TITUS
Amirandarejaniani
Part No. 6
Previous part

Chapter: 6 
Page: 321 
Line: 1 
კარი მეექვსე
Line: 2 
ინდო ჭაბუკისა ამბავი


Line: 3       მაშინ, ოდეს იამანთა ქვეყანა შეავებულ იყო და წაეხვნეს ქვეყანანი
Line: 4    
შორიელთათვის-ცა და მახლობელთათვის-ცა, იყო ვინ-მე ინდო
Line: 5    
ჭაბუკი, რომლისა არა იყო დამართებითი მისი ქვეყანასა ზედა.
Line: 6    
დიდად კარგი კაცი იყო და წაეხვნეს ქვეყანანი იამანთა მეფისანი
Line: 7    
მრავალნი. შვიდისა დღისა სავალსა და მის კერძსა ქვეყანასა ვერა-ვინ
Line: 8    
შევიდოდა, ვერ-ცა ქარავანი და ვერ-ცა მგზავრი. დიდსა ურვასა შინა
Line: 9    
იყო იამანისა ქვეყანა და არა იყო ღონე ომისა მისისა.
Line: 10    
მრავალ-ჯერ მიჰჴდომოდეს ლაშქარნი და მას-ვე დაეჴოცნეს.

Line: 11       
და გასცა ბრძანება იამანთა მეფემან: ნურ-ცა დიდისა და ნურ-ცა
Line: 12    
მცირედისაგან ნუ-მცა იხსენება ამბრი არაბთანა ამბავი ინდოსა ჭაბუკისა,
Line: 13    
თვარა იგი წავა ომად მისად და მოკვდების ჴელითა მისი
Line: 14    
თაო.

Line: 15       
ამისთვის თქვა, რომელ უყვარდა იგი ამბრი არაბი და ეშინოდა
Line: 16    
ინდო ჭაბუკისაგან სიკვდილისა მისისა.

Line: 17       
ერთსა დღესა იმღერდა ოროლითა ამბრი არაბი და ხედვიდეს
Line: 18    
ყოველნი-ვე მისისა სიმშვენვარისათვის და მღერისა მისისათვის.
Line: 19    
ამაზედა კაცი ვინ-მე მოდგა და ტიროდა. უბრძანა ამბრი არაბმან:
Line: 20    
რა გჭირს, ძმაო, რად აგრე არბევ ცხენსა ესდენ ფიცხლად, ანუ
Line: 21    
რად სტირი-ო? მან მოაჴსენა: ქარავანნი ვიყვენით დიდნი ბასრელნი
Line: 22    
და იამანისაკენ მოვდიოდით. გარდაგვეკიდა [ ინდო ჭაბუკი ], მსმელი
Line: 23    
იგი სისხლისა და მაოჴრებელი ყოვლისა ქვეყანისა, რომელსა
Line: 24    
აუწყვეტია ყოველი იამანისა სამეფო და მრავალნი ქალაქნი წაუხმან,
Line: 25    
და არის ყოველი ქვეყანა ბოროტსა შინა მისისა ჴელისაგან.
Line: 26    
დგას მთათა ზედა და არის მინდორი-ცა და მუნ არის სამეფო მისი-ო.

Line: 27       
მაშინ დაუმძიმდა ამბრი არაბსა და ჰრქვა აბუტარს: ხედავ,
Line: 28    
რომელ დაგვიმალეს საქმე მის კაცისა-ო! ფიცხლა დააგდო მღერა
Line: 29    
ოროლითა. წამოვიდა და მწყრალი შემოვიდა იამანთა მეფესა წინაშე.
Line: 30    
უბრძანა მეფემან. ბრძანე, ამბრი არაბო! და მოაჴსენა: ცხოვნდი,
Line: 31    
მეფეო, უკუნისამდე! ვწყრები მეფობისა შენისათვის. უბრძანა:
Line: 32    
რად-ო? მოაჴსენა ამბრი: პირი-მცა იყო, თუ თვით ვინ-მე მოსულიყოს,
Line: 33    
სამეფო შენი აეწყვიტოს და ქალაქნი წაეხვნენ და ბოროტსა
Line: 34    
შინა იყოს სამეფო შენი ყოველი და ჩემად არ გიბრძანებია?!

Line: 35       
მაშინ დაუმძიმდა მეფესა და იკითხა: ესე ამბავი ვინ უთხრა-ო?

Line: 36       
მოაჴსენეს, ვითა ბრალი არა-ვისი ყოფილა, ცთომითა უთხრა
Line: 37    
კაცმან ვინ-მე-ო.

Line: 38       
მაშინ მოაჴსენა ამბრი არაბმან: მე, ღმერთო, წავალ ომად მისდა
Page: 322  Line: 1    
და შეწევნითა ღმრთისათა ვერა წავიდეს მშვიდობით ჴელისა
Line: 2    
ჩემისაგან-ო.

Line: 3       
რა ესე ესმა მეფესა, დაუმძიმდა, და უბრძანა: გაუშვი ეგე,
Line: 4    
ამბრი არაბო! მე არა გაგიშვებ მისდა ომად, დაეჴსენ მისსა
Line: 5    
საქმესა.

Line: 6       
მოაჴსენა ამბრი არაბმან: ხვალე უღონიოდ წავალ, იცოდი.

Line: 7       
შეეკაზმა და დაასკვნა წასლვა. ვეღარ დაუშალა მეფემან, წავიდა.
Line: 8    
იტყოდეს რომელნი-მე: ესე აჯობებს-ო, და რომელნი-მე იტყოდეს:
Line: 9    
იგი აჯობებს-ო. ვითა გაიარნა კარნი ქალაქისანი, იკითხა: ისინი რით
Line: 10    
უფრო იბრძვიან-ო? მოაჴსენეს: ოროლითა-ო. ბრძანა: არა ვარგი-ა
Line: 11    
ჩემთვის და მისთვის, თუ-ცა არა იყვნეს ცხენნი მრავლად. შეიქცია
Line: 12    
კაცი გარე და დაარჩივა ორასი ტაიჭი, წაიტანა თანა და წავიდა. შევედით
Line: 13    
ქალაქსა და ქვეყანასა მისსა. მოაჴსენეს ამბრი არაბსა: მონადირე
Line: 14    
არის ჴშირად და, სადა-ცა იყოს, ოც-და-ათი ტაიჭი ჰყავს თანა.

