TITUS
Basilius Magnus, Homiliae
Part No. 5
Previous part

Homily: 5  
Line of ed.: 32  თქუმული წმიდისა მამისა ჩუენისა ბასილისი ივლიტა
Line of ed.: 33 
მოწამისათჳს და ნაკლულევანებისათჳს პირველ თქუმულისა მის
Line of ed.: 34 
თავისა და მადლობისათჳსვე


Paragraph: 1  
Line of ed.: 35       1. კრებაჲ ესე ეკლესიისაჲ არს ქაღაგებისა მისთჳს, რომელი წმიდასა
Line of ed.: 36    
მას მოწამესა ზედა იქმნა, რამეთუ მიგითხრათ თქუენ დღჱ ესე, რომელსა შინა
Line of ed.: 37    
არს საჴსენებელი დიდისა მის ღუაწლისა მისისაჲ, რომელი-იგი ბუნებითა
Page of ed.: 41   Line of ed.: 1    
მით დედათაჲთა ქმნა ახოვნად და განსაკჳრვებელად ყოვლისავე გონებისა,
Line of ed.: 2    
რომელნიცა მაშინ მხედველ იყვნეს მისა და რომელთაცა უკუანაჲსკნელ
Line of ed.: 3    
ესმეს, სანატრელი იგი დედათა შორის ივლიტა. და თუ ჯერცა-არს დედკაცად
Line of ed.: 4    
წოდებაჲ მისი, რომელმან ძლიერებითა მით და სიმჴნითა გონებისა თჳსისაჲთა
Line of ed.: 5    
უძლურებაჲ იგი დედათა ბუნებისაჲ დაფარა? რომლისაგან უმეტესად იწყლა
Line of ed.: 6    
მტერი იგი ჩუენ ყოველთაჲ, რამეთუ ვვრ იტჳრთვიდა ძლევასა მას მისსა
Line of ed.: 7    
დედათა მიერ, რომელი-იგი დიდად ამპარტავან იყო და იქადოდა შეძრვად
Line of ed.: 8    
ყოვლისავე ქუეყანისა და დაპყრობად მისა, ვითარცა ბუდე სირისაჲ და ვითარცა
Line of ed.: 9    
დაშთომილთა კუერცხთა აღებად და მოოჴრებად ქალაქთა ძლიერთა
Line of ed.: 10    
და ყოვლისავე სოფლისა ეგევითარი იგი იპოვა სათნოებითა დედაკაცისა და
Line of ed.: 11    
ყრმისა ჩჩჳლისაჲთა ძლეული, რომლისა ჴელ-ყო ჟამსა განსაცდელისასა მხილებად
Line of ed.: 12    
უძლურებისა მის, რამეთუ ჰგონებდა, ვითარმედ ბუნებისა მისგან
Line of ed.: 13    
უძლურისა ვერ უძლოს აღსასრულამდე სარწმუნოებისა მის მისისა ღმრთისა
Line of ed.: 14    
მიმართ დამარხვად. არამედ გამოცადა რაჲ, პოვა ბუნებისა მის უძლიერეს
Line of ed.: 15    
და ესეზომ მოიკიცხა მის მიერ მისი იგი ამპარტავანებაჲ, რაჲზომ ჰგონებდა
Line of ed.: 16    
იგი მისსა მოკიცხვასა.

Line of ed.: 17       
რამეთუ სამართალი რაჲმე ედვა მას კაცისა ვისმე თანა ძლიერთაგან მის
Line of ed.: 18    
ქალაქისათა, ანგაჰრისა და მძლავრისა, რომელსა მტაცებლობითა მოეგო სიმდიდრე
Line of ed.: 19    
თჳსი, რომელსა მიეხუეჭა ნეტარისა მისგან ქუეყანაჲ ფრიადი და აგარაკნი
Line of ed.: 20    
მისნი და მონანი და საცხოვარნი და სხუაჲ იგი მონაგები მისი და მისრულ
Line of ed.: 21    
იყო სამშჯავროდ, მინდობილი ცრუმოწამეთა მოყვანებასა და ქრთამითა
Line of ed.: 22    
ძლევასა.

Line of ed.: 23       
ხოლო ვითარცა წარმოდგა დედოფალი იგი და ქადაგი ღაღადებდა და
Line of ed.: 24    
შემწენი იგი მზა იყვნეს და ენება ნეტარსა მას თქუმად მძლავრებისა მისთჳს
Line of ed.: 25    
კაცისა მის და თუ ვითარ მოეგო მას მონაგები იგი პირველითგან და სიგრძისა
Line of ed.: 26    
მისთჳს ჟამთაჲსა, რომელთა შინა ეპყრა მას, რომელი დაამტკიცებდა უფლებასა
Line of ed.: 27    
მისსა. და მერმე მძლავრებისა მისისათჳს ენება თქუმად, თუ ვითარ
Line of ed.: 28    
მიიტაცა მისგან იგი ყოველი. მაშინ წარმოდგა მოსაჯული იგი და თქუა, ვითარ\მედ:

Line of ed.: 29       
"არა კეთილ არს საშჯელი ესე, რამეთუ არა ჯერ-არს სამართლისა მიღებაჲ
Line of ed.: 30    
ჩუენ თანა, რომელი-ეგე არა ჰმსახურებს ღმერთთა და ბრძანებასა მეფეთასა,
Line of ed.: 31    
არამედ აქუს ქრისტეს სარწმუნოებაჲ".

Line of ed.: 32       
ესმა ესე მთავარსა მას და სამართლად შეჰრაცხა სიტყუაჲ იგი და მეყ\სეულად
Line of ed.: 33    
განმზადნეს სატანჯველნი - ცეცხლი და მახჳლი, რაჲთა უკუეთუ
Line of ed.: 34    
უარყოს მან ქრისტე, მიეცეს მას სამართალი და მონაგები მისი: უკუეთუ
Line of ed.: 35    
კულა დაიმარხოს მან სარწმუნოებაჲ, რაჲთა არა ოდენ სამართალი არა მიეცეს,
Line of ed.: 36    
არამედ არცა თუ ცხორებაჲ, ვითარცა შეურაცხმყოფელსა მეფეთასა.
Page of ed.: 42  

Paragraph: 2  
Line of ed.: 1       
2. არამედ იხილეთ საქმე მისი! ნუუკუე აცთუნა-ა სიმდიდრემან მან?
Line of ed.: 2    
ანუ შურისა მისთჳს წინააღმდგომისა მის უმჯობესი შეურაცხ-ყო-ა? ანუ სატანჯველთა
Line of ed.: 3    
მათგან შეშინდა-ა? ნუ იყოფინ! არამედ ჴმობდა:

Line of ed.: 4       
"წარჴედინ ცხორებაჲ ესე, წარწყმდინ ყოველივე მონაგები ჩემი, ნუცამცა
Line of ed.: 5    
ჴორცნი ჩემნი დარჩებიან ჩემ ზედა, ვიდრეღამცა ვთქუ რაჲმე სიტყუაჲ
Line of ed.: 6    
უშჯულოჲ დამბადებელისათჳს ჩემისა".

