TITUS
Kartlis Cxovreba
Part No. 4
Previous part

Part: III 
Page of ed.: 17 
Line of ed.: 1 
თავი [მესამე]
Line of ed.: 2 
შემოსლვა ალექსანდრესი [და მეფენი ფარნავაზიანნი]


Line of ed.: 3       ესე ალექსანდრე გამოჩნდა ქუეყანასა საბერძნეთისასა, ქუეყანასა, რომელსა ჰქჳან
Line of ed.: 4    
მაკედონი, ძე ნიკტანებისი, მეგჳპტელისა, ვითარცა წერილ არს ამბავი მისი წიგნსა
Line of ed.: 5    
/ ბერძენთასა.

Line of ed.: 6       
ამან ალექსანდრე და/იპყრნა ყოველნი კიდენი ქუეყანისანი. ესე გამოვიდა დასავლით,
Line of ed.: 7    
და შევიდა სამჴრით, შემოვიდა ჩრდილოთ, გარდამოვლნა კავკასნი და მოვიდა
Line of ed.: 8    
/ ქართლად. და პოვნა ყოველნი ქართველნი უბოროტეს ყოველთა ნათესავთა სჯულითა.
Line of ed.: 9    
რამეთუ ცოლ-ქმრობისა და სიძვისათჳს არა უჩნდა ნათესაობა, ყოველსა სულიერსა
Line of ed.: 10    
ჭამდეს, მკუდარსა შესჭამდეს, ვითარცა მჴეცნი და პირუტყუნი, რომელთა ქცევისა წარმოთქმა
Line of ed.: 11    
უჴმ არს. და იხილნა რა ესე ნათესავნი სასტიკნი წარმართნი, რომელთა-იგი
Line of ed.: 12    
ჩუენ ბუნთურქად და ყივჩაყად უწოდთ, მსხდომარენი მდინარესა მას მტკურისასა მიხვევით,
Line of ed.: 13    
დაუკჳრდა ესე ალექსანდრეს, რამეთუ არა რომელნი ნათესავნი იქმოდეს მას და
Line of ed.: 14    
ენება რათა-მცა აღმოფხურნა იგინი ქალაქებისა მისგან, არამედ მას ჟამსა ვერ უძლო,
Line of ed.: 15    
რამეთუ პოვნა ციხენი მაგარნი და ქალაქნი ძლიერნი. კუალად გამოვიდეს სხუანი ნათესავნი
Line of ed.: 16    
ქალდეველნი, და დაეშენნეს იგინი-ცა ქართლს.

Line of ed.: 17       
შემდგომად ამისსა განძლიერდა ალექსანდრე და დაიპყრა ყოველი ქუეყანა, და
Line of ed.: 18    
აღმოვიდა ქუეყანასა ქართლისასა. და პოვნა ციხე-ქალაქნი ესე ძლიერნი შუა-ქართლ:
Line of ed.: 19    
წუნდა, ხერტჳსი მტკურისა, ოძრჴე მოკიდებული კლდესა ღადოსსა, თუხარისი მდინარესა
Line of ed.: 20    
ზედა სპერისასა, რომელსა ჰქჳან ჭოროხი, ურბნისი, კასპი და უფლისციხე, ქალაქი
Line of ed.: 21    
დიდი მცხეთა და უბანნი მისნი, სარკინე, ციხე-დიდი და ზანავი, უბანი ურიათა,
Page of ed.: 18  Line of ed.: 1    
და რუსთავი, და დედა-ციხე სამშჳლდე, და მტუერის-ციხე, რომელ არს ხუნანი,
Line of ed.: 2    
და კახეთისა ქალაქნი. ამათ ყოველთა ციხე-ქალაქთა შინა პოვნა კაცნი სასტიკად
Line of ed.: 3    
მბრძოლნი. და განუყო ლაშქარი თჳსი და ყოველთა ამათ ციხე-ქალაქთა გარემოადგინნა,
Line of ed.: 4    
და თჳთ დადგა მცხეთას. და დაუდგინნა ლაშქარნი იმიერ და ამიერ, ზემოთ და
Line of ed.: 5    
ქუემოთ, და თჳთ დადგა ქსანს ზედა, ადგილსა, რომელსა ჰქჳან ნასტაკისი.

