TITUS
Apocalypsis Ioannis iberice
Part No. 4
Previous part

Chapter: 4 
Verse: 1  Link to gntLink to apjocomm   შემდგომად ამისა ვიხილე, და აჰა კარი განღებული ცათა შინა, და ჴმაჲ იგი, რომელ მესმა პირველ, ვითარცა საყჳრისაჲ, მეტყოდა მე, ვითარმედ: აღმოვედ აქა, და გიჩუენო, რაჲ-იგი ყოფად არს შემდგომად ამისა.
Verse: 2  Link to gntLink to apjocomm   
მეჴსეულად ვიქმენ სულითა, და აჰა დგა საყდარი ცათა შინა.
Verse: 3  Link to gntLink to apjocomm   
და საყდარსა მას ზედა მჯდომარე იყო მსგავსი ქვასა მას იასპსა და სარდიონსა; და ირისჱ იყო გარემო საყდრისა მის, და ეგრეთვე ხილვაჲ სამარაგდეთაჲ.
Verse: 4  Link to gntLink to apjocomm   
გარემო საყდრისა საყდარნი ოც და ოთხნი, და საყდართა მათ ზედა ოც და ოთხნი მღდელნი მსხდომარენი, შემოსილნი სამოსლითა სპეტაკითა, და თავთა მათთა ზედა გჳრგჳნნი ოქროჲსანი.
Verse: 5  Link to gntLink to apjocomm   
და საყდრისა მისგან გამოვლენ ელვანი და ჴმანი და ქუხილნი; და შჳდნი ლამპარნი ცეცხლისანი იწუებოდეს წინაშე საყდარსა მისსა, რომელნი არიან შჳდნი იგი სულნი ღმრთისანი.
Verse: 6  Link to gntLink to apjocomm   
და წინაშე საყდარსა მისსა, ვითარცა ზღუაჲ ჭიქისაჲ, მსგავსი ბროლისაჲ; და შორის საყდრისა და გარემო საყდრისა ოთხნი ცხოველნი, სავსენი თუალითა წინაჲთ და უკუანაჲთ.
Verse: 7  Link to gntLink to apjocomm   
და პირველი იგი ცხოველი მსგავსი იყო ლომისაჲ, და მეორჱ ცხოველი მსგავსი იყო კუროჲსაჲ, და მესამესა ცხოველსა აქუნდა პირი კაცისაჲ, და მეოთხჱ მსგავსი არწივსა მფრინვალესა.
Verse: 8  Link to gntLink to apjocomm   
და ოთხთა მათ ცხოველთა თჳთოეულსა აქუნდეს ექუსნი ფრთენი გარემო, და შინაგან სავსე არიან თუალითა. და განსუენებაჲ არა აქუს დღე და ღამე, არამედ იტყჳან: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი ღმერთი, ყოვლისა მპყრობელი, რომელი იყო და რომელი არს და რომელი მომავალ არს.
Verse: 9  Link to gntLink to apjocomm   
და რაჟამს მისცენ ცხოველთა მათ დიდებაჲ და პატივი და მადლობაჲ მჯდომარესა მას საყდარსა ზედა, რომელი ცხოველ არს უკუნითი უკუნისამდე,
Verse: 10  Link to gntLink to apjocomm   
დავარდებიან ოც და ოთხნი იგი მღდელნი წინაშე საყდართა ზედა მჯდომარისა მის და თაყუანის-სცემენ მას, რომელი-იგი ცხოველ არს უკუნითი უკუნისამდე, და დასხმენ გჳრგჳნთა მათთა წინაშე საყდრისა მის და იტყჳან:
Verse: 11  Link to gntLink to apjocomm   
ღირს ხარ შენ, უფალო ღმერთო ჩუენო წმიდაო, მიღებად დიდებისა და პატივისა და ძლიერებისა, რამეთუ შენ დაჰბადენ ყოველნივე, და ნებითა შენითა იყვნეს და დაიბადნეს.

Next part



This text is part of the TITUS edition of Apocalypsis Ioannis iberice.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 28.10.2007. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.