Line of ed.: 7       
და რაჲზომცა უმეტესად ხედვიდა მთავრისა მის ამათ სიტყუათა მიერ განმჴეცებასა
Line of ed.: 8    
და უკუანაჲსკნელისა მის რისხვისა მიმართ აღგზებასა, ესეზომ
Line of ed.: 9    
უფროჲს ჰმადლობდა ღმერთსა, რამეთუ საჴმართათჳს განხრწნადთა რაჲ იღუწიდა,
Line of ed.: 10    
გამოჩნდა მომგებელად კეთილთა მათ წარუვალთა. და მიეღებოდა
Line of ed.: 11    
ქუეყანაჲ, რაჲთამცა მიეცა სამოთხჱ; და გინებასა თავს-იდებდა, მომატყუებელსა
Line of ed.: 12    
გჳრგჳნისა მის უხრწნელისა; და ჴორცითა იგუემებოდა და ცხორებაჲ
Line of ed.: 13    
ესე წარმავალი მიეღებოდა სასოებისათჳს ნეტარებისა მის ზეცათაჲსა და
Line of ed.: 14    
რაჲთა ყოველთა თანა წმიდათა სასუფეველსა ცათასა შევიდეს.

Line of ed.: 15       
ხოლო ვითარცა-იგი მრავალგზის ჰკითხვიდეს და იგი მრავალგზის მასვე
Line of ed.: 16    
მიუგებდა და მჴევლად ქრისტესა თავსა თჳსსა აღიარებდა და შეაჩუენებდა
Line of ed.: 17    
მათ, რომელნი-იგი უვარისყოფად მიუწოდდეს მას, მაშინ მსაჯულმან
Line of ed.: 18    
მან ურჩულოებისამან არა თუ მონაგებნი იგი ოდენ, უჯეროებით მოტაცებულნი,
Line of ed.: 19    
მიუხუნა მას, არამედ თჳთ იგიცა ცეცხლად მისცა და ვითარცა ჰგო\ნებდა
Line of ed.: 20    
გამოაჴუა იგი ცხორებისაგან.

Line of ed.: 21       
ხოლო იგი არასადა ესრეთ შუენიერთა მიმართ ამის სოფლისა საქმე\თა
Line of ed.: 22    
მისრულ იყო მხიარულებით და სრბით, ვითარ-იგი ალისა მის მიმართ
Line of ed.: 23    
პირითა ბრწყინვალითა და სახითა სიხარულისაჲთა და სიტყუათა მათ მიერ,
Line of ed.: 24    
რომელ იტყოდა, მოასწავებდა სიხარულსა მას სულისასა და ევედრებოდა
Line of ed.: 25    
დედათა მათ მუნ მდგომარეთა, რაჲთა არა სულმოკლე იქმნებოდინ შრომათა
Line of ed.: 26    
მათ მიმართ და ღუაწლთა ღმრთისმსახურებისათა და რაჲთა არა უძლურებასა
Line of ed.: 27    
მას ბუნებითსა მიზეზობდენ. რამეთუ ეტყოდა, ვითარმედ:

Line of ed.: 28       
"მისვე ბუნებისაგანნი ვართ ჩუენცა მამათაჲსა, ხატად ღმრთისა დაბადებულ
Line of ed.: 29    
ვართ, ვითარცა იგინი. სათნოებისა შემწყნარებელ არიან დედანიცა
Line of ed.: 30    
პატივითა, სწორად მამაკაცისა დაბადებულ არიან ღმრთისა მიერ. რამეთუ რაჲ
Line of ed.: 31    
არს განყოფილებაჲ ჩუენი მათისა მის ბუნებისაგან? რამეთუ არა ჴორცნი ოდენ
Line of ed.: 32    
მიიხუნა დაბადებად დედაკაცისა, არამედ ძუალიცა ძუალთაგან მისთა
Line of ed.: 33    
და ამისთჳს სიმჴნე და სიმტკიცე და მოთმინებაჲ შემსგავსებულად მამათაჲსა
Line of ed.: 34    
თანა-გუაც".

Line of ed.: 35       
ესე თქუა და ცეცხლისა მიმართ მირბიოდა. ხოლო საჴუმილმან მან შეიწყნარა
Line of ed.: 36    
გუამი იგი წმიდისაჲ მის, ვითარცა სასძლომან ნათლისამან, და სული
Line of ed.: 37    
მისი აღავლინა სოფლისა მის მიმართ ზეცათაჲსა და განსუენებისა მის
Page of ed.: 43   Line of ed.: 1    
საწადელისა. ხოლო პატიოსანი იგი გუამი უვნებელად დაიცვა, რომელი-იგი
Line of ed.: 2    
მდებარე არს შუენიერსა მას ეკლესიასა წინაშე ქალაქისასა და წმიდა-ჰყოფს
Line of ed.: 3    
ადგილსა მას და წმიდა-ჰყოფს მუნ შემავალთა მათ. ხოლო ქუეყანამან მან,
Line of ed.: 4    
რომელი იკურთხა მუნ დადებითა მის ნეტარისაჲთა, სიღრმეთაგან თჳსთა აღმოუტევა
Line of ed.: 5    
წყალი შუენიერი, რამეთუ მოწამე იგი, ვითარცა დედაჲ სძითა, აწოებს
Line of ed.: 6    
ქალაქსა მას. ესე მრთელთაცა მცველი არს და, რომელნი კეთილად იშუ\ებდენ
Line of ed.: 7    
და ღმრთისმოშიშებით, უმეტესისა შუებისა მიმცემელი და უძლურთათჳს
Line of ed.: 8    
ნუგეშინისსაცემელ. რამეთუ მადლი იგი, რომელი ელისე იერიქოელთა
Line of ed.: 9    
მიანიჭა, მოწამემან ამან ჩუენ მოგუმადლა და ბუნებაჲ იგი მის ადგილისა
Line of ed.: 10    
წყალთაჲ, მარილიანი, სიტკბოებად და სიჰამოვნედ შეცვალა კურთხევითა მით
Line of ed.: 11    
თჳსითა.

