TITUS
Apocalypsis Ioannis iberice
Part No. 5
Previous part

Chapter: 5 
Verse: 1  Link to gntLink to apjocomm   და ვიხილე მარჯუენით საყდართა ზედა მჯდომარისა მის წიგნი, დაწერილი შინაგან და გარეგან, დაბეჭდული ბეჭდითა შჳდითა.
Verse: 2  Link to gntLink to apjocomm   
და ვიხილე ანგელოზი ძლიერი, რომელი ქადაგებდა ჴმითა დიდითა, ვითარმედ: ვინ-მე ღირს არს განღებად წიგნისა ამის და განჴსნად ბეჭედთა მისთა?
Verse: 3  Link to gntLink to apjocomm   
და ვერვინ შემძლებელ იყო ზეცათა შინა, არცა ქუეყანასა ზედა, არცა უფსკრულთა შინა განღებად წიგნისა მის და არცა მიხედვად მისა.
Verse: 4  Link to gntLink to apjocomm   
და მე ვტიროდე ფრიად, რამეთუ არავინ იპოვა, რომელსამცა განეღო წიგნი იგი, ანუმცა მიეხედნეს მისა.
Verse: 5  Link to gntLink to apjocomm   
და ერთმან მღდელთა მათგანმან მრქუა მე: ნუ სტირ, აჰა ესერა სძლო ლომმან თესლისაგან იუდაჲსა, ძირმან დავითისმან, რომელმან აღაღოს წიგნი და შჳდნი იგი ბეჭედნი მისნი.
Verse: 6  Link to gntLink to apjocomm   
და ვიხილე შორის საყდრისა და ოთხთა მათ ცხოველთა და მღდელთაჲსა კრავი მდგომარჱ, ვითარცა დაკლული. და აქუნდეს შჳდნი რქანი და შჳდნი თუალნი, რომელ არიან შჳდნი იგი სულნი ღმრთისანი, რომელნი მოივლინებიან ყოველსავე ქუეყანასა.
Verse: 7  Link to gntLink to apjocomm   
და მოვიდა და მიიღო წიგნი მარჯუენისაგან საყდართა ზედა მჯდომარისა.
Verse: 8  Link to gntLink to apjocomm   
და რაჟამს მიიღო მან წიგნი იგი, ოთხნი იგი ცხოველნი და ოც და ოთხნი მღდელნი დავარდეს წინაშე კრავისა მის და აქუნდა თითოეულსა ათძალი და ლანკნანი ოქროჲსანი, სავსენი საკუმეველითა, რომელ არიან ლოცვანი წმიდათანი.
Verse: 9  Link to gntLink to apjocomm   
და გალობდეს გალობასა ახალსა და იტყოდეს: ღირს ხარ შენ მიღებად წიგნისა მის და აღებად ბეჭედთა მისთა, რამეთუ დაიკალ და გჳყიდენ ჩუენ ღმრთისა სისხლითა შენითა ყოვლისაგანვე თესლისა და ენისა და ერთა და წარმართთა,
Verse: 10  Link to gntLink to apjocomm   
და ჰყვენ იგინი ღმრთისა ჩუენისა მეფედ და მღდელად, და სუფევდენ იგინი ქუეყანასა ზედა.
Verse: 11  Link to gntLink to apjocomm   
და ვიხილე და მესმა, ვითარცა ჴმაჲ ანგელოზთა მრავალთაჲ გარემო საყდრისა და ცხოველთა და მღდელთაჲსა. და იყო რიცხჳ მათი ბევრნი ბევრთანი და ათასნი ათასთანი,
Verse: 12  Link to gntLink to apjocomm   
რომელნი იტყოდეს ჴმითა დიდითა: ღირს არს კრავი იგი დაკლული მიღებად ძალისა და სიმდიდრისა და სიბრძნისა და პატივისა და დიდებისა და კურთხევისა.
Verse: 13  Link to gntLink to apjocomm   
და ყოველთავე დაბადებულთაჲ, რომელნი არიან ცათა შინა და ქუეყანასა ზედა და უფსკრულთა შინა და ზღუათა, ყოველთაჲ მესმა, რომელნი იტყოდეს: რომელი ზის საყდართა ზედა და კრავისა, კურთხევაჲ და პატივი და დიდებაჲ და სიმტკიცჱ უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
Verse: 14  Link to gntLink to apjocomm   
და ოთხთა მათ ცხოველთა თქუეს: ამენ. და მღდელნი იგი დავარდეს და თაყუანის-სცეს.

Next part



This text is part of the TITUS edition of Apocalypsis Ioannis iberice.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 28.10.2007. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.