TITUS
Biblia Iberica: Psalterium et Odae e codice Gracensi
Part No. 5
Previous part

Chapter: 5  


Verse: 2   Link to psa   სიტყუათა ჩემთაჲ ისმინე, უფალო, და გულისჴმა-ყავ ღაღადებაჲ ჩემი8.
Verse: 2V        (8)
ჩემო.

Verse: 3   Link to psa   
მომხედენ ჴმასა ლოცვისა9 ჩემისასა, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, რამეთუ შენდამი ვილოცავ, უფალო.
Verse: 3V        (9)
ლოცვისასა.

Verse: 4   Link to psa   
განთიად შეგესემინ ჴმისა ჩემისაჲ, განთიად წარვდგე შენდა და გეჩუენო შენ.

Verse: 5   Link to psa
Manuscript page: 4r     რამეთუ შენ, ღმერთი, არა ეგრე ხარ, ვითარმცა გინდა ურჩულოებაჲ; არა დაიმკჳდრონ შენ თანა უკეთურთა,

Verse: 6   Link to psa   
არცა დადგენ უშჯულონი წინაშე თუალთა შენთა; მოიძულენ10 შენ ყოველნი მოქმედნი უშჯულოებისანი.
Verse: 6V        (10)
მოიძურენ.

Verse: 7   Link to psa   
წარსწყმიდენ შენ ყოველნი, რომელნი იტყჳან სიცრუესა; კაცი მოსისხლჱ და მზაკუვარი სძაგს უფალსა.

Verse: 8   Link to psa   
ხოლო მე მრავლითა მოწყალებითა შენითა შევიდე სახლსა შენსა, თავყუანის-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა.

Verse: 9   Link to psa   
უფალო, მიძეღუ მე სიმართლითა შენითა და მტერთათჳს წარჰმართე11 შენ წინაშე გზაჲ ჩემი,
Verse: 9V        (11)
წარჰმართი.

Verse: 10   Link to psa   
რამეთუ არა არს პირსა მათსა ჭეშმარიტებაჲ, გული მათი ამაო, სამარე ზეღებულ არს ჴორჴი მათი, Manuscript page: 4v  ენითა მათითა ზაკუვიდეს.

Verse: 11   Link to psa   
საჯენ იგინი, ღმერთო; დაეცნენ იგინი ზრახვათა მათთაგან; დიდძალითა უღმრთოებისა მათისაჲთა განიშორენ შენ იგინი, რამეთუ გაგამწარეს უფალი.

Verse: 12   Link to psa   
იშუებდენ შენდამი ყოველნი, რომელნი გესვენ შენ უკუნისამდე, იხარებდენ შენდა და შენ დაემკჳდრო მათ შორის. Manuscript page: 5r  იქადოდიან შენდამი ყოველნი, რომელთა უყუარს სახელი შენი.

Verse: 13   Link to psa   
რამეთუ შენ აკურთხო მართალი, უფალო, და ვითარცა ჭურითა სათნოვებისაჲთა, გჳრგჳნოსან მყვენ ჩუენ.



Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Iberica: Psalterium et Odae e codice Gracensi.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.