Line: 15       
დაარჩივა ოც-და-ათი ტაიჭი ამბრი არაბმან-ცა და გამოვიდოდა
Line: 16    
მინდორსა შიგან ძებნად ინდოს ჭაბუკისა. ცალ-კერძ სძებნიდა ამბრი
Line: 17    
არაბი და ცალ-კერძ სძებნიდა აბუტარ. და ნადირობასა შიგან ზედა
Line: 18    
გარდაეკიდა მას ინდოსა ჭაბუკსა აბუტარ. შეუზახნა ინდომან ჭაბუკმან:
Line: 19    
ვინა ხარ-ო? მან ჰრქვა: აბუტარ ვარ, ყმა ამბრი არაბისა.

Line: 20       
რა ესე ესმა ინდოსა ჭაბუკსა, ფიცხლად შეუტევა ინდომან ჭაბუკმან
Line: 21    
და პირველსა მისლვასა ზედა შეუყარა კინენი, აიღო უნაგირითგან,
Line: 22    
დაჰკრა ქვეყანასა ზედა და არ მოკლა. გამოაბა სარტყელსა
Line: 23    
მისი-ვე ცხენი და თვით ნადირობა დაიწყო. ვძებნიდით ინდოსა
Line: 24    
ჭაბუკსა და არა ვიცოდით, თუ რა ექმნა აბუტარისათვის. დგა ნისლი.
Line: 25    
ამას ნისლსა მოახლებულ იყო იგი ინდო ჭაბუკი. ჩვენ მას ვერა ვხედევდით
Line: 26    
და იგი ჩვენა. ამაზედან აიყარა ნისლი-ცა. შემოგვხედნა
Line: 27    
და იყივლა: ვინ ხართ-ო? თქვა: მე ვარ ამბრი არაბი და ვეძებ
Line: 28    
ინდოსა ჭაბუკსა-ო. მან არქვა: თუ ეძებ, აბა გიპოვნი-ვარ. მე ვარ და
Line: 29    
ვაი ბედსა შენსა, რომელ მოხვედ-ო.

Line: 30       
შეუტევეს ერთმან-ერთსა. თავმან შენმან, ეგეთი ომი და ეგზომ
Line: 31    
შვენიერი არა მინახავს რა. მოუკლეს ერთმან-ერთსა ოც-ოცი ცხენი.
Line: 32    
თქვა ინდომან ჭაბუკმან: ნეტარ ვინ არის ესე კაცი, რომელ ესდენ
Line: 33    
კარგად შემომება? განა ესე ლაღობა არის-ო. არქვა: თუ ჩემად
Line: 34    
მოსრულ ხარ ომად, იგი ბრძანე და ერთგან განვისვენოთ და ომნი
Line: 35    
კარგნი გიჩვენნე-ო. არქვა ამბრი არაბმან ინდო ჭაბუკსა: ინდო ჭაბუკო,
Line: 36    
კარგი ჭაბუკი და კარგი კაცი გნახე-ო. და წავიდენ. გზა-გზა
Line: 37    
მიმავალთა ეგრე გვარქვა ინდომან ჭაბუკმან, ვითა: კაცი ვინ-მე ზედა
Line: 38    
გარდამეკიდა, შემება და ჩამოვაგდე და დაბნედილი დამიგდია,
Line: 39    
ათვალეთ, ნუ-თუ თქვენგანი ვინ-მე იყოს?

Page: 323 
Line: 1       
ესე პასუხი ჩვენ, ამბრის კაცებსა, გვესმოდა და ამბრი მიღმა
Line: 2    
მოვიდოდა და ჩვენ უკუვდეგით და ვთქვით: აბუტარ ყოფილა-ო.
Line: 3    
ისინი წავიდეს და ჩვენ ვეძებდით. მივედით მას ადგილსა. აბუტარ
Line: 4    
ზე წამოჯდომილ-იყო და ჯერეთ უბადოდ იყო. ვკითხეთ: რა გჭირს-ო? -- ვითა-მცა
Line: 5    
უმეცარ ვექმენით. მან გვითხრა: ინდო ჭაბუკი გარდამეკიდა,
Line: 6    
ამიღო კინენითა და ქვეყანასა დამკრა და შევბნდი. წამოვიყვანეთ
Line: 7    
და მოვიყვანეთ, სადა იყო სამყოფი ინდო ჭაბუკისა. დგა
Line: 8    
კარავი შვენიერი და მოკაზმული, რომლისა არა ეგებოდა უკეთესობა.
Line: 9    
შეკაზმეს პური და დასხდეს ერთგან. შეიჭირვებდა ამბრი არაბი
Line: 10    
აბუტარისათვის და, ვითა მივედით, გაეხარნეს ამბრისა და ინდოსა
Line: 11    
ჭაბუკსა. ინდომან ჭაბუკმან არქვა აბუტარს: შემინდევ, ჩემსა მზესა,
Line: 12    
არა გიცნობდი და მერმე შენ ჭყირტად რას-მე მეუბნებოდი. ოდეს
Line: 13    
არა მოგკალ, მადლი ღმერთსა-ო.

Line: 14       
გავიყარენით მას დღესა და მეორესა დღესა უჴმო ამბრი არაბმან
Line: 15    
ინდო ჭაბუკი და განისვენეს ერთგან. შეიქმნა საუბარი. ჰკითხა
Line: 16    
ინდომან ჭაბუკმან: აქა ჩემად ომად მოსრულ ხარ-ო? ამბრი ეგრე
Line: 17    
არქვა: ომად შენდა, თვარა მე სხვა საქმე არა მდებია. მან გაიცინნა
Line: 18    
და ეგრე თქვა: ამბრი არაბო, შენმან მზემან, მოცთუნებულხარ.
Line: 19    
ამაზედან დაასკვნეს ომი და გაიყარნეს.

