TITUS
Nevm.dzlisp.
Part No. 4
Previous part

Canon: d  
Ode: ug.  
Ms. page: 51r  
Page of ed.: 325 
ძლისპირნი და ღმრთისმშობლისანი
უგალობდითსა ჴმაჲ


Hymn number: 261(1)  
Hymn type: h     იხილვა ჴმელად სიღრმე ღელვათაჲ აღმადუღებელი და განშიშულებულ იქმნა ძირი ზღჳსაჲ მის სასტიკად მღელვარისაჲ შერისხვითა უხილავად წამისმყოფელისაჲთა, და ერი რჩეული განვიდა ჴმელად, მგალობელად შენდა ძლევისა გალობასა, უფალო.
Hymn type: t     
პირველად გამოგიჩნდა შენ მთავარი იგი ანგელოზთაჲ მარიამ, ყოლად უბიწო[ო], და ბრწყინვალედ გიღაღადებდა შენ: გიხაროდენ, სძალო, რამეთუ მოვიდა შენ ზედა სიტყუაჲ დაუსაბამოჲსა მამისა, ამითჳს ჩუენ, მორწმუნენი გიგალობთ, ღმრთისმშობელო.

Hymn number: 262(2)  
Hymn type: h     
დანთქენ, ვნებანი სულისა ჩემისანი Ms. page: 51v   Page of ed.: 327  სიღრმესა ვნებათა ძლევისასა, უფალო, ქალწულისაგან შობილო, ვითარმედ დანთქ ძლიერებაჲ აღჭურვილთა სპარაზენთაჲ, და გიგალობდეს შენ ძლევისა ებნითა.
Hymn type: t     
ქალაქო ღმრთისაო ყოველთა მჴსნელისაო, ღმრთისმშობელო, და საუნჯეო, მეუფისაო, დაგჳცვენ სამწყსონი შენნი, რომელნი გიგალობთ, ღირსო, და სარწმუნოებით ვაქებთ უხრწნელსა შობასა შენსა, წმიდაო.

Hymn number: 263(3)  
Hymn type: h     
ზღჳსა მის მეწამულისა ღელვათა ვიდოდა პირველად ოდესმე ერი ისრაელისაჲ და ჴელთა განპყრობითა მოსე ჯუარის ძალი იგი ამალეკისაჲ უდაბნოს დასცა.
Hymn type: t     
მიდგომილ იქმენ უთესლოდ ნებითა მამისაჲთა, სძალო, სულისაგან წმიდისა, ქალწულო, იშვა უდედოდ მამისაგან და აწ ქუეყანასა ზედა შენგან უმამოდ გამოჩნდა ღმერთი.

Hymn number: 264(4)  
Hymn type: h     
ზღუაჲ უვალი, რომელი მყარ ქუეყანა იქმნა პირველად ბრძანებითა შენითა, გამოუთქუმელო ღმერთო, შეიწყნარა მან ერი ისრაელისაჲ, და რომელთა შეგიმზადეს ძლევისა გალობაჲ.
Ms. page: 52r  
Page of ed.: 329 
Hymn type: t     
სასაკუმევლე ოქროჲსაჲ და ტაკუკი მანანაჲსა მის და კუერთხი აჰრონისი მოასწავებდა შენთჳს და კიდობანი სიტყუათა მათ საღმრთოთაჲ, სახე გექმნებოდა შენ, დედაო ღმრთისაო.

Hymn number: 265(5)  
Hymn type: h     
მწყობრი ისრაელთაჲ რაჲ განვიდა ფერჴითა დაულტოლველითა ზღუასა მეწამულსა, იხილნა აღჭურვილნი მტერნი მათნი ეტლებითურთ სიღრმესა დანთქმულნი, სიხარულით ღაღატ-ყო და თქუა: უგალობდეთ ღმერთსა ჩუენსა, რომელიცა დიდებულ არს.
Hymn type: t     
კუერთხი აჰრონისი რაჲ განედლდა, მოგასწავებდა შენ უხრწნელსა მას ნერგსა საღმრთოსა, რომელი აღმოსცენდი იესესგან, უბიწოო, და აღმოგჳცენე ყუავილად ღმერთი ჴორც-შესხმული, მისა მიმართ მეოხ-გუეყავ, რომელიცა დიდებულ არს.

Hymn number: 266(6)  
Hymn type: h     
ფარავოჲს ეტლები და ძლიერებაჲ მისი დანთქა ზღუასა შინა ძლიერმან ბრძოლასა ღმერთმან, მას უგალობდეთ გალობითა, რამეთუ დიდებულ არს უკუნისამდე.
Ms. page: 52v  
Page of ed.: 331 
Hymn type: t     
იხილა რაჲ მოსე მთასა ზედა სინასა მაყუალი შეუწუველად, მოასწავა სახე შენი, ღმრთისა დედაო, რაჟამს ცეცხლი ღმრთეებისაჲ იტჳრთე საშოსა შენსა.

Hymn number: 267(7)  
Hymn type: h     
არარაჲ არს სახელად შენდა, ღმერთო დიდებისაო, რამეთუ მარჯუენითა მაღლითა განარინე ერი ზღუასა, კაცთ-მოყუარე.
Hymn type: t     
უზეშთაეს დიდებისა, ეტლსა სიწმიდისასა, დედასა ნათლისასა, ღმრთისმშობელსა მარიამს, ჩუენ, ყოველნი, უგალობდეთ.

Hymn number: 268(8)  
Hymn type: h     
გიგალობთ შენ, უფალო ღმერთო ჩუენო, რამეთუ წარუძეღუ ერსა შენსა ზღუასა მას შინა და დაანთქ სიღრმესა ეტლები ფარავოჲსი და ძალი მისი.
Hymn type: t     
ვედრებად ნუ დასცხრები, ღმრთისმშობელო, მისა, რომელი შენგან გამოგჳბრწყინდა ჩუენ, რაჲთა მიჴსნნეს მორწმუნენი განსაცდელთაგან, ვითარცა კაცთ-მოყუარე არს.

Hymn number: 269(9)  
Hymn type: h     
უგალობდეთ უფალსა გალობითა ახლითა, რამეთუ დიდებულ არს.
Hymn type: t     
მარიამს, ღმრთისმშობელსა, ჩუენ, ყოველნი მორწმუნენი, Ms. page: 53r   Page of ed.: 333  ღირსად გალობით უგალობდეთ.

Hymn number: 270(10)  
Hymn type: h     
რომელმან გამომიჴსნნა ჩუენ ბჭეთაგან სიკუდილისათა, უგალობდეთ ქრისტესა, რამეთუ დიდებულ არს უკუნისამდე.
Hymn type: t     
რომელმან უთესლოდ გჳშევ ქრისტე მჴსნელი, უბიწოვო, ანგელოზთა თანა გიგალობთ შენ დაუდუმებელად.

Hymn number: 271(11)  
Hymn type: h     
საღმრთომან ნისლმან დაფარა ენამძიმე და აღიტყუა იგი შჯულსა ღმრთივწერილსა, რამეთუ განაგდო ნივთი უგულისხმოჲ გონებისა თუალთაჲ და მოიღო მან სულიერი გალობაჲ პატივად ღმრთისა მიერ.
Hymn type: t     
სძალო წმიდაო, დედაო იესუჲსო, რომელმან გჳშევ ჴორციელად მეუფე, რამეთუ შენ მხოლოჲ ყოველთა კაცთაგან გამოგარჩია ღმერთმან და მუცლად-იღე სიტყუაჲ მამისაჲ და გჳშევ მაცხოვარი.

Hymn number: 272(12)  
Hymn type: h     
ამაღლდეს ბრძანებითა ღმრთისაჲთა სიღრმენი ზღჳსა მეწამულისანი, განიპნეს და აზღუდნეს Ms. page: 53v   Page of ed.: 335  და შეჰყინ/დეს შეუყინავნი იგი ღელვანი, განვლეს რაჲ ისრაელთა დამდაბლდეს და შეირწყუნეს მდევართა მათთა ზედა მეგჳპტელთა.
Hymn type: t     
ელვარედ მგზებარე მაყულოვანსა, არა-შემწუველი ცეცხლი უსხეულოჲ შეიწყნარა მარიამ საშოსა წმიდასა, სიწმიდე იგი წმიდათაჲ, სიტყუაჲ ღმრთისაჲ - მჴსნელი ჩუენი, შვა, ვითარცა დედამან და ჰგიეს ქალწულად წმიდად უბიწოდ.

Hymn number: 273(13)  
Hymn type: h     
ზღუაჲ მღელვარე უვალი, ზღუაჲ მეწამული და ზღუაჲ მკუდარი მოსე კუერთხითა განაპო და დაანთქა ფარავო მდევარი და ღმერთსა უგალობდა.
Hymn type: t     
სასოვებაჲ მომწყდართა განცხოველებისაჲ შენ მხოლოჲ ხარ, ღმრთისმშობელო დედაო, რომელმან ჰშევ ცხორებაჲ ყოველთაჲ, მისა მიმართ მეოხ გუეყავ ჩუენ.

Hymn number: 274(14)  
Hymn type: h     
ღელვაჲ მეწამულისაჲ განვლო ისრაელმან შეწევნითა მჴსნელისაჲთა, რაჟამს იხილა მდევარი ფარავო მუცლად-ღებული უფსკრულთა, Ms. page: 54r   Page of ed.: 337  მეტყუელებდა გა/ლობასა შენდა ძლევისასა, უფალო.
Hymn type: t     
ღმრთისა მოსლვისა საყდრად და ცად სულიერად გამოშჩნდი, უსძლოო სძალო, რომელი წმიდა გყო სულმან წმიდამან სადგურად სიტყჳსა ღმრთისა, რომელი შენგან ჴორციელ იქმნა უჴორცოთა მფლობელი ღმერთი.

Hymn number: 275(15)  
Hymn type: h     
რომელიცა წარუძღუა პირველად ისრაელსა, რაჟამს ივლტოდა იგი ფარავოჲს მონებისაგან და იჴსნნა იგინი სიღრმეთაგან უფსკრულთაჲსა და ზრდიდა მათ უდაბნოსა ზედა, უგალობდეთ მას გალობითა ახლითა, რამეთუ დიდებულ არს.
Hymn type: t     
რომელი იშვა შენგან პირველ ჟამთა შობილი, უწინარეს ყოველთა, ჴსნად ჩუენდა, მადიდებელთა შობასა მას შენსა, ყოლად წმიდაო ქალწულო, რომელსა ჩუენ, ყოველნი მორწმუნენი, უგალობთ მას გალობითა ახლითა.

Hymn number: 276(16)  
Hymn type: h     
მაღალმან უხილავისა ძალისა წამისყოფითა და შჯულისმდებელმან კუერთხისა ცემითა აჩუენა საკჳრველებაჲ სასწაულთაჲ ზღუასა მას მეწამულსა, Ms. page: 54v   Page of ed.: 339  რამეთუ სიღრმემან უფსკრულისამან გზა-სცა წიაღ-მავალთა და ღელვამან მისმან დაფარნა წინააღმდგომნი, ოტებულთა ექმნა სასო ჴსნისა, ხოლო მაოტებელთა მიზეზ წარწყმედისა, რამეთუ ყოვლით კერძოვე მძლე არს ძალი საღმრთოჲ, უგალობდეთ ერი ახალი გალობასა ახალსა ძლევისა ებნითა საკჳრველთ-მოქმედსა ძლიერსა ღმერთსა.
Hymn type: t     
მთაჲ ღმრთისაჲ, უმაღლეს ცათა ამაღლებული, წმიდათა უწმიდესი, რომლისაგან გამოეკუეთა ლოდი საკიდური, ესე არს სასოჲ ჴსნისაჲ და მიზეზი საუკუნეთა კეთილთაჲ, დედაჲ ცათა მეუფისაჲ. ესე არს ნაშობი მიწისაგანისაჲ და მშობელი ანგელოზთა შემოქმედისაჲ, ამას აღვიარებთ ჭეშმარიტად ღმრთისმშობელად და მისგან შობილსა ღმერთსა უღაღადებთ და უგალობთ ერი ახალი გალობასა ახალ[სა ძლევისა ებნითა საკჳრველთ-მოქმედსა ძლიერსა ღმერთსა].



Ode: moix.  
Ms. page: 55r  
Page of ed.: 341 
მოიხილესა


Hymn number: 277(1)  
Hymn type: h     
ისმენდინ ქუეყანაჲ სიტყუათა პირისა ჩემისათა, იტყოდა მოსე წინაჲსწარმეტყუელი რაჟამს შევიდა იგი შეუვალსა მას და ესმა მას უსმენელი უხილავისაგან, ხოლო პირი მისი ხილვითა ღმრთისაჲთა ნათლითა მზეებრ გაბრწყინდა.
Hymn type: t     
საღმრთოსა ვენაჴსა, მტჳრთველსა ცხორებისა ტევანსა, დედასა ანგელოზთა შემოქმედისასა, რომლისა საშოჲთ მოეფინა ნათელი მსხდომარეთ ბნელსა შინა, სასოწარკუეთილთა, ერთობით ყოველნი ყოლად შევამკობდეთ ჩუენ ყოველთა სამკაულსა.

Hymn number: 278(2)  
Hymn type: h     
მომეც ჩუენ, უფალო, მადლი შენი, რაჲთა ვაოტნეთ მტერნი იგი ჩუენნი ხილულნი და უხილავნი, უცხო-ქმნულნი ნებისაგან შენისა, ხოლო ჩუენ, ერი შენი, ვიხარებთ ერთა თანა ზეცისათა და ვადიდებთ, სახიერო, სახელსა შენსა უკუნისამდე.
Hymn type: t     
ჴორცთა შინა შენთა უბიწოთა, Ms. page: 55v   Page of ed.: 343  ვითარცა / კაპარჭთა შინა, დაიდვა ბუნებითი იგი ისარი საიდუმლოდ ძალთაგან ზეცისათა და შენგან იშვა, რომელმან ზეშთა გყო ყოველთა ბუნებათა, ღირსო, და შენ გნატრიან ყოველნი ენანი ადამიანთანი.

Hymn number: 279(3)  
Hymn type: h     
ეჩუენა ღმერთი მოსეს მთასა ზედა სინასა და ესრეთ ეტყოდა: მე ვარ, რომელი-იგი ვარ, რომელმან ზღუასა განგარინე და უდაბნოს ერი გამოვზარდე.
Hymn type: t     
ეჩუენა უბიწოსა მთავარი ანგელოზთაჲ და ესრეთ ეტყოდა: გიხაროდენ შენ, წმიდაო, უსძლოო სძალო მაღლისაო, რამეთუ შენგან იშვეს ძჱ ღმრთისაჲ.

Hymn number: 280(4)  
Hymn type: h     
გალობაჲ სულიერი აღვიღოთ, ერნო, მსგავსად მოსესა და ჴმა-ვყოთ: იხარებდით წარმართნი ერისა მისისა თანა, რამეთუ მოვალს ძიებად წარწყმედულთათჳს ღმერთი დაჴსნად კბილთაგან მძჳნვარეთაჲსა.
Hymn type: t     
უფალო, საიდუმლოჲ გამოუთქუმელი განკაცებისა შენისაჲ წინაჲთვე აუწყე მოსეს მთასა სინასა უხრწნელად Ms. page: 56r   Page of ed.: 345  შო/ბაჲ შენი ქალწულისაგან, ცეცხლსა და მაყუალსა შინა გამოსახული ჴსნად მორწმუნეთა.