Line of ed.: 12       
არამედ, მამანო, ნუ თავს-იდებთ ღმრთისმსახურებასა შინა უდარეს დედათასა
Line of ed.: 13    
ყოფად; დედანო, ნუ გამოეჴუებით სახისა ამისგან, არამედ უმიზეზოდ
Line of ed.: 14    
დაიმარხეთ კეთილადმორწმუნეობაჲ, ვინაჲთგან საქმით გამოცდილ ხართ ფრი\ად,
Line of ed.: 15    
ბუნებისა თქუენისა ნაკლულევანებაჲ არცა ერთისა მიმართ კეთილთაგანისა
Line of ed.: 16    
შემძლებელ არს დაყენებად თქუენდა.

Paragraph: 3  
Line of ed.: 17       
3. ფრიად მენება მოწამისა ამისთჳს თქუმად, არამედ გუშინ ჩუენ მიერ
Line of ed.: 18    
დაწყებულმან მან სიტყუამან, რომელი ნაკლულევანად დარჩა, არა მიტევა მრავალთა
Line of ed.: 19    
სიტყუათა თქუმად ამის დღისათჳს. რამეთუ მძიმე ვარ მე ბუნებით
Line of ed.: 20    
ყოვლისავე აღუსრულებელისა საქმისა მიმართ, ვითარცა-იგი უშუერ არს
Line of ed.: 21    
ხატი. ნახევარსა ზედა გამოსახული, და უსარგებლო არს მგზავრთათჳს გზაჲ,
Line of ed.: 22    
უკუეთუ რომლისა მიმართ წარემართნეს, არა მიიწინენ და ნადირობისა საქმე,
Line of ed.: 23    
რაჟამს მონადირე იგი ფრიად დაშურის და მიეახლის შეპყრობად ნადირისა
Line of ed.: 24    
და ვერსად შეიპყრის, უსარგებლო იქმნის შრომაჲ მისი და რომელნი-იგი
Line of ed.: 25    
სარბიელსა შინა რბიოდიან, ერთითა ოდენ ბიჯითა მრავალგზის უკუანა დარჩიან
Line of ed.: 26    
და გჳრგჳნისა მისგან გამოეჴუნიან. და ჩუენცა უკუე ვაჴსენენით გუშინ
Line of ed.: 27    
სიტყუანი იგი მოციქულისანი და ვჰგონებდით მოკლეთა სიტყუათა მიერ
Line of ed.: 28    
თანა-წარსლვად ძალსა მათსა, არამედ ვიპოენით, ვითარმედ უმეტესი თქუმულისაჲ
Line of ed.: 29    
მის არს დატეობილი იგი, ამისთჳს უკუე ჯერ-მიჩნს ნაკლულევანებისა
Line of ed.: 30    
მის აღსრულებად.

Line of ed.: 31       
რამეთუ იტყოდა მოციქული, ვითარმედ: "მარადის გიხაროდენ, დაუცადებელად
Line of ed.: 32    
ილოცევდით, ყოველსა შინა ჰმადლობდით". ხოლო მარადის სი\ხარულისათუს,
Line of ed.: 33    
დაღაცათუ არა ვითარცა ჯერ-არს, არამედ, შემსგავსებულად
Line of ed.: 34    
ძალისა ჩუენისა, გჳთქუამს პირველსა მას დღესა. გარნა დაუცადებელისა მის
Line of ed.: 35    
ლოცვისათჳს და თუ შესაძლებელ არს მცნებისა მის აღსრულებაჲ, თქუენცა,
Line of ed.: 36    
მკითხველნი ეგე, მზა ხართ და მეცა ძალისაებრ ჩემისა მოგიგო და სიტყჳსა
Line of ed.: 37    
იგი მსახურებაჲ აღვასრულო.

Line of ed.: 38       
რამეთუ ლოცვაჲ არს თხოვაჲ კეთილისაჲ, რომელსა ჰყოფენ მორწმუნენი
Line of ed.: 39    
ღმრთისა მიმართ. ხოლო თხოასა მას არა სიტყჳთ ვიტყჳთ, რამეთუ არცა
Page of ed.: 44   Line of ed.: 1    
თუ ვჰგონებთ ამას, თუმცა ღმერთსა სიტყჳთა მოჴსენებაჲ უჴმდა, არამედ
Line of ed.: 2    
უწყის მან ყოველივე კეთილი თჳნიერ ჩუენისაცა თხოისა. რასა
Line of ed.: 3    
უკუე ვიტყჳ? ანუ რაჲ არს ჩემი სიტყუაჲ? ვითარმედ არა სიტყუათა
Line of ed.: 4    
მიერ გჳჴმს აღსრულებაჲ ლოცვისაჲ, არამედ უფროჲსად გონებითა
Line of ed.: 5    
სულისაჲთა და სიქმეთა მიერ სათნოებისათა, რომლითა შემკულ იყოს
Line of ed.: 6    
ცხორებაჲ ჩუენი, ვითარცა თქუმულ არს. ვითარმედ: "გინა თუ შჭამ\დეთ
Line of ed.: 7    
გინა თუ სუმიდეთ, გინა თუ რასაცა იქმოდით, ყოველსავე დიდებად
Line of ed.: 8    
ღმრთისა იქმოდეთ". და რაჟამს-იგი შჯდე ტაბლასა ზედა, ილოცევდ,
Line of ed.: 9    
რაჟამს მიიღებდე პურსა, მომცემელისა მის მადლსა შვსწირევდი და კუალად,
Line of ed.: 10    
რაჟამს ღჳნითა უძლურებასა მას ჴორცთასა ნუგეშინის-სცემდე, მოიჴსენე იგი,
Line of ed.: 11    
რომელმან მოსცის ღჳნოჲ სახარულად გულისა და ნუგეშინისსაცემელად უძლურებისა.
Line of ed.: 12    
ხოლო რაჟამს გარდაჴდეს საჴმარი იგი ჭამისაჲ, ჴსენებაჲ ქველისმოქმედისაჲ
Line of ed.: 13    
მის ნუ წარვალნ. რაჟამს კუართსა შეიმოსდე, ჰმადლობდ მომცემელსა
Line of ed.: 14    
მას, რაჟამს სამოსელსა შთაიცუმიდე, აღაორძინე ღმრთისა მიმართ
Line of ed.: 15    
სიყუარული, რომელსა-იგი ზამთრისცა და ზაფხულის ჯეროვანნი შესამოსელნი
Line of ed.: 16    
მოუცემემიან, რომელნი ცხორებასა ჩუენსა იპყრობენ და უშუერებასა
Line of ed.: 17    
ჰფარვენ. ხოლო რაჟამს აღესრულოს დღე, ჰმადლობდი მას, რომელსა-იგი
Line of ed.: 18    
მზჱ მოუნიჭებიესსაჴმარად საქმეთათჳს დღისათა და კუალად ცეცხლი მოუცემიეს
Line of ed.: 19    
ღამით მნათობად და სხუათა მიმართ საჴმართა სიმარჯუედ. და კუალად
Line of ed.: 20    
ღამე სხუათამცა მიზეზთა მადლობისათა მოგცემს შენ: რაჟამს აღიხილნე ზეცად
Line of ed.: 21    
და მიხედნე შუენიერებასა მას ვარსკულავთასა, ილოცევდ მეუფისა მის მიმართ
Line of ed.: 22    
ყოველთაჲსა და თაყუანის-ეც ჴელოვნად შემოქმედსა მას ყოველთასა ღმერთსა,
Line of ed.: 23    
რომელმან-იგი სიბრძნით დაჰბადა ყოველივე. და კუალად, რაჟამს იხილო
Line of ed.: 24    
ბუნებაჲ იგი ყოველივე ცხოელთაჲ, ძილითა შეპყრობილი, თაყუანის-ეც
Line of ed.: 25    
მას, რომელი-იგი, თჳნიერ ჩუენისა ნებისა, ძილისა მიერ შრომათა მათგან დღისათა
Line of ed.: 26    
განგჳსუენებს და მცირედისა მის განსუენებისა მიერ კუალად ძალისა
Line of ed.: 27    
ჩუენისა სიმჴნესა მოგჳყვანებს.