Line: 20       
ვითა გათენდა, შეეკაზმნეს. მაშინ ორნი-ვე გავიდეს და გაიტანეს
Line: 21    
თანა ორმოც-ორმოცი ცხენი. არა-ვის უნახვან ჭაბუკნი ეგეთნი
Line: 22    
და არ-ცა ომი ეგეთი ფიცხელი და შვენიერი. მოკლა ამბრი არაბმან
Line: 23    
ორმოცი-ვე ცხენი და ინდომან ჭაბუკმან ოც-და-ათი. ამაზედა გაიყარნეს.
Line: 24    
დაუმძიმდა ინდოსა ჭაბუკსა დამეტება ამბრისაგან. კვლა მოუგზავნა
Line: 25    
ინდომან ჭაბუკმან კაცი ამბრი არაბსა თანა და ეგრე შემოეთვალა:
Line: 26    
ხვალე-ცა ჴამს ომი-ო, და მან გამოსცა პასუხი: დია, ღმერთო.

Line: 27       
და გავიდეს მესამესა დღესა. სამოცი ცხენი მან გამოიტანა და
Line: 28    
სამოცი მან და შეიბნეს. თავმან შენმან, ესრე არა ჰგვანდა პირველი
Line: 29    
ომი, ვითა-მცა ცოტათა ყმათა ომი ყოფილიყო. გაფიცხდა ინდო ჭაბუკი და
Line: 30    
მოუკლა ამბრი არაბსა სამოცი-ვე ცხენი. მან მოუკლა ორმოცდაათი.
Line: 31    
დაუმძიმდა ამბრი არაბსა დამეტება ინდო ჭაბუკისაგან.
Line: 32    
მიუგზავნა კაცი ამბრი არაბმან. ხვალე-ცა ომი ჴამს-ო. გამოსცა პასუხი:
Line: 33    
დია, ღმერთო.

Line: 34       
გამოვიდენ მეხუთესა დღესა. რასა-ღა ვაგრძელებდე, ზოგ-ჯერ მან
Line: 35    
უფროსი მოკლის და ზოგ-ჯერ მან. ვერა შევიგენით, თუ რომელი
Line: 36    
სჯობდა. იყო ეგზომი შავა, რომელ არა უნახავს კაცისა თვალსა
Line: 37    
ეგზომ შვენიერი, და ამისი გვეშინოდა: ვაი თუ რომელი-მე მოკვდეს-ო.
Line: 38    
გამოჴდეს დღენი მრავალნი და იყვნეს ნადირობასა შინა და
Line: 39    
განსვენებასა.

Page: 324 
Line: 1       
დღესა ერთსა გამოუგზავნა კაცი ამბრი არაბმან და ეგრე შეუთვალა
Line: 2    
ინდოსა ჭაბუკსა: ჩვენ აქა ნადირობასა და განსვენებასა შიგან
Line: 3    
ვართ და სამეფო პატრონისა ჩემისა აოჴრებულ არს
Line: 4    
ჴელითა შენითა. აწ ამისთვის გამოგზავნილი ვარ, რომელ შენ-მცა
Line: 5    
მიგიყვან წინაშე იამანთა მეფისა. აწ ჴამს რომელ გარდავსწყვიტოთ.
Line: 6    
თუ მომერიო, რას გინდა, უზემდი იამანთა მეფესა. აწ ხვალე ბრძანე
Line: 7    
და გაჯედ შენსა ცხენსა. დაიკიდენ პოლოტიკნი რკინანი სატკივართა
Line: 8    
ადგილთა და მე-ცა ეგრე ვიქმ.

Line: 9       
მან პასუხი ეგრე გამოსცა: ნუ-თუ არ იცოდე, რომელ სიკვდილი
Line: 10    
შენი სწადებია იამანთა მეფესა და შენ ჩემად ომად მით გამოუგზავნიხარ?
Line: 11    
აწ ხვალე გაწყვედა ჴამს შენი და ჩემი-ო.

Line: 12       
ვითა გათენდა, შეჯდა იგი ინდო ჭაბუკი შავსა ტაიჭსა და დაიკიდნა
Line: 13    
პოლოტიკნი რკინანი და აიხვნა კინენი და გამოვიდა.
Line: 14    
ვთქვით-მცა, თუ არა არის ჭაბუკი ამისებრი-ო! და ვთქვით, თუ დღეს
Line: 15    
არს სიკვდილი რომლისა-მე-ო და თუ-მცა ღონესა რას-მე ყოფილ
Line: 16    
ვიყვენით, არა გვწადდა მას დღესა მათი ომი.

Line: 17       
შემოუვლეს ერთმან-ერთსა ნავარდი, შეუტევეს და შეიბნეს. თავმან
Line: 18    
თქვენმან და ზენა-არმან ღმრთისამან, ეგზომ ჴელოვნად ეცადნეს
Line: 19    
ერთმან-ერთსა ზედა, დილითგან ვიდრე მწუხრამდე უყრიდეს ოროლითა
Line: 20    
და ერთმან-ცა ვერა ცნა ჯობნა. მერმე დაიწყეს ომი. რაზომ
Line: 21    
ფიცხლად იბრძოდეს, ზახილი იყო და აბჯართა ზედა ცემისა ჭეხა
Line: 22    
რომელ აღარა ისმოდა ყურთა კაცისათა ჴმა იძროდა ქვეყანა. ვითა
Line: 23    
მიიყარა დღე, ვერა შევატყევით ერთსა-ცა მათგანსა დაშრომა და
Line: 24    
ვერ-ცა ცხენთა მათთა დაკლება. მერმე იყივლა ინდომან ჭაბუკმან
Line: 25    
ფიცხლად და თქვა: ამბრი არაბო, აწ ნახე ჭაბუკობა ჩემი და სიმტკიცე
Line: 26    
მკლავისა ჩემისა! გაიყვანა ცხენი და შემოუტევა, ჰკრა ოროლი
Line: 27    
და გატეხნა იგი პოლოტიკნი რკინანი, აბჯარი და, რა-ცა იყო ტანსა
Line: 28    
მისსა, ყველა. დაკოდა ცოტად და, მისისა ნაკრავისა ჴმა რომელ
Line: 29    
გაჴდა, ჭეხასა გვანდა. და გაუკვირდა მისისა ეგეთისა ჴმისა გამოსლვა
Line: 30    
ყოველსა დაბადებულსა.