Hymn number: 281(5)  
Hymn type: h     
მაყულოვნით გამო ცეცხლისაჲთ მთასა სინასა ზრახვიდა ღმერთი მოსეს, მსახურსა თჳსსა, და ასწავებდა სიტყუათა მათ საღმრთოთა, რომელნი წერილ იყვნეს ფიცართა მათ შინა შჯულისათა, მის მიერ გამოსახულთა.
Hymn type: t     
ტაკუკი იგი მტჳრთველი მანანაჲსაჲ და კიდობანი შჯულისაჲ სახე გექმნეს, ღმრთისა დედაო, რამეთუ შეიწყნარე საშოსა ცუარი ცხორებისაჲ და გჳშევ ჩუენ მჴსნელი ყოვლისა სოფლისაჲ.

Hymn number: 282(6)  
Hymn type: h     
მაღლით გარდამოიხილნეს სიტყუანი საღმრთონი შენ მიერ, ქრისტე, რომელი მოხუედ მოქცევად შეცთომილთა ეკლესიასა შინა, შენ მხოლოსა გიღაღადებთ და შენდა დიდებასა შევსწირავთ.
Hymn type: t     
მთავარი უჴორცოთაჲ გაბრიელ მოვიდა შენდა, უსძლოო, და გეტყოდა: გიხაროდენ, მიმადლებულო. ხოლო შენ, უბიწოო, Ms. page: 56v   Page of ed.: 347  მუც/ლად-იღე სიტყუაჲ ღმრთისაჲ და გჳშევ მჴსნელი დაბადებულთაჲ.

Hymn number: 283(7)  
Hymn type: h     
იხილეთ, იხილეთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი, რომელმან მოვაკუდინი და ვაცხოვნი, რომელმან აღმოუცენე წყალი კლდისაგან მყარისა, ხოლო ახლისა ერისათჳს დავსთხიენ უბიწონი სისხლნი, რაჲთა ვაცხოვნნე იგინი.
Hymn type: t     
გიხაროდენ, სძალო, მორწმუნეთა სიმტკიცევო, გიხაროდენ, კარავო მაღლისაო, გიხაროდენ შენ, ეტლო, რომელსა მეუფე შენი, ვითარცა ქერობინთა ზედა, მჯდომარე არს, რომელმან შენგან შეიმოსნა ჴორცნი, წმიდაო.

Hymn number: 284(8)  
Hymn type: h     
მივსცეთ დიდებაჲ ღმერთსა ჩუენსა, მაცხოვარსა და მჴსნელსა მორწმუნეთასა, რომელი იშვა ქალწულისაგან ცხორებად ნათესავისა კაცთაჲსა.
Hymn type: t     
გიხაროდენ, ქალწულო, მორწმუნეთა ზღუდეო და სიმტკიცეო, რომელმან გჳშევ მაცხოვარი ჩუენ ყოველთაჲ, წმიდაო.

Hymn number: 285(9)  
Hymn type: h     
შჯულისმდებელმან ისრაელისამან Ms. page: 57r   Page of ed.: 349  მოსე, მსახურმან უფლისამან, მაყულოვანსა მას შინა იხილა ხილვაჲ უზეშთაესი ბუნებათაჲ, სახე ქალწულებისაჲ განბრწყინდა პირითა და განჰკრთა გულითა და შეძრწუნებულმან ჴმა-ყო: წმიდა არს და მართალ სახელი შენი, უფალო სასწაულთა მოქმედო.
Hymn type: t     
შემსხმელნი შენნი, ღმრთისმშობელო, განსცხრებიან დღეს სიხარულით და ღირსად შეგამკობენ წინაჲსწარმეტყუელნი მამადმთავართა თანა, რამეთუ შეიერთნეს პირველადვე თქუმულნი მათნი ჭეშმარიტად და აღესრულნეს უქცეველად, რაჟამს შენგან იშვა ყოველთა მჴსნელი, მისა მიმართ მეოხ გუეყავ ჩუენ.

Hymn number: 286(10)  
Hymn type: h     
ეტყოდა ღმერთი მოსეს გამოყვანებად ძეთა ისრაელთა მონებისგან მისგან მწარისა მეგჳპტელთაჲსა, რაჟამს-იგი ეჩუენა მას უცხო სახითა სახილავითა საშინელსა მას შინა საიდუ/მლოსა. Ms. page: 57v   Page of ed.: 351  და მოსცნა მას სასწაულნი საღმრთონი ქუეყანასა ეგჳპტისასა და საკჳრველებანი მისნი ზღუასა მას მეწამულსა.
Hymn type: t     
ეტყოდა უბიწოსა გაბრიელ, მთავარი ზეცისა უჴორცოთაჲ, რაჟამს-იგი მოივლინა მაღლით ხარებად მისა. სული წმიდაჲ მოვიდეს შენდა და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ, რამეთუ სიტყუაჲ, პირველ ჟამთა შობილი მამისაგან, შენგან იშვეს ჴორცითა და უხილავი იგი ყოველთაჲ შენ მიერ უბიწოო, სახილველ იქმნეს სოფელსა შინა.

Hymn number: 287(11)  
Hymn type: h     
შჯული საღმრთოჲ მოიღო მოსე, განწესებული ღმრთისა მიერ, რაჟამს აღვიდა მთასა სინასა, ღირს იქმნა დაფარულთა მათ საიდუმლოთა გულისჴმის-ყოფად და შჯულისა მომცემელსა ღმერთსა მაღალსა უღაღადებდა, რამეთუ მართალ და წმიდა არს სახელი მისი.
Hymn type: t     
შჯულსა შინა პირველსა ღირსად მოგასწავებდეს, ღმრთისმშობელო, Ms. page: 58r   Page of ed.: 353  ღმერთ-შემო/სილთა განწყობილნი ქადაგებითა საღმრთოჲთა, ხოლო ახალსა შინა გიცანთ ჭეშმარიტად ღმრთისმშობელად და ქალწულადვე დადგრომილად და სრულ-მყოფელად ქადაგებისა მის მათისა.

Hymn number: 288(12)  
Hymn type: h     
დიდმან მან წინაჲსწარმეტყუელმან მოსე, მსახურმან უფლისამან, იხილა ღმერთი უხილავი და მოიღო შჯული ერისა მისთჳს ურჩისა და ნათლითა მით საღმრთოჲთა განბრწყინდა პირი მისი და საშინელად ზარ-სცემდა ხილვაჲ მისი.
Hymn type: t     
ამიერითგან გნატრიან შენ ყოველნი ნათესავნი ღირსად, ვითარცა თჳთ იტყოდე, ქალწულო, რამეთუ ღმერთი ჰშევ და ქალწულადვე დაადგერ და შენ იქმენ შუვამდგომელ შორის ღმრთისა და კაცთა, და აწ გევედრებით: მეოხ გუეყავ ჩუენ.

Hymn number: 289(13)  
Hymn type: h     
შეძრწუნდა მოსე რაჟამს იხილა უხილავი ანგელოზთა მეუფე, განბრწყინვებულმან ნათლისა მისგან Ms. page: 58v   Page of ed.: 355  თუალთ-/შეუდგამისა და შიშით ღაღატ-ყო, რამეთუ მართალ და წმიდა არს სახელი შენი.
Hymn type: t     
გიხაროდენ შენ, ღმრთისა დედავ, უბიწოო სძალო მარიამ, რამეთუ შენგან განჴორციელდა ყოველთა დამბადებელი მეუფე, ევედრე მას ჩუენთჳს, რაჲთა აცხოვნნეს სულნი ჩუენნი.

Hymn number: 290(144)  
Hymn type: h     
კარავსა მას საწამებელსა, მოსეს მიერ გამოსახულსა, ძენი ისრაელისანი ჰმსახურებდეს პირველ საღმრთოჲთა მით განგებითა.
Hymn type: t     
კარავსა მას სამეუფოსა _ სულისა წმიდისა სადგურსა, შვილნი სიონისანი შევამკობდეთ ღირსად საღმრთოჲთა ქებითა.

Hymn number: 291(15)  
Hymn type: h     
ოთხთაგან აგებულებათა ნივთიერთა მათ ბუნებათა შემზადებულისაგან ბუნებისა მიიღო ბუნებაჲ ჴორციელი უჴორცოთა მფლობელმან ღმერთმან და შეაერთა შეზავებითა შეურწყმელად აუგებელსა Ms. page: 59r   Page of ed.: 357  უნივთო/სა ბუნებასა ღმრთეებისასა და მით იშვა, ვითარცა კაცი სრული ჴორცითა, უჴორცოთა მფლობელი სიტყუაჲ, და არა იცვალა არსებისაგან ღმრთეებისა თჳსისა, რომელისაჲ მართალ და წმიდა არს სახელი მისი.
Hymn type: t     
ორთა მათ შორის ბუნებათა განუყოფელად და შეურწყმელად შუვამდგომელად გამოჩნდი, მაცხოვარ, რაჟამს შეაერთე მოწყალებით კაცებაჲ ღმრთეებასა, ღმრთისა სიბრძნეო, ბრძმედსა მას შინა სიწმიდისასა, საშოსა ქალწულისასა შეჰზავე ცეცხლი ღმრთეებისაჲ უსხეულოჲ შანთსა მას სხეულოვანსა მიწისაგან, და შეუწუველად დაიცევ უბიწოჲ მუცელი მშობელისა შენისაჲ, ვითარცა პირველ მაყუალი სინას, და გამოშჩნდი მჴსნელად სოფლისა.

Ms. page: 59v  
Page of ed.: 359 
Hymn number: 292(16)  
Hymn type: h     
აღვიდეთ სათნოებათა სიმაღლესა, ვითარცა მოსე მთასა სინასა, შევიდეთ ნისლსა მას ღმრთის-მეცნიერებისასა, ვიხილოთ ხილვაჲ განსაკრთომელი და ოხრაჲ შესაძრწუნვებელი, ღირს ვიქმნეთ სმენად ჴმასა წმიდასა ღმრთისა უკუდავისასა, და მიერ ვისწაოთ შჯული ახალი, სინას გამოსახული და სიონს დამტკიცებული; ღმერთსა მაღალსა უღაღადებთ: წმიდა არს და მართალ სახელი შენი, წმიდა-მყოფელო სულთა ჩუენთაო.
Hymn type: t     
ვნებაჲ დედობრივისა ბუნებისაჲ არა გეუფლა, ღმრთისა დედაო, არცა ბეჭედი ქალწულებისა შენისაჲ განიხრწნა ჟამსა შობისა შენისასა, რამეთუ შეცვალნა ბუნებანი დამბადებელმან ბუნებათამან, ძემან შენმან მაღალმან. შენგან იშვა ღმერთი, ღმრთისაგან შობილი, და უქცეველად ეგო არსებით დაუსაბამოჲ Ms. page: 60r   Page of ed.: 361  ღმერთი ღმრთეებისა ბუნებითა, ამისთჳს ყოველი მეტყუელებაჲ სულიერითა შესხმითა შეგამკობენ და ღმრთისმშობელად აღგიარებენ.

Hymn number: 293(17)  
Hymn type: h     
წინაჲსწარმეტყუელმან დიდმან მოსე შჯულისმდებელმან იხილა რაჲ უფალი მთასა სინასა, დაუდნებოდეს მას მთანი, ვითარცა მყინვარნი, რომლითა მოსცა მას შჯული, რომლისაჲ წმიდა არს სახელი მისი.
Hymn type: t     
--



Ode: gandzl.  
განძლიერდასა


Hymn number: 294(1)  
Hymn type: h     
კლდე იგი ფიცხელი ბრძანებით განაპო და წოვდეს ისრაელი მისგან წყალსა და იხარებდეს, ხოლო კლდე იგი იყო სახედ შენდა, ქრისტე, რომელსა დააფუძნე ეკლესიაჲ და ღაღადებს, რამეთუ არავინ არს წმიდაჲ შენებრ, კაცთ-მოყუარე.
Hymn type: t     
გიხაროდენ, უქორწინებელო სძალო დედაო, უბიწოო, რომელმან ჰშევ ღმერთი ჴორციელად და აწ კადნიერებაჲ გაქუს შენ მისა მიმართ, ნუ დასცხრები მარადის მეოხებად ჩუენ ყოველთა, რომელნი შენდა მოვივლტით, ყოლად წმიდაო.

Hymn number: 295(2)  
Hymn type: h     
არა სიბრძნითა, არცა ძალითა, არცა სიმდიდრითა თავით თჳსით / ვიქადით, Ms. page: 60v   Page of ed.: 363  არამედ შენგან, ღმრთისა სიბრძნეო, რ[ა]მეთუ არავინ არს წმიდაჲ შენებრ, კაცთ-მოყუარე.
Hymn type: t     
უსძლოო სძალო, რომელმან შევ ღმერთი, ჴორციელ-ქმნული, ვედრებითა მით შენითა მოწევნადთა მათ განსაცდელთაგან და ვნებათა მიჴსენ ჩუენ, რომელნი გესავთ შენ.

Hymn number: 296(3)  
Hymn type: h     
იხარებს ეკლესიაჲ შენდამი, ქრისტე, და ესრეთ ღაღადებს: სასოჲ ჩემი ხარ შენ, განმაძლიერე, დამბადებელო.
Hymn type: t     
შენ მხოლოჲ ხარ მიზეზი ყოვლისა კეთილისაჲ, ღმრთისმშობელო, რომელმან ბუნებათა უაღრეს გჳშევ მზრდელი ყოველთაჲ.

Hymn number: 297(4)  
Hymn type: h     
ბუნებით ლმობიერ ექმენ, მჴსნელო, ბუნებასა ჩემსა უძლურსა, რომელიცა შეიმოსე, ღმრთეებით განაძლიერე და ღაღადებს: არა[ვინ] არს წმიდაჲ შენებრ, კაცთ-მოყუარე.
Hymn type: t     
გამოშჩნდი ღელედ დაუთესველად, განმამრავლებელად იფქლისა და შენ მიერ მოვისთულეთ ჩუენ თავწარსხმული ცხორებისაჲ, და რომელნი ვეზიარებით, მივიღებთ მისგან უკუდავებასა.

Ms. page: 61r  
Page of ed.: 365 
Hymn number: 298(5)  
Hymn type: h     
რამეთუ ბერწმან შვა განწყობილი მორწმუნეთაჲ და კრებული შვილ-მრავალთაჲ მოუძლურდა, ამისთჳსცა უგალობთ საკჳრველთ-მოქმედსა ღმერთსა ჩუენსა და ვიტყჳთ: წმიდა ხარ შენ, უფალო.
Hymn type: t     
რამეთუ იტჳრთე შენ ღმერთი მკლავთა ზედა, ქალწულო უბიწოო, და ძუძუთა აწოებდი, რომელი ჰზრდის ჴორციელთა, აღგიარებთ ღმრთისმშობელა[დ] და სასოდ მორწმუნეთა.

Hymn number: 299(6)  
Hymn type: h     
შენ, ქრისტე ღმერთო, განმაძლიერებელო მოსავთა შენთაო, კლდესა ზედა სარწმუნოებისასა დამამტკიცენ ჩუენ, მოსავნი შენნი.
Hymn type: t     
იხარებენ დღეს ცანი და მხიარულ არს ყოველი ქუეყანაჲ, უგალობენ მშობელსა უთესლოდ, დიდებაჲ ძესა შენსა, ქალწულო.

