TITUS
Nevm.dzlisp.
Part No. 6
Previous part

Canon: b-g  
Ode: ug.  
Ms. page: 105r  
Page of ed.: 541 
ძლისპირნი და ღმრთისმშობლისანი
უგალობდითსა ჴმაჲ გ̃ი


Hymn number: 505(1)  
Hymn type: h     უკულეველად ზღუაჲ წიაღ-ვლო ისრაელმან, ვითარ ვრცელი ქუეყანაჲ და მდევარი ფარაო იხილა დანთქმული უფსკრულთა და ძლევისა გალობასა ღმერთსა გიგ[ა]ლობდა.
Hymn type: t     
შეიწყნარე საიდუმლოჲ, ღმრთისმშობელო, დამბადებელი შენი და გჳშევ ჩუენ ჴორცითა მიუწდომელად, უბიწოვო, და იქმენ ჭეშმარიტად დედად მეუფისა.

Hymn number: 506(2)  
Hymn type: h     
რომელმან ზღუასა მეწამულსა, ვითარცა ჴმელსა ქუეყანასა, განიყვანა ერი ისრაელთაჲ, ქრისტესა -- ღმერთსა ჩუენსა, ყოველნი უგალობდეთ გ[ა]ლობითა ახლითა.
Hymn type: t     
საუნჯეო ზეცისაო, ყოლად უბიწოვო ღმრთისმშობელო ქალწულო, ნუ დასცხრები ოხად უფლისა მიმართ მგალობელთა შენთათჳს.

Hymn number: 507(3)  
Hymn type: h     
ზღუაჲ მეწამული კუერთხმან განაპო, განჴმეს სიღრმენი და უფსკრულნი იქმნეს გზა უჭურველთა და შეჭურვილთა მათ საფლავ, არა-დამმარხველ გუამთა. Ms. page: 105v   Page of ed.: 543  გალობით უგალობდეთ, რამეთუ დიდებით დიდებულ არს ქრისტე, ღმერთი ჩუენი ცხოველი.
Hymn type: t     
შობილმან შენგან, ყოლად წმიდაო, მოკლა მტერი ჩუენი და აჴოცა წყევაჲ იგი პირველი და ჴელით-წერილი ჩუენი ცოდვაჲ ჯუარსა შემშჭუალა, გალობით [უგალობდეთ, რამეთუ დიდებით დიდებულ არს ქრისტე ღმერთი ჩუენი ცხოველი].

Hymn number: 508(4)  
Hymn type: h     
მჴსნელი ისრაელისაჲ საკჳრველთ-მოქმედ არს, მას მხოლოსა უგალობთ, რომელიცა დიდებულ არს.
Hymn type: t     
შენ, რომელი უთესლოდ ქალწულისაგან იშევ, დიდებასა შენსა იზიარენ ქრისტეანენი.

Hymn number: 509(5)  
Hymn type: h     
რომელმან დაფარა სიღრმესა მდევარი, ესე დღეს დაფარეს ქუეყანასა ზედა შვილთა მათ ზღჳსა ხსნილთასა, ხოლო ჩუენ შემსხმელთაებრ ჴმა-ვყოთ: უფალსა უგალობდეთ, რომელიცა დიდებულ არს.
Hymn type: t     
კარავო წმიდაო, ღმრთისა საყუდელო, რომელი პირველვე გამოსახულ იქმენ, რამეთუ შეიწყნარე შენ არა ანგელოზი, არამედ წმიდათა უწმიდესი, დიდებულო დედოფალო.

Hymn number: 510(6)  
Hymn type: h     
შემწე და მფარველ მეყავ ჩუენ მჴსნელად და შესავედრებელ ცხორებისა ჩუენისა, ესე არს ღმერთი მამისა ჩუენისაჲ და ავამაღლოთ ესე, რამეთუ დიდებულ არს.
Ms. page: 106r  
Page of ed.: 545 
Hymn type: t     
ვინ შვა ძეჲ თჳნიერ ბუნებისა? რომელი შვა მამამან უდედოდ ზეცასა, ესე ქალწულმან უბიწომან გჳშვა ჩუენ, სრული ღმრთეებითა და კ[ა]ცებითა.

Hymn number: 511(7)  
Hymn type: h     
რომელმან უფსკრულთა სივრცისა სიმტკიცე და სიღრმე საშინელი შერისხვით განაჴმო და ერსა თჳსსა წარუძღუა, ხოლო მტერნი მათნი დაანთქნა, გალობით უგალობდეთ საკჳრველთა სასწაულთა მოქმედსა ძლიერსა ღმერთსა.
Hymn type: t     
შენდა საშოდ, სძალო, გარდამოჴდა ზეცით სიტყუაჲ თანაარსი მამისა და სულისა, შენგან განკაცებულმან თავს-იდვა ვნებაჲ და სიკუდილი კაცობრივ[ი] კაცთა მიერ და ღმრთეებისა ძალითა დასცა მტერი სულთა ჩუენთაჲ.



Ode: moix.  
მოიხილესა


Hymn number: 512(1)  
Hymn type: h     
მივსცეთ ჩუენ დღე[ს] დიდებაჲ უფალსა ღმერთსა ჩუენსა.
Hymn type: t     
მადიდებელნი შენნი გუაცხონენ, ღმრთისმშობელო.

Hymn number: 513(2)  
Hymn type: h     
შენ, ღმერთი, ეჩუენე ღრუბლით გამო ჰაეროანით მთასა ზედა სასწაულითა მოსეს, მსახურსა შენსა, და მძლე ექმნა იგი ბილწთა მათ მეგჳპტელთა.
Hymn type: t     
შენ გესავთ, სამებაო, დაბადებულნი ჴელთა შენთანი არა დავსცხრებით ქებად შენდა Ms. page: 106v   Page of ed.: 547  და ყოლად გევედრებით შენ: შეგჳწყალენ მადიდებელნი შენნი.

Hymn number: 514(3)  
Hymn type: h     
რომელმან განავლო ზღუაჲ მეწამული მოსეს და ერსა ისრაელისასა და უდაბნოსა მას სიცხისასა საღმრთოჲთა მით ღრუბლითა აგრილობდა, ესე აქა ჴორცითა გამობრწყინდა ქალწულისაგან და შეუწუველად დაიცვა მშობელი თჳსი, ვითარცა მაყუალი მთასა სინასა.
Hymn type: t     
მთაჲ წმიდაჲ, მთაჲ საღმრთოჲ, მთაჲ საკჳრველი -- შემაერთებელი ორთა ბუნებათა, რომელსა ზედა დაემკჳდრა სიტყუაჲ იგი დამბადებელი მთათაჲ, ადიდებენ ზეცისანი, ჰნატრიან მას ქუეყანისანი, რომელმან შვა უმთავრეს[ი] მთავრობათაჲ და მან დამაგნა ჩუენ ღმერთსა სახიერსა.

