TITUS
Ioseb-Zilixaniani (anon.)
Part No. 6
Previous part

Chapter: 5  
5. აქა ქალისაგან მეორედ სიზმრად ნახვა მისვე ყმისა.






Strophe: 39  
Line of ed.: 25  Verse: a        39. მუდამ იჯდის მოქრუშვილი,   აყოლებდის რეტად თავსა,
Line of ed.: 26  Verse: b        რა დაღამდის არ დაიგის,   თავი მიდვის მისვე მკლავსა,
Line of ed.: 27  Verse: c        ცოტა რამე დაეძინა   მოსარულსა თვალსა შავსა,
Line of ed.: 28  Verse: d     და   წამოიჭრა, დაიძახა:   "იგივ ვნახე, ვინცა მკლავსა".






Strophe: 40  
Line of ed.: 29  Verse: a        40. მეტად დიდი დაიძახა,   გამოიჭრა ფიცხლავ გარე,
Line of ed.: 30  Verse: b        გვერც მხლებელნი მოეხვივნეს,   დაიჭირეს იგი მთვარე,
Line of ed.: 31  Verse: c        ყველა თავსა ევლებოდენ:   "ჭირი შენი შემოგვყარე".
Line of ed.: 32  Verse: d     და   მამა ყელსა გარდაეჭდო,   გარდუკოცნა არე-მარე.


Page of ed.: 9  




Strophe: 41  
Line of ed.: 1  Verse: a        41. გიშრისა ტბითა წყარო სდის,   ვარდსა ასოვლებს წამითა,
Line of ed.: 2  Verse: b        ზაფრანის ფერად შეცვალა   ღაწვი მეტისა ბანითა,
Line of ed.: 3  Verse: c        ეხვეწებოდენ: "ნუ სჭმუნავ   ჭმუნვითა ამისთანითა,
Line of ed.: 4  Verse: d     და   ყიოდის: "ვისცა ღმერთი გწამს,   მოდით და მე მამკალითა".






Strophe: 42  
Line of ed.: 5  Verse: a        42. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .   . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
Line of ed.: 6  Verse: b        . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .   . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
Line of ed.: 7  Verse: c        . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .   . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
Line of ed.: 8  Verse: d     და   "შენი ეშყი ინაბარე,   გული ჩემი მევ მამეო".






Strophe: 43  
Line of ed.: 9  Verse: a        43. უთხრა: "თუ მკითხავ, ვინა ვარ,   ვიქნები მისრეთს მეფეო,
Line of ed.: 10  Verse: b        უთიოდ იქ მოპოვები,   სადაცა შენ გინეფეო,
Line of ed.: 11  Verse: c        თუ ჩემი შეყრა გწადიან,   მისრეთსა წაისწრაფეო
Line of ed.: 12  Verse: d     და   ჩვენ ერთმან-ერთსა იქ მივხვდეთ,   ტურფათა შენ ჴელმწიფეო".






Strophe: 44  
Line of ed.: 13  Verse: a        44. მას ქალსა შავი ჯუბანი   და თავსაც შავი ეხვივნეს,
Line of ed.: 14  Verse: b        გვერცა დაუჯდა იგი ყმა,   ერთმანერთს გარდაეხვივნეს,
Line of ed.: 15  Verse: c        გაყარა ფერი ქარვისა,   ლალი ბროლს გარდაეხვივნეს,
Line of ed.: 16  Verse: d     და   შეშფოთვით ქალი აიჭრა,   მას აღარავინ ეხვივნეს.






Strophe: 45  
Line of ed.: 17  Verse: a        45. გათენდა, ქალმა გამდელსა   უბრძანა: "მჭირს რა არა მე,
Line of ed.: 18  Verse: b        ჭირის მომცემმა პატრონმა   სევდანი უკუმყარა მე,
Line of ed.: 19  Verse: c        წამართვა მისი ნავღელი   და ლხინი შამომყარა მე,
Line of ed.: 20  Verse: d     და   მიამბო მისი ამბავი,   ამითა გამახარა მე".






Strophe: 46  
Line of ed.: 21  Verse: a        46. "პატრონმა ჩემმა მამამან   სევდანი უკუიყაროს,
Line of ed.: 22  Verse: b        აწ აღარა ვარ მე შმაგად,   ბორკილი გამომიყაროს,
Line of ed.: 23  Verse: c        მობრძანდეს ჩემდა სახსნელად,   ვარდზედა ია მაყაროს,
Line of ed.: 24  Verse: d     და   ისნივ სამოსნი ჩამაცვას   და შავი ტანთა ამყაროს".






Strophe: 47  
Line of ed.: 25  Verse: a        47. რა ეს მანგიმ მოისმინა,   ადგა, გარე გამოვარდა,
Line of ed.: 26  Verse: b        მეფე იჯდა სავარდოსა,   მას წინაშე შემოვარდა:
Line of ed.: 27  Verse: c        "ქალმა თქვა, რომ "არა მჭირს რა,   ჭკვიანად და ამო ვარ, და!"
Line of ed.: 28  Verse: d     და   რა ეს მეფემ მოისმინა   ტახტიდამა გარმოვარდა.


Page of ed.: 10  




Strophe: 48  
Line of ed.: 1  Verse: a        48. "მეფე ვნახეთ გამოჭრილი"   -- ყველაკაი მისკე რბოდა,
Line of ed.: 2  Verse: b        ქალაქშიგა ჴმა დავარდა,   სადაცა ვინ დარბაზობდა,
Line of ed.: 3  Verse: c        ქვევითი და ცხენოსანი   კარისაკე შემორბოდა,
Line of ed.: 4  Verse: d     და   ერთმან-ერთსა ჰკითხევდიან:   "ნეტარ მეფე სად მირბოდა?"






Strophe: 49  
Line of ed.: 5  Verse: a        49. მეფე ქალთან შემოვიდა,   გარდუკოცნა პირეული:
Line of ed.: 6  Verse: b        - ,,აჰა, მადლი შემოქმედსა   აღარა ხარ მირეული,
Line of ed.: 7  Verse: c        ღმერთმა გიხსნა შენ ტყვე-ქმნილი   ეშმაკისგან მორეული,
Line of ed.: 8  Verse: d     და   მასვე მადლი! -- გაგინათა   პირი შენი მთვარეული".




Next part



This text is part of the TITUS edition of Ioseb-Zilixaniani (anon.).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.8.2016. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.