Paragraph: 4  
Line of ed.: 28       
4. და ამისთჳს ღამჱ ყოველივე ნუმცა არს ნაწილი ძილისაჲ ოდენ, ნუცა
Line of ed.: 29    
თავს-იდებ, რაჲთამცა უცნობელობითა მით ძილისაჲთა ნახევარი ცხორებისა
Line of ed.: 30    
შენისაჲ უჴმარ იყო. არამედ განყოფილ იყავნ შენდა ჟამი იგი ღამისაჲ
Line of ed.: 31    
ძილად და ლოცვად. და თჳთ ძილიცა იგი შენი საწურთელ ღმრთისმსახურებისამცა
Line of ed.: 32    
არს, რამეთუ უცნებანი იგი ძილისანი უფროჲსად წურთათაგან
Line of ed.: 33    
დღისათა არიან: რამეთუ ვითარნიცა იყვნენ საქმენი ცხორებისა ჩუენისანი,
Line of ed.: 34    
ეგევითარნი იქმნიან უმეტესად ძილსაცა შინა სიზმარნი. და უკუეთუ ესრეთ
Line of ed.: 35    
იყოს ცხორებაჲ შენი, მაშინ ილოცავ დაუცადებელად, რამეთუ არა სიტყჳთ
Line of ed.: 36    
ოდენ აღასრულებ ლოცვასა, არამედ ყოვლითავე მოქალაქობითა ცხორებისა
Line of ed.: 37    
შენისაჲთა შეგიერთებიეს თავი შენი ღმრთისა მიმართ და არს ყოველივე
Line of ed.: 38    
ცხორებაჲ შენი შეერთებული და დაუცადებელი ლოცვაჲ.
Page of ed.: 45  


Line of ed.: 1       
ისმინეთ უკუე სხუაჲცა იგი სიტყუაჲ მოციქულისაჲ, ვითარმედ: "ყოველსა
Line of ed.: 2    
შინა ჰმადლობდით".

Line of ed.: 3       
თქუას უკუე ვინმე, ვითარმედ: "და ვითარ შეუძლოს ამის საქმისა ქმნად
Line of ed.: 4    
სულმან, შეპყრობილმან განსაცდელთაგან და ჭირვეულმან, რომელი იწერ\ტებოდის
Line of ed.: 5    
ვითარცა საწერტელითა, ჴსენებითა მით შემაწუხებელთა მათ საქ\მეთაჲთა?
Line of ed.: 6    
და ვითარ არა გოდებდეს და ტიროდის, არამედ ჰმადლობდეს,
Line of ed.: 7    
ვითარცა კეთილისა რაჲსათჳსმე, ჭეშმარიტთა მათ ბოროტთათჳს? რამეთუ
Line of ed.: 8    
უკუეთუ რაჲ-იგი მტერმან ჩემმან მწყეოს მე და იგი საქმენი მოიწინენ ჩემ
Line of ed.: 9    
ზედა, ვითარ შეუძლო მათთჳს მადლობაჲ? რაჟამს-იგი წარიტაცის სიკუდილ\მან
Line of ed.: 10    
შვილი ჩემი უჟამოდ და სალმობანი, უძჳრესნი პირველთასა, მოიწინიან
Line of ed.: 11    
მშობელთა ზედა საყუარელისა მისთჳს, ვითარ უკუე დაუტეო გლოვაჲ
Line of ed.: 12    
ამისთჳს და მადლობად ვიწყო?".

Line of ed.: 13       
ვითარ? ისმინე და მე გითხრა: უკუეთუ მოიგონო და გულისჴმა-ჰყო,
Line of ed.: 14    
ვითარმედ შენგან შობილისა მის უმახლობელესი მამაჲ ღმერთი არს და უბრძნესი
Line of ed.: 15    
ჴელისამპყრობელი და განმგებელი ცხორებისაჲ. რაჲსათჳს უკუე არა
Line of ed.: 16    
შეუნდობთ თჳსთა მათ დაბადებულთა განგებად, ვითარცა ჰნებავს ბრძენსა
Line of ed.: 17    
მას მეუფესა? არამედ გჳმძიმს, ვითარმცა ჩუენსა რასმე მიგჳღებდა და მომკუდართა
Line of ed.: 18    
მათ ვსწყალობთ, ვითარმცა რაჲმე უსამართლოებაჲ მოწევნულ
Line of ed.: 19    
იყო მათ ზედა. ხოლო შენ ესრეთ გულისჴმა-ყავ, ვითარმედ არა მოკუდა
Line of ed.: 20    
ყრმაჲ იგი, არამედ მიეცა ღმერთსა, არცა აღსრულებულ არს მეგობარი იგი,
Line of ed.: 21    
არამედ წარსრულ არს და მცირედ უსწრობიეს წინაჲსწარ წარსლვად, რომელსა
Line of ed.: 22    
ზედა ჩუენცა უეჭუელად თანა-გუაც სლვაჲ.