Hymn number: 515(4)  
Hymn type: h     
ნისლსა მას შეუვალსა შევიდა მოსე -- რჩეული ღმრთისაჲ და ესმა უსმენელი იგი სიტყუაჲ უხილავისა მეუფისაჲ და პოვა მადლი სასწაულთა საქმისაჲ, რომლითა დასცნა პირმშონი ეგჳპტისანი და იჴსნნა ძენი ისრაელისანი მონებისაგან მათისა.
Hymn type: t     
ნათლითა შემოსილსა ღრუბელსა მას სულმცირესა, ღირსსა Ms. page: 107r   Page of ed.: 549  მტჳრთველსა ცუა/რისა ცხორებისასა, ადამეანთა ჴსნისა მიზეზსა, კიდობანსა მას ახლისა შჯულისასა, დედასა მეუფისასა, წმიდასა მას დედოფალსა სულიერითა შესხმითა, მორწმუნენო, შევამკობდეთ.

Hymn number: 516(5)  
Hymn type: h     
ოხრაჲ შესაძრწუნებელი ოდესმე სინას იხილვებოდა, და განგებულებაჲ ჴსნისა ჩუენისაჲ სიბრძნით გამოისახვოდა, რამეთუ საღმრთოჲ განჴორციელებაჲ საიდუმლოდ მოესწავებოდა, რაჟამს დიდებაჲ ღმრთისაჲ სახედ ცეცხლისა მაყუალსა მას ეგზებოდა და არა-შემწუველ ექმნებოდა, რომლისათჳსცა შჯულისმდებელი განკჳრვებით იტყოდა: უფალო, ყოვლისა მპყრობელო, წმიდა არს და მართალ სახელი შენი.
Hymn type: t     
იქმნა სახე ქალწულისაჲ მაყუალი მოტყინარე ცეცხლითა, რომელი იხილა შჯულისმდებელმან და განჰკრთა გონებითა, რამეთუ საღმრთოჲ განჴორციელებაჲ პირველვე გამოისახვოდა, ესე ცეცხლი შეუხებ[ე]ლი დატევნულ იქმნა საშოსა ქალწულისასა და არა-შემწუველ ექმნებოდა, არამედ ძალი მაღლისაჲ ჰფარვიდა, Ms. page: 107v   Page of ed.: 551  ამან გჳშვა ჩუენ ღმერთი ღმრთისაგან უდედოდ შობილი და ესე არს სასოჲ და მეოხი ჩუენი.



Ode: gandzl.  
განძლიერდასა


Hymn number: 517(1)  
Hymn type: h     
არავინ არს წმიდაჲ შენებრ, უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან აღამაღლე დღეს რქაჲ ქრისტეანეთაჲ, დამამტკიცენ ჩუენ ერთობით კლდესა ზედა სარწმუნოებისასა.
Hymn type: t     
უზეშთაეს არს ყოველსა წესსა ბუნებათასა შობაჲ შენი, ქალწულო, რამეთუ ღმერთი მხოლოჲ საშოსა დაიტიე და გჳშევ ჩუენ და დაადგერ ქალწულად.

Hymn number: 518(2)  
Hymn type: h     
იყავ შემწე ჩუენდა, ქრისტე, და მოეც გულსა ჩემსა ნათელი და განმაძლიერე მე, რამეთუ შენ მხოლოჲ ხარ ღმერთი და არავინ არს წმიდაჲ შენსა გარეშე, ღმრთისა ჩუენისა.
Hymn type: t     
ჭურო მარგალიტისა მის სამეუფოჲსაო, რომელმან გამოგჳბრწყინვე ჩუენ ორი ბუნებაჲ ერთობ[ი]თ შეურევნელად და განუყოფელად.

Hymn number: 519(3)  
Hymn type: h     
სამებაო წმიდაო, აღამაღლე რქაჲ ეკლესიისაჲ დღეს მოუდრეკელად, უზეშთაეს ბუნებათა, სიმაღლესა ზედა სარწმუნოებისა შენისასა, საფუძველსა შეურყეველსა და მას შინა განმაძლიერენ.
Hymn type: t     
კიბედ იაკობისად იწოდე შენ, რომელსა გარდამოჴდა დამბადებელი მჴსნელად ჩუენდა, ვითარცა წჳმაჲ საწმისსა ზედა, მდუმრიად შენგან გამოგჳბ/რწყინდა, Ms. page: 108r   Page of ed.: 553  დაბადებულთა დედოფალო, ამისთჳს ყოველნი გადიდებთ.

Hymn number: 520(4)  
Hymn type: h     
რომელმან დაამტკიცენ ცანი და ქუეყანაჲ წყალთა ზედა, ქრისტე, განმაძლიერე მე.
Hymn type: t     
რომელმან მუცლად-იღე ღმერთი უთესლოდ, ქალწულო მარიამ, ჩუენთჳს, აწ მეოხ გუეყავ

Hymn number: 521(5)  
Hymn type: h     
რომელმან დაამტკიცენ ეკლესიანი ჯუარითა, ქრისტე და ძლევაჲ მოჰმადლე მეფესა ღმრთის-მსახურსა, დამამტკიცენ ჩუენცა დიდებისმეტყუელებად შენ მეუფისა და ღმრთისა.
Hymn type: t     
რომელი იშევ ჴორცითა ქალწულისაგან, ქრისტე, და უცვალებელად ეგე ღმრთეებითა მისითა, მოგუმადლე ჩუენ მოტევებაჲ ბრალთა ჩუენთაჲ.

Hymn number: 522(6)  
Hymn type: h     
მომხედენ, მჴსნელო, ძლეულსა და დაცემულსა, აღმადგინე და განმაძლიერე და ღირს მყავ მე შენ თანა შესუმად დღეს ვნებისა სასუმელისა და ჴმა-ვყო: არავინ არს წმიდაჲ შენებრ, კაცთ-მოყუარე.
Hymn type: t     
ჯუარსა წინაშე მჯდომარე დედაჲ უფლისაჲ ეტყოდა ჯუარსა ზედა ქრისტესა: ძეო და ღმერთო ჩემო, დაღაცათუ ჩემგან კაც იქმენ, ხოლო შენ ღმერთ ხარ ბუნებით და აწ ვითარ კაცნი გშჯიან?

