TITUS
Text collection: KCx. 
Kartlis Cxovreba

Historia Iberorum

The Georgian Chronicle
Volume: I 
Vol. I


On the basis of the edition
Kartlis Cxovreba.
Ṭeksṭi dadgenili q̇vela ʒiritadi xelnac̣eris mixedvit
S. Q̣auxčišvilis mier,
ṭomi I,
Tbilisi 1955

electronically prepared by J. Gippert
1986-1998;
TITUS version by Jost Gippert,
Frankfurt a/M, 28.2.1998 / 14.7.1998 / 31.8.1999 / 27.12.1999 / 1.6.2000 / 23.12.2002 / 21.3.2007




[For easy reference, the texts were subdivided into chapters. J.G.]




Text: L.Mr._Vit._Reg. 
Leontius Ruensis

Vitae regum Iberorum




Part: I 
Page of ed.: 3 
ლეონტი მროველი

[ნაწილი პირველი: ცხოვრება ქართველთა მეფეთა]

Line of ed.: 1 
ვიწყო მოთხრობად
Line of ed.: 2 
ცხოვრებასა ქართუელთა მეფეთასა და პირველთაგანთა
Line of ed.: 3 
მამათა და ნათესავთა

Line of ed.: 4 
[თავი პირველი]
Line of ed.: 5 
[ამბავი რვათა ძმათა]


Line of ed.: 6       
პირველად ვაჴსენოთ ესე, რამეთუ სომეხთა და ქართველთა, რანთა და მოვაკნელთა,
Line of ed.: 7    
ჰერთა და ლეკთა, მეგრელთა და კავკასიანთა -- ამათ თჳსთა ერთი იყო მამა, სახელით
Line of ed.: 8    
თარგამოს. ესე თარგამოს იყო ძე თარშისი, ძის-წული იაფეთისი, ძისა ნოესი. და
Line of ed.: 9    
იყო ესე თარგამოს კაცი გმირი. / და შემდგომად განყოფისა ენათასა, ოდეს აღაშენეს
Line of ed.: 10    
ბაბილონს გოდოლი, და განეყვნეს მუნ ენანი და განიბნინეს მუნით ყოველსა ქუეყანასა.
Line of ed.: 11    
და წარმოვიდა ესე თარგამოს ნათესავით-ურთ მისით, და დაემკჳდრა ორთა მათ
Line of ed.: 12    
მთათა შუა კაც-შეუვალთა, არარატსა და მასისსა. და იყო ნათესავი მისი დიდი და
Page of ed.: 4  Line of ed.: 1    
ურიცხჳ, რამეთუ ესხნეს ცოლ-მრავალ ძენი და ასულნი, და შვილნი და შვილის-შვილნი
Line of ed.: 2    
ძეთა და ასულთა მისთანი, რამეთუ ცხოვნდა იგი ექუსას წელ. და ვერღარა იტევდა
Line of ed.: 3    
ქუეყანა არარატისა და მასისისა.

Line of ed.: 4       
ხოლო ქუეყანა იგი, რომელი წილით ხდომოდა, ესე არს საზღვარი ქუეყანისა
Line of ed.: 5    
მისისა: აღმოსავლით ზღუა გურგენისა, დასავლით ზღუა პონტოსა, და სამხრით ზღუა
Line of ed.: 6    
ორეთისა, და ჩრდილოთ მთა კავკასია.

Line of ed.: 7       
ხოლო შვილთა შორის მისთა გამოჩნდეს კაცნი რვანი, გმირნი ძლიერნი და
Line of ed.: 8    
სახელოვანნი, რომელთა სახელები ესე არს: პირველსა ერქუა ჰაოს, მეორესა ქართლოს, მესამესა
Line of ed.: 9    
ბარდოს, მეოთხესა მოვაკან, მეხუთესა ლეკ, მეექუსესა ჰეროს, მეშვიდესა
Line of ed.: 10    
კავკას, მერვესა ეგროს. ესე რვანი იყვნეს გმირნი. ხოლო ჰაოს უმეტეს გმირი
Line of ed.: 11    
იყო ყოველთასა, რამეთუ ეგევითარი არაოდეს ყოფილ იყო არცა წყლის-რღუნის წინათ
Line of ed.: 12    
და არცა შემდგომად ტანითა, ძალითა და სიმჴნითა.