Line of ed.: 23       
იყავნ შენდა მცნებაჲ ღმრთისაჲ თანამკჳდრ, რომელმან მოგცეს ნათელი
Line of ed.: 24    
და გულისჴმისყოფაჲ განყოფად საქმეთა მათ, რომელმან დაიპყრეს შორითგან
Line of ed.: 25    
სულისა შენისა ზრახვაჲ და თითოეულისა საქმისა ღირსი და ჭეშმარიტი
Line of ed.: 26    
გულისჴმისყოფაჲ მოგცეს და განგიმზადოს და არა გიტეოს ერთისაგანცა
Line of ed.: 27    
მოწევნულთა მათ საქმეთაგანისა შეცვალებად გონებისა შენისა, არამედ
Line of ed.: 28    
პირველითგან განმზადებულებითა გონებისაჲთა, ვითარცა კლდჱ იყო მახლობელი
Line of ed.: 29    
ზღჳსაჲ და ზედა-მოსლვათა მათ სასტიკთა ქართა და ღელვათაჲსა შეურყეველად
Line of ed.: 30    
თავს-იდებდე.

Line of ed.: 31       
რამეთუ რად არა დაეჩჳე პირველითგანვე, რაჲთამცა მოკუდავისა მისთჳს
Line of ed.: 32    
მოკუდავებასა განიზრახევდი, არამედ მოულოდებელად შეიწყნარე ყრმისა
Line of ed.: 33    
მის სიკუდილი? რაჟამს-იგი პირველად მოესწავა შვილისა მის შობაჲ, უკუეთუმცა
Line of ed.: 34    
ვინ გკითხა, თუ ვითარი იყოს შობილი იგი, რაჲ-მე-მცა მიუგე? სხუაჲმცა
Line of ed.: 35    
რაჲმე მიუგე, ანუ ესე, ვითარმედ კაცი იყოს? ხოლო უკუეთუ კაცი იყოს
Line of ed.: 36    
საცნაურ არს, ვითარმედ მოკუდავიცა იყოს. რაჲ საკჳრველი არს უკუე, მოთუ-კუდა
Line of ed.: 37    
მოკუდავი იგი?
Page of ed.: 46  


Line of ed.: 1       
არა ხედავ-ა მზესა, ვითარ აღმოვალს და კუალად შთაივსების? არა ხედავ-ა
Line of ed.: 2    
მთოვარესა, ვითარ აღორძნდების და მერმე მოაკლდების? არა ხედავ-ა
Line of ed.: 3    
ქუეყანასა, ვითარ იშუებს და მერმე დაჭნების? რაჲ არს საქმეთა ჩუენთაგანი
Line of ed.: 4    
მტკიცე? რომლისა სიქმისაჲ არს ბუნებაჲ შეურყეველ და შეუცვალებელ?
Line of ed.: 5    
აღიხილე ზეცად და მოხედე ქუეყანად, რამეთუ არცა ესენი საუკუნე არიან,
Line of ed.: 6    
ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: "ცაჲ და ქუეყანაჲ წარჴდენ და ვარსკულავნი
Line of ed.: 7    
გარდამოცჳვენ ზეცით, მზე დაბნელდეს და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი
Line of ed.: 8    
თჳსი". რაჲ უკუე საკჳრველ არს, უკუეთუ ჩუენცა, ვინაჲთგან ნაწილნი
Line of ed.: 9    
ვართ სოფლისანი, თანაზიარცა სოფლისა საქმეთა ვიქმნებით?

Line of ed.: 10       
ამას ყოველსა გულისჴმა-ჰყოფდ და შენ ზედაცა რაჟამს მოიწიოს ნაწილი
Line of ed.: 11    
იგი ზიართაჲ მათ, დაიყვენ თუალნი შენნი და თავს-იდევ არა უტკივნელად
Line of ed.: 12    
და ულმობელად (ამეთუ რაჲმცა მადლი იყო ულმობელობისაჲ?), არამედ
Line of ed.: 13    
ტკივილითა დიდითა და სალმობითა ბევრეულითა. გარნა მოითმინე, ვითარცა
Line of ed.: 14    
ახოვანმან მჴედარმან, რომელ ძალსა და სიმჴნესა თჳსსა არა ცემითა ოდენ
Line of ed.: 15    
წინააღმდგომთაჲთა და მოწყლვითა მათითა გამოაჩინის, არამედ მათმიერთაცა
Line of ed.: 16    
ცემათა და წყლულებათა თავსდებითა, და ვითარცა ჴელოანმან მენავეთმოძღუარმან,
Line of ed.: 17    
ბრძენმან და შეუშფოთველმან, რომელსა გამოცდილებისა
Line of ed.: 18    
მისგან ფრიადისა შეუშფოთველად აქუნ სული თჳსი ჟამსა მას განსაცდელთა
Line of ed.: 19    
და ღელვათასა და ზამთრისა მის დიდისა.