Ms. page: 108v  
Page of ed.: 555 
Hymn number: 523(7)  
Hymn type: h     
მოეც ძალი უძლეველი მეფესა მორწმუნესა ძლევად მტერთა მიმართ მორწმუნეთა, ქრისტე -- სიტყუაო მხოლოდ-შობილო, და აღამაღლე რქაჲ ეკლესიისა შენისაჲ, რაჲთა სიხარულით შვილთა თანა ჴმობდეს: არავინ არს წმიდაჲ შენსა გარეშე, უფალო კაცთ-მოყუარე.
Hymn type: t     
მოუ[ძ]ლურდა მ[ე]ტყუელებაჲ სოფლისა მეცნიერთაჲ გამოთქუმად გამოუკულეველსა მას სახესა შობისა შენისასა, უსძლოო დედაო ყოველთა მაცხოვრისაო, რამეთუ უთესლოდ ქალწულმან გჳშევ ჩუენ ღმერთი ჴორცთ-შესხმული და ქალწულადვე ჰგიე სამარადისოდ.



Ode: upm.  
მესმასა


Hymn number: 524(1)  
Hymn type: h     
ქრისტე ღმერთი ჩემი, უფალი ძალ ჩემდა, ჴმითა მაღლითა იტყჳს ეკლესიაჲ და ნებისაებრ ღმრთისა იხარებს სარწმუნოებით საღმრთოჲთა მით სიხარულითა.
Hymn type: t     
ჭეშმარიტად დიდ არს და გამოუკულეველ საიდუმლოჲ შობისა მის შენისაჲ, ღმრთისმშობელო ქალწულო, რომელსა ქუეყანისანი ზეცისათა თანა გადიდებთ.

Hymn number: 525(2)  
Hymn type: h     
მესმა სმენაჲ და შემეშინა, განვიცადენ საქმენი შენნი და დამიკჳრდა, კაცთ-მოყუარე უფალო.
Hymn type: t     
ჩუენ -- მორწმუნენი, შეურვებულნი შენდა Ms. page: 109r   Page of ed.: 557  მოვილტით, ღმრთისა დედაო და ქალწულო, ნუ უგულებელს-მყოფ ჩუენ.

Hymn number: 526(3)  
Hymn type: h     
რაჟამს წინაჲსწარმეტყუელმან იხილა საიდუმლოჲ დაფარული, განკჳრვებულმან ღაღატ-ყო: რამეთუ დასდევ წყალობით სიყუარული მტკიცე, მამაო, და ძე შენი მხოლოდ-შობილი მოეც ძეთა კაცთა მომტევებელად ცოდვათა.
Hymn type: t     
წინაჲსწარვე გამოსახეს მამადმთავართა საიდუმლოჲ შენი, უქორწინებელო სძალო, რაჟამს გიწოდეს მთად და კიბედ, ტაკუკად და სასაკუმევლედ, კიდობნად შჯულისა, კუერთხად და ფიცრად, ბჭედ აღმოსავალისა დაკრძალულად.

Hymn number: 527(4)  
Hymn type: h     
უფალო, სმენაჲ მესმა მე მოსლვისა შენისაჲ და შევძრწუნდი, უფალო, განვიცადენ საქმენი შენნი საკჳრველნი, რამეთუ ღმერთი მხოლოჲ კაცთა მიემსგავსე.
Hymn type: t     
ქალწულო წმიდაო, ღირსო, რომელმან ჰშევ ღმერთი შეუცავი ძალთაგან ზეცისათა, ქერობინნი ძრწიან მისგან, სერაბინთა ეშინის, მისა მეოხ გუეყავ

Hymn number: 528(5)  
Hymn type: h     
ესმა წინაჲსწარმეტყუელსა მოსლვაჲ შენი, უფალო, რამეთუ ქალწულისაგან განჴორციელებად იყავ და გამოცხადებად კაცთა, განკჳრდა და ღაღატ-ყო: დიდებაჲ ძალსა შენსა, მაცხოვარ.
Hymn type: t     
ქალწულმან შვა ყრმაჲ ად[ა]მის ბუნებითა და დაიცვა ქალწულებაჲ უბიწოდ Ms. page: 109v   Page of ed.: 559  შემდგომად შობისა, რომელსაცა მორწმუნენი ვადიდებთ და მისგან შობილსა თაყუანის-ვსცემთ.

Hymn number: 529(6)  
Hymn type: h     
თქუმული ამბაკუმისი ჭეშმარიტად აღესრულა: ორთა მათ ცხოველთა თანაარსი გამოჩნდა, მიიღო მოკუდავთა მონათა ბუნებაჲ და თანა-სიკუდილითა მომცა უკუდავებაჲ.
Hymn type: t     
ჯუარსა ზედა ქრისტემან შეჰვედრა საყუარელსა მას მოწაფესა: მშობელი უბიწოჲ, ვითარცა ყუედრებული ჰურიათაგან შეურაცხად, რომელსა ზეცისანი ქებით პატივ-სცემენ.

Hymn number: 530(7)  
Hymn type: h     
განკჳრდა წინაჲსწარმეტყუელი ხილვისაგან საშინელისა, რაჟამს საიდუმლოჲ ეუწყა, საშინელითა ჴმითა ღაღატ-ყო: ღმერთი სამხრით მოვიდეს, მთით ჩრდილოჲთ, რომელსა უწოდა მთად და კიბედ მოსწავებითა მის მიერ დიდებად ჩუენ[და].
Hymn type: t     
განცჳბრდა ბრძენთა მეტყუელებაჲ შემსგავსებულად ქებასა შენსა, უქორწინებელო ქალწულო, არამედ ჩუენ -- ერი მორწმუნეთაჲ მსგავსად ძალისა ჩუენისა გადიდებთ სარწმუნოებით, ყოლად უსძლოო, მეოხ გუეყავ წინაშე ძისა შენისა.



Ode: gham.  
ღამითგანსა


Hymn number: 531(1)  
Hymn type: h     
ნათლითა შენითა / საღმრთოჲთა, Ms. page: 110r   Page of ed.: 561  დიდებულო, სულნი, რომელთა აღიმსთვეს შენდამი სიყუარულით, განანათლენ, რაჲთა გიცნენ შენ -- ღმერთი მხოლოჲ -- განმათავისუფლებელი ცოდვათა მათთაგან.
Hymn type: t     
რომელნი აღგიარებენ შენ სარწმუნოებით დედად ღმრთისა, დაბადებულთა დედოფალო, დაიცვენ, რომელნი მო[გი]გებენ მფარველად, ღმრთისმშობელო ქალწულო, კაცთა სიქადულო.

Hymn number: 532(2)  
Hymn type: h     
შენ, რომელმან შუა-კედელი ზღუდისაჲ მის დაჰჴსენ და მოაკუდინე მტერობაჲ ჴორცითა, მშჳდობაჲ შენი მომეც, უფალო, კაცთ-მოყუარე.
Hymn type: t     
ძუელისა და ახლისა შჯულისა კიდობანო, და შემწყნარებელო სღმრთოთა წერილთაო, ვედრებად ჩუენთჳს ნუ დააცადებ ქრისტეს მიმართ.

