TITUS
Kartlis Cxovreba
Part No. 6
Previous part

Part: V  
King: 2 
Line of ed.: 12  
მეორე მეფე საურმაგ


Line of ed.: 13        და ამის წილ მეფე იქმნა ძე მისი საურმაგ.

Line of ed.: 14        
მას ჟამსა შინა ზრახვა ყვეს ერის-თავთა ქართლისათა და თქუეს: "არა კეთილ არს
Line of ed.: 15     
ჩუენდა, რათა-მცა ვმსახურებდეთ ნათესავსა ჩუენსა, არამედ ვიყოთ ერთად, და მოვკლათ
Line of ed.: 16     
ჩუენ საურმაგ, და ვიყვნეთ ჩუენ თავის-უფალ, ვითარცა ვიყვენით პირველ, და მივსცემდეთ
Line of ed.: 17     
ხარკსა ვინ-ცა-ვინ გამოჩნდეს მძლე. რამეთუ ესრეთ ყოფითა უფრო განვისუენებთ".
Line of ed.: 18     
განამტკიცეს განზრახვა და მოკლვა საურმაგისი.

Line of ed.: 19        
ხოლო იგრძნა საურმაგ, და წარვიდა ფარულად და ივლტოდა, წარიტანა თანა
Line of ed.: 20     
დედა მისი და მივიდა ქუეყანასა დურძუკთასა დედის ძმათა მისთა თანა

Line of ed.: 21        
მაშინ ჰრომთა იგი აზნაურნი წარვიდეს და მივიდეს დურძუკეთს-ვე, და რქუეს საურმაგს: "დიდი
Line of ed.: 22     
კეთილი დგას ჩუენ ზედა მამისა შენისა. ამისთჳს ვართ ჩუენ მტკიცე
Line of ed.: 23     
ერთგულებასა შენსა".

Page of ed.: 27  
Line of ed.: 1        
მაშინ საურმაგ ეზრახა ოვსთა მეფესა, მამისა დის-წულსა მისსა, და ითხოვა
Line of ed.: 2     
შეწევნა. ხოლო იგი სიხარულით წარვიდა შუელად მისა და საურმაგ შეიკრიბა დურძუკეთი-ცა,
Line of ed.: 3     
და წარმოემართა ქართველთა ზე/და. და ვერ-ვინ წინა-აღუდგა მას. და დაიპყრა
Line of ed.: 4     
ქართლი, და მოსრნა განდგომილნი მისნი; და რომელთა-მე შეუნდო, ხოლო დაამდაბლნა
Line of ed.: 5     
ქართლოსიანნი და წარჩინებულ ყვნა აზნაურნი, ხოლო განმრავლებულ ყვნა დურძუკნი, ნათესავნი
Line of ed.: 6     
კავკასისნი. ხოლო ტყუენვასა მას ხაზართასა ყოველნი-ვე მშჳდობით
Line of ed.: 7     
დარჩომილ იყვნეს, სიმაგრისაგან ქუეყანისა, და ვერ-ღა-რა იტევდა დურძუკეთი.

Line of ed.: 8        
მაშინ ამან საურმაგ წარმოიყვანნა იგინი ყოველთა კავკასის ნათესავთა ნახევარნი,
Line of ed.: 9     
და რომელნი-მე მათგანნი წარჩინებულ ყვნა, და სხუანი დასხნა მთიულეთს, დიდოეთითგან
Line of ed.: 10     
ვიდრე ეგრისამდე, რომელ არს სუანეთი, და ესენი დაიპყრნა მისანდობელად
Line of ed.: 11     
თჳსად, დედულნი.

Line of ed.: 12        
და დაჯდა საურმაგ მცხეთას მეფედ. და უმატა ყოველთა სიმაგრეთა მცხეთისა და
Line of ed.: 13     
ქართლისათა. და მან შექმნა ორნი კერპნი, აინინა და დანანა, და ამართნა გზასა ზედა
Line of ed.: 14     
მცხეთისასა.

Line of ed.: 15        
და მსახურებდა იგი მეფესა ასურასტანისასა. და მოიყვანა ცოლი სპარსი, ასული
Line of ed.: 16     
ბარდაველის ერის-თვისა. და ესხნეს მის თანა ორნი ასულნი, და არა ეშუა ძე. მაშინ
Line of ed.: 17     
მოიყვანა სპარსეთით შვილი ნებროთისი, ნათესავითგან ცოლისა მისისა, დედის დის-წული,
Line of ed.: 18     
და დაიჭირა იგი შვი/ლად, რომელსა ერქუა სახელი მირვან. და მისცა ასული
Line of ed.: 19     
თჳსი ცოლად, ქალაქი გაჩიანი და საერისთაო სამშჳლდისა და ერთი ასული მისცა
Line of ed.: 20     
ძესა ქუჯისსა, მამის დის-წულსა თჳსსა.

Line of ed.: 21        
მეფობდა საურმაგ ბედნიერად მრავალთა წელთა. და მოკუდა საურმაგ, და მეფე
Line of ed.: 22     
იქმნა მის წილ შვილებული მისი მირვან.



Next part



This text is part of the TITUS edition of Kartlis Cxovreba.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.