TITUS
Kartlis Cxovreba
Part No. 5
Previous part

Part: IV 
King: 1 
Line of ed.: 14  
ცხოვრება ფარნავაზისი
Line of ed.: 15  
რომელი იყო პირველი მეფე ქართლისა, ქართლოსიანი


Line of ed.: 16        მას ჟამსა იყო ჭაბუკი ერთი მცხეთას ქალაქსა შინა, რომელსა ერქუა სახელი ფარნავაზ.
Line of ed.: 17     
ესე ფარნავაზ იყო მამულად ქართლელი, ნათესავი უფლოსი, მცხეთოსის ძისა,
Line of ed.: 18     
და დედულად სპარსი ასპანელი. და იყო იგი ძმის-წული სამარისი, რომელი მოსლვასა
Line of ed.: 19     
მას ალექსანდრესსა მცხეთელ მამასახლისი ყოფილ-იყო.

Line of ed.: 20        
ესე სამარ და ძმა მისი, მამა ფარ/ნავაზისი, მოკლულ იყო ალექსანდრესგან.
Line of ed.: 21     
ხოლო დედასა ფარნავაზისსა წარეყვანა ფარნავაზ, სამისა წლისა ყრმა, და შელტოლვილ
Line of ed.: 22     
იყო კავკასიად. და მუნ აღზრდილ იყო და მოსრულ იყო მცხეთას, მამულსა თჳსსა.

Page of ed.: 21  
Line of ed.: 1        
ხოლო ესე ფარნავაზ იყო კაცი გონიერი, მჴედარი შემმართებელი და მონადირე
Line of ed.: 2     
ჴელოვანი. და იმალვიდა იგი სიკეთესა თჳსსა აზონის შიშისაგან. ხოლო მონადირეობითა
Line of ed.: 3     
მისითა იქმნა მეცნიერ აზონისა, და შეიყუარა იგი აზონმან მონადირეობისათჳს.
Line of ed.: 4     
ევედრებოდა ფარნავაზს დედა მისი: "შვილო ჩემო, ეკრძალე აზონს და ნურა-რას იჩინებ
Line of ed.: 5     
თავისა შენისა სიკეთესა, ნუ უკუე მოგკლან შენ".

Line of ed.: 6        
და იყო შიში და ძრწოლა მას ზედა. და ვითარ განმრავლდა შიში აზონისი მათ
Line of ed.: 7     
ზედა, რქუა ფარნავაზს დედამან მისმან: "შვილო ჩემო, დაუტევე საყოფელი მამათა
Line of ed.: 8     
შენთა და წარმიყვანე მამულსა ჩემსა ასპანს, ძმათა ჩემთა თანა, და განერე შენ ცოცხალი
Line of ed.: 9     
ჴელისაგან აზონისა.

Line of ed.: 10        
და დაამტკიცეს განზრახვა ესე, წარსლვა ასპანისა. ჭირ უჩნდა ფარნავაზს დატევება
Line of ed.: 11     
საყოფელსა მამათა მისთასა, არამედ შიშისაგან დიდისა დაამტკიცა წარსლვა.

Line of ed.: 12        
/ მაშინ იხილა ფარნავაზ სიზმარი, რე-ცა იყო იგი სახლსა შინა უკაცურსა, და
Line of ed.: 13     
ეგულვებოდა განსლვა და ვერ განვიდა. მაშინ შემოვიდა სარკუმელსა მისსა შუქი მზისა
Line of ed.: 14     
და მოერტყა წელთა მისთა, და განიზიდა და განიყვანა სარკუმელსა მას. და ვითარ განვიდა
Line of ed.: 15     
ველად, იხილა მზე ქუე-მდაბლად, მიჰყო ჴელი მისი, მოჰჴოცა ცუარი პირსა
Line of ed.: 16     
მ[ზ]ისასა და იცხო პირსა მისსა. განიღვიძა ფარნავაზ და განუკჳრდა, და თქუა: "სიზმარი
Line of ed.: 17     
იგი, ესე არს, მე წარვალ ასპანს, და მუნ კეთილსა მივეცემი".