Hymn number: 533(3)  
Hymn type: h     
ბნელისაგან ცოდვათაჲსა გიღაღადებენ შენ სულნი ჩუენნი, მრავალ-მოწყალეო ღმერთო, ნათლითა მით მიუჩრდილებელითა განგუანათლენ და წარგჳმართენ სლვანი ჩუენნი, მახარებელო მშჳდობისაო.
Hymn type: t     
უბიწოდ ჰგიე, ქალწულო, სულითა და ჴორცითა მარადის, პირველ მიდგომილებისა Ms. page: 110v   Page of ed.: 563  და მიდ/გომილებასა საღმრთოსა და შემდგომადცა შობითა მის უბიწოებით დადგრომილ ხარ წმიდად, შეუგინებელად.

Hymn number: 534(4)  
Hymn type: h     
ღამითგან შევწიროთ გალობაჲ შენ ღმრთისა, რაჲთა გარდამოგჳვლინო წყალობაჲ შენი, უფალო.
Hymn type: t     
ქალწულო უსძლო[ო], წმიდაო მარიამ, მეოხ გუეყავ ჩუენ, ცოდვილთა, შენგან შობილისა მიმართ.

Hymn number: 535(5)  
Hymn type: h     
შენდა აღვიმსთობთ, რომელმან წყალობით მიეც სული შენი დაცემულთათჳს ცოდვითა და ნეფსით ვნებად გარდამოჰჴედ სიტყუაჲ ღმრთისაჲ, მშჳდობაჲ შენი მომეც ჩუენ, ვითარცა კაცთ-მოყუარე ხარ.
Hymn type: t     
დაჰჴსნდა მტერობაჲ პირველი, რამეთუ შენ მიერ უფალი მონათა თანა იხილვა და შენ მხოლოჲ ხარ ყოლად უბიწოჲ ქალწული და მეოხი ყოველთა მორწმუნეთაჲ, სძალო ღმრთისაო.

Hymn number: 536(6)  
Hymn type: h     
ღამე ბნელი, წყუდიადი განგუეშორა, რაჟამს ნათელი დაუღამებელი მოეფინა მყოფთა ქუესკნელისათა, და ეტყოდეს მკჳდრთა ქუეყანი[სათა]: Ms. page: 111r   Page of ed.: 565  ისწავეთ სიმართლე, რამეთუ დასცხრა საცთური, და მოგუეახლა სარწმუნოებაჲ.
Hymn type: t     
გიხაროდენ, ესაია, ქადაგო გამოუთქუმელთა საიდუმლოთაო, აჰა, ესერა, აღესარულა თქუმული შენი: უფალი საბაოთ მჯდომარე არს ღრუბელსა საღმრთოსა ეტლთა წილ ქერაბინთაჲსა, რომელ არს უბიწოჲ მშობელი მისი.

Hymn number: 537(7)  
Hymn type: h     
ნესტუმან მან ჴმამაღალმან, ებანმან სულიერმან ესაია ღმვთისმეტყუელმან, იხილა რაჲ უფალი საბაოთ ცეცხლისფერთა საყდართა ზედა მჯდომარე, შეძრწუნებულმან ჴმა ყო: ნათელ და ბრწყინვალე არს სახელი შენი, უფალო კაცთ-მოყუარე.
Hymn type: t     
ნათელი თუალთ-შეუდგამი, ჟამთა უპირატესი დაემკჳდრა ჴორციელად ტაძარსა მას შინა ჴორცთასა, საშოსა უბიწოჲსა ქალწულისასა და მიერ გამობრწყინდა Ms. page: 111v   Page of ed.: 567  მზე იგი სიმართლისაჲ -- მჴსნელი ყოველთაჲ და განანათლა სოფელი.



Ode: ghagh.  
ღაღატყავსა


Hymn number: 538(1)  
Hymn type: h     
სოფლისა ზ[ღ]უაჲ აღძრულ არს ღელვითა ცოდვისაჲთა, საშინელად დამთქამს მე და მოვივლტი შენდა, ნავთ-საყუდლისა, და ესრეთ გიღაღადებ: დანთქმისაგან მიჴსენ მე, მრავალ-მოწყალე.
Hymn type: t     
ქალწულო დედოფალო, რომელმან გჳშევ სიტყუაჲ დაუსაბამოჲ ჴორცითა, დააცხრვენ ღელვანი განძჳნებულნი, გულის-სიტყუანი ჩემნი და მოეც სულსა ჩემსა სიწმიდე საღმრთო.

Hymn number: 539(2)  
Hymn type: h     
ცოდვისა უფსკრულთა მომიცვეს და ვღაღადებ შენდამი: უფალო, აღმომიყვანე მეცა იონაჲსებრ დანთქმისაგან და მაცხოვნე მე, ვითარცა მოწყალე ხარ.
Hymn type: t     
დაბადებულთა უზეშთაეს აღემატა ქებაჲ შენი, ქალწულო, რამეთუ ვერ მისწუდების ენაჲ ჩუენი ჯერისაებრ დიდებად შენდა, ვითარ-იგი შენ ღირს ხარ.

Hymn number: 540(3)  
Hymn type: h     
ვღაღატ-ყავ მწუხარებით მოწყალისა მიმართ და კაცთ-მოყუარისა ღმრთისა: Ms. page: 112r   Page of ed.: 569  აღმომიყვანე ღელვათაგან ცოდვათა ჩემთაჲსა, სახიერო.
Hymn type: t     
მუცლად-იღე ქალწულო, ძე ღმრთისაჲ უთესლოდ, მიუწდომელი, ჴსნისათჳს, ნათესავისა კაცთაჲსა და გამოგჳბრწყინვე მჴსნელი სულთა ჩუენთაჲ.

Hymn number: 541(4)  
Hymn type: h     
ვითარცა ვეშაპისაგან იჴსენ წინაჲსწარმეტყუელი, ეგრეთვე სიღრმეთაგან ცოდვათაჲსა აღმომიყვანენ მგალობელნი შენნი, კაცთ-მოყუარე უფალო.
Hymn type: t     
მამასა და ძესა უგალობდეთ და სულსა წმიდასა ვაკურთხევდეთ და ვიტყოდით: სამებაო ერთარსებაო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი -- გევედრებით.

