TITUS
Nevm.dzlisp.
Part No. 5
Previous part

Canon: a-g  
Ode: ug.  
Ms. page: 89r  
Page of ed.: 477 
ძლისპირნი და ღმრთისმშობლისანი
უგალობდითსა ჴმაჲ გ̃ი


Hymn number: 428(1)  
Hymn type: h     ეტლთა სიმრავლე მჴედრებითურთ ზღუასა მეწამულსა სიღრმესა შთაითხინეს სიმ[ტ]კიცითა მკლავისაჲთა ქრისტეს მიერ და იჴსნნეს ისრაელნი და ძლევისა გალობასა ახლად იტყოდეს.
Hymn type: t     
დაჰჴსნდეს წყევანი ევაჲსნი და მწუხარებანი, რამეთუ კურთხეული და სანატრელი ქალწული გამოჩნდა ძირისაგან დავითისა მორწმუნეთა სიხარულად, რომელსა უგალობთ.

Hymn number: 429(2)  
Hymn type: h     
ზღუაჲ წიაღ-ვლო ისრაელმან დაულტოლველად პირველ ბრძანებითა საუფლოჲთა,უღაღადებდა ღმერთსა და თქუა: გიგალობთ შენ, რომელიცა დიდებულ ხარ.
Hymn type: t     
უბიწოო ღმრთისმშობელო, იესეს ძირისაგან გამოშჩნდი შენ დედად ღმრთისა ჩუენისა დამბადებელისა, მეოხ გუეყავ დაუცხრომელად მგალობელთა შენთა.

Hymn number: 430(3)  
Hymn type: h     
მჴსნელსა ჩუენსა ღმერთსა, რომელმან განიყვანა დაულტოლველად ერი თჳსი ზღუასა Ms. page: 89v   Page of ed.: 479  და ფარაო მჴედრებითურთ დაანთქა სიღრმესა, მას მხოლოსა უგალობთ რომელიცა დიდებულ არს.
Hymn type: t     
დედაო ქრისტესო, წმიდაო ღმრთისმშობელო, შენგან შობილსა ღმერთსა ევედრე რაჲთა დამაგნეს მამასა განდგომილნი ესე დღეს ვდრებითა შენითა, სახარულევანო.

Hymn number: 431(4)  
Hymn type: h     
გამოჩნდა ღმერთი ჴორცითა, მხსნელად ნათესავისა კაცთაჲსა კერპთა საცთურისაგან, მას მხოლოსა უგალობთ.
Hymn type: t     
შემკობილსა ღმრთისა მიერ ქალწულსა მორწმუნენი ვჰნატრიდეთ, რამეთუ იგი მხოლოჲ სულთა ჩუენთა სასოჲ.

Hymn number: 432(5)  
Hymn type: h     
უგალობდეთ უფალსა, რომელმან ქმნა სასწაულთა ნიშები ზღუასა მეწამულსა, რამეთუ დაანთქა მტერი ფარაო და იჴსნა ერი თჳსი მგალობელად ძლევისა გალობასა, რამეთუ დიდებულ არს.
Hymn type: t     
შობილმან შენმან, ქალწლო, მოკლა მტერი ჩუენი მოშურნე და მომცა ძალი შემწედ, რაჲთა დავთრგუნოთ მტერი ჩუენი და უგალობდეთ მას ძლევისა გალობითა, რამეთუ დიდებულ არს.

Hymn number: 433(6)  
Hymn type: h     
გალობაჲ ძლევისაჲ შევწიროთ, ერნო, ღმრთისა, რომელმან იჴსნა მონებისაგან ფარაოჲსისა Ms. page: 90r   Page of ed.: 481  ერი იგი მოსესი, რამეთუ დიდებულ არს.
Hymn type: t     
ცხორებაჲ საშოჲსაგან შენისა მოგუეცი, უბიწო[ო], ქრისტე ღმერთი მხოლოჲ, რომელი აღდგა და თანა-აღმადგინნა, ამისთჳსცა ყოველნი გნატრით შენ.

Hymn number: 434(7)  
Hymn type: h     
შეწევნაჲ უცხოჲ ისრაელისაჲ ერმან იხილა, რამეთუ ძალითა საღმრთოჲთა იყო ზ[ღ]უდედ მათდა ზღუაჲ და უჩინოჲ ქუეყანაჲ, განსასუენებელი წყალთაჲ, ექმნა მათ გზა კეთილ და ადიდეს სახელი ღმრთისაჲ შჯულის-მდებელისაჲ საგალობელითა წმიდითა.
Hymn type: t     
სახიობისა ჴმითა მეტყუელნი სულიერითა ებნითა უგალობდეთ, ერნო, მორწმუნეთა სასოსა, ღმრთისმშობელსა მარიამს, ქალწულსა, ზეცისა მადლითა გჳრგჳნოსანსა და ღირსად დიდებულსა მორწმუნეთა მიერ საგალობელითა წმიდითა.



Ode: moix.  
მოიხილესა


Hymn number: 435(1)  
Hymn type: h     
იხილეთ, იხილეთ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, რომელმან ნებითა მამისაჲთა ჴორცნი შევიმოსენ ქალწულისაგან, რაჲთა ვაცხოვნო ადამ, ცთომილი გუელისა მიერ.
Hymn type: t     
შენ, ყოლად უბიწოსა ქალწულსა, სიქადულსა მორწმუნეთასა, დაუცხრომელად გიგალობთ, რამეთუ Ms. page: 90v   Page of ed.: 483  ძემან შენმან მიჴსნნა, სძალო, წყევისაგან და მომცა მორწმუნეთა კურთხევვაჲ საუკუნოჲ.

Hymn number: 436(2)  
Hymn type: h     
იხარებდით წარმართნი ერთა თანა ზეცისათა, რომელნი მომიგნა უბიწოჲთა მით სისხლითა, ქუეყანით ზე აღმიყვანნა და დამსხნა ცათა შინა ცათა მეუფემან, ქრისტემან კაცთ-მოყუარემან.
Hymn type: t     
ბუნებით ხარ ასული ადამისი, უბწოო, ქუეყანით მეუფისაჲ ბუნებისაგან შობილი ხოლო ბუნებათა წარჰჴედ, რამეთუ დამბადებელი ბუნებათაჲ გჳშევ, არსებით სწორი მამისაჲ.

Hymn number: 437(3)  
Hymn type: h     
მივსცეთ, ერნო, დიდებაჲ დღეს უფალსა ღმერთსა დამბადებელსა, უხილავსა ნათელსა, მაღალსა, მხოლოსა სამებასა, რომლისა დიდებასა შეუცავს ყოველი ბუნებაჲ, მან მოაკუდინის, მან აცხოვნის და არა არს, ვინ განერეს ჴელსა მისსა ძლიერსა და მტკიცესა.
Hymn type: t     
გაკურთხევენ ერნი ზეცისანი ვაქებენ ქუეყანისანი, დიდებულო ქალწულო, რამეთუ შენ მიერ განაქარვა მათი იგი და ჩუენი დასაბამითგან მტერობაჲ შენგან შობილმან ღმერთმან ჩუენმან და აწ შენ თანავე, ღირსო, Ms. page: 91r   Page of ed.: 485  ევედრებიან / ღმერთსა ცხორებად ჩუენდა.