Line of ed.: 18        
ხოლო მას დღესა შინა განვიდა ფარნავაზ და ნადირობდა მარტო, და დევნა უყო
Line of ed.: 19     
ირემთა ველსა დიღომისასა. და ივლტოდეს ირემნი ღირღალთა შინა ტფილისისათა.
Line of ed.: 20     
მისდევდა ფარნავაზ, სტყორცა ისარი და ჰკრა ირემსა. და მცირედ წარვლო ირემმან
Line of ed.: 21     
და დაეცა ძირსა კლდისასა. მივიდა ფარნავაზ ირემსა ზედა; და დღე იგი, მწუხრი,
Line of ed.: 22     
გარდაჴდა, და დაჯდა ირემსა მის თანა, რათა-მცა დაყო მუნ ღამე და დილეულ-მცა წარვიდა.

Line of ed.: 23        
ხოლო კლდისა მის ძირსა ქუაბი იყო, რომლისა კარი აღმოქმნულ იყო ქჳთა
Line of ed.: 24     
ძუელად, და სიძუელითა შეჰქმნოდა დარღუევა შენებუ/ლსა მას. მაშინ დაასხა წჳმა მძაფრი.
Line of ed.: 25     
ხოლო ფარნავაზ აღმოიღო ჩუგლუგი და გამთარღჳა კარი ქუაბისა მის, რათა-მცა მუნ
Page of ed.: 22   Line of ed.: 1     
შიგა დაიმშრალა წჳმისა მისგან, და შევიდა ქუაბსა მა/ს. და იხილა მუნ-შინა განძი
Line of ed.: 2     
მიუწდომელი, ოქრო და ვეცხლი და სამსახურებელი ოქროსა და ვეცხლისა
Line of ed.: 3     
მიუწდომელი.

Line of ed.: 4        
მაშინ ფარნავაზ განკჳრდა და აღივსო სიხარულითა. და მოეგონა სიზმარი იგი, და
Line of ed.: 5     
დაჰკრძალა კარი ქუაბისა ეგრეთ-ვე. და მსწრაფლ წარმოვიდა და უთხრა დედასა
Line of ed.: 6     
თჳსსა და ორთა დათა მისთა. და მას-ვე ღამესა წარმოვიდეს სამნი-ვე იგი საჴედრებითა
Line of ed.: 7     
და ჭურჭლებითა, და იწყეს გამოკრებად განძისა მის და დაფლვად სიმარჯუესა თჳსსა.
Line of ed.: 8     
ხოლო ვითარ განთენდებოდის, კუალად ეგრეთ-ვე აღმოქმნიან კარი ქუაბისა მის. და
Line of ed.: 9     
ესრეთ გამოკრიბეს განძი იგი ხუთ ღამე და დაიგულეს სიმარჯუესა მათსა.

Line of ed.: 10        
მაშინ ფარნავაზ წარგზავნა მონა თჳსი ქუჯის თანა და რქუა: "მე ვარ ნათესავი
Line of ed.: 11     
უფლოს მცხეთოსის ძისა, და ძმის-წული სამარა მამა-სახლისისა, და არს ჩემთანა ხუასტაგი
Line of ed.: 12     
დიდ-ძალი. აწ ინებო, რათა მით ხუასტაგითა მოვიდე შენთანა, და ვიყვნეთ ჩუენ
Line of ed.: 13     
ძმა და ვიჴმაროთ ჩუენ ხუასტაგი იგი ორთა-ვე. გამოუჩნდეთ ჩუენ მტერად აზონ ერის-თავსა,
Line of ed.: 14     
და / სუემან ჩუენმან გუცეს ჩუენ ძლევა კეთილი".

Line of ed.: 15        
მაშინ განიხარა ქუჯი სიხარულითა დიდითა და რქუა: "აღდეგ და მოვედ ჩემ
Line of ed.: 16     
თანა, და ნუ შურობ ხუასტაგსა შენსა, და ხუასტაგითა შენითა განგიმრავლნე სპანი
Line of ed.: 17     
შენნი ვიდრე გამოვჩნდეთ მტერად აზონისა. მაშინ განიხარონ ყოველთა ქართველთა
Line of ed.: 18     
აწყუედილთა მისგან და მიწყუდეულთა. და ვგონებ, რომელ ჰრომთა მათგანნი-ცა გამოგუერთნენ.
Line of ed.: 19     
რამეთუ ურიცხუნი აწყუედილ არიან მათგანნი-ცა აზონისგან".

Line of ed.: 20        
მაშინ ფარნავაზ ფარულად წარვიდა სიხარულითა, და რომელი შესაძლებელ იყო
Line of ed.: 21     
განძისა მისგან წარიტანა თანა, და დედა-ცა და დანი მისნი მისთანა. და მივიდა ქუჯის
Line of ed.: 22     
თანა და რქუა მას ქუჯი: "შენ ხარ შვილი თავთა მათ ქართლისათა, და შენ გმართებს
Line of ed.: 23     
უფლობა ჩემი აწ ნუ შურობ ხუასტაგსა შენსა, რათა განვამრავლნეთ სპანი; და უკეთუ
Line of ed.: 24     
მოგუეცეს ძლევა, შენ ხარ უფალი ჩუენი და მე ვარ მონა შენი".