Line of ed.: 20       
რამეთუ შვილისა საყუარელისა, ანუ მეუღლისა, ანუ სხუათა ვიეთმე საყუარელთაგან
Line of ed.: 21    
მოწყუედაჲ არარაჲ ბოროტად აღუჩნდეს მას, რომელი პირველითგან
Line of ed.: 22    
განმზადებულ იყოს და სიტყუაჲ იგი მართალი აქუნდეს ცხორებისა
Line of ed.: 23    
თჳსისა ზედამხედველად და მთავრად და არა ესრეთ ჴორციელად ოდენ
Line of ed.: 24    
ვიდოდის, რამეთუ ჩუეულებისა განყოფილებაჲ პირუტყუთაცა ძნელად უჩნს.
Line of ed.: 25    
და მე ვიხილე ოდესმე ზროხაჲ, რამეთუ ცრემლოოდა თანამეუღლისა მისისა
Line of ed.: 26    
სიკუდილისათჳს, და სხუანიცა პირუტყუნი ჩუეულებისა თჳსისა მოწყუე\დასა
Line of ed.: 27    
მძიმედ თავს-იდებენ. ხოლო შენ არა ესრეთ გისწავიეს, არცა ესრეთ
Line of ed.: 28    
გჳქადაგებიეს შენდა, არამედ დასაბამი სიყუარულისაჲ იქმნის ფრიადისა
Line of ed.: 29    
ერთბამად ყოფისაგან და გრძელთა ჟამთა ჩუეულებისა და არა შეუმსგავ\სებელ
Line of ed.: 30    
არს ესე, არცა ბოროტ ხოლო გოდებაა განყოფისათჳს ყოვლითურთ
Line of ed.: 31    
პირუტყუებრ არს.

Paragraph: 5  
Line of ed.: 32       
5. ვითარცა-იგი მეუღლე შეგეყვის შენ, რომელი მომატყუებელ არნ
Line of ed.: 33    
შენდა სიხარულისა, თანაშემწე ცხორებისა. თანამოხარული სიხარულისაჲ და
Line of ed.: 34    
თანამწუხარე მწუხარებისაჲ, ეგევითარი იგი მეყსა შინა წარტაცებულ იქმნის
Line of ed.: 35    
სიკუდილისაგან, ნუ უგუნურ იქმნები ვნებითა მით, ნუცა მოიგონებ, თუ განუბებელად
Line of ed.: 36    
რაჲმე არს საქმეთაგანი, ვითარმცა განმგებელი სოფლისაჲ
Line of ed.: 37    
არავინ იყო. ნუცა ბოროტთა მოქმედად სახელ-სდებ უზომოებითა მით
Page of ed.: 47   Line of ed.: 1    
ხარებისაჲთა და ბოროტნი გულისსიტყუანი მოიგონნე, ნუცა განჰვარდები
Line of ed.: 2    
გარე საზღვართა მათ კეთილადმორწმუნეობისათა. რამეთუ ვინაჲთგან იქმნენით
Line of ed.: 3    
ორნივე ერთჴორც, ფრიად საზრუნველ არს, რომელი ტკივილით მიიღებდეს
Line of ed.: 4    
განყოფასა მას შეერთებისასა. არამედ ამისთჳს არა ჯერ-არს უჯეროჲსა
Line of ed.: 5    
რაჲსამე მოგონებაჲ, ანუ თქუმაჲ, რამეთუ გულისჴმა-ყავ, ვითარმედ რომელმან-იგი
Line of ed.: 6    
დაგუბადნა ჩუენ და სულიერ გუყვნა ღმერთმან, თითოეულსა სულსა
Line of ed.: 7    
მისცა თჳსი საქმე, და სხუასა სხუაჲ საზღვარი ცხორებისაჲ ამის დაუდვა და
Line of ed.: 8    
სხუასა - სხუაჲ. რამეთუ რომლისაჲმე ფრიად ყოფაჲ ჴორცთა ამათ შინა
Line of ed.: 9    
განაგო და რომლისაჲმე ადრე განტევებაჲ საკრველთა ამათგან ჴორცთაჲსა
Line of ed.: 10    
ბრძანა გამოუთქუმელითა მით თჳსისა სიბრძნისა და სიმართლისა სიტყჳთა. რამეთუ
Line of ed.: 11    
ვითარცა რომელნი საპყრობილეთა შეიყენნიან, რომელნიმე მყოვარ
Line of ed.: 12    
ჟამ ჭირთა მათ შინა საპყრობილისათა დაჰყოფენ და რომელნიმე ადრე მიერ
Line of ed.: 13    
ჰპოებენ განთავისუფლებასა ჭირისასა, ეგრეთვე სულნი რომელნიმე ფრიად\რე
Line of ed.: 14    
პყრობილ არიან ამას ცხორებასა შინა და რომელნიმე უმცრო, ღირსებისაებრ
Line of ed.: 15    
თითოეულისა, ვითარცა-იგი სიბრძნით და ღრმად თითოეულისათჳს
Line of ed.: 16    
დამბადებელი ჩუენი განაგებს, რომელ ვერ ძალ-უც ბუნებასა კაცობრივსა მიწთომად
Line of ed.: 17    
სიღრმესა მას განგებისა მისისასა.

Line of ed.: 18       
არა გესმის-ა დავითისი, ვითარ იტყჳს, ვითარმედ: "გამოიყვანე საპყრობილით
Line of ed.: 19    
სული ჩემი"? არა გესმის-ა წმიდისა მისთჳს, რომლისათჳს წერილ
Line of ed.: 20    
არს, ვითარმედ: "განტევებულ იქმნა სული მისი?" და კუალად სჳმეონ,
Line of ed.: 21    
რაჟამს მიიქუა უფალი ჩუენი, რაჲ თქუა? არა ესრეთ თქუა-ა, ვითარმედ: "აწ
Line of ed.: 22    
განმიტევე მონაჲ შენი, უფალო"? რამეთუ რომელი ზეცისა სამკჳდრებელად
Line of ed.: 23    
მიისწრაფდეს, მისთჳს უმძიმეს ყოვლისავე სატანჯველისა და ყოვლისავე
Line of ed.: 24    
საპყრობილისა არს ჴორცთა ამათ შინა ყოფაჲ. ნუუკუე ეძიებ, რაჲამცა
Line of ed.: 25    
განგებანი იგი სულთანი, ვითარცა შენ განისუენებ და გნებავს, ეგრეთმცა იყვნეს.
Line of ed.: 26    
არამედ ესრეთ გულისხმა-ჰყოფდ მათ, რომელნი შეეყვნიან ამას სოფელსა
Line of ed.: 27    
და მერმე სიკუდილისა მიერ განიყვნიან, ვითარმედ მსგავს არიან მგზავრთა,
Line of ed.: 28    
რომელნი ერთსა გზასა ვიდოდიედ და ზოგად ყოფითა მით შეეყვნიან ურთი\ერთას
Line of ed.: 29    
ჩუეულებითა, რომელთაცა წარ-რაჲ-ვლიან გზაჲ იგიზოგადი და მივი\დიან
Line of ed.: 30    
განყოფასა გზათასა, რომელთა საჴმარი იგი საქმისა მათისაჲ განჰყოფნ
Line of ed.: 31    
თითოეულსა მეორისაგან, არა დასხდიან ჩუეულებისა მისთჳს ზოგად ყოფისა
Line of ed.: 32    
და უდებ ყვიან წინამდებარე იგი, არამედ მიზეზი იგი, რომლისათჳს პირველითგან
Line of ed.: 33    
წარმართებულ იყვნეს, მოიჴსენიან და მიისწრაფიან თითოეული თჳსისა
Line of ed.: 34    
მიმართ საქმისა. ხოლო ვითარცა-იგი მათისა გზისა სლვისა სხუაჲ იყო გულისსიტყუაჲ
Line of ed.: 35    
და მოიწია გზასა მას შეერთებაჲ ურთიერთას, ეგრეთვე არიან,
Line of ed.: 36    
რომელნი შეერთნენ ამას ცხორებასა გინა თუ შვილებითა და მშობელობითა,
Line of ed.: 37    
ანუ თუ სხჳთა რაჲთმე ამის საწუთროჲსა ზიარებითა. და საცნაურ არს, ვითარმედ
Line of ed.: 38    
თითოეულისა ცხორებისა აღსასრული წინამდებარე იყო და იქმნა შეერთებაჲ
Page of ed.: 48   Line of ed.: 1    
მათი, ხოლო ჟამმან მან აღსასრულისამან, რომელი პირველითგან განჩინებულ
Line of ed.: 2    
იყო, განყვნა იგინი და განჴსნა ერთობაჲ მათი.

