TITUS
Amirandarejaniani
Part No. 4
Previous part

Chapter: 4 
Page: 305 
Line: 12 
კარი მეოთხე
Line: 13 
ამირან დარეჯანის ძისა ამბავი


Line: 14       ისმენდი, მეფეთ-მეფეო, ცხოვნდი უკუნისამდე! ადიდნეს ღმერთმან
Line: 15    
მოყვარენი თქვენნი და არცხვინნეს ორ-გულთა თქვენთა!

Line: 16       
მას-ვე დღესა წავედით თვით ამირან დარეჯანის ძე, მე -- სავარსიმის
Line: 17    
ძე და შაოსანი კაცი. მივედით იამანსა ჭაბუკსა თანა. გამოგვეგება
Line: 18    
წინა იამან ჭაბუკი, კაცი ბერი და შვენიერი, შეეტყობოდა,
Line: 19    
რომელ ყოფილიყო ლომი ჭაბუკი. ატირდა ძნელად და თქვა: მეტსა
Line: 20    
ვერას მოგაჴსენებ, რა-ღა გინდა, ჰქმენ, ღონე შენ ხარ ჩვენი-ო.

Line: 21       
მოაჴსენა ამირან დარეჯანის ძემან: მეტსა ვერას გიქადებ, ანუ
Line: 22    
მოვკვდები მათთანა-ვე და ანუ ვიჴსნნე იგინი-ცა.

Line: 23       
დავყავით მუნ დღე ერთი და ვითხოვეთ ყოლაუზი კაცი. მოგვგვარეს
Line: 24    
უსიბ-ვე. წავედით და ვლეთ თორმეტი დღე და მივედით მას
Line: 25    
აღგილსა, სადა ბადრი იამანის ძე შეეპყრათ. მოაჴსენა უსიბ: აჰა იგი
Line: 26    
ადგილი, სადა ძმა შენი ბადრი შეიპყრეს-ო. გარდაჴდა ამირან დარეჯანის
Line: 27    
ძე და ატირდა.

Line: 28       
წავედით მუნით და ვლეთ სამი დღე სხვა.

Line: 29       
მოგვეგება წინა იგი-ვე ორ-პირი კაცი, თაყვანი-სცა ამირან
Line: 30    
დარეჯანის ძესა და მოაჴსენა: ფიცებულ ვიყავ ნოსარ ნისრელისა
Line: 31    
და არა გაუტეხ ფიცსა. თუ მას ვერა ვმსახურე, აწ, რადგან თქვენ
Line: 32    
მისდა ძებნად მიხვალთ, დამიც გული თქვენთანა. რომელი შემეძლოს,
Line: 33    
აწ გმსახურო.

Page: 306 
Line: 1       
უსიბ ეგრე უთხრა მას ორ-პირსა კაცსა. კვლა მოხვედ, ჩვენო
Line: 2    
კუროვ და მკლველო?

Line: 3       
უსიბს გაუწყრა ამირან და მას კაცსა უბრძანა: კურთხეულ-მცა
Line: 4    
ხარ, ძმაო!

Line: 5       
წაგვიძღვა იგი კაცი და წავედით.

Line: 6       
ისმენდი, მეფეთ-მეფეო! აგვიჩნდა ციხე მაღალი. იკითხა ამირან
Line: 7    
დარეჯანის ძემან: ვისი არის ის ციხე-ო?

Line: 8       
მოაჴსენეს: დევთა არის, და იგი ლომნი ალი დილამი და ინდო
Line: 9    
ჭაბუკი იქი შიგან არიან. ოდეს მათნი პატრონნი შეიპყრნეს დევთა,
Line: 10    
იგინი უკან მიეწივნეს, შეებნეს ფიცხლად და იგინი-ცა შეიპყრნეს
Line: 11    
გრძნებითა რაჲთ-მე და ამას ციხესა შიგან სხენან-ო.

