TITUS
Minor Apocryphal Texts pertaining to the New Testament
Part No. 4
Previous part

Text: Ies.Ganrgh.  
კითხვა-მიგებაჲ იესუჲსი და განრღუეულისაჲ

On the basis of the edition in
Sol. Q̣ubaneišvili,
Ʒveli kartuli liṭeraṭuris kresṭomatia I,
Tbilisi 1946,
26-27
electronically prepared by Nino Apciauri,
Tbilisi, 17.4.2015;
TITUS version by Jost Gippert,
Frankfurt a/M, 16.5.2015



Manuscripts:
Ms. A-153, fol. 293-296
Ms. A-70, fol. 263r-264v



Page of ed.: 26  
Line of ed.: 1  კითხვა-მიგებაჲ იესუჲსი და განრღუეულისაჲ


Part: (1)  
Line of ed.: 2       
ოდეს იგი შევიდოდა იესუ იერუსალჱმს, მუნ იდვა განრღუეული, რომელი წვა
Line of ed.: 3    
ცხედარსა ზედა და კუნესოდა განჭრილი შეუსუენებელად და დაუდუმებელად. და ვითარცა
Line of ed.: 4    
მიეახლა, ჰრქუა მას იესუ: "რაჲსა სალმობისა უფალი ხარ შენ"? ჰრქუა განრღუეულმან მან:
Line of ed.: 5    
"პირველად განრღუეული ვარ, კეთროვანი ვარ, განბორკილებული ვარ, თუალ-მტკივანი
Line of ed.: 6    
ვარ, ღჳძლ-მტკივანი ვარ, სამას სამოცისა სალმობისა უფალი ვარ". ჰრქუა მას იესუ:
Line of ed.: 7    
"თუ ვინმე განგკურნოს შენ, რასა მისცემ მასა"? [მიუგო განრღუეულმან მან]: "ჭაბუკო, რასა
Line of ed.: 8    
სათხოველსა იძიებ ჩემგან"? ჰრქუა მას იესუ: "პირველად ვითხოვ [შენგან] თუალსა პატიო\სანსა,
Line of ed.: 9    
მეორედ ჭიმჭიმელსა, მესამედ კიმკიმელსა [და] ფასი ესე არს ათურამეტი ათასი
Line of ed.: 10    
დრაჰკანი". ჰრქუა მას განრღუეულმან: "ჭაბუკო, შენ ვინმე ხარ მდიდარი, დიდისა მეტყუ\ელი.
Line of ed.: 11    
ვფუცავ უფალსა ჩემსა იესუ ქრისტესა, არცა ამა სქალაქსა მასმია და არცა სხუასა
Line of ed.: 12    
შენ რომელ მძივთა იტყჳ. უკუეთუ შენ არა მანმკურნო, უფალმან ჩემმან განმკურნოს
Line of ed.: 13    
დღესა მას უკანაჲსკნელსა". ჰრქუა მას იესუ: "ვიცნობ ძესა მას იოსებისსა, რომელი-იგი
Line of ed.: 14    
ქალაქითი-ქალაქად ვიდოდა [და] ჰურიათა შეიპყრეს, ძელსა დამოჰკიდეს, საფლავსა დადვეს
Line of ed.: 15    
და დაჰბეჭდეს, მოწაფენი მისნი ღამე მოვიდეს და ეგრე თქუეს, "აღდგა უფალი" და
Line of ed.: 16    
წარიპარეს".

Part: (2)  
Line of ed.: 17       
ჰრქუა მას განრღუეულმან: "ჭაბუკო, საით მოხუალ"? ჰრქუა მას იესუ: "მე ჰინდო\ეთით
Line of ed.: 18    
მოვალ". ჰრქუა მას განრღუეულმან: "არა გასმია ჴმაჲ ათანასე მკურნალისაჲ"?
Line of ed.: 19    
ჰრქუა მას იესუ: "მე არა ათანასჱს მკურნალისა მოწაფე ვარ, ერთი კურნებაჲ მე მისგან
Line of ed.: 20    
მეტი ვიცი". ჰრქუა მას განრღუეულმან: "შენ უცები ხარ და სიუცბითა შენითა იტყჳ, იგი
Line of ed.: 21    
თავადი ბრმათა უთუალთა აღუხილავს". ჰრქუა მას იესუ: "ბრმათა თუალთა ახილვაჲ რაჲ
Line of ed.: 22    
გგონია? მე ქუეყანაჲ იგი მომწყდარი მოვიყვანე პირველსავე პატივსა და სიკეთესა ნაყო\ფიერებისასა.
Line of ed.: 23    
მე ოდეს ნაბოქოდონოს მეფემან შესთხივნა სამნი იგი ყრმანი საჴუმილსა შინა,
Line of ed.: 24    
მაშინ მე ცუარითა ვაგრილებდი".

