TITUS
Amirandarejaniani
Part No. 3
Previous part

Chapter: 3 
Page: 302 
Line: 31 
კარი მესამე
Line: 32 
ნოსარ ნისრელისა ამბავი


Line: 33       წავედით და ვლეთ სამი დღე. ქალაქი იყო მისი უზღუდო. ცოტანი
Line: 34    
თათარნი მოსრულ-იყვნეს და ქალაქი მისი დაეწვათ და წარეტყვენვათ.
Line: 35    
დიაცი ვინ-მე შემოტიროდა გზა-გზა და იტყოდა: ჰოჲ, სადა
Line: 36    
ხარ, ნოსარ ნისრელო, რომელ ბილწთა კაცთა ქალაქი შენი ტყვე-ქმნეს-ო.
Page: 303  Line: 1    
ესმა ნოსარს და ჰკითხა: ოდეს-ო? უთხრა: აწე-ო. რა ჩავხედენით,
Line: 2    
მინდორსა შიგან ჩავიდოდა ლაშქარი. გვიბრძანა: თვალი დამიგეთ!
Line: 3    
თუ პატრონისა თქვენისა ჴსნა შემეძლოს, თვით ნახოთ-ო.

Line: 4       
გაჯდა შავსა ტაიჭსა და მიეწივა მარტო უკანა. თავმან თქვენმან,
Line: 5    
ეგეთი ომი არ ვის უნახავს. დაჴოცნა და გააქცივნა, რომელ რისხვა
Line: 6    
ღმრთისა მოაწივა. უსიბ ეგრე მარქვა. გულ-მხიარულად იყავ, ისი
Line: 7    
კაცი პატრონსა ჩვენსა ადვილად იჴსნის-ო. შევასხით ქება და
Line: 8    
წამოვედით.

Line: 9       
და გვკითხა ნოსარ: იცით გზა-ო? უსიბ მოაჴსენა: ვიცით-ო, ერთი
Line: 10    
გზა უფრო შორი და მშვიდობისაა, ერთი ახლოა და საჭირო, სითა-ც
Line: 11    
ბრძანოთ, მუნით წავიდეთ-ო. ბრძანა: უახლოესსა წავიდეთ-ო. და
Line: 12    
ვლეთ ოცისა დღისა სავალი. თუ მჴეცი გარდაგვეკიდა და თუ ლაშქარი,
Line: 13    
ვჴოცდით და მივიდოდით. ლაშქარნი გარდაგვეკიდნეს დიდნი.
Line: 14    
მოაჴსენა ალი დილამმან: მე ვნახენ ისი ლაშქარნი-ო. უბრძანა:
Line: 15    
ნახე-ო. მივიდოდა. შემოუტივეს მათ ლაშქართა. თავმან თქვენმან,
Line: 16    
თუ-ცა გენახა, მოგეწონებოდა. ჩვენ მოვაჴსენეთ ნოსარს: უშველოთ-ო?
Line: 17    
გვიბრძანა: არად უნდა შველა, თუ იგი-ღა ალი დილამი არს-ო. დაჴოცნა
Line: 18    
და გააქცივნა, რომელ მისსა პატრონსა მის მეტი არა უქმნია
Line: 19    
რა. მოვიდა და მადლი გარდაიჴადა ნოსარ.

