TITUS
Kartlis Cxovreba
Part No. 3
Previous part

Part: IIa 
Page of ed.: 11 
Line of ed.: 10 
გამოსლვა ხაზართა


Line of ed.: 11       მას ჟამსა შინა განძლიერდეს ხაზარნი და დაუწყეს ბრძოლად ნათესავთა ლეკისათა
Line of ed.: 12    
და კავკასიოსთა და ესე თარგამოსიანთა ყოველნი მას ჟამსა იყვნეს მშჳდობით
Line of ed.: 13    
სიყუარულსა ერთმ/ან-ერთისასა.

Line of ed.: 14       
ხოლო შვილთა ზედა კავკასისთა იყო უფალ დურძუკ, ძე ტირეთისი. ეზრახნეს
Line of ed.: 15    
ესე ექუსთა-ვე ნათესავთა თარგამოსიანთა, და ითხოვდეს შუელა ხაზართა ზედა. ხოლო
Line of ed.: 16    
შეკრბეს ყოველნი ნათესავნი თარგამოსიანნი, და გარდავლეს მთა კავკასია. და მოტყუენნეს
Line of ed.: 17    
ყოველნი საზღვარნი ხაზარეთისანი, და აღაშენნეს ქალაქნი პირსა ხაზარეთისასა,
Line of ed.: 18    
და წარმოვიდეს.

Line of ed.: 19       
ამისსა შემდგომად ხაზართა იჩინეს მეფე, და დაემორჩილნეს ყოველნი ხაზარნი
Line of ed.: 20    
მეფესა მას ჩინებულსა მათსა. და წარმოიძღუანეს იგი და გამოვლეს ზღჳს-კარი,
Line of ed.: 21    
რომელსა აწ ჰქჳან დარუბანდი. ვერ წინააღუდგეს თარგამოსიანნი, რამეთუ იყო სიმრავლე
Line of ed.: 22    
ურიცხჳ ხაზართა, წარტყუენეს ქუეყანა თარგამოსიანთა, და შემუსრნეს ყოველნი
Page of ed.: 12  Line of ed.: 1    
ქალაქნი არარატისანი და მასისისანი და ჩრდილოსანი. და დაურჩეს ციხე-ქალაქნი
Line of ed.: 2    
თუხარისი, სამშჳლდე და მტუერის-ციხე, რომელ არს ხუნანი, შიდა-ქართლი და ეგრისი.

Line of ed.: 3       
და ისწავეს ხაზართა ორნი-ვე ესე გზანი, რომელ არს ზღჳს-კარი დარუბანდი და
Line of ed.: 4    
არაგჳს-კარი, რომელ / არს დარიალა. და განამრავლეს ხაზართა გამოსლვა და თყუენვა
Line of ed.: 5    
მათი და ვერ-ღა-რა წინააღუდგეს. და მიერითგან იქმნეს ესე ყოველნი თარგამოსიანნი
Line of ed.: 6    
მოხარკე ხაზართა.

Line of ed.: 7       
ხოლო ოდეს პირველ გამოვიდა ხაზართა მეფე და მოტყუენნა ქუეყანანი, რომელნი
Line of ed.: 8    
ზემოთ დამიწერიან, და გარდავლო მთა კავკასია. და იყო ძე მისი სახელით
Line of ed.: 9    
უობოს, და მისცა ძესა თჳსსა ტყუე სომხითისა და ქართლისა. და მისცა ქუეყანა კავკასის
Line of ed.: 10    
ნაწილი, ლომეკის მდინარისა დასავლით, დასავლეთამდე მთისა.

Line of ed.: 11       
და დაეშენა უთბოს:და მათნი ნათესავნი არიან ოვსნი, და იგი არს ოვსეთი,
Line of ed.: 12    
რომელ ნაწილი იყო კავკასისა. ხოლო დურძუკ, რომელი უწარჩინებულეს იყო შვილთა
Line of ed.: 13    
შორის კავკასისთა, მივიდა და დაჯდა ნაპრალსა შინა მთისასა, და უწოდა სახელი თჳსი
Line of ed.: 14    
დურძუკეთი. და მისცემდა ხარკსა მეფესა ხაზართასა.

