TITUS
Old Georgian Hagiographical Texts, vol. VI
Part No. 5
Previous part

Text: 3_Arch.  
Page of ed.: 67  
Line of ed.: 1   [ Page of ms.: 51r  ] შესხმა და მოთხრობა ღუაწლთა და ვნებათა წმიდისა დიდისა
Line of ed.: 2  
მოწამისა არჩილ მეორისა, მეფისა ყოვლისა ზემოჲსა და ქუემოჲსა
Line of ed.: 3  
საქართუელოჲსა და აფხაზეთისა, ხოსროვანისა, ქმნილი ანტონისგან
Line of ed.: 4  
არხიეპისკოპოსისა ყოვლისა ზემოჲსა საქართუელოჲსა,
Line of ed.: 5  
დავით-ბაგრატოვანისა


Line of ed.: 6   შენ კასიაებ, ბალასან კინამოებ.
Line of ed.: 7  
მირონ არომატ, წარმოცლილ ნელსაცხებლებ.
Line of ed.: 8  
ყარამფილ ვარდებ, იაკოსტ ყაყაჩოებ.
Line of ed.: 9  
რტო კიპაროსებ, ია შაშპრა სოსანებ.
Line of ed.: 10  
ხოლო წალკოტებ, მრავალ-ყუავილიერებ.


Line of ed.: 11   სიტყუა მესამე


Line of ed.: 12        მეცნიერ ვართ სხოლასტიკოსთაგან და წმიდათა მოძღუართა
Line of ed.: 13     
და ახალთაგან ფილოსოფოსთა, ვითარმედ კეთილისა მიმართ იქმ\ნებიან
Line of ed.: 14     
განღჳძებანი წადილად გულისხმიერ, ანუ სიტყჳერ მნებე\ბელთანი,
Line of ed.: 15     
რამეთუ სულნი იწადებენ ანუ "გონიერ, ვითარ-იგი მოი\ღებს
Line of ed.: 16     
საღმრთო დიონჳსიოს სატრფიალოთაგან ქებათა ნეტარისა იე\როთეოსისთა,
Line of ed.: 17     
მჩუენებელი წადილისა გარდარეულისა, რომელი
Line of ed.: 18     
ტრფიალებად გარდაიქმნების საღმრთოდ ანუ ანგელოსებ\რად
Line of ed.: 19     
ანუ გრძნობადად, რომელსაცა თჳთ იგივე გუაჩუენებს
Line of ed.: 20     
მოძღუარი მისვე სიტყჳსაგან მშჳნვიერებრად".

Line of ed.: 21        
ხოლო ვინაჲთგან კეთილი იგი არს, რომელიცა ჩუენდა მდგმო\ობასა
Line of ed.: 22     
ჩუენსა სრულებასა მოგუართუამს განსაზღურებისამებრ ფი\ლოსოფოსთასა,
Line of ed.: 23     
ხოლო სრულება არს თანჴმობა სხუაობათა შინა
Line of ed.: 24     
უწნინააღმდგომოდ დაზავებული, ვითარ-იგი ღმრთისა შორის მრა\ვალთა
Line of ed.: 25     
სხუაობათა საღმრთოჲსა არსებისა თჳსებითთა ვითამე მივ\ჰსწუთებით
Line of ed.: 26     
თანაჴმად. ესე იგი ღმერთ [ Page of ms.: 51v  ] არს არსება განუსაზღურე\ბელ,
Line of ed.: 27     
ნათელ, ყოვლად ძლიერ, მარტივ, გულისხმიერ, "რომლითა
Line of ed.: 28     
მოიგონნა პირუელად ძალნი ანგელოსთანი და ზეცისანი, მნებებელ"
Line of ed.: 29     
და "მოგონება იგი იყო საქმეთა აღსრულებული და სულითა სრულ\ქმნილი".
Line of ed.: 30     
ესე იგი ნებითა ყოვლად წმიდითა თჳსითა ჰქმნა დროსა
Line of ed.: 31     
შინა პირუელად მოგონებული არსებაჲ ანგელოსთა სიტყჳსაებრ
Line of ed.: 32     
ღმრთისმეტყუელისა ეგსახედ სოფლისა და ნაწილთა მისთა. ღმერ\თი
Line of ed.: 33     
არს წინაგანმგებელ, მმართებელ, რამეთუ თუ სადამე არა ჰმარ\თებდესმცა
Line of ed.: 34     
მათ შინა ყოფითა ქმნილთა არსთა, ვერ სადამე მიიღონ\მცა
Page of ed.: 68   Line of ed.: 1     
მდგომარეობაჲ ყოფისა, არს სახიერ, მართალ, მწყალობელ,
Line of ed.: 2     
მსაჯულ ყოვლად წმიდისაებრ გულისხმისყოფისა თჳსისა, წმიდა,
Line of ed.: 3     
ნეტარ, შემოქმედ უფალ და სხუანი.

Line of ed.: 4        
ესე ყოველი თჳთოეულთა სხუაობათა თანჴმობა არს თჳთ ერ\თისა
Line of ed.: 5     
კეთილისა შორის, რომელიცა მოართმევს სრულებასა სულსა
Line of ed.: 6     
გულისხმიერსა, რომლისათჳს არს საწყურუელ და საწად სულთა.
Line of ed.: 7     
ხოლო რომელნიცა იზიარნა კეთილმან მან და დაჰხატა მათ შორის
Line of ed.: 8     
კეთილობაჲ თჳსი და მათ დაიცუეს დათჳსშორისებული იგი კე\თილყოფისა
Line of ed.: 9     
მდგომარეობაჲ, ანუ შემდგომად ცუალებისა მდგომა\რეობისა
Line of ed.: 10     
კუალად მოაქციეს თჳს შორისვე მდგომარეობაჲ პირუე\ლი,
Line of ed.: 11     
ჭეშმარიტად იგინიცა კეთილობისაებრ თჳსისა საწად არიან.

Line of ed.: 12        
და რომელთაცა თჳთ ერთისგანისა გუამისა, რომელიცა გონე\ბისაებრ
Line of ed.: 13     
და სიტყჳსა და სულისა სამობა არს, თჳთ კეთილობა იგი
Line of ed.: 14     
ერთი იხილეს განგებულებით [ Page of ms.: 52r  ] ჴორციელებრსა უგიობელსა ხრწნი\ლებასა
Line of ed.: 15     
შინა ყოფა, რათა ხატი თჳსი საგიობელსა ხრწნილებასა ში\ნა
Line of ed.: 16     
მყოფი, ვითარ-იგი შეიქმნა კეთილად, მასვე მდგომარეობასა ში\ნა
Line of ed.: 17     
მიიყუანო, და ნებსით თავნი თჳსნი განჰსცნეს ხრწნილებად
Line of ed.: 18     
უგიობელად და ეზიარნეს თჳთ კეთილსა ჴორციელებრ უგიობელად
Line of ed.: 19     
ჩუენთჳს მოსრულსა და ზიარებულსა, ამათ უკუე გარდმოჰხატეს
Line of ed.: 20     
თჳს შორის სიკუდილი და ხრწნილებაჲ პირუელისა ნათლისა ჴორ\ციელად,
Line of ed.: 21     
რომელ არს "სიტყუა ჴორცქმნილი".

Line of ed.: 22        
ვინა ესენიცა კეთილ არიან, ხოლო ვინაჲთგან კეთილ არიან,
Line of ed.: 23     
მაშასადამე, საწადელ არიან.

Line of ed.: 24        
კეთილ უკუე არიან და ჩუენდა მომრთმელ სრულებისა მით,
Line of ed.: 25     
რომელ მრავალთა თჳს შორის სხუაობათა თანჴმობილთა წინადამ\დებნი
Line of ed.: 26     
ჩუენდა განგუაღჳძებენ წადილად, რამეთუ ოდეს იქმნების
Line of ed.: 27     
გამოხატუაჲ კეთილისა სულსა შინა, იქმნების განღჳძება მისდამი
Line of ed.: 28     
წადილად მოძღურებისაებრ ფილოსოფოსთასა. ხოლო განგუაღჳ\ძებენ
Line of ed.: 29     
წადილად, ესე იგი სიყუარულად, და ბაძუად თჳსა, ხოლო
Line of ed.: 30     
სიყუარულად რომელთამე ბაძუად და სხუათა თჳსდამი ქებად და
Line of ed.: 31     
გალობად და ყოვლად წმიდათა მათ არსაგიობელთა, არამედ ანგე\ლოსთაგანცა
Line of ed.: 32     
საქებელთა ვნებათა თჳსთა მჰსმენელთადმი მოთხ\რობად
Line of ed.: 33     
და ჰჴსენებად თჳსა. ამისთჳს, ვითარმედ პირუელად, რათა
Line of ed.: 34     
არა დავიწყდენ დაძუელებისა ძლით ყოვლად წმიდანი და სამღუ\დელონი
Line of ed.: 35     
ვნებანი მათნი. მეორედ, რამეთუ ჰჴსენებაჲ ვნებისა მა\თისა
Page of ed.: 69   Line of ed.: 1     
"შეზავებასა შინა ქმნილსა ნელსაცხებლის მოქმედისასა ყო\ველთა
Line of ed.: 2     
პირთა შინა დატკბების ვითარცა თაფლი და ვითარცა მუ\სიკისა
Line of ed.: 3     
ლექსსა [ Page of ms.: 52v  ] შინა ღჳნოჲ".

Line of ed.: 4        
წინამდებარეთა ჩემდა თქმულთა მოწამეთა მოთხრობამან ერ\თმან
Line of ed.: 5     
მეორეჲ გამოჰხატა ჩემ შორის და განმაღჳძა თქმად და მო\თხრობად
Line of ed.: 6     
ყოვლად წმიდა ღუაწლთა მისთა და მეორემან მესამეჲ,
Line of ed.: 7     
რამეთუ ოდეს-იგი დუმილი განვჰჴსენით და ყოვლად საკჳრუელისა
Line of ed.: 8     
და ჴორცთა ბუნებისა დაზევებულისა წმიდისა დედოფლისა და
Line of ed.: 9     
დიდისა მოწამისა ქეთავანის წმიდათა ვნებათა შევეხენით აღწერად
Line of ed.: 10     
და ესე საწადელ ექმნა სულსა ჩუენსა, მერმეღა იქმნა ჩუენ შორის
Line of ed.: 11     
მჰსგავსისა გამოხატუაჲ ერთტომობისა ძლით და მახლობელთა
Line of ed.: 12     
დროთა ქმნილთა ჰსრბათა და ერთისაგან უღმრთოჲსა მეფისა მოკ\ლუათა
Line of ed.: 13     
და ამით მეორისაცა სამღუდელოთა ღუაწლთა მოთხრობისა
Line of ed.: 14     
თქმად განვიღჳძენით. ხოლო ჰქმნეს პირუელისა თქმისა ნაწილთა
Line of ed.: 15     
გამოხატუანი მესამისაცა მსჰსგავსისავე, რამეთუ ისტორიკოსობა\მან
Line of ed.: 16     
წმიდისა მეფისა ღუაწლთამან გამოჰხატა წმიდისა მეფისავე
Line of ed.: 17     
სხჳსა წმიდანი ღუაწლნი და ესრეთ განვიღჳძენით კეთილისა ამის
Line of ed.: 18     
ჰსრბისაცა აღწერად.

