TITUS
Johannes Chrysostomus, Commentary on St. Matthew
Part No. 3
Previous part

Chapter: 2  
Line: 18  თავი


Part: T  
Line: 19       სიტყუაჲ ესე: "წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი,
Line: 20    
ძისა აბრაჰამისი" (1,1 Link to adisnt Link to cinant Link to giornt).

Line: 21       
გაჴსოვსა, რაჲ-იგი გუშინ გამცენ თქუენ და გევედრე დუმილით და
Line: 22    
მყუდროებით სმენად სიტყუათა ამათ წმიდისა სახარებისათა? რამეთუ
Line: 23    
დღეს მეგულების შესლვად კარსა დიდებულისა მის ქალაქისასა, ამის\თჳის
Line: 24    
მცნებაჲ იგი აღგიჴსენე; რამეთუ, უკუეთუ ებრაელთა ეგულებოდა
Line: 25    
რაჲ მიახლებად მთასა მას მკუმოლვარესა, ბნელსა მას და ნისლსა და
Line: 26    
არმურსა, და არცა მიახლებად, არამედ შორით დგომად და სმენად და
Line: 27    
ხედვად, ბრძანებაჲ მოიღეს სამ დღე დედაკაცისა არა შეხებად და სა\მოსელთა
Line: 28    
განრცხად და იყვნეს შიშსა შინა და ძრწოლასა და მათ თანა
Line: 29    
მოსეცა, რავდენ უფროჲსად ჩუენ, რომელთა ესევითართა ამათ სიტყუ\ათა
Line: 30    
გუეგულების სმენად და არა შორით ხედვაჲ მთისა მის მკმოლვა\რისაჲ,
Line: 31    
არამედ ტაძარსა მას ზეცისასა შესლვად, რომელ არს წმიდაჲ
Line: 32    
სახარებაჲ, გჳღირს უმეტესი კრძალულებაჲ. არა სამოსელთა მათ გარე\შეთა
Line: 33    
განრცხაჲ, არამედ სამოსელთა მათ სულიერთა განწმედაჲ და
Line: 34    
ნივთთა მათგან ცოდვისათა განშორებაჲ. რამეთუ არა ნისლი იხილოთ,
Page: I-34   Line: 1    
არცა კუამლი, არცა არმური, არამედ მეუფე ქრისტე, მჯდომარე საყ\დართა
Line: 2    
ზედა მიუთხრობელისა მის დიდებისათა და ანგელოზნი მთავარ\ანგელოზთა
Line: 3    
თანა წინაშე მდგომარენი და ბევრეულნი კრებულნი წმი\დათანი
Line: 4    
გარემო მისა. მუნ იხილოთ ქალაქი იგი სამეუფოჲ, ზეცისა
Line: 5    
იერუსალჱმი, სადა არს კრებული იგი პირმშოთაჲ, სულნი მართალნი,
Line: 6    
განწყობილნი უჴორცოთანი; მუნ იხილოთ სისხლი იგი განმწმედელი
Line: 7    
ჩუენი, რომლისა მიერ განყოფილთა მათ იქმნა ერთობაჲ და ცამან შე\იწყნარნა
Line: 8    
ქუეყანისანი და ქუეყანაჲ ღირს იქმნა შეწყნარებად ზეცისათა
Line: 9    
და შემოვიდა შორის მშჳდობაჲ იგი, რომლისა ხილვად მრავლით ჟა\მითგან
Line: 10    
სურვიელ იყვნეს ანგელოზნი და ყოველნი წმიდანი. მუნ იხი\ლოთ
Line: 11    
აღმართებული შუენიერი იგი და დიდებული საჭურველი ჯუარი\საჲ.
Line: 12    
მუნ იხილოთ "ტყუე იგი, რომელი წარმოტყუენა ქრისტემან, აღჴდა
Line: 13    
რაჲ მაღალსა", ვითარცა წერილ არს, დასაბამი ბუნებისა ჩუენისაჲ,
Line: 14    
რომელი გამოუღო ჴელთა მთავარსა მას ბნელისასა, სოფლისმპყრო\ბელსა
Line: 15    
მას უკეთურებისასა. ესე ყოველი წმიდისა მის სახარებისაგან
Line: 16    
ისწაოთ უცთომელად. უკუეთუ გულსმოდგინედ და წადიერებით გუ\ლისჴმაჰყოთ,
Line: 17    
უკუეთუ შემომიდგეთ უცონელად, ზედა მიგაწინე ყო\ველსავე
Line: 18    
და გიჩუენო სადა-იგი ძეს სიკუდილი ძარღუშეჭრილი და თავ\წარკუეთილი,
Line: 19    
სადა-იგი ჰკიდავს ცოდვაჲ ძელსა აბმული, სადა ძეს იავა\რი
Line: 20    
იგი და ნატყუენავი ესევითარისა მის ბრძოლისაჲ; გიჩუენო მძლავრი
Line: 21    
იგი ბოროტი, შეკრული და შებორკილებული, ზღუდენი ქალაქისა მი\სისანი
Line: 22    
დარღუეულნი, სადა-იგი მეუფებდა, სადა-იგი შეეწყუდინეს
Line: 23    
სულნი წარმართთანი. იხილნეთ ჴურელნი იგი და ქუაბნი ავაზაკთმთავ\რისანი,
Line: 24    
შელეწილნი და გამოკრებილნი. მუნცა მიიწია მეუფჱ და ყო\ველივე
Line: 25    
იავარყო. არამედ ნუ შრომა გიჩნს და საწყინო თხრობაჲ ესე,
Line: 26    
რამეთუ უკუეთუმცა ვინ ჰამბავსა გითხრობდა ჴორციელისა ჰომისასა
Line: 27    
და განწყობისა და ძლევისა სოფლიოჲსა, წადიერებითმცა ისმინეთ. იხი\ლეთ
Line: 28    
უკუე, რავდენ უმეტესად ესე საწადელ არიან და სასურველ,
Line: 29    
რომელთა გუეგულების თხრობად.

Line: 30       
გულისჴმაყავთ, რაჲ უსაკჳრველეს არს, ანუ უმჯობეს სმენად წინა\მდებარეთა
Line: 31    
ამათ საიდუმლოთა: ვითარ გარდამოჴდა ღმერთი ზეცით,
Line: 32    
ვითარ იშვა ქალწულისაგან და კაცთა შორის იქცეოდა, შთავიდა ჯოჯო\ხეთად,
Line: 33    
შებმა უყო ეშმაკსა; ვითარ წინაგანეწყო ეშმაკი ღმერთსა დაფა\რულსა
Line: 34    
ჴორცთა შინა კაცობრივთა, განეწყო კაცისა მიმართ და მიემთხჳა
Line: 35    
ძალსა ღმრთეებისასა, იძლია და დაეცა. მოითრია იგი მეუფემან, ვი\თარცა
Page: I-35   Line: 1    
ვეშაპი სამჭედურითა, მოკლა, სიკუდილი სიკუდილითა განაქარ\ვა,
Line: 2    
წყევაჲ -- წყევითა; აღმოიყვანა ბუნებაჲ ჩუენი უფსკრულთაგან
Line: 3    
ჯოჯოხეთისათა, აღიყვანა ზეცას და დასუა საყდართა დიდებისათა. ამის
Line: 4    
ყოვლისა რაჲმცა იყო უსაკჳრველეს, ანუ უსაწადელეს სმენად და ხილ\ვად?!
Line: 5    
განაგდეთ უკუე ძილი და უდებებაჲ, რამეთუ, აჰა, ესერა, ვხედავ
Line: 6    
ბჭეთა განღებულთა. შევიდეთ წესიერებით, სიწმიდით და შიშით, შე\ვიდეთ
Line: 7    
ბჭეთა მისთა აღსაარებითა და ეზოთა მისთა გალობითა. ხოლო
Line: 8    
რაჲ არს შესავალსა ოდენ კარისასა?