Hymn number: 300(7)  
Hymn type: h     
მშჳლდი ძლიერთაჲ მოუძლურდა, და უძლურნი შეიმოსნეს ძალითა მაღლისაჲთა, ამისთჳსცა განძლიერდა დღეს უფლისა მიმართ გული ჩემი.
Ms. page: 61v  
Page of ed.: 367 
Hymn type: t     
გიხაროდენ შენ, უბიწოო, რომელმანცა დაიტიე სიტყუაჲ ღმრთისაჲ საშოსა, და გჳშევ ჩუენ ღმერთი და კაცი ჴორცითა განუყოფელად.

Hymn number: 301(8)  
Hymn type: h     
დამამტკიცებელი მორწმუნეთაჲ და სიქადული მათი, და სიხარული საუკუნოჲ შენ ხარ, ქრისტე, დამამტკიცენ ჩუენ მართლმადიდებლობასა.
Hymn type: t     
უსძლოო ქალწულო მარიამ, შენგან შობილსა ღმერთსა ჩუენ, მორწმუნენი, სარწმუნოებით უგალობთ და შენ მიგავლენთ, შუამდგომელ მექმენ ჩუენ.

Hymn number: 302(9)  
Hymn type: h     
უფლისა მიერ ღმრთისა ძალთაჲსა განძლიერდა გული ჩემი, რაჟამს უძლურებამან შეიმოსა ძალი ძლიერი.
Hymn type: t     
ვითარცა ღმრთისმშობელი ხარ, ჩუენთჳს ევედრე დაუცხრომელად შენგან შობილსა ღმერთსა, რაჲთა მიჴსნეს ჩუენ ვნებათაგან.

Hymn number: 303(10)  
Hymn type: h     
ლოცვამან ანა წინაჲსწარმეტყუელისამან, რაჟამს-იგი დამდაბლნა წინაშე ღმრთისა, განჰჴსნა საკრველი ბერწისა მის მუცლისაჲ, და მოსპო ყუედრებაჲ სულისა თჳსისაჲ მუცლად-ღებითა კაცისა მის ღმრთისაჲთა.
Ms. page: 62r  
Page of ed.: 369 
Hymn type: t     
მოვედით, ერნო, ნათლითა შემოსილნი და ვადიდებდეთ ღმრთისმშობელსა მარიამს, რომელმან დაიტია დაუტევნელი და გჳშვა უბიწოდ სიტყუაჲ მამისაჲ, ღმერთი და კაცი ორითა ბუნებითა.

Hymn number: 304(11)  
Hymn type: h     
ქენებით ლმობიერნი ლოცვანი მართლისა ანაჲსნი აღიწინეს წინაშე ღმრთისა, და მოსპო ღმერთმან ყუედრებაჲ მისი და მოჰმადლა მას შობად სამოელ _ საღმრთოჲ წინაჲსწარმეტყუელი.
Hymn type: ta     
განიჴსნეს ბერწობისა საკრველნი მართლისა ანაჲსნი შობითა სამოველ მართლისა, უბიწოჲსა კაცისა ღმრთისაჲთა. შობითა შენითა, ღმრთისა დედაო, დაჰჴსენ წყევაჲ ევაჲსი.
Hymn type: tb     
ტაძარი სულიერი, სადგური სულისა წმიდისაჲ შემოქმედისა ღმრთისა სიტყუასა, ვითარცა ჩჳლსა, ზრდის ძუძუჲთა და აწ, ვითარცა დედაჲ უბიწოჲ, მოღუაწე არს ჩუენდა.

Hymn number: 305(12)  
Hymn type: h     
უფალო, რომელმან მიჩუენე ჩუენ კარავი წმიდაჲ, რომელ არს მშობელი შენი, ოხითა მის თანა განმაძლიერე აწცა მოსავნი შენნი.
Ms. page: 62v  
Page of ed.: 371 
Hymn type: t     
ქალწულო, წმიდაო დედოფალო, ქერაბინთა უმაღლესო, ჩუენ, მორწმუნენი, აღვასრულებთ დღესასწაულსა შენსა, მეოხ გუეყავ ჩუენ.

Hymn number: 306(13)  
Hymn type: h     
სახე ეკლესიისაჲ, სიბრძნით გამოსახული, წინაჲსწარ მოასწავა ბერწმან, უსძლომან, რამეთუ აღორძინდა იგი უფროჲს შვილ-მრავალთა და ღაღადებს სიხარულით: არავინ არს წმიდაჲ შენებრ, კაცთ-მოყუარე.
Hymn type: t     
მოუძლურდების სიტყუაჲ, შემსგავსებული ქებად ღირსებისა შენისა, რამეთუ აღემატა დღეს მეცნიერებასა ამაოსა შობაჲ შენი და ვღაღადებთ სიხარულით: [არავინ არს წმიდაჲ შენებრ, კაცთ-მოყუარე].

Hymn number: 307(14)  
Hymn type: h     
რომელსა გიგალობს ბევრეული დასი ანგელოზთაჲ, და თაყუანის-გცემენ სერაბინნი, იხარებს და ბრწყინავს ეკლესიაჲ და ღაღადებს: წმიდა არს სახელი შენი, წმიდაო, შეგჳწყალენ ჩუენ.
Hymn type: t     
რომელსა გიგალობს ყოველი ენაჲ მეტყუელი, ღირსო სძალო მაღლისაო, მეოხ გუეყავ ჩუენ, მორწმუნეთა, Ms. page: 63r   Page of ed.: 373  შემსხ/მელთა შენთა წინაშე მაცხოვრისა, რაჲთა მიჴსნეს საბრჴეთაგან მოშურნისათა.

Hymn number: 308(15)  
Hymn type: h     
წინაჲთვე წინაჲსწარმეტყუელებდეს, მოესწავებოდა სახე ეკლესიისაჲ ბერწისა ანაჲსაგან განმრავლებად შვილნი ნათლისღებისანი.
Hymn type: t     
დედაო ნათლისაო, გამოშჩნდი ელვარედ, ბრწყინვალედ, მეოხ გუეყავ მოსავთა შენთა რაჲთა ვადიდოთ განგებულებაჲ საიდუმლოთა შენთაჲ.

Hymn number: 309(16)  
Hymn type: h     
რომელმან სახედ ანაჲსა განჰჴსენ ბერწობაჲ სიონისაჲ და სამოველის წილ მიანიჭენ შობად შვილნი ახლისა აღთქუმისანი, მკჳდრნი ზეცისა ჩინებისანი, შენ, შემცვალებელო შჯულისაო და მომცემელო მადლისაო, უძლურთა ძალო, დაცემულთა აღმადგინებელო, შენდა მოვივლტით, ქრისტე, განწირულთა სასო[ო], დამამტკიცენ შეურყეველად კლდესა ზედა სარწმუნოებისასა, შენ, უცვალებელო, იესუ, ყლოად ძლიე[რ]ო, განმაძლიერენ მოსავნი შენნი.
Ms. page: 63v  
Page of ed.: 375 
Hymn type: t     
საკრველთაგან ბერწობისათა და მწუხარებათაგან პირველთა უშვილოებისათა განიჴსნა ანა შობითა სამოველ მართლისაჲთა, ხოლო უქორწინებელმან სძალმან მარიამ გჳშვა მთავარი, უმთავრესი მთავრობათაჲ, ქრისტე, ძე ღმრთისაჲ მხოლოდ-შობილი, რომელმან დაჰჴსნა მწუხარებაჲ იგი პირველი ევაჲსი, და ნაშობთა მისთა მოჰფინა შობითა თჳსითა სიხარული მოუკლებელი, ამისთჳსცა ღმრთისმშობელად აღვიარებთ მორწმუნენი: განაძლიერენ მოსავნი შენნი.



Ode: upm.  
უფალო მესმასა


Hymn number: 310(1)  
Hymn type: h     
რომელი მოსლვად არს მყის უფალი ღმერთი ჩუენი, მოსლვად არა ყოვნა მთით ჩრდილოჲთ მაღნართაჲთ. ქალწულმან გჳშვა, ვითარცა თქუეს პირველად წინაჲსწარმეტყუელთა, და ჩუენ მათ თანა ვღაღადებთ: დიდებაჲ ძალსა შენსა, უფალო.
Hymn type: t     
ღმერთი საშოჲთ ქალწულო უბი/წოო გჳშევ ჩუენ, Ms. page: 64r   Page of ed.: 377  ჭეშმარიტად ჴო[რ]ცითა გამოუჩნდა კაცთა აღსასრულსა ჟამთასა, ვითარცა თქუეს პირველად წინაჲსწარმეტყუელთა, და ჩუენ მის თანა ვღაღადებთ: დიდებაჲ ძესა შენსა, ქალწულო.

Hymn number: 311(2)  
Hymn type: h     
იესუ, მჯდომარე დიდებით საყდართა ღმრთეებისათა, მოვიდა ღრუბლითა სულმცირითა, რომელ არს ქალწულ[ი] გამოუცდელი ჴსნად ჩუენდა, მღაღადებელთა: დიდებაჲ ძალსა შენსა, მჴსნელო ჩუენ ყოველთაო.
Hymn type: t     
ღმრთისმშობელმან სანატრელმან, რომელიცა სათნო-იყო სიტყუამან ღმრთისამან, სწორმან მამისამან ღმრთეებითა, ტაძრად სამკჳდრებელად, ამან გჳშვა ჩ[უენ] მიუწდომელად ევმანუელ, ღმერთი და კაცი.

Hymn number: 312(3)  
Hymn type: h     
სიტყუამან ჴორცნი შეისხნა ქალწულისაგან და ბუნებაჲ განაღმრთო, ერთი გუამი ორითა ბუნებითა ვიხილეთ, ღმერთად და კაცად ვიცნობთ მას.
Hymn type: t     
საშინელ და დიდებულ არს მიდგომილებაჲ შენი, ღმრთისა დედაო, ქ/ალწულო უბიწოო, Ms. page: 64v   Page of ed.: 379  ამისთჳს ჩუენ, ყოვენი, ღმრთისმშობელად აღგიარებთ.

Hymn number: 313(4)  
Hymn type: h     
განზრახვაჲ საიდუმლოჲ შობაჲ შენი ქალწულისაგან დამბადებელო, რაჟამს იხილა, დაუკჳრდა ამბაკუმს, ქრისტე, და შიშით ღაღადებდა: დიდებაჲ ძალსა შენსა, უფალო.
Hymn type: t     
შენ, მარადის ქალწულსა, ჭეშმარიტად ღმრთისმშობელსა, გიგალობთ ყოველნი, [რომელსა-]იგი მაყუალი სახე გექმნა, რომელი იხილა მოსე ზედა მთასა სინასა, მოტყინარე ცეცხლითა.

Hymn number: 314(5)  
Hymn type: h     
მესმა საკჳრველებაჲ შენი, ქრისტე, უფალო, რაჟამს ღმერთი დაუსაბამოჲ ქუეყანასა ზედა გამოშჩნდი და არა იცვალე, ამისთჳს ვღაღადებთ: დიდებაჲ ძალსა შენსა.
Hymn type: t     
ქალწულსა ღმრთისმშობელსა მორწმუნენი უგალობთ, ვითარცა არს დედაჲ ქრისტესი და სარწმუნოებით ვღაღადებთ Ms. page: 65r   Page of ed.: 381  მისგან შობილისა მი/მართ მაცხოვრისა: მიჴსნენ ჩუენ ცოდვათაგან.

Hymn number: 315(6)  
Hymn type: h     
მოსდრიკენ, ქრისტე, ცანი და მოხუედ და სიბრძნით გამოგჳჩნდი კაცად ქუეყანასა ზედა, ამისთჳს სარწმუნოებით ვიტყჳთ: დიდებაჲ ძალსა შენსა, უფალო.
Hymn type: t     
ცანი და ქუეყანაჲ განკჳრვებულ იქმნეს, რაჟამს იხილეს ღმერთი, შენგან გამობრწყინვებული, ქალწულო, ამისთჳს ზარ-განჴდილნი აღგიარებთ დედად ნათლისა.

Hymn number: 316(7)  
Hymn type: h     
იხილა რაჲ ეკლესიამან მზე სიმართლისა ჯუარსა ზედა ამაღლებული, დადგა იგიცა წესსა ზედა თჳსსა ღირსად, და ესრეთ ღაღადებდა: დიდებაჲ ძალსა შენსა, უფალო.
Hymn type: t     
უქორწინებელო ქალწულო, შემდგომად შობისა იპოე დადგრომილ ქალწულებასავე, ამითჳს სარწმუნოებით ღმრთისმშობელად აღგიარებთ დაუდუმეელითა ბაგითა.

Hymn number: 317(8)  
Hymn type: h     
ცანი შუენიერმან შენმან დაფარნა და ქუეყანაჲ აღივსო დიდებითა შენითა, / ქრისტე, Ms. page: 65v   Page of ed.: 383  ამისთჳს სარწმუნოებით ვიტყჳთ: დიდებაჲ ძალსა შენსა, უფალო.
Hymn type: t     
ცათა დაუტევნელი დაიტიე, ქალწულო, და უზეშთაეს ბუნბათა გჳშევ ჩუენ, ამისთჳს სარწმუნოებით, ვითარცა ღმრთისმშობელ ხრ, გადიდებთ.

Hymn number: 318(9)  
Hymn type: h     
სიმდაბლით გამოჩინებასა ღმრთისა სიტყჳსასა წინაწარვე ხედვიდა ამბაკუმ და იტყოდა: ღმერთი სამხრით მოვიდეს მჴსნელად დაბადებულთა თჳსთათჳს.
Hymn type: t     
სათნო-იყავ გამოჩინებაჲ ჴორცითა, მაცხოვარ, საშოსაგან ქალწულისა, რომელიცა უხილავ ხარ ზეცი[თ].

Hymn number: 319(10)  
Hymn type: h     
სმენაჲ მესმა მე მოსლვისა შენისაჲ, უფალო, რამეთუ შემოქმედი ცათაჲ ქუეყანად სიმდაბლით მოხუედ
Hymn type: t     
ნავთსაყუდელი მყუდროჲ ხარი შენ, ქალწულო, ღელვა-გუემულნი ეს შენდა მოვილტით, განმარინენ ჩუენ.

Hymn number: 320(11)  
Hymn type: h     
მესმა სმენაჲ შენი დიდებული, განვიცადენ საქმენი შენნი, ქრისტე და დამიკჳრდა, რაჟამს იშევ შენ ქალწულისაგან ჴსნად მგალობელთა შენთა, დიდებაჲ ძალსა შენსა, უფალო.
Ms. page: 66r  
Page of ed.: 385 
Hymn type: t     
უდიდებულესო კაცთა შორის უბიწო[ო] ღმრთისმშობელო ქალწულო, ჩუენ, მორწმუნენი, აღგიარებთ შენ დედად მეუფისა და ესრეთ გიღაღადებთ: დიდებაჲ ძესა შენსა, ქალწულო.

Hymn number: 321(12)  
Hymn type: h     
შენ, მეუფეო მეუფეთაო ღმერთო, სიტყუაო, რომელი მამისაგან იშევ, მხოლოჲ მხოლოჲსა მიერ, ვითარცა ღმერთ ხარ, სული შენი სახიერი, თანასწორი მომეც მონათა, ძალსა შენსა დიდებაჲ.
Hymn type: t     
მთით სამხრით, ჩრდილოჲთ მაღნართაჲთ გამოსლვაჲ განცხადებულად ქადაგა ამბაკუმ ქრისტეს ღმრთისაჲ ჴორცითა. გამობრწყინვებაჲ სიჩრდოჲსა მისგან ქალწულისა საშოჲსა და მაღნარისა მუცლისაგან მისისა.