Line of ed.: 19        
ძეთაგან კეთილმსახურისა ვახტანგ დიდისათ მეშჳდემან სახე\ლით
Line of ed.: 20     
კეთილმსახურმან სტეფანოს მთავარმან ქართლისამან, რომ\ლისა
Line of ed.: 21     
მთავრობისა დროსა იქმნა კრებაჲ მეექუსე მსოფლიო კოსტან\ტინუპოლის
Line of ed.: 22     
ბოროტმადიდებელთა მონოთელისტთა დასამჴობელად,
Line of ed.: 23     
ჰშუნა ორნი ძენი, ზედწოდებულნი მირ და არჩილ კეთილ\\მსახურ\ნი [ Page of ms.: 53r  ]
Line of ed.: 24     
მჰსგავსად ნეტართა წინაპართა თჳსთა.

Line of ed.: 25        
ესენი უკუე ერთსა დროსა მმეფობნი ყოველსა ზედა მონარ\ხიასა
Line of ed.: 26     
ვახტანგ დიდისასა, ესე იგი ზღჳთგან ექსინოპონტოჲსათ
Line of ed.: 27     
ვიდრე ზღუადმდე ჳრკანიისა, კეთილ-მჰსჯელობდნენ, რომელთა მე\ფობისა
Line of ed.: 28     
დროსა მურუან, დისწული ბილწისა მახმედისი, წარმოვლე\ნილი
Line of ed.: 29     
ამირ-მუმლისაგან, მეფისა ბაღდადელისა, რომელი იყო ძე
Line of ed.: 30     
აბდალ-მელიქისა, ნათესავი ბილწისა მახმედისავე, მოიწია კერძო\თა
Line of ed.: 31     
საქართუელოჲსა და აფხაზეთისათა.

Line of ed.: 32        
მოსრულმან მურუან სამეფოსა შინა მირ და არჩილისსა ური\ცხუთა
Line of ed.: 33     
ლაშქართა მიერ თჳსთა განჰხრწნა ყოველივე ადგილი, სა\დაცა
Line of ed.: 34     
მივიდა, რომლისა წინააღმდგომად ვერ შემძლებელნი მეფენი
Line of ed.: 35     
ივლტოდეს აფხაზეთად და შესრულნი განმაგრდეს ციხესა შინა
Page of ed.: 70   Line of ed.: 1     
ანაკოფიისასა. ხოლო მთავარნი სამეფოჲსა მათისანი მთათადმი
Line of ed.: 2     
კავკასიათა.

Line of ed.: 3        
ამან უკუე მურუან, ზედწოდებით ყრუმან, მოჰსწყჳდნა წმი\დანი
Line of ed.: 4     
მოწამენი დავით და კოსტანტინე არგუეთისა მთავარნი ამის\თჳს,
Line of ed.: 5     
ვითარმედ არა თავ-იდუეს უარის-ყოფაჲ ქრისტეს ღმრთისა
Line of ed.: 6     
და შეწყნარებაჲ ბილწთა ჰსჯულისდებათა ყოვლად უღმრთოჲსა
Line of ed.: 7     
მახმედისთა.

Line of ed.: 8        
რაჟამს უკუე იხილეს მეფეთა მირ და არჩილ განდიდებაჲ ოჴ\რებისა
Line of ed.: 9     
სამეფოჲსა თჳსისა და ძჳლ შესაძლებელობაჲ წინააღდგო\მად
Line of ed.: 10     
მურუანისა, მინდობილნი შეწევნათადმი ღმრთისათა თავთა
Line of ed.: 11     
მათ\\თანი [ Page of ms.: 53v  ] და, თუ ჰსთქუა, ყოვლისაგან კაცობრივისა შეწევნისაგან
Line of ed.: 12     
დაკლებულნი იყუნეს თქმულსა ციხესა შინა ლოცჳთ და მარხჳთ.
Line of ed.: 13     
ხოლო ლაშქარნი მურუანისნი მრავალნი იყუნეს საერისთოსა შინა
Line of ed.: 14     
ეგრისისასა და დაბანაკებულ იყუნეს მუნ და თჳთ არამცირედითა
Line of ed.: 15     
ლაშქრითა მისრულ იყო და ჰბრძოდა ციხესა ანაკოფიისასა, სადა\იგი
Line of ed.: 16     
იყუნეს მეფენი.

Line of ed.: 17        
მეტყუელმან არჩილ ძმისა მიმართ თჳსისა მირისა: "აღწყუე\დილ
Line of ed.: 18     
არსო ქალაქი ჩუენი და შემუსრვილ არს ციხე და თუ სადა\მე
Line of ed.: 19     
შთავცჳვნეთმცა ჴელთა შინა ბარბაროსისა მბრძოლისა ჩუენისა\თა,
Line of ed.: 20     
გამოიკითხნეს ჩუენგან ყოველნი იგი დაფლულნი უნჯნი წინა\პართა
Line of ed.: 21     
პაპათა და მშობელთა ჩუენთანი და ჩუენნი და ბერძენთა
Line of ed.: 22     
თჳთმპყრობელისა ირაკლისნი. და თუ სადამე მოვჰსწყდეთ, დავიწყ\დენ
Line of ed.: 23     
ყოველნი და ესრეთღა ვიქმნნეთ მიზეზ ოჴრებისა და დაგლახაკე\ბისა
Line of ed.: 24     
სამეფოჲსა ჩუენისა. ამისთჳს განვიდეთ და ვებრძოლნეთ ზღჳთ
Line of ed.: 25     
კერძოჲსა მჴრივ და თუ სადამე ენებოს ღმერთსა, "ერთმან ჩუენ\განმან
Line of ed.: 26     
წარიქციოს ათასი და ათასმან ბევრეული" სათნო იქმნა
Line of ed.: 27     
განზრახუა ესე არჩილ ძმისა თჳსისა მირის მიმართ და განემზადნეს
Line of ed.: 28     
ბრძოლად.

Line of ed.: 29        
მომზრახობენ, ვითარმედ იყო უკუე ციხესა მას შინა ანაკო\ფიისასა
Line of ed.: 30     
ხატი ყოვლად უხრწნელისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთის\მშობელისა
Line of ed.: 31     
არა ჴელითა კაცთათა გამოწერილ, არამედ საკჳრუე\ლებითა
Line of ed.: 32     
საღმრთოჲთა მებრი მისი, ვითარ-იგი თქმულ არს მახლო\ბელ
Line of ed.: 33     
იეროსალიმსა ქალაქსა, რომელი ზედწოდებულ იყო დიოსპო\ლი,
Line of ed.: 34     
დროსა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა ჴორციელისა
Line of ed.: 35     
ცხოვრებისასა [ Page of ms.: 54r  ] წმიდათა მოციქულთაგან აღშენებულსა სახელსა
Line of ed.: 36     
ზედა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისასა ეკკლესიასა შინა
Line of ed.: 37     
მარჯუენით სუეტსა ზედა მარმარილოსასა საკჳრუელებითა
Line of ed.: 38     
ღმრთისმშობელისათა განცხადებული ხატი სანატრელისა მის ქალ\წულისა
Line of ed.: 39     
ღმრთისა დედისა. ხოლო ხატი იგი ჴელითა კაცთათა უქმ\ნელი
Page of ed.: 71   Line of ed.: 1     
აქამომდე არავისდამი უწყებულ არს, თუ ვინა მოვიდა თავსა
Line of ed.: 2     
ზედა ანაკოფიისა ციხისა გორისასა.

Line of ed.: 3        
მივიდეს. უკუე მეფენი წინაშე ჰჴსენებულისა მის პატიოსნისა
Line of ed.: 4     
ხატისა და პირთა ზედა დავრდომით მვედრებელნი იტყოდეს ცრემ\ლით:
Line of ed.: 5     
"განვალთ უკუე წყობად ბარბაროსთა, , დედოფალო, სასო\ებითა
Line of ed.: 6     
ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისათა, რომელი იშუა შენგან.
Line of ed.: 7     
მისა შეჰსწირე ოხაჲ ჩუენთჳს და "თანამავალ მეყავნ ჩუენ წყა\ლობაჲ
Line of ed.: 8     
შენი". და იყუნეს მეფეთა თანა დროსა მას კაცნი
Line of ed.: 9     
მბრძოლნი მცირედნირე პალატისა შინანი მათნი და ნათესავნი
Line of ed.: 10     
ერისთავთა და თემთა მთავართანი ათასნი ოდენ, ხოლო ლაშქარ\თაგან
Line of ed.: 11     
აფხაზთასა ორი ათასამდე.

Line of ed.: 12        
ღამესა მას უკუე იგუემნეს ბარბაროსნი ზეგარდამო წყლულე\ბითა
Line of ed.: 13     
დიდითა. ხოლო მომზრახობენ მეისტორიენი ძუელთა მატია\ნეთა
Line of ed.: 14     
ჩუენთანი, ვითარმედ "ეჩუენაო ანგელოსი უფლისა არჩილს
Line of ed.: 15     
ღამესა მას და ეტყოდა: "წარვედით და ჰბრძოდით აგარიანთად, რა\მეთუ
Line of ed.: 16     
მივავლინეთ მათ ზედა წყლულებანი სასტიკნი აღსპობად კა\ცითგან
Line of ed.: 17     
მიპირუტყუთამდე".

Line of ed.: 18        
და ოდეს განთენა, ისმა ბარბაროსთა ბანაკით ჴმაჲ ბავთისა და
Line of ed.: 19     
გოდებისა დიდი, რამეთუ ესრეთ წე\\რილ [ Page of ms.: 54v  ] არს ძუელთა შინა მატია\ნეთა
Line of ed.: 20     
ჩუენთა, ვითარმედ: "მოჰსწყდაო ღამესა მას სარაციანთაგან
Line of ed.: 21     
ბარბაროსთა მჴედარი ოცდათხუთმეტი ათასი".