Part: s  
Line: 9       
სახარებაჲ: წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა
Line: 10    
აბრაჰაიმისი (1,1 Link to adisnt Link to cinant Link to giornt).

Part: t  
Line: 11       
თარგმანი: რასა იტყჳ, მახარებელო, მხოლოდშობილისა ძისა
Line: 12    
ღმრთისათჳს თხრობად ჴელ-ჰყავ და დავითს აჴსენება, კაცსა შემდგო\მად
Line: 13    
ბევრეულთა ნათესავთა შობილსა, და ამას სახელ-სდება მამად
Line: 14    
მისა და მშობელად? დრო მეც მცირედ, ნუ ყოველსავე ერთბამად ეძიებ
Line: 15    
ცნობად, რამეთუ ჯერეთ შესავალსა სდგა კარისასა, ჯერეთ გარეშჱ ესე
Line: 16    
ვერ გიცნობიეს, რად ისწრაფი უკუე უშინაგანესსა მას ხილვად. არა
Line: 17    
მის შობისათჳს გითხრობ, რამეთუ გამოუთარგმანებელ არს და მიუწთო\მელ
Line: 18    
და ესე პირველ ჩემსა ესაია წინაწარმეტყუელმან გაუწყა, რამეთუ
Line: 19    
ქადაგებდა რაჲ წინაჲსწარ ვნებასა მისსა და დიდსა მას კაცთა მიმართ
Line: 20    
წყალობასა, განკჳრვებულ იყო. თუ რაბამისა დიდებისაგან რაბამსა
Line: 21    
სიმდაბლესა მოვიდა. ამისთჳს ღაღატყო და თქუა: "თესლტომი მისი
Line: 22    
ვინმე მიუთხრას?" აწ უკუე არა დაუსაბამოჲსა მის შობისათჳს არს
Line: 23    
სიტყუაჲ ჩუენი, არამედ მეორისა, რომელი იქმნა ქუეყანასა ზედა, რომ\ლისა
Line: 24    
მრავალნი არიან მოწამე, და მისთჳსცა ძალისაებრ ჩუენისა მი\გითხრა,
Line: 25    
რავდენ-იგი უძლე მოღებად მადლსა მას სულისა წმიდისასა,
Line: 26    
რომელმან მომცა სიტყუაჲ თქუმად. რაოდენ ეტევის ბუნებასა კაცობ\რივსა,
Line: 27    
რამეთუ ამის ქალწულისაგან შობისაცა განცხადებულად და გან\მარტებით
Line: 28    
თხრობაჲ შეუძლებელ არს, რამეთუ საკჳრველ არს ესეცა
Line: 29    
და მიუწთომელ. ნუუკუე მცირედ გიჩნს ამის შობისათჳს სმენად? არა\მედ
Line: 30    
გულისჴმაყავ და შეძრწუნდი, გესმას რაჲ, ვითარმედ ღმერთი მო\ვიდა
Line: 31    
ქუეყანად, რამეთუ ესოდენ განსაკჳრვებელ იყო და დიდებულ,
Line: 32    
რომელ ანგელოზთა განწყობილნი კაცთა წყალობისათჳს ერთბამად დი\დებისმეტყუელებასა
Line: 33    
შესწირვიდეს და წინაწარმეტყუელნი განკჳრვე\ბულნი
Line: 34    
პირველვე იტყოდეს, ვითარმედ, "ქუეყანასა ზედა გამოჩნდა
Line: 35    
და კაცთა შორის იქცეოდა", და ვინ არა განცჳბრდეს, ვინ არა შეძრ\წუნდეს,
Page: I-36   Line: 1    
რაჟამს მოიგონოს, ვითარმედ ღმერთი მოუგონებელთა მათ
Line: 2    
დიდებისა საყდართა მჯდომარე, გამოუთქუმელი და გარეშეუწერელი,
Line: 3    
სწორი და თანაარსი მამისაჲ საშოსა დაემკჳდრა ქალწულისასა და შო\ბაჲ
Line: 4    
დედაკაცისაგან თავს იდვა და ძედ წოდებად დავითისა და აბრაჰა\მისა.
Line: 5    
ესე რაჲ გესმას, აღამაღლე ბუნებაჲ შენი და ნურარას მოიგონებ
Line: 6    
გულისსიტყუასა მდაბალსა და არაღირსსა; არამედ ამისთჳს უფროჲსად
Line: 7    
განკჳრდი, ვითარ მხოლოდშობილმან მან და დაუსაბამომან ძემან
Line: 8    
ღმრთისამან თავს იდვა ძედ დავითისა წოდებად, რაჲთა გყოს შენ ძედ
Line: 9    
ღმრთისა; თავს იდვა მონისაჲ მამად თჳსად წოდებად, რაჲთა ყოს
Line: 10    
ღმერთი მამა შენდა, მონისა მაგის. იხილეა დაწყებასა მებრ სახარები\სასა,
Line: 11    
ვითართა კეთილთა გახარებს? ხოლო უკუეთუ იჭუეულ ხარ შენ\თჳს
Line: 12    
და იტყჳ, თუ ვითარ შესაძლებელ არს ესე, რაჲთამცა შვილ
Line: 13    
ღმრთისა ვიქმენ მე? მისგან შენი ესე დაირწმუნე, რამეთუ ფრიად უძ\ნელეს
Line: 14    
არს კაცობრივსა ზედა გულისსიტყუასა ღმრთისა განკაცებაჲ,
Line: 15    
ვიდრეღა კაცისა შვილ ღმრთისა ყოფაჲ მადლითა მისითა. ამისთჳს გეს\მას
Line: 16    
რაჲ, ვითარმედ ძე ღმრთისაჲ ძე დავითის და აბრაჰამისა იწოდა,
Line: 17    
ნუ ურწმუნო ხარ, ვითარმედ შენცა, ძე ეგე ადამისი, ძე ღმრთისა იქმნა,
Line: 18    
რამეთუ არა ცუდად და ამაოდ დაიმდაბლა ესოდენ თავი თჳსი უფალ\მან,
Line: 19    
არამედ რაჲთა ჩუენ აღგუამაღლნეს; იშვა ჴორციელად, რაჲთა შენ
Line: 20    
იშვა სულიერად; იშვა დედაკაცისაგან, რაჲთა შენ არღარა დედაკაცისა
Line: 21    
შვილ გეწოდებოდის, არამედ შვილ ღმრთისა. ამისთჳს ორკერძოჲ იყო
Line: 22    
შობაჲ მისი: ერთითა მით კერძოჲთა მსგავსი ჩუენდა და მეორითა --
Line: 23    
უზეშთაესი ჩუენისა მის შობისა, რამეთუ შობაჲ იგი დედაკაცისაგან
Line: 24    
მსგავს არს ჩუენდა, ხოლო რომელ-იგი არა სისხლისაგან, არცა ნებითა
Line: 25    
ჴორცთაჲთა, არცა ნებითა მამაკაცისაჲთა, არამედ სულისაგან წმიდისა
Line: 26    
იქმნა ძალი და საქმე შობისა მისისაჲ, ესე უზეშთაეს იყო ჩუენსა და
Line: 27    
ყოფადსა მას შობასა მოასწავებდა, რომლისა ეგულებოდა მონიჭებად
Line: 28    
ჩუენდა სულისა მიერ წმიდისა, და სხუაჲცა ყოველივე მისი ეგევითარი
Line: 29    
იყო. ეგრეთ იყო ნათლისღებაჲცა. აქუნდა ნაწილი ძუელისაგანცა და
Line: 30    
ახლისა, რამეთუ, რომელ-იგი წინაწარმეტყუელისაგან ნათელიღო და