Hymn number: 322(13)  
Hymn type: h     
ესმა რაჲ შენთჳს, ქრისტე, ამბაკუმს, განჰკრთა სულითა, რაჟამს აუწყა სულმან წმიდამან ქალწულისაგან შობაჲ შენი, შეეშინა და ჴმა-ყო: მესმა მე საკჳრველი, ქალწულისაგან დედისა უმამოდ ყრმისა შობაჲ, და გიღაღდებდა: ძალსა შენსა დიდებაჲ კაცთ-მოყუარე.
Ms. page: 66v  
Page of ed.: 387 
Hymn type: t     
რაჟამს წარდგა გაბრიელ წინაშე მარიამისა, ნათობდა, ვითარცა მზე და შეძრწუნდა დედოფალი, ხოლო იგი ესრეთ უღაღადებდა: გიხაროდენ, მარიამ, უფალი ძალთაჲ შენ თანა, მამისა და ღმრთისა სიტყუაჲ შენგან იშვების მაცხოვრად ერისა და ჴსნად ცხებულთა თჳსთა.



Ode: ucx.  
უცხონი


Hymn number: 323(14)  
Hymn type: h     
საღმრთოჲ ამბაკუმ იხარებს სულიერად აღსრულებასა თქუმულთა მისთასა, რამეთუ ხედავს ღმერთსა ჴორცითა, სამხრით მომავალსა მდუმრიად საშოჲსაგან ქალწულისა და სიხარულით მას მხოლოსა უღაღადებს: დიდებაჲ ძალსა შენსა, უფალო.
Hymn type: t     
საღმრთოსა მიდგომილებასა უსძლოჲსა დედისასა და გამოუთქუმელსა მას შობასა მისსა უთესლოდ მოუძლურდების გამოთქუმად ყოველი მმეტყუელებაჲ ადამის ნათესავთაჲ, რამეთუ ქალწულმან მუცლად-იღო და შვა ღმერთი და დაადგრა ქალწლადვე უბიწოდ.

Hymn number: 324(15)  
Hymn type: h     
რომელმან ასწავე წინაჲსწარვე ქადაგება/დ ამბაკუმს, Ms. page: 67r   Page of ed.: 389  რაჟამს გიხილა მჯდომარე უსხეულოთა თანა ჩჩჳლად გამოჩინებად მჴსნელი და იტოდა ღმერთ[ი] მჴსნელად მოვიდეს დაბადებულთა თჳსთათჳს.
Hymn type: t     
რომელმან იტჳრთე საშოსა, უბიწოო ქალწულო, სიტყუაჲ ღმრთისაჲ უხილავი და გამოუთქუმელი და გჳშევ ჩუენ ღმერთი ჴორც-შესხმული, ამისთჳსცა ღმრთისმშობელად აღგიარებთ ყოვლნი მორწმუნენი.

Hymn number: 325(16)  
Hymn type: h     
ესე არს ღმერთი ჩუენი, რომელი ქალწულისაგან ჴორციელ იქმნა და ბუნებაჲ ჩუენი ღმერთ ყო, რომელსა უღაღადებთ: დიდებაჲ ძალსა შენსა, უფალო.
Hymn type: t     
ყოველთა დედოფალო, მშობელო ღმრთისაო, წყალობაჲ მითხოვე ჩუენ ქრისტეს, ძისა შენისაგან, რომელსა უღაღადებთ: დიდებაჲ ძალ[სა შენსა უფალო].

Hymn number: 326(17)  
Hymn type: h     
აღიტყუა ღმრთისმეტყყუელი ამბაკუმ საცნაურისა სულისა მადლითა, რაჟამს იხილა ნათელი შეუქმნელი საჴუმილავსა ღამისასა, მფლობელი შორის ორთა მათ ცხოველთაჲსა, გამობრწყინვებული Ms. page: 67v   Page of ed.: 391  სიჩრდოჲსაგან ქალწულისა საშოჲსა ღმერთი სამხრით მომავალი, კაცთა ჴსნისათჳს განკაცებული და ღმრთეებისაგან არა შეცვალებული, რომლისა შუენიერებამან დფარნა ცანი მაღალნი და ქებითა მისითა აღივსო ყოველი ქუეყანაჲ.
Hymn type: t     
--



Ode: gham.  
ღამითგანსა


Hymn number: 327(1)  
Hymn type: h     
მახარებელო სიონისაო, აღვედ მთასა მაღალსა და იერუსალემსა, უქადაგე ჴმითა მაღლითა ძლიერად, დიდებულნი ითქუნეს შენ ზედა დღეს ეგერა, ქალაქო ღმრთისაო, მშჳდობაჲ ისრაელ[სა] ზედა და მაცხოვარებაჲ წარმათთა.
Hymn type: t     
შენ, ღმრთისმშობელო, ქრისტეს დედაო, ვითარცა ჭეშმარიტად ღირს ხარ, გნატრით მორწმუნენი, რამეთუ გჳშევ ჩუენ ღმერთი მაცხოვარ, რომელსა ევედრე, წმიდაო, პატივი[ს]-მცემელთა შენითათჳს ჴსნად განსაცდელთაგან, რომელნი გესავთ შენ.

Hymn number: 328(2)  
Hymn type: h     
აწ აღვდგე, _ თქუა უფალმან პირითა ჴმამაღლისაჲთა, _ აწ ვიდიდო და აწ დაცემული იგი მოვიყვანო ჩემდავე ქალწულისაგან და ავამაღლო იგი ნათლად ღმრთეებისა ჩემისა.
Ms. page: 68r  
Page of ed.: 393 
Hymn type: t     
სიტყუაჲ ღმრთისაჲ დაუბადებელი, რომელი ყოლად განუშორებელ არს, ძჱ მხოლოდ-შობილი აღსასრულსა ჟამთასა განჴორციელდა შენ შორის, უბიწოო, ყოველთა უმეტესო ქალწულო.

Hymn number: 329(3)  
Hymn type: h     
შენ, უფალო, ნათელი ხარ მომავალი სოფლად, განმანათლებლი გულთა მორწმუნეთა შენთასა, რომელნი თაყუანის-გცემთ შენ.
Hymn type: t     
შენ, საჭურველი ხარ უძლეველი, ღმრთისმშობელო, წყობასა მტერთა ჩუენთასა შეუძრველად დამიცვენ მოსავნი შენგან შობილსა.

Hymn number: 330(4)  
Hymn type: h     
ნაწილ ჩემდა ხარ, ქრისტე, და დიდება თავისა ჩემისა, რამეთუ შენ, მხოლომან, მიჴსენ მე ბნელისაგან წყუდიადისა უგუნურებისა ნათლითა მით ღმრთეებისაჲთა და შენდამი ვღაღადებთ: მშჳდობაჲ შენი მომეც ჩუენ.
Hymn type: t     
აღესრულნეს შენ ზედა წინაჲსწარმეტყუელთა თქუმ[უ]ლნი, რამეთუ შენ მუცლად-იღე, ღირსო, დამბადებელი და გჳშევ ჩუენ ჴორცითა ძჱ დაუსაბამოჲ, რომელ არს ევმანოელ წმიდაჲ, მომცემელი მშჳდობისაჲ.

Hymn number: 331(5)  
Hymn type: h     
უღმრთოთა ვერ იხილონ დიდებაჲ Ms. page: 68v   Page of ed.: 395  შენი, ქრისტე, ხოლო ჩუენ, მონანი შენნი, ვიხილავთ დიდება[სა] შენსა და ვღაღადებთ: ღამითგან აღვიმსთობთ ჩუენ მგალობელად შენდამი, კაცთ-მოყუარე.
Hymn type: t     
ჰურიათა კრებულმან უარ-გყვეს შენ, ქრისტე, ხოლო ჩუენ, წარმართთა ერმან, აღგიაერთ მეუფედ ძე ღმრთისაჲ, ტჳრთული ქალწულისა საშოსა, და ღმრთისმშობელად თაყუანის-გცემთ.

Hymn number: 332(6)  
Hymn type: h     
ნათელი შენი, უფალო, მომფინე ჩუენ ზედა, და მიჴსნენ ჩუენ ბნელისაგან, ჩუენ, ცოდვილნი, და მოწყალებაჲ შენი სახიერ, ზეცით გარდამოგჳვლინე.
Hymn type: t     
დედად ნათლისად აღგიარებთ მორწმუნენი შენნი, ღმრთისმშობელო, ქალწულო სანატრელო, და გევედრებით: მეოხ გუეყავ ჩუენ, მაქებელთა შენთა, ღირსო.

Hymn number: 333(7)  
Hymn type: h     
განმანათლებელო ჩუენ მყოფთა ბნელისათაო, განგუანათლენ და ვიტყოდით: დიდებაჲ შენდა, იესუ, ძეო ღმრთისაო.
Hymn type: t     
ესაია გქადაგა ქალწულად მშობელად ევმანოველისა ღმრთისა, წმიდაო დედაო იესუჲს, ძისა ღმრთისაო.

Hymn number: 334(8)  
Hymn type: h     
და ჩუენ, მავალნი ბნელსა შინა წყუდია/დისასა Ms. page: 69r   Page of ed.: 397  ბოროტთა სოფლისათა, უფალო, ჴელმწიფებისაგან ბნელისა აღმომიყვანე ნათელსა შინა მიუწდომელსა, ქრისტე, მხოლოო, კაცთ-მოყუარე.
Hymn type: t     
მღდელი და მეუფე, ვითარცა ხარ თესლისაგან დავითისა, გჳშევ ჩუენ, ქალწულო, რამეთუ შეცვალებასა თანა მღდელობისასა შჯულისაცა შეცვალებაჲ იქმნა შენ მიერ, უბიწოო.

Hymn number: 335(9)  
Hymn type: h     
რომელმან განჰკუეთე, ქრისტე, პირმშოჲ სიბნელისაჲ მის ნათლითა, რაჲთა გადიდონ მხოლოჲ დაბადებულთა შენთა, ნათელსა შენსა წარგჳმართენ სლვანი ჩუენნი.
Hymn type: t     
ღმრთისმშობელო უბიწო[ო], ნუ დასცხრები ვედრებად ძისა შენისა მიმართ, რაჲთა მიჴსნეს ჩუენ განსაცდელთაგან მგალობელნი შენნი, სანატრელო დედაო.

Hymn number: 336(10)  
Hymn type: h     
რომელმან მომიგენ ჩუენ ერად თჳსად მორწმუნედ სისხლითა შენითა, ქრისტე, მშჳდობაჲ შენი მომეც ჩუენ და დაიცევ მარადის სამწყსოჲ შენი.
Hymn type: t     
განჴორციელდა ღმერთი და მიიღო ბუნებაჲ შენგან, ქალწულო უსძლო[ო], და უცვალებელად ჰგიეს ბუნებითა მით ღმრთეებისაჲთა

Ms. page: 69v  
Page of ed.: 399 
Hymn number: 337(11)  
Hymn type: h     
ღამითგან შევწიროთ გალობაჲ შენ ღმრთისა, რამეთუ მცნებანი შენნი მშჳდობა არიან.
Hymn type: t     
რომელმან ჰშევ ღმერთი ჴორციელად, სძალო უბიწო[ო], დაგჳცვენ მორწმუნენი შენნი მარადის.

Hymn number: 338(12)  
Hymn type: h     
მოვედით დღეს, შვილნო ეკლესიისანო, და განათლდით თქუენ მადლითა სულისაჲთა, რომელ არს მსგავს ცეცხლისა შემწველ ცოდვისა, რომლისა მიერ სიონით ვიცანთ შჯული, ცეცხლისა ენათაგან დამტკიცებული.
Hymn type: t     
წმიდათა უწმიდესმან სძალმან საღმრთომან, საყდართა ქერაბინთა უზეშთაესმან შეცვანა ბუნებითნი შობისა წესნი და შვა უხრწნელად ღმერთი და კაცი სრული, და შემდგომად შობისა ჰგიეს ქალწულად.

Hymn number: 339(13)  
Hymn type: h     
ნათელი მოხუედ, ქრისტე, სოფლად და ჰნათობ შენთა აღმსარებელთა, ხოლო რომელთა უარ-გყვეს შენ, მიეცნეს ბნელსა განუნათლებელსა.
Hymn type: t     
ნათელი შეუქმნელი საღმრთოჲ იტჳრთე, ღრუბელო სულმცირეო, ჴორც-შესხმული საშოსა შენსა და გჳშევ ევმანოელ _ ღმერთი და კაცი.



Ode: ucx.  
Ms. page: 70r  
Page of ed.: 401 
უცხონი


Hymn number: 340(14)  
Hymn type: h     
რომელმან უზეშთაეს ბუნებათა კაცობრივთა შვა სიტყუაჲ ღმრთისაჲ ჴორციელად, ბუნებით არს ადამის ასულ, მიცვალებულ იქმნა ჴორცთაგან ცხორებად საუკუნოდ, მოვედით უგალობდით.
Hymn type: t     
შენდობაჲ მოგუმადლე ჩუენ შეცოდებათა ჩუენთაჲ, მარიამ, დედაო ღმრთისაო, რომელ იქმენ შუვამდგომელად შორის ღმრთისა და კაცთა, რომელნი ვაქებთ მიცვალებასა შენსა.

Hymn number: 341(15)  
Hymn type: h     
შენ, რომელმან გარდაართხიენ ცანი, ვითარცა კარავნი, და მათ შინა განაწესენ მნათობნი განმანათლებელად ქუეყანისა და უქცეველად შიშით ჰმონებენ წამისყოფითა ბრძანებასა შენსა, უფალო, განანათლენ გონებანი ჩუენნი ნათლითა მეცნ[ი]ერებისა შენისაჲთა.
Hymn type: t     
შენ, რომელმან დაიტიე საშოსა შენსა, უბიწო[ო], დაუტევნელი ცათა და ქუეყანისაჲ და ჰშევ ღმერთი ძლიერი და ჴელმწიფე, მთავარი მშჳდობისაჲ, რომლისა სახელი ევმანოველ და შემდგომად შობისა ჰგიე ქალწულად უბიწოდ, ვითარცა თქუა ესაია ღმრთისმეტყუელმან.