Line of ed.: 22        
განვიდეს უკუე მეფენი ბარბაროსთა ზედა მცირითა ლაშქრი\თა
Line of ed.: 23     
ზედადამსხმელნი ძლიერად და უკუნ-აქცივნეს და მოსწყჳდნეს
Line of ed.: 24     
მათგანი კაცი სამი ათასი, გარნა მეფე მირ იწყლა უკუე ფერდსა
Line of ed.: 25     
მაზრაკითა.

Line of ed.: 26        
მლტოლუარეთა უკუე ბარბაროსთა დაიბანაკეს მდინარეთა ზე\და
Line of ed.: 27     
ორთა ზედწოდებულთა აბაშა და ცხენისწყალი. და დაბანაკე\ბულთა
Line of ed.: 28     
მუნ ერთ შჳდეულადმდე საკჳრუელებითავე ყოვლად წმი\დისა
Line of ed.: 29     
ღმრთისმშობელისათა მიიღეს წყლულებაჲ საზარელი, რამე\თუ
Line of ed.: 30     
გარდამოჰჴღეს წჳმანი სასტიკნი და განადიდნეს საკჳრუელ
Line of ed.: 31     
მდინარენი იგი და წარრღუნეს სპათაგან ბარბაროსთასა მჴედარი
Line of ed.: 32     
ოცდასამი ათასი, ნათესავით აბაში, ესე იგი ეთიოპელნი, რომლისა
Line of ed.: 33     
გამო მდინარე იგი ზედწოდებულ იქმნა აბაშად. კუალად წარრღუ\ნეს
Line of ed.: 34     
ცხენნი მათნი რიცხჳთ ოცდაათხუთმეტი ათასი, რომელნიცა
Line of ed.: 35     
ბალახისათჳს და თივათა ჰყუათ ადგილთა მათ და მიერითგან მდი\ნარესა
Line of ed.: 36     
მას ეწოდა ცხენისწყალი. რამეთუ მდინარენი იგი უწინა\რეს
Page of ed.: 72   Line of ed.: 1     
საკჳრუელებათა ამათ წმიდისა ღმრთისმშობელისათა სხჳთა
Line of ed.: 2     
სახელებითა იზედწოდებოდენ.

Line of ed.: 3        
ესე ყოველი ლოცჳთა ყოვლად განწმენდილითა სანატრელისა
Line of ed.: 4     
არჩილისათა და წმიდითა მით მოგონებითა მისითა იქმნა.

Line of ed.: 5        
[ Page of ms.: 55r  ] მირ წყლულებათა შინა მძვნუარეთა მყოფმან და მეცნიერ\მანცა,
Line of ed.: 6     
ვითარმედ მოკუდების, მოუწოდა ძმასა თჳსსა ნეტარსა არ\ჩილს
Line of ed.: 7     
და ეტყოდა: "მე წარვალ, ძმაო ჩემო, მამათა ჩემთა თანა,
Line of ed.: 8     
გარნა იღუაწე სხეული ჩემი და დაჰფალ საფლავსა მამათა ჩუენთა\სა".
Line of ed.: 9     
და უთხრნა ყოველნი საუნჯენი დაფლულნი და ესრეთ დაი\ძინა
Line of ed.: 10     
მშჳდობით. ხოლო დაჰფლეს იგი მცხეთას ზემოსა ეკკლესიასა,
Line of ed.: 11     
შესავალსა ბჭეთასა.

Line of ed.: 12        
მიიღო უკუე მეფობაჲ არჩილ განგებითა ზეგარდამოჲთა ჭა\ბუკმან,
Line of ed.: 13     
დაღათუ მაგრა მოხუცმან გონებითა.

Line of ed.: 14        
არჩილ განმწმედმან სარკისა გონებისამან სარწმუნოებითა
Line of ed.: 15     
ყოვლად წმიდისა სამებისათა "შეწევნილითა სიყუარულისაგან"
Line of ed.: 16     
და "მხიარულმან სულითა ყოვლად წმიდითა მიიღო პორფირი მე\ფობითი
Line of ed.: 17     
და უფროსღა სამოსელი მაცხოვარებისა და კუართი მხია\რულებისა
Line of ed.: 18     
და ვითარცა სიძემან გარემოიდუა მიტროჲ" და დია\დიმაჲ
Line of ed.: 19     
კეთილმსახურებითისა მეფობისა და ვითარცა სძალი შეიმკო
Line of ed.: 20     
სამკაულითა, რამეთუ ნაყოფნი სულისანი მოიგნა სამკაულად, სი\ყუარული
Line of ed.: 21     
სარწმუნოებისა თანა და სასოებისა, რომლითა დაჰხატა
Line of ed.: 22     
თჳს შორის მზეჲ ღმერთი სიმგურგულითა შარავანდედითა და ნათ\ლითა,
Line of ed.: 23     
მშჳდობაჲ სიწრფოებით, რომლითა და-ცა-იმკჳდრა ქუეყანა
Line of ed.: 24     
და ძედ ღმრთისადცა წოდებულ იქმნა, დიდსულობაჲ ყოველსავე
Line of ed.: 25     
შინა ყოფასაცა შინა და მოკლებასა და თჳთოფერებასა შინა ჰასა\კისასა,
Line of ed.: 26     
სიტკბოებაჲ განუმწარებელითა ვისდამი სულითა, ხოლო თუ
Line of ed.: 27     
სადამე ტუქსუაჲ, ანუ [ Page of ms.: 55v  ] შერისხუა, ანუ მეფობითი მიგება ბრალეულ\თა
Line of ed.: 28     
ჰსჯულითა ვიდრემე ჰქმნა მეფობისათა მიგება და არამწარითა
Line of ed.: 29     
სულითა, სახიერებაჲ ყოვლითურთ ძჳრუჴსენომან თანამდებთადმი
Line of ed.: 30     
მოიგო თავისუფლებაჲ ბოროტისაგან და სათნოებათა მიერ გან\მდიდრდა
Line of ed.: 31     
და ყოველთა კეთილნი უჩუენნა ჩუეულებანი, მყუდრო\ებაჲ
Line of ed.: 32     
ვერ სადამე წარტაცებული უხილავთაგან ღელუათა ნავი
Line of ed.: 33     
ვიდრემე იყო წყნარსა შინა გონებასა თჳსსა დაუნთქმელი და მი\მოუვრდომი
Line of ed.: 34     
და მდოვრებდა ყოველთავე შინა ჰასაკებრთა ქცეუ\ლებათა,
Line of ed.: 35     
მარხუაჲ მტკიცედ იპყრობდა აღჳრთა სულისა და ჴორც\თათა,
Line of ed.: 36     
რათა არა მიდრკესმცა წადილისა მიმართ ბოროტისა და
Page of ed.: 73   Line of ed.: 1     
ყოველთა მიმართ ვნებათა შემავალთა სულსა ზედა და ჴორცთა,
Line of ed.: 2     
რამეთუ "აღიკრძალვიდა ჴორცთა თჳსთა და დაიმონებდა". და დე\დოფალსა
Line of ed.: 3     
მჴევლად მოიყვანებდა, მოთმინებაჲ ესე უკუე წმიდითა
Line of ed.: 4     
ვნებითა მისითა დაიმტკიცების.

Line of ed.: 5        
ხოლო ყოველსავე შინა წმიდა სულსა შინა თავისუფალ სი\ძულილისაგან
Line of ed.: 6     
და ძჳრის-ჰჴსენებისა და ცუდად-ზუაობისა და რისხ\ჳსა
Line of ed.: 7     
და მწუხარებისა და შიშისა და ზაკჳსა და გულარძნილებისა და
Line of ed.: 8     
ჴორცთა შინა შეუგინებელი ჴორცითა დაღათუ დააკლდა ქალწუ\ლებისაგან
Line of ed.: 9     
ჰსჯულითა ბუნებისათა პატიოსნისა ქორწინებითისა
Line of ed.: 10     
შეუღლებისა ქუემდებარე, არამედ მჰსგავსად წმიდათა მამათმთა\ვართა
Line of ed.: 11     
და წინასწარმეტყუელთა წმიდა ჴორცითა და ყოვლისაგან
Line of ed.: 12     
მბორგალობითისა ჴორციელისაგან აღრე\\ვისა [ Page of ms.: 56r  ] თავისუფალი, წმიდა
Line of ed.: 13     
უქრთამოებითა და უჯეროთა შეკრებითა და თუ სადამე შემკრე\ბელ
Line of ed.: 14     
წესიერ საჭიროჲსათჳს და საჴმარისა საქმეთა სამეფოთა.

Line of ed.: 15        
ბრძენ იყო და გულისხმისმყოფელ: ბრძენ, ვითარმედ კეთილ\გონიერებასა
Line of ed.: 16     
იჴმევდის ყოველსა შინა მოქმედი საშუალთა ღმრთი\სათჳს,
Line of ed.: 17     
რათა ღმრთისათჳს იქმნას დასასრული ესრეთ შემაერთები
Line of ed.: 18     
სიბრძნით საშუალთა კეთილთა დასასრულთა თანა და ნიადაგ უმ\ჯობესისა
Line of ed.: 19     
აღმრჩევი და კეთილისა გამომხატუელი თჳს შორის და
Line of ed.: 20     
მისდამი განღჳძებული სულითა წმიდითა და მისდამი მიდრეკილი
Line of ed.: 21     
მცნებათა ქრისტესთა დამორჩილებითა, ხოლო გულისხმისმყოფელ,
Line of ed.: 22     
რამეთუ ამან წარმოიდგინა განყოფითად და სავსედ განწმენდილსა
Line of ed.: 23     
შინა სულსა ბრალთაგან "ყოველი არსნი, რომელნიცა ღმრთისა
Line of ed.: 24     
მიერ და ღმრთისათჳს შეიქმნეს" და ყოველთა შორის იხილა სა\მებაჲ
Line of ed.: 25     
ღმერთი ყოფისაებრ დამბადებელობითსა და წინა-პატივ\ჰსცა
Line of ed.: 26     
დამბადებელსა, ვიდრეღა დაბადებულსა.

Line of ed.: 27        
განმზრახ იყო და ძლიერ: განმზრახ განჰმსჯელი გრძლადრე
Line of ed.: 28     
საქმეთა გულუებადთათჳს და ნიადაგ აღმრჩეველ უმჯობესისა ნამ\დჳლ
Line of ed.: 29     
ჭეშმარიტისა, ხოლო ძლიერ შემძლებელი ნიადაგ ქმნად სათ\ნოებისა
Line of ed.: 30     
და მსახურებად უფლისა.