Hymn number: 438(4)  
Hymn type: h     
უცნაურთა საიდუმლოთა სიბრძნით ცნობისა გულისჴმის-ყოფაჲ მოიღო მოსე დიდმან წინაწარმეტყუელმან, რაჟამს წოდებითა საღმრთოჲთა კადნიერ იქმნა შესლვად შორის უცხოსა მას სახილავსა, ვინაჲცა იხილა უხილავი სიტყუაჲ ღმრთისაჲ, გამომსახველი ჴსნისა ჩუენისა საიდუმლოსა, რომელი აგზებდა და არა შესწუვიდა მაყუალსა მას, სახესა ქალწუისასა, ხოლო ჴმაწულილი იგი და ენამძიმე აღიტყუა მის მიერ მეტყუელებად სიტყუათა ღმრთივ-სულიერთა.
Hymn type: t     
უცნაურთა საიდუმლოთა, გამოუთქუმელთა, მიუწდომელთა, მუცლად-ღებისა შენისასა, უბიწო[ო] სძალო ქრისტეს მაცხოვრისაო, წინაჲსწ[ა]რვე ხედვიდეს წინაჲსწარმეტყუელნი და მამადმთავარნი თუალითა სულისაჲთა და იტყოდეს ჭეშმარიტად, რაჟამს გიწოდეს მთად წმიდად ღმრთისა სამკჳდრებელად, კიდობნად, კუერთხად, კიბედ, ტაკუკად, სასაკუმევლედ სიწმიდისად Ms. page: 91v   Page of ed.: 487  ცუარისა საღმრთოჲსა, ბჭედ აღმოსავალისა, მაყულად შეუწუველად. შენ გჳშევ უსძლოო, ევმანუელ, რომელ არს ჩუენ თანა ღმერთი.

Hymn number: 439(5)  
Hymn type: h     
უკუდავთა მათ სიტყუათა საღმრთოთა სულისა მიერ წმიდისა სულიერთა სამეუფოთა ქუხან ენითა ცეცხლისაჲთა, სიტყჳთა ელვარითა ღმრთისა სიტყჳსა ქადაგნი, ჴმა-სცემენ ჰაერნი, ისმენდინ ცანი და ქუეყანაჲ.
Hymn type: t     
სიბრძნისაგან სოლომონ მეფისა უქცეველთა მათ იგავთა სულიერთა სამეუფოთა, ქებასა შინა ქებათასა ქებით მოსწავებულსა სძლად ზეცისა მეუფისა ჯეროვნად ჩუენ ვაქებთ მარიამს -- დედასა ქრისტესსა.



Ode: gandzl.  
განძლიერდასა


Hymn number: 440(1)  
Hymn type: h     
რომელმან დააფუძნე ქუეყანაჲ წყალთა ზედა და მიეც ნაყოფიერებაჲ ყოლადვე, კლდესსა ზედა ქრისტე, მცნებათა შენთასა შეუძრავსა დაამტკიცე ეკლესიაჲ შენი, მხოლოო სახიერ და კაცთ-მოყუარე.
Hymn type: t     
დედაო ძისა ღმრთისაო, რომელიცა იშვა მამისა მოწყალისაგან მიუწდომელად შენგან უქცეველად გამოჩნდა, ამისთჳსცა გაქებთ შენ სულითა სარწმუნოებითა, რომელმან გჳშევ ღმერთი ყოველთაჲ.

Hymn number: 441(2)  
Hymn type: h     
მოსავსა შენთა დამამტკიცებელო ქრისტე, ღმერთო / ჩუენო, Ms. page: 92r   Page of ed.: 489  ბუნებაჲ ჩემი დაამტკიცე შენ, ვითარცა მოწყალე ხარ და მიმიძეღუ მე ცნობად შენდა, ყოლად ძლიერო და სახიერო.
Hymn type: t     
დედაჲ ხარ წმიდაჲ ყოველთა შემოქმედისაჲ, უსძლოო, ჩუენ, მორწმუნენი, გევედრებით შენ, მეოხ გუეყავ მარადის, რაჲთა დავიცვნეთ შეუძრველად მართლმადიდებლობით მგალობელნი შენნი.

Hymn number: 442(3)  
Hymn type: h     
დამამტკიცე მე, ღმერთო ჩემო, რაჲთა ვქადაგო ღმრთეებაჲ შენი, რამეთუ იშევ ქალწულისაგან, და მადიდე მე, კაცთ-მოყუარე.
Hymn type: t     
მეოხ გუეყავ დაუცხრომელად, ყოლად წმიდაო, მისა, რომელი იშვა შენგან მიუწდომელად, რაჲთა მიჴსნეს ჩუენ ცოდვათაგან.

Hymn number: 443(4)  
Hymn type: h     
განმაძლიერე მე, უფალო, ცხორებისა ამის დანთქმული და ჴელი აღმიპყარ, მრავალ-მოწყალე.
Hymn type: t     
მეოხ გუეყავ, ღმრთისმშობელო, მისა მიმართ, რომელი ჰშევ შენ, რაჲთა აცხოვნეს სულნი ჩუენნი ვნებათაგან.

Hymn number: 444(5)  
Hymn type: h     
განმაძლიერე მე, ქრისტე, რაჲთა დავიმტკიცო კლდესა ზედა მცნებათა შენთასა შეუძრავსა და წინაწარმეტყუელისა თანა გიღაღადებდე: არავინ არს წმიდაჲ, ვითარ ღმერთი ჩუენი.
Hymn type: t     
წმიდათა უწმიდესო და ქერაბინთა უმაღლესო, ცათა უვრცელესო ქალწულო, Ms. page: 92v   Page of ed.: 491  ევედრე შენგან შობილსა ღმერთსა, რაჲთა ლხინება ყოს შეცოდებათა ჩუენთათჳს.



Ode: ucx.  
უცხონი


Hymn number: 445(6)  
Hymn type: h     
წარმართთა ზედა ღმერთი სუფევს, ღმერთი ზის საყდართა ზედა სიწმიდისა მისისათა, უგალობდეთ მას მეცნიერებით, ვითარცა მეფესა ჩუენსა.
Hymn type: t     
ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა ჰხედავ ძესა შენსა, აღდგომილსა მკუდრეთით, გიხაროდენ, ღმრთისმშობელო, განწირულთათჳს მონათა შენთა ნუ დასცხრები ოხად მისა მიმართ.

