TITUS
Kartlis Cxovreba
Part No. 2
Previous part

Part: II 
Page of ed.: 8 
Line of ed.: 1 
[თავი მეორე]
Line of ed.: 2 
[ამბავი ქართლისა]


Line of ed.: 3       ხოლო აქათგან ვიწყოთ და წარმოვთქუათ ამბავი ქართლისა და ნათესავისა მათისა,
Line of ed.: 4    
და ცხოვრება მათი ვიდრე დღეთა ჩუენთამდე, და ვითარ-იგი განუყო ქუეყანა
Line of ed.: 5    
თარგამოს ნათესავსა მისსა და რვათა-ვე შვილთა მისთა.

Line of ed.: 6       
და მისცა ქართლოსს ქუეყანა, რომელი ზემო აღვწერეთ. და ესე ქართლოს მოვიდა
Line of ed.: 7    
პირველად ადგილსა მას, სადა შეერთჳს არაგჳ მტკუარსა, და განვიდა მთასა მას
Line of ed.: 8    
ზედა, რომელსა ეწოდების არმაზი. და პირველად შექმნა სიმაგრენი მას ზედა, და
Line of ed.: 9    
იშენა მუნ ზედა სახლი, და უწოდა მთასა მას სახელი თავისა თჳსისა ქართლი. და ვიდრე
Line of ed.: 10    
აღმართებამდე მუნ-ზედა კერპი არმაზისი ერქუა მთასა მას ქართლი, და მის გამო
Line of ed.: 11    
ეწოდა ყოველსა ქართლსა ქართლი, ხუნანითგან ვიდრე ზღუამდე სპერისა.

Line of ed.: 12       
შემდგომად ამისსა ამან-ვე ქართლოს აღაშენა ციხე ორბისა, რომელსა აწ ჰქჳან
Line of ed.: 13    
სამშჳლდე. და კუალად აღაშენა მტუერის-ციხე, რომელსა აწ ჰქჳან ხუნანი. ცხოვნდა
Line of ed.: 14    
იგი მრავალთა წელთა და განმრავლდა ნათესავი მისი.

Line of ed.: 15       
ხოლო შვილთა შორის მისთა გამოჩნდეს ხუთნი გმირნი, რომელთა სახელები
Line of ed.: 16    
ესე არს: პირველსა მცხეთოს, მეორესა გარდაბოს, მესამესა კახოს, მეოთხესა კუხოს,
Line of ed.: 17    
მეხუთესა გაჩიოს. ესე ხუთნი-ვე იყვნეს გმირნი. არამედ მცხეთოს უგმირე იყო სხუათა მათ.

Line of ed.: 18       
მოკუდა ქართლოს და დაფლეს იგი თავსა ზედა ქართლისასა, რომელსა აწ ეწოდების
Line of ed.: 19    
არმაზი. და შემდგომად ამისსა ცოლმან მისმან აღაშენა დედა-ციხე. და მან-ვე
Line of ed.: 20    
აღაშენა ბოსტან-ქალაქი, რომელსა აწ ჰქჳან რუსთავი, და განყვნა ცოლმან ქართლოსისმან
Line of ed.: 21    
ხუთნი-ვე იგი გმირნი, შვილნი მისნი.

Line of ed.: 22       
გარდაბოსს მისცა ხუნანი და უჩინა საზღვარი: აღმოსავლით მდინარე / ბერდუჯისი,
Line of ed.: 23    
დასავლით ქალაქი გაჩიანი, და სამჴრით მთა პირველ ჴსენებული, და ჩრდილოთ
Line of ed.: 24    
მტკუარი.

Page of ed.: 9 
Line of ed.: 1       
ხოლო გაჩიოსს მისცა ორბის ციხე და სკჳრეთის მდინარითგან ვიდრე თავადმდე
Line of ed.: 2    
აბოცისა. და ამან გაჩიოს აღაშენა ქალაქი გაჩიანი, რომელსა მაშინ ერქუა
Line of ed.: 3    
სანადირო ქალაქი.