Part: (3)  
Line of ed.: 25       
ჰრქუა მას განრღუეულმან: "ჭაბუკო, შენ წმიდათაგანსა ვისმე ჰგავ, და უკეთუ ძალ
Line of ed.: 26    
გიც განკურნებაჲ ჩემი, განმკურნე". ჰრქუა მას იესუ: "და რასა მომცემ, მითხარ". ჰრქუა
Page of ed.: 27  
Line of ed.: 1    
მას განრღუეულმან: "არს ჩემ-თანა კოტორი ერთი სიმინდისაჲ, რომელი დღეს დედო\ფალმან
Line of ed.: 2    
მიბოძა და ორი პური ქრთილისაჲ; მიიღე ესე და განმკურნე მე და უფალმან
Line of ed.: 3    
ჩუენმან იესუ ქრისტემან, ას წილად მოგაგოს და ცხორებაჲ საუკუნოჲ დაგიმკჳდროს".
Line of ed.: 4    
ჰრქუა მას იესუ: "აღდგომაჲ მკუდართაჲ გაგიგონია"? ჰრქუა მას განრღუეულმან: "უცებო,
Line of ed.: 5    
არა ვიცი, რასა იტყჳ!ოდეს მოვიდეს უფალი ბევრეულითა ანგელოზითა, მაშინ გამოვი\დოდიან
Line of ed.: 6    
კეთილის-მოქმედნი აღდგომასა [კეთილსა, ხოლო ბოროტის-მოქმედნი, აღდგო\მასა]
Line of ed.: 7    
სასჯელისასა". ჰრქუა მას იესუ: "არა ეგრეთა, ვითარ ეგე შენ იტყჳ: სასუფეველი ცათაჲ
Line of ed.: 8    
მათ დაიმკჳდრეს, რომელთა აღივსნიან საუნჯენი მათნი იფქლითა და ღჳნითა და ყოვ\ლითა
Line of ed.: 9    
სანოვაგითა".

Part: (4)  
Line of ed.: 10       
ჰრქუა მას განრღუეულმან: "ჭაბუკო, მწვალებელსა ვისმე ჰგავ, უფალსა ღმერთსა
Line of ed.: 11    
დაუმარხავს შენთჳს სასჯელი, ბნელსა მას უცნაურსა შეგიყვანოს და ქუაბსა მას უფს\კრულსა
Line of ed.: 12    
შთაგაგდოს". ჰრქუა მას იესუ: "ვაქებ მას ჭაბუკსა, რომელსა ძალ უცს ბნელსა
Line of ed.: 13    
შეყენებაჲ ჩემი და ქუაბსა მას უფსკულთასა შთაგდებაჲ". ჰრქუა მას განრღუეულმან:
Line of ed.: 14    
"მაშა თუ შენ აქებ, მოყუარე ხარ იესუჲსი". ჰრქუა მას იესუ: "შენ რომელ ეგე მო\ყუარე
Line of ed.: 15    
ხარ იესუჲსი, მით სწევ და ჰკუნესი". ჰრქუა მას განრღუეულმან: "ჭაბუკო, რასა
Line of ed.: 16    
მაყუედრებ, აქა თუ ვკუნესი, მუნ კეთილად ვიხარებ; აქა თუ სული ჩემი განილევის, მუნ
Line of ed.: 17    
კულა სული ჩემი გაბრწყინდების; აქა თუ ვიჭირვი, მუნ ცხორებასა საუკუნესა მოვე\ლი.
Line of ed.: 18    
ვფუცავ სახელსა უფლისა ჩემისა იესუ ქრისტჱსა, უკუეთუმცა შემეძლო განყოფად
Line of ed.: 19    
ჴელისა და მოღებად მახჳლისა, განსაკრთომელიმცა საქმე მოვაწიე შენ ზედა".

Part: (5)  
Line of ed.: 20       
მაშინ განიღიმნა იესუ და ბრძანა: "განგამწარე რაჲ განრღუეულო?" ჰრქუა მას იესუ:
Line of ed.: 21    
"აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე". მაშინ მეყსა შინა აღდგა და ვიდოდა ხლდო\მით
Line of ed.: 22    
და იტყოდა: "მრავალნი მკურნალნი მინახვან, გარნა არა ესრე". აჰა იგი განრღუეუ\ლი,
Line of ed.: 23    
რომელი იდვა ბჭეთა იერუსალჱმისათა, განკურნა უფალმან ჩემმან იესუ ქრი\სტემან,
Line of ed.: 24    
რომლისაჲ არს დიდებაჲ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამჱნ.




Next part



This text is part of the TITUS edition of Minor Apocryphal Texts pertaining to the New Testament.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 30.5.2015. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.