Line: 12       
დავდეგით მას ღამესა მის ციხისა ძირსა. დილასა შეეკაზმა ამირან
Line: 13    
საქვეითოჲთა აბჯრითა. აიღო ფარი და შეუჴდა ციხისა ძირსა.
Line: 14    
წამოდგეს ზედან ლაშქარნი და ესროდეს ქვათა. შეუჴხდა ზედა და
Line: 15    
შელეწნა ციხისა კარნი, შევიდა და დაჴოცნა და წაუღო ციხე და
Line: 16    
პოვნა მას ციხესა შიგან ორნი-ვე ალი დილამი და ინდო ჭაბუკი.
Line: 17    
და არა შეეძლო, თუ-ცა თანა წამოეტანნეს, მეტად შეავებულ იყვნეს
Line: 18    
და დაყარნა მუნ-ვე და დააყენა მათ ზედა შაოსანი კაცი, დაბეჭდნა
Line: 19    
კარნი საჭურჭლისანი. წავედით სამნი ჩვენ და მეოთხე იგი
Line: 20    
ორ-პირი კაცი. მივედით მას ადგილსა, სადა შეეპყრათ ნოსარ ნისრელი,
Line: 21    
და მუნ აჩნდა მოკვეთილი მიწა. გვიჩვენა ადგილი მან კაცმან:
Line: 22    
აჰა იგი ადგილი, სადა შეიპყრეს ნოსარ ნისრელი-ო.

Line: 23       
წავედით მუნით და გვარქვა მან ორ-პირმან კაცმან: მე აღარა
Line: 24    
წამოვალ და არ-ცა რა ვიცი. ესე ოდენ ვიცი, რომელ ამის სამისა
Line: 25    
დღისა სავალსა ტყე მოგხვდების, რომელ ყოველი საყოფელი არის
Line: 26    
მჴეცთა, და, რა იგი გაიაროთ, თქვენ თვით გაუფრთხილდით, მე
Line: 27    
აღა-რა ვიცი რაო.

Line: 28       
უსიბ ჰრქვა მას კაცსა: აბა, თუ ეტიკი ხარ, ეგეთი ჴამს-ო!

Line: 29       
იქცა იგი კაცი. წავედით ჩვენ და მოგვხვდა ტყე იგი. ზენა-არმან
Line: 30    
ღმრთისამან და თავმან თქვენმან, ხუთ-ასი ლომი და ვეფხვი მოვკალით.
Line: 31    
გავიარეთ ტყე იგი და მოგვხვდა წყალი დიდი. იყო ნავი და
Line: 32    
იყვნეს მენავენი. რა გვნახეს, თაყვანი-გვცეს და გვკითხეს: მოდარბაზენი
Line: 33    
ხართ-ო? ვთქვით, თუ მოდარბაზენი.- აბა, ბრძანეთ და
Line: 34    
ჩამოსხედით-ო. ჩავსხედით და, ვითა შუა შევედით, წაგვიჴდეს მენავენი
Line: 35    
და ნავი. ჩვენ დავრჩით წყალთა შიგან. მერმე [ ამირან დარეჯანის
Line: 36    
ძემან] ერთსა ღლიასა მე შემომიგდო, ერთსა უსიბ და ცურვით
Line: 37    
იმიერით გაგვიტანა. ეგრე გვიბრძანა: ღმერთო, დიდისა ფათერაკისაგან
Line: 38    
დავრჩით-ო!

Line: 39       
წავედით მუნით და იყო დიდი კლდე. გამოვიდა მის კლდისაგან
Page: 307  Line: 1    
კაცი დიდო წითლოსანი და თქვა: ვაშად მოხვედ, ამირან დარეჯანის
Line: 2    
ძეო. აიყვანა ამირან და ნებსა ზედა დაისვა და უბრძანა: ვაგლახ,
Line: 3    
რა ცოტა ხარ, განა ვინ ხარ-ო?

Line: 4       
უსიბ მოაჴსენა: ეგე, ღმერთო, არა-ვინ არს, [თუ-ცა] კაცისა ყველასი
Line: 5    
უარესი არის-ო.

Line: 6       
მან დიდომან ეგრე თქვა: ყოველი რიალი შენ ჰქმენ უსიბ და
Line: 7    
შეაპყრობინენ იგი ლომნი და აწ ესე მიგყავს-ო?

Line: 8       
უსიბ უთხრა: უბედურო, რა საწყალი და ავი კაცი ხარ! თვარა
Line: 9    
მე რა უნდა ვიყო?