Hymn number: 542(5)  
Hymn type: h     
მუცლად-იღო იონა ვეშამან და არა განხრწნა მან იგი, რამეთუ მით მოასწავა სახე სამ დღე დაფლვისა შენისაჲ, რომელმანცა დაფლვაჲ თავს-იდევ ჩუენთჳს, სახიერ, და ეტყოდა იგი მცველთა მათ: ცრუნო, წყალობაჲ თქუენი დაუტევეთ თქუენ დ[ღ]ეს.
Ms. page: 112v  
Page of ed.: 571 
Hymn type: t     
მუცლად-იღე სიტყუაჲ ღმრთისაჲ, ღირსო, და არა შეგწუა შენ ცეცხლმან საშინელმან საღმრთომან, რამეთუ სახედ შენდა იხილა მოსე მთასა ზედა სინასა მაყუალი მგზებარე და არა-შემწუარი, ხოლო შენ, წმიდაო, დაგმარხა ქალწულად შობილმან შენგან ღმრთისა სიტყუამან.

Hymn number: 543(6)  
Hymn type: h     
იონა ებრაელმან წინაჲთვე მოგუასწავა ნებაჲ მაცხოვრისაჲ, დაფლვაჲ სამ დღე და აღდგომაჲ, იყო რაჲ მჴეცისა მუცელსა სამ დღე და სამ ღამე განუხრწნელად და, ვითარცა მკუდრეთით, აღდგა იგი უფსკრულისა სიღრმითგან.
Hymn type: t     
ავაზაკთა შორის ჰხედვიდა ძელსა ზედა დამოკიდებულსა ძესა თჳსსა ღმრთისმშობელი, შეურვებული გონებითა გოდებით იტყოდა: ჭეშმარიტად მწარე არს ტკივილი შვილობისაჲ ბუნებასა კაცობრივსა.

Hymn number: 544(7)  
Hymn type: h     
იონა წინაჲსწარმეტყუელისა მსგავსად ვედრებით ვღაღადებ: განმხრწნელთა ცოდვათაგან ამის სოფლისათა გამომიჴსენ, სახიერო, და აღმადგინენ Ms. page: 113r   Page of ed.: 573  ვითარცა-იგი განა/თავისუფლე იონა პირველ ვეშაპისაგან.
Hymn type: t     
იტჳრთე საშოსა ცეცხლი ღმრთეებისაჲ, უსძლო[ო] ქალწულო, და დაიცევ მის მიერ ყოლად უვნებელად, ვითარცა პირველ იონა მუცელსა შინა ვეშაპისასა, რამეთუ ღმერთი იშვა შენგან ჴორცითა.



Ode: kurtx.  
კურთხეულარსა


Hymn number: 545(1)  
Hymn type: h     
ყრმათა მათ წმიდათა საჴუმილი შეაცურია ანგელოზმან მაცხოვრისამან და ქალდეველნი შეწუნა ბრძანებამან ღმრთისამან და მძლავრსა ასწავლა გალობად: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.
Hymn type: t     
გარე-შეუწერელსა ღმერთსა ვაკურთხევდეთ, მორწმუნენო, სარწმუნოებით და თაყუანის-ვსცეთ სამებასა ერთარსებასა და ესრეთ ღაღადებით ვიტყოდით: კურთხეულ ხარ შენ, უფალო [ღმერთო მამათა ჩუენთაო].

Hymn number: 546(2)  
Hymn type: h     
არა შეშინდეს ბაბილონს ყრმანი საჴუმილსა შეთხეულნი, არამედ ცუარითა სხურებულნი შორის ცეცხლსა ღაღადებდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.
Hymn type: t     
მიუწდომელი სამებაჲ Ms. page: 113v   Page of ed.: 575  გამოუთქ/უმელი ღმრთეებითა ბაბილონს სამთა მათ აღიარეს და ცეცხლსა შინა ღაღადებდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.

Hymn number: 547(3)  
Hymn type: h     
შენ, რომელმან ისმინე გალობაჲ სამთა ყრმათაჲ და საჴუმილი მოტყინარე შეაცურიე, კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
Hymn type: t     
გიგალობთ შენ, მამაო, და გადიდებთ შენ, ძეო, და გიღაღადებთ, სულო წმიდაო, სამებაო დამბადებელო.

Hymn number: 548(4)  
Hymn type: h     
სამნი იგი ყრმანი ტრფიალნი მონებასა ღმრთისასა, რაჟამს იყვნეს ბაბილონს, ხატსა მას არა თაყუანი-სცეს და საჴუმილსა შეითხინეს და ნაკუერცხალსა მჴნედ დასთრგუნვიდეს და ჴმა-ყვეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.
Hymn type: t     
სძალსა წმიდასა, ქალწულსა უქორწინებელსა ქებასა შევსწირვიდეთ, რამეთუ ქრისტე იშვა მისგან და ადამეანნი იჴსნა ბოროტისაგან სახიერებით და ხმა-ყვეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო [მამათა ჩუენთაო].

Hymn number: 549(5)  
Hymn type: h     
სასწაული, რომელმან საჴუმილსა დაიცვნა სამნი ყრმანი შეუწველად, საფლავსა შინა მკუდრად, უსულოდ იქმნა დღეს მაცხოვრად ჩუენდა, რომელსა უღაღადებთ: ღმერთო მჴსნელო ჩუენო, კურთხეულ ხარ შენ.
Ms. page: 114r  
Page of ed.: 577 
Hymn type: t     
სასწაული, რომელმან საჴუმილსა დაიცვნა სამნი ყრმანი შეუწველად მანვე დაიცვა უბიწოჲ მშობელი თჳსი ყოლად ქალწულად რაჟამს განჴორციელდა საშოსა მისსა უთესლოდ სიტყუაჲ ღმრთისაჲ.



Ode: ucx.  
უცხონი


Hymn number: 550(6)  
Hymn type: h     
საკჳრველ არს საჴუმილისაგან ცუარი და ყრმათა შეუხებელ ცეცხლი, და საკჳრველ არს ქალწულისაგან შობაჲ და შეუხებელ ჴორცთა ნივთიერთა, რამეთუ ჩუენ, მგალობელთა, ვისწავეთ თქუმად: ღმერთო საუკუნეთაო, შენ კურთხეულ ხარ.
Hymn type: t     
საკჳრველ არს შობაჲ შენი, ქალწულო, და მოუძლურდების ენაჲ ჩუენი სიტყუად, რამეთუ ქალწულმან უცხოდ მუცლად-იღე სიტყუაჲ ღმრთისაჲ, პირველ მზისა შობილი, და გჳშევ ჩუენ ჴორცითა ევმანოელ -- მჴსნელი და მაცხოვარი ადამეანთაჲ.

Hymn number: 551(7)  
Hymn type: h     
სტკებნიდეს მგზებარესა მას ნაკუერცხალსა, ვითარცა ვარდსა, სამებისა რიცხუნი სამნი ყრმანი, არა განაჴურვნა ცეცხ[ლ]მან, რამეთუ აგრილობდა მათ მსგავსი იგი ძისა ღმრთისაჲ, და მისა მიმართ იტყოდეს: ღმერთო, მჴსნელო ჩუენო, კურთხეულ ხარ შენ.
Ms. page: 114v  
Page of ed.: 579 
Hymn type: t     
ერთ არს წმიდაჲ ერთარსებაჲ სამებაჲ დაუბადებელი, არათუ ბუნებით სამებაჲ არს, არამედ გუამოვნებისა სახელდებითა სამებაჲ, მამაჲ, ძე და სული წმიდაჲ, თჳთებითა სამებაჲ და ბუნებით ერთარსებაჲ.