Hymn number: 446(7)  
Hymn type: h     
ნიჭი იგი წმიდაჲ მიმნიჭებელსა თჳსსა უფალსა მიგიძღუანა სამოელი სარწმუნოებით მვედრებელმან მან ანა და ღაღადებდა: შენ ხარ სიმტკიცე, ღმერთო, მოსავთა შენთაჲ, გუაცხოვნენ ჩუენ, კაცთ-მოყუარე.
Hymn type: t     
დედაჲ ხარ, ღირსო, უმაღლესი ზეცათაჲ, გაბრიელისგან ღმრთისმშობელად ქადაგებული და ერთა მიერ მართლმადიდებელთაჲსა თაყუანის-ცემული, იდიდების მარადის უწმიდესი წმიდათაჲ და მეოხი მორწმუნეთაჲ.



Ode: upm.  
მესმასა


Hymn number: 447(1)  
Hymn type: h     
ესმა მოსლვაჲ შენი დიდებული, დაუკჳრდა ამბაკუმს, ქრისტე, და შიშით ღაღადებდა: გამოხუედ მაცხოვრად ერისა Ms. page: 93r   Page of ed.: 493  შენი/სა და ჴსნად ცხორებულთა შენთა.
Hymn type: t     
განუხრწნელად უსძლოო, მუცლად-იღე და უფროჲს ბუნებათა შევ და შემდგომად შობისა ღმრთისა ქალწულადვე დაადგერ, გჳთხოე ძისა შენისაგან წყალობაჲ.

Hymn number: 448(2)  
Hymn type: h     
გამოშჩნდი შენ ქუეყანასა ცხორებისათჳს კაცთაჲსა, რაჟამს ვიხილე, ქრისტე, შევძრწუნდი და ქებით ვადიდე ძლიერებაჲ შენი მიუწდომელი, სახიერო.
Hymn type: t     
დაიტიე უზეშთაეს ბუნებათა სიტყუაჲ ღმრთისაჲ, ქალწულო უბიწოო. და ჰშევ გამოუთქუმელად, ამისთჳს მორწმუნენი ქებად შენდა არა დავსცხრებით.

Hymn number: 449(3)  
Hymn type: h     
სმენაჲ მესმა ძლიერისა ჯუარისა შენისაჲ, ქრისტე, რომლისა მიერ სამოთხე განაღე და გიღაღადებთ: დიდებაჲ ძალსა შენსა, უფალო.
Hymn type: t     
ქალწულმან გჳშვა ღმერთი თჳნიერ ვნებათა დედობრივითა, დედა იქმნა და ქალწულად დაადგრა, მას უგალობდეთ, გიხაროდენ, სახარულევანო.

Hymn number: 450(4)  
Hymn type: h     
მესმა, უფალო, სმენაჲ მკუდრეთით აღდგომისა შენისაჲ და ძლიერებასა შენსა ვადიდებთ, მოწყალე.
Hymn type: t     
ჭეშმარიტად გადიდებთ, უბიწოო სძალო ღმრთისაო,/და სარწმუნოებით Ms. page: 93v   Page of ed.: 495  დედად ღმრთისა აღგიარებთ შენ.



Ode: ucx.  
უცხონი


Hymn number: 451(5)  
Hymn type: h     
საიდუმლოთა განგებულებისა შენისა გარდამოსლვისათა, უფალო, განაკჳრვეს ღმრთისმეტყუელი ამბაკუმ და ღაღადებდა: მაცხოვრად ერისა ახლისა მოხუედი და ჴსნად ცხორებულთა შენთა.
Hymn type: t     
ქალწულმან უბიწომან მუცლად-იღო და გჳშვა ევმანუელ, მამისაგან გამოსრული სიტყუაჲ მხოლოჲ ღმერთი ყოველთაჲ და მჴსნელი, რომელსა ყოველნი სარწმუნოებით თაყუანის-ვსცემთ მარადის

Hymn number: 452(6)  
Hymn type: h     
საიდუმლოთა განკაცებისა შენისათა უფალო, შეაძრწუნეს წინაწარმეტყუელი ამბაკუმ, რამეთუ მოხუედ მაცხოვრად ერისა შენისა და ჴსნად ცხებულთა შენთა.
Hymn type: t     
იხარებდ და მხიარულ იყავ, უბიწოო, ძესა შენსა და ღმერთსა ხედავ აღდგომილსა საფლავით, უფალსა ყოველთა მეუფესა, სულთა ჩუენთა განმანათლებელსა.

Hymn number: 453(7)  
Hymn type: h     
შენ, იესუ, ღმერთო ჩუენო, შორის მამისა და სულისა წმიდისა, ორთა მათ ცხოველთასა ცხოველი ბუნებაჲ ეცნობე წინაჲსწარმეტყუელსა, რომლისა ჴმასა ვღაღადებთ: ქრისტე, ძალსა / შენსა დიდებაჲ. Ms. page: 94r   Page of ed.: 497  შენ, სასოო ყოველთაო, გჳოხენ, ღირსო ღმრთისმშობელო, განწირულნი ესე ბრალთაგან წინაშე ძისა შენისა დაუსაბამოჲსა, რომელსა უღაღადებთ: ქრისტე, ძალსა შენსა დიდებაჲ.



Ode: gham.  
ღამითგანსა


Hymn number: 454(1)  
Hymn type: h     
რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად, შენდა მოვლიტი, შენ გიღაღადებ, განანათლე გული ჩემი დაბნელებული, ვითარცა ხარ მხოლოჲ მრავალ-მოწყალე.
Hymn type: t     
დაჰჴსენ მწუხარებანი ევაჲსნი შობითა შენითა, ქალწულო, გარდაიცვალა ცთომაჲ, და მოკუდა გუელი იგი, მაცთური ადამისი, შენ მიერ, მარიამ.

Hymn number: 455(2)  
Hymn type: h     
შენ, ნათლისა შემმოსელო, სახედ სამოსლისა, ბნელსა შინა გამოშჩნდი ჴორცითა კაცთა შორის, რაჲთა ჰზრახო ცხორებაჲ მორწმუნეთაჲ და გუაცხოვნე ჩუენ, უფალო.
Hymn type: t     
ევაჲს წყევისა ღრუბელი განქარდა, მარიამ, შობითა შენითა დღეს და საცთური დაჰჴსნ[დ]ა და მაცთური გუელი მოიკლა შენ მიერ, ღმრთისა დედაო.

Ms. page: 94v  
Page of ed.: 499 
Hymn number: 456(3)  
Hymn type: h     
აღმსთობილნი შენ გიგალობთ, ღმერთო, გუაცხოვნენ ჩუენ, ვითარცა სახიერ ხარ, რამეთუ სხუაჲ ღმერთი არა ვიცით.
Hymn type: t     
შემდგომად შობისა ქალწულად ჰგიე, უბიწოო, შენ, ყოლად სანატრელო, ვითარცა ღმრთისმშობელ ხარ, გადიდებთ.