Line: 31    
მოუდრიკა თავი წინამორბედსა, ძუელსა მას გამოაჩინებდა, ხოლო
Line: 32    
სულისა წმიდისა გარდამოსლვაჲ ახალსა ამას მოასწავებდა. და ვითარ\ცა
Line: 33    
რაჲ შორის ორთა ვიეთმე ურთიერთას განშორებულთა დადგამცა
Line: 34    
ძლიერი ვინმე და განმარტნა მჴარნი და უპყრამცა ერთსა მას მარჯუ\ენითა
Line: 35    
და მეორესა მარცხენითა და მოიზიდნა და ურთიერთას შეაერთნა,
Line: 36    
ეგრეთ ყო ქრისტემან: შეაერთა ძუელი იგი ახალსა, საღმრთოჲ ბუნე\ბაჲ
Line: 37    
კაცობრივსა, თჳსი იგი -- ჩუენსა ამას. იხილეა ქალაქისა ამის ზემო\ჴსენებულისა
Page: I-37   Line: 1    
ელვარებაჲ? ვითარ შესლვასა ოდენ კარისასა განგა\ბრწყინვა,
Line: 2    
ვითარ მეყსა შინა გიჩუენა მეუფე ჩუენითა ამით ხატითა,
Line: 3    
ვითარცა განწყობილსა შორის ქუეყანისაცა მეფე შევიდის რაჲ განწყო\ბილსა
Line: 4    
ბრძოლად წინააღმდგომთა, არა ემოსის თჳსი იგი სამკაული,
Line: 5    
არამედ პორფირი და გჳრგჳნი თჳსი აღიძუარცის და სახე მჴედრისაჲ
Line: 6    
შეიმოსის, რაჲთა არა საცნაურ იყოს და მის ზედა მივიდენ ყოველნი
Line: 7    
იგი მბრძოლნი. ხოლო აქა არა ესრეთ, არამედ დაფარა ქრისტემან თჳსი
Line: 8    
იგი დიდებაჲ ჩუენითა ამით სახითა, რაჲთა არა იცნას იგი მტერმან და
Line: 9    
ივლტოდის მისგან, არამედ ჰგონებდეს, თუ კაცი არს ლიტონი და
Line: 10    
ბრძოლად მოუჴდეს, რაჲთა არა იხოლონ კაცთა ღმრთეებაჲ და განილი\ნენ,
Line: 11    
რამეთუ ცხორებად მოვიდა კაცთა, არა განკჳრვებად, ამისთჳსცა
Line: 12    
თავსავე ზედა ესე უწოდა მას სახელი სახარებამან, იესუ რაჲ სახელ\სდვა;
Line: 13    
რამეთუ იესუ არა ბერძულითა ენითა არს, არამედ ებრაულითა,
Line: 14    
რომელ-ესე მაცხოარ ითარგმანების: ხოლო მაცხოარ ეწოდა, რამეთუ
Line: 15    
აცხოვნა ერი თჳსი და სახელი ესე საცნაურ იყო შორის ჰურიათა. რა\მეთუ
Line: 16    
ვინაჲთგან საქმეთა საკჳრველებისათა ეგულებოდა ქმნაჲ უფალსა,
Line: 17    
ამისთჳს სახენიცა საქმეთანი წინაჲსწარ მოესწავებოდეს, რამეთუ რო\მელმან-იგი
Line: 18    
შემდგომად მოსესა შეიყვანნა ისრაჱლნი ქუეყანასა მას
Line: 19    
აღთქუმისასა, იესუ ეწოდებოდა და იყო სახედ იესუ ქრისტესა. აწ
Line: 20    
იხილე სახე და იხილე ჭეშმარიტებაჲ: მან ქუეყანასა აღთქუმისასა შე\იყვანა
Line: 21    
ერი იგი და ამან ზეცას და ზეცისა სასუფეველსა შეიყვანა ერი
Line: 22    
თჳსი; მან -- შემდგომად მოსეს აღსრულებისა და ამან -- შემდგომად
Line: 23    
დაცხრომისა ძუელისა მის რჩულისა. იგი ერისთავი იყო და ესე --
Line: 24    
მეუფე და ღმერთი. არამედ რაჲთა არა მსგავსებითა მით სახელისაჲთა
Line: 25    
შესცთე ამისთჳს შესძინა: "იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი", რამეთუ
Line: 26    
იგი არა დავითის ძე იყო, არამედ სხჳსა ტომისაგან. ხოლო რაჲსათჳს
Line: 27    
წიგნი შობისაჲ იესუ ქრისტესი უწოდა აღწერილსა ამას, რომელსა შინა
Line: 28    
არა შობისათჳს ოდენ წერილ არს, არამედ ყოვლისათჳს განგებულებისა
Line: 29    
კაცთა შორის ქცევისა მისისა? ვითარ უკუე წიგნად შობისა უწოდა?
Line: 30    
ამისთჳს, რამეთუ ესე იყო თავი ყოვლისა მის განგებულებისაჲ, დასაბამი
Line: 31    
და ძირი ყოველთა მათ კეთილთაჲ, და ვითარცა-იგი წიგნი ცისა და
Line: 32    
ქუეყანისა თქუა მოსე, გარნა არა ცისა და ქუეყანისათჳს ოდენ აღწერა
Line: 33    
მას შინა, არამედ სხუაჲ ყოველივე, რავდენი-იგი უწყით აღწერილი და\ბადებასა
Line: 34    
შინა, ეგრეთვე ამან უაღრესისა მის და უდიდებულესისაგან
Line: 35    
და რომელი იყო საფუძველი ყოვლისაჲვე, მისგან უწოდა სახელი აღ\წერილსა
Line: 36    
მას, რამეთუ ესე იყო სავსე საკჳრველებითა, საქმე მოულოდ\ებელი
Line: 37    
და მოუგონებელი, რაჲთამცა ღმერთი კაც იქმნა და დედაკაცისა\გან
Page: I-38   Line: 1    
იშვა. ხოლო ვინაჲთგან ესე იქმნა, სხუაჲ იგი ყოველივე სამართლად
Line: 2    
შეუდგა. ამისთჳს საკჳრველისა მის დიდებულისაგან ყო დაწყებაჲცა
Line: 3    
წიგნისა თჳისისაჲ მახარებელმან და სახელიცა, და ღაღატყო: "წიგნი
Line: 4    
შობისაჲ იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი"; რაჲსათჳს
Line: 5    
არა თქუა პირველად, ვითარმედ: "ძისა აბრაჰამისი" და მერმეღა "ძისა
Line: 6    
დავითისი?" რამეთუ, არათუ უკუანაჲსკნელთაგან პირველთა მიმართ
Line: 7    
ენება აღსლვაჲ, ვითარ-იგი ლუკა ქმნა, არამედ პირველთაგან შემდგომ\თა
Line: 8    
მომართ ჰყოფს ესე თხრობასა თჳსსა. ვითარ უკუე დავით აჴსენა
Line: 9    
პირველად? ამისთჳს, რამეთუ დავით პირსა შინა ყოველთასა იყო დი\დებულებისათჳს
Line: 10    
მისისა და რომელ არა ადრე აღსრულებულ იყო, ვი\თარ-იგი
Line: 11    
აბრაჰამ. და დაღაცათუ აღთქუმაჲ ღმრთისაჲ ორთავე მიმართ
Line: 12    
იქმნა, არამედ აბრაჰამისი იგი, ვითარცა ადრინდელი, მივიწყებულ იყო,
Line: 13    