Line: 31       
მერმე უყივლა ამბრი არაბმან და თქვა: მოვიდა ამბრი არაბი და
Line: 32    
აწ არს სიკვდილი შენი-ო! გაიგდო ცხენი და შემოუტევა, შეუყარნა
Line: 33    
კინენი, აზიდნა კბილ-ღრჭენითა, აიღო ცხენითურთ და ქვეყანასა
Line: 34    
დაჰკრა. მოუკვდა ცხენი და დარჩა იგი ინდო ჭაბუკი და ეგრე თქვა:
Line: 35    
მადლი ღმერთსა, რომელ ვნახე ჭაბუკი ჩემს უკეთესი ჩემითა თვალითა,
Line: 36    
თვარა ნასმენსა არა ჯერ-ვიყავ-ო.

Line: 37       
გარდაჴდა იგი ამბრი არაბი და მოეხვია ყელსა და აკოცეს ერთმან-ერთსა.
Line: 38    
წამოვიდეს ორნი-ვე კარავსა ამბრი არაბისასა და შეიქმნა
Line: 39    
სიხარული დიდი ამისთვის, რომელ დარჩეს ერთმან-ერთისა
Page: 325  Line: 1    
ჴელისაგან მშვიდობით. და არქვა ამბრი მას ინდო ჭაბუკსა: მე ძმა
Line: 2    
და მონა ვარ შენი დღეისითგან წაღმა. აწ თუ გმარჯვია, ბრძანე და
Line: 3    
წავიდეთ მას იამანთა მეფისა წინაშე და, თუ არა, ბრძანება შენი არს.

Line: 4       
არქვა მან ინდომან ჭაბუკმან: ვინაჲთგან ღმერთსა ძლევა შენდა
Line: 5    
მოუცემია, მე არა გავჴდი საქმესა ეგრე. აწ მიბრძანეთ და წავიდეთ
Line: 6    
იამანეთსა. და წავედით მუნით იამანეთსა. მიესმა ამბავი იამანთა მეფესა
Line: 7    
ჯობნა ამბრი არაბისაგან მის ინდოსა ჭაბუკისა. გაიხარნა დიდად
Line: 8    
და გამოეგება წინა მეფე იამანთა და ყოველნი დიდებულნი
Line: 9    
სამხრამდის სავალსა და შეასხეს ქება ორთა-ვე სწორად ამბრისა და
Line: 10    
ინდოსა ჭაბუკსა. მივედით იამანეთსა და იყო ყოველსა ქვეყანასა
Line: 11    
იამანთასა სიხარული დიდი. დაყო ინდომან ჭაბუკმან იამანეთსა შინა
Line: 12    
კვირე ერთი და იფიცნეს ძმად და თაყვანი-სცა მან ინდომან ჭაბუკმან
Line: 13    
იამანთა მეფესა და მოაჴსენა ვითა: ცხოვნდი, მეფეო, უკუნისამდე!
Line: 14    
მე არა ნებითა ჩემითა მოსრულ ვარ აქა. არა უარ-ვიქმ,
Line: 15    
განა კაცმან ამან მაჯობა და აქა თქვენსა წინაშე მომიყვანა და თქვენ-ცა
Line: 16    
მისგან იყვენით მადრიელნი. უბრძანა იამანთა მეფემან: ღმრთისა
Line: 17    
მიერ იქმნა ძლევა შენი, თვარა კაცობრივი ძალი შენ ვერა მოგერეოდა-ო.
Line: 18    
მისცა საბოძვარი დიდი იამანთა მეფემან მას ინდოსა ჭაბუკსა
Line: 19    
მოაჴსენა ინდომან ჭაბუკმან: წავალ მე და, როს-ცა სამსახური
Line: 20    
იყოს, წინაშე ვდგევარ. წავიდა იგი ინდო ჭაბუკი და გაჰყვა თანა
Line: 21    
ამბრი არაბი. შეიჭირვებდენ ერთმან-ერთისა მოშორვებისათვის და
Line: 22    
დადვეს შუა ფიცი, ვითა: რომელსა-ცა რა გაუჭირდეს, ერთმან-ერთსა
Line: 23    
უშველდეთ-ო. ამა სიტყვასა ზედა გაიყარნეს და წავიდა იგი ინდო
Line: 24    
ჭაბუკი და ჩვენ-ცა წამოვედით იამანეთსა. და იყო ყოველი სამეფო
Line: 25    
იამანთა სიხარულსა შინა დიდსა და იტყოდეს ყოველნი უკეთესად
Line: 26    
ამბრის.

Line: 27       
მაშინ დაჯდა იგი არაბთა მეფე და იამანთა მეფე და ყოველი დიდებული
Line: 28    
და დაისვეს დამართებით ამბრი არაბი. უბრძანა მან არაბთა
Line: 29    
მეფემან: შვილო ამბრი, მე დაბერებულ-ვარ. შენ და შვილი ჩემი
Line: 30    
ერთსა დღესა შობილ-ხართ და მე სიკვდილად მიახლებულ ვარ და
Line: 31    
თვით შენ-ცა იცი, თუ ვითა გვძლო მან არაბთა მეფემან, გამოგვასხნა
Line: 32    
მეფობისა ჩვენისაგან. აწ მოგცემ შვილსა ჩემსა ჴელთა შენთა
Line: 33    
და, რა-ცა გინდა, იგი ოდენ უყავ.