Ode: akrtx.  
აკურთხევდითსა


Hymn number: 552(1)  
Hymn type: h     
საჴუმილით სამთა ყრმათა ცუარსა ასხურებდი და წყალთაგან დასწუენ ელიას საკუერთხნი, რამეთუ ნებაჲ შენი, ქრისტე, მსწრაფლ აღასრულე, შენ გაკურთხევთ და აგამაღლებთ უკუნისამდე.
Hymn type: t     
სამებასა წმიდასა, ღმერთსა ყოველთასა, მამასა ძისა თანა სულით წმიდითურთ მორწმუნენი სარწმუნოებით თაყუანის-ვსცემთ და უფროჲსად ავამაღლებთ მას უკუნისამდე.

Hymn number: 553(2)  
Hymn type: h     
ღირსნი ყრმანი ბაბილონს შინა პირველ შჯულისათჳს მამათაჲსა იწამნეს, არა შეშინდეს მეფისაგან და არცაღა შეიწუნეს საჴუმილისაგან და შეცურეულნი ცუარითა ზეგარდმო ღაღადებდეს და ერთობით იტყოდეს: ყოველნი საქმენი უფლისანი აკურთხევდით ღმერთსა ჩუენსა უკუნისამდე.
Hymn type: t     
სამებაო მიუწდომელო, მომეც მონათა შენთა მართალი აღსარებაჲ, რაჲთა გქადაგოთ ღმერთი / სრული Ms. page: 115r   Page of ed.: 581  სამგუამოვნად თჳთებითა შეურევნელად, ბუნებით განუყოფელად, ერთარსებით დიდებულად და ერთობით ვიტყჳთ ყოველნი: [ყოველნი საქმენი უფლისანი აკურთხევდით ღმერთსა ჩუენსა უკუნისამდე].

Hymn number: 554(3)  
Hymn type: h     
წმიდანი შენნი ყრმანი ბაბილონს შინა ქერაბინთა მიმსგავსებულნი სამსა წმიდასა გალობასა იტყოდეს: გაკურთხევთ შენ, გიგალობთ და აგამაღლებთ ყოველთა ღმერთსა.
Hymn type: t     
მიუწდომელ არს შობაჲ შენი, ქალწულო, ყოველთა დაბადებულთაგან, რამეთუ უფროჲს ბუნებათა არს, ღმრთისმშობელო ქალწულო, ვედრებად ჩუენთჳს ნუ დასცხრები.

Hymn number: 555(4)  
Hymn type: h     
შეურაცხ-ყვეს ბრძანებაჲ მეფისა უშჯულოჲსაჲ და შიში ცეცხლისაჲ ყრმათა ღმერთ-შემოსილთა და საჴუმილსა შინა შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა უგალობდით და უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
Hymn type: t     
სუფევს წმიდაჲ სამებაჲ კეთილთა ზედა, რამეთუ არსვე მიზეზი ყოვლისა [სი]კეთისაჲ, რომელმანცა მიჴსნა, ხოლო ჩუენ მისა მიმართ ვღაღადებთ ყოველნი: საქმენი უფლისანი უფალსა [უგალობდით და უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე].

Hymn number: 556(5)  
Hymn type: h     
ყრმათა საღმრთოთა პირველად არცხჳ/ნეს Ms. page: 115v   Page of ed.: 583  მძლავრებასა უღმრთოთასა და [დ]ღეს ქრისტესთჳს შეკრბა კრებული ღმრთის-მბრძოლთაჲ და ზრახვა ყვეს ზრახვაჲ ბოროტისაჲ და სიკუდილად მისცეს განმაცხოველებელი მკუდართაჲ, რომელსა ერნი უფროჲსად ამაღლებე[ნ] მას უკუნისამდე.
Hymn type: t     
ესრეთ ვიცნობთ ჩუენ ჭეშმარიტსა ღმერთსა ბუნებით ერთარსებად, ხოლო თჳთებით სამგუამოვნად სრულად იწოდების სამმნათობიერი ერთი ბრწყინვალებაჲ, ერთი ფლობაჲ, ერთი უფლებაჲ, ერთი არსებაჲ, ერთი მეუფებაჲ, სამებაჲ წმიდაჲ.

Hymn number: 557(6)  
Hymn type: h     
ცაჲ ვრცელი განცჳბრებულ არს და ძრწის საფუძველი ქუეყანისაჲ დღეს შიშით, რამეთუ მაღალთა შინა ღმერთი შერაცხილ მკუდართა იქმნა და აწ კნინსა საფლავსა ესტუმრა; ყრმანი აკურთხევდით მას, მღდელნი უგალობდით მას, ე[რნი] უფროჲსად ამაღლებდით ღმერთსა მარადის.
Hymn type: t     
ცხორებაჲ ცხორებისაგან, დაუსაბამოჲ დაუსაბამოჲსაგან, ნათელი ნათლისაგან მამისა, ღმერთი კაც-იქმნა ჩუენთჳს და მან მომცა ჩუენ სული იგი ცხოველი, სული იგი სიბრძნისაჲ, Ms. page: 116r   Page of ed.: 585  სული / შიშისა ღმრთისაჲ, სული ზრახვისაჲ საღმრთოჲსა მის მეცნიერებისაჲ.



Ode: ucx.  
უცხონი


Hymn number: 558(7)  
Hymn type: h     
რომელსა მჴედრობაჲ უჴორცოთაჲ აქებს და ძრწიან მისგან ქერაბინ-სე[რაბ]ინნი, ყოველი სული გალობით აკურთხევდით და უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
Hymn type: t     
ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ღმრთისაგან, მამისა, ღმრთისა სიტყუაჲ გამოგჳჩნდა წმიდისაგან მუცლისა შენისა, ქალწულო უბიწოო, რომელმან განგუანათლნა ბნელსა შინა მსხდომარენი.

Hymn number: 559(8)  
Hymn type: h     
სამებისა რიცხუნი ყრმანი საჴუმილსა შინა დაიცვებოდეს საშინელისა ანგელოზისა მოვლინებითა და საუცრად განცხრომასა მძლავრთასა არცხუენდეს და სიხარულით იტყოდეს: საკჳრველთ-მოქმედო ღმერთო, აგამაღლებთ შენ.
Hymn type: t     
სამებისა ერთარსებაჲ მოგუესწავა ჩუენ -- მართლმორწმუნეთა, და აღვიარებთ დასაბამდაუბ[ა]დებელსა მას, ყოველთა სიბრძნით დამბადებელსა, რომლისა სუფევაჲ საუკუნე არს, რომელსა სარწმუნოებით აღვიარებთ მას აწ და უკუნისამდე.