Line of ed.: 15       
ხოლო მას-ვე გზობასა მისცა მამის ძმის-წულსა მისსა ხაზართა მეფემან ნაწილი
Line of ed.: 16    
ლეკანისა, აღმოსავლით ზღჳთგან დარუბანდისით მდინარემდე ლომეკისა. და მისცა
Line of ed.: 17    
ტყუე რანისა და მოვაკნისა. და დაეშენა იგი მუნ, რომელ ნაწილი იყო ლეკანისა.

Line of ed.: 18       
ხოლო ხოზონიხ, რომელ უწარჩინებულეს იყო ნათესავთა შორის ლეკანისთა,
Line of ed.: 19    
მივიდა და დაჯდა ნაპრალსა შინა მთისასა, აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელი თჳსი
Line of ed.: 20    
ხოზანიხეთი.

Line of ed.: 21       
და გარდაჴდეს მას შინა ჟამნი მრავალნი. და ესე ყოველნი ნათესავნი იყვნეს
Line of ed.: 22    
მოხარკე ხაზართა.

Line of ed.: 23       
ხოლო მიერითგან განძლიერდეს სპარსნი მიერ მზისა აღმოსავლითგან, ნათესავნი
Line of ed.: 24    
ნებროთისნი. და გამოჩნდა ნათესავთა შორის ნებროთისთა კაცი ერთი გმირი,
Page of ed.: 13  Line of ed.: 1    
რომლისა სახელი აფრიდონ, "რომელმან შეკრა ჯაჭვითა ბევრასფი გუელთა უფალი,
Line of ed.: 2    
და დააბა მთასა ზედა, რომელ არს კაცთ შეუვალი-ო".

Line of ed.: 3       
ესე-ვითარი წერილ არს ცხოვრებასა სპარსთასა. აფრიდონ ეუფლა ყოველსა ქუეყანასა
Line of ed.: 4    
სპარსთასა: ხოლო რომელთა-მე ქუეყანათა შეგზავნნა ერის-თავნი, ჴელადნი მისნი,
Line of ed.: 5    
და რომელი-მე ქუეყანა მოხარკე ეყო. ამან წარმოგზავნა ერის-თავი თჳსი სპითა დიდითა,
Line of ed.: 6    
რომელსა სახელი ერქუა არდამ, შვილი ნებროთის ნათესავთა. მოვიდა ქართლად და
Line of ed.: 7    
შემუსრნა ყოველნი ქალაქნი და ციხენი ქართლისანი. და მოსრა ყოველი რა-ოდენი
Line of ed.: 8    
ხაზარი პოვა ქართლსა შინა.

Line of ed.: 9       
ამან არდამ ერის-თავმან აღაშენა ქალ/აქი ზღჳს-კარს, და უწოდა სახელი დარუბანდი,
Line of ed.: 10    
რომელი ითარგმანების "დაჴშა კარი". და მან-ვე მოზღუდა მცხეთა ქალაქი ქჳთკირითა. და
Line of ed.: 11    
აქამომდე არა იყო ქართლსა შინა საქმე ქჳთკირისა. და ამის გამო დაისწავლეს
Line of ed.: 12    
ქჳთკირი. ამან-ვე არდამ მოჰკიდა კირი-ზღუდე ციხესა არმაზისასა და აქათ
Line of ed.: 13    
მტკურამდის, და წარმოზღუდა ცხჳრი არმაზისი ვიდრე მტკურამდე.