ხოლო დავითისი, ვითარცა ახლად ყოფილი, ყოველთა მიერ იქადაგე\ბოდა.
Line: 14    
ამისთჳს ისმინე, რასა იტყჳან ჰურიანი: "არა წინაწარმეტყუელი
Line: 15    
იტყჳსო, ვითარმედ თესლისაგანი დავითისა და ბეთლემით დაბით, სადა
Line: 16    
იყო დავით, მიერ ქრისტე მოვიდეს?" და არავინ იტყოდა ქრისტესა
Line: 17    
ძედ აბრაჰამისა, არამედ ძედ დავითისა იტყოდეს ყოველნივე, რამეთუ,
Line: 18    
ვითარცა ვთქუ, მახლობელობისათჳსცა ჟამისა და მეფობისათჳს უმე\ტესად
Line: 19    
იჴსენებოდა ყოველთა მიერ. ამისთჳსცა შემდგომთა მათ მისთა
Line: 20    
მეფეთა, რომელთაცა პატივსცემდეს, დავითისგან პატივსცემდეს, არა
Line: 21    
კაცნი ოდენ, არამედ ღმერთიცა. რამეთუ ეზეკიელ და სხუანი იგი
Line: 22    
წინაწარმეტყუელნი იტყოდეს მოსლვასა და აღდგომასა დავითისსა,
Line: 23    
არა თუ მიცვალებულსა მას და აღსრულებულსა იტყოდეს კუალად
Line: 24    
მოსლვად, არამედ მიმსგავსებულთათჳს სათნოებისა მისისათა. და ეზე\კიას
Line: 25    
ჰრქუა ღმერთმან: "შევეწიო ქალაქსა ამას ჩემთჳს და დავითისთჳს,
Line: 26    
მონისა ჩემისა". და სოლომონსა ჰრქუა, ვითარმედ "დავითისთჳს არა
Line: 27    
განიყოს მეფობაჲ იგი დღეთა შენთა ზე". და ესრეთ ყოვლით კერძო
Line: 28    
დიდ იყო სახელი დავითისი წინაშე ღმრთისა და კაცთა. ამისთჳს, რო\მელი-იგი
Line: 29    
უსახელოვნეს და უმახლობელეს იყო, იგი აჴსენა პირველად
Line: 30    
და მერმე აბრაჰამ შემოიღო შორის, რამეთუ ებრაელთა მიმართ უზე\შთაეს
Line: 31    
აბრაჰამისა ჴსენებაჲ არა ჯერიჩინა, რამეთუ ესენი იყვნეს სახე\ლოვან
Line: 32    
უფროჲს ყოველთასა: ერთი იგი, ვითარცა წინაწარმეტყუელი
Line: 33    
და მეფე, და მეორე, ვითარცა მამათმთავარი და წინაწარმეტყუელი.
Line: 34    
იტყჳან უკუე მრავალნი, ვითარმედ: ვინაჲ საცნაურ არს, თუ დავითის
Line: 35    
ტომისაგან იშვა ქრისტე, ვინაჲთგან არა თესლისაგან მამაკაცისა იშვა,
Page: I-39   Line: 1    
არამედ დედისაგან ქალწულისა? ხოლო ქალწულისა მის ტომთა სახელი
Line: 2    
არა აჴსენებულ არს სახარებასა შინა; ვინაჲ ვისწაოთ, თუ დავითის ტო\მისაგან
Line: 3    
იყო ქალწული იგი? რამეთუ ორი ესე საძიებელ არს: რაჲსათჳს
Line: 4    
დედისა მის ქალწულისა, რომლისაგან იშვა ქრისტე, თესლტომი არა
Line: 5    
აჴსენა და რაჲსათჳს იოსებ, რომელსა არარაჲ აქუნდა მთავრებაჲ შო\ბასა
Line: 6    
შინა ქრისტესსა, ესრეთ ჴშირად და გამოძიებით აჴსენა, თუ რო\მელთა
Line: 7    
ტომთა, ანუ ნათესავთაგანი იყო; რამეთუ ერთი ესე ნამეტნავად
Line: 8    
ჩანს და ერთი იგი -- ნაკლულევნად. აწ უკუე ვთქუათ ამის პირისათჳს
Line: 9    
მადლითა უფლისაჲთა. რომელნი იტყჳან, თუ ვინაჲ ვისწაოთ, ვითარმედ
Line: 10    
ტომისაგან დავითისა იყო ქალწული იგი, ისმინონ ბრძანებაჲ ღმრთი\საჲ
Line: 11    
გაბრიელის მიმართ მთავარანგელოზისა, ვითარცა იტყჳს მახარებე\ლი:
Line: 12    
"და თუესა მეექუსესა მოივლინა გაბრიელ ანგელოზი ღმრთისა
Line: 13    
მიერ ქალაქად გალილეაჲსა, რომლისა სახელი ნაზარეთ, ქალწულისა
Line: 14    
თხოვილისა ქმარსა, რომლისა სახელი იოსებ, სახლისაგან და ტომისა
Line: 15    
დავითისი". სიტყუაჲ ესე, ვითარმედ სახლისაგან და ტომისა დავითი\სი,
Line: 16    
ქალწულისათჳს თქუმულ არს და არა იოსებისთჳს. აჰა ესერა, გესმა
Line: 17    
განცხადებულად, ვითარმედ სახლისაგან და ტომისა დავითისი იყო
Line: 18    
ქალწული იგი. და იაკობცა მამათმთავარი იუდაჲს ტომისაგან მოასწა\ვებდა
Line: 19    
გამოჩინებად სასოებასა მას წარმართთასა, ვითარმედ "არა მო\აკლდეს
Line: 20    
მთავარი იუდაჲსგან, ვიდრემდის მოვიდეს სასოებაჲ იგი წარ\მართთაჲ".
Line: 21    
არამედ სიტყუაჲ იგი მამათმთავრისაჲ, იუდაჲს ტომისაგან
Line: 22    
იტყჳს, ხოლო დავითისთჳს არას მოასწავებს, რამეთუ ტომსა შინა
Line: 23    
იუდაჲსსა არა დავითისი ოდენ იყო სახელი, არამედ სხუანიცა მრა\ვალნი.
Line: 24    
ხოლო რაჲთა არა სთქუა, თუ ვითარ გულისჴმავყო, ვითარმედ
Line: 25    
დავითის ტომისაგან იყო მარიამ, ამისთჳს გაუწყა მახარებელმან, ვი\თარმედ
Line: 26    
"სახლისაგან და ტომისა დავითისი, და სახელი ქალწულისაჲ
Line: 27    
მის მარიამ". ამას ზედა სხუაჲცა მიგითხრა უწყებაჲ მის საქმისაჲ: რჩუ\ლი
Line: 28    
იყო ებრაელთა შორის, რაჲთა არავის ჴელ-ეწიფებოდის სხჳსა ტო\მისაგან
Line: 29    
სხუად ტომად განთხოებად, ანუ ქორწინებად, არამედ, ვითარ\ცა
Line: 30    
იყვნეს ათორმეტნი ტომნი ძეთა ისრაელისათა, თითოეულისა ტო\მისა
Line: 31    
ერი ურთიერთას შეერთვოდეს და არა სხჳსა ტომისაგან ოდენ,
Line: 32    
არამედ არცა სხჳსა სახლისაგან, რომელ არს თჳსებაჲ, ჴელეწიფებოდა
Line: 33    
ქორწინებად. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ არცა იოსებს ჴელეწიფე\ბოდა
Line: 34    
მოყვანებად ქალწული იგი სხჳსა ტომისაგან. აწ უკუე სიტყუაჲ
Line: 35    