Hymn number: 457(4)  
Hymn type: h     
გამოაბრწყინვე, ქრისტე ღმერთო, ცნობაჲ შენი ბრწყინვალე, გულთა შენთა განსანათლებელი, მარადის სულთა ჩუენთათჳს.
Hymn type: t     
მორწმუნეთა ერი გიგალობს, ცათა უვრცელესო, ღმრთისმშობელო უქორწინებელო, და შემწედ აღგიარებთ შენ.

Hymn number: 458(5)  
Hymn type: h     
ღამითგან თაყუანის-მცემელნი შენნი, ქრისტე, შეგჳწყალენ და მშჳდობაჲ შენი მოგუმადლე, რამეთუ ნათელი და ბრძანებაჲ შენი იქმნა კურნება მონათა შენთა ზედა.
Hymn type: t     
რომელსა ცანი ვერ იტევებენ, პირველვე მამადმთავართა და წინაჲსწარმეტყუელთა თქუმული სამოსი დაიტიე, უბიწოო, და გჳშევ ჴორციელად მჴსნელი და მაცხოარი.

Hymn number: 459(6)  
Hymn type: h     
ნათლითა მეცნიერებისა შენისაჲთა, ქრისტე, მოსპე ბნელი უმეცრებისაჲ Ms. page: 95r   Page of ed.: 501  თუალ/თაგან გონებისა ჩუენისაჲთა, რაჲთა განათლებულნი ვხედვიდეთ გზასა მცნებათა შენთასა.
Hymn type: t     
ნათელი უსხეულოჲ იტჳრთე საშოსა შენსა, უსძლოო დედაო ღმრთისაო, ვითარცა ღრუბელმან სულმცირემან, დაჰფარე მზე სიმართლისაჲ და გჳშევ მჴსნელი ყოვლისა სოფლისაჲ.

Hymn number: 460(7)  
Hymn type: h     
თავადმან მან მეუფემან მოსცა სასწაული ესე ძეთა კაცთა, შობაჲ თჳსი ჴორცითა და მშობლისა ქალწულებაჲ და მასწავა ჩუენ გალობად: მშჳდობაჲ შენი მომეც ჩუენ, კაცთ-მოყუარე.
Hymn type: t     
თანამფლობელი მამისაჲ გჳშევ, უბიწო[ო] ქალწულო, გიხაროდენ, გამოუთქუმელითა მით დიდებითა შემკობილო, შემდგომად ღმრთისა მჴსნელო ჩუენო, ქრისტეს დედაო, მეოხ გუეყავ ჩუენ.



Ode: ghagh.  
ღაღატყავსა


Hymn number: 461(1)  
Hymn type: h     
ზღუაჲ აღძრული, ღელვითა წარმწყმედელი, დააცხრვე, ქრისტე, შერისხვით დააყუდე, ჩუენცა დანთქუმულნი ცოდვათაგან აღმომიყვანენ, მოწყალეო.
Ms. page: 95v  
Page of ed.: 503 
Hymn type: t     
ქალწულმან მუცლად-იღო და გჳშვა ჩუენ ღმერთი ჴორცითა და შემდგომად შობისა იპოა წმიდაჲ ქალწული, უბიწოებით აწოებდა.

Hymn number: 462(2)  
Hymn type: h     
ვეშაპმან რაჲ მუცლად-იღო, იონა არა განიხრწნა მას შინა სიტყჳთა საღმრთოჲთა, რამეთუ პირველ-სახე ექმნა სამისა დღისა დაფლვასა შენსა, ქრისტე, ჴორცითა და ესრეთ ღაღადებდა: განხრწნისაგან მიჴსენ, უფალო.
Hymn type: t     
სიტყუაჲ მეტყუელთაჲ უტყუ იქმნა სასწაულთა შენთათჳს, ღმრთისმშობელო, რამეთუ განცჳბრდა ბრძენთა გონებისა სიმწულილე, რაჟამს-იგი ბუნებათა უაღრეს აღემატა ქებაჲ შენი, ქალწულო, სიტყუასა მას დამბადებელსა.

Hymn number: 463(3)  
Hymn type: h     
გარე-მომიცვეს ღელვათა და მექმნა საფლავ მუცელი ვეშაპისაჲ და გიღაღადებ: მიჴსენ მე, კაცთ-მოყუარე და მაცხოვნე მე, მრავალ-მოწყალე უფალო.
Hymn type: t     
შენ, მარადის დიდებულო, გამოშჩნდი მაყულად შეუწველად, Ms. page: 96r   Page of ed.: 505  მთად / და კიბედ სულიერად და ბჭედ ზეცად აღსლვისა, ჭეშმარიტად შენ ვითარცა ღმრთისმშობელ ხარ, გადიდებთ.

Hymn number: 464(4)  
Hymn type: h     
აღმომიყვანე, უფალო, უფსკრულით ცოდვათა ჩემთაჲთ, ვითარცა-იგი იონა წინაჲსწარმეტყუელი მუცლისა მისგან ვეშაპისაჲთ პირველ და მაცხოვნე, მრავალ-მოწყალე.
Hymn type: t     
უბიწოო, გამოშჩნდი შენ მხოლოჲ ქუეყანასა ზედა ქალწულებით ღმრთისმშობელად, რამეთუ იტჳრთე სიტყუაჲ მამისაჲ უქორწინებელად მისა მიმართ მეოხ გუეყავ ჩუენ.

Hymn number: 465(5)  
Hymn type: h     
რომელმან იონა ვეშაპისა მისგან იჴსნა, ესე დღეს საფლავით აღდგა და მის თანა აღადგინნა მკუდარნი, მოვედით, მას ყოველნი ქუეყანისა ნაშობნი უგალობთ.
Hymn type: t     
რომელმან სიბრძნითა დაჰბადნა დაბადებულნი და უტჳრთვან წამისყოფითა ღმრთეებისა მისისაჲთა, იტჳრთე მკლავთა ზედა, უბიწო[ო], ღმერთი დაუსაბამოჲ.

Hymn number: 466(6)  
Hymn type: h     
იჴსენი წინაჲსწარმეტყუელი იგი, მაცხოვარ, მუცლისაგან ვეშაპისა, მიჴსენ მეცა ცოდვათა სიღრმისაგან.
Ms. page: 96v  
Page of ed.: 507 
Hymn type: t     
დედოფლად დაბადებულთა გამოშჩნდი, ქალწულო, ღმრთისმშობელო უბიწო[ო], მეოხ გუეყავ მარადის ღმრთისა მიმართ.