Ms. page: 70v  
Page of ed.: 403 
Hymn number: 342(16)  
Hymn type: h     
რომელმან განსწავლა წინაჲსწარმეტყუელი იგი ნაკუერცხალისამიერ და ქერობინისა, რომელი შეეხო მარწუხითა, განწმიდნა იგი მგალობელად ერისათჳს, ღაღადებდა და იტყოდა: მკჳდრნო ქუეყანისანო, მოისპეთ უკეთურებაჲ, რამეთუ დადუმნა უღმრთოჲ.
Hymn type: t     
--

Hymn number: 343(17)  
Hymn type: h     
უფალი, მფლობელი უფლებათაჲ, მთავარი _ უმთავრესი მთავრობათაჲ, ღმერთი _ ძლიერი და ჴელმწიფე, მჯდომარე ცეცხლისფერთა ეტლთა ზედა, იხილა ესაია და განჰკრთა სულითა; ესე მოვიდა მაღლით სიმდაბლედ მზჱ სიმართლისაჲ, და უფალი ღრუბელსა სულმცირესა გამოუბრწყინდა ნათლად წარმართთა და განანათლნა გულნი მათნი ღმერთმან განკაცებულმან, რომელმან დაჰჴსნა მტრობაჲ პირველი და ახარა მშჳდობაჲ შორიელთა და მახლობელთა, ვითარცა ღმერთ არს.
Hymn type: t     
--



Ode: ghagh.  
ღაღატყავსა


Hymn number: 344(1)  
Hymn type: h     
ღაღადებდა წინაჲსწარმეტყუელი იონა უფსკრულით / გამო Ms. page: 71r   Page of ed.: 405  და მოასწავა სახე სამდღე დაფლვისაჲ და იტყოდა: მიჴსენ განხრწნისაგან, იესუ, შენ მეუფეო ძალთაო.
Hymn type: t     
უმეტეს ხარ პირველთა დაბადებულთა, უსძლო[ო], რამეთუ შენ დამბადებელი მათი მუცლად-იღე და უშევ სოფელსა უფროჲს ბუნებათა ამაღლებული.

Hymn number: 345(2)  
Hymn type: h     
შთა[ვ]ვარდი მე სიღრმესა ზღჳსასა და ცოდვისა უფსკრულთა დამნთქეს მე, არამედ ვითარცა ღმერთ ხარ განხრწნისაგან კუალად აღმოიყვანე ცხორებაჲცა ჩემი, მოწყალე.
Hymn type: t     
იქმნა საშოჲ შენი, ღმრთისმშობელო, დამტევნელ ღმრთეებისა დაუტევნელისა მიუწდომელად, რომელსაცა დასებაჲ უსხეულ[ო]თაჲ ვერ იკადრებს თუალთა ხილვად.

Hymn number: 346(3)  
Hymn type: h     
ცოდვისა სიღრმეთა დამთქეს მე, ვითარცა იონა ზღჳსა უფსკრულთა და ვღაღადებ შენდა მომართ: სახიერ და კაცთ-მოყუარე, აღმომიყვანე, ვითარცა იგი _ დანთქმისა მისგან.
Hymn type: t     
იქმენ სამკჳდრებელად ღმრთისა, ქალწულო უსძლო[ო], რომელსა გუნდნი უსხეულოთანი თუალთა შედგმად ვერ შემძლებელ არია[ნ], ესე საშომან შენმან უცხოდ დაიტია.

Ms. page: 71v  
Page of ed.: 407 
Hymn number: 347(4)  
Hymn type: h     
გალობით, ჴმითა სიხარულისაჲთა გაქებს შენ ეკლესიაჲ შენი, ქრისტე, განწმიდნა რაჲ იგი სისხლითა მაგით, რომელიცა გარდამოჴდა გუერდსა საღმრთოსა წმიდასა.
Hymn type: t     
უაღრეს, უზეშთაეს არს ყოველთა სასწაულთა ქალწულისა მუცლად-ღებაჲ დამბადებლისაჲ და შემდგომადცა შობისა მის უბიწოებით დადგრომაჲ ქალწულადვე.

Hymn number: 348(5)  
Hymn type: h     
რომელმან დასცევ ზღუასა მას შინა წინაჲსწარმეტყუელი იგი, უფალო, უფალო, შემეწიე მე.
Hymn type: t     
რომელმან გჳშევ მზრდელი ყოველთაჲ და ცხორების მომცემელი, მარიამ ქალწულო, მეოხ გუეყავ ჩუენ.

Hymn number: 349(6)  
Hymn type: h     
ჭირსა ჩემსა ვღაღადებ სულთ-თქუმით უფლისა მიმართ და ისმინა ჩემი ღმერთმან, მაცხოვარმან ჩემმან.
Hymn type: t     
შენ, რომელმან ჰშევ ღმერთი, ქალწულო უბიწო[ო], ჩუენთჳს ნუ დასცხრები ვედრებად ძისა შენისა.

Hymn number: 350(7)  
Hymn type: h     
ვითარცა იჴსენ იონა მუცლისაგან ვეშაპისა, ქრისტე ღმერთო, მეცა ცოდვათა სიღრმისაგან მიჴსენ და მაცხოვნე მე, მხოლოო კაცთ-მოყუარე.
Hymn type: t     
ეჰა სანატრელო სძალო, მტჳრთველო მუცლით ღმრთისა სიმდიდრესა, Ms. page: 72r   Page of ed.: 409  დიდებაო / ნათესავთაო, შენ მიერ იქმნა ჴსნაჲ ცხორებისა ჩუენისაჲ.

Hymn number: 351(8)  
Hymn type: h     
შენ, ქრისტე, ღმერთო ჩუენო, გამოგჳბრწყინდი სიტყუაჲ ღმრთისაჲ ჴორცითა ქალწულისაგან, რაჲთა შთანთქმული ადამ აღმოიყვანო იონაჲს სახედ, ნათესავითურთ თჳსით, მუცლისა მისგან მჴეცისა მომსრველისა.
Hymn type: t     
ვითარცა მჴეცისა მის მუცლისა იგი სიცხე დამადნობელი მუცელსა შინა დამცველ ექმნა იონას, ეგრეთვე ცეცხლმან ღმრთეებისამან დაიცვა შეუწველად უბიწოჲ საშოჲ მშობელისა თჳსისაჲ.

Hymn number: 352(9)  
Hymn type: h     
ახუედრა წილმან სამართლად საშჯე[ლი] იონას და შთააგდეს ნავით უფსკრულად; უბრძ[ა]ნა ღმერთმან ვეშაპსა მას შთანთქმაჲ მისი და განგდებაჲ ჴმელადვე.
Hymn type: t     
რამეთუ ღმრთისმშობელად გხადით და ქალწულად გქადაგებთ და დედად ღმრთისა აღგიარებთ, მარიამ, და გევედრებით: გჳთხოვე ძისა შენისა წყალობაჲ.

Hymn number: 353(10)  
Hymn type: h     
მუცელი იგი ვეშაპისაჲ იქნა დამც/ველ Ms. page: 72v   Page of ed.: 411  წინაჲსწარმეტყუელისა სიღრმესა მას შინა, რაჟამს შთავარდა ურჩებითა ღმრთისაჲთა და ღაღატ-ყო ვედრებით: მიჴსენ მე განხრწნისაგან, კაცთ-მოყუარე.
Hymn type: t     
შემცვალებელად ბუნებათა იპოვე შენ, ღმრთისმშობელო ქალწულო, რაჟამს ღმრთეებისა ცეცხლმან დაგიცვა შენ უვნებელად, ვითარცა მაყუალი სინასა, რომელი სახედ შენდა გამოჩნდა, ღირსო.

Hymn number: 354(11)  
Hymn type: h     
ღმრთისმეტყუელნი შემოკრიბნა წამსა შინა ღრუბელმან ცისკიდით სიონს შინა მსახურებად გუამსა მას ღმრთის-შემწყნარებელსა დღეს.
Hymn type: t     
ღმრთისმეტყუელნი შეგამკობდეს სულითა სიბრძნისაჲთა, დედაო ნათლისაო, მათ თანა ვაქებთ, ღირსო, საჴსენებელსა შენსა.

Hymn number: 355(12)  
Hymn type: h     
შეცოდებისა ქართაგან დანთქმული, ვითარცა მუცელსა შინა ვეშაპისასა წინაჲსწარმეტყუელი შეწყდომილი გჴმობ შენ: აღმოიყვანე განხრწნისაგან ცხორებაჲ ჩემი.
Hymn type: t     
ტარიგი იგი ხედავს ძესა მწყემსსა Ms. page: 73r   Page of ed.: 413  სა/ფლავით აღდგომილსა და იხარებს ქალწული, რამეთუ ამან დასცა სიკუდილისა სუფევაჲ და ჩუენ ყოველთა მოგუანიჭა უკუდავებაჲ.

Hymn number: 356(13)  
Hymn type: h     
ბრალთა ჩემთა სიღრმესა დანთქმული მიჴსენ მე, კაცთ-მოყუარე, მსგავსად იონაჲსა აღმოიყვანე ცხორებაჲ ჩემი გევედრები, სახიერ, და მაცხოვნე, მრავალ-მოწყალე.
Hymn type: t     
ბრალთა ჩუენთა შენდობაჲ მითხოვე, დედაო იესუჲსო, და გჳჴსენ ყოველნი განსაცდელთაგან, რამეთუ შენ ხარ სასოჲ და სიქადული ქრისტეანეთაჲ, მეოხ გუეყავ ჩუენ.



Ode: ucx.  
უცხონი


Hymn number: 357(14)  
Hymn type: h     
შენ, ქრისტე, შეჰქმენ ზღუაჲ და ჴელთა შენთა დაჰბადეს ჴმელი, შენვე ბრძანებითა შენითა დაიცევ იონა წინაჲსწარმეტყუელი მჴეცისა მძჳნვარისა მუცელსა განუხრწნელად, მოგუასწავა სამისა დღისა აღდგომაჲ შენი მკუდრეთით, მაცხოვარო ჩუენო.
Hymn type: t     
მთავარი ზეცისა განწყობილთაჲ მოსრული სამოსლითა ბრწყინვალებისაჲ/თა, რომელი Ms. page: 73v   Page of ed.: 415  ზარ-სცემდა საშინელებით და გეტყოდა: გიხაროდენ, ქალწულო, რამეთუ შენგან იშვეს ჴორცითა ღმერთი დაბადებულთაჲ, რომელმან აღმოიყვანოს განხრწნისაგან ცხორებაჲ კაცთაჲ.

Hymn number: 358(15)  
Hymn type: h     
ვეშაპისა მუცელსა შინა სამ დღე რაჲ იყო იონა, გამოგსახა შენ, უკუდავო, რომელი ნეფსით სამ დღე მკუდარ იქმენ მუცელსა შინა ქუეყანისასა.
Hymn type: t     
--

Hymn number: 359(16)  
Hymn type: h     
მოქცევამან ცოდვისამან და უფსკრულმან უშჯულოვებისამან დამნთქა სიღრმესა საცთურთასა ნავითა უდებებისაჲთა, ეკუეთნეს რაჲ სულსა ჩემსა ღელვანი და ნიავ-ქარნი მტერისა განმდე[ვნე]ლისანი, შთანთქა უწყალოდ მჴეცმან სულთა მომსრველმან და აწ შენდა მოვილტი, ქრისტე, ცხორებისა სასოო, მოყავ ჴელი შეწევნისაჲ, მიჴსენ, ვითარცა იონა ვეშაპისაგან, პეტრე -- დანთქმისაგან და მაცხოვნე მე, მრავალ-მოწყალე.
Hymn type: t     
--



Ode: kurtx.  
კურთხეულარსა


Hymn number: 360(1)  
Hymn type: h     
რომელმან დაიცვნა ყრმანი Ms. page: 74r   Page of ed.: 417  აბრამეანნი ცეცხლისაგან და ქალდეველნი იგი მოსრნა საჴუმილისა ალითა, ხოლო ყრმანი ღაღადებდეს: კურთხეულ ხარ შენ, მამათა ჩუენთა ღმერთო, უკუნისამდე.
Hymn type: t     
სამებისა მორწმუნენო, მოვედით დღეს სარწმუნოებით და ერთობით ვადიდებდეთ ერთარსებასა ღრმთეებისასა და ვიტყოდით: კურთხეულ ხარ, მამათა ჩუენთა ღმერთო, უკუნისამდე.

Hymn number: 361(2)  
Hymn type: h     
ბაბილონს სამთა ყრმათა ბრძანებაჲ მძლავრისაჲ მის სიბორგილედ შეჰრაცხეს და ალსა შინა ღაღადებდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო და ღმერთო მამათა ჩუენთაო.
Hymn type: t     
ღმრთისმშობელო სანატრელო, მეოხ გუეყავ მარადის, რომელნი გევედრებით, უბიწო[ო], და აღგიარებთ დედად ნათლისა, ქალწულო უსძლო[ო], ცათა უმაღლესო.

Hymn number: 362(3)  
Hymn type: h     
საჴუმილსა შინა აბრამეანნიყრმანი მოგუთა მიერ კრულნი საღმრთოთა შჯულთათჳს, შეითხინეს და ალსა შინა ღაღადებდეს: კურთხეულ ხარ, ღმერთო, ტაძარსა მას სიწმიდისა შენისასა.
Ms. page: 74v  
Page of ed.: 419 
Hymn type: t     
გიხაროდენ შენ, ღმრთისმშობელო ქალწულო უბიწწო[ო], რამეთუ შენგან მოვიღეთ სიხარული ჩუენ მორწმუნეთა და ვღაღადებთ: [კურთხეულ ხარ, ღმერთო, ტაძარსა მას სიწმიდისა შენისასა].

Hymn number: 363(4)  
Hymn type: h     
არა ჰმსახურეს დაბადებულსა ღმერთ-შემოსილსა დამბადებელისა წილ და შეურაცხ-ყვეს ცეცხლი შემწველი, სატანჯველი და ესრეთ იტყოდეს: ამაღლებულო ღმერთო მამათა ჩუენთაო, უფროჲსად კურთხეულ ხარ შენ.
Hymn type: t     
სიტყუათაგან სულიერთა მოგუესწავა ჩუენ სამებისა ძალი და აღვიარებთ ყოველნი ერთსა ღმრთეებასა და გა[ლობით ვიტყჳთ: ამაღლებულო ღმერთო მამათა ჩუენთაო, უფროჲსად კურთხეულ ხარ შენ].

Hymn number: 364(5)  
Hymn type: h     
აბრამეანთა ყრმათა ბაბილოვნისა ცეცხლი სარწმუნოვებით მოაუძლურეს და ესრეთ ღაღადებდეს: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ მარადის.
Hymn type: t     
შენ, მარიამ ქალწულო, უზეშთაეს გამოშჩნდი ქერაბინთა და მათ ზედა მჯდომარე იტჳრთე მკლავთა ზედა, ვედრებად ნუ დასცხრები აწცა სულთა ჩუენთათჳს.

Hymn number: 365(6)  
Hymn type: h     
რომელი მოსეს მთასა ზედა ჰზრახევდი და სახე ქალწულისაჲ მოეც მაყულოვა/ნით, Ms. page: 75r   Page of ed.: 421  კურთხეულ ხარ შენ, უფალო და ღმერთო მამათა ჩუენთაო.
Hymn type: t     
უსძლომან სძალმან ქალწულმან იტჳრთა დღეს მამისა სიტყუაჲ გამოუთქუმელად და ვღაღატ-ყოთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო [და ღმერთო მამათა ჩუენთაო].

Hymn number: 366(7)  
Hymn type: h     
მამათა ჩუენთა ღმერთო, ნუ მიმცემ ჩუენ სრულიად, არამედ კადნიერ მყვენ ღაღადებად შენდა მომართ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
Hymn type: t     
სამებასა წმიდასა უგალობთ მორწმუნენი და ერთითა პირითა სარწმუნოვებით ვიტყჳთ: [კურთხეულ ხარ შენ უფალო].