Page of ed.: 23  
Line of ed.: 1        
მაშინ შეიერთნეს და ეზრახნეს ოვსთა და ლეკთა. ხოლო მათ განიხარეს, რამეთუ
Line of ed.: 2     
არა სთნდა ხარკისა მიცემა აზონისა და გამოჰყვეს ოვსნი და ლეკნი და განიმრავლნეს
Line of ed.: 3     
სპანი. ეგრისით შეკრბეს ურიცხუნი სპანი და მომართეს ა/ზონს. ხოლო აზონმან
Line of ed.: 4     
მოუწოდა სპათა თჳსთა და შემოკრიბნა.

Line of ed.: 5        
მაშინ ათასი მჴედარი რჩეული ჰრომთა მათგანი, რომელთა ბოროტი წაჰკიდებოდა
Line of ed.: 6     
აზონისაგან, განუდგეს აზონს და მოვიდეს წინაშე ფარნავაზისა. მაშინ ყოველნი
Line of ed.: 7     
ქართველნი განუდგეს აზონს. ხოლო სპანი რომელ დარჩეს აზონს, ვერ-ღა-რა მიენდო
Line of ed.: 8     
მათ, რამეთუ ყოველთა ზედა ბოროტის მოქმედ იყო. წარვიდა აზონ და მივიდა კლარჯეთს,
Line of ed.: 9     
და გამაგრდა იგი სიმაგრეთა შინა კლარჯეთისათა.

Line of ed.: 10        
ხოლო მოვიდა ფარნავაზ მცხეთას და დაიპყრნა ოთხნი იგი ციხენი მცხეთისანი.
Line of ed.: 11     
და მას-ვე წელიწადსა შინა დაიპყრა ყოველი ქართლი თჳნიერ კლარჯეთისა.

Line of ed.: 12        
ამან ფარნავაზ წარავლინნა მოციქულნი წინაშე მეფისა ანტიოქოს ასურასტანისა,
Line of ed.: 13     
და წარსცა ძღუენი დიდ-ძალი. და აღუთქუა მას მსახურება, და ითხოვა მისგან შეწევნა
Line of ed.: 14     
ბერძენთა ზედა. ხოლო ანტიოქოს შეიწყნარა ძღუენი მისი, და უწოდა შვილად თჳსად,
Line of ed.: 15     
და წარმოსცა გჳრგჳნი. და უბრძანა ერის-თავთა სომხეთისათა, რათა შეეწეოდიან
Line of ed.: 16     
ფარნავაზს.

Line of ed.: 17        
ხოლო წელსა მეორესა აზონ მოირთნა სპანი საბერძნეთით, გან/ძლიერდა ფრიად
Line of ed.: 18     
და მომართა ფარნავაზს. ხოლო ფარნავაზს განემრავლნეს მჴედარნი ქართლისანი. მოუწოდა
Line of ed.: 19     
მათ და უჴმო ქუჯის და ოვსთა. და შეკრბეს ესე ყოველნი, და მოერთნეს ერის-თავნი
Line of ed.: 20     
ანტიოქოზისნი სომხითით. და ესე ყოველნი შეკრიბნა ფარნავაზ და მიეგება
Line of ed.: 21     
ნაქალაქევსა თანა არტანისასა, რომელსა ერქუა მაშინ ქაჯთა ქალაქი, რომელ არს
Line of ed.: 22     
ჰური. და ეწყვნეს მუნ, და იქმნა ბრძოლა დიდ-ძალი. და მოსწდეს ორგნით-ვე ურიცხჳ.
Line of ed.: 23     
ხოლო იძლივნეს ბერძენნი ფარნავაზისგან. ივლტოდა ბანაკი მათი და მოკლეს აზონ,
Line of ed.: 24     
და ურიცხუნი სპანი მათნი მოსრნეს და ტყუე ქმნნეს.