Hymn number: 467(7)  
Hymn type: h     
შთავრდომილი სიღრმესა ცოდვისასა გიღაღადებ, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი ვეშაპისა მუცელსა შინა: წყალობით მომხედენ დანთქმულსა და ბრალთა ჩემთა სიღრმისაგან, სახიერ, აღმომიყვანე და მაცხოვნე მე, ღმერთო ჩემო.
Hymn type: t     
ტაკუკი ხარ, მარიამ, ოქროჲსა უბიწოჲსაჲ, საბაზმაკე საღრმთოჲსა ნათლისა დაუვსებელისაჲ და ჰნათობ ყოველთავე მის მიერ, ვითარცა მზე სამარადისოჲ, ბნელისა მაოტებელი, და სინათლე სულთა ჩუენთაჲ.

Hymn number: 468(8)  
Hymn type: h     
ვითარცა ნავსა, აქუნდა რაჲ იონა მჴეცსა მას ზღჳსასა, რამეთუ დაიცვა იგი და მის მიერ ნინეველნი წყალობააურაცხელმან ღმერთმან და მომცა ჩუენ სასოვებაჲ ცხორებისა საუკუნოჲსაჲ.
Hymn type: t     
ვითარცა უზეშთაეს სახელი შენი, ეგრეცა ქებაჲ შენი, ღმრთისმშობელო, არამედ შენ, დედაო სიტყჳსაო, შეიწირე სიტყუაჲ შესხმისაჲ Ms. page: 97r   Page of ed.: 509  და მიჴსნენ განსაცდელთაგან ჩუენ, მოსავნი შენნი, წმიდაო.

Hymn number: 469(9)  
Hymn type: h     
მიუძღუანეს უფსკრულსა იონა მენავეთა, ხოლო უფსკრულმან -- ვეშაპსა, ვეშპმან უვნებელად -- ჴმელსა, ჴმელმან -- ქალაქსა ნინევსა, ესე იყო განგებითა ღმრთისაჲთა მოქცევისათჳს ურწმუნოთა მათ ნინეველთა.
Hymn type: t     
--



Ode: kurtx.  
კურთხეულარსა


Hymn number: 470(1)  
Hymn type: h     
უფროჲსად ამაღლებულმან ღმერთმან მამათა ჩუენთამან საჴუმილი მოტყინარე ყრმათა მათ განუქარვა და იგინი ღაღადებდეს: ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ.
Hymn type: t     
ერთი გუამი ორითა ბუნებითა გჳშევ ჩუენ, უბიწო[ო] მარიამ, ღმერთი ჴორციელ-ქმნული, რომელსა უღაღადებთ: ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ.

Hymn number: 471(2)  
Hymn type: h     
ხატსა მას ოქროჲსასა არა ჰმონებდეს ხატნი ღმრთეებისანი -- სამნი ყრმანი, ძენი დავითისანი, არამედ ესრეთ ღაღად-ყვეს დაუცხრომელად: კურთხეულ ხარ შენ, უფალო და ღმერთო მამათა ჩუენთაო.
Hymn type: t     
ცათა დაუტევნელი იწროსა შინა ქალწულისა ფართოებით დატევნულ იქმნა დღეს, Ms. page: 97v   Page of ed.: 511  ამისთჳს მორწმუნენი, ვითარცა ღირს არს, ღმრთისმშობელად აღვიარებთ მარიამს და მეოხს-ვიყოფთ მას.

Hymn number: 472(3)  
Hymn type: h     
რომელმან იჴსნენ ყრმანი საჴუმილისაგან მგალობელნი, კურთხეულ ხარ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.
Hymn type: t     
ქალწულისაგან იშევ და ჰყავ იგი მობაძავ ცათა, კურთხეულ ხარ, უფალო ღ[მერთო მამათა ჩუენთაო].

Hymn number: 473(4)  
Hymn type: h     
კურთხეულ ხარ შენ, უფალო, რომელი ჰზი ქერაბინთა და ჰხედავ უფსკრულთა ჴელმწიფედ და ამაღლებულ ხარ უკუნისამდე.
Hymn type: t     
კურთხეულ არს, რომელმან შვა ღმერთი დაამბადებელი ბუნებათაჲ კაცთა ბუნებითა და ქალწულადვე ჰგიეს მარადის უბიწოჲ ქალწული.

Hymn number: 474(5)  
Hymn type: h     
რომელი მამათაჲ და ჩუენი ღმერთი ხარ, კურთხეულ ხარ შენ უკუნისამდე.
Hymn type: t     
რომელი სამებით და ერთარსებით ხარ ღმერთი ყოველთაჲ, შენ გაკურთხევთ.

Hymn number: 475(6)  
Hymn type: h     
საჴუმილისა მდუღარებაჲ ცუარითა დაშრიტე, ქრისტე, და ყრმანი სხურებულნი მას შინა იტყოდეს: ღმერთო, ყოველთა მჴსნელო, კურთხეულ ხარ უკუნისამდე.
Hymn type: t     
სამგუამოვნებით ცნობილო, Ms. page: 98r   Page of ed.: 513  ერთარსებით დიდებულო, სამებაო წმიდაო, შენდა შუენის ქებაჲ, დიდებაჲ და პატივი მამასა ძით და სულით წმიდითურთ.

Hymn number: 476(7)  
Hymn type: h     
სარწმუნოვებაჲ სამთა ყრმათაჲ რაჟამს განძლიერდა საქმითა კეთილითა, მაშინ მოუძლურდა მეფისა იგი მძლავრებაჲ, რამეთუ საჴუმილი და ქალდეველნი შეწუნა ცეცხლმან ღმრთეებისამან და წმიდანი თჳსნი დაიცვა ყრმანი.
Hymn type: t     
მორწმუნეთა წმიდისა სამებისა ერთარსებისა თაყუანის-საცემელისა სწორი პატივი სარწმუნოვებით გჳპყრიეს და აღვიარებთ დაუბადებელსა მას დამბადებელად ყოველთა და მაცხოვრად ჩუენ მორწმუნეთა.



Ode: akrtx.  
აკურთხევდითსა


Hymn number: 477(1)  
Hymn type: h     
შენ, მხოლოსა დამბადებელსა ყოველთასა, გალობაჲ სულიერი გიღაღადეს ყრმათა: ყოველნი საქმენი უფალსა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
Hymn type: t     
შენ ხარ სამებაჲ გარე-შეუწერელი, უაღრეს ბუნებათა, რომელსა გიღაღადებთ: ყოველნი საქმ[ენი უფალსა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე].

Ms. page: 98v  
Page of ed.: 515 
Hymn number: 478(2)  
Hymn type: h     
ყრმანი წარტყუენულნი ვერ შეაძრწუნა მზაკუვარმან ბრძანებამან მძლავრისა ღმრთის-მოძულისამან, რამეთუ იყვნეს გულნი მათნი განმტკიცებულ ღმრთისა სარწმუნოებითა და ესრეთ იტყოდეს: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფალსა.
Hymn type: t     
ბაგენი მგმობარნი მწვალებელთანი დაუყვენ, უბიწო[ო], რომელთა არა ჰრწამს სამებაჲ ერთარსებაჲ განუყოფელი, დედაო ღმრთისაო, და შემწე მეყავ ჩუენ, რომელნი ვღაღადებთ: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უ[ფალსა].

