TITUS
Epistolae Catholicae (D)
Part No. 5
Previous part

Chapter: 4  
Verse: 1   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   ვინაჲ არიან ბრძოლანი და ლალვანი თქუენ შორის? ანუ არა მიერვე გულის თქუმათაგან თქუენთაა*, რომელნი განწყობილ არიან ასოთა შინა თქუენთა?
Verse: 2   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
გული გითქუამს და არა გაქუს, კაც-ჰკლავთ და იშურებით* და ვერ ძალ-გიც მიმთხუევად, ილალვით და იბრძვით და არა გაქუს, რამეთუ არა ითხოვთ.
Verse: 3   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
ითხოვთ და ვერ მიიღებთ, რამეთუ ბოროტად ითხოვთ, რაჲთა გულის თქუმათა თქუენთა შინა* განილინეთ*.
Verse: 4   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
მეძავნო და მემრუშენო, ანუ არა უწყითაა*, რამეთუ სიყუარული სოფლისაჲ* ამის მტერობაჲ არს ღმრთისაჲ*? აწ უკუე რომელსა უნდეს მეგობარ ყოფად ამის სოფლისა, მტერად ღმერთსა აღუდგების.
Verse: 5   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
ანუ ჰგონებთა, ვითარმედ ცუდად იტყჳს წიგნი: საშურებელად სურის* სულსა, რომელი დამკჳდრებულ არს ჩუენ* თანა?
Verse: 6   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
უფროჲს მოცემად მადლი; ამისთჳს იტყჳს: ამპარტავანთა შეჰმუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი.
Verse: 7   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
დაემორჩილენით ღმერთსა და წინა-აღუდეგით ეშმაკსა და ივლტოდის თქუენგან.
Verse: 8   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
მიეახლენით ღმერთსა და მოგეახლოს თქუენ. განიწმიდენით ჴელნი, ცოდვილნო, და უბრალო* ყვენით გულნი, ორგულნო*.
Verse: 9   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
დამდაბლდით და ტიროდეთ და იგლოვდით*. სიცილი თქუენი გლოად* გარდაიქეცინ და სიხარული თქუენი მწუხარებად.
Verse: 10   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
დამდაბლდით წინაშე უფლისა და აღგამაღლნეს თქუენ.
Verse: 11   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
ნუ ძჳრსა იტყჳთ, ძმანო ჩემნო, ურთიერთას*. რომელი ძჳრსა იტყოდის ძმისათჳს და განიკითხვიდეს ძმასა თჳსსა, განიკითხავს შჯულსა და შჯის შჯულსა; უკუეთუ უსშჯულოსა* შჯი, არა ხარ მყოფელ შჯულისა, არამედ განმკითხველ.
Verse: 12   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
ერთი* არს შჯულის მდებელი და გამკითხველი, რომელი შემძლებელ არს ცხორებად და წარწყმედად. შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ მოყუასსა?
Verse: 13   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
აწ თქუენცა, რომელნი-ეგე იტყჳთ: დღეს გინა ხვალე წარვიდეთ მას რომელსამე ქალაქსა და დავყოთ მუნ წელიწადი ერთი და ვივაჭროთ და შევიძინოთ.
Verse: 14   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
რომელთა-ეგე არა იცით ხვალისაჲ, რამეთუ ვითარი არს ცხორებაჲ თქუენი? ვითარცა კუამლნი ხართ, რომელი მცირედ ჟამ ჩანნ და მერმე განქარდის.
Verse: 15   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
ამის წილ რომელი გიღირს თქუენ* თქუმად: უკუეთუ უფალსა უნდეს და ვცხონდეთ* და ვყოთ ესე გინა იგი.
Verse: 16   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
ხოლო აწ იქადით სილალითა თქუენითა, ყოველივე სიქადული ესევითარი ბოროტ არს.
Verse: 17   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
რომელმან იცოდის კეთილისა* საქმე და არა ქმნეს, ცოდვა არს მისა*.

Next part



This text is part of the TITUS edition of Epistolae Catholicae (D).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.