Line of ed.: 4       
ხოლო კუხოსს მისცა ბოსტან-ქალაქი, რომელსა აწ ჰქჳან რუსთავი, მისცა არაგვითგან
Line of ed.: 5    
ვიდრე ჰერეთამდე, [......შესარ] თავადმდე, მთასა კახეთისასა და მტკუარსა შუა.

Line of ed.: 6       
ხოლო კახოსს მისცა კავკასიასა და კახეთის მთასა შორის, არაგჳთგან ვიდრე
Line of ed.: 7    
ტყეტბადმდე, რომელი არს საზღვარი ჰერეთისა. და ამან კახოს აღაშენა ჩელეთი; კუხოს
Line of ed.: 8    
შეეწია შენებასა ჩელეთისასა. რამეთუ დედა-ციხე კახოსის ხუედრი იყო. და მისცა
Line of ed.: 9    
კახოს შეწევნისათჳს და შეეწია შენებასა ჩელეთისასა, რომელსა ბერ ერქუა პირველ
Line of ed.: 10    
შენებულსა კახეთისასა.

Line of ed.: 11       
ხოლო მცხეთოს, რომელი უგმირე იყო ძმათა მისთა, ესე დარჩა / საყოფელთა
Line of ed.: 12    
მამისა მათისა ქართლოსისათა, რომელსა აწ ჰქჳან არმაზი. და მან-ვე აღაშენა ქალაქი
Line of ed.: 13    
შესაკრებელსა შორის მთკურისა და არაგჳსასა, და უწოდა სა/ხელი თჳსი მცხეთა. და
Line of ed.: 14    
დაიპყრა ქუეყანა ტფილისითგან და არაგჳთგან დასავლით ვიდრე ზღუადმდე სპერისა.

Line of ed.: 15       
და ესე იყო განმგე და უფალ მათ ოთხთა-ვე ძმათა ზედა და ესე ოთხნი-ვე იყვნეს
Line of ed.: 16    
მორჩილ მისა. ესე არიან განყოფილნი ქართლოსის ძეთანი და რომელნი განყვნა
Line of ed.: 17    
დედამან მათმან შემდგომად სიკუდილისა ქართლოსისა. ხოლო მრავალთა წელთა და
Line of ed.: 18    
მრავალთა ჟამთა ცხოვნდა ძე ქართლოსისი, და განმრავლდა ნათესავი მისი, და მათ
Line of ed.: 19    
ყოველთა განმრავლდა ნათესავი მათი.

Line of ed.: 20       
ხოლო შვილთა შორის მცხეთოსისათა გამოჩნდეს სამნი გმირნი სახელოვანნი,
Line of ed.: 21    
რომელთა სახელები ესე არს: პირველსა უფლოს, და შემდგომსა ოძრჴოს, და მესამესა
Line of ed.: 22    
ჯავახოს. განუყო მათ ქუეყანა და ნათესავი ათი ყოველი.

Line of ed.: 23       
ოძრჴოსს მისცა ტასისკარითგან ვიდრე ზღუამდე სპერისა, ქუეყანა კლდოვანი.
Line of ed.: 24    
ამან ოძრჴოს აღაშენა ორნი ციხე-ქალაქნი: ოძრჴე და თუხარისი.

Page of ed.: 10 
Line of ed.: 1       
ხოლო ჯავახოსს მისცა ფანავრითგან ვიდრე თავადმდე მტკურისა. და ამან ჯავახოს
Line of ed.: 2    
აღაშენა ორნი ციხე-ქალაქნი: წუნდა და ქალაქი არტანისა, რომელსა მაშინ ერქუა
Line of ed.: 3    
ქაჯთა ქალაქი, ხოლო აწ ჰქჳან ჰუ/რი.