იგი, ვითარმედ "სახლისაგან და ტომისა დავითისა", გინათუ ქალწული\სათჳს
Page: I-40   Line: 1    
თქუმულად დავამტკიცოთ, მტკიცე არს სიტყუაჲ იგი; გინათუ
Line: 2    
ვინ იოსებს მიაჩემოს, იგივე საქმე გამოჩნდების, რამეთუ უკუეთუ
Line: 3    
იოსებ სახლისაგან და ტომისა დავითისა იყო, არა ჴელეწიფებოდა სხჳსა
Line: 4    
ტომისა დედაკაცსა მითხოებად მისდა, გარნა მისვე სახლისა და ტომი\საგან.
Line: 5    
ვინაჲთგან ესე ესრეთ არს, ჩანს განცხადებულად, ვითარმედ
Line: 6    
ქალწულიცა იგი წმიდაჲ თესლისაგან იყო დავითისა. იტყჳან უკუე წი\ნააღმდგომნი
Line: 7    
იგი, ვითარმედ: ჰე, ეგრეთ იყო წესი რჩულისაჲ, გარნა
Line: 8    
ვინ უწყის, თუ გარდაჰჴდა რჩულსა იოსებ და სხჳსაგან ტომისა მოიყვა\ნა?
Line: 9    
არამედ სიტყუაჲ ესე ცოფთაჲ არს და უგუნურთაჲ. არა გესმისა,
Line: 10    
რასა წამებს მისთჳს სახარებაჲ, ვითარმედ იოსებ კაცი იყო მართალი,
Line: 11    
რაჲთა სცნა სათნოებაჲ მისი და არღარას ესევითარსა იგონებდე; რამე\თუ
Line: 12    
რომელსა-იგი არავის ჴელეწიფებოდა ქმნად, ვითარ ეგების თუმცა
Line: 13    
მართალმან მან ქმნა. და ესეცა სიტყუაჲ ჩუენ შორის მტკიცე არს მა\მათა
Line: 14    
მიერ, ვითარმედ წამებითა და განგებითა ზაქარია მღდელისაჲთა
Line: 15    
და სხუათა მათ მღდელთაჲთა მიეთხოა ქალწული იგი იოსებს. საცნაურ
Line: 16    
არს უკუე, ვითარმედ გარეგან რჩულისა ზაქარია არას იქმოდა. ამის
Line: 17    
ყოვლისაგან გამოჩინებულ არს, ვითარმედ ნათესავისაგან დავითისა იყო
Line: 18    
წმიდაჲ ქალწული მარიამ, გარნა არა სოლომონის ნაშობთაგან. არამედ
Line: 19    
ნათანისთა, ძისა დავითისა, რომლისა შობათა წარმოიტყჳს ლუკა მახარე\ბელი.
Line: 20    
რამეთუ ამის ნათანისა, ძისა დავითისა შვილთაგან იყო ვინმე ლევი,
Line: 21    
რომელსა აჴსენებს ლუკა და იტყჳს: "იოსებისა, ელისა, მელქისა, მატ\თანისა,
Line: 22    
ლევისა". ამან ლევი შვა მელქი და პანთერ, პანთერ შვა ვარ\პანთერ,
Line: 23    
ვარპანთერ შვა იოაკიმ; იოაკიმმან შვა წმიდაჲ ღმრთისმშობელი.
Line: 24    
აჰა ესერა, გიჩუენე განცხადებულად, ვითარმედ ტომთაგან დავითისა
Line: 25    
იყო წმიდაჲ ქალწული მარიამ. ხოლო მეორისა მისთჳს საძიებელისა,
Line: 26    
რომელსა იტყჳან, ვითარმედ: რაჲსათჳს წარმოატყჳს იოსების მშობელ\თა
Line: 27    
და პაპისპაპთა, რაჲ საქმე აქუნდა იოსებს შობასა ქრისტესსა? ამას
Line: 28    
ვიტყჳთ: არა იყო რჩული ებრაელთა შორის დედაკაცისა თესლ-ტომსა
Line: 29    
აღწერად და არცა სადა იპოების ესე ძუელთა შინა წიგნთა, ხოლო მა\ხარებელსა
Line: 30    
ენება გამოჩინებაჲ, ვითარმედ დედაჲ ქრისტესი დავითის
Line: 31    
ტომისაგან იყო, და კეთილად; ვინაჲთგან ებრაელთა მიმართ იყო აღწე\რილი
Line: 32    
ესე სახარებაჲ, წესისაებრ რჩულისა უნდა აღწერისა ამის ქმნად,
Line: 33    
რაჲთა უმეტესად სათნო და შესაწყნარებელ იყოს და რაჲთა თავსავე
Line: 34    
ზედა არა დამჴსნელ რჩულისა იპოოს. ამისთჳს დაიდუმა ჟამისად მშო\ბელთათჳს
Line: 35    
ღმრთისმშობელისათა თქუმად და იოსებისნი წარმოთქუნა.
Page: I-41   Line: 1    
რამეთუ, უკუეთუმცა ქალწულისანი წარმოეთქუნეს, წინააღუდგებოდა
Line: 2    
რჩულსა და უკუეთუმცა იოსებისნიცა დაედუმნეს, ვითარმცა გუეცნა,
Line: 3    
თუ დავითის ტომისაგან იყო ქალწული. აწ უკუე რაჲთა ვცნათ, ვინაჲ
Line: 4    
იყო ქალწული მარიამ, და რაჲთა რჩულისა წესი შეურყეველად ეგოს,
Line: 5    
ქმრად წოდებულისა მის მშობელნი აჴსენნა და გამოაჩინნა, ვითარმედ
Line: 6    
სახლისაგან დავითისა იყო, რამეთუ იცოდა, ვითარმედ ესე რაჲ გამო\ჩნდეს,
Line: 7    
იგიცა განცხადებულ არს, ვითარმედ ქალწულიცა ტომისაგან
Line: 8    
დავითისა იყო, ვითარცა ზემო ვთქუ, ვითარმედ არავის ჴელეწიფებოდა
Line: 9    
სხჳსა ტომისაგას სხუად ტომად განთხოებად. არს უკუე სხუაჲცა მიზე\ზი,
Line: 10    
რომლისათჳს არა იჴსენნეს მშობელნი იგი ქალწულისანი, უღრმე\სირე.
Line: 11    
გარნა არა არს აწ ჟამი თქუმად, რამეთუ ფრიად განგრძელდების
Line: 12    
სიტყუაჲ ჩუენი. რაჲთა არა საწყინო თქუენდა იქმნას, ამისთჳს სიტყუაჲ
Line: 13    
ესე ძიებისაჲ დღეს აქა აღვასრულოთ და თქუმულნი ესე დავისწავლ\ნეთ,
Line: 14    
თუ ვითარ წიგნი შობისაჲ თქუა, ვითარ იესუ ქრისტე აჴსენა
Line: 15    
რაჲსათჳს დავით შორის შემოიღო, ვითარ მსგავს ჩუენდა არს შობაჲ
Line: 16    
ქრისტესი და ვითარ უზეშთაეს ჩუენსა, რაჲსათჳს ღმრთისმშობლისა
Line: 17    
მშობელნი დაიდუმნა, ანუ რაჲსათჳს იოსებისნი წარმოთქუნა. ესე ყოვე\ლი
Line: 18    
და სხუაჲ, რავდენიცა მიგითხრა, უკუეთუ დაიმარხოთ გონებათა
Line: 19    
შინა, გულსმოდგინე ვიყო მომავალსაცა დღესა სხჳსა მრავლისა მითხრო\ბად,
Line: 20    
უნდეს თუ ქრისტესა. უკუეთუ კულა პირველთქუმულთა არა ყუ\რად-იღებდეთ,
Line: 21    
არცა გულთა შინა აღწერდეთ, უდებ ვიქმნეთ უმეტესისა
Line: 22    
თქუმად.