Hymn number: 479(3)  
Hymn type: h     
მამისაგან შობილსა ძესა უწინარეს საუკუნეთა და აღსასრულსა ჟამთასა, ქალწულისაგან ჴორციელ-ქმნულსა მღდელნი აკურთხევდით, ერნი ამაღლებდით მას უკუნისამდე.
Hymn type: t     
ძესა დაუსაბამოსა, მამისაგან შობილსა, პირველ მოსრულსა ჩუენდა სიმდაბლით და სულსა ნუგეშინის-მცემელსა მღდელნი აკუ[რთხევდით, ერნი ამაღლებდით მას უკუნისამდე].

Hymn number: 480(4)  
Hymn type: h     
რომელმან საჴუმილსა ცუარი აცურია და ალისაგან იჴსნა სამნი იგი Ms. page: 99r   Page of ed.: 517  აღმსარებელნი, ყრმანი აკურთხევდით მას, მღდელნი უგალობდით მას, ერნი უფრ[ოჲსად] ამაღლებდით მას უკუნისამდე.
Hymn type: t     
სამებაჲ ერთრსებაჲ აღვიარეთ ყოვლისა შემოქმედად და სარწმუნოებით ვღაღადებთ: ყრმანი აკურთხევდით მას, მღდელნი უგალობდით მას, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.



Ode: ucx.  
უცხონი


Hymn number: 481(5)  
Hymn type: h     
შენ, შემოქმედსა და ბუნებათა შემცვალებელსა და ალისა შემაცურეველსა გიგალობთ დიდებულსა და აგამაღლებთ უკუნისამდე.
Hymn type: t     
შენ, დამბადებელსა ყოველთა დაბადებულთასა, დაუსაბამოსა ღმერთსა, სამებასა წმიდასა აგამაღლებთ შენ უკუნისამდე.

Hymn number: 482(6)  
Hymn type: h     
დაბადებულთა შემოქმედსა, რომლისაგან ძრწიან ძალნი ცათანი, მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
Hymn type: t     
ერთარსებით ცნობილსა ღმერთსა, სამგუამოვნებით დიდებულსა სამებასა წმიდასა, მორწმუნენი ვაკურთხევთ და უფროჲსად [ავამაღლებთ მას უკუნისამდე].

Hymn number: 483(7)  
Hymn type: h     
წმიდანი შენნი ყრმანი, ქრისტე, ცეცხლსა მას შინა ღაღადებით იტყოდეს: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.
Hymn type: t     
გამოუთქუმელსა შობასა შენსა, უსძლო[ო], უგალობთ ჩუენ ყოველნი, მითხოვე ჩუენ ქრისტესგან შენდობაჲ ბრალთა ჩუენთაჲ.

Ms. page: 99v  
Page of ed.: 519 
Hymn number: 484(8)  
Hymn type: h     
ევლტოდა ცეცხლი შემწველი ღირსთა ყრმათა, და დაინთქა ხატი ოქროჲსაჲ, ივლტოდეს უღმრთონი და მოისრვოდეს, რამეთუ ამაღლდა ჴმაჲ ღმრთის-მსახურთაჲ მათ და აკურთხევდეს ღმერთსა უკუნისამდე.
Hymn type: t     
არსად მოქმედისა მის არაარსთაჲსა სამებისა ძალითა ჰგიეს მართლმადიდებელთა ქრისტეანობაჲ, რამეთუ ამაღლდა [ჴმაჲ ღმრთის-მსახურთაჲ მათ და აკურთხევდეს ღმერთსა უკუნისამდე].



Ode: adid.  
ადიდებდითსა


Hymn number: 485(1)  
Hymn type: h     
ესაია, მხიარულ იყავ, ქალწულმან მუცლად-იღო, შვა ძე დაუსაბამოჲ ევმანოველ -- ღმერთი და კაცი, აღმოსავალ სახელი მისი, მას ვადიდებდეთ და რომელმან შვა იგი, ვჰნატრიდეთ.
Hymn type: t     
--

Hymn number: 486(2)  
Hymn type: h     
ესერა ქალწული მიუდგა, იხარებდ, ესაია, ყრმაჲ იშვა და ძედ მოგუეცა ჩუენ ევმანოველ, ჩუენ თანა ღმერთი, სასოჲ იგი წარმართთა ჴსნისაჲ, მას ვადიდებდეთ და რომელმან შვა იგი.
Hymn type: ta     
ესერა ქალწლუმან გჳშვა ჩუენ მთავარი მშჳდობისაჲ, რომლისა სუფევისა არა არს დასაბამ, არცა დასასრულ, საკჳრველი თანამზრახვალი, ღმერთი ძლიერი და შემოქმედი საუკუნეთაჲ.
Ms. page: 100r  
Page of ed.: 521 
Hymn type: tb     
მთაჲ წმიდაჲ, ცათა მობაძავი, და ბჭე იგი დაჴშული, სახედ შენდა მოესწავა, სანატრელო შორის დედათა, რამეთუ უფროჲს ბუნებათა -- ცათა მეუფე -- სოფელსა უშევ, რომელსა ვადიდებთ.
Hymn type: tg     
შენგან მოგუემადლა ცხორებაჲ, უბიწო[ო] ქალწულო, ამისთჳს ჭეშმარიტად ღმრთისმშობელად აგიარებთ შენ, რამეთუ შეერთებულად ჰშევ ღმერთი და კაცი, განუყოფელად და შეურწყმელად.
Hymn type: td     
არათუ გუამითა ერთ არს სამებისა ერთარსებაჲ, არამედ ბუნებითა მიუწდომელ დამბადებელი, რომლისა წინაშე შენ აწ სდგა, ღმრთისმშობელო, ითხოვე მისგან მოტევებაჲ ცოდვათა ჩუენთაჲ.

Hymn number: 487(3)  
Hymn type: h     
ქალწული უხრწნელი შობად არავინ იხილა კაცთაგანმან და მშობელი ქალწულ დედათა შორის არა პოვნილ არს თჳნიერ შენ მხოლოჲ, მშობელო ღმრთისაო, ამისთჳს სამართლად ჴმითა გალობისაჲთა ყოველნი გადიდებთ.
Hymn type: ta     
რომელი მამისა და სულისა წმიდისა თანა იქების პირველ საუკუნეთა სიტყუაჲ, განკაცნა შენგან, სძალო, Ms. page: 100v   Page of ed.: 523  და განაღო განხრწნილი ბუნებაჲ ჩუენი, ამისთჳს სამართლად ჴმითა გალობისა[ჲთა ყოველნი გადიდებთ].
Hymn type: tb     
გიხაროდენ, ღირსო ტაძარო მეუფისაო, გიხაროდენ, საღმრთოჲსა განგებულებისა სულმცირეო ღრუბელო და ეტლო ღმრთისა მაღლისაო, გიხაროდენ, ღმრთისა დამტევნელო და მიზეზო კაცთა ჴსნისაო, უბიწო[ო].
Hymn type: tg     
შემოქმედმან მომცა ნათელი უკუდავებისაჲ მორწმუნეთა, დაცემულნი აღმადგინნა და წყალობით შემიწყნარნა, აწ მოვედით, ერნო, გონებითა წმიდითა სამებასა ღმერთსა ჴმითა გალობისაჲთა ყოველნი [ვადიდებთ].