Line of ed.: 4       
ხოლო უფლოს დარჩა საყოფელსა მამისა მათისა მცხეთოსისსა მცხეთას. და ეპყრა
Line of ed.: 5    
ქუეყანა არაგჳთგან და ტფილისითგან ვიდრე ტასისკარამდე და ფანავრადმე. და ამან
Line of ed.: 6    
აღაშენა უფლის-ციხე, ურბნისი, კასპი, არაგჳთგან და არმაზითგან ვიდრე ტასისკარითამდე
Line of ed.: 7    
უწოდა ამას ქუეყანასა ზენას-სოფლისა, რომელსა აწ ჰქჳან შიდა-ქართლი.

Line of ed.: 8       
ხოლო ვიდრე სიკუდილამდე მცხეთოსისა ესე ყოველნი ნათესავნი თარგამოსისნი
Line of ed.: 9    
იყვნეს სიყუარულსა ზედა ერთმანერთისასა; და შიში აქუნდათ ნებროთიანთა, და ჰგონებდეს
Line of ed.: 10    
იგინი ნებროთიანთაგან ძებნასა სისხლისა ნებროთისსა. და ისწრაფდეს იგინი
Line of ed.: 11    
მაგრებასა ციხე-ქალაქთასა შიშისათჳს ნებროთიანთასა.

Line of ed.: 12       
ხოლო ვითარცა მოკუდა მცხეთოს, ძე ქართლოსისი, შთავარდა შური შორის
Line of ed.: 13    
შვილთა ქართლოსისთა: იწყეს ბრძოლად და ჴდომად ურთიერთას. რამეთუ უფლოსს,
Line of ed.: 14    
ძესა მხეთოსისათა, არა ერჩდეს, არ-ცა ხადოდეს უფლად, რომელი დატევებულ იყო
Line of ed.: 15    
საყდართა ქართლოსისათა, რამეთუ მამისა მისისაგან მიცემულ იყო უფლობა ქართლოსიანთა.
Line of ed.: 16    
იწყეს ბრძოლად და ჴდომად ურთიერთას; და განაგრძელეს / მათ შორის
Line of ed.: 17    
ბრძოლა, რომელ ჟამსა-მე აღდგიან ამათგანნი ორნი ნათესავნი ერთსა ზედა, და სხუანი
Line of ed.: 18    
შეეწეოდიან რომელნი-მე მას; და რომელნი-მე კუალად სხუანი აღდგეს ერთმან-ერთსა
Line of ed.: 19    
ზედა და სხუანი შეეწეოდიან რომელსა-მე ჟამსა იქმნის მშჳდობა მათ შორის, და კუალად
Line of ed.: 20    
შეიშალნიან და ებრძოდიან.

Page of ed.: 11 
Line of ed.: 1       
და გაგრძელდა მათ შორის ესე-ვითარი საქმე, და არა-ვინ იყო მათ შორის უწარჩინებულეს
Line of ed.: 2    
და უსახელოვანეს, არამედ ადგილითი-ადგილად თავადნი იჩინიან. ხოლო
Line of ed.: 3    
ვინ-ცა იყვის მცხეთას, რე-ცა თავადი იგი იყვის ყოველთა მათ სხუათა ზედა. და არ-ცა
Line of ed.: 4    
სახელ-ედებოდათ მეფედ, არ-ცა ერის-თავად, არამედ მამასახლისი ეწოდებოდათ, და იგი
Line of ed.: 5    
იყვის მაზავებელ და ბჭე სხუათა ქართლოსიანთა. რამეთუ ქალაქი მცხეთა განდიდებულ
Line of ed.: 6    
იყო უმეტეს ყოველთასა, და უწოდდეს დედა-ქალაქად.

Line of ed.: 7       
და მას ჟამსა დაივიწყეს ღმერთი, დამბადებელი მათი, და იქმნეს მსახურ მზისა
Line of ed.: 8    
და მთოვარისა და ვარსკულავთა ხუთთა, და მტკიცე და უფროსი საფიცარი მათი იყო
Line of ed.: 9    
საფლავი ქართლოსისი.



Next part



This text is part of the TITUS edition of Kartlis Cxovreba.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.