Line of ed.: 14       
და ერისთავობდა არდამ მრავალთა წელთა. ხოლო ოდეს განუყო აფრიდონ ყოველი
Line of ed.: 15    
ქუეყანა სამთა ძეთა მისთა, მაშინ რომელსა-ცა ძესა მისცა სახლად სპარსეთი, და
Line of ed.: 16    
მას-ვე ხუდა წილად ქართლი, რომელსა სახელად ერქუა იარედ.

Line of ed.: 17       
ხოლო შემდგომად არდამ ერის-თავისა გარდაიცვალნეს და ერის-თავნი. მიერითგან
Line of ed.: 18    
უცალო იქმნეს ძენი აფრიდონისნი, რამეთუ იწყეს ბრძოლად ურთიერთას. და მოკლეს
Line of ed.: 19    
ორთა ძმათა იარედ, ძმა მათი. მაშინ პოვეს ჟამი მარჯუე ქართლოსიანთა.

Line of ed.: 20       
ეზრახნეს ოვსთა, გარდამოიყვანეს ოვსნი და პოვეს ერის-თავი სპარსთა ველსა
Page of ed.: 14  Line of ed.: 1    
გარე, და კნისობდა, და მ/ოკლეს იგი. და რომელ პოვეს სპარსი, ყოველი მოსწყჳდეს
Line of ed.: 2    
ოვსთა და ქართველთა, და განთავისუფლდეს ქართველნი, ხოლო რანი და ჰერეთი
Line of ed.: 3    
დარჩა სპარსთა.

Line of ed.: 4       
და შემდგომად ამისსა მრავალთა წელიწადთა კუალად განძლიერდეს სპარსნი. და
Line of ed.: 5    
განდიდნა მეფე სპარსთა, რომელსა ერქუა ქეკაპოს.

Line of ed.: 6       
ხოლო მას ჟამსა იყო ვინ-მე ლეკეთს, კაცი მგრძნებელი, ნათესავი ხოზანიხიზისი
Line of ed.: 7    
და მან გრძნებითა თჳსითა დააბრმო ქეკაპოს მეფე და სპა მისი, და ვერ შევიდა ლეკეთს,
Line of ed.: 8    
უკუ-მოიქცა და მაშინ-ღა განუნათლდა თუალები. ამან ქეკაპოს კუალად მოხარკე
Line of ed.: 9    
ყვნა ქართველნი და წარვიდა.

Line of ed.: 10       
შემდგომად ამისსა რა-ოდენთა-მე წელიწადთა მოვიდა ამბავი, ვითარმედ მოსე განვლო
Line of ed.: 11    
ზღუა ისრაელთა, და იზრდებიან იგინი უდაბნოს მანანათა. განკჳრდეს ყოველნი,
Line of ed.: 12    
და მათ ყოველთა წარმართთა აქეს ღმერთი ისრაელთა.

Line of ed.: 13       
და შემდგომად ამისსა რა-ოდენთა-მე წელიწადთა უცალო იქმნა ქეკაპოს, მეფე
Line of ed.: 14    
სპარსთა, რამეთუ იწყო ბრძოლა თურქთა. მაშინ პოვეს ჟამი მარჯუე სომეხთა და ქართველთა,
Line of ed.: 15    
და განუდგეს სპარსთა და განამაგრნეს ციხენი და ქალაქნი მათნი და შეერთნეს
Line of ed.: 16    
ყოველნი ნათესავნი თარგამოსიანნი.

Line of ed.: 17       
შემდგომად ამისსა რა-ოდენთ/ა-მე წელიწადთა გამოგზავნა ქეკაპოს, სპარსთა მეფემან,
Line of ed.: 18    
ძე მისი, რომელსა ერქუა ფარაბოროტ, სპითა დიდითა სომეხთა და ქართველთა
Line of ed.: 19    
და ყოველთა თარგამოსიანთა ზედა. ხოლო შეკრბეს ესე ყოველნი თარგამოსიანნი,
Line of ed.: 20    
მიეგებნეს და დაეწყვნეს ადარბადაგანს, და იოტეს ფარაბოროტ, და მოსრეს სპა მისი.