Line: 20       
წავედით და ვლეთ სამი დღე. სხვა ქედი იყო არა დიდი. წამოადგნეს
Line: 21    
ზედა სამნი კაცნი, ლომთა ზედა სხდეს. ერთმან უთხრა მეორესა:
Line: 22    
ხედავ უსიბსა ვინ-მე მოუცთუნებიან და მოჰყვანან-ო. გვიყივლეს
Line: 23    
ორპირ-ვე: წა-ვეღარ-გვიხვალთ, წამოისწრაფეთ-ო. გაჯდა ნოსარ
Line: 24    
ნისრელი შავსა ტაიჭსა და წავიდა. ჩვენ გვიბრძანა. აქა იყვენით-ო.
Line: 25    
წავიდა, გარდაიარა ქედი იგი. დიდი ხანი გამოჴდა და თქვა ალი დილამმან:
Line: 26    
წავიდეთ და ვნახოთ, თუ რა ქმნა ნოსარ-ო. ოდეს ზე გავედით,
Line: 27    
ცხენი იდვა და კაცი ურიცხვი დაჴოცილი და იგი სამნი კაცნი,
Line: 28    
რომელნი ლომთა ზედა სხდეს, მკვდარნი ისხნეს. ოდეს ვნახეთ,
Line: 29    
გზა და კვალი ნოსარისი ვეღა-რა გავიღეთ. ჩავცვივდით შეჭირვებასა
Line: 30    
შინა ძნელსა. გამოჴთა პატარა ხანი, მოვიდა ნოსარ და კაცი ჰყვა
Line: 31    
შეპყრობილი. ოდეს მოიყვანა, საკვირველი კაცი იყო: ორი პირი
Line: 32    
ჰქონდა, ერთი შავი და ერთი -- ვითა სისხლი. მით შავითა პირითა
Line: 33    
სპარსულად უბნობდა და წითლისა ვერა გავიგონეთ რა, და ამას
Line: 34    
იხვეწებოდა: ნუ მომკლავთ-ო! ყოველსა რჯულსა ღმერთი სწამს,
Line: 35    
ღმერთი შუა-მდგომლად მოგცე, რომელ დიდად გმსახუროთ. უთხრა
Line: 36    
უსიბ. დასტურად მოგკლავთ, იცოდე-ო. შეშინდა იგი კაცი. ნოსარ
Line: 37    
ნისრელმან ეგრე უბრძანა: ნუ გეშინის ძმაო. ისი კაცი ხუმარი
Line: 38    
არის-ო. აწ მომეც შუა-მდგომლად ღმერთი, რომელ არა მიტყუო,
Line: 39    
თვარ მიზამ ვერას-ო. ფიცა მან კაცმან სახელი ღმრთისა და თქვა:
Page: 304  Line: 1    
აჰა, ორნი ფრინველნი არიან დიდნი უზომოდ და ღონე მათისა ომისა
Line: 2    
არა არის-ო.

Line: 3       
უბრძანა ნოსარ: გვალე, წავიდეთ, მათთან ომი ადვილი არის-ო.
Line: 4    
წავედით და მინდორსა გავდიოდით მე და უსიბ და ალი დილამი
Line: 5    
ერთგან. მარტო ნოსარ კიდე მივიდოდა. მოფრინდა იგი ფრინველი
Line: 6    
და ჩვენ სამთა-ვე ზედა მოვიდა. იყივლა უსიბ: გვიშველე, ნოსარო!
Line: 7    
მან ცხენი შემოუტევა და, ვირე გაესწრებოდა, ჴრმალი ჰკრა და
Line: 8    
მოკლა, ვითა კატა. იყო საზომი მის ფრინველისა პილოს ოდენი.
Line: 9    
გაუკვირდა მას კაცსა ორ-პირსა და ეგრე თქვა: ნეტარ ჭაბუკი ამისებრი
Line: 10    
არის კაცი-ო?

Line: 11       
იგი ერთი ფრინველი შინა არ იყო. წავედით მუნითა და თქვა მან
Line: 12    
ორ-პირმან კაცმან: აქათგან ტალა გვინდა-ო. დამაყენეს მე. მოვიდეს
Line: 13    
ლაშქარნი და მარტომან დავჴოცენ. წავედით მუნითა-ცა. მეორესა
Line: 14    
დღესა დააყენეს ტალად თვით უსიბ და კარგად იყო. უსიბისა ესე
Line: 15    
მოგაჴსენო: უსუსური იყო, თვარა გული კაცისა უკეთესი არ ეგებოდა.
Line: 16    
მესამესა დღესა თქვა მან-ვე კაცმან: აქა ტალა გვინდა კარგი-ო.
Line: 17    
და დადგა ალი დილამი. და მოვიდა ორი მის-ოდენი ლაშქარი და
Line: 18    
იყო იგი-ცა, ვითა ჰხვდებოდა ჭაბუკობასა მისსა, დაჴოცნა და გააქცივნა,
Line: 19    
რომელ რისხვა ღმრთისა დასცა. წავედით მუნით და ვლეთ
Line: 20    
სამი დღე. სხვა აგვიჩნდა ციხე. იკითხა ნოსარ: ვისი არის ციხე-ო?
Line: 21    
მან კაცმან ორ-პირმან მოაჴსენა: ისი დევთა არის და იგი ლომთა
Line: 22    
ლომი ბადრი იქი შიგან არის-ო. ლამოდა ნოსარ ნისრელი, რომელ:
Line: 23    
ვირე ისი არა გამოვიყვანო, სხვასა საქმესა არა დავება-ო.