Part: S  
Line: 23  სწავლაჲ

Line: 24 
გულსმოდგინედ წურთისათჳს წერილთაჲსა


Line: 25       
რამეთუ დასთესის რაჲ მუშაკმან თესლი ყანასა თჳსსა და არა აღმო\აცენის
Line: 26    
და კუალად დასთესის და არავე ნაყოფიერ იქმნის, ძლითღა
Line: 27    
ჴელყვის ყანისა მის თესვად ამისთჳს გევედრები, იწურთიდით მარადის
Line: 28    
საღმრთოთა მათ სიტყუათა. რამეთუ დიდი სარგებელი არს სულისაჲ
Line: 29    
საქმე ესე და დიდთა კეთილთა მომატყუებელი; რამეთუ ვიწურთიდეთ
Line: 30    
თუ სიტყუათა ღმრთისათა, მარადის სათნო ვეყვნეთ უფალსა და სუ\ლისა
Line: 31    
წმიდისა მადლი მოვიდეს ჩუენდა და განანათლნეს თუალნი გო\ნებისა
Line: 32    
ჩუენისანი და ესრეთ საშინელ ვიყვნეთ ეშმაკისა. ანუ არა უწყი\თა,
Line: 33    
ვითარმედ ამისთჳს მომცა ჩუენ ღმერთმან თუალნი და ყურნი და
Line: 34    
პირი და სასმენელნი, როჲთა ყოველნი ასონი ჩუენნი მას ჰმსახურებ\დენ,
Line: 35    
რაჲთა პირი ჩუენი სიტყუათა მისთა იწურთიდეს, მას უგალობდეს
Page: I-42   Line: 1    
დაუცხრომელად, მისა შევსწირვიდეთ მადლობასა, რაჲთა სასმენელნი
Line: 2    
ჩუენნი მცნებათა მისთა ისმენდენ, თუალნი ჩუენნი საღმრთოთა წე\რილთა
Line: 3    
აღმოიკითხვიდენ, ჴელნი ჩუენნი იქმოდინ საქმეთა სათნოები\სათა
Line: 4    
და გონებაჲ ჩუენი განწმედილ იყოს ყოვლისაგანვე ნივთისა ვნე\ბათაჲსა.
Line: 5    
რამეთუ, ვითარცა ჴორცნი იყვნენ რაჲ ჰაერსა შინა კეთილსა,
Line: 6    
მრთელ არიან, ეგრეთვე სული ესევითარსა რაჲ წურთასა შინა იყოს,
Line: 7    
მარადის განწმენდილ არს ყოვლისაგანვე ბოროტისა და განთავისუფ\ლებულ
Line: 8    
სენთა მათგან ცოდვისათა. არა ჰხედავა თუალთა მათ ჴორცი\ელთა,
Line: 9    
ოდეს კუამლსა შინა იყვნენ, ვითარ ცრემლოიან და მრღჳე
Line: 10    
არიან? ხოლო იყვნენ რაჲ ჰაერსა კეთილსა, სამოთხეთა შინა ყუავილო\ანთა
Line: 11    
და წყაროთა ზედა გრილთა, ვითარ მრთელ და კეთილად მხედ\ველ
Line: 12    
არიან? ეგრეთ არიან თუალნიცა სულისანი, ოდეს სამოთხესა შინა
Line: 13    
საღმრთოთა სიტყუათასა ვიქცეოდით, ფრთხილ არიან და კეთილად
Line: 14    
მხედველ, ხოლო შევიდეთ რაჲ კუამლსა მას შინა, საქმეთა სოფლისათა,
Line: 15    
ცრემლი და ტირილი ხუდების მათ აქაცა და მერმესა მას, რამეთუ
Line: 16    
ნანდჳლვე კუამლისა მსგავს არიან კაცობრივნი საქმენი. ამისთჳსცა წი\ნაწარმეტყუელი
Line: 17    
იტყჳს: "მოაკლდა, ვითარცა კუამლსა, დღეთა ჩემ\თა";
Line: 18    
არამედ იგი მსწრაფლ წარმავლობასა მათსა მოასწავებდა, ხოლო
Line: 19    
მე არა ამისთჳს ოდენ, არამედ შფოთისა მისთჳსცა და დაუდგრომელო\ბისა
Line: 20    
მათისათჳს ვიტყჳ მსგავსებად კუამლისა.

