TITUS
Ioseb-Zilixaniani (anon.)
Part No. 5
Previous part

Chapter: 4  
4. აქა ქალისაგან პასუხად თავის ამბვის მბობა.






Strophe: 29  
Line of ed.: 13  Verse: a        29. ქალმა დიდნი დაიძახა   სისხლ რეულის ცრემლთა დენით:
Line of ed.: 14  Verse: b        "ჰე, გამზდელო, დასაძრახი   როგორა ვთქვა ჩემი ენით?
Line of ed.: 15  Verse: c        აწ მესამე წელად მივა,   რომ ვიწვები ამა სენით,
Line of ed.: 16  Verse: d     და   მაგრა საქმე ვერ ვამჟღავნე,   ვიყვი კრძალვით, არ დაჩენით".






Strophe: 30  
Line of ed.: 17  Verse: a        30. უბრძანა: "ჩემო გამზდელო,   ამის სამბობლად მცხვენიან,
Line of ed.: 18  Verse: b        უცხო რამ ვნახე სიზმარი,   მე მისთვის მომიწყენიან,
Line of ed.: 19  Verse: c        მოყმე რამ ვნახე ასეთი,   მისთანა არც ვის სმენიან,
Line of ed.: 20  Verse: d     და   მითხრა, თუ: "შენთვინ მოსული   თავი საყრმოდა გხლენიან".






Strophe: 31  
Line of ed.: 21  Verse: a        31. "მითხრა: "შენ ფიცე, მაფიცე,   შენ ჩემი იყო, მე შენი,
Line of ed.: 22  Verse: b        თუ დაიჯერო ეს სიტყვა,   პატრონი ხარო შენ ჩვენი,
Line of ed.: 23  Verse: c        უცილოდ ღვთის ბრძანებითა   გვერც მხლებელი ვარ მე თქვენი".
Line of ed.: 24  Verse: d     და   მეცა შეფიცვით მას ყმასა   ძლიერი ღმერთი დავთქვენი".






Strophe: 32  
Line of ed.: 25  Verse: a        32. "არ ვიცი ზეციერია,   ანუ ჴმელზედა მავალი,
Line of ed.: 26  Verse: b        მისთანა არა მინახავს   არცა მზე ამამავალი,
Line of ed.: 27  Verse: c        ასრე დამჩაგრა შუქითა,   ვითა მთვარემა მრავალი,
Line of ed.: 28  Verse: d     და   მითხრა, თუ: "შენთვის მოსრულვარ,   შორის გზით მე მამავალი".


Page of ed.: 8  




Strophe: 33  
Line of ed.: 1  Verse: a        33. რა ეს მანგიმ გაიგონა,   სანაწყენოდ ექცა ფერი,
Line of ed.: 2  Verse: b        მოახსენა თვალთა მზესა:   "მართალია, თუ ნაფერი,
Line of ed.: 3  Verse: c        მაგას ვინმცა შეგიტყობდა,   რომ სიზმრად აქვს ისი ფერი,
Line of ed.: 4  Verse: d     და   იგ უთუვოდ დევი არი,   გჩვენებია ანუ ფერი".






Strophe: 34  
Line of ed.: 5  Verse: a        34. ქალმა უთხრა: "ნუ ყოს ღმერთმა   ეშმაკისა დასახული,
Line of ed.: 6  Verse: b        გრძნეულობით ვისმც ეჩვენოს   კაცსა ისრე მოსახული,
Line of ed.: 7  Verse: c        იგი არის ჴორციელი,   კაცი კაცად შასახული,
Line of ed.: 8  Verse: d     და   ღმერთი ფიცოს ეშმაურმ -- შენთვის   ვარო მოსახული?"






Strophe: 35  
Line of ed.: 9  Verse: a        35. კვლა მოახსენა გამდელმა:   "ეგ სიტყვა რა ვარგულია,
Line of ed.: 10  Verse: b        შენ ცუდი რამე გინახავს,   ეშმურივ დაკარგულია,
Line of ed.: 11  Verse: c        შენდა საცდურად მოსულა   წყეული და ნაკრულია,
Line of ed.: 12  Verse: d     და   მაგისთვის ასრე რად ზიხარ,   შენ აგრე ჭკვა-ნაკლულია?"






Strophe: 36  
Line of ed.: 13  Verse: a        36. რა ეს მანგიმ იდასტურა,   ტირილითა გამოვიდა,
Line of ed.: 14  Verse: b        ღაწვ-ნაკვეხი, მკერდ-ნაგლეჯი   დედოფალთან შემოვიდა,
Line of ed.: 15  Verse: c        მოახსენა: "შამიგნია,   ჩვენსა თავსა რა მოვიდა,"
Line of ed.: 16  Verse: d     და   რა ისმინა, აოხრებით   ადგა, ქმართან წამოვიდა.






Strophe: 37  
Line of ed.: 17  Verse: a        37. მეფესა ჰკადრა: "პატრონო,   ასული ჭმუნავს ამადო,
Line of ed.: 18  Verse: b        სიზმარი რამე უნახავს,   ჩვენგან ეწამლვის არადო,
Line of ed.: 19  Verse: c        უცხო რამ მოყმე უნახავს,   თვალად და კვლავე ტანადო,
Line of ed.: 20  Verse: d     და   მას ჩვენგან რა ეშველების,   მოჰჩვენებია ალადო!"






Strophe: 38  
Line of ed.: 21  Verse: a        38. რა ეს მეფემ გაიგონა,   გაკვირვებით გაუცნობდა,
Line of ed.: 22  Verse: b        ადგა, ქალთან წამოვიდა,   კვლავე ამას მოუბნობდა:
Line of ed.: 23  Verse: c        "არ ნახულსა, არ ნასმენსა,   ნეტარ, ვინცა შეიტყობდა?"
Line of ed.: 24  Verse: d     და   კბილთა თითნი დარჩომოდა,   სხვასა არას არა ჰჴმობდა.




Next part



This text is part of the TITUS edition of Ioseb-Zilixaniani (anon.).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.8.2016. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.