Line of ed.: 13       
ხოლო ვერღარა იტევდა ქუეყანა არარატისა და მასისისა, განუყო თარგამოს
Line of ed.: 14    
ქუეყანა და ნათესავი თჳსი რვათა ამათ გმირთა: ნახევარი ნათესავისა მისისა და ნახევარი
Line of ed.: 15    
და უმჯობესი ქუეყანისა მისისა მისცა ჰაოსს, ხოლო შჳდთა ამათ მისცა ხუედრი
Line of ed.: 16    
მათი არძანგებისაებრ მათისა: წარმოიყვანნა შჳდნი იგი ჩრდილოთ კერძო და განუყვნნა
Line of ed.: 17    
ქუეყანანი ღირსებისაებრ მათისა მისცა ქართლოსს და უჩინა საზღვარი:
Line of ed.: 18    
აღმოსავლით ჰერეთი და მდინარე ბერდუჯისი; დასავლით ზღუა პონტოსი; სამხრით მთა,
Line of ed.: 19    
რომელი მიჰყვების ბერდუჯის მდინარის თავსა, და მთა, რომელი მიჰყვების დასავლით
Line of ed.: 20    
კერძო, რომლისა წყალი გარდმოდის ჩრდილოთ კერძო და მიერთვის მტკუარსა,
Line of ed.: 21    
რომელ მიჰყვების მთა შორის კლარჯეთსა და ტაოს ვიდრე ზღუამდის; და ჩრდილოთ
Page of ed.: 5  Line of ed.: 1    
საზღვარი ღადო, მთა მცირე, რომელი გამოვლის შტოდ კავკასისაგან და მოჰკიდავს
Line of ed.: 2    
წუერი დასასრულსა ღადოსა, რომელსა აწ ჰქჳან ლიხი. და ამათ საზღვართა საშუალ
Line of ed.: 3    
მისცა ყოველი ქართლოსს.

Line of ed.: 4       
ხოლო ბარდოსს მისცა მტკუარს სამჴრით, ბერდუჯის მდინარითგან ვიდრე სადა
Line of ed.: 5    
შეკრბებიან მტკუარი და რაჴსი. ამან ბარდოს აღაშენა ქალაქი ბარდავი და დაეშენა მუნ.

Line of ed.: 6       
ხოლო მოვაკანს მისცა მტკუარსა ჩრდილოთ, მცირისა ალაზნისა შესართავითგან
Line of ed.: 7    
ვიდრე ზღუამდე. და ამან აღაშენა ქალაქი მოვაკნე/თი, და დაემკჳდრა მუნ.

Line of ed.: 8       
ხოლო ჰეროსს მისცა ქუეყანა მტკურისა ჩრდილოთ, მცირისა ალაზნისა შესართავითგან
Line of ed.: 9    
ვიდრე ტყეტბამდე, რომელსა აწ ჰქჳან გულგულა. და ამან ჰეროს აღაშენა
Line of ed.: 10    
პირველად ქალაქი შესაკრებელთა შორის ორთავე ალაზანთასა. და უწოდა სახელი თჳსი
Line of ed.: 11    
ჰერეთი. და მის გამო ჰქჳან ჰერეთსა ჰერეთი. და აწ მას ადგილსა ჰქჳან ხორანთა.

Line of ed.: 12       
ხოლო ეგროსს მისცა ქუეყანა ზღჳს ყურისა, და უჩინა საზღვარი: აღმოსავლით
Line of ed.: 13    
მთა მცირე, რომელსა აწ ჰქჳან ლიხი; დასავლით ზღუა; [ჩრდილოთ] მდინარე მცირისა ხაზარეთისა,
Line of ed.: 14    
სადა წარსწუთების წუერი კავკასისა. ხოლო ამან ეგროს აღაშენა ქალაქი და
Line of ed.: 15    
უწოდა სახელი თჳსი ეგრისი. აწ მას ადგილსა ჰქჳან ბედია.