Line of ed.: 31        
მეცნიერ და ღმრთისმსახურ: მეცნიერ, რამეთუ მომგემან
Line of ed.: 32     
სარწმუნოებისა უფლისა მიმართ იმარხა ვნებათაგან, ხოლო მარხუ\ამან
Line of ed.: 33     
ვნებათამან აწარმოა მის შორის თმენაჲ საჭირუელთა, ხოლო
Line of ed.: 34     
საჭირუელთა თმენაჲ ჰქმნა სა\\სოებითა [ Page of ms.: 56v  ] უფლისა მიმართ, ხოლო
Line of ed.: 35     
მოსავმან უფლისა მიმართ უვნებელ-ჰყო გონებაჲ ყოვლითურთ და
Line of ed.: 36     
ჴორციელნი მოქმედებანი და ესოდენ მდიდარი უხრწნელებითა
Line of ed.: 37     
ღირს იქმნა სიყუარულისა სრულისათჳს შორის მოსლუასა, რომ\ლისა
Page of ed.: 74   Line of ed.: 1     
ძლით იტყოდა წმიდა იგი სული მისი: "მე მძინავს და გონება
Line of ed.: 2     
ჩემი იღჳძებს, ესე იგი სიყუარულისა ძლით საყუარელისა ჩემი\სა.
Line of ed.: 3     
ხოლო ოდეს-იგი მოვიდა "ღმერთი მის შორის, რომელ არს
Line of ed.: 4     
სიყუარული", განანათლა იგი ყოვლითურთ, რომლისა ძლით მე\ტყუელმან
Line of ed.: 5     
მდაბალმზრახუელობით ჰსთქუა ნეტარმან სულმან მის\მან:
Line of ed.: 6     
"ჵ, უბადრუკსა მე, რამეთუ მეუფე უფალი საბაოთ ვიხილე
Line of ed.: 7     
თუალითა ჩემითა". ესრეთ უკუე განათლებულ იქმნა, ვითარმედ
Line of ed.: 8     
აქა სხეულსა შინა მყოფი სული მისი სარკით და სახით მჭურეტი
Line of ed.: 9     
ნიადაგ სამობასა და ერთობასა შინა ღმერთმთავრობითსა იხარებ\დის
Line of ed.: 10     
და განგებულებათა მიმართ საღმრთოთა ჴორციელთა საცხოვ\რებელთა
Line of ed.: 11     
ჩუენთა მხოლოდშობილისა სიტყჳსათა იშუებდის და
Line of ed.: 12     
თნებასა ამას და მიდრეკილებასა ფილოსოფოსებითსა ღმრთის\მეტყუელთა
Line of ed.: 13     
საღმრთოთა ქებად წიწა დაუდებდის.

Line of ed.: 14        
ღმრთისმსახურ არასადა მიდრეკილი ღმრთისმსახურებისაგან,
Line of ed.: 15     
ესე იგი საღმრთოთა მცნებათა დამარხჳსაგან და ღმრთისმოშიშები\სა
Line of ed.: 16     
და წმიდისა სარწმუნოებისა სათნოებისა მიერ განკარგჳსაგან.

Line of ed.: 17        
ღმრთისმოშიშ პატივ-ჰსცემდა ღმერთსა, "ვითარცა მამასა და
Line of ed.: 18     
შემოქმედსა" და ემკაცროდა ყოვლითა სულითა, გონებითა და
Line of ed.: 19     
ძალითა თჳსითა, რათა არა განვარდეს\\მცა [ Page of ms.: 57r  ] მისგან არადამცუელი
Line of ed.: 20     
მცნებათა მისთა, და შიშნეულ იყო, ვითარცა უფლისა მიმართ,
Line of ed.: 21     
რათა არა დააკლოსმცა მსახურებაჲ მისი და შურისძიებულ იქმნას
Line of ed.: 22     
მისგან ჭეშმარიტითარე მჰსჯავრითა მისითა.

Line of ed.: 23        
სარკესა მას შინა წმიდასა გონებისა თჳსისასა დაჰხატა ქრის\ტეჲ
Line of ed.: 24     
აღუჴოცელად და წარუშლელად და ნიადაგ მისდამი მინამ\ჰსჭუალი
Line of ed.: 25     
სული მისი წმიდა ჴორცთა დაიმორჩილებდა ტჳრთუად
Line of ed.: 26     
მათ შორის "საწერტელთა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესთა".

Line of ed.: 27        
არჩილ მმეფობმან კეთილმსახურებით მოიყუანა ცოლად და
Line of ed.: 28     
იქორწინა ასულთაგან ვახტანგ დიდისათა, ესე იგი თანტომივე
Line of ed.: 29     
თჳსი, ასული გურამ კურაპალატისა, რომელ იყო ძეთაგან ვახტანგ
Line of ed.: 30     
დიდისათა, შვილისშჳლთაგანი ელენეს, ბერძენთა მეფისა ასულისა.

Line of ed.: 31        
განაგნა საქმენი თჳთოეულთა პროვინციათანი და აღაშენნა ცი\ხენი
Line of ed.: 32     
და თუშნი და ხუნძახნი აქუნდეს სამფლობელოსა შინა თჳსსა.
Line of ed.: 33     
და აღაშენა ციხეცა და ქალაქი ნოხაპატს შინა და ბარბაროსნი იგი
Line of ed.: 34     
ნოხაპატელნი ჭეშმარიტებისა ცნობად მოიყუანნა და ნათელ-ჰსცა.

Line of ed.: 35        
ხოლო განაგნა საერისთონი დადგინებითა ერისთავთათა.

Page of ed.: 75  
Line of ed.: 1        
ჰშუნა უკუე არჩილ ძენი ორნი, ზედწოდებულნი იოანე და
Line of ed.: 2     
ჯუანშერ და ასული ოთხნი, სახელით გუარანდუხტ, მარიამ, მი\რანდუხტ
Line of ed.: 3     
და სუსანნა.

Line of ed.: 4        
მოოჴრებულ იყო მურუანისაგან ყოველი ივერიაჲ, ესე იგი
Line of ed.: 5     
ზღჳთგან ექსინოპონტოჲსათ, ვიდრე ზღუადმდე ჳრკანიისა, რომე\ლიცა
Line of ed.: 6     
დროსა წმიდისა არჩილის [ Page of ms.: 57v  ] მეფობისასა შენ იქმნა ორმეოცდა\ათთა
Line of ed.: 7     
შინა წელიწადთა, რამეთუ წმიდა ესე მეფობდა ორმეოცდაათ
Line of ed.: 8     
წელ.

Line of ed.: 9        
მეორმეოცდაათესა წელსა მეფობისა მისისასა წარმოვიდა მა\მულსა
Line of ed.: 10     
ჩუენსა ზედა ივერიასა ნათესავთაგანი ბილწისა მახმედისი,
Line of ed.: 11     
ზედწოდებული ჭიჭუმ, რომელსა ასიმცა ეწოდებოდა. და მოსრულ\მან
Line of ed.: 12     
პირუელად ქართლს შინა მოაოჴრა ყოველი ქართლი, დაწუნა
Line of ed.: 13     
და დაარღჳვნა წმიდანი ეკკლესიანი და ვერვინ სადამე შემძლებელ
Line of ed.: 14     
იქმნა წინააღმდგომად მისა. და მერმეღა შევიდა კახეთად და იგიცა
Line of ed.: 15     
აღწყჳდა მჰსგავსად ქართლისა და დაჰსდუა შიში დიდი მეფეთა და
Line of ed.: 16     
მთავართა ზედა.

Line of ed.: 17        
განჰმსჯელმან წმიდამან მეფემან, ვითარმედ არა არს ღონე
Line of ed.: 18     
წინააღდგომად ბარბაროსისა მის, ჰსაჯა თჳს შორის, რათა მივი\დეს
Line of ed.: 19     
მისდა თხოვად მშჳდობისა ეკკლესიათათჳს და ერისადა ანუ
Line of ed.: 20     
თავი თჳსი შეწირუად, რათა სისხლითა თჳსითა მოწყალე ჰყოსმცა
Line of ed.: 21     
ღმერთი სამეფოსა თჳსსა ზედა.

Line of ed.: 22        
ესე განზრახუა არს სულისა ნეტარისა, რომელსა ყოველნი ვერ
Line of ed.: 23     
შემძლებელ არიან გამოხატუადცა, არა თუ განჰსჯად და გამოჩი\ნებად
Line of ed.: 24     
და დამტკიცებად მით, რომელ სულსა შინა თუ სადამე მეჴ\სიერებისაებრ
Line of ed.: 25     
და ფანტაზიისა არა არს ღმერთი დახატულ და გუ\ლისხმის-ყოფაჲ
Line of ed.: 26     
სულისა ნივთიერთაგან შერეულთა და ბნელთა
Line of ed.: 27     
მოგონებათა ბრწყინუალისაგან სრულისა და სავსისა მოგონებისა
Line of ed.: 28     
დაკლებულ, სადამე არს მოქმედებისაგან თჳსისა,სადა წადილ\\ნიღა [ Page of ms.: 58r  ]
Line of ed.: 29     
მისნი გონიერებითნი და კეთილისა მიმართ განღჳძებანი და
Line of ed.: 30     
მიდ/რეკილებანი.