Line of ed.: 6       
ხოლო მტუერის-ციხესა და თუხარისსა არა / ჰბრძოდა, რამეთუ ვერ შეუძლებდა
Line of ed.: 7    
დაპყრობად. ხოლო სხუანი ესე ციხენი და ქალაქნი დაიპყრნა ექუს თუე. ხოლო სარკინელთა
Line of ed.: 8    
ბუნთურქთაგანთა აგინეს მეფესა. განუწყრა ალექსანდრე და არღარა ინება
Line of ed.: 9    
ზავი, და ვედრება მათი არა შეიწყნარა, და რქუა მათ: "ვინათგან მაგინეთ მე, ესე არს
Line of ed.: 10    
ნაცვალი თქუენი, რათა დაგჴოცნე ყოველნი". და მოიცვა ქალაქი სარკინე, და ვერა
Line of ed.: 11    
სადეთ განერა ერთი-ცა კაცი. ხოლო სარკინელთა შესჭირდა, რამეთუ ჰბრძოდა თერთმეტ
Line of ed.: 12    
თუე. იწყეს ფარულად კლდესა კაფა, და განჴურიტეს კლდე იგი, რომელი ლბილ
Line of ed.: 13    
იყო და ადვილად საჴურეტელი. და განკრბეს ჴურელსა მას სარკინელნი ღამე, და
Line of ed.: 14    
შეივლტოდეს კავკასიად, და დაუტევეს ცალიერად ქალაქი.

Line of ed.: 15       
დაიპყრა ალექსანდრე ყოველი ქართლი, და მოსრნა ყოველნი იგი ნათესავ/ნი
Line of ed.: 16    
აღრეულნი ქართლს მყოფნი, და უცხონი იგი ნათესავნი მოსრნა და დაატყუევნა, და
Line of ed.: 17    
დედანი და ყრმანი უცებნი, თხუთმეტისა წლისა უმცროსნი; და დაუტევნა ნათესავნი
Line of ed.: 18    
ქართლოსიანნი, და დაუტევა მათ ზედა პატრიკად სახელით აზონ, ძე იარედოსისი,
Line of ed.: 19    
ნათესავი მისი ქუეყანით მაკედონით, და მისცა ასი ათასი კაცი ქუეყანით ჰრომით,
Line of ed.: 20    
რომელსა ჰქჳან ფრო/ტათოს. ესე ფროტათოსელნი იყვნეს კაცნი ძლიერნი და მჴნენი,
Line of ed.: 21    
და ეკირთებოდეს ქუეყანასა ჰრომისასა. და მოიყვანნა ქართლად, მისცა აზონს პატრიკსა.
Line of ed.: 22    
და დაუტევა ქართლს ერის-თავად აზონ, და მის თანა სპანი იგი, მპყრობელად
Line of ed.: 23    
ქართლისა.

Line of ed.: 24       
და უბრძანა ალექსანდრე აზონს, რათა პატივ-სცემდენ მზესა და მთოვარესა და
Line of ed.: 25    
ვარსკულავთა ხუთთა, და ჰმსახურებდენ ღმერთსა უხილავსა, დამბადებელსა ყოვლისასა.
Line of ed.: 26    
რამეთუ მას ჟამსა არა იყო წინასწარმეტყუელი და მოძღუარი სჯულისა ჭეშმარიტისა,
Page of ed.: 19  Line of ed.: 1    
რომელმან-ცა ასწავა და ამხილა, არამედ თჳთ მოიგონა სჯული ესე ალექსანდრე, მეფობასა
Line of ed.: 2    
შინა მისსა ყოველსა ქუეყანასა სჯული ესე დაუდვა. და წარვიდა ალექსანდრე.

Line of ed.: 3       
ხოლო ამან აზონ მოარღჳვნა ზღუდენი ქალაქსა მცხეთას საფუძვლითურთ, და
Line of ed.: 4    
დაუტევნა ოთხნი იგი ციხენი, რომელნი მოსდგმიდეს პირსა ქართლისასა: თავადი
Line of ed.: 5    
ციხე, რომელ არს არმაზი; და ერთი ციხე დასასრულსა არმაზისა ცხჳრისასა; და ერთი
Line of ed.: 6    
თავსა ზედა მცხეთისასა; მეოთხე ციხე, დასავლით, მცხეთა მტკუარსა ზედა. და ესენი
Line of ed.: 7    
მომტკიცნა, და განავსნა იგინი ლაშქრითა. და ყო/ველთა ქართლისა ქალაქთა მოარღჳვნა
Line of ed.: 8    
ზღუდენი, და დაიპყრნა ყოველნი საზღვარნი ქართლისანი, ჰერეთითგან და
Line of ed.: 9    
ბერდუჯის მდინარითგან ვიდრე ზღუადმდე სპერისა. და დაიპყრა ქართლსა ზედა ეგრისი-ცა,
Line of ed.: 10    
და მოხარკე ყვნა ოსნი, ლეკნი და ხაზარნი.

