TITUS
Biblia Iberica: Psalterium et Odae e codice Gracensi
Part No. 4
Previous part

Chapter: 4  
ფსალმუნი დავითისი


Verse: 2   Link to psa   ხადილსა ჩემსა ესმა ჩემი ღმერთსა სიმართლისა ჩემისასა. ჭირსა ჩემსა მილხინე, მიწყალე მე და შეგესემინ ლოცვისა ჩემისა.

Verse: 3   Link to psa   
ძენო კაცთანო, ვიდრემდის გულფიცხელ ხართ? რად გიყუარს ამაოებაჲ და ეძიებთ სიცრუესა?

Verse: 4   Link to psa   
გულისჴმა-ყავთ, რამეთუ საკჳრველ ყო უფალმან წმიდაჲ თჳსი; Manuscript page: 3v  უფალსა შეგესემინ ჩემი ღაღადებასა ჩემსა მისა მიმართ.

Verse: 5   Link to psa   
გულისწყრომასა თქუენსა ნუ სცოდავთ. რაჲ თქუან გულთა თქუენთა, სარეცელთა თქუენთა ზედა შეჲნანეთ.

Verse: 6   Link to psa   
შეწირეთ მსხუერპლი სიმართლისაჲ და ესევდით უფალსა.

Verse: 7   Link to psa   
მრავალთა თქჳან: ვინ გჳჩუენოს ჩუენ კეთილი? გამოგჳჩნდა ჩუენ ნათელი პირისა შენისაჲ, უფალო.

Verse: 8   Link to psa   
მოეც სიხარული გულთა ჩუენთა ნაყოფისაგან, იფქლითა, ღჳნითა, ზეთითა მათითა განამრავლენ7 შენ იგინი.
Verse: 8V        (7)
განამრავალენ.

Verse: 9   Link to psa   
მშჳდობით მას ზედა დავწევ, დავიძინე, რამეთუ შენ, უფალმან მხოლომან, სასოებით დამამკჳდრე მე.



Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Iberica: Psalterium et Odae e codice Gracensi.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.