Paragraph: 6  
Line of ed.: 3       
6. არამედ რომელსა აქუნდეს გონებაჲ კეთილი, არა უგუნურად უცხო
Line of ed.: 4    
უჩნს და ბოროტ განყოფაჲ იგი, არამედ პირველითგანისა მის შეერთებისათჳს
Line of ed.: 5    
შემაერთებელსა მას ჰმადლობს.

Line of ed.: 6       
ხოლო შენ, რაჟამს-იგი იყო შენ თანა მეუღლე, გინა თუ შვილი, ანუ მეგობარი
Line of ed.: 7    
გინა რომელიცა, რომლისათჳს აწ იგლოვ, არა ჰმადლობდი მომცემელსა
Line of ed.: 8    
მას, არამედ სწუხდი უმეტესობისათჳს: უკუეთუ მეუღლე ოდენ არნ
Line of ed.: 9    
შენდა, თუ რად არა შვილნიცა მოგეცნეს და უკუეთუ შვილნი იყვნიან, თუ
Line of ed.: 10    
რად არა ფრიად მდიდარ ხარ, ანუ რად ჰხედავ მტერთა შენთაგანსა ვისმე
Line of ed.: 11    
კეთილსა შინა. აწ იხილე, ნუუკუე ჩუენ თჳთ მოვაწევთ საყუარელთა მათ
Line of ed.: 12    
ჩუენგან მიღებასა: რაჟამს იყვნიან რაჲ ჩუენ თანა, არა მადლიერ ვიყვნით
Line of ed.: 13    
ღმრთისა, ხოლო წარ-რაჲ-იყვანნის, მაშინ ვწუხდით, რამეთუ ვინაჲთგან კეთილთათჳს
Line of ed.: 14    
ღმრთისათა, ჩუენდა მოცემულთა, არა ვჰმადლობთ, ამისთჳს სა\მართლად
Line of ed.: 15    
მიგუეღებიან ჩუენ, რაჲთა ვცნათ, რაჲ-იგი მოცემულ იყო ჩუენდა.
Line of ed.: 16    
რამეთუ ვითარცა თუალნი ფრიად მახლობელთა და მათ ზედა მდებარეთა
Line of ed.: 17    
საქმეთა ვერ ხედვენ, არამედ უჴმს მცირედ რაჲმე სიშორჱ, ეგრეთ არიან სულნი
Line of ed.: 18    
იგი უმადლოთანი, რამეთუ რაჟამს უცხო იქმნიან მოცემულისა მისგან კეთილისა
Line of ed.: 19    
შემდგომად წარსლვისა მისისა გულისჴმა-ყვიან მადლი იგი; რამეთუ
Line of ed.: 20    
რაჟამს აქუნდა მათ იგი ჴელთა შინა, მომცემელისა მის არცა ერთსა მადლსა
Line of ed.: 21    
შესწირვიდეს და შემდგომად მისგან გამოჴუებისა გარდასრულსა მას
Line of ed.: 22    
ჰნატრიდიან.

Line of ed.: 23       
არამედ არცა ერთი ჩუენგანი არს, რომელსამცა ვერ ეძლო მადლობად
Line of ed.: 24    
ღმრთისა მოწევნისათჳს განსაცდელთაჲსა, უკუეთუ ოდენ ენებოს გონებითა
Line of ed.: 25    
მართლითა გულისჴმისყოფად საქმეთა მათ. რამეთუ მრავალნი საქმენი ჰქონან
Line of ed.: 26    
ცხორებასა თითოეულისასა და არა უნდონი, რომლითა ჰმადლობდეს
Line of ed.: 27    
ღმერთსა. უკუეთუ ვინებოთ უდარესთა მიმართ ხედვად და ესრეთ, რაჟამს
Line of ed.: 28    
ჩუენსა უმეტესად ჭირვეულთა ვჰპოვბდეთ, გულისჴმა-ვყოთ, თუ ვითარსა კეთილსა
Line of ed.: 29    
შინა ვართ. რამეთუ უკუეთუ მონაჲ ხარ და არს სხუაჲ უდარესი შენ\სა,
Line of ed.: 30    
ჰმადლობდი, რომელ ერთსაცა უზეშთაეს ხარ, რამეთუ არა ყოველთა
Line of ed.: 31    
უდარეს ხარ და მარადის წყლულებანი მოიწევიან შენ ზედა. და კუალად რომელი
Line of ed.: 32    
ყოველთა უდარეს იყოს და გუემათა თავს-იდებდეს, ჰმადლობდინ იგიცა
Line of ed.: 33    
რამეთუ არა შეკრულ არს საპყრობილესა შინა, არცა ფერჴნი მისნი არიან
Line of ed.: 34    
ჴუნდსა შინა. კუალად რომელი საპყრობილესა და საკრველთა შინა იყოს,
Line of ed.: 35    
არცა მას დააკლდენ მადლობისა მიზეზნი, რამეთუ აქუს ცხორებაჲ ესე, რომელი
Line of ed.: 36    
კმა ეყოფის სამადლობელად: მზესა იხილავს, ჰაერსა მიიღებს, ამას ზედა
Line of ed.: 37    
ჰმადლობდინ. კუალად უკუეთუ იტანჯებოდი უსამართლოდ, სასოებითა მით
Line of ed.: 38    
მერმეთა კეთილთაჲთა გიხაროდენ, უკუეთუ კულა სამართლად იტანჯები, ეგრეთცა
Line of ed.: 39    
ჰმადლობდი ღმერთსა, რამეთუ ცოდვათა მათ საშჯელსა აქავე მი\იღებ
Line of ed.: 40    
და არა დამარხულ ხარ ყოველთათჳს ცოდვათა შენთა საუკუნოჲსა
Page of ed.: 49   Line of ed.: 1    
საშჯელისათჳს. და ამით ესევითარითა სახითა ჯერ-არს ყოველთა ზედა საქმეთა
Line of ed.: 2    
ამის ცხორებისათა მადლობაჲ დიდად ღმრთისაჲ სახიერებისათჳს მისისა.

