
ბუმბერაზმან კაცი და ეგრე შემოეთვალა: დღეს სიკვდილი არის
Line: 34    
ანუ შენი და ანუ ჩემი. თუ მომერიო, ნუ დამარჩენ და, თუ მოგერევი,
Line: 35    
არ დაგარჩენ, მით რომელ აზომი სისხლი დათხეულა ჴელითა
Line: 36    
შენითა თურქეთსა შინა.

Line: 37       
ეგრე თქვა ამბრი არაბმან: მოვიდა აღსასრული შენი-ო. მერმე
Line: 38    
გაიყვანა აბუტარ ცხენი და უყივლა, ვითა: შემომები, მით რომელ
Line: 39    
პატრონისა ჩემისა დამართებითი არა ხარ-ო.

Page: 320 
Line: 1       
რა ესე გაიგონა მან ბუმბერაზმან, ჴელი აუხარა და დაუწუნა
Line: 2    
და აგინა. მერმე რა ისეთი ჭყირტი სიტყვა გაიგონა ამბრი არაბმან
Line: 3    
მის ბუმბერაზისაგან, გაუწყრა გამზრდელსა მისსა აბუტარს და
Line: 4    
თვით გავიდა კინენითა, შემოუვლეს ნავარდი ერთმან-ერთსა და შეიბნეს
Line: 5    
ცოტასა ხანსა. მერმე გაიყვანა ცხენი ამბრი არაბმან და შეჰყივლა
Line: 6    
მეფესა, ვითა აწ ნახო გაგება შენისა ბუმბერაზისა-ო.

Line: 7       
შემოუტივა და შეუყარნა კინენი, აიღო უნაგირთაგან, გასტყორცა
Line: 8    
მას კერძოსა, სადა თვით მეფე დგა, და შეჰყივლა მეფესა,
Line: 9    
ვითა გაიკითხე ბუმბერაზი შენი, ვითარი ჭაბუკი ვარ-ო. დასცა მეფესა
Line: 10    
წინა და მოკლა ბუმბერაზი იგი-ცა.

Line: 11       
რა ესე მოინახა, მაშინ იყივლა მეფემან: აჰა, ვის-ცა შეგიძლია,
Line: 12    
შეუტევეთ ყოველთა. მით რომელ ასწყვიდა ლაშქარი ჩემი და დაჴოცნა
Line: 13    
სამნი ბუმბერაზნი ჩემნი-ო. შემოგვიტევა სპამან ყველამან
Line: 14    
და წინა მოვიდა ამბრი არაბისაგან-ცა აბუტარ და თქვეს, ვითა მას
Line: 15    
დღესა ყოველთა აბუტარ სჯობდა-ო. გარდაჴდა ომი დიდი და დაჴოცა ურიცხვი
Line: 16    
სიმრავლე ლაშქართა და შემოვიდა მშვიდობით.
Line: 17    
დაჰკლებოდა ჩვენთა ლაშქართა ასი კაცი და დაეცა ზარი მათ გარეგანთა
Line: 18    
ლაშქართა. გარდაჴდა იგი დღე და მეორე-მესამესა დღესა
Line: 19    
ბრძანა ამბრი არაბმან: ხვალე ცისკრისა ჟამსა ჴამს, რომელ ზედან
Line: 20    
დავესხათ, მით, რომელ თუ-ცა ლაშქარი დიდი არის, განა შეშინებულან-ო.
Line: 21    
რა ცისკრისა ჟამი შეიქმნა, გავედით და თავს დავესხენით.
Line: 22    
შეიქმნა ომი დიდი ცისკრითგან ვიდრე სამხრამდი. მერმე რა
Line: 23    
ჩვენგან ეგ-ზომი ფიცხელი ომი მოინახეს, ვეღარ დაგვიდგნეს, გაგვექცნეს,
Line: 24    
მივეწივენით, დავჴოცეთ და ამოვწყვიტეთ. მიეწივა ამბრი
Line: 25    
არაბი ხანთა მეფესა და შეიპყრა. ვითა ცნა, რომელ ესე ხანთა მეფე
Line: 26    
არის-ო, გარდაჴდა და თაყვანი-სცა ამბრი არაბმან და თქვა: მე
Line: 27    
მონა ვარ, შენ -- დიდი ჴელმწიფე. არა ეგების ჩემგან შენი არ-ცა
Line: 28    
სიკვდილი და არ-ცა პატიმრად წაყვანა-ო. გაუშვა მეფე და წავიდა.
Line: 29    
არ-ცა-ღა ლაშქარსა ჰჴოცდა. ავიღევით ალაფი, რომლისა არა იყო
Line: 30    
რიცხვი, და მოვედით გამარჯვებულნი.

Line: 31       
მიესმა ესე ამბავი იამანთა მეფესა ჩვენისა გამარჯვებისა
Line: 32    
და სიხარულითა მოეგებნეს წინა სამისა დღისა სავალსა იგი ყოველი
Line: 33    
სამეფო და ყოველი დიდებული მისი. და შეასხეს ქება პირველ
Line: 34    
მეფემან და მერმე ყოველმან კაცმან. მისცა მეფემან ურიცხვი
Line: 35    
და ყოველმან დიდებულმან და წავედით იამანსა. და შეიყვარა
Line: 36    
უზომოდ მეფემან და სხვამან ყოველმან ვითა შვილი მეფისა. აშენდა
Line: 37    
იამანეთი. ამას იტყოდეს ყოველნი-ვე: გვიჴსნა ტყვეობისაგან
Line: 38    
ამბრი არაბმან ჭაბუკობითა მისითა-ო. და იყო მეფე და ყოველი
Line: 39    
იამანეთი დიდსა სიხარულსა შინა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Amirandarejaniani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 15.11.2018. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.