Line of ed.: 16       
ხოლო კავკასიათა ჩრდილოთ არა იყო ხუედრი თარგამოსისა, არამედ არცა იყო
Line of ed.: 17    
კაცი კავკასიასა ჩრდილოთ; და უმკჳდრო იყო ქუეყანა იგი კავკასიითგან ვიდრე მდინარემდე
Line of ed.: 18    
დიდად, რომელი შესდის ზღუასა დარუბანდისასა. ამისთჳს გამოიყვანნა მრავალთა
Line of ed.: 19    
გმირთაგან ორნი გმირნი, ლეკან და კავკასი. და მისცა ლეკანს ზღჳთგან
Line of ed.: 20    
დარუბანდისათ ვიდრე მდინარემდე ლომეკისა, / ჩრდილოთ ვიდრე მდინარემდე დიდად
Page of ed.: 6  Line of ed.: 1    
ხაზარეთისად. და მისცა კავკასის ლომეკის მდინარითგან ვიდრე დასასრულადმდე კავკასისა,
Line of ed.: 2    
დასავალით.

Line of ed.: 3       
ხოლო ჰაოს დაემკჳდრა საყოფელთა მამისა თჳსისა თარგამოსისთა, და დაიპყრა
Line of ed.: 4    
ქუეყანა ჩრდილოთ, ვითა დამიწერია: სამჴრით მთით ორეთისითგან, აღმოსავლით
Line of ed.: 5    
ვიდრე ზღუადმდე გურგანისა, და დასავლით ვიდრე ზღუადმდე პონტოსა. და ამათ
Line of ed.: 6    
შჳდთა-ვე გმირთა ზედა იყო განმგებელ და უფალ ჰაოს. და ესე ყოველნი იყვნეს მორჩილ
Line of ed.: 7    
ჰაოსისა. და ესე რვანი-ვე ერთობით ჰმონებდეს ნებროთს გმირსა, რომელი იყო
Line of ed.: 8    
პირველი მეფე ყოვლისა ქუეყანისა.

Line of ed.: 9       
შემდგომად ამისა მცირედთა წელიწადთა მოუწოდა ჰაოს შჳდთა მათ გმირთა,
Line of ed.: 10    
შემოკრიბნა და რქუა მათ: "მოგუცა ღმერთმან მაღალმან ძალი და სიმრავლე ნათესავისა
Line of ed.: 11    
ჩუენისა. აწ შეწევნითა დამბადებლისათა ვიყვნეთ არა-ვისა მონა, და არა-ვის ვმსახუროთ
Line of ed.: 12    
თჳნიერ ღმრთისა დამბადებელისა". ეწამნეს შჳდნი იგი გმირნი, და დაუმტკიცეს
Line of ed.: 13    
განზრახვა იგი; და განუდგეს ნებროთს და არ-ღა-რა მისცეს ხარკი. და ეზრახნეს სხუათა
Line of ed.: 14    
ვი/ეთმე ნათესავთა, და დაუორგულდეს სხვანი-ცა ნათესავნი.

Line of ed.: 15       
მაშინ განუწყრა ნებროთ, და შემოკრიბნა გმირნი მისნი და ყოველნი რომელნი
Line of ed.: 16    
ერჩდეს სპანი მისნი, და მომართა თარგმანოსიანთა (!). ხოლო ჰაოს მოუწოდა შჳდთა-ვე
Line of ed.: 17    
გმირთა და ყოველსა-ვე ნათესავსა თარგამოსისსა. და შეეწივნეს სხუანი-ცა ვინ-მე ნათესავნი
Line of ed.: 18    
დასავლეთისანი: შეკრიბნა ჰაოს ესე ყოველნი და დადგა ძირსა მასისისასა. და
Line of ed.: 19    
ვითარ მოადგა ნებროთ ქუეყანასა ადარბადაგნისასა, და დადგა მუნ და წარავლინნა
Line of ed.: 20    
გმირნი სამეოცნი და მათ თანა სპანი ძლიერნი წყობად თარგამოსიანთა.