Line: 21       
ჭეშმარიტად არარაჲ ესრეთ აღმამრუეველ თუალთა სულისათა
Line: 22    
და დამაბნელებელ, ვითარ საწუთროჲსა ზრუნვანი და გულისთქუმათა
Line: 23    
არმური. ესე არიან ნივთ საჴუმილისა მის და აღმტეობელ კუამლისა
Line: 24    
მის; და ვითარცა ცეცხლსა დაერთოს რაჲ შეშაჲ ნედლი და სუელი,
Line: 25    
ფრიადი აღუტევის კუამლი, ეგრეთვე გულისთქუმამან ბოროტმან, რა\ჟამს
Line: 26    
პოის სული აღვსებული მწჳრითა მით დაჴსნილობისაჲთა, კუამლი
Line: 27    
ჴშირი განამრავლის ვნებათაჲ. ამისთჳს საჴმარ არს ჩუენდა ცუარი იგი
Line: 28    
და ნიავი სულისა წმიდისაჲ, რაჲთა საჴუმილი იგი დაშრიტოს და კუამ\ლი
Line: 29    
განაქარვოს და გონებაჲ ჩუენი განანათლოს, რამეთუ, ვიდრემდის
Line: 30    
ესევითარითა მით კუამლითა დაბნელებულ ვიყვნეთ და ვნებათა სიმძი\მითა
Line: 31    
დამძიმებულ, ვერ ჴელგუეწიფების ზეცად აღსლვად. რამეთუ
Line: 32    
ფრიადი სიფრთხილე თუალთა მიერ სულიერთაჲ და განწმენდაჲ ცოდვა\თაგან
Line: 33    
გჳღირს, რაჲთა მოვიდეს ჩუენ ზედა მადლი სულისა წმიდისაჲ
Line: 34    
და წარმიძღუეს გზასა მას ზეცისასა. რამეთუ, არათუ იგი მოვიდეს
Line: 35    
ჩუენ ზედა, შეუძლებელ არს გზისა მის პოვნად. ხოლო იგი, უკუეთუ
Page: I-43   Line: 1    
არა წმინდა ვყვნეთ თავნი ჩუენნი ყოვლისაგან ბოროტისა, არა დაიმკვიდ\რებს
Line: 2    
ჩუენ შორის. ამისთჳს, ძმანო, ვისწრაფოთ განდევნად ყოველთავე
Line: 3    
ვნებათა ჩუენგან, ვისწრაფოთ განწმედად თავთა ჩუენთა წურთითა
Line: 4    
საღმრთოთა სიტყუათაჲთა, განვეშორნეთ ზრახვათა სოფლიოთა და
Line: 5    
ცუდთა, რომელთა შინა არარაჲ არს კეთილი, არამედ ყოველივე მავნე\ბელ.
Line: 6    
რამეთუ, რომელი-იგი სულისა სარგებელ იყოს, ღმრთისაცა საყუ\არელ
Line: 7    
არს, ხოლო რომელი-იგი მავნებელ იყოს სულისა, შემაწუხებელ
Line: 8    
არს უფლისა და სათნო ეშმაკისა. ანუ არა ესრეთ არსა, ოდეს ვიწყოთ
Line: 9    
ზრახვათა ამაოთა, ოდესმე ვიცინოდით, ოდესმე ვიკიცხეოდით, ძჳრსა
Line: 10    
ვზრახვიდით, ვტყუოდით, ვფუცვიდით, ზღაპართა ვიტყოდით, რაჲ-იგი
Line: 11    
ჩუენდა არა საურავ არნ, მას ვზრუნვიდით, ხოლო ფსალმუნებასა შინა
Line: 12    
და ლოცვასა და წიგნის კითხვასა დამძიმებულ და დაჴსნილ ვიყვნით.
Line: 13    
ვერ ძალგუედვის საღმრთოთა სიტყუათა მცირედთაცა დასწავლად,
Line: 14    
ხოლო საეშმაკოთა შინა უმჴურვალეს ცეცხლისა ვიპოვნით. მრავალნი
Line: 15    
არიან აქა მდგომარენი, რომელნი, უკუეთუ ვინ განიკითხეს და ჰკითხნეს,
Line: 16    
სიმღერანი და საეშმაკონი ჴმანი და სატრფიალონი სიტყუანი მრავალნი
Line: 17    
და მრავლსახენი წარმოთქუნენ და საღმრთოთა სიტყუათაგანი არცათუ
Line: 18    
ერთი რაჲ იცოდინ. არამედ რასა მომიგებენ ესევითარისა მოქმედნი
Line: 19    
იგი, არა თუ ჩუენ მონაზონნი ვართო, არამედ სოფელსა შინა ვიქცევით
Line: 20    
და სოფლისა საქმეთა ვზრუნავთ, ხოლო ეგევითარი ეგე მონაზონთა
Line: 21    
საქმეჱ არს, რაჲთა ფსალმუნთა და ლოვათა წურთიდენ და წიგნთა
Line: 22    
იკითხვიდენ, ხოლო ჩუენ ჩუეულ ვართ მღერასა და განფრთხობასა.

Line: 23       
, სიტყუანი ბოროტნი, , გულისსიტყუანი წარმწყმედელნი! ამათ
Line: 24    
ყვეს ყოველივე უკეთურებით, რომელ ეგრე გგონიეს, თუ მონაზონ\თათჳს
Line: 25    
დაწესებულ არს წიგნთა კითხვაჲ და არა უწყით, ვითარმედ თქუ\ენდა
Line: 26    
უმეტესად საჴმარ არს ესე წამალი, რომელნი-ეგე მარადღე მო\იწყლვით
Line: 27    
ეშმაკისა მიერ. აწ უკუე არა კითხვისა ფრიად ესე უძჳრეს
Line: 28    
არს; რომელ ეგრეთცა გაქუს, თუ არა საჴმარ არს თქუენდა, არცა თანა\ნადებ
Line: 29    
კითხვაჲ და წურთაჲ საღმრთოთა სიტყუათაჲ. არა გესმისა, რასა
Line: 30    
იტყჳს მოციქული პავლე, ვითარმედ: "ესე ყოველი სწავლად ჩუენდა
Line: 31    
დაიწერა". ნუუკუე მონაზონთათჳს თქუა ესე? არა ყოველთა მორწმუ\ნეთათჳს
Line: 32    
იტყჳსა? ანუ უფალმან მცნებანი თჳსნი არა ყოველთა მორწმუ\ნეთა
Line: 33    
მისცნაა? ისმინეთ, რასა ეტყჳს მოციქულთა: "წარვედით და მო\იმოწაფენით
Line: 34    
ყოველნი წარმართნი და ნათელსცემდით მათ სახელითა
Line: 35    
მამისაჲთ და ძისაჲთ და სულისა წმიდისაჲთ და ასწავებდით მათ და\მარხვად
Page: I-44   Line: 1    
ყოველი, რავდენი გამცენ თქუენ". ვითარ უკუე იტყჳთ, თუ
Line: 2    
მონაზონთა ხოლო უჴმს კითხვაჲ და სმენაჲ წერილთაჲ, თქუენ არა
Line: 3    
გიჴმსა?