Hymn number: 367(8)  
Hymn type: h     
შენ, სიტყუაო გამოუთქუმელო, რომელი ხარ მამისა თანა და სულისა, მხოლოჲ კურთხეულ ხარ შენ, უფალო და ღმერთო მამათა ჩუენთაო.
Hymn type: t     
ერთარსებით სამებაჲ ღმრთისაჲ აღვიაროთ მორწმუნეთა და ესრეთ ვღაღადებდეთ: [კურთხეულ ხარ შენ, უფალო და ღმერთო მამათა ჩუენთაო].

Hymn number: 368(9)  
Hymn type: h     
დასაბამსა დაუსაბამოჲ სიტყუაჲ ღმრთისაჲ მამისა თანა, მხოლოჲ სულით წმიდითურთ კურთხეულ არს და უფროჲსად დიდებულ არს სამებაჲ წმიდაჲ უკუნისამდე.
Hymn type: t     
სამებასა განუყოფელსა და შეურევნელსა ვაქებდეთ მართლმადიდე/ბლობით Ms. page: 75v   Page of ed.: 423  და ესრეთ ვღაღადებთ: კურთხეულ ხარ, ღმერთო მამათა ჩუენთაო, მარადის.

Hymn number: 369(10)  
Hymn type: h     
მძლავრმან მიმძლავრებულმან ჴმა-ყო ძლიერად თაყუანის-ცემად ხატსა მას ოქროჲსასა, ხოლო მადლი სულისაჲ მიმიძღუების ჩუენ მონებად ღმრთისა სამებით ცნობილისა, რაჲთა უღაღადოთ მას: კურთხეულ ხარ შენ.
Hymn type: t     
სამებაო წმიდაო, დამბადებელო დაბადებულთაო, უშრომელად მოქმედო და მაცხოვარო მართ[ლ]მადიდებელთაო, არცხჳნე მჴდომთა მათ ჩუენთა, მწვალებელთა და ჩუენ ჴმა[ვყოთ: კურთხეულ ხარ შენ].
Hymn type: tx     
ჟამსა სამჟამისასა მიიღეს მადლი, რაჲთა ასწაონ კაცთა თაყუანის-ცემაჲ სამებისა წმიდისა ერთარსებისაჲ, მათ თანა ჩუენცა უგალობთ აღსარებით: ძეო, მამით და სულითურთ კურ[თ]ხეულ ხარ.

Hymn number: 370(11)  
Hymn type: h     
რომელმან მგალობლად სულიერად გამოაჩინენ ყრმანი, ღმერთ-შემოსილნი, საღმრთოჲსა ცუარისა მოვლინებითა და დაიცვენ უვნებელად, გიგალობდეთ შენ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, საუკუნითგან დიდებულო.
Hymn type: t     
სამებისა ცნობაჲ მოეცა ღირსთა სამთა ყრმათა და ერთობით ღაღატ-ყვეს: არა ვმსახურებთ კერპსა უსუ/ლოსა, Ms. page: 76r   Page of ed.: 425  არამედ ღმერთსა ცხოველსა, რომელ-იგი არს კურთხეულ აწ და უკუნითი უკუნისამდე.

Hymn number: 371(12)  
Hymn type: h     
უღმრთოთა აღაგზნეს ცეცხლი ღმრთის მგალობელთათჳს და რისხვით შესთხინეს მას შინა, რარმედ დაიცვნა ღმერთმან სულნი და ჴორცნი მათნი უვნებელად.
Hymn type: t     
აქებენ ზეცისა ძალნი სამებასა ღმერთსა, სამგუამივანსა თჳთებითა, ერთარსებით დიდებულსა, მამასა, ძესა და წმიდასა სულსა.



Ode: ucx.  
უცხონი


Hymn number: 372(13)  
Hymn type: h     
საჴუმილი შჳდწილ აღგზებული აღატყდა მოტყინარე, ვითარცა ღელვაჲ აღტეხილი, და მიუძღუანა მაღალსა წამისყოფით მორჩილებაჲ მორჩილთა ქალდეველთაჲ, ხოლო ყრმანი სხურებულნი ღაღადებდეს: კურთხეულ ხარ შენ, ღმერთო მამათა ჩუენთა[ო].
Hymn type: t     
სამებაჲ დაუბადებელი, ყოველთა არსებათა წამისყოფით დამბადებელი, არსებაჲ უცვალებელი და გარე-შეუწერელი, ერთღმრთეებით ცნობილი და ერთარსებით დიდებული. მხოლოჲ აღვიარეთ ჩუენ, მორწმუნეთა, და ვაკურთხევთ მას.

Ms. page: 76v  
Page of ed.: 427 
Hymn number: 374(14)  
Hymn type: h     
საჴუმილი იგი ცეცხლისაჲ ცუარად გარდაქცეული, არად შეჰრაცხეს ყრმათა მათ, რომელნი ღაღადებდეს: მამათა ჩუენთა ღმეთო, [კურთხეულ ხარ შენ].
Hymn type: t     
სამებაჲ ერთღმრთეებაჲ აღვიარეთ ერთობით მორწმუნეთა და გალობით მას მხოლოსა უღაღადებთ: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.

Hymn number: 374(15)  
Hymn type: h     
ცეცხლი შემწუველი საჴუმილისაჲ განიბნეოდა და ყრმანი სხურებულნი ზეგარდმო ღაღადებდეს: კურთხეულ ხარ მხოლო[ო], რომელი ხარ ღმერთი მამათა ჩუენ[თაჲ].
Hymn type: t     
დღესასწაულობდ, ღირსო ქალწულო, აღდგომასა, ძისა შენისასა და სიხარულით იტყოდე: კურთხეულ ხარ, მხოლო[ო], რომელი ხარ ღმერთი მამათა ჩუენ[თაჲ].

Hymn number: 375(16)  
Hymn type: h     
იხილა რაჲ მძლავრმან საჴუმილი და ყრმანი განურყუნელად მას შინა, კადნიერად ღაღატ-ყო მოწოდებაჲ და სიხარულით ამბორს-უყოფდა მონათა მათ მაღლისათა, ხოლო იგინი აკურთხევდეს უფალსა ღმერთსა უკუნისამდე.
Hymn type: t     
იხილა რაჲ უსძლომან სძალმან მთავარი ზეცისა უჴორცოთაჲ ზეცით მოსრული ხარებად მისა, განჰკრთა გონებითა ხი/ლვისა მისგან, Ms. page: 77r   Page of ed.: 429  ხოლო იგი ეტყოდა: გიხაროდენ, მიმადლებულო, შენგან იშვეს ღმერთი დაბადებულთაჲ.

Hymn number: 376(17)  
Hymn type: h     
ნუ მიმცემ ჩუენ სახელისა შენისათჳს, რომელი საუკუნითგან მოწყალე ხარ, და ნუ განაქარვებ აღთქუმასა, რომელ აღმითქუ სახიერ, არამედ განაბნიე ბრალთა ჩემთა პატიჟი, ვითარ ქალდეველთა საჴუმილი, რაჲთა ცუარითა სხურებულმან ყრმათა მათებრ ვღაღატ-ყო: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.
Hymn type: t     
ნუ განაგდებ მვედრებელთა შენთა, რომელნიცა მოივლტიან შენდა სარწმუნოებით, დედაო მჴსნელისაო, არამედ მიითუალე ღირსად, წმიდაო, და შეწირე წინაშე სამებისა, რაჲთა განმარინნეს მტერთაგან უღმრთოთა ბარბაროზთა და ძლევაჲ მოჰმადლოს მეფესა მორწმუნესა და დაცვაჲ უვნებელად ეკლესიათაჲ, ვითარცა ღმერთ არს.

Hymn number: 377(18)  
Hymn type: h     
ხატსა მას ოქროჲსასა მაღლისა მეფისა ყრმათა არა თაყუანის-სცეს და მით საჴუმილსა შეითხინეს და ნაკუერცხალსა მჴნედ დასტკებნიდეს და გალობით ღა/ღადებდეს: Ms. page: 77v   Page of ed.: 431  მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.
Hymn type: t     
--

Hymn number: 378(19)  
Hymn type: h     
ყრმათა ღმრთივ-განბრძნობილთა რიცხუთა სამებისათა შჳდწილად მოტყინარე საჴუმილი ქალდეველთაჲ განაქარვეს და გალობით იტყოდეს: შენ კურთხეულ ხარ, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
Hymn type: t     
--

Hymn number: 379(20)  
Hymn type: h     
მძლავრი განკჳრდებოდა, რაჟამს ალი გრილდებოდა და ყრმათა წმიდათა სამებისა წმიდისა მგალობელთა საჴუმილი ცუარ ექმნა და ესრეთ ღაღადებდეს: უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო, კურთხეულ ხარ შენ.
Hymn type: t     
--

Hymn number: 380(21)  
Hymn type: h     
უფროჲს სიმძაფრესა ქალდეველთა საჴუმილისასა შჳდწილ აღეტყინა ალი ცოდვისაჲ შინაგანსა გონებისა ჩემისასა შეწვად სულიერთა ნაყოფთა სათნოვებისათა და ალსა სრულსა წინაჲსწარ ვხედავ ქრისტე, წყაროვო ცხორებისაო, აცურ[ი]ე სულსა ჩემსა ცუარი მადლისაჲ და დაშრიტე ალი ცოდვისაჲ, რაჲთა საღმრთოჲსა ცუარითა სხურებულმან ყრმათა მათებრ ჴმა-ვყო: კურთხეულ ხარ, ღმერთო, საუკუნითგან უკუნისამდე.
Hymn type: t     
--



Ode: akrtx.  
აკურთხევდითსა


Hymn number: 381(1)  
Hymn type: h     
მჴსნელო ყოველთაო, Ms. page: 78r   Page of ed.: 433  ძლიე[რ]ო ღმერთო, ცეცხლსა შეთხეულნი ყრმანი იჴსნენი, რაჟამს-იგი შეაცურ[ი]ე, სახუმილი[თ] ღაღადებდეს: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.
Hymn type: t     
მორწმუნეთა ერი სარწმუნოებით სამებასა ღმერთსა თაყუანის-სცემენ მართლაღსარებითა დღეს და ესრეთ ღაღადებენ: აკურთხევდით საქმენი [უფლისანი უფალსა].

Hymn number: 382(2)  
Hymn type: h     
განიხარეს ყრმათა შემდგომად განრისხებისა მძლავრისა მათ ზედა, რამეთუ არა მისცეს დიდე[ბაჲ] კერპსა უსულოსა, არამედ ღმერთსა ცხოველსა და შეურაცხ-ყვეს ცეცხლი და ანგელოზისა მიერ სხურებულ იქმნეს და იტყოდეს: ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
Hymn type: t     
მოვისწრაფოთ მორწმუნენო, თაყუანის-ცემად სამებისა წმიდისა და ყოვლითა გულითა ქებასა შევსწირავდეთ მისა და სამთა მათ ყრმათა თანა, სამებისა მსახურთა, სარწმუნოვებითა მტკიცითა ესრეთ ვღაღადებდეთ და ვიტყოდი[თ]: საქმენი [უფლისანი უფალსა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე].

Hymn number: 383(3)  
Hymn type: h     
ჴელთა განპყრობითა დანიელ მღჳმესა მას შინა მჴეცნი მოამდოვრნა Ms. page: 78v   Page of ed.: 435  და სა/მთა მათ ყრმათა დაშრიტეს ცეცხლისა ალი ღმრთისა მიერ და განბრძნობილნი უშიშად ესრეთ ღაღადებდეს: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.
Hymn type: t     
ყოველთა ნათესავთა შორის შენ მხოლოჲ გამოშჩნდი, ღმრთისმშობელო ქალწულო, რაჟამს დაიტიე ღმრთეებაჲ დაუტევნელი ყოველთაგან, და არა შეგწუა შენ ცეცხლმან მიუახლებელმან, არამედ დაგმარხა უბიწოდ ქალწული ქალწულადვე.

Hymn number: 384(4)  
Hymn type: h     
ყრმანი ბრწყინვალენი საჴუმილისაგან პირველად იჴსნა შობილმან ქალწულისაგან, რომლითა მოასწავა ჴსნაჲ ჩუენი საცთურისაგან და ნათლითა შემოსილნი მათ თანა ვიტყოდით: უფალს უგალობდით ყოველნი და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
Hymn type: t     
არსებაჲ პირველი, მიზეზი ყოვლისა დაბადებისაჲ, გიცანთ ღმერთი დაუსაბამოჲ და გქადაგებთ მშობელად თანასწორსა სიტყუასა, აღმომაცენებელად სულისა და ვიტყჳთ: [უფალს უგალობდით ყოველნი და ამაღლებდით მას უკუნისამდე].

Hymn number: 385(5)  
Hymn type: h     
რომელი ზეცასა მამისა თანა დაუკლებელა/დ იქების Ms. page: 79r   Page of ed.: 437  ანგელოზთაგან, ყრმანი აკურთხევდით ქრისტესა, ღმერთსა და მჴსნელსა, უკუნისამდე.
Hymn type: t     
სამგუამოვნებით მოგუესწავების ერთი ღმრთეებაჲ განუყოფელი და იდიდების ყოველთაგან დაბადებულთა სამებაჲ წმიდაჲ უკუნისამდე.

Hymn number: 386(6)  
Hymn type: h     
მეუფესა ქრისტესა, ღმერთსა ჩუენსა, რომელსა ღირს იქმნეს აღსარებად ყრმანი საჴუმილსა შინა და იტყოდეს დაუდუმებელად ყოველნი დაბადებულნი: დამბადებელსა ვაკურთხევდით უკუნისამდე.
Hymn type: t     
მეუფესა ქრისტესა, ღმერთსა ჩუენსა, რომელი იქების ძალთაგან ზეცისათა თანა მამით და სულით წმიდითურთ, დაუდუმებელად ყოველნი დაბადებულნი დამბადებელსა ვაკურთხევდეთ უკუნისამდე.

Hymn number: 387(7)  
Hymn type: h     
ყოველნი დაბადებულნი ძალითურთ თჳსით ვაკურთხევდეთ ღმერთსა ჩუენსა, ღირსნი და უბიწონი გულითა უგალობდეთ და ავამაღლებდეთ უფალსა უკუნისამდე.
Hymn type: t     
სამგუამოვნებით ცნობილსა მხოლოსა ღმერთსა ერთარსებით ვაკურთხევდეთ, მორწმუნენი გალობით ესრეთ უღაღადებდეთ: Ms. page: 79v   Page of ed.: 439  ამაღლებულო უფალო, ყოველნი გაკურთხევთ.

Hymn number: 388(8)  
Hymn type: h     
ქრისტე ღმერთი, რომელი გამოუჩნდა მგალობელთა სახედ ანგელოზისა საჴუმილსა შინა, ყრმანი აქებდით, მღდელნი აკურთხევდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
Hymn type: t     
ღმრთეებასა დაბადებულსა, რომელი მოგუესწავების ჩუენ სამგუამოვნებით გამოუთქუმელად, ყრმანი აქებდით, მღდელნი [აკურთხევდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე].

Hymn number: 389(9)  
Hymn type: h     
გიხაროდენ, იერუსალემ, და განსცხრებოდეთ თქუენ, სიონის მოყუარენო, რამეთუ მეუფე საუკუნოჲ დღეს მოვიდა უფალი ძალთაჲ, შეძრწუნდინ ქუეყანაჲ პირისაგან მისისა და ესრეთ ღაღადებდინ: საქმენი უფლისანი აკურთხევდით უფალსა და უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
Hymn type: t     
შანთი იგი მიუწდომელი და არსებაჲ ღმრთეებრ ბუნებით შეუცავი, სამებით ცნობილი და ერთარსებით თაყანის-ცემული, მამაჲ ძით და სულით წმიდითურთ მოგუესწავა ჩუენ, მორწმუნეთა, და ვღაღადებთ: [საქმენი უფლისანი აკურთხევდით უფალსა და უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე].