Line of ed.: 21       
ხოლო ვითარცა მოიწივნეს სპანი იგი ნებროთისნი, მაშინ მიეგებნეს შჳდნი იგი
Line of ed.: 22    
გმირნი ძმანი ჰაოსისნი სპითა ძლიერითა. ხოლო ჰაოს სპითა უძლიერესითა დაუდგა
Line of ed.: 23    
უკანით, ზურგით. იქმნა მათ შორის ბრძოლა სასტიკი, რომელი ემსგავსა სასტიკებასა
Line of ed.: 24    
ჰაერისასა. რამეთუ მტუერი ფერჴისა მათისა ვითარცა ღრუბელი სქელი; ელვა აბჯრისა
Page of ed.: 7  Line of ed.: 1    
მათისა ვითარცა ელვა ცისა; ჴმა პირისა მათისა ვითარცა ჴმა ქუხილისა; სიმრავლე
Line of ed.: 2    
ისართა და ტყორცა ქვისა მათისა ვითარცა სეტყ/უა ჴშირი, და დათხევა სისხლისა მათისა
Line of ed.: 3    
ვითარცა ღუარი სეტყუათა. განძლიერდა ბრძოლა მათ შორის, და მოსწყდა ორგნით-ვე
Line of ed.: 4    
ურიცხჳ.

Line of ed.: 5       
ხოლო ჰაოს უდგა ზურგად გმირთა მისთა, ძალ-სცემდა და ნუგეშის-ცემდა ჴმითა
Line of ed.: 6    
საზარელითა, რომელი მსგავსი იყო მეხის ტეხისა. მაშინ სძლეს თარგამოსიანთა და
Line of ed.: 7    
მოსრნეს სამეოცნი იგი გმირნი ნებროთისნი და სპანი მათნი. ხოლო შჳდნი ესე
Line of ed.: 8    
გმირნი თარგამოსიანნი -- ქართლოს, ბარდოს, მოვაკან, ჰეროს, ლეკან, კავკასან, ეგროს -- ესენი
Line of ed.: 9    
დარჩეს ცოცხლებით თჳნიერ წყლულებისა, და ძლევა-შემოსილნი ჰმადლობდეს
Line of ed.: 10    
ღმერთსა.

Line of ed.: 11       
ხოლო ვითარცა ესმა ნებროთს, განწყრა და წარმოემართა მათ კერძო ყოვლითა
Line of ed.: 12    
ძალითა მისითა. ხოლო ჰაოსს არა ჰყვეს სპანი ნებროთის სპათა ოდენნი: განმაგრდა
Line of ed.: 13    
იგი ღირღალთა შინა მასისისათა. მიუდგა ქუეშე კერძო ნებროთ; და იყო იგი ჭურვილი
Line of ed.: 14    
რკინითა და რვალითა ტერფთაგან ვიდრე თხემამდე. და აღჴდა გორასა ერთსა
Line of ed.: 15    
ზედა ზრახვად ჰაოსისა და ეტყოდა დამორჩილებასა-ვე მისსა, რათა სთნდეს მიქცევა მისი.
Line of ed.: 16    
ხოლო ჰაოს რქუა გმირთა მისთა: "განმიმაგრეთ ზურ/გით კერძი ჩემი, და მივეახლო
Line of ed.: 17    
ნებროთს".

Line of ed.: 18       
და წარვიდა და მივიდა პირისპირ მახლობელად ნებროთისა, და სტყორცა ისარი
Line of ed.: 19    
და ჰკრა მკერდსა ნებროთისსა, ფიცარსა ზედა რვალისასა, და განავლო ზურგით. მაშინ
Line of ed.: 20    
დაეცა ნებროთ, და იოტა ბანაკი მისი. და განთავისუფლდეს ნათესავნი თარგამოსისნი.
Line of ed.: 21    
და მაშინ ჰაოს ჰყო თავი თჳსი მეფედ ძმათა თჳსთა ზედა და სხუათა-ცა ნათესავთა
Line of ed.: 22    
ზედა, მახლობელთა საზღვართა მისთასა. ხოლო შჳდნი-ვე ესე ძმანი წარვიდეს თჳს-თჳსად
Line of ed.: 23    
ქუეყანად, და იყვნეს მორჩილ ჰაოსისა. ხოლო აქამომდის დავწერეთ ამბავი ესე
Line of ed.: 24    
რვათა-ვე ძმათა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Kartlis Cxovreba.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.