Line of ed.: 31        
სათნოებისა მიერ, რომელ არს ნათესავი რომელიმე ვითარე\ბითი
Line of ed.: 32     
და სახე კეთილისა, ოდეს წმიდა იქმნების სული, დაღათუ
Line of ed.: 33     
ჴორცთა თანაცა შეკრულ, რომლისა გამო მეჴსიერებანი და გამო\ხატუანი
Line of ed.: 34     
არსებისაებრ თჳსისა აკლნნ სულსა, რომელიცა შემდგო\მად
Line of ed.: 35     
ჴორცთაგან განსულისა ჰქონან სავსედ, ანუ შემდგომად აღდ\გომისა,
Line of ed.: 36     
ოდეს-იგი სიმძიმისაგან სუბუქ გარდაიქმნას სხეული უხრ\წნელებისად
Line of ed.: 37     
და ყოვლისა მედინობისა და ესეგუარისა ქუეშეურე\ბისა,
Line of ed.: 38     
რომელნიცა შეუდგებიან თჳსებითთა ჰსჯულთა სხეულისათა
Line of ed.: 39     
თავისუფალი. მაგრა სათნოებიერ-ყოფითა აქავე ესოდენ განათლე\ბულ
Page of ed.: 76   Line of ed.: 1     
იქმნეს, ვიდრეღა სასუფეველადცა აღიტაცოს ვერღა შემძ\ლები
Line of ed.: 2     
ცნობად "გინათუ ჴორცითა, გინათუ გარეშე ჴორცთასა" და
Line of ed.: 3     
უთქმელთა სიტყუათა სმენად და თავსა შორის თჳსსა შეწყნარებად
Line of ed.: 4     
ღირს-იქმნას. ეჰა, უვნებლობა ესე სულისა მეტყუელისა: "გული
Line of ed.: 5     
მეტყვს განსლუად და ქრისტეს თანა მყოფად უფროს და უმჯობეს
Line of ed.: 6     
ფრიად" და ანუ თქმად: "არა მეშინის მე უფლისაგან (რომელსაცა
Line of ed.: 7     
იტყჳან თქმულად ღმერთშემოსილისა ანტონი დიდისაგან), რამეთუ
Line of ed.: 8     
"ფრიად შემყუარებელი სული ფრიად მიტევებულ არს სიტყჳსა\ებრ
Line of ed.: 9     
უფლისა" და სადაღა დაჰშთეს მას შინა გუარი ვნებისა და
Line of ed.: 10     
სადაცა გამობრწყინდეს სიყუარული ღმერთი, სადაღა მუნ შიში,
Line of ed.: 11     
რამეთუ "სრულმან სიყუარულმან გარე განჰსდევნის შიში".
Line of ed.: 12     
ესრეთ შემყუარებელი ფრიად სული [ Page of ms.: 58v  ] ნეტარი იტყოდა ოდესმე
Line of ed.: 13     
ვედრებით, ვითარმედ: "უფალო, მოუშუენ ვნებანი ჩემ ზედა, რო\მელნი
Line of ed.: 14     
მბრძოდენ სიჭაბუკესა შინა ჩემსა" (ესე იგი, რათა მოთმი\ნებითა
Line of ed.: 15     
უდიდეს გჳრგჳნოსან ვიქმნე). და ამას იტყჳან თქმულად
Line of ed.: 16     
მამისაგან იოანე მოკლეჲსა. ეჰა, ფრიად შეყუარებაჲ ესე სულისა\გან,
Line of ed.: 17     
რამეთუ იხილა მან სადამე თჳს შორის მოსრული სატრფია\ლოჲ
Line of ed.: 18     
თჳსი და თავი თჳსი მის შორის, ვითარ-იგი თქმულ არს:
Line of ed.: 19     
"ღმერთი სიყუარული არს და რომელი ეგოს სიყუარულსა ზედა,
Line of ed.: 20     
ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა". ხოლო სადაცა
Line of ed.: 21     
არს ღმერთი, ვერღა შესაძლებელ არიან ყოფად მუნ მტერნი მის\ნი,
Line of ed.: 22     
რამეთუ სადაცა ყოფად აღდგეს ღმერთი, "განიბნინედ ყოველ\ნი
Line of ed.: 23     
მტერნი მისნი და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისაგან მისი\სა".
Line of ed.: 24     
ნამდჳლ ჭეშმარიტ ყოველგან არს ღმერთი დამბადებე\ლობისაებრ
Line of ed.: 25     
მისისა, გარნა სიყუარულით მხოლოდ მოყუარეთა
Line of ed.: 26     
თჳსთა შორის, ვითარ-იგი ვისწავეთ უფლისაგან მეთქჳსა: "უკუეთუ
Line of ed.: 27     
ვისმე უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს და მამამანცა ჩემ\მან
Line of ed.: 28     
შეიყუაროს იგი და მოვიდეთ მისა და მის თანა დავადგ\რეთ".
Line of ed.: 29     
დაიმტკიცების ესე ქმნილისაგანაცა სამსხუერპლოსა
Line of ed.: 30     
შინა დაგონისსა საკჳრუელებისა, რამეთუ ოდეს-იგი წარიღეს უც\ხოთესლთა
Line of ed.: 31     
კიდობანი ღმრთისა, "არა ყოველთა ჴელთა მიერ შე\ხებად
Line of ed.: 32     
შესაძლებელი", "აბეზენერით აზოტად და შეიღეს ტა\ძარსა
Line of ed.: 33     
შინა დაგონისსა და დადგეს მახლობელ დაგონისა და აღიმ\სთუეს
Line of ed.: 34     
აზოტელთა მათ და შევიდეს დაგონისად და იხილეს დაგონი,
Line of ed.: 35     
რამეთუ დაცემულ იყო პირ-დაქცევით ქუეყანასა ზედა წინაშე კი\დობნისა
Page of ed.: 77   Line of ed.: 1     
მის უფლისა და აღადგინეს იგი და დაჰსდგეს ადგილსავე
Line of ed.: 2     
თჳსსა და მერმე ხუალისაგან იხილეს დაგონი დაცემული პირდაღმა
Line of ed.: 3     
წინაშე კიდობნისა მის ღმრთისა და თავი მისი და ორნივე ჴელნი
Line of ed.: 4     
და ბრჭალნი მისნი მოვ\\რდომილ [ Page of ms.: 59r  ] იყუნეს, გარნა გუამი, ხოლო
Line of ed.: 5     
მისი დაშთომილ იყო ზღურბლთა ზედა".

Line of ed.: 6        
სადაცა არს ღმერთი სიყუარულისაებრ და ჭეშმარიტისა
Line of ed.: 7     
მჰსჯელობისა ურთიერთას, ვერ შემძლებელ არიან ყოფად მუნ
Line of ed.: 8     
მტერნი მისნი და ამისთჳს ჰსთქუა: "მოუშუენ, ღმერთო, ჩემ ზედა
Line of ed.: 9     
ვნებანი იგი, რომელნი მბრძოდენ მე სიჭაბუკესა შინა ჩემსა".

Line of ed.: 10        
ოდეს სული ნეტარი, გამოზრდილი სარწმუნოებითა და
Line of ed.: 11     
ღმრთისა მიმართ ურცხუენელითა სასოებითა, თჳს შორის შეიწყ\ნარებს
Line of ed.: 12     
სიყუარულსა ღმერთსა, "არღარა მოიღოს მან სიცრუეჲ
Line of ed.: 13     
მამისა თჳსისად (ესე იგი შემოქმედისადმი თჳსისა), რამეთუ ძემან
Line of ed.: 14     
(ესეგუარმან) მჰსჯავრი და სიმართლეჲ და წყალობაჲ ჰქმნა, ყო\ველნი
Line of ed.: 15     
ჰსჯულვილნი მამისანი დაიცუნა და ჰქმნა იგინი, ცხოვრე\ბით
Line of ed.: 16     
ცოცხალ იყოს": "ხოლო ცხოვრება გონებისა არს, განათ\ლებაჲ
Line of ed.: 17     
მეცნიერებისა და ამას ღმრთისა მიმართ ჰშობს სიყუარული,
Line of ed.: 18     
რომლისა უაღრეს არარა ითქმის (ვითარ-იგი იტყჳს საღმრთო
Line of ed.: 19     
მაქსიმე ყოფაქცევითთა ღმრთისმეტყუელებათა შინა პირველისა
Line of ed.: 20     
ასეულისა მეცხრესა რიცხუსა შინა).

Line of ed.: 21        
უვნებომან ნეტარმან სულმან არჩილისმან, სიჭაბუკითგან არა\სადა
Line of ed.: 22     
ამაღლებულმან, ხოლო ზაკჳსაგან და მრთელმცნობობისა წი\ნააღმდგომთა
Line of ed.: 23     
და ძჳრის-ჰჴსენებისა და სიძულილისა თავისუფალ\მან,
Line of ed.: 24     
ნამდვილ "წმიდამან გულითა იხილა ღმერთი", ესე იგი
Line of ed.: 25     
მოსრული თჳს შორის და ტრფიალებითა საღმრთოჲთა თჳს შორის
Line of ed.: 26     
მოსრულისათა ჰსთქუა: [ Page of ms.: 59v  ] "წარვიდეო მძლავრისად და ვითხოვო
Line of ed.: 27     
მისგან მშჳდობაჲ ეკკლესიათა და თუ სადამე არა ჰნებავს, დავჰს\დუა
Line of ed.: 28     
სული ჩემი". და გამოხატული ესე განჰსაჯა და იხილა, რამე\თუ
Line of ed.: 29     
კეთილ არს და განღჳძებულმან მისდამი აღიმსთო და გამოაჩი\ნა
Line of ed.: 30     
და დაამტკიცა, ესე იგი ჰქმნა და ესრეთ მიდრკა სიყუარულით
Line of ed.: 31     
სიყუარულისა და საყუარელისა კეთილისა მიმართ. ხოლო კეთილ\მან
Line of ed.: 32     
საყუარელმან მან სიყუარულმან, რომელმანცა "მოყუასსა თჳსსა
Line of ed.: 33     
ბოროტი არა უყჳს", ესრეთ განაგო, ვითარმედ თუ სადამე მძლავრი
Line of ed.: 34     
დაეყენამცა ვნებისა შეხებად წმიდისა მის მიმართ, იყომცა მშჳდო\ბაჲ
Line of ed.: 35     
მარტოდენ ეკკლესიათად და ერისა, მაგრა მიუშუა შეხებად
Page of ed.: 78   Line of ed.: 1     
ცეცხლი ვნებისა ჴელითა მძლავრისათა წმიდისა თჳსისა მიმართ
Line of ed.: 2     
და იგი, ვითარცა ოქრო ბრძმედსა შინა გამოჰსცადა და ვითარცა
Line of ed.: 3     
ყოვლად ნაყოფი მსხუერპლთა შეიწყნარა, რომელიცა ჟამსა მოხედ\ვისა
Line of ed.: 4     
ერისა თჳსისასა გამოაბრწყინუა ვითარცა მზე და შარავანდე\დითა
Line of ed.: 5     
სისხლისა მისისათა წყუდიადნი განსაცდელთანი დაჰჴსნნა და
Line of ed.: 6     
ამით მშჳდობაჲცა ეკკლესიისად და ერისად განამდიდრა და წმი\დაჲ
Line of ed.: 7     
თჳსი ჴელთა შინა თჳსთა შეიწყნარა ღმერთმან მან
Line of ed.: 8     
მშჳდობი/სამან.