Line of ed.: 21       
შემდგომად ამისსა მცირედთა წელთა კუალად გამოგზავნა ამან-ვე ქეკაპოს ძის-წული
Line of ed.: 22    
მისი, ძე შიოშ ბედნიერისა, რომელი მოიკლა თურქეთს, ვითარცა წერილ არს წიგნსა
Line of ed.: 23    
სპარსთა ცხოვრებისასა.

Page of ed.: 15 
Line of ed.: 1       
წარმოემართა ესე ძე შიოშისი, სახელით ქაიხოსრო. ვერ წინააღუდგეს მას სომეხნი
Line of ed.: 2    
და ქართველნი, რამეთუ დიდი იყო ძალი მისი. მოვლო ყოველი სომხითი და
Line of ed.: 3    
ქართლი, მოტყუენა ყოველი-ვე, იავარ-ყვნა ყოველნი ციხენი და ქალაქნი, და დაუტევნა
Line of ed.: 4    
ერის-თავნი, და აღაშენა ადარბადაგანს სახლი სალოცავი სჯულისა მათისა, და წარვიდა.

Line of ed.: 5       
და შემდგომად ამისსა რა-ოდენთა-მე წელიწადთა უცალო იქმნა ქაიხოსრო მეფე,
Line of ed.: 6    
და იწყო ბრძოლად თურქთა, ეძიებდა სისხლსა მამისა მათისასა. და პოვეს ჟამი სომეხთა
Line of ed.: 7    
და ქართველთა, განუდგეს სპარსთა და მოსრნეს ერის/თავნი სპარსთანი, და განთავისუფლდეს.

Line of ed.: 8       
ხოლო მას-ვე ჟამსა მოვიდეს თურქნი, ოტებულნი მის-ვე ქაიხოსროსგან. გამოვლეს
Line of ed.: 9    
ზღუა გურგანისი, აღმოყვეს მტკუარსა და მოვიდეს მცხეთას სახლი ოც-და-რვა. და
Line of ed.: 10    
ეზრახნეს მამასახლისსა მცხეთისასა, აღუთქუეს შეწევნა სპარსთა ზედა. ხოლო მამასახლისმან
Line of ed.: 11    
მცხეთელმან აუწყა ყოველთა ქართველთა. ინებეს დამეგობრება მათ თურქთა,
Line of ed.: 12    
რამეთუ აქუნდა შიში სპარსთა, და შემწეობისათჳს დაიმეგობრნეს თურქნი იგი გამოსხმულნი,
Line of ed.: 13    
და განიყვანეს ყოველთა ქალაქთა შინა.

Line of ed.: 14       
ხოლო უმრავლესნი მათგანნი მოვიდეს და პოვეს ადგილი ერთი მცხეთას, დასავლით
Line of ed.: 15    
კერძო კლდეთა შორის გამოკუეთილი, ღრმა, და მოითხოვეს ადგილი იგი მცხეთელთა
Line of ed.: 16    
მამასახლისისაგან. მისცა და აღაშენეს იგი, მოზღუდეს მტკიცედ, და ეწოდა
Line of ed.: 17    
მას ადგილსა სარკინე.

Line of ed.: 18       
და იყვნეს ესე თურქნი და ქართველნი ნების-მყოფელ ერთმან-ერთისა, მოელოდეს
Line of ed.: 19    
მოსლვასა სპარსთასა, ამაგრებდეს ციხეთა და ქალაქთა. მას ჟამსა შინა სადათა-ც ვინ
Line of ed.: 20    
მივიდის ძჳრის-მოქმედთაგან საბერძნეთით, გინა ასურით / ოტებული, გინა ხაზარეთით,
Line of ed.: 21    
ყოველი-ვე დაიმეგობრიან ქართველთა შემწეობისათჳს სპარსთა ზედა.