Line: 10       
უბრძანა დარეჯანის ძემან: მითხარ, ძმაო, რა ხარ-ო?
Line: 11    
მან მოაჴსენა: დიდოთ მეფე ვიყავ, დევთა გამომაძეს და ლაშქარნი
Line: 12    
დამიჴოცნეს და მე მარტო დარჩომილ-ვარ.

Line: 13       
უსიბ უთხრა: რადგან ეგზომ საწყალი და მეფობისა მაყივნებელი
Line: 14    
იყავ, ნეტამ-ც არ-ც შენ დარჩომილ-იყავ-ო.

Line: 15       
მოაჴსენა დიდომან: აწ სადა წახვალ? სარგებელი შემიძლია, თუ
Line: 16    
კარგი ჭაბუკი ხარ და, თუ რა გმსახურო, აღმითქვი, რომელ მამული
Line: 17    
ჩემი მომცე.

Line: 18       
უბრძანა ამირან: ზენა-არმან ღმრთისამან, მოგცე-ო.

Line: 19       
წამოვიდა დიდოთ მეფე და წავედით ჩვენ. და იყო კლდოვანი ადგილი
Line: 20    
და ჴევი ღრმა. იყო მას ჴევსა შინა მაღალი მოხვეწილი კლდე.
Line: 21    
გამოვიდა მის კლდისა თავსა გველი საშინელი და იწყო კაჭრობად.
Line: 22    
მოვიდოდა ყოვლისა ქვეყანისა გველი. ვჴოცდით და მოგვეწყინა
Line: 23    
ჴოცა და არა მოჰჴდა ლევა მათი. მერმე ამირან დარეჯანის ძემან
Line: 24    
ამოიღო მშვილდი, გარდაუცვა და შესტყორცა ისარი-ბოძალი და
Line: 25    
წარჰკვეთა თავი მას გველსა, რომელი ჯდა კლდისა თავსა, და გარდაწყდა
Line: 26    
გველისა მოდენა. გამოვიდა მას ადგილსა კაცი და ეგრე
Line: 27    
იყივლა: თუ ამა გველისა მოკლვა კარგა გექმნასთ, აწ სცანთ-ო.

Line: 28       
გამოვიდა სხვა კაცი და ჰკითხა: იმა კაცთა მოკლეს ჩვენი გველი-ო?
Line: 29    
ჩამოჴდეს ორნი-ვე, გაახვნეს კარნი მის კლდისანი და გამოვიდეს
Line: 30    
სამნი ვეშაპნი საშინელნი -- ერთი შავი, ერთი თეთრი და ერთი
Line: 31    
წითელი. თქვა ამირან დარეჯანის ძემან: შავი მე, თეთრი შენ,
Line: 32    
სავარსიმის ძეო, და წითელი უსიბს. მოაჴსენა უსიბ: ჩემი წილი-ცა
Line: 33    
შენად-ვე მომიჴსენებია-ო. შემოუტივეს ვეშაპთა და ჩვენ-ცა მათ შეუტივეთ.
Line: 34    
წითელი მოვიდა, ჰკრა ჴრმალი ამირან და მოკლა. მე და
Line: 35    
იგი თეთრი ვიბრძოდით. ჰკრა და იგი-ცა მოკლა. შავმან შემოუტევა
Line: 36    
უკანა და ჩანთქა ამირან დარეჯანის ძე და გაიქცა. მე მივეწივე,
Line: 37    
ჴრმალი ვკარ და კუდი მოვკვეთე. შემეხვეწა მას სახლსა და ვეღა-რა
Line: 38    
შევიგენით გზა და კვალი მისი.

Line: 39       
დავიწყეთ ტირილი. და ჴელი იყვის დარეჯანის ძისა, რომელ
Page: 308  Line: 1    
ორნი დაშნანი იქით და აქით მოგვშიგან ესხნიან. ამოიღო და შიგან
Line: 2    
მუცელი დაუჭრა, გვერდი გაუპო და გამოვიდა სისხლითა შესვრილი
Line: 3    
და გვიბრძანა: ავად მიშველეთ-ო! და იყვნეს მას სახლსა შინა საჭურჭლენი,
Line: 4    
დაბეჭდა და წავედით მუნით და ვლეთ ორი დღე. კიდის-კიდე
Line: 5    
ვიარებოდით. მე გარდამეკიდა კაცი ვინ-მე დიდი. შუბლსა
Line: 6    
თვალი ედგა და მარქვა: საწყალნო, უსიბ მოგაღორნა-ო? მომეკიდა
Line: 7    
წასაყვანებლად. შევიბენით და ვიბრძოლეთ დიდი ხანი. მოვკალ
Line: 8    
და მოველ დარეჯანის ძესთანა. უამბე და უჩვენე კაცი იგი. გაუკვირდა
Line: 9    
და დამიმადლა ეგდენ დიდისა კაცისა მოკლვა ჩემგან. ეგრე
Line: 10    
თქვა: ძნელი საბრძოლველი მოგჴდომია-ო, და წავედით.