Line: 34       
დაუჭირა ჴელი მას ძესა თვისსა მეფემან და მისცა. ამბრი ზე
Line: 35    
ადგა და მოაჴსენა:

Line: 36       
ცხოვნდი, მეფეო უკუნისამდე! გრძლად საუბარი საწყინო არის
Line: 37    
და მოჴსენება ჩემი ესე-ოდენ არის: დღედ სიკვდილამდის ჩემადმდე
Line: 38    
არა შევიწყალო თავი ჩემი და სისხლნი ჩემნი მსახურებისათვის შენისა.
Line: 39    
და მას ჟამსა მოკვდა იგი არაბთა მეფე და დაუმძიმდა ძნელად
Page: 326  Line: 1    
იამანთა მეფესა ამისთვის, რომელ სამეფოჲსა მისისაგან კიდეგან
Line: 2    
იქმნა სიკვდილი მისი.

Line: 3       
შემდგომად მცირედთა დღეთა მოაჴსენა მას იამანთა მეფესა
Line: 4    
ამბრი არაბმან:

Line: 3       
ცხოვნდი, მეფეო, უკუნისამდე! პატრონი ჩემი მეფე არაბთა
Line: 4    
მეფისისა სამეფოჲსაგან კიდეგანად მოკვდა და ესე შვილი მისი დარჩომილა
Line: 5    
და არა-რა აკლია წინაშე თქვენსა, მაგრა სულისა-ცა დაღება ჩემგან
Line: 6    
შეძლებულ არს. აწ აქა იყოს პატრონისა ჩემისა არაბთა მეფისა
Line: 7    
ძე წინაშე თქვენსა და მე ოდენ მარტო წავიდე. არიან ლომნი ჭაბუკნი არაბნი
Line: 8    
და ძნელი არის მათსა ზედა ომი, მაგრა შევიწიო
Line: 9    
ღმერთი და არა შერჩენ სისხლნი პატრონისა ჩემისანი.

Line: 10       
დაიმადლა იამანთა მეფემან ამბრი არაბისაგან ესე სიტყვა და
Line: 11    
ეგრე უბრძანა: ჭაბუკობისა შენისაგან იმედი მაქვს, ეგეთი სიტყვა
Line: 12    
სთქვი და მე არა მშურან ლაშქარნი ჩემნი ძებნისათვის მამულისა
Line: 13    
მისისა. დაუმძიმდა არაბთა მეფისა ძესა იმისი თქმა, ვითა: იყოს
Line: 14    
არაბთა მეფისა ძე და მე მარტო წავიდე-ო. ლამოდა იამანთა მეფე,
Line: 15    
თუ-ცა არა წასულიყო არაბთა მეფისა ძე და იგი-ვე ამბრი არაბი
Line: 16    
წასულიყო მარტო თვით ლაშქრითა იამანურითა. ესე არა ინება მან
Line: 17    
არაბთა მეფისა ძემან და დაასკვნეს წასლვა და დაეკაზმნეს.

Line: 18       
არაბთა მეფისა ძე იყო შვენიერი ნაყოფი და ერთობ კარგი
Line: 19    
ჭაბუკი. დაარჩიეს იამანთა მეფისა ლაშქართაგან სამი ათასი კაცი
Line: 20    
და წავიდეს არაბეთს. ცნა მან სხვამან არაბთა მეფემან, რომელ
Line: 21    
ესე მოუჴდეს. შეკრბა იგი-ცა ურიცხვითა ლაშქრითა და წინა მოეგება.
Line: 22    
დადგა იგი არაბთა მეფე დიდსა მინდორსა შინა. დასცნეს
Line: 23    
კარავნი და ამაზედა ჩვენ-ცა თავსა წავადეგით. გვედიდნეს იგი ლაშქარნი
Line: 24    
და ვარჩევდით ომსა. ზოგმან ვინ-მე თქვა: დავესხნეთ ღამით
Line: 25    
და, რა ღმერთმან გამოგვირჩიოს, იგი იქმნას-ო; ზოგმა ზოგი თქვის
Line: 26    
და ზოგმან ზოგი.

Line: 27       
ადგა იგი გამზდელი ამბრი არაბისა აბუტარ და ეგრე თქვა: დადეგით
Line: 28    
თქვენ ერთსა გამორჩეულსა ადგილსა და მე მივიდე, ვიბეზღნე, მოგგვარნე
Line: 29    
სიმარჯვესა და, რა ღმერთმან გამოარჩიოს,
Line: 30    
იგი იქმნას-ო. იამა ესე სიტყვა აბუტარისგან ამბრი არაბსა. ფიცხლა
Line: 31    
გამოვარჩიეთ ადგილი საომარი და დავდეგით. ხვალისა დღე წავიდა
Line: 32    
იგი აბუტარ ასითა გამორჩეულითა მჴედრითა. არქვა აბუტარს ამბრი არაბმან:
Line: 33    
აბა, ლომო ჩემო, ვითა შენგან იმედი მაქვს, ეგრე
Line: 34    
ჰქმენ-ო.

Line: 35       
და მივიდა აბუტარ ლაშქართა პირსა. დაუწყო ომი ფიცხელი,
Line: 36    
ვითა ჰხვდებოდა ჭაბუკობასა მისსა, რომელ არა ეგებოდა უკეთესობა.
Line: 37    
აჰჴდა ჴმა მათი ლაშქართა შიგან და გაჯდა ყოველი ლაშქარი
Page: 327  Line: 1    
და გამოვიდა იგი მეფე არაბთა და გამოუძღვა წინა ლაშქართა მისთა.
Line: 2    
და მათ გამოუძღვა აბუტარ ომითა და, რაჟამ-ცა დასწყდის ლაშქარი.
Line: 3    
მის მეფისა, შეიქცის აბუტარ და შეების. არა მიუშვა ლაშქარი
Line: 4    
დაწყვეტად კიდის-კიდე და მოასხნა, სადა ჩვენ ვიყვენით. ფიცხლად
Line: 5    
შეჯდა ამბრი არაბი ზერდაგსა მისსა და იყივლა ფიცხლად.
Line: 6    
ეგრე თქვა: აბუტარ, შენ ღმერთო, შენი გიქმნია და, რა-ცა სთქვი,
Line: 7    
გაგისრულებია აწ კვლა მე მნახე შენი გაზრდილი-ო.