Line of ed.: 22       
და გამოჴდეს ამას შინა ჟამნი მრავალნი. მაშინ ნაბუქოდონოსორ მეფემან წარმოსტყუენა
Line of ed.: 23    
იერუსალემი, და მუნით ოტებულნი ურიანი მოვიდეს ქართლს, და მოითხოვეს
Page of ed.: 16  Line of ed.: 1    
მცხეთელთა მამასახლისისაგან ქუეყანა ხარკითა. მისცა და დასხნა არაგუსა ზედა,
Line of ed.: 2    
წყაროსა, რომელსა ჰქჳან ზანავი. და რომელი ქუეყანა აქუნდა მათ ხარკითა, აწ ჰქჳან
Line of ed.: 3    
ხერკ ხარკისა მისთჳს.

Line of ed.: 4       
აქამომდის ქართლოსიანთა ენა სომხური იყო, რომელსა ზრახვიდეს. ხოლო ოდეს
Line of ed.: 5    
შემოკრბეს ესე ურიცხუნი ნათესავნი ქართლსა შინა, მაშინ ქართველთა-ცა დაუტევეს
Line of ed.: 6    
ენა / სომხური და ამათ ყოველთა ნათესავთაგან შეიქმნა ენა ქართული.

Line of ed.: 7       
და იპყრეს სჯული უბოროტესი ყოველთა ნათესავთასა. რამეთუ ცოლ-ქმრობისათჳს
Line of ed.: 8    
არა უჩნდათ ნათესაობა; და ყოველსა სულიერსა ჭამდეს; საფლავი არა იყო, მკუდარსა
Line of ed.: 9    
შესჭამდეს.

Line of ed.: 10       
შემდგომად ამისსა რა-ოდენთა-მე წელიწადთა აღმოვიდა ძე სპარსთა მეფისა
Line of ed.: 11    
ვაშტა/შაბისი, სახელით სპანდიატ-რვალი, გოლიათი იგი და სახელოვანი. ხოლო
Line of ed.: 12    
ვერ წინააღუდგეს სომეხნი და ქართველნი, არამედ განამაგრნეს ციხენი და ქალაქნი,
Line of ed.: 13    
და მოელოდეს მოსლვასა მისსა. ხოლო მოვიდა რა იგი ადარბადაგანს, ეწია ამბავი
Line of ed.: 14    
სპარსთა, რამეთუ მოკლეს მამის მამა მისი თურქთა და შემოვიდეს თურქნი სპარსეთად.
Line of ed.: 15    
მაშინ დაუტევა სპანდიატ ბრძოლა სომეხთა და ქართველთა, შეიქცა თურქთა ზედა
Line of ed.: 16    
ძებნად სისხლსა მამის მამისა მისისასა. და განთავისუფლდეს სომეხნი და ქართველნი.

Line of ed.: 17       
შემდგომად ამისსა რა-ოდენთა-მე წელიწადთა მეფე იქმნა სპარსეთს ძე სპანდიატისი,
Line of ed.: 18    
რომელი არს სახელით ბარამ, რომელი იცნობების არდაშირობით. ესე განდიდნა
Line of ed.: 19    
უფროს ყოველთა მეფეთა სპარსთასა. ამან დაიპყრა ბაბილოვანი და ასურეთი,
Line of ed.: 20    
მოხარკე ყვნა ბერძენნი და ჰრომნი. და მაშინ ქართველნი მოხარკე იყვნეს მისდა-ვე.
Line of ed.: 21    
და იყვნეს ქართლს ესრეთ აღრეულ ესე ყოველნი ნათესავნი, და იზრახებოდა ქართლსა
Line of ed.: 22    
შინა ექუსი ენა: სომხური, ქართული, ხაზარული, ასურული, ებრაული და ბერძული.
Line of ed.: 23    
ესე ენანი იცოდეს ყოველთა მეფეთა ქართლისათა, მამათა და დედათა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Kartlis Cxovreba.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.