Line of ed.: 9        
იზრახა წმიდამან განათლებულითა გონებითა ზედმხილუელმან
Line of ed.: 10     
მოკუფხლვილისა და ღობემოძრცვილისა ქრისტეს ვენაჴისა შეწევ\ნაჲ
Line of ed.: 11     
ანუ სიტყჳთა, ანუ სისხლითა თჳსითა და განზრახუა ესე იყო
Line of ed.: 12     
ბრძენ ამაღლებულ საღმრთოსა შინა მეცნიერებასა, "ვითარცა ნაძჳ
Line of ed.: 13     
ლიბანსა შინა და ვითარცა კჳპაროსი [ Page of ms.: 60r  ] მთათა ზედა აერმონისათა".

Line of ed.: 14        
იზრახა წმიდამან, რათა განვიდეს მძლავრისა "ამაღლებულისა
Line of ed.: 15     
მეცნიერებასა ზედა ღმრთისასა". ანუ სულისა წმიდისა მომგე\ბელმან
Line of ed.: 16     
თჳს შორის და მაამებლობითა მოინადიროსმცა საგულხ\მონი
Line of ed.: 17     
და მნებებელობითნი ძალნი მძლავრისანი, ათნნეს სიტყუანი
Line of ed.: 18     
თჳსნი და უღელსა ქუეშე მორჩილებისა სიტყუათა თჳსთასა მოი\ყუანოს
Line of ed.: 19     
და ანუ მოიკლას ჴელითა მძლავრისათა და მღუდელმოქ\მედებამან
Line of ed.: 20     
თავისა თჳსისა ღმრთისა მიმართ მსხუერპლი თჳსი ათ\ნოს
Line of ed.: 21     
ღმერთსა და მოიღოს სამეფოსა თჳსსა ზედა მშვიდობაჲ, რამე\თუ
Line of ed.: 22     
"მსხუერპლი წმიდა დააყენებს რისხუასა ღმრთიუ-აღძრულ\სა,
Line of ed.: 23     
ხოლო თჳთ უკუე იქმნეს ნიშან მშჳდობისა ირისედ ღმრთი\სა
Line of ed.: 24     
მიერ ერისადმი თჳსისა.

Line of ed.: 25        
იქმნა ჭეშმარიტად ნიშან მშჳდობისა ირისედ განჭრელებულ:
Line of ed.: 26     
წითლად -სისხლითა ვნებისათა წმიდითა, მზისფერ -- ყოველთა
Line of ed.: 27     
სათნოებათა მოგებისა ძლით მზისა ღმრთისა თავსა შორის თჳსსა
Line of ed.: 28     
დახატჳთა, მწუანედ -- ნიადაგ არეობითა და დაუბერებელითა კე\თილობისათჳს
Line of ed.: 29     
შორის მოგებითა, იისფერ-მგლოვარებისაცა თჳს
Line of ed.: 30     
შორის ქონებითა, ვინაჲცა ამით დაჰსდუა სული თჳსი ღმრთისა
Line of ed.: 31     
შორის და ეკკლესიათა თჳსთა ნიშად მშჳდობისა.

Line of ed.: 32        
განზრახუა იგი მისი იყო ბრძენ, "რომლისა ჰკჴსენება უტკბი\ლეს
Line of ed.: 33     
უფროს თაფლისა და სამკჳდრებელი მისი უფროს თაფლისა
Line of ed.: 34     
გოლეულისა". მეცნიერებასა შინა წმიდასა (რომელ არს ცხოვრე\ბა
Line of ed.: 35     
გონებისა), ხოლო მო\\ქმედება [ Page of ms.: 60v  ] და სრულ-ყოფა განზრახულისა
Line of ed.: 36     
უბრძნეს.

Page of ed.: 79  
Line of ed.: 1        
მომზრახობენ უკუე ამისთჳს ძუელნი მატიანენი ჩუენნი: "გა\ნიზრახაო
Line of ed.: 2     
წმიდამან არჩილ გონებასა შინა თჳსსა სიმჴნითა გულისა
Line of ed.: 3     
მისისათა, რათა მივიდესმცა და ჰნახოს ჭიჭუმ და ითხოვოს მისგან
Line of ed.: 4     
მშჳდობაჲ ქუეყნისა თჳსისა და დაცუაჲ შეურყეველად ეკკლესია\თა.
Line of ed.: 5     
ხოლო მინდობითა ღმრთისათა აღირჩია თავი თჳსი და სული
Line of ed.: 6     
დადებად საჴსრად ქრისტიანეთა და მივიდა ჭიჭუმის თანა, რომელ\სა
Line of ed.: 7     
ეწოდა ასიმ".

Line of ed.: 8        
მძლავრმან მცნობელმან წმიდისა მისულისამან ჰყო წინამიგე\ბებაჲ
Line of ed.: 9     
სიხარულით და მოიკითხა იგი პატივით, რომლისათჳს იტყჳს
Line of ed.: 10     
ნეტარი ბესარიონ მამათმთავარი ჩუენი ისტორიასა შინა წმიდისა
Line of ed.: 11     
ვნებისა მისისასა: "ღირს იყოო ნეტარი ესე უზესთაესსა დიდებასა
Line of ed.: 12     
და პატივსა არა თუ ოდენ მეფობითა და გუართა სიმაღლითა, არა\მედ
Line of ed.: 13     
უფროსღა ბრწყინუალებითა შესახულებისა და ანაგებისათა და
Line of ed.: 14     
უმეტეს შინაგანისა სულისა ბრწყინუალებითა და სათნოებათა სი\კეთითა".
Line of ed.: 15     
აქა უკუე ვჰსთქუა მეცა ნეტარისა ბესარიონისებრ,
Line of ed.: 16     
უწყის სათნოებათა სიკეთემან კდემულ-ყოფად უსულონიცა, არა
Line of ed.: 17     
თუ კაცნი მძლავრი.

Line of ed.: 18        
მიანიჭებდის ასიმ წმიდასა ნივთთა ძჳრფასთა მრავალჯერ
Line of ed.: 19     
მგონებელი უგუნურებით, ვითარმედ განხრწნადთა ნივთთადმი
Line of ed.: 20     
ზედმოხილვით დახარ\\ბებულმან [ Page of ms.: 61r  ] ზედმოცილებით უხრწნელი და
Line of ed.: 21     
დაუბერებელნი წარჰსწყმიდნეს უკუდავისა ცხოვრებისა ნივთნი
Line of ed.: 22     
შესაბამნი. მაგრა იგი მინამჰსჭუალითა გონებითა ნამდჳლ სატრფი\ალოჲსა
Line of ed.: 23     
და საწყურისად ზედ-დაჰხედვიდა, ვითარმედ უზესთაეს
Line of ed.: 24     
ჴორცთასა არს სული და თანშეუტყუებელად უზესთაეს სოფლისა
Line of ed.: 25     
არს ღმერთი, დამბადებელი მისი, და ამით სულისასა უფროს პა\ტივ-ჰსცემდა
Line of ed.: 26     
ჴორცთაგან და ღმრთისასა უფროს მის მიერ დაბადე\ბულისაგან
Line of ed.: 27     
სოფლისა. ამით უკუე კერპთა უხილავთა გონებისაგან
Line of ed.: 28     
თჳსისა უცხო-ჰყოფდა და გონებასა თჳსსა შორის ნიადაგ დახა\ტულსა
Line of ed.: 29     
ღმერთმთავრობითსა ერთობასა შინა სამობასა ჰხედვიდა
Line of ed.: 30     
და წმიდათა მოძრავობათა გონებისათა მისდამი მღუდელ-მოქმე\დებდა
Line of ed.: 31     
და სიცრუეთა მათდ და მზაკუართა სიტყუათა მონაცემთა
Line of ed.: 32     
თანა ნივთთა წარსაწყმედელად მომცემელისა გარე-მიაქცევდა.

Line of ed.: 33        
ესე უკუე იყო სურვილი წმიდისა უქცეველი მიერითგან,
Line of ed.: 34     
ოდეს-იგი ჰსცნა მძლავრისაგან, ვითარმედ ჰნებავს მისგან უარის\ყოფად
Line of ed.: 35     
ქრისტეჲ, რათა ღუაწლითა მარტჳლობისათა ქრისტესა ეზი\აროს
Line of ed.: 36     
და სისხლითა თჳსითა შეამკოს სამეფოჲ თჳსი. ხოლო სურვი\ლი
Line of ed.: 37     
ესე არს სულისა არა ბნელთა და შერეულთა წარმოდგომათა
Page of ed.: 80   Line of ed.: 1     
მექონისა, არამედ გონებისა, განათლებისა, რომელიცა არს ცხოვ\რება
Line of ed.: 2     
გონებისა.

Line of ed.: 3        
ამან ტრფიალმან და სიყუარულით ღმრთისა მიმართ განსრულ\მან
Line of ed.: 4     
სულმან არღა თავისა თჳსისა [ Page of ms.: 61v  ] ყოვლად და არცაღა არსთაგანისა
Line of ed.: 5     
რაჲსამე მგრძნობელმან, არამედ საღმრთოჲთა და განუზომელითა
Line of ed.: 6     
ნათლითა განბრწყინუებულმან, უგრძნობელ-ჰყო თავი თჳსი ყოვ\ლისა
Line of ed.: 7     
მიმართ შექმნულისა, რამეთუ მხოლოდ ღმრთისადმი ჰხედ\ვიდა
Line of ed.: 8     
და ესრეთ თჳს შორის აღმობრწყინუებითა ღმერთმთავრობი\თისა
Line of ed.: 9     
მზისათა, ყოველთა ვარსკვლავთა არა თავით თჳსით მნათობ\თა,
Line of ed.: 10     
არამედ მზისა მისგან განათლებულთა (ესე იგი ყოველთა არს\თა
Line of ed.: 11     
ღმრთისა მიერ შექმნულთა) ხედუასა ვერ მგრძნობდა.

Line of ed.: 12        
არჩილ "სახელად სიხარულისა საქებელად და განსადიდებე\ლად"
Line of ed.: 13     
თჳსა ქრისტესთჳს სიკუდილისა მეცადინმან დაკუეთებისა
Line of ed.: 14     
არა მარტოდენ წიწნეულმან უფლისა მიმართ თჳნიერ სარწმუნოე\ბისა,
Line of ed.: 15     
არამედ მართალმან სარწმუნოებით ცხოვნებულმან განმზადა
Line of ed.: 16     
თავი თჳსი ქრისტესთჳს სიკუდილად, განდევნად, შეპყრობად, ექ\სორიობად
Line of ed.: 17     
და დამჴობად. ვინაჲცა ჩუეულებაჲ თჳსი ქონებული სიყ\რმითგან,
Line of ed.: 18     
რომელი იყო კრძალულებაჲ ყოველსა შინა შიშითა
Line of ed.: 19     
ღმრთისათა განკარგული, განაბრწყინუა უნივთოჲთა ლოცჳთა და
Line of ed.: 20     
მარხჳთა დღეთა მათ შინა განსაცდელისათა, რამეთუ აღიყუანებდა
Line of ed.: 21     
ღმრთისადმი ვედრებათა და გარდამოიყუანებდა თჳს შორის განძ\ლიერებათა
Line of ed.: 22     
და განმტკიცებათა.