Line: 8       
შეუტევა ცხენი და პირველსა მისლვასა ზედან აიღო კაცი კინენითა
Line: 9    
ცხენითურთ და დასცა. ფიცხლად შეუტევეთ ყველამან. შეიქმნა
Line: 10    
ომი. რაზომ სჯობან ჭაბუკსა ყველასა არაბნი, ეგზომ ფიცხელი ომი
Line: 11    
იყო და იქმნა ჴოცა ცხენისა და კაცისა ურიცხვი. ვის მაშინ, ღმერთო,
Line: 12    
ამბრი არაბი არა უნახავს, იგი ჭაბუკთა უნახავი არის. გაფიცხდა
Line: 13    
მისებრად და მას ომსა შიგან კაცი ცხენითურთ აიღის და ქვეყანასა
Line: 14    
დაჰკრის. იყო ასი ათასი მჴედარი სხვა. მერმე გამოიწოდა ჴრმალი
Line: 15    
და უფროსი დაჴოცნა. ამბრი არაბისაგან კიდე სხვათა ყოველთა
Line: 16    
ჯობდა იგი არაბთა მეფისა ძე. ვეღა-რა დაგვიდგნეს და გაგვექცნეს.
Line: 17    
და ვითარ-ცა მივწვდით, ვჴოცდით. წავიდა იგი არაბთა მეფე მეოტად
Line: 18    
გარეს-გარე ხანთა მეფესა თანა თურქეთს და ჩვენ წავიღეთ ყოველნი
Line: 19    
ქალაქნი და ციხენი [ არაბეთისანი ].

Line: 20       
მივიდა იგი არაბთა მეფე ხანთა მეფესა თანა. დაუმძიმდა ხანთა
Line: 21    
მეფესა მეოტობა არაბთა მეფისა. ეგონა, ვითა ისინი დაუჴოციან და
Line: 22    
აწ ჩემ ზედა მოსულა ამბრი არაბი-ო. ჰრქვა: ნუ გეშინიან, მე ვსძებნე
Line: 23    
სისხლი შენი-ო. გასცა ხანთა მეფემან ყოველთა ბრძანება სამეფოსა
Line: 24    
მისთა, ვითა: ვის-ცა გეწყალვი, აჰა ჟამი შველისა ჩემისა-ო! მოვიდა
Line: 25    
ხანთა ლაშქარი ურიცხვი და სხვათა სამეფოთაგან-ცა. წამოემართა
Line: 26    
იგი ხანთა მეფე.

Line: 27       
ვითა ცნეს ხანთა მეფისა მოსლვა, მიეგება ყოველი ლაშქარი არაბეთისა
Line: 28    
და ჩვენ მოგვადგეს. ესე მით იქმნეს, რომელ მეკეთილე იყო
Line: 29    
იგი არაბთა მეფე მათ ზედა. ჩვენ დავრჩით მცირედნი ლაშქარნი.
Line: 30    
ჩავარდა იგი ამბრი არაბი დიდსა შეჭირვებასა, მაგრა თავსა არ შეიდვა.
Line: 31    
ესე იყო ჴელი ამბრი არაბისა, რომელ მტერმან რა დამართის,
Line: 32    
ფიცხლა მიეგების წინა შვიდისა დღისა სავალსა. ვითა მიეახლნეს,
Line: 33    
იწყეს თურქთა კითხვად, რომელ მო-თურე-კვდა იგი ამბრი
Line: 34    
არაბი, რომელ აღარ-სად გამოჩნდა-ო?

Line: 35       
ამა სიტყვასა ზედან მინდორსა შიგან გამოჩნდა ცხენოსანი ერთი.
Line: 36    
ვითა ნახეს, თქვეს: აჰა, ღმერთო, მოვიდა ამბრი არაბი-ო. შეიქმნა
Line: 37    
ზმა ლაშქართა შიგან. მოვიდა და დაუწყო ომი მისებრი და იამანისა
Line: 38    
მეფისა საომრად აღარა მოაცალა, ფიცხლად გააქცივნა და, ვირე
Line: 39    
არაბეთს მივიდოდეს, გზა-გზა მოკლა შვიდსა დღესა შიგან სამი
Page: 328  Line: 1    
ათასი კაცი მათ ორთა-ვე პატრონ-ყმათა ამბრი და აბუტარ. მიართვეს
Line: 2    
ხანთა მეფესა ამბავი ამბრი არაბის მოკლულისა კაცისა. დაეცა ზარი
Line: 3    
მათ ლაშქართა. მოვიდეს და ერთი-ღა ქალაქი დაგვრჩომოდა და მოგვადგეს
Line: 4    
ლაშქარნი გარე ეგზომნი, რომელ დღისა ერთისა სავალსა
Line: 5    
არა ეტყოდა. და იყვის ყოველთა დღეთა ომი ამბრი არაბისა და
Line: 6    
აბუტარისი არა საკვირველი იყო ომი, განა ეგრე იყო იგი არაბთა
Line: 7    
მეფისა ძე, რომელ უკეთესობა არა ეგებოდა, უფრო და უფრო
Line: 8    
გაძლიერდებოდა.