Hymn number: 488(4)  
Hymn type: h     
ჰშევ ქალწულო, მიუწდომელი ბუნებათაჲ, უჟამოჲ გამოუთქუმელი, ამისთჳს, უბიწო[ო], ყოველნი მორწმუნენი გადიდებენ შენ.
Hymn type: ta     
მშობელო უთესლოდ მეუფისა ღმრთისაო, კადნიერად მეოხ გუეყავ ძისა შენისა მიმართ, რაჲთა განმარინეს ჩუენ განსაცდელთაგან.
Hymn type: tb     
შეიწირე ვედრებაჲ მონათა შენთაჲ, ყოლად წმიდაო ქალწულო, და შეიწირე წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენ ყოველთაჲსა.
Ms. page: 101r  
Page of ed.: 525 
Hymn type: tg     
შენ, სამებაო წმიდაო სამგუამოვნებით ცნობილო, ერთარსებით დიდებულო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა სახიერ ხარ, გადიდებენ შენ.

Hymn number: 489(5)  
Hymn type: h     
გიხაროდენ, ღმრთისმშობელო, მორწმუნენი გიღაღადებთ, რამეთუ შენგან იშვა ღმერთი უფალი, მეუფე საუკუნოჲ, იხილვა მსგავსად ძეთა კაცთა. იერუსალემისა ასულნო, მოვედით, გალობით ვღაღადებდეთ: კურთხეულ ხარ შენ, რომელმან გჳშევ ჴორციელად ღმერთი ყოველთაჲ.
Hymn type: ta     
გიხაროდენ ღმრთისმშობელო, გაბრიელ გიღაღადა შენ, რამეთუ შენგან იშვეს სიტყუაჲ მამისაჲ, მთავარი საუკუნოჲ და ქალწულადვე დაგიცვას და ჩუენ, მორწმუნენი, გიღაღადებთ შენ: კურთხეულ ხარ შენ, რომელმან გჳშევ ჴორცი[ელად ღმერთი ყოველთაჲ].
Hymn type: tb     
მოვედით, მორწმუნენო, ნათელსა ღმრთეებისასა უზეშთაესსა უფროჲს დაბდებულთა, სამგუამოვნად ცნობილსა ერთარსებით დიდებულსა, მამასა დაუსაბამოსა, ძისა თანა დაუსაბამოჲსა და სულსა წმიდასა, თანაარსსა დაუცხრომელად ვადიდებდეთ.

Hymn number: 490(6)  
Hymn type: h     
გიხაროდენ, ქალაქო ღმრთისაო, Ms. page: 101v   Page of ed.: 527  ქალწულო, / უბიწო[ო], გიხაროდენ, მარადის კურთხეულო, გიხაროდენ, დედოფალო დაბადებულთაო, გიხაროდენ, ზღუდეო და ნავთსაყუდელო ყოველთა ქრისტიანეთაო.
Hymn type: t     
შენ, უსძლო[ო], გნატრიან ყოველნი, ქალწულო უბიწო[ო], რამეთუ იქმენ დედად მეუფისა, რამეთუ უშევ სოფელსა ქრისტე მაცხოვარი, მას ევედრე, წმიდაო, ჩუენთჳს, რომელნიცა დაუცხრომელად გადიდებთ.

Hymn number: 491(7)  
Hymn type: h     
ვადიდებთ, ქრისტე, უბიწოსა დედასა შენსა, რომელმან უაღრესი ბუნებათაჲ გიტჳრთა და გშვა შენ -- შემოქმედი ყოველთა დაბადებულთაჲ.
Hymn type: t     
ვადიდებთ ყოველნი სამებასა წმიდასა, რომელმან გამომიჴსნა მტერისა საბრჴეთაგან და ღირს-მყვნა მადიდებელად სახელსა მისსა წმიდასა.

Hymn number: 492(8)  
Hymn type: h     
დავითის ძირთაგან აღმოსცენდი კუერთხი სუფევისაჲ, ქალწულო, ყუავილი შუენიერი გამოგჳბრწყინდი ჩუენ, მომცემელი ცხორებისაჲ, და მომატყუებელი ღმრთისა მის ნეტარებისაჲ, ამისთჳს ჩუენ ყოველნი დაუცხრომელად გადიდებთ.
Hymn type: t     
მოეც ძლევაჲ მეფესა ჩუენსა, დედაო Ms. page: 102r   Page of ed.: 529  ყოველთა მჴსნელისაო, რომელსა უპყრიეს საჭურველად მტკიცედ სახელი შენი და პატივ-სცემს დღესასწაულსა შენსა, რაჲთა დაუცხრომელად ჩუენ, ყოველნი, გალობით გადიდებთ შენ.

Hymn number: 493(9)  
Hymn type: h     
გიხაროდენ, ქალწულთა შუენიერებაო, მტჳრთველო მთავრობათა უმთავრესსა, სიტყუასა მამისა მიერ მოვლინებულსა, რომელი ყოლად განუშორებელ არს არსებასა, რომელსა ევედრე ჴსნისათჳს ჩუენისა, რაჲთა გადიდოთ.
Hymn type: t     
გიხაროდენ, საყდარო ღმრთისა მაღლისაო, გიხაროდენ შენ, ტაძარო სულიერო, გიხაროდენ, ადამის ჴსნისა მიზეზო, გიხაროდენ შენ, ევაჲს მწუხარებისა დამჴსნელო, გიხაროდენ, რომელმან ჰშევ ქრისტე ღმერთი -- სიხარული ყოველთაჲ.

Hymn number: 494(10)  
Hymn type: h     
წმიდაო ქალწულო, რომელმან ჰშევ ქრისტე -- ღმერთი ჩუენი, ნუ დაივიწყებ ნათესავსა კაცთასა, არამედ ისმინე ვედრებაჲ ჩუენი და ითხოვე ძისა შენისაგან ცხორებაჲ საუკუნოჲ, რაჲთა Ms. page: 102v   Page of ed.: 531  უ/ღირსითა ბაგითა დაუცხრომელად გადიდებდეთ.
Hymn type: t     
უსძლო[ო] ქალწულო, რომელმან დაიტიე საშოსა და ჰშევ ჴორცითა უჴორცოთა მფლობელი უხრწნელად და ყოლად მიუწდომელად, ღმერთი ძლიერი და ჴელმწიფე, მთავარი მშჳდობისაჲ, ითხოვე მისგან მოტევებაჲ აურაცხელთა ბრალთა ჩუენთაჲ.