Line of ed.: 23        
იწყო უკუე მძლავრმან წმიდისად ლიქნითნი სიტყუანი და მო\წოდებაჲ
Line of ed.: 24     
ბილწთა ჰსჯულისდებათად ცრუმოციქულისა მათისათა
Line of ed.: 25     
და უარყოფად ქრისტეს ღმრთისად აღთქმითა დიდ-დიდთა მისაგე\ბელთა
Line of ed.: 26     
[ Page of ms.: 62r  ] პატივთა და მეფობისა და ჴელმწიფებისა თავისუფლად.
Line of ed.: 27     
გარნა წმიდასა ესმოდეს სიტყუანი მისნი; ვითარცა კლდესა ანუ
Line of ed.: 28     
გოდოლსა მტკიცესა კუეთებანი წულილთა ქართანი და ეტყოდა
Line of ed.: 29     
მძლავრსა მას: "ნუ იყოფინ ჩემდა სმენად სიტყუანი ეგე შენნი,
Line of ed.: 30     
რათა დაუტევემცა ქრისტე ღმერთი ცხოველი, რომელი-იგი არს
Line of ed.: 31     
ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა, ძე დაუსაბამოჲსა
Line of ed.: 32     
მამისა, თანაჰსწორი და თანადაუსაბამო მამისა და ყოვლად წმიდისა
Line of ed.: 33     
სულისა, რომელმანცა უკანასკნელსა დროსა ჰჴსნისათჳს ნათესავისა
Line of ed.: 34     
კაცთასა გარდამოსრულმან ზეცით ჴორცნი შეისხნა ყოვლად უბი\წოჲსა
Line of ed.: 35     
ქალწულისა მარიამისგან, ხოლო მიღებულითა მით ჴორცი\თა
Line of ed.: 36     
სიკუდილი დაითმინა და დაფლული აღდგა მითვე ჴორცითა
Line of ed.: 37     
ღუთაებისა ძალითა და მითვე ჴორცითა ამაღლებულმან ზეცად
Page of ed.: 81   Line of ed.: 1     
თანა აღგუამაღლნა. და კუალად მომავალ არსვე მითვე ჴორცითა
Line of ed.: 2     
დიდებით, ვითარ-იგი ამაღლდა ზეცად, განჰსჯად ცხოველთა და
Line of ed.: 3     
მკუდართა და მიგებად კაცად-კაცადისა საქმეთა მათთაებრ. ხო\ლო
Line of ed.: 4     
თუ სადამე ვისმინო სიტყუათა შენთა, არამრავალთა დროთა
Line of ed.: 5     
შემდგომად მოვკუდევე და განვრდომილი ქრისტე ჩემისაგან ვი\ტანჯომცა
Line of ed.: 6     
საუკუნოდ მტერთა თანა მისთა, და თუ სადამე მოვჰკუ\დე
Line of ed.: 7     
შენგან სახელისათჳს ქრისტე ჩემისა, მის თანავე აღუსდგე და
Line of ed.: 8     
მის თანავე ვიდიდო და მის თანავე სუფევით ვსაუკუნოობდე". ამათ
Line of ed.: 9     
უკუე მიგებათა წმიდისათა მძლავრისად ჰსწერს ნეტარი ბესარიონ.

Line of ed.: 10        
მჰსმენელმან უკუე მძლავრმან სიტყუათა წმი\\დისათა [ Page of ms.: 62v  ] ბრძანა
Line of ed.: 11     
შეპყრობად წმიდა იგი და საპყრობილესა წარყუანებად, არმრიდე\ბელმან
Line of ed.: 12     
ნათესავობითისა მაღალშთამოებისა და მეფობისა და კე\თილშესახედავისა
Line of ed.: 13     
ჴორციელისა და მოხუცებულებისამან, რამეთუ
Line of ed.: 14     
მოხუცებულ იყო დროსა მას წმიდა იგი, კნინღა მერუესა ათეულსა
Line of ed.: 15     
შინა წელიწდობითსა მიწევნული.

Line of ed.: 16        
შეიპყრეს წმიდა იგი მტარუალთა მძლავრისათა და წარიყუა\ნეს
Line of ed.: 17     
საპყრობილედ, ვითარცა ძჳრის მოქმედი ვინმე, ხოლო იგი
Line of ed.: 18     
მხიარული სულითა ჰგალობდა ფსალმუნსა 144 და იშუებდა ქრის\ტესთჳს
Line of ed.: 19     
შეპყრობისა და შებორკილებისა მიერ და სიკუდილად
Line of ed.: 20     
განმზადებისა. ბორკილნი ფერჴთა შინა შეკრუად და ჴელბორკილ\ნი
Line of ed.: 21     
ჴელთა შინა და ჯაჭჳ ქედსა ზედა მეფისასა ნებსით -- დიდ დი\დება
Line of ed.: 22     
არს ესე ქრისტესმოყუარეთად და მარტჳლთმოყუარეთად.
Line of ed.: 23     
ითმენდა წმიდა იგი მოხუცებული მეფე ქრისტესმოყუარე, მჰსა\ჯული
Line of ed.: 24     
მართალი, სიბრძნის მოყუარე ჭეშმარიტი და ამისი განმა\შუენი
Line of ed.: 25     
ნამდჳლ ჭეშმარიტითა სარწმუნოებითა ქრისტეს მჴედარი
Line of ed.: 26     
მბრძოლი "არა ჴორცთა მიმართ და სისხლთა, არამედ მთავრობათა
Line of ed.: 27     
მიმართ და ჴელმწიფებათა სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა
Line of ed.: 28     
ამის საწუთროსათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა".

Line of ed.: 29        
განდიდნებოდა სურვილი მოწამისა და "ამაღლდებოდა, ვი\თარცა
Line of ed.: 30     
რტო კუამლისა კმეულისა მურისა და გუნდრუკისა". ხო\ლო
Line of ed.: 31     
მიითუალვიდა არსებით სიყუარული ღმერთმთავარი, მადლი
Line of ed.: 32     
სიმჴნისა [ Page of ms.: 63r  ] გარდამოვიდოდა წმიდასა ზედა და მოხუცებულთა ჴორც\თა
Line of ed.: 33     
შორის "სიჭაბუკე ვითარცა ორბისა განახლდებოდა", ვითარ\ცა
Line of ed.: 34     
გუელი მეცნიერი, ძუელისა ქერქისა განმძრცუელი, მოხუცებუ\ლებითისა"
Line of ed.: 35     
სიცონილისა უმანკოებითა მეცნიერებასა მას
Line of ed.: 36     
გან/კაზმიდა.

Page of ed.: 82  
Line of ed.: 1        
"ნეტარ არს ერი იგი, რომლისა არს უფალი ღმერთი მათი",
Line of ed.: 2     
"ნეტარ არს ქუეყანა, რომლისა მეფე არს ძე აზნაურისა და მთა\ვარნი
Line of ed.: 3     
მისნი ჟამიერად ჰსჭამენ ძლიერებასა და არა ჰრცხუენეს".
Line of ed.: 4     
ესე ჩუენდა განკუთნვილ კეთილმსახურთად ჩუენი არს უფალი
Line of ed.: 5     
ღმერთი ჩუენი, რამეთუ ოთხნი მეფენი ჩუენნი, ორნი მამრთაგან
Line of ed.: 6     
და ორნი მდედრთა, ქრისტეს ზიარებულითა სისხლითა განგუაშუ\ენებენ
Line of ed.: 7     
და ილეკტროს ფერ გუყოფენ და წყუდიადსა უმეცრებისასა
Line of ed.: 8     
წარგუჴდიან.

Line of ed.: 9        
ნეტარ ვართ ჭეშმარიტ, რამეთუ მეფე ესე ჩვენი არს ძე აზნა\ურისა,
Line of ed.: 10     
ისაკისგან აღმთქმითისა აზნაურებისა, რომელ არს "ზეცისა
Line of ed.: 11     
იგი იერუსალიმი, დედა ჩუენ ყოველთა" და არა მჴევლისაგან
Line of ed.: 12     
განძებულისა და განდევნილისა, ვითარმედ შობილი იგი ჴორცთა\გან
Line of ed.: 13     
ჴორცი არს, რომელ არიან ძენი მჴევლისანი და შობილი იგი
Line of ed.: 14     
სულისაგან სული არს, რომელ არიან ძენი აზნაურისანი.

Line of ed.: 15        
ნეტარ ვართ, რამეთუ მთავარნი ჩუენნი ჰსჭამენ ძლიერებასა
Line of ed.: 16     
მით, რომელ მრავალნი მეფენი და მთავარნი საქართუელოჲსანი
Line of ed.: 17     
ურთიერთას ზედ დაჴდომით "ჰსრბიან სისხლითა ასპარეზსა"
Line of ed.: 18     
შინა, რომელთა თანა დროსა მასვე შინა სხუანიცა ჰსრბიან მეფენი
Line of ed.: 19     
და მთავარნი მრავალნი, მაგრა ესენი ოდენ მიიღებენ [ Page of ms.: 63v  ] ნიჭსა, ესე
Line of ed.: 20     
იგი ჯილდოსა ძლევისასა.

Line of ed.: 21        
იტყჳს ძუელი მატიანე ჩუენი: "შეიყენაო წმიდა იგი საპყრო\ბილესა,
Line of ed.: 22     
აკურთხევდა ღმერთსა და ითხოვდა მისმიერსა შეწევნასა,
Line of ed.: 23     
რათა მოწყალებითა მისითა ღირს-იქმნესმცა მიმთხუევად, მკჳდრ\ყოფად
Line of ed.: 24     
ნათლისა დაუსრულებელისად ყოველთა თანა წმიდათა, რო\მელთა
Line of ed.: 25     
ქრისტესთჳს სიკუდილითა უკუდავებაჲ მოიგეს".