Line: 11       
ისმენდი, მეფეთ-მეფეო, ცხოვნდი უკუნისამდე! ვიარეთ სამი
Line: 12    
დღე. დიაცი ვინ-მე ჯდა და ტიროდა. ვკითხეთ: რა გჭირს-ო? მან
Line: 13    
გვითხრა: ჩვენნი რჯულისანი ხართ-ო? უთხარით: იგი ვართ-ო. ამაზედა
Line: 14    
თქვა: მომეგონა ბადრი იამანის ძე, იგი ლომი, და მისთვის
Line: 15    
ვტირი. მაშინ იგი ოდეს გრძნებითა შეიპყრეს დევთა, მე ტყვედ წამომიყვანეს
Line: 16    
და მაშინდლითგან აქა ვარ, ვიარები ამა ეშმაკთა შინა.
Line: 17    
აწ ბრძანეთ და სადილი მოგაჴსენოთ-ო.

Line: 18       
ჩვენ მათ დღეთა ნადირი არ შეგვეპყრა და მოგვმშეოდა. წავედით.
Line: 19    
წინა წაგვიძღვა იგი დიაცი. მის კლდისა ძირსა მივედით. კარი
Line: 20    
უკუ-აღო, შევიდა და, რა ამირან დარეჯანის ძე შეიყვანა, დიდი
Line: 21    
ლოდი კარსა მოაგორვა. ეს თურე დევი იყო. ჩვენ გარე დავრჩით. რა
Line: 22    
შინა შევიდა, კაცი ვინ-მე ჯდა, შუბლსა თვალი ედგა და უთხრა:
Line: 23    
ვაშად მოხვედ, ამირან დარეჯანის ძეო, განა რა გლახ მოიგონე აქა
Line: 24    
მოსლვა-ო?

Line: 25       
ესე იყვის წესი დარეჯანის ძისა, რა-მცა მისჭირდის, "აბა, ლომო-ლომთაო"
Line: 26    
იყივლის [და შეუტივის. მას ჟამსა] უთხრა: ვაშად გნახე,
Line: 27    
მაგრა შენთვის, ღმერთო, დია სჯობდა, თუ-ცა არა გენახე-ო.

Line: 28       
ცოტა ყმა გამოვიდა. შუბლსა თვალი ედგა მას-ცა და ეგრე უთხრა:
Line: 29    
მამაო, ვიცი, რომელ იმა ყმასა მოჰკლავ, ქვე დამიდევ და მე
Line: 30    
მოვჰკლავ-ო. ჩვენ ვდგევართ კართა ზედა და არა გვაქვს ღონე შესლვისა.
Line: 31    
ამირან დარეჯანის ძემან აგინა მას ყმასა ცოტასა. ფერჴნი
Line: 32    
დაუჭირნა და მისსა მამასა პირსა შესტყორცა და მოკლა იგი ცოტა
Line: 33    
ყმა. მაშინ ახლტა იგი ბერი კაცი, შეიბნეს ჴელის-ჴელ და იბრძოლეს
Line: 34    
დიდი ხანი. მოერია ამირან, დასცა და ამოიღო დაშნა, ჩასცა
Line: 35    
თვალსა, თვალი წამოუგდო. იყივლა დევმან: ნუ-ღარ მომკლავ, ჭაბუკობასა
Line: 36    
შენსა, იექ ჩეშმემ ნესტ-ო.

