TITUS
Apocalypsis Ioannis iberice
Part No. 3
Previous part

Chapter: 3 
Verse: 1  Link to gntLink to apjocomm   და ანგელოზსა სარდისა ეკლესიისასა მიუწერე, ვითარმედ: ამას იტყჳს, რომელსა ჰქონან შჳდნი იგი სულნი ღმრთისანი და შჳდნი იგი ვარსკულავნი: ვიცნი საქმენი შენნი, რამეთუ სახელი გაქუს და ცხოველ ხარ და მკუდარ ხარ.
Verse: 2  Link to gntLink to apjocomm   
იქმენ მღჳძარე და დაამტკიცენ სხუანი იგი, რომელთაჲ გეგულებოდა განგდებაჲ, რამეთუ არა მიპოვნიან საქმენი შენნი აღსრულებულად წინაშე ღმრთისა ჩემისა.
Verse: 3  Link to gntLink to apjocomm   
იჴსენებდ, უკუეთუ ვითარ მიიღე და შეინანე. ხოლო უკუეთუ არა მღჳძარე იყო, მოვიდე შენ ზედა, ვითარცა მპარავი, და ვერ სცნა, რომელსა ჟამსა მოვიდე შენ ზედა.
Verse: 4  Link to gntLink to apjocomm   
არამედ მცირედი სახელები გყავს სარდეს შინა, რომელთა არა შეუგინებიეს სამოსელები მათი, და ვიდოდინ იგინი ჩემ თანა სამოსლითა სპეტაკითა, რამეთუ ღირს არიან.
Verse: 5  Link to gntLink to apjocomm   
რომელმან სძლოს, ესრეთ შეიმოსოს სამოსელი სპეტაკი და არა აღვჴოცო სახელი მისი წიგნისაგან ცხოველთაჲსა და აღვიარო სახელი მისი წინაშე მამისა ჩემისა და წინაშე ანგელოზთა მისთა.
Verse: 6  Link to gntLink to apjocomm   
რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა.
Verse: 7  Link to gntLink to apjocomm   
და ანგელოზსა ფილადელფიისა ეკლესიისასა მიუწრე: ამას იტყჳს წმიდაჲ იგი და ჭეშმარიტი, რომელსა აქუს კლიტჱ დავითისი, რომელი-იგი განაღებს, და არავინ დაჰჴშას, გარნა განმღებელმან მან, და არავინ განაღოს დაჴშული იგი.
Verse: 8  Link to gntLink to apjocomm   
აჰა ესერა მიმიცემია წინაშე შენსა კარი განღებული, რომლისა დაჴშვად ვერვინ შემძლებელ არს, რამეთუ მცირჱ ძალი გაქუს, და დაიმარხე სიტყუაჲ ჩემი და არა უარ-ჰყავ სახელი ჩემი.
Verse: 9  Link to gntLink to apjocomm   
აჰა ესერა მიგცემ კრებულისაგან ეშმაკისა, რომელნი იტყჳან თავსა თჳსსა ჰურიად, და არა არიან, არამედ ტყუვიან; აჰა ესერა ვყვნე იგინი, რაჲთა მოვიდენ და თაყუანის-გცენ წინაშე ფერჴთა შენთა და ცნან, რამეთუ შეგიყუარე შენ.
Verse: 10  Link to gntLink to apjocomm   
რამეთუ დაიმარხე შენ სიტყუაჲ მოთმინებისა ჩემისაჲ, და მეცა დაგიცვა შენ ჟამისა მისგან განსაცდელისა, რომელსა ეგულების მოსლვად ყოველსა ზედა სოფელსა გამოცდად მკჳდრთა მათ ქუეყანისათა.
Verse: 11  Link to gntLink to apjocomm   
აჰა მოვალ ადრე. იპყარ, რომელ-ეგე გაქუს, რაჲთა არავინ მიგიღოს გჳრგჳნი შენი.
Verse: 12  Link to gntLink to apjocomm   
რომელმან სძლოს, ვყო იგი სუეტად ტაძარსა შინა ღმრთისა ჩემისასა, და გარე არღარა განვიდეს და დავწერო მის ზედა სახელი ღმრთისა ჩემისაჲ და სახელი ქალაქისა ღმრთისა ჩემისაჲ ახლისა იერუსალჱმისაჲ, რომელი გარდამოვალს ზეცით ღმრთისაგან ჩემისა, და სახელი იგი ახალი.
Verse: 13  Link to gntLink to apjocomm   
რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა.
Verse: 14  Link to gntLink to apjocomm   
და ანგელოზსა ლავდიკიისა ეკლესიისასა მიუწერე, ვითარმედ: ამასა იტყჳს ამენ, მოწამჱ იგი სარწმუნო და ჭეშმარიტი, დასაბამი დაბადებულთა ღმრთისათაჲ:
Verse: 15  Link to gntLink to apjocomm   
ვიცნი საქმენი შენნი, რამეთუ არცა გრილი ხარ, არცა ტფილი. ჯერ-იყო, რაჲთამცა ანუ გრილი იყავ, ანუ ტფილი.
Verse: 16  Link to gntLink to apjocomm   
არამედ ესრეთ ნელ-ტფილი ხარ და არცა გრილი, არცა ტფილი; მეგულების აღმოგდებაჲ შენი პირისაგან ჩემისა.
Verse: 17  Link to gntLink to apjocomm   
რამეთუ იტყჳ: მდიდარ ვარ და განვმდიდრდი და არარაჲ მეჴმარების. და არა უწყი, რამეთუ შენ ხარ უბადრუკ და საწყალობელ და გლახაკ და ბრმა და შიშუელ.
Verse: 18  Link to gntLink to apjocomm   
განგაზრახებ შენ, რაჲთა იყიდო ჩემგან ოქროჲ გამოჴურვებული ცეცხლითა, რაჲთა განჰმდიდრდე, და სამოსელი სპეტაკი, რაჲთა შეიმოსო, და არა გამოცხადნეს სირცხჳლი სიშიშულისა შენისაჲ, და საოლავი, რაჲთა იოლნე თუალნი შენნი და ჰხედვიდე.
Verse: 19  Link to gntLink to apjocomm   
მე რომელნიცა მიყუარდენ, ვამხილებ და ვასწავებ. ეშურებოდე უკუე და შეინანე.
Verse: 20  Link to gntLink to apjocomm   
აჰა ესერა ვდგა კარსა ზედა და ვჰრეკ. უკუეთუ ვინ ისმინოს ჴმისა ჩემისაჲ და განაღოს კარი, და შევიდე მის თანა და ვჭამო მის თანა სერი, და მან - ჩემ თანა.
Verse: 21  Link to gntLink to apjocomm   
რომელმან სძლოს, მივსცე მას დაჯდომაჲ ჩემ თანა საყდარსა ჩემსა, ვითარცა-იგი მე ვსძლე და დავჯედ მამისა ჩემისა თანა საყდარსა მისსა,
Verse: 22  Link to gntLink to apjocomm   
რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Apocalypsis Ioannis iberice.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 28.10.2007. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.