Hymn number: 560(9)  
Hymn type: h     
არა ერჩდეს სამნი ყრმანი ბრძანებასა მეფისასა ბაბილონს და არცა თაყუანი-სცეს Ms. page: 116v   Page of ed.: 587  ხატსა მას ოქროჲსასა, რამეთუ ესვიდეს მაღალსა მას მეუფესა, იწამნეს ცეცხლითა და ცუარითა სხურებულთა ღაღატ-ყვეს: გაკურთხევთ შენ, ღმერთსა, და აგამაღლებთ უკუნისამდე.
Hymn type: t     
აღვიარებთ მორწმუნენი სარწმუნოებით სამებასა წმიდასა, სწორსა პატივითა და სრულსა ძლიერებითა, უხილავსა ღმრთეებითა და გამოუთქუმელსა შემოქმედებითა, მამასა ძით და სულით წმიდითურთ დაუცხრომელად ავამაღლ[ებთ] უკუნისამდე.

Hymn number: 561(10)  
Hymn type: h     
შემწველისა მის ცეცხლისა შჳდწილ ამაღლებული ალი ახოვანთა მათ ყრმათა სარწმ[უ]ნოებითა სამებისაჲთა უშიშად დათრგუნეს და შორის საჴუმილსა მას ცეცხლისასა შეთხეულნი გალობასა მას მადლობისა იტყოდეს: აკურთხევდით, უგალობდით და ამაღლებდით ღმერთსა ცხოველს-მყოფელსა უკუნისამდე.
Hymn type: t     
შუენიერ იქმენ შენ, ღირსო, სათნოებათა სიკეთითა, ამისთჳს სთნდა ქრისტესა დამკჳდრებაჲ შენ შორის, ღმრთისმშობელო, განათლებად ჩუენდა, რომელნიცა სიხარულით მჴურვალედ მისა მიმართ გალობასა მას [მადლობისა ვიტყოდით: აკურთხევდით, უგალობდით და ამაღლებდით ღმერთსა ცხოველს-მყოფელსა უკუნისამდე].



Ode: adid.  
Ms. page: 117r  
Page of ed.: 589 
ადიდებდითსა


Hymn number: 562(1)  
Hymn type: h     
ღმერთი შეუძლებელი ხილვად კაცთაგან, რომელსა გუ[ნ]დნი ანგელოზთანი ვერ მიხედვენ, ქალწულო, გამოუჩნდა შენ მიერ კაცთა სიტყუაჲ ჴორციელ-ქმნული, რომელსა ვაკურთხევთ უჴორცოთა თანა, და შენ დღეს გალობით გადიდებთ.
Hymn type: ta     
ღრუბლად სულმცირედ იწოდე ეგჳპტეს შემავალად, რომელსა გეტჳრთა ღმერთი ყოველთაჲ მკლავთა ზედა, უბიწო[ო] ღმრთისმშობელო, ამისთჳს მორწმუნენი მარადის გნატრით შენ: ნუ დასცხრები ოხასა ჩუენთჳს მაცხოვრისა მიმართ.
Hymn type: tb     
სამწყსოჲ შენი დაიცევ, ქალწულო ღმრთისმშობელო, და მეფე მორწმუნე განაძლიერე, რომელი შენ გხადის შემწედ და ნიშითა ჯუარისაჲთა სძლევს მტერთა, განძლიერებული აღგიარებს დედად მჴსნელისა და ქებით გადიდებს.
Hymn type: tg     
მ[ო]უგონებელსა და თუალთ-შეუდგამსა ნათელსა, უხილავსა ძალთაგან ზეცისათა, სამებასა -- სამგუამოვნებით ცნობილსა, გარე-შეუწერელსა, ერთღმრთეებად ვხადით, მამასა ძით და სულით წმიდითურთ გალობით ვადიდებთ.

Hymn number: 563(2)  
Hymn type: h     
გიხაროდენ, ქალწულო უბიწო[ო], რამეთუ შენ მხოლოსა Ms. page: 117v   Page of ed.: 591  ყოველნი დაბადებულნი გალობით გადიდებენ.
Hymn type: ta     
გიხაროდენ, ეტლო და საყდარო ღმრთისა მაღლისაო, რომელსა ყოველნი დაბადებულნი გალობით გადიდებენ.
Hymn type: tb     
სამებასა წმიდასა განუყოფელად ყოველნი ვადიდებდეთ, ერთსა ღმრთეებასა ჭეშმარიტად სარწმუნოებით.

Hymn number: 564(3)  
Hymn type: h     
შენ მხოლოჲ სანატრელ ხარ თესლებსა შორის, ქალწულო, რამეთუ გამოგჳბრწყინდა შენგან ნათელი მსხდომარეთა ბნელსა მას შინა და განანათლნა სულნი ჩუენნი, ამისთჳს, ღმრთისმშობელო, სამართლად გადიდებთ.
Hymn type: ta     
მოვედით, მორწმუნენო, ვადიდებდეთ ქალწულსა, მტჳრთველსა მარგალიტისა სამეფოჲსა მრავლისა მის სასყიდლისასა, განვყიდნეთ მონაგებნი ჩუენნი და იგი მოვიყიდოთ განმამდიდრებელი.
Hymn type: tb     
შენ, სამებით ცნობილო, ერთარსებით დიდებულო, მხოლოო შეუხებელო, უცვალებელო, და განუკუეთელო მთავრობაო სამებაო ერთარსებაო, ყოველნი მორწმუნენი გალობით გადიდებთ.

Hymn number: 565(4)  
Hymn type: h     
მაყუალი სულიერი, რომელი იხილა მოსე მთასა სინასა, მოტყინარე შეუწველ/ად, Ms. page: 118r   Page of ed.: 593  სახედ შენდა გამოჩნდა, ღმრთისმშობელო ქალწულო, ამისთჳსცა ყოველნი გადიდებთ.
Hymn type: ta     
აღმოჰფხუარ ძირი საცთურისაჲ, ქალწულო მარიამ, და დაჰნერგე ხე ცხორებისაჲ, უბიწო[ო], რომელმანცა აღავსო ნაყოფითა ქუეყანაჲ, და ყოველნი მის მიერ ვცხონდებით.
Hymn type: tb     
მამასა მხოლოსა, მშობელსა ძისა მხოლოჲსასა და სულსა ცხოველსა, ყოველთა შემოქმედსა სამებასა, გამოუთქუმელსა მთავრობასა მორწმუნენი ვაქებდეთ, ვადიდებდეთ.