Line: 24       
თქვა მან ორ-პირმან კაცმან: აქა თვით შენ დადეგ ტალასა-ო.
Line: 25    
დადგა ნოსარ ნისრელი. არქვა მან ორ-პირმან კაცმან: დაძინებასა
Line: 26    
ეკრძალე-ო. და იყო მას ღამესა, რომელ გვესმოდა ჴმა ომისა ვიდრე
Line: 27    
ქათმისა ყივილამდის. მერმე დაწყნარდა ომი და თურე ეძინა ნოსარ
Line: 28    
ნისრელსა. მოვიდეს დევნი ორნი ძმანი ბაყბაყ და ხაზარან,
Line: 29    
მოკვეთეს კალოსა ოდენი მიწა და წაიყვანეს ნოსარ ნისრელი და
Line: 30    
წავიდეს. ზედა გათენდა. ვნახეთ: დაჴოცილი იყო ლაშქარი ურიცხვი
Line: 31    
და ვეღა-რა ვპოეთ ნოსარ ნისრელი. ჩავცვივდით ურვასა ძნელსა
Line: 32    
შინა. მაშინ წაუდგა კვალსა ალი დილამი და იგი-ცა წაჴდა მას-ვე
Line: 33    
გზასა. თქვა უსიბ: თუ-ცა იგი ორ-პირი კაცი მოგვეკლა, აწე-ცა მშვიდობით
Line: 34    
ვართ-ო. თქვა მან ორ-პირმან კაცმან: რა ვქმენ, ბაღას ქმარო?
Line: 35    
აგინა უსიბს და წავიდა. უსიბ კვლა-ვე თქვა: არა ვთქვი, თუ მან გვიყო
Line: 36    
ყველა-ო?

Line: 37       
და ჩვენ წავედით და მივედით იამანსა ჭაბუკსა თანა და მან გამოგვგზავნა
Line: 38    
წინაშე შენსა და მოგაჴსენა: ამირან დარეჯანის ძეო,
Line: 39    
სახელითა ყოველთა უფროსო, მე ბერი კაცი ვარ და აღარა შემიძლია,
Page: 305  Line: 1    
თვარა ვიმოწმებ ღმერთსა, რომელ ჭაბუკობისათვის არა ვისი
Line: 2    
მინდოდის ქენება. აწ ჴელთა ჩემთა აღარა არის. ძე ჩემი ბადრი შეუპყრია
Line: 3    
დევთა. მისად ძებნად წავიდა იგი ლომი ნოსარ ნისრელი
Line: 4    
და იგი-ცა ცოდვათა ჩემთა დააპყრეს და ფათერაკად იგი-ცა შეიპყრეს.
Line: 5    
აწ შენ-ღა ხარ მათი ღონე, რა დააჯეროს ღმერთმან ჭაბუკობასა
Line: 6    
შენსა, იგი ჰქმენით-ო.

Line: 7       
მაშინ ბრძანა ამირან დარეჯანის ძემან: პირველად ესე იცოდე,
Line: 8    
რომელ წავალ დასტურად, განა მოვილოდინოთ აბან ქამანის ძე და
Line: 9    
მათ სხვათა ჭაბუკთა მოცდა ვყოთ ანუ ჩვენ წავიდეთ-ო? მე ეგრე მოვაჴსენე:
Line: 10    
ცხოვნდი უკუნისამდე, ამირან დარეჯანის ძეო, ვინაჲთგან
Line: 11    
წახვალ, სისწრაფე გვინდა, ნუ-თუ დაჴოცნენ და ვეღა-რა მივესწრნეთ.



Next part



This text is part of the TITUS edition of Amirandarejaniani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 15.11.2018. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.