Line of ed.: 11       
და ვითარ წარვიდა ალექსანდრე ეგჳპტედ, აღაშენა ქალაქი ალექსანდრია, და
Line of ed.: 12    
თორმეტ წლამდის მოვლო ყოველი ქუეყანა, თორმეტსა წელსა შინა დაეპყრნეს ყოველნი
Line of ed.: 13    
კიდენი ქუეყანისანი. და მეთოთხმეტესა წელსა ალექსანდრიას შინა მოკუდაო
Line of ed.: 14    
იგი, უსწორო დიდი ჴელმწიფე და ვითარ მოკუდებოდა იგი, სიცოცხლესა-ვე შინა
Line of ed.: 15    
მისსა განუტევნა ყოველნი მთავარნი, რომელნი შეპყრობილ და დამონებულ იყვნენ
Line of ed.: 16    
მისგან. და იგინი წარვიდეს თჳს-თჳსად ქუეყნად, ვითარცა ბრძანებულ იყო.

Line of ed.: 17       
მერმე მოიყვანნა ოთხნი კაცნი, ტომნი მისნი, რომელნი იყვნეს სახელით: ანტიოქოზ,
Line of ed.: 18    
ჰრომოს, ბიზინტიოს და პლატონ.

Line of ed.: 19       
და მისცა ანტიოქოზს ასურასტანი და სომხითი, და კერძო აღმოსავლეთისა უჩინა
Line of ed.: 20    
მას. და მან აღაშენა სახელითა მისითა ქალაქი ანტიოქია.

Line of ed.: 21       
ხოლო ჰრომოს მისცა თრიმიკოსი, და უჩინა კერძო დასავლეთისა. და მან აღაშენა
Line of ed.: 22    
ქალაქი ჰრომი.

Page of ed.: 20 
Line of ed.: 1       
და ბიზინტიოსს მისცა საბერძნეთი და ქართლი, და უჩინა კერძო ჩრდილოსა. და
Line of ed.: 2    
მოუწერა წიგნი ანდერძი აზონ პატრიკსა, ერის-თავსა ქართლისასა, რათა მსახურებდეს
Line of ed.: 3    
იგი ბი/ზინტიოსს. და მან აღაშენა ქალაქი ბიზინტია, რომელსა აწ ჰქჳან კოსტანტინეპოლი.

Line of ed.: 4       
ხოლო პლატონ დაუტევა ალექსანდრიას.

Line of ed.: 5       
და მოკუდა ალექსანდრე.

Line of ed.: 6       
ხოლო ამან აზონ დაუტევა სჯული ალექსანდრეს მოცემული, იწყო კერპთ-მსახურებად,
Line of ed.: 7    
და შექმნნა ორნი კერპნი ვეცხლისანი: გაცი და გაიმ. და მონებდა იგი ბიზინტიოსს, მეფესა
Line of ed.: 8    
საბერძნეთისასა. იყო კაცი ძნელი და მესისხლე, და ესე დააწესა და
Line of ed.: 9    
ამცნო სპათა მისთა, ვითარმედ: "ყოველმან ქართველთაგანმან რომელმან პოვოს საჭურველი, მოკალთ
Line of ed.: 10    
იგი". და ჰყოფდეს ჰრომნი იგი ესრეთ ქართველთა ზედა, და ვინ-ცა-ვინ
Line of ed.: 11    
გამოჩნდის ქართველთაგანი ქმნულ-კეთილი და ასაკოვანი, მოკლიან იგი. და იყო
Line of ed.: 12    
ჭირი დიდი ნათესავსა ზედა ქართველთასა. და ესე აზონ მათ ჰრომთა-ცა ზედა იყო
Line of ed.: 13    
მესისხლე, და მოესრნეს მრავალნი მათგანნი.



Next part



This text is part of the TITUS edition of Kartlis Cxovreba.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.