Ms. page: 80r  
Page of ed.: 441 
Hymn number: 390(10)  
Hymn type: h     
ბაბილონ ყრმანი შურითა საღმრთოჲთა საჴუმილებრ აღეტყინნეს, და სიქადული მძლავრისაჲ მის და ალი ახოვნად დათრგუნეს და შორის ცეცხლსა დგეს და გალობით ესრეთ ღაღადებდეს: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.
Hymn type: t     
სამებასა ჰმსახურებდეს წმიდანი ყოვლითა გონებითა და შეურაცხ-ყვეს მათ სოფლისა ამის შუებაჲ და ტკივილი, სატანჯველნი და განათლებულნი ესრეთ ღაღადებდეს: აკურთხევდით[ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა].

Hymn number: 391(11)  
Hymn type: h     
ღმრთისმშობელო, ჩუენ ყოველნი გიცნობთ შენ დედად ღმრთისა ჩუენისა, ყოლად ღირსო გიღაღადებთ: გიხაროდენ შენ, ქალწულო, შენგან შობილსა ღმერთსა უფროჲსად ავამაღლებთ უკუნისამდე.
Hymn type: t     
დამიფარენ ჩუენ განსაცდელისაგან, ღმრთისმშობელო ქალწულო, რომელნი სარწმუნოებით უგალობთ შენგან შობილსა და ანგელოზთა [თანა] უფროჲსად ავამაღლებთ უკუნისამდე.

Hymn number: 392(12)  
Hymn type: h     
სამსახეობაჲ სამებისაჲ სამთა მათ ალსა შეაცურევს და კრულებასა / განჰჴსნის, Ms. page: 80v   Page of ed.: 443  ხოლო სამნი იგი მაღალსა აკურთხევენ და ესრეთ იტყჳან: დამბადებელო და მჴსნელო ყოველთაო, აგამაღლებთ შენ.
Hymn type: t     
მოგუასწავებდეს პირველ მამამთავარნი ერთარსებასა ძალსა სამებისასა. დავით იტყოდა ცათა დამტკიცებასა სიტყჳთა და სულითა ღმრთისა მამისაჲთა, რომელსა აწ სამებით ჩუენ ავამაღლებთ.

Hymn number: 393(13)  
Hymn type: h     
ეტყოდა გაბრიელ ღმრთისმშობელსა: ისმინე ჩემი, ქალწულო და შეიწყნარე ნებაჲ ღმრთისა მაღლისაჲ დაუსაბამოჲსა დღეს, რამეთუ შენგან უკუდავი იგი კაცთა შორის ჭეშმარიტა[დ] იქცეოდის, რომელსა უღაღადებთ: აკურთხევდით ოველნი საქმენი უფლისანი უფალსა და უფროჲსად ავამაღლებთ მას უკუნისამდე.
Hymn type: t     
მუცლად-იღე სიტყუაჲ უსხეულოჲ, ყოლად უსძლო[ო] ქალწულო, სიტყჳთა მთავარანგელოზისაჲთა და ხარებითა მისითა სიხარული დაუსრულებელი ჴორცითა უშევ ყოველსა სოფელსა, რომელსა უღა[ღადებთ; აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა და უფროჲსად ავამაღლებთ მას უკუნისამდე].

Ms. page: 81r  
Page of ed.: 445 
Hymn number: 394(14)  
Hymn type: h     
სამნი ყრმანი შეიტკ[ბ]ნა მძლავრმან, იხილა რაჲ მათ შორის მეოთხისა ხილვაჲ ბრწყინვიდა ვითარცა მზე, და ნიავ-ცუარითა აგრილობდა ყრმათა.
Hymn type: t     
უსხეულოთა განწყობილნი მარადის ადიდებენ სამებასა, არსებასა ერთსა, მეუფებასა ღმერთსა, მამასა, ძესა და წმიდასა სულსა.

Hymn number: 395(15)  
Hymn type: h     
ქუეყანაჲ და ყოველივე მას შინა, ზღუაჲ და წყაროვები, ცანი ცათანი, ნათელი, ბნელი, ყინელი და ტფილი ძეთა თანა კაცთასა, მღდელთა თანა დღეს ერნი აკურთხევდით ქრისტესა და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
Hymn type: t     
ცანი ცათანი, ერნი ანგელოზთანი, ქუეყანაჲ და მკჳდრნი სოფლისანი, ხილულნი და უხილავნი, ქუესკნელნი და ზესკნელნი ძეთა თანა კაცთასა, მღდელნი და ერნი აკურთხევდით სამებასა და ამაღლებდით მას უ[კუნისამდე].

Hymn number: 396(16)  
Hymn type: h     
ცეცხლისფერნი დგანან წინაშე შენსა, უფალო, ქერაბინნი და სერაბინნი, და მათ თანა ყოველნი ქმნულნი შენნი გალობასა შეგასხმენ: აკურთხევდით ერნი ცისანი და ძენი კაცთანი. Ms. page: 81v   Page of ed.: 447  ქრისტესა მხოლოსა დამბადებელსა ყოველთასა უკუნისამდე.
Hymn type: t     
ცხორების მომცემელო, უფალო ყოვლისა მპყრობელო, მამაო, ძეო და სულო ცხოველო, თაყუანის-გცემთ კურთხევით ყოველნი ქმნულნი და ესრეთ ვღაღადებთ: აკურთხევდით ერნი ცისანი და ძენი კაცთანი [ქრისტესა მხოლოსა დამბადებელსა ყოველთასა უკუნისამდე].

Hymn number: 397(17)  
Hymn type: h     
რომელი ჯუარსა დაემშჭუალე ჴორცითა და მაცხოვარებისაჲ საჭურველად მომეც ყოველთა პატიოსანი ჯუარი შენი, ქრისტე, ყრმათა თანა გაკურთხებთ და აგამაღლებთ უკუნისამდე.
Hymn type: t     
რომელი ზეცას მთავრობათა მიერ წმიდაარსობით მარადის იქების სამებაჲ წმიდაჲ, ჩუენცა, ქუეყანისა კჳდრნი მორწმუნენი, მათ თანავე ვაკურთხევთ და ავამაღლებთ უკუნისამდე.

Hymn number: 398(18)  
Hymn type: h     
აზღუდნეს შორის საჴუმილსა მას ბაბილოვნისასა და მუცლად წამისყოფით, ვითარცა ქარი ცუარისაჲ რაჲ ნიავი, და იშვა მისგან უხრწნელებით დანერგვაჲ საკჳრველებათაჲ ღრმათა შინა და უფსკრულთა, საქმენი უფლისანი აკურთხევდით უფალსა.
Hymn type: t     
არსებით უცვალებელსა და გამოუკულეველსა, დამბადებელსა წამისყოფით Ms. page: 82r   Page of ed.: 445  ყოველთა უხილავთა და ხილულთასა, სამებასა ერთარსებასა, მამასა ძით და სულით წმიდითურთ აღსარებით უგალოობთ: საქმენი [უფლისანი აკურთხევდით უფალსა].

Hymn number: 399(19)  
Hymn type: h     
აღაგზნეს უღმრთოთა საჴუმილი ყრმათათჳს ველსა მას დეირისასა, რაჟამს აჰმართა უცხოჲ სახიობაჲ მძლავრმან მან და ვერ შეაძრწუნნა ღმრთის-მსახურნი მჴეცებრ მძჳნვარებამან და ესრეთ იტყოდეს: აკურთხევდით საქმენი, ქმნულნი უფლისანი, უფალსა.
Hymn type: t     
--

Hymn number: 400(20)  
Hymn type: h     
დიდებული, საკჳრველი სახე ქალწულებისაჲ და იგავი საღმრთოჲსა განკაცებისაჲ იხილვა ეზეკიაჲს ზე მეფისა მეუფისა მიერ მეუფეთაჲსა, შეცვალებაჲ ბუნებითთა ბუნებათაჲ და წარმოჩინებაჲ საკჳრველებათაჲ. რამეთუ ცეცხლი იქმნა მშობელ ცუარისა, და საჴუმილი -- ნიავისა მაგრილებელად სამებისა მგალობელთა, ეგრეთვე აქა ქალწულმან შვა შეუწველად ცეცხლი ღმრთეებისაჲ ჴორცითა, Ms. page: 82v   Page of ed.: 451  რომელსა აგრი/ლობდა მადლით ცუარი მაღლისაჲ, ავამაღლებთ საუკუნეთა ღმერთსა მაღალსა.
Hymn type: t     
--



Ode: adid.  
ადიდებდითსა


Hymn number: 401(1)9  
Hymn type: h     
ევა ოდესმე ურჩებითა წყევაჲ სოფლად შემოიღო, ხოლო შენ, ღირსო წმიდაო ქალწულო ღმრთისმშობელო, მორჩისა მუცლად-ღებითა უთესლოდ აღმოუყუავილე სოფელსა კურთხევაჲ, ამისთჳსცა ყოველნი გადიდებთ.
Hymn type: ta     
დედაჲ ხარ უქორწინებელი და მიზეზი კაცთა ჴსნისაჲ ყოლად წმიდაო, რამეთუ იქმენ შენ ეტლ და საყდარ და ღრუბელ ნათლისა უსხეულოჲსა, განმაქარვებელ ბნელსა ცოდვისასა, ამისთჳსცა ყოველნი გადიდებთ.
Hymn type: tb     
გარე-შეუწერელსა ღმერთსა, ნათელსა უხილავსა, უსხეულოსა, სიბრძნით შემოქმედსა ყოველთასა, სამებასა ერთარსებასა, მამასა, ძესა და ყოლად წმიდასა სულსა, მორწმუნენი ქებით ვადიდებთ.

Hymn number: 402(2)  
Hymn type: h     
შენ შორის აღესრულა დღეს საიდუმლოჲ სიტყჳსა საღმრთოჲსაჲ ქალწულო უბიწო[ო], მოწყალებით, ღმერთი რაჲ იშვა შენგან ჴორცითა, ღირსო, ამისთჳს, ვითარცა ღმრთისმშობელ ხარ, გადიდებთ.
Hymn type: ta     
ღმრთისმშობელო უხრწნელო, ყოველნი გნატრით, Ms. page: 83r   Page of ed.: 453  რომელმან / უშევ სოფელსა მზე სიმართლისაჲ, მისა მიმართ შეწირე ვედრებაჲ ჩუენი და წყალობაჲ ყავ მოსავთა შენთათჳს, რომელნი გადიდებთ.
Hymn type: tb     
მოვედით, მორწმუნენო, ერთარსებასა სამებასა წმიდისასა თაყუანის-ცემდით შეურწყუმელად და განუყოფელად სამგუამოვნებით ერთუფლებასა, ერთმთავრობა[სა] ძალითა.

Hymn number: 403(3)  
Hymn type: h     
ლოდი საკიდური უჴელოდ გამოეკუეთა შენგან, მთაო გამოუკუეთელო, ქალწულო, ქრისტე, შემაერთებელი ბუნებათაჲ, ამისთჳსცა სიხარულით ჩუენ, მორწმუნენი ღირსად გადიდებთ.
Hymn type: ta     
სარწმუნოვებით აღგიარებთ დედად ღმრთისა ჩუენისა ღირსო, და წმიდად ქალწულად გქადაგებთ. ქრისტესა, ძესა შენსა ევედრე ჩუენთჳს, რაჲთა მიჴსნეს მტრისაგან მადიდებელნი შენნი, წმიდაო.
Hymn type: tb     
არსებით მიუწდომელსა, ერთსა ღმერთსა აღვიარებთ ჩუენ, სამგუამოვნებით თჳთებასა, რომელ-იგი არს სული, სიტყუაჲ და ძალი მხოლოჲ, სამებით ცნობილი, რომელსა ღირსად ქები[თ ვადიდებთ].

Hymn number: 404(4)  
Hymn type: h     
ყოველნი ტომნი ქუეყანისანი იხარენ დღეს სულითა და დღესასწაულობენ Ms. page: 83v   Page of ed.: 455  გუ[ნ]დნი ზეცისა უსხეულოთანი დიდებით მუცლად-ღებასა ყოლად უბიწოჲსასა და იტყჳან: გიხაროდენ; მარადის ქალწულო მარიამ სასუფეველსა.
Hymn type: ta     
ნუ შეურაცხ-ჰყოფ ერსა შენსა გლახაკსა და დაწუნებულსა, არამედ შემწე ეყავ[ნ] მარჯუენაჲ შენი ძლიერი და მაღალი, შობილი ქალწულისაგან და მიჴსნენ ჩუენ მონებისაგან მტერთა ჩუენთაჲსა აგარის ნათესავთაგან და ძლევაჲ მოჰმადლე მეფესა ჩუენსა.
Hymn type: tb     
ეჰა წმიდაო ღმრთისა დედაო, განანათლე ცნობანი ჩუენნი, რომელმან გჳშევ ღმერთი, განმანათლებელი წყუდიადისაჲ, და ნუმცა დამფარავს ბნელი პირველთა უმეცრებათაჲ და წარმიძეღუ მყუდროდ ნავთსაყუდელად ცხორებისა მიმართ საუკუნოჲსა.
Hymn type: tg     
თაყუანის-ვსცემდეთ არსება-დაუბადებელსა სამებასა, მამასა მოწყალესა, ძესა მხოლოდ-შობილსა სულით წმიდითურთ, ბუნებით მიუწდომელსა, არსებით უცვალებელსა და ერთობით ესრეთ უღაღადებდეთ: დაგჳცვენ, უფალო, მონანი შენნი.

Hymn number: 405(5)  
Hymn type: h     
შობა შენი უხრწნელ არს, ქალწულო, Ms. page: 84r   Page of ed.: 457  ღმერთი / მუცლით შენით გამოვიდა განჴორციელებული კაცთა შორის იქცეოდა, ამისთჳსცა ჩუენ შენ, ღმრთისმშობელო, მარადის ყოველნი გადიდებთ.
Hymn type: ta     
შობაჲ შენი, ქრისტე ქალწულისაგან საღმრთომან ესაია ქადაგა სულისა მიერ წმინდისა აღვსებული მხოლოდ იტყოდა: ყრმა იშვეს ჩუენდა, პირველ საუკუნეთა სიტყუაჲ მამისაჲ
Hymn type: tb     
ტაძარო სულის წმიდისაო, მტჳრთველო ცათა მეუფისაო, ნისლი ცოდვათა ჩემთაჲ განაბნიე და ნაკადული მაღლისა შენისაჲ ჩემ ზედა დააწთვე, რაჲთა გადიდებდე, ყოლად წმიდაო.
Hymn type: tg     
არსებისა ხატსა უსხეულოსა, ბეჭედსა მას ჴელთ-შეუხებელსა, ძესა მას და სიტყუასა, სიბრძნესა მამისასა და ძალსა მისსა მამისა თანა სულით წმიდითურთ ვადიდებდეთ.