Line: 4       
იხილენ კაცადკაცადმან თავი თჳსი, თუ ვითარ არს გონებაჲ მისი,
Line: 5    
ოდეს ლოცვაჲ ესმოდის, ანუ ვითარ არს ოდეს სიმღერაჲ ესმოდის,
Line: 6    
ვითარ არს, ეკლესიასა შინა რაჲ იყოს, და ვითარ არს -- თეატრონსა
Line: 7    
შინა. და ცნას ცვალებაჲ იგი სულისაჲ, თუ ვითარ ერთი იგი სული აქა
Line: 8    
სხუად შეიცვალების და მუნ სხუად. ამისთჳს იტყჳს მოციქული: "გან\რყუნიან
Line: 9    
წესნი კეთილნი ზრახვათა ბოროტთა". ამისთჳს გჳღირს ზე\დაჲსზედა
Line: 10    
სმენად სიტყუათა საღმრთოთა, რაჲთა ჩუენნი იგი ბოროტნი
Line: 11    
წესნი კეთილად მოიქცენ. არა უწყითა, რამეთუ ამით ოდენ უაღრეს
Line: 12    
ვართ პირუტყუთასა, რომელ პირმეტყუელ ვართ. ხოლო სხჳთა უმრავ\ლესითა
Line: 13    
უდარეს ვართ მათსა: ძალითა და სიმალითა და სხჳთა ესევი\თარითა.
Line: 14    
აწ უკუეთუ პირმეტყუელებაჲცა ჩუენი უძჳრეს მათისა მის
Line: 15    
პირუტყუებისა იყოს, არა დიდად დასასჯელ ჩუენდა იქმნასა?

Line: 16       
საზრდელ სულთა ჩუენთა სიტყუანი ღმრთისანი არიან და ნაკლუ\ლევანებაჲ
Line: 17    
მათი სიყმილად წოდებულ არს. რამეთუ იტყჳს უფალი წი\ნაწარმეტყუელისა
Line: 18    
მიერ: "მივსცე მათ არა სიყმილი პურისაჲ, ანუ წყუ\რილი
Line: 19    
წყლისაჲ, არამედ სიყმილი სმენად სიტყუათა უფლისათა". რაჲ
Line: 20    
უკუე უძჳრეს არს ამისა ოდენ, რომელ-იგი უფალმან სატანჯველად
Line: 21    
რისხვისა თქუა, შენ ნეფსით თჳსით მოაწიო სულსა ზედა შენსა -- სიყ\მილი
Line: 22    
იგი ბოროტი. არა ჰხედავა, ვითარმედ სული სიტყვათაგან თითო\სახედ
Line: 23    
იცვალების? სიტყუამან აღძრას იგი რისხვად, სიტყუამან დაამ\შჳდის
Line: 24    
კუალად, სიტყუამან ბილწმან აღაზრზინის გულისთქუმად, სიტ\ყუამან
Line: 25    
სიწმიდისამან შეაყუარის სიწმიდე. ვინაჲთგან უკუე სიტყუათა
Line: 26    
ლიტონთა ესოდენი ძალი აქუს, ვითარ წმიდათა წერილთა შეურაცხ\ჰყოფ,
Line: 27    
რომელთა შინა ძალი სულისა წმიდისაჲ არს და ამისთჳს ძალუც
Line: 28    
სულთა მათ განფიცხებულთა სწავლითა მოლბობად უმეტეს ცეცხლისა,
Line: 29    
უკუეთუ სარწმუნოებით მოუჴდენ. ეგრეთ კორინთელნი იგი გულ\ფიცხელნი
Line: 30    
მოალბნა პავლე სწავლითა თჳსითა, ვითარცა ცჳლი ცეცხლ\მან,
Line: 31    
ვითარცა-იგი თავადი წამებს, რამეთუ ისმინეთ, რასა მიუწერს;
Line: 32    
"რამეთუ, აჰა ესერა, მანვე ღმრთისა მიერ მწუხარებამან მაგან თქუენ\მან
Line: 33    
რავდენი შექმნა თქუენ შორის სწრაფაჲ, რავდენი მომადლებაჲ, ანუ
Line: 34    
რავდენი ლხინი, რავდენი შიში, რავდენი სურვილი, რავდენი შური,
Line: 35    
ანუ რავდენი შურისგებაჲ". ესე ყოველი სწავლამან მოიციქულისამან
Page: I-45   Line: 1    
ქმნა მათ შორის. ესრეთ ძალუც სიტყუათა საღმრთოთა, ესრეთ მცი\რეთა
Line: 2    
და დიდთა სარგებელ არიან.

Line: 3       
იხილეთ დავით, ოდეს იგი დიდსა მას ცოდვასა შთავარდა, ესმნეს
Line: 4    
რაჲ სიტყუანი კეთილნი, მოვიდა სინანულსა მას დიდებულსა. იხილენ
Line: 5    
მოციქულნიცა, არა სიტყუათა მათ უფლისათა სმენითა მოვიდეს სა\ზომსა
Line: 6    
მას და ყოველი სოფელი მოიმოწაფეს? და რაჲ სარგებელ არს,
Line: 7    
იტყჳნ ვინმე, უკუეთუ ვისმენდეთ სიტყუათა საღმრთოთა და არა ვიქმო\დით?
Line: 8    
არს ესრეთცა დიდი სარგებელი: აბრალოს თავსა თჳსსა, სულ\ითქუნეს
Line: 9    
რომელსა ესმოდინ სიტყუანი საღმრთონი, ცრემლოოდის
Line: 10    
და უკუეთუ შეეჴშიროს სმენასა მას, გინა დღეს, გინა ხვალე, მოსლვად
Line: 11    
არს საქმედცა. ხოლო რომელი ყოვლადვე არა ისმენდეს, ვინაჲ ცნას
Line: 12    
თითოეულისა ცოდვისა ბრალი, ვითარ აბრალოს თავსა თჳსსა, ოდეს
Line: 13    
მოიწყჳდოს ცოდვაჲ, ოდეს იწყოს სინანულად? ამისთჳს გევედრები, ნუ
Line: 14    
გარეწარად გაქუს სმენაჲ და წურთაჲ წერილთა მათ საღმრთოთაჲ, რა\მეთუ
Line: 15    
ეშმაკსა მძიმედ უჩნს ესე და არა ჰნებავს. ამისთჳს იგი გუაყე\ნებს,
Line: 16    
რაჲთამცა არა ვიხილეთ სიმდიდრე იგი სულიერი, არცამცა მოვი\გეთ
Line: 17    
იგი; ამისთჳს გუეტყჳს არა სმენად, რაჲთა არა საქმესაცა კეთილსა
Line: 18    
ჴელვყოთ. ხოლო ჩუენ გულისჴმავყოთ ბოროტი იგი ღონე მისი და
Line: 19    
ყოვლით კერძო შევიზღუდნეთ თავნი ჩუენნი, რაჲთა ჩუენცა მო\უწყლველ
Line: 20    
ვიყვნეთ და მისი იგი ბოროტი თავი შევმუსროთ და ესრეთ
Line: 21    
ბრწყინვალე იგი ძლევისა გჳრგჳნი მოვიღოთ და საუკუნეთა მათ კე\თილთა
Line: 22    
მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა
Line: 23    
იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით
Line: 24    
და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე,
Line: 25    
ამენ.


Next part



This text is part of the TITUS edition of Johannes Chrysostomus, Commentary on St. Matthew.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.