Line of ed.: 25        
და წარვიდა ფარნავაზ და მოტყუენა საზღვარი საბერძნეთისა ანძიანძორა, და
Line of ed.: 26     
ეკლეცით შემოიქცა. მოვიდა კლარჯეთს და დაიპყრა კლარჯეთი, და წარმოვიდა მცხეთად
Line of ed.: 27     
სიხარულითა დიდითა. ხოლო სიმდიდრესა ზედა მისსა დაერთო ხუასტაგი აზონის-ცა,
Line of ed.: 28     
და იქმნა სიმდიდრე გარდარეული.

Page of ed.: 24  
Line of ed.: 1        
ხოლო ეგრის წყალს ქუემოთ დარჩა ბერძენთა, რამეთუ მკჳდრთა მის ადგილისათა /
Line of ed.: 2     
არა ინებეს განდგომა ბერძენთა. მაშინ ფარნავაზ მისცა დაჲ თჳსი ოვსთა მეფესა
Line of ed.: 3     
ცოლად, და მეორე დაჲ თჳსი მისცა ქუჯის ცოლად. და მისცა ქუჯის ქუეყანა
Line of ed.: 4     
ეგრის წყალსა და რიონს შუა, ზღჳთგან მთამდე, რომელსა შინა არს ეგრისი და სუანეთი,
Line of ed.: 5     
და დაამტკიცა იგი ერის-თავად მუნ. და მან ქუჯი აღაშენა ციხე-გოჯი.

Line of ed.: 6        
მაშინ ფარნავაზ უშიშ იქმნა ყოველთა მტერთა თჳსთაგან და მეფე იქმნა ყოველსა
Line of ed.: 7     
ქართლსა და ეგურსა ზედა. და განამრავლნა ყოველნი მჴედარნი ქართლოსიანნი, განაწესნა
Line of ed.: 8     
ერის-თავნი რვანი და სპასპეტი.

Line of ed.: 9        
ერ/თი გაგზავნა მარგჳს ერის-თავად, და მისცა მცირით მთითგან, რომელ არს
Line of ed.: 10     
ლიხი, ვიდრე ზღუ[რ]ადმდე [ეგრისისა], რიონს ზემოთ. და ამან-ვე ფარნავაზ აღაშენნა
Line of ed.: 11     
ორნი ციხენი, შორაპანი და დიმნა.

Line of ed.: 12        
და გაგზავნა მეორე კახეთისა ერის-თავად, და მისცა არაგჳთგან ვიდრე ჰერეთამდე,
Line of ed.: 13     
რომელ არს კახეთი და კუხეთი.

Line of ed.: 14        
მესამე გაგზავნა ხუნანისა ერის-თავად, და მისცა ბერდუჯის მდინარითგან ვიდრე
Line of ed.: 15     
ტფილისამდე და გაჩიანთამდის, რომელ არს გარდაბანი.

Line of ed.: 16        
მეოთხე გაგზავნა სამშჳლდის ერის-თავად, და მისცა სკჳრეთისა მდინარითგან ვიდრე
Line of ed.: 17     
მთამდე, რომელ არს ტაშირი და აბოცი.

Line of ed.: 18        
მეხუთე გაგზავნა წუნდის ერის-თავად, და მისცა ფანვარითგან ვიდრე თავადმდე
Line of ed.: 19     
მტკურისა, რომელ არს ჯავახეთი და კოლა და არტანი.

Line of ed.: 20        
მეექუსე გაგზავნა ოძრჴის ერის-თავად, და მისცა ტასისკარითგან ვიდრე არსიანთამდის,
Line of ed.: 21     
ნოსტის თავითგან ზღუამდის, რომელ არს სამცხე და აჭარა.

Line of ed.: 22        
მეშჳდე გაგზავნა კლარჯეთის ერის-თავად, და მისცა არსიანითგან ზღუამდე. და მერვე,
Line of ed.: 23     
ქუჯი, იყო ერი/ს-თავი ეგრისისა.

Line of ed.: 24        
ხოლო ერთი დაადგინა სპასპეტად და მისცა ტფილისითგან და არაგჳთგან ვიდრე
Line of ed.: 25     
ტასისკარამდე და ფანვარადმდე, რომელ არს შიდა-ქართლი. და ესე სპასპეტი იყო
Page of ed.: 25   Line of ed.: 1     
შემდგომ/ად-ვე წინაშე მეფისა, მთავრობით განაგებდის ყოველთა ერის-თავთა ზედა. ხოლო
Line of ed.: 2     
ამათ ერის-თავთა ქუეშე, ადგილთა და ადგილთა, განაჩინნა სპასალარნი და ათასის-თავნი,
Line of ed.: 3     
და მათ ყოველთაგან მოვიდოდა ხარკი სამეუფო და საერისთავო.