Line: 9       
მაშინ მიესმა ამბრი არაბისა ინდოსა ჭაბუკსა, ვითა: მოდგომილ
Line: 10    
არიან გარე ძმად-ფიცისა შენისა თურქნი და არაბნი და ძნელსა საქმესა
Line: 11    
შინა არს-ო. წამოვიდა შველად ინდო ჭაბუკი ამბრი არაბსა
Line: 12    
თანა.

Line: 13       
დღესა ერთსა ვსხედით ბანთა ზედა და გაღმართ უჭვრეტდით.
Line: 14    
ლაშქართა შიგან შეიქმნა ომი ერთსა ადგილსა და ჟღივილი. დაიწყო
Line: 15    
ლაშქარმან მისლვა და ვერა ვცანით, თუ რა იყო. ადგა ზე
Line: 16    
ამბრი არაბი, ჩახედნა და თქვა: მო-თურე-ვიდა ძმა ჩემი იგი ინდო
Line: 17    
ჭაბუკი-ო? ითხოვა ცხენი და განვიდა. შეიქმნა ომი ეგეთი მათ დღეთა
Line: 18    
შინა, რომელ არა-ოდეს არ მინახავს ეგზომი ფიცხელი ომი. შეიყარნეს
Line: 19    
ამბრი არაბი და ინდო ჭაბუკი ერთგან და დაჴოცეს ურიცხვი
Line: 20    
სიმრავლე თურქთა და შემოვიდეს მშვიდობით. გაიხარნა ამბრი
Line: 21    
არაბმან მოსლვა ინდოსა ჭაბუკისა და ეგრე თქვა, ვითა: თუ-მცა მოსრულ
Line: 22    
იყო ყოველი ქვეყანა ჩვენდა შველად, მაშინ-ცა მე ესე მერჩივნა.
Line: 23    
გაეხარნეს მათ ორთა-ვე ერთმან-ერთისა ნახვა და მუნითგან გავიდოდიან
Line: 24    
ზოგ-ჯერ იგი და ზოგ-ჯერ იგი და, თავმან შენმან, არა შეეტყობოდა,
Line: 25    
თუ რომელი სჯობდა. ერთსა დღესა გავიდის ინდო ჭაბუკი,
Line: 26    
ერთსა დღესა -- ამბრი არაბი, ერთსა -- აბუტარ და ერთსა დღესა
Line: 27    
იგი არაბთა მეფისა ძე.

Line: 28       
ამაზე დღესა ერთსა შეკრიბნა დიდებულნი ხანთა მეფემან და
Line: 29    
უბრძანა: ისი კაცნი კაცობრივითა ძალითა არა იჯობნებიან; აწ
Line: 30    
გვინდა ღონე გამორჩევისა. ასი კაცი შეკაზმეს და თქვა მეფემან: ასი
Line: 31    
ესე კაცი მალულად დადგეს და სხვათა შეუტეონ და, რა იგი მათ
Line: 32    
შეებნეს, იგი ასი კაცი ზედა გარდაესხას და, რა ღმერთმან გამოარჩივოს,
Line: 33    
იგი იქმნას.

Line: 34       
მას დღესა იყო გასლვა ინდო ჭაბუკისა. გავიდა და მოეგებნეს წინა
Line: 35    
ლაშქარნი და, რა ნახეს ინდო ჭაბუკი, ფიცხლად გაიქცნეს. გამოუდგა
Line: 36    
უკან და გამოუჴდეს იგი დამალულნი კაცნი. უყივლა ამბრი
Line: 37    
არაბმან: ხედავთ-ა, რომელ ღონე უცდია ძმისა ჩემისად? განა აწ
Line: 38    
ნახეთ ჭაბუკობა მისი! დარჩეული იყო თურე იგი ასი კაცი. თავმან
Line: 39    
თქვენმან, ესეთი ომი შეიქმნა, რომელ ენითა, ვიცი, არა ითქმის.
Page: 329  Line: 1    
მის ასისა კაცისაგან სამოცი კაცი მოკლა და ორმოცი ძლივ გარდაიხვეწნეს.
Line: 2    
შემოვიდა იგი ინდო ჭაბუკი გამარჯვებული, ქება შეასხა
Line: 3    
ამბრი არაბმან და ეგრე არქვა: არა ნახულა ჭაბუკი შენებრი ქვეყანასა
Line: 4    
ზედა.

Line: 5       
მეორესა დღესა გავიდა ამბრი არაბი. ვითა ჰხვდებოდა ჭაბუკობასა
Line: 6    
მისსა, ეგრე იყო. მოკლა სამოცი კაცი და სხვანი გარდაიხვეწნეს.
Line: 7    
შემოვიდა შინა მშვიდობით. მესამესა დღესა გამოვიდა იგი არაბთა
Line: 8    
მეფისა ძე და ესრე იყო, რომელ უკეთესობა არა ეგებოდა.
Line: 9    
მეოთხესა დღესა აბუტარ გავიდა და კარგა შეება იგი-ცა.

Line: 10       
მაშინ მოიგონეს მათ სხვა ღონე: გარეგანთა ლაშქართა დაიყენნეს
Line: 11    
საგდებლოსანნი კაცნი და მას ომსა შინა გარდაიყარნეს კაცთა მათ
Line: 12    
საგდებელნი. ვითა ნახეს ამბრი არაბმან და ინდო ჭაბუკმან, ითხოვეს
Line: 13    
ცხენი, გავიდეს და ჩვენ-ცა გვიბრძანეს გასლვა. და გავედით და
Line: 14    
ვნახეთ, რომელ დაკაზმული იყო ყოველი კაცი საომრად. შევიბენით
Line: 15    
და შეიქმნა ომი. რომელ არა ითქმის კაცისა ენისაგან სიდიდე ომისა
Line: 16    
და სიფიცხე ეგეთი. შეიპყრეს მით საგდებელითა ძე არაბთა მეფისა.
Line: 17    
რა დაინახა ინდომან ჭაბუკმან, წაეწია მათ კაცთა, რომელთა ჰყვა
Line: 18    
იგი ძე არაბეთისა მეფისა შეპყრობილი მით საგდებელითა. აიყვანა
Line: 19    
იგი კაცი, დაჰკრა ქვეყანასა და მოკლა და იჴსნა იგი არაბთა მეფისა
Line: 20    
ძე. გაგრძელდა ომი და ბოლოსა ჟამსა გაიქცა არაბთა და ხანთა მეფე
Line: 21    
და სპა მათი და, ვითა მივეწეოდით, ვჴოცდით მიეწია ამბრი არაბი
Line: 22    
მას ხანთა მეფესა და იცნა, არქვა: მეფეო, მოგეწიე ერთ-ხელ, შეგიპყარ
Line: 23    
და გაგიშვი. აწ კვლა მოხვედ პატრონისა ჩემისა სიკვდილად,
Line: 24    
აწ რა-ღა გიჴსნის? ჰკრა ჴრმალი და მოკლა იგი მეფე ხანთა. მოეწია
Line: 25    
ინდო ჭაბუკი და მან არაბთა მეფე მოკლა.