Line: 37       
და დააგდო დევი, შეიპყრა იგი დიაცი, რომელმან მიგვიტყუვნა,
Line: 38    
და უბრძანა: შენ სხვასა-ცა ვის-მე მოაცთუნვებ-ო, და მოკლა.
Page: 309  Line: 1    
გაგვიღო კარი და შევედით. იდვა დევი და ცოტა-ღა სული ედგა, აღარა
Line: 2    
ლამოდა სიკვდილსა დარეჯანის ძე. ამოიღო ჴრმალი უსიბ და მოკლა.
Line: 3    
გაუწყრა დარეჯანის ძე უსიბს. მან ეგრე მოაჴსენა: ნუ სწყრები,
Line: 4    
პატრონო, სხვას-ცა ვის-მე მოაცთუნვებს-ო. და ვპოეთ მუნ-ცა დიდი
Line: 5    
საჭურჭლე, დავბეჭდეთ და წავედით. აღა-რა მოგვხვდა გზასა ზედა
Line: 6    
ეგეთი.

Line: 7       
უსიბ მოაჴსენა: აქათგან-ცა ტალად დგომა გვინდა-ო. მას ღამესა
Line: 8    
დადგა უსიბ მოვიდა ლაშქარი და კარგად იყო იგი-ცა. მუნით წავედით.
Line: 9    
დავდეგ ტალასა თვით მე და დავჴოცენ ლაშქარნი. წავედით
Line: 10    
მუნით და ვიარეთ ერთი დღე. მოგვხვდა უბადო ადგილი. ტალასა
Line: 11    
დადგა თვით ამირან დარეჯანის ძე. მოვიდა დიდი ლაშქარი, დაეჴოცა
Line: 12    
და ამოეწყვიტა. ამაზედა მოვიდეს დევნი ორნი-ვე ძმანი ბაყბაყ
Line: 13    
და ხაზარან. დაეძინა ამირანს და, ვითა ნოსარ ნისრელისა, მოჰკვეთეს
Line: 14    
ქვეყანა. განკრთა ამირან და "ოჰო" თქვა, შეუტევა ცხენი
Line: 15    
გაესწრა ბაყბაყ, ჰკრა ჴრმალი ხაზარანს და მოკლა.

Line: 16       
წავედით და მივედით მას ციხესა, სადა სხდეს პატიმრად ბადრი
Line: 17    
იამანის ძე და ნოსარ ნისრელი. იყო ციხე მაღალი და ქალაქი შეუვალი,
Line: 18    
არა ეგებოდა კაცისაგან შესლვა და, ვითარ ღონე ვერა ავიგეთ,
Line: 19    
მუნ დავყავით კვირა ერთი და ამას ვლამოდით, თუ-ცა გამოსულ-იყო
Line: 20    
იგი ბაყბაყ დევი და შეგვეპყრა. არა გამოვიდა.

Line: 21       
და ვითა უღონო ვიქმნენით, თქვა უსიბ: რა იქმნა იგი ბილწი
Line: 22    
დიდო?

Line: 23       
ამაზედა მოვიდა დიდო იგი და გვითხრა: განა-ღა ვერასა ხართ
Line: 24    
ღონესა-ო? უბრძანა: ვერასა-ო. აბა, მომიდექით უკანა-ო.

Line: 25       
ჩაგვიძღვა დიდო ციხესა. იმიერით იყვნეს ხენი შვენიერნი და
Line: 26    
გამოდიოდა წყარო ძირსა მათ ხეთასა. ჩამოვიდის ფრინველი ყოველთა
Line: 27    
დღეთა, სვის წყალი და ციხეს შევიდის. თქვა დიდომან:
Line: 28    
მე მაშინ-ვე მითქვამს, თუ კარგი ჭაბუკი ხარ, ღონე ვიცი-მეთქი.
Line: 29    
თვით იმა ფრინველსა ფერჴთა მოეკიდე, აღფრინდების და მას ციხესა
Line: 30    
ჩაგსვამს. აწ ღონე ესე-ოდენ არის-ო.

Line: 31       
უსიბ უთხრა: აჰა, ვაგლახ, შენ რა თურე სრულად ავი ხარ! ვითარი
Line: 32    
შენსა კაცობასა შეჰგავს, აგეთი-ცა ღონე გვასწავლე-ო.