Line of ed.: 26        
იყო ვინმე კაცი მთავართაგანი გარდაბანელი მახმედიანქმნი\ლი,
Line of ed.: 27     
რომლისა მამის ძმაჲ მოეკლა წანართა, ხოლო მკულელნი
Line of ed.: 28     
მისნი განერინნეს მშჳდობით პაპასა არჩილისსა, მეფესა ადარნასეს,
Line of ed.: 29     
რომლისათჳს ძჳრისმეჴსენმან კაცმან მან უთხრა ასიმს: "არა უწყე\ბულ
Line of ed.: 30     
არსა მთავრობაჲ თქუენი ვინაობასა ამის არჩილისასა? ესე
Line of ed.: 31     
არს ძე სტეფანოსისი, ნათესავი დიდისა ვახტანგისა ძეთაგან მირი\ანისა,
Line of ed.: 32     
ძისა ქასრეჲსა. ესე უკუე მეცნიერ არს დაფლულთა მათ
Line of ed.: 33     
საუნჯეთა სამეფოჲსა თჳსისათა და მასცა მეცნიერ არს დაფლულ\თა
Line of ed.: 34     
ირაკლის მიერ ბერძენთა თჳთმპყრობელისა".

Page of ed.: 83  
Line of ed.: 1        
მჰსმენელმან ასიმ მოჰჴადა არჩილ და ეტყოდა: "ოდეს მოხუ\ედ
Line of ed.: 2     
წინაშე ჩემსა, სათნოდ აღმიჩნდა შუენიერებაჲ მორფნაკუეთო\ბისა
Line of ed.: 3     
შენისა და აწ უწყებულ ვარ შენთჳს, რამეთუ შვილი ხარ
Line of ed.: 4     
დიდთა მეფეთა ხოსროვანთა, რომლისათჳს უფროსად განდიდნე
Line of ed.: 5     
წინაშე ჩემსა. თუ სადამე ისმინო ჩემი და უარჰყო ჰსჯული შენი
Line of ed.: 6     
და მოხჳდე ჰსჯულსა მახმედისსა, [ Page of ms.: 64r  ] მოვაქციო მეფობაჲ შენი შენ\დავე
Line of ed.: 7     
და საუნჯენიცა მამათა შენთანი და სპასალარ გყო შენ და სა\მეფოსა
Line of ed.: 8     
შენსა ზედა მეფე და უფალ, გარნა პირუელად მიჩუენენ
Line of ed.: 9     
საუნჯენი დამარხულნი ირაკლისგან, თჳთმპყრობელისა
Line of ed.: 10     
ბერძენ/თასა".

Line of ed.: 11        
მიუგო წმიდამან: "უწყებულ იყავ მტკიცედ, , მთავარო, რა\მეთუ
Line of ed.: 12     
წარვლასა ირაკლისგან სპარსეთით საბერძნეთად ქუეყნისა
Line of ed.: 13     
ჩუენისასა ვიყავ ყრმა, ოდეს-იგი მამამან და ძმამამ ჩემმან დამარხ\ნეს
Line of ed.: 14     
საუნჯენი მათნი ციხესა მას, სადათ უკუნ-იქცა ყრუჲ მურუან. და
Line of ed.: 15     
აწ ციხე იგი არს ფლობასა ქუეშე თჳთმპყრობელისა ბერძენთასა. ხო\ლო
Line of ed.: 16     
დატევებისათჳს ქრისტე ჩემისა უწყებულ იყავვე, ვითარმედ
Line of ed.: 17     
არასადა ვქმნა მე ესევითარი მოფარდულებაჲ, რათა განვჰსცე წა\რუვალიმცა
Line of ed.: 18     
დიდებაჲ მოგებად მჰსწრაფლ წარმავალისა".

Line of ed.: 19        
რომლისათჳს ჰრქუა ასიმ წმიდასა: "შენ უკუე იყავა დაცემა\სა
Line of ed.: 20     
მას აფხაზეთს სარაკიანთასა?" მიუგო არჩილ: "ჰე, ჭეშმარიტად
Line of ed.: 21     
მე ვიყავ დროსა მას, რაჟამს დაჰსცნა იგინი ღმერთმან". ჰრქუა
Line of ed.: 22     
ასიმ: "რომელმან უკუე ღმერთმან დაჰსცნა სარაკიანნი?" მიუგო
Line of ed.: 23     
არჩილ: "ღმერთმან ცხოველმან, რომელი არს შემოქმედი ცათა და
Line of ed.: 24     
ქუეყანისა და რომელი-იგი მოვიდა ზეცით ქუეყანად ჰჴსნისათჳს
Line of ed.: 25     
ნათესავისა კაცთასა და სიკუდილითა თჳსითა აღგუადგინა და უკუ\დავებაჲ
Line of ed.: 26     
მოგუანიჭა. მან უკუე დაჰსცნნა და დაამდაბლნა სარაკიანნი
Line of ed.: 27     
იგი თქუენნი".

Line of ed.: 28        
უთხრა მთავარმან მან წმიდასა: "ვისიცა უკუე [ Page of ms.: 64v  ] ღმერთი მო\კუდავი
Line of ed.: 29     
არს და სასოებაჲ ცხოვრებისა მოკუდავისა მიმართ არს,
Line of ed.: 30     
ჯერ არს მისიცა სიკუდილი". და უბრძანა თავისა წარკუეთა წმი\დისა
Line of ed.: 31     
არჩილისი არმრიდებელმან სიკეთისა მისისად და კდემულმან
Line of ed.: 32     
არცაღა დიდებისაგან წარჩინებულებისა მისისა. მაშინ განიყუანეს
Line of ed.: 33     
გარე მტარუალთა წმიდაჲ იგი ვერძი, ჭეშმარიტად მსხუერპლი ცო\დუათათჳს
Line of ed.: 34     
სამეფოჲსა თჳსისა, ჭეშმარიტად მსხუერპლი მითუალუ\ლი
Line of ed.: 35     
ზეცისა საკურთხეველად და წარკუეთეს სამღუდელოჲ თავი
Line of ed.: 36     
მისი წელიწადსა განჴორციელებითგან სიტყჳსა ღმრთისა ღპა (781
Line of ed.: 37     
წ.), თთუესა მარტსა და ესრეთ ყოვლად წმიდა სული მისი ჴელ\თა
Line of ed.: 38     
შინა ღმრთისათა მითუალულ იქმნა, ვითარცა ჴელთა საყუარე\ლისა
Line of ed.: 39     
მამისათა და მჰსწრაფლ ამაღლდა მის თანა მისრული, რომე\ლიცა
Page of ed.: 84   Line of ed.: 1     
ჴორცითა ამაღლდა ზეცად და ღრუბელმან შეიწყნარა თუ\ალთაგან
Line of ed.: 2     
მოციქულთასა.

Line of ed.: 3        
იტყჳს ევსევი კესარიელი: "აწ უკუე წმიდანი ესე მოწამენი
Line of ed.: 4     
მჰსწრაფლ ამაღლდენ" და მეცა თანვეჴმაები, ვითარმედ მჰსწრაფლ
Line of ed.: 5     
ამაღლდა წმიდაცა ესე მოწამე ქრისტესი, ესე იგი ამაღლდა ბუნე\ბისაგან,
Line of ed.: 6     
რამეთუ სძლო ზესთა ბუნებისა. ამაღლდა მოკუდავისა\გან
Line of ed.: 7     
ცხოვრებისა და არგებადისა უკუდავისა მიმართ და გებადისა
Line of ed.: 8     
ცხოვრებისა, ამაღლდა მეფობისაგან ქუეშეურისა ზენაჲსა მიმართ
Line of ed.: 9     
ღმერთთმთავრობითისა მეფისა ცხებულისა და ეზიარა მას და მო\ვიდა
Line of ed.: 10     
პატივსა შინა და განისუენა დიდებასა შინა და მიიცუალა
Line of ed.: 11     
სრულებასა შინა და ბედნიერ იქმნა ნეტარებასა შინა, თანმსავანე
Line of ed.: 12     
იქმნა წმიდათა თანა, დაისადგურა ცა\\თა [ Page of ms.: 65r  ] შინა და მიიღო დიდებაჲ
Line of ed.: 13     
და პატივი გამოუთქმელი და სამარადისოჲ გჳრგჳნი უფალი ჩუენი
Line of ed.: 14     
იესუ ქრისტე.

Line of ed.: 15        
ოდეს-იგი აღესრულა ქრისტეს მოწამე, მომზრახობენ, ვითარ\მედ
Line of ed.: 16     
მოვიდეს ღამესა მას გოდერძიანნი ტბელნი და სხუანიცა მათ
Line of ed.: 17     
თანა აზნაურნი და მოიპარეს ყოვლად წმიდა სხეული მისი და წა\რიღეს
Line of ed.: 18     
და შემურეს და დიდითა პატივითა დაჰფლეს, იტყჳან ძუ\ელნი
Line of ed.: 19     
მატიანენი ჩუენნი, ვითარმედ ნოტკორას მის მიერ აღშენე\ბულსა
Line of ed.: 20     
ეკკლესიასა, რომლისათჳს დედოფალმან, ცოლმან წმიდისა\მან,
Line of ed.: 21     
მიუბოძა ნაცულად სოფელნი კახეთს შინა დამფლუელთა წმი\დისა
Line of ed.: 22     
მის სხეულისათა.

Line of ed.: 23        
აღწერა უკუე ღუაწლი წამებითი წმიდისა ვინმე ფრიად მცი\რუდ,
Line of ed.: 24     
რამეთუ ესრეთ წერილ არს ძუელთა შინა მატიანეთა ჩუენთა
Line of ed.: 25     
და კუალად ძუელთა მატიანეთა შინა მოთხრობილ არს ჯუანშე\რისგან
Line of ed.: 26     
ჯუანშერიანისა, რომელი იყო ნათესავი წმიდისა ძეთაგან
Line of ed.: 27     
რევ, ძისა მირიანისთა. ხოლო შემდგომად სანატრელმან ბესარიონ
Line of ed.: 28     
მამამთავარმან ჩუენმან უვრცევლესად. და შენ, საღმრთოო თავო,
Line of ed.: 29     
წინაშე ყოვლად წმიდისა საკურთხეველისა მდგომარეო, მომიჴსენე
Line of ed.: 30     
სურვილით მომთხრობი ყოვლად წმიდათა ვნებათა შენთა და ზიარ
Line of ed.: 31     
მყავ დიდებასა მას, რომელსა ეზიარე, და გარე-წარჰჴადენ სამეფოჲ\საგან
Line of ed.: 32     
შენისა ძჳრნი და თავისუფალნი მათგან მოგუართუენ მშჳდო\ბით
Line of ed.: 33     
უკუდავსა სიძესა, რომლისა დიდება უკუნითი უკუნისამდე,
Line of ed.: 34     
ამინ.


Next part



This text is part of the TITUS edition of Old Georgian Hagiographical Texts, vol. VI.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.8.2015. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.