Hymn number: 406(6)  
Hymn type: h     
შჯული დედათაჲ დაჰჴსენ შენ მიდგომილებითა უთესლოდ, დედაო სიტყჳსა ღმრთისაო, და განაქარვე შენ საცთურ[ი] ევაჲსი, პირველ-ქმნულისაჲ.
Hymn type: ta     
შენ, დიდებულო ქალწულო უქორწინებელო, მითხოვე მისგან, რომელი ჰშევ უთესლოდ, Ms. page: 84v   Page of ed.: 459  შენდობაჲ ცოდვათაჲ და სულთა ჩუენთათჳს დიდი წყალობაჲ.
Hymn type: tb     
შენ, რომელიცა ღმრთეებით შეუცავ ხარ უჴორცოთაგან, სამებით დიდებულო ღმერთო, მამმაო და ძეო სულით წმიდითურთ, ყოველნი გადიდებთ.

Hymn number: 407(7)  
Hymn type: h     
შენ, რომელმან მუცელსა შენსა იტჳრთე სიტყუაჲ ღმრთისაჲ, ღმრთისმშობელო უბიწო[ო], რომელი ცათა უვრცელეს ხარ, ამისთჳს მორწმუნენი გალობით გადიდებთ.
Hymn type: ta     
შენ ყოველთა დაბადებულთა უმეტესად გამოშჩნდი, დამტევნელო სიტყჳსაო, უზეშთაეს ბუნებათა, რომელმან გჳშევ ღმერთი ყოველთაჲ, ამის[თჳს მორწმუნენი გალობით გადიდებთ].
Hymn type: tb     
შენ, არსებით მიუწდომელო, ღმრთეებით უხილაო, ერთარსებით დიდებულო, მამაო დაუსაბამო[ო], ძეო მხოლოდ-შობილო, სულო ცხოველს-მყოფელო, გალობით [გადიდებთ].

Hymn number: 408(8)  
Hymn type: h     
გიხაროდენ შენ, ყოლად წმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულთა სიქადულო, დედათა დიდებაო, შემწეო მამათაო, სძალო, მჴევა[ლო] და დედაო მჴსნელისაო.
Hymn type: ta     
გიხაროდენ, ღრუბელო სულმცირეო და ეტლო ღმრთისა მაცხოვრისაო, გიხაროდენ, საყდარო Ms. page: 85r   Page of ed.: 461  ცეცხლისაო და / კიბეო ცად აღწევნულო, ღმრთისმშობელო ქალწულო.
Hymn type: tb     
სამებაჲ ერთარსებაჲ თაყუანის-საცემელი, რომელი იდიდების ძალთაგან ზეცისათა, ღმრთეებრ მიუწდომელი, ჩუენ, მორწმუნენი მას გალობით ვადიდებდეთ.

Hymn number: 409(9)  
Hymn type: h     
უწინარეს შობისა და შობასაცა და შემდგომად შობისა ქალწულად უბიწოდ აღგიარებთ და, ვითარცა ღმრთისმშობელ ხარ, ღირსად გადიდებთ.
Hymn type: ta     
დამტევნელო უთესლოდ სიტყუასა ღმრთისასა, მოსავნი შენნი ვითხოვთ შენ მართლისაგან წყალობასა და ვითარცა ღმრთისმშობელ ხარ, [ღირსად გადიდებთ].
Hymn type: tb     
აღვიარებთ ჭეშმარიტად მორწმუნენი მართლაღსარებით სამებასა დაუსაბამოსა და ზეცისა ძალთა თანა ქებით ვადიდებთ.

Hymn number: 410(10)  
Hymn type: h     
თესლისაგან დავითისა გამოხუედ, უბიწო[ო], დამბადებელი იტჳრთე წიაღითა, შენ, სიქადულო ჩუენო, გიხაროდენ, ღმრთისმშობელო ქალწულო, შენ, ვითარცა დედოფალსა დაბადებულთასა ყოველნი გადიდებთ.
Hymn type: ta     
გალობით გადიდებთ შენ, ღმრთისმშობელო ქალწულო, Ms. page: 85v   Page of ed.: 463  ყოველნი მორწმუნენი დაუცხრომელად, ვითარცა ხარ დედაჲ ქრისტეს ღმრთისაჲ, ღმრთისმშობელო ქალწულო, და მსგავსად უძლურებისა დაუდუმებელად ნათესავთა თანა გნატრით.
Hymn type: tb     
მართალი სარწმუნოვებაჲ სამებისა წმიდისაჲ ყუავის კათოლიკე ეკლესიასა შინა და სულნელ ჰყოფს მას შვილთა თჳსთა საღმრთოჲთა მადლითა და მისცემს უხუად სიბრძნესა, რომელნი მართლმეტყუელებით ადიდებენ მას.

Hymn number: 411(11)  
Hymn type: h     
მოსე მთასა წმიდასა შეუწველად მაყუალი იხილა, იოსებ ქუაბსა შინა მიუწდომელად შობაჲ იხილა, ამისთჳს ყოველნი მორწმუნენი ღირსად წმიდასა ღმრთისმშობელსა აწ ვადიდებდეთ.
Hymn type: ta     
ძალნი ცათანი ძრწოლით გიგალობენ შენ - ღმერთსა მაღალსა, მდგომარენი შენ წინაშე გაქებენ დამბადებელსა შიშით და ძენი კაცთანი დაუდუმებელად სამებასა წმიდასა გადიდებენ შენ.
Hymn type: tb     
საწმისად საღმრთოჲსა მის ცუარისა გქადაგა გედეონ, ბჭედ აღმოსავალისა Ms. page: 86r   Page of ed.: 465  ეზეკი/ელ გიხილა, უსძლო[ო], ხოლო დანიელ -- მთად გამ[ო]უკუეთელად და ესაია -- ევმანუელის მშობელად.

Hymn number: 412(12)  
Hymn type: h     
კიდობანსა მას შჯულისასა ვერ შეეხებოდა ჴელი ყოველთაჲ, ხოლო აქა დღეს ბაგენი ჩუენ მორწმუნეთანი ჴმითა დაუდუმებელითა ესრეთ გაბრიელის თანა ვიტყოდით: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.
Hymn type: t     
გიწოდა დანიელ მთად მაღლად და ესაია დედად ღმრთისა გიცნა, კუალად გედეონ საწმისად ცუარისა გიხილა, დავით -- კიდობნად, ეზეკიელ -- ბჭედ, ხოლო დღეს გაბრიელ გეტყოდა: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.

Hymn number: 413(13)  
Hymn type: h     
ღმერთი უფალი გამოჩნდა შენგან, სძალო უბიწო[ო], ჴორცითა და ვითარცა კაცი იქცეოდა ქუეყანასა ზედა, რომელსა ერნი გალობით ქებასა შეასხმენ, კურთხეულ არს მომავალი ჩუენდა სახელითა უფლისაჲთა უკუნისამდე.
Hymn type: t     
სამგუმამოვანსა ერთსა ღმერთსა ვიცნობთ ჩუენ, ყოველნი მორწმუნენი, სწორსა ბუნებითა, განუყოფელსა ღმრთეებითა აღვიარებთ და სარწმუნოვებით უღაღადებთ: კურთხეულ არს მამაჲ, ძე და სული [წმიდაჲ].

Hymn number: 414(14)  
Hymn type: h     
გიხაროდენ შენ, წმიდაო დედოფალო, Ms. page: 86v   Page of ed.: 467  დედა/თა დიდებაო, ქალწულთა თუალო, რამეთუ მეტყუელებაჲ ვერ შემძლებელ არს ღირსად ქებასა შობისა შენისასა, მისთჳს სარწმუნოებით გადიდებთ შენ.
Hymn type: ta     
შენ, სამებაო ღმრთეები[თ] მიუწდომელო, მომეც ჩუენ მადლი შენი, მოსავთა შენთა, რომლითა ღირსა ვიქმნეთ სარწმუნოვებით აღსარებად ღმრთეებისა შენისა და განათლებულნი გალობით გადიდებთ.
Hymn type: tb     
შენ მიერ, ღირსო, ვპოვეთ თავისუფლებაჲ, ქალწულო უბიწო[ო], ცოდვათა ჩუენთაჲ არამედ მოუძლურდა ბუნებაჲ ჩუენი შემსგავსებულად შესხმად შენდა, სძალო, ამისთჳს [სარწმუნოებით გადიდებთ შენ].

Hymn number: 415(15)  
Hymn type: h     
ნიავ-სურნელით გამო მთასა ჰაეროვანსა ეუბნა სიტყუაჲ ღმრთისაჲ უხილავი ელიას, მთაჲ სახე გექმნა შენ, ქალწულო, ნიავი -- სულსა წმიდასა, ხოლო ელია -- მახარებელსა გაბრიელსა, რამეთუ უხილავი იგი შენგან შობად იყო მთისაგან წმიდისა.
Hymn type: t     
სუფევაჲ შენი, ქრისტე, სუფევაჲ არს მარადის, მამისა თანა სულით Ms. page: 87r   Page of ed.: 469  წმიდითურთ მე/უფებაჲ, მოიჴსენე სამწყსოჲ შენი, აკურთხენ და განამრავლენ, დამწყსენ დ[ა] აღამაღლენ უკუნისამდე, მოაუძლურენ ურწმუნონი და მძლე ყვენ მეფენი ჩუენნი მორწმუნენი.

Hymn number: 416(16)  
Hymn type: h     
საუკუნეთა მოქმედისა დედასა და ქალწულსა გალობით ვადიდებდეთ.
Hymn type: t     
შენგან შობილსა ქრისტესა ევედრე, სახარულევანო, მორწმუნეთა ცხორებისათჳს.

Hymn number: 417(17)  
Hymn type: h     
უთესლოდ შობლსა შენგან, ღმრთისმშობელო ქალწულო, ქრისტესა, ღმერთსა ჩუენსა, დაუდუმებელად ვადიდებთ.
Hymn type: t     
--

Hymn number: 418(18)  
Hymn type: h     
შენ, უქორწინებელსა ღმრთისმშობელსა, ზეცისა სძალსა, ქალწულსა, რომელმან ჰშევ წინაძღუარი ცხორებისა ჩუენისაჲ, გალობით გადიდებთ შენ.
Hymn type: t     
შენ, ზეცათა ღმრთისა სძალსა, რომელმან შემოქმედი გჳშევ ჩუენ, ამისთჳს მორწმუნენი, ვითარცა მხოლოჲ ღმრთისმშობელ ხარ, გალობით გადიდებთ.

Hymn number: 419(19)  
Hymn type: h     
სოფლისა მჴსნელად მოხუედ მოძიებად ადამეანთა, და განთავისუფლებად მსხდომარეთა ბნელსა მას შინა Ms. page: 87v   Page of ed.: 471  შენ, მჴსნელო ჩუენო ქრისტე, ნათლისაგან მამისა მოსრულო.
Hymn type: t     
შენ[გან], მთაო წმიდაო, გამოეკუეთა ლოდი უჴელოდ, რომელ არს შემოქმედი, მეუფე ჩუენი ქრისტე, რომელსა თაყუანის-ვსცემთ, და შენ დაუცხრომელად გადიდებთ.

Hymn number: 420(20)  
Hymn type: h     
კიდობანსა მას შჯულისასა გარემოჲს მდგომარე იყვნეს ქერაბინ-სერაბინნი და შიშით გადიდებდეს, უსძლოო, სულთა ჩუენთა მფარველო, დიდებულო ქალწულო.
Hymn type: t     
--

Hymn number: 421(21)  
Hymn type: h     
რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, რომელმანცა ჯერ-იჩინა მოწყალებით ჴსნაჲ კაცთა ნათესავისაჲ, - იტყოდა უბიწოჲ ღმრთისმშობელი.
Hymn type: t     
--

Hymn number: 422(22)  
Hymn type: h     
იწოდე წიგნა[დ] დაბეჭდულად, ღმრთისმშობელო, მიუწდომელი კითხვად მეცნიერებასა კაცთასა, საღმრთოჲთა ჴმითა სიტყუათა შენთაჲთა იქუხნა ცით გამო და კიდეთა სოფლისათა ოხრიდა: იხარებდ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.
Hymn type: t     
იხარებს კრებული საღმრთოთა მქადაგებელთაჲ და ერთობით იშუებენ, Ms. page: 88r   Page of ed.: 473  რამეთუ ხედვენ / აღსრულებად მათ მიერ ქადაგებულსა ჭეშმარიტად, ღმერთსა ჴორც-შესხმულსა საშოჲსაგან შენისა მჴსნელად ჩუენდა, რომელი სარწმუნოებით გადიდებთ, უსძლო[ო].

Hymn number: 423(23)  
Hymn type: h     
მუცელი შენი, ქალწულო, ემსგავსა საწამი[ს]სა გედეონი[ს]სა, მან ცუ[ა]რი ცისაჲ იტჳრთა, ხოლო შენ სიტყუაჲ ღმრთისაჲ მუცლად-იღე და უშევ სოფელსა მზრდელი სულისაჲ, მჴსნელი დაბადებულთაჲ.
Hymn type: t     
--

Hymn number: 424(24)  
Hymn type: h     
ქალწულთა შუება[დ] და მეუფეთა დიდებად უფალმან გამოგარჩია უსძლო[ო] სძალო და უქორწინებელო ქრისტეს დედაო, შემკობილო თუალითა მით ანთრაკითა, რომელსა ანგელოზმან გიხაროდენი მოგართუა, იხარე[ბ]დ, უბიწო[ო], მიზეზო ცხორებისა კაცთაჲსაო.
Hymn type: t     
--

Hymn number: 425(25)  
Hymn type: h     
უმაღლესსა ცათასა და უზეშთაესსა ქერაბინთასა, ყოლად უბიწოსა ქალწულსა, მიზეზსა ცხორებისა ჩუენისასა, ცასა და საყდარსა და კარავსა მაღლისასა, დედასა ყოველთა მეუფისასა, სასოსა განწირულთასა ყოველნი ვადიდებდეთ.
Hymn type: t     
--

Hymn number: 426(26)  
Hymn type: h     
გიხაროდენი მოგართუა, უბიწო[ო], მთავარანგელოზმან და გეტყოდა: გიხაროდენ, Ms. page: 88v   Page of ed.: 475  მიმა/დლებულო, უფალი შენ თანა, რომელი დამკჳდრებულ არს, მის მიერ იხილოს ნათესავმან ადამისმან დიდი წყალობაჲ და საუკუნოჲ იგი ცხორებაჲ.
Hymn type: t     
--

Hymn number: 427(27)  
Hymn type: h     
გონებაჲ კაცთა მეტყუელთაჲ მოუძლურდა და სიბრძნე სოფლისა ბრძენთაჲ დაინთქა უფსკრულსა მას მიუწდომელობისასა ორკერძოჲსა მისთჳს შობისა შენისა, ღმრთისა სიბრძნეო, რამეთუ იძლინეს ბუნებანი და განცჳბრდეს მეტყუელებანი ღმრთეებრ შობაჲ შენი უცნაუ[რ] და გამოუკულეველ, და განკაცებაჲ შენი უცხო და მიუწდომელ, შენ იშევ ჴორცითა დედისაგან, შობილი ღმრთეებით მამისაგან, შეცვალე ბუნებანი, განაკჳრვენ მთავრობანი, რაჟამს აჩუენენ საკჳრველებანი, დაჰმარხენ ორთა ბუნებათა თჳთებანი და აღასრულენ მეტყუელებანი დიდებად ღმრთეებისა შენისა, ყოველსავე...
Hymn type: t     
--





Next part



This text is part of the TITUS edition of Nevm.dzlisp..

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.