Line: 26       
დავყავით მუნ სამი დღე. ავწყვიტეთ ლაშქარი და შემოვიქეცით
Line: 27    
მშვიდობით. შეიქმნა დიდი სიხარული და დაიმკვიდრა ყოველი არაბეთი
Line: 28    
მან, არაბთა მეფისა ძემან, და დაყვნა დღენი მრავალნი არაბეთს
Line: 29    
ინდო ჭაბუკმან და უძღვნა დიადი ამბრი არაბმან და გაგზავნა
Line: 30    
ინდო ჭაბუკი და იამანთა ლაშქართა-ცა მისცა დიადი და იგინი-ცა წარვიდეს
Line: 31    
იამანეთსა.

Line: 32       
და ესე რა-ცა მოგაჴსენე, დარეჯანის ძეო, ყველა თვალითა მონახული
Line: 33    
მომიჴსენებია, რომელსა თვით დამხდურ ვარ.

Line: 34       
უბრძანა ამირან დარეჯანის ძემან. ადრე წამოსულხარ
Line: 35    
არაბეთითა-ო?

Line: 36       
მოაჴსენა მან კაცმან: არს წელიწადი ერთ-ნახევარი-ო.

Line: 37       
უბრძანა: რა დღეთა კაცი არის-ო?

Line: 38       
მოაჴსენა: მოყმე არს ოც-და-ათ-ხუთ-მეტისა წლისა-ო.

Line: 39       
უბრძანა: შენ რომელ წამოხვედ, იგი არაბეთს დააგდე-ო?

Page: 330 
Line: 1       
მოაჴსენა, ვითა არაბეთსა-ო.

Line: 2       
მაშინ მადლი უბრძანა ამირან დარეჯანის ძემან და მე მიბრძანა
Line: 3    
და გამოვართვი შესამოსელი და შემოსა კაცი იგი და უბრძანა, ვითა:
Line: 4    
ზენა-არმან ღმრთისამან და ძემან პატრონისა ჩემისა ამირ-მუმლისა
Line: 5    
ბაღდადელისამან, კარგი ამბავი მითხარ და კარგისა ჭაბუკისა
Line: 6    
და ჩემგან ესე მიუვალი არის, რომელ თუ-მცა მე იგი არა ვნახო. აწ
Line: 7    
წინა გაგვიძეღვ და წავიდეთ არაბეთს-ო.

Line: 8       
ჩვენ ესე დიდად დაგვიმძიმდა. ცოტა ხანი დაგვეყო შინა. არაბეთი
Line: 9    
ძნელი და საჭირო გზა იყო. მაშინ უბრძანა კაზმა საჭურველთა
Line: 10    
და აბჯართა, თანა-აღება ცხენთა, ტაიჭთა მრავალთა, კარავთა ტურფათა
Line: 11    
და შესამოსელთა მრავლად, წვევა ლაშქრისა ათი ათასისა დარჩეულისა.
Line: 12    
და ეგრე უბრძანა; ვინაჲთგან ესრეთ კარგი ჭაბუკი არის,
Line: 13    
დღეთა მრავალთა გვინდა მათ თანა ყოფა, ამხანაგობა, პატივი,
Line: 14    
ძღვნობა და სასახელოდ წავიდეთ-ო. გამოეთხოვა მას ბაღდადელსა
Line: 15    
ამირ-მუმლსა. დავეკაზმენით და წავედით ამირან დარეჯანის ძე,
Line: 16    
აბან ქამანის ძე, ალი მოჰამადის ძე, ასან ბადრის ძე, ყამარ ყამრელი,
Line: 17    
ქაოზ ქოსის ძე, მე სავარსიმის ძე და სხვა ლაშქარი ათი
Line: 18    
ათასი კაცი. ვლეთ დღისა ერთისა სავალი და შეგვემთხვივნეს კაცნი
Line: 19    
ვინ-მე შემოსილნი შავითა. ჩვენ ვკითხეთ მიზეზი შავოსნობისა მათისა
Line: 20    
და მათ გვითხრეს, ვითა: იგი ლომთა ლომი, უსწორო ჭაბუკი ამბრი
Line: 21    
არაბი მოკვდა და მით შავითა არის ყოველი არაბეთი და იამანეთი-ო.
Line: 22    
მაშინ დაუმძიმდა ძნელად ამბრი არაბისა სიკვდილი ამირან დარეჯანის
Line: 23    
ძესა, შემოვიქეცით და ბაღდადს-ვე მოვედით.

Line: 24       
აქა დასრულდა კარი ამბრი არაბისა და მის ინდოსა ჭაბუკისა და
Line: 25    
არაბეთსა შესლვისა და დაუსრულებელ ყვნეს ღმერთმან სუფევა
Line: 26    
და გამარჯვება მეფობისა თქვენისა უკუნისამდე, ამინ.



Next part



This text is part of the TITUS edition of Amirandarejaniani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 15.11.2018. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.