Hymn number: 566(5)  
Hymn type: h     
რომელი უმაღლეს ხარ ქერაბინთა და უდიდებულეს, უზეშთაეს სერაბინთა, რომელმან იტჳრთე სიტყუაჲ ღმრთისაჲ ჴორცითა, ვითარცა ღმრთისმშობელ ხარ, გალობით გადიდებთ.
Hymn type: ta     
რომელსა წინაჲსწარვე ქადაგებდეს წინაჲსწარმეტყუელნი და მამადმთავარნი, ღირსო, რამეთუ შენგან იშვა მჴსნელი ყოველთაჲ ჴორცითა, რომელსა ჩუენ ყოველნი, გალობით ვადიდებთ.
Hymn type: tb     
რომელსა ზეცისა უჴორცონი წმიდაარსობით დაუცხრომელად ადიდებენ, სამებასა, ერთარსებით დაუბადებელსა, ჩუენ, ყოველნი მორწმუნენი, გალობით ვადიდებთ.

Ms. page: 118v  
Page of ed.: 595 
Hymn number: 567(6)  
Hymn type: h     
ნუ მტირ მე, დედაო, რაჟამს მიხილო მე, ძე შენი, რომელი მშევ უთესლოდ, საფლავსა დადებულად, არამედ აწ აღვდგე და ავმაღლდე ზეცას ქებით, ვითარცა ღმერთ ვარ, და ვიდიდო მე მათგან რომელნი ჭეშმარიტად ღმრთისმშობელად გხადიან.
Hymn type: ta     
ითხოვა ღმრთისაგან სიბრძნე გედეონ სასწაულად, რაჲთამცა გულისჴმა-ყო შენგან შობაჲ, ქალწულო, და უჩუენა ღმერთმან საიდუმლოჲ ესე: თჳნიერ ჰ[ა]ერისა წჳმაჲ საწმისსა ზედა, ზეცით შენდა მდუმრიად ცუა[რი] ცხორებისაჲ.
Hymn type: tb     
ნუ მიმცემ ჴელთა მტერთასა მოსავთა შენთა, ქრისტე, რომელნი მოგჳყიდენ სისხლითა უბიწოჲთა, არამედ დამიცვენ ყოლად უ[ვ]ნებელად, რომელნი თანა მამით და სულით წმიდითურთ სამებასა წმიდასა გალობით [ვადიდებთ].
Hymn type: tg     
წესნი სულიერნი ზეცას მაღალთა შინა მყოფსა სამებასა წმიდასა ყოველთა შემოოქმედსა, უგალობენ ძრწოლით და ჩუენ, მორწმუნენი, სამგუამოვნად ცნობილსა ერთსა ბუნებასა განუყოფელსა შიშით თაყუანის-ვსცემდეთ.

Ms. page: 119r  
Page of ed.: 597 
Hymn number: 568(7)  
Hymn type: h     
ღრუბელსა სულმცირესა მტჳრთველსა მზისა მის სიმართლისა, საწმისსა საღმრთოსა, მშობელსა ცუარისა მის ცხორებისასა, ბჭესა სულიერსა, შემწყნარებელსა მთავარსა მას მთავრობათასა, ტაკუკსა ოქროჲსასა, სამკჳდრებელსა ზეცისა მანანაჲსასა, ვენაჴსა სიწმიდისასა, გამოღებულსა ნაყოფსა უკუდავებისასა, ეტლსა და საყდარსა მაღლისასა, უბიწოსა ქალწულსა ყოველნი ვადიდებთ.
Hymn type: t     
ღმრთისმშობელსა მარიამს, მაყუალსა საღმრთოჲსა ცეცხლისა მტჳრთველსა, კიბესა საღმრთოსა, იაკობის მიერ მოსწავებულსა, ადამის ნაშობთა ჴსნისა მიზეზსა, ცათა მაღალთა უმაღლესსა, რომლმან დაიტია საშოსა დაუტევნელი ღმერთი ჴორცითა და გჳშვა ჩუენ ევმანოელ "ჩუენ თანა ღმერთი", და კუალად ქალწულადვე ჰგიეს უზეშთაეს ბუნებათა, უბიწოსა ქალწულსა ყოველნი ვადიდებთ.

Hymn number: 569(8)  
Hymn type: h     
საკჳრველ არს საიდუმლოჲ დიდებული შობისა შენისაჲ ასულო ადამისო Ms. page: 119v   Page of ed.: 599  რამეთუ შენ ხარ კიბე, აღმყვანებელი კაცთაჲ ზეცისა სუფევასა, ამისთჳს დაუცხრომელად, შენ, ღმრთისმშობელო, გალობით გადიდებთ.
Hymn type: t     
სამოსელი სიცრუვისაჲ განვიძარცუეთ და შევიმოსეთ ჩუენ სპეტაკი და ბრწყინვალე ქსოვილი, წყალობითა ყოლად წმიდისა სულისაჲთა ვიხილეთ ნათელი სამებისაჲ, რომელსა დაუცხრომელად ვადიდებთ.

Hymn number: 570(9)  
Hymn type: h     
გიხაროდენ, ღმრთისა დამტევნელო და ანგელოზისა მიერ ხარებულო, რამეთუ შენ მიერ დაჰჴსნდა წყევაჲ ევაჲსმიერი, და აღემართა ნათესავითურ[თ] მისით შობითა შენითა, დედაო მჴსნელისაო, დაუდუმებელად გადიდებთ შენ.
Hymn type: t     
გიხაროდენ, ღმრთისა [სა]ყდარო მაღლისაო, გიხაროდენ, სულმცირეო ღრუბელო, გიხაროდენ, საწმისო ცუარისა საღმრთოჲსაო, გიხაროდენ, მაყუალო შეუწველო, გიხაროდენ, მიზეზო კაცთა ჴსნისაო, გიხაროდენ, სძალო ღმრთისაო.

Hymn number: 571(10)  
Hymn type: h     
უთესლოდ მუცლად-ღებამან უსძლოჲსა დედისამან და უხრწნელად / შობამან Ms. page: 120r   Page of ed.: 601  ღმრთისა განკაცებისამან განაახლა ბუნებაჲ, რომლისათჳსცა დაბადებულნი ღმრთისა სძალსა და დედასა დაუცხრომელად ვადიდებთ.
Hymn type: t     
უცხოსახე საიდუმლოჲ შობისა მის შენისაჲ უზეშთაეს იპოვა ბუნებასა კაცთასა, რამეთუ მუცლად-იღე უთესლოდ ძე და სიტყუაჲ ღმრთისაჲ და გჳშევ ჩუენ ჴორცითა ღმერთი და კაცი სრული.





Next part



This text is part of the TITUS edition of Nevm.dzlisp..

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.