Hymn number: 495(11)  
Hymn type: h     
ცხორებაჲ სოფლისაჲ, მიზეზი კეთილთაჲ, ნათელი მიუწდომელი, სულთა ჩუენთა განმანათლებელი ხარი შენ, ღმრთისმშობელო, დედოფალო დაბადებულთაო.
Hymn type: t     
ცათა უვრცელესო, უსძლო[ო] ქალწულო, ნუ დასცხრები ოხასა შენგან შობილისა მიმართ ცხორებად სულთა ჩუენთა, რომელნი ღმრთისმშობელად აღგიარებთ.

Hymn number: 496(12)  
Hymn type: h     
ცაჲ სულიერი შეგმზადა მეუფემან, წმიდაო დედოფალო ჩუენო, რაჟამს იშენა შენგან სიბრძნემან სახლი და უდიდებულეს გყო ყოველთა ჴელმწიფებისა თჳსისა დიდებასა
Ms. page: 103r  
Page of ed.: 533 
Hymn type: t     
ცაჲ, ქერობინი და ქებისა საყდარნი, ქალწულო, იქმნნეს შენდა სახე, რამეთუ იტჳრთე ღმერთი, რომელმანცა უდიდებულეს გყო ყოველთა ჴელმწიფებისა თჳსისა დიდებასა.

Hymn number: 497(13)  
Hymn type: h     
ადიდებს სული ჩემი უფალსა, რომელმან განადიდა წყალობაჲ მისი მოშიშთა მისთა ზედა, რამეთუ მოეხდნა მაღლით ლოცვასა მდაბალთასა, და განკაცნა დამბადებელი ბუნებათაჲ, უაღრეს ბუნებათა დაებადა ჴორცითა ღმერთი, დამბადებელი დაბადებულთაჲ იშვა, ვითარცა კაცი, ღმერთი საუკუნეთა მფლობელი, ამას ყოველნი გალობით ვადიდებდეთ.
Hymn type: t     
--

Hymn number: 498(14)  
Hymn type: h     
აჰა, ესერა, ამიერითგან გნატრიან ყოვენი ენანი მეტყუელთა ადამეანთანი დაუსაბამოჲსა ღმრთისა დედაო, რამეთუ შენ მიერ შეიერთა ღმრთეებაჲ კაცებასა და მოკუდავი უკუდავ ყო ღმერთმან უკუდავებისა მფლობელმან, რომელი იწოდე სძლად ზეცისა სიძისა Ms. page: 103v   Page of ed.: 535  და მიზეზ ცხორებისა ჩუენისა, რამეთუ ჰშევ ქრისტე, თუალი ცხორებისაჲ, ამას ყოველნი გალო[ბით ვადიდებდეთ].
Hymn type: t     
--

Hymn number: 499(15)  
Hymn type: h     
ყო სიმტკიცითა მკლავისა თჳსისაჲთა, რამეთუ შექმნა ყოველი პირმეტყუელი და დაჴსნა პირველი პატიჟი წყევისაჲ და განაღო ედემი, ურჩებით დაჴშული, ძემან მამისა თანამფლობელმან, რამეთუ ჴორცითა დაფარა სავსებაჲ ღმრთეებისაჲ, არსებაჲ დაუსაბამოჲ. იშვა არსებითა მით დასაბამიერითა ჴსნაჲ ადამეანთაჲ, ამა[ს ყოველნი გალობით ვადიდებდეთ].
Hymn type: t     
--

Hymn number: 500(16)  
Hymn type: h     
შეიწყნარა ახალი ისრაელი მონაჲ თჳსი, ერი წარმართთაჲ საღმრთოჲთა სისხლითა მოგებული, ყო ერ საზეპურე თავისა თჳსისა, რომელთა მიერ იხარებს თჳთ თავადი უფალი ქმნულთა თჳსთა ზედა, რამეთუ ვართ ჩუენ თავისუფალ აზნაურებითა მით, რომლითა ქრისტემან განგუააზნაურნა ჩუენ შობითა ქალწულისაგან, ამას [ყოველნი გალობით ვადიდებდეთ].
Hymn type: t     
--

Hymn number: 501(17)  
Hymn type: h     
კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაელისაჲ შობითა ქალწულისაგან, რომელი ქადაგა ნაშობმან ბერწისამან, Ms. page: 104r   Page of ed.: 537  ქადაგმან სინანულისამან, ტარიგმან ღმრთისა უცოდველად, რომელმან ნათელ-სცა მნათობთა ნათლისა მომცემელსა, თჳთ უხილავსა, უსხეულოსა, შეუხებელსა, მზესა სიმართლისასა, ღმრთისა სიტყუასა დაუსაბამოსა, ამას ყოველნი [გალობით ვადიდებდეთ].
Hymn type: t     
--

Hymn number: 502(18)  
Hymn type: h     
ვითარცა იტყოდა პირითა წინაჲსწარმეტყუელთა თჳსთაჲთა გამოხსნასა ჩუენსა ჴელთაგან მტერთა ჩუენთაჲსა: აჰა, ესერა, მოვიდა მაღლით სიმდაბლედ მაღალთა ცათა ზედა მფლობელი ღმერთი, იშვა ქალწულისაგან, ვითარცა კაცი და იჴსნა ხატი თჳსი დამონებული მთავრობასა თავისა მის ბოროტთაჲ[სა. ესე არს ღმერთი განკაცებული, ამას ყოველნი გალობით ვადიდებდეთ].
Hymn type: t     
--

Ms. page: 104v  
Page of ed.: 539 
Hymn number: 503(19)  
Hymn type: h     
...[იხი]ლა ადგომილი ძე თჳსი და ღმერთი ყოველთაჲ მიუწდომელითა მით ნათლითა ღმრთეებისაჲთა და მას უგალობს სურვილითა და ჩუენდა მეოხ არს.
Hymn type: t     
--

Hymn number: 504(20)  
Hymn type: h     
შჯულისმდებელმან ისრაელისამან მოსე მსახურმან უფლისამან მარხვითა და ლოცვითა შეაძრწუნნა ღმრთის-მბრძოლნი იგი მეგჳპტელნი საკჳრველითა სასწაულითა, ჩუენებით ესმოდა ჴმაჲ უხილავისა ღმრთისაჲ და აღემზადა ბრძოლად მეგჳპტელთა მიმართ, ზარ-სცემდა მათ მოსეს მიმართ: მამაო მაღალო და გჳრგჳნო მოსავთა შენთაო, მოიხილე წყა...
Hymn type: t     
--





Next part



This text is part of the TITUS edition of Nevm.dzlisp..

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.