Line of ed.: 4        
ესრეთ განაწესა ესე ყოველი ფარნავაზ მიმსგავსებულად სამეფოსა სპარსთასა.

Line of ed.: 5        
და მოიყვანა ცოლი დურძუკელთა, ნათესავი კავკასისი.

Line of ed.: 6        
ამან ფარნავაზ მოზღუდა ქალაქი მცხეთა მტკიცედ, და ყოველნი ქალაქნი და
Line of ed.: 7     
ციხენი ქართლისანი, მოოჴრებულნი ალექსანდრესგან, ამან აღაშენნა.

Line of ed.: 8        
და ვერ-ღა-რა იძიეს შური ბერძენთა მის ზედა, რამეთუ უცალო იყვნეს ბერძენნი
Line of ed.: 9     
ბრძოლისაგან ჰრომთასა.

Line of ed.: 10        
და ამან-ვე ფარნავაზ შექმნა კერპი დიდი სახელსა ზედა თჳსსა: ესე არს არმაზი,
Line of ed.: 11     
რამეთუ ფარნავაზს სპარსულად არმაზ ერქუა. ამართა კერპი იგი არმაზი თავსა ზედა
Line of ed.: 12     
ქართლისასა, და მიერითგან ეწოდა არმაზი კერპისა მისთჳს. და ქმნა სატფურება დიდი
Line of ed.: 13     
კერპისა მისთჳს აღმართებულისა.

Line of ed.: 14        
ოცდაშვიდისა წლისა მეფე იქმნა, და სამეოცდახუთ წელ მეფობდა ნებიერ. და
Line of ed.: 15     
მსახურებდა იგი ანტიოქოსს, მეფესა ასურასტანისასა. და ყოველნი დღენი მისნი, რაჲ
Line of ed.: 16     
დაჯდა, მშვიდობით დაყვნა, და აღაშენა და განავსო ქართლი.

Line of ed.: 17        
ხოლო თუენი გაზაფხულისა და სთულისა არისანი / დაყვნის მცხეთას, სამეუფოსა
Line of ed.: 18     
ქალაქსა; და თუენი ზამთრისანი დაყვნის გაჩიანთა; ხოლო თუენი ზაფხულისა -- წუნდას.
Line of ed.: 19     
და ჟამითი-ჟამად მივიდის ეგრისს და კლარჯეთს, და მოიკითხნის მეგრელნი
Line of ed.: 20     
და კლარჯნი, და განაგის ყოველი საქმე დაშლილი.

Line of ed.: 21        
ხოლო იგი ჰრომნი ათასნი მჴედარნი, რომელნი აზონისგან მოერთნეს ფარნავაზს,
Line of ed.: 22     
რომელი ზემოთ ვაჴსენეთ, იგინი განყვნა ჴევთა და ქუეყანათა შინა, იპყრნა იგინი
Line of ed.: 23     
კეთილად, რამეთუ ბრძოლასა მას აზონისსა მჴნედ იყვნეს. და უწოდა მათ სახელად
Line of ed.: 24     
აზნაურნი.

Page of ed.: 26  
Line of ed.: 1        
და რათგან წარვიდა ალექსანდრე, არღარა ჭამდეს კაცსა თჳნიერ რომელ შესწირიან
Line of ed.: 2     
კერპსა მსხუერპლად. იყო განსუენება და სიხარული ყოველსა ქართლსა ზედა
Line of ed.: 3     
მეფობისათჳს ფარნავაზისსა და იტყოდეს ამას ყოველნი: "ვჰმადლობთ სუესა ჩუენსა,
Line of ed.: 4     
რამეთუ მოგუცა ჩუენ მეფე ნათესავთაგან მამათა ჩუენთასა და აღგვიჴადა ხარკი და
Line of ed.: 5     
ჭირი უცხოთა ნათესავთაგან. და ესე ყოველი აღასრულა ფარნავაზ სიბრძნითა და
Line of ed.: 6     
სიქუელითა, სიმჴნითა და სიმდიდრითა.

Line of ed.: 7        
ესუა ძე და უწოდა სახელი საურმაგ.

Line of ed.: 8        
და ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი.
Line of ed.: 9     
ამან განა/ვრცო ენა ქართული, და არ-ღა-რა იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა თჳნიერ
Line of ed.: 10     
ქართულისა. და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული.

Line of ed.: 11        
და მოკუდა ფარნავაზ, და დაფლეს წინაშე არმაზისა კერპისა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Kartlis Cxovreba.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.