Line: 33       
შეიქმნა მათ ხეთა ქვეშე სამალავი ამირან დარეჯანის ძემან,
Line: 34    
ჩაჯდა მას სამალავსა შიგან. ვითა ჩამოვიდა ფრინველი, შეხლტა
Line: 35    
და ფერჴთა მოეკიდა. აფრინდა ფრინველი იგი და ციხესა გაემართა
Line: 36    
წამოდგეს ზედა და ყიოდეს: მოვიდა, მოვიდა-ო. ვითა დაესწორა,
Line: 37    
ჩაჴდა ციხესა დარეჯანის ძე, გამოიწოდა ჴრმალი და იწყო ჴოცად.
Line: 38    
მიჰჴოცდა და მივიდოდა. და იწყეს მათ პატიმართა შიგნით ყივილი,
Line: 39    
ვითა კარი გაგვიღეთ-ო. დაჴოცნა დარეჯანის ძემან მრავალნი კაცნი
Page: 310  Line: 1    
და მოვიდა საპატიმროჲსა კარსა, ჰკრა ჴრმალი და გატეხა კარი იგი
Line: 2    
და გამოასხნა პატიმარნი. გამოვიდეს ბადრი იამანის ძე და ნოსარ
Line: 3    
ნისრელი. მაშინ უფროსნი დაჴოცნეს და ასწყვიდნეს. ბაყბაყ დევი
Line: 4    
ლამოდა წასლვასა. მიეწია ნოსარ ნისრელი და მოკლა. შევედით
Line: 5    
ციხესა და არა იყო რიცხვი განძისა. დავყავით კვირა ერთი და
Line: 6    
ავკიდეთ ხუთ-ასსა აქლემსა განძი და სხვა ყოველი ციხე-ქალაქი და საჭურჭლენი
Line: 7    
მას დიდოთ მეფესა მიუთვალნა, ნუ-თუ-მცა გარდაეჴადა
Line: 8    
მსახურებისა მისისა ნაცვალი. წამოვიღეთ განძი ურიცხვი მუნით-ცა,
Line: 9    
სადა იგი დიაცი მოეკლა. მუნით-ცა გამოვიღეთ, სადა იგი ვეშაპნი
Line: 10    
დავჴოცენით, და მოვედით მას ციხესა, სადა სხდეს ალი დილამი და
Line: 11    
ინდო ჭაბუკი, და მუნით-ცა გამოვიღეთ ურიცხვი განძი.

Line: 12       
მიესმა ესე ამბავი ყოველსა არაბეთსა, ვითა კაცთა ვის-მე ვეშაპნი
Line: 13    
და დევნი დაუჴოცნიან და მოაქვთ ურიცხვი განძი-ო. შეკრბა
Line: 14    
ყოველი არაბეთი და უკანა მოგვეწია. [ლაშქართა] სიმრავლისა
Line: 15    
რიცხვი არა ეგებოდა. იგი-ვე სამნი ლომნი და ჩვენ. მათნი ყმანი,
Line: 16    
შევიბენით. თავმან თქვენმან, მათ სამთა-ვე უკეთესსა ვერ გამოარჩევდი,
Line: 17    
ერთმან-ერთსა სჯობდეს. ვიბრძოლეთ სამი დღე. გავაქცივენით.
Line: 18    
და დავჴოცენით, რომელ რისხვა ღმრთისა მივაწივეთ მათ
Line: 19    
ზედა. მაშინ ააგეს მას ადგილსა ზედა სახლი ქვითკირისა და დაეწერნეს
Line: 20    
სამნი-ვე და ჩვენ-ცა მათნი ყმანი დაგვწერნეს. წამოვედით და
Line: 21    
მოვედით იამანსა ჭაბუკსა თანა. დავყავით კვირა ერთი და შეიყვარეს
Line: 22    
ერთმან-ერთი და ძმად იფიცნეს სამნი-ვე. თავმან თქვენმან, სამთა
Line: 23    
მათ ვერა-ვინ მოერეოდეს. გაიყვეს განძი სამად და წავიდეს
Line: 24    
თავ-თავისსა ადგილსა.

Line: 25       
აქა დასრულდა კარი ინდოთა მეფისა, ბადრი იამანის ძისა, ნოსარ
Line: 26    
ნისრელისა და ამირან დარეჯანის ძისა, და თქვენ-მცა ნებასა
Line: 27    
ზედა სუფევთ უკუნისამდე, ამინ.



Next part



This text is part of the TITUS edition of Amirandarejaniani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 15.11.2018. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.