Line of ed.: 3       
ხოლო აწ მრავალნი არიან უმადლო და მოცემულსა მას შეურაცხ-ჰყოფენ
Line of ed.: 4    
და რიმელი-იგი არა აქუს, მას ინატრიან, რამეთუ არა აღჰრიცხუვენ
Line of ed.: 5    
უდარესთა მათთა, რაჲთამცა ესრეთ ჰმადლობდეს ქველისმოქმედსა მას მოცემულთა
Line of ed.: 6    
მათთჳს, არამედ უმაღლესთა მათთა ხედვენ და იგონებენ ნაკლულევანებასა
Line of ed.: 7    
მას მათსა, ვითარმცა მათი ვის წარეღო.

Line of ed.: 8       
ესრეთ მწუხარე არიან სხუათა მონაგებისათჳს და დიდებისა და ესრეთ
Line of ed.: 9    
უმადლო არიან და მაბრალობელ: მონაჲ მწუხარე არნ, რამეთუ არა აზნაური
Line of ed.: 10    
არს; რომელი -იგი თავისუფლებით აღზრდილ იყოს - თუ რად არა მდიდართა
Line of ed.: 11    
მშობელთაგანი არს, რამეთუ არა ჰქონან, თუმცა თუალვიდა ვიდრე შჳდ
Line of ed.: 12    
პაპადმდე, რომელთა ერისთვობათამცა შინა გარდაეჴადნეს დღენი თჳსნი და
Line of ed.: 13    
დიდებულებათა; კუალად რომელი საჩინოთა მშობელთაგანი არს, წუხს, რამეთუ
Line of ed.: 14    
არა სიმდიდრითა ფრიადითა სავსე არს; მდიდარი წუხს, რამეთუ არა
Line of ed.: 15    
ქალაქთა და წარმართთა უფალი არს; ერისთავი -- რამეთუ არა მეფჱ არს;
Line of ed.: 16    
მეფჱ უმადლო არს, რამეთუ არა ყოველივე ქუეყანაჲ უპყრიეს, არამედ
Line of ed.: 17    
არიან სადმე წარმართნი, რომელნი ბრძანებასა მისსა არა ჰმორჩილობენ. და
Line of ed.: 18    
ამის ყოვლისაგან იქმნების არა რასა ზედა ქველისმოქმედისა მის მადლობაჲ.

Line of ed.: 19       
არამედ დაუტეოთ არაარსთა ზედა წუხილი და ვისწაოთ ჩუენდა მოცემულთათჳს
Line of ed.: 20    
მადლობაჲ. ვთქუათ, ჭირთა შინა რაჲ ვიყვნეთ და განსაცდელსა, მკურნლისა
Line of ed.: 21    
მის მიმართ ყოვლად ბრძნისა, ვითარმედ: "მცირედ ჭირ არს სწავლაჲ
Line of ed.: 22    
შენი ჩუენ ზედა". ვთქუათ, ვითარმედ: "კეთილ არს ჩემდა, რამეთუ დამამდაბლე
Line of ed.: 23    
მე". ვთქუათ, ვითარმედ: "არა ღირს არიან ვნებანი ამის საწუთროჲსანი
Line of ed.: 24    
საუკუნოჲსა მის დიდებისა გამოცხადებად ჩუენ ზედა". ვთქუათ, ვითარმედ:
Line of ed.: 25    
"მცირე არიან ტანჯვანი ესე და ჭირნი ცოდვათა ჩუენთა თანა".
Line of ed.: 26    
ვევედრნეთ უფალსა და ვთქუათ, ვითარმედ: "გუასწავე ჩუენ, უფალო, არამედ
Line of ed.: 27    
სიმართლით და ნუ გულისწყრომით", რამეთუ: "გან-თუ-ვიკითხვით,
Line of ed.: 28    
ღმრთისა მიერ განვისწავლებით, რაჲთა არა სოფლისა თანა დავისაჯნეთ".
Line of ed.: 29    
ხოლო რაჟამს განსუენებასა და კეთილსა შინა ვიყვნეთ, მაშინ
Line of ed.: 30    
სიტყუასა მას დავითისსა ვიტყოდით, ვითარმედ: "რაჲ მივაგო უფალსა
Line of ed.: 31    
ყოვლისა ამისთჳს, რომელი-ესე მომაგო მე ? " რამეთუ არაარსისაგან
Line of ed.: 32    
არსად მოგჳყვანნა, სიტყჳთა პატივ-გუცა, ჴელოვნებანი მოგუმადლნა შემწენი
Line of ed.: 33    
ცხორებისა ჩუენისანი, საზრდელთა ქუეყანით აღმოაცენებს, მწუანვილთა
Line of ed.: 34    
მსახურებაჲ და ჴმარებაჲ მოგუცა ჩუენ. ჩუენთჳს არიან წჳმანი, ჩუენთჳს არს
Line of ed.: 35    
მზჱ, მთანი და ველნი ჩუენთჳს ქმნილ არიან, რაჲთა, სადაცა გუენებოს, ვიყოფოდით.
Line of ed.: 36    
ჩუენთჳს მდინარენი დიან, ჩუენთჳს წყარონი აღმოცენებულ არიან.
Page of ed.: 50   Line of ed.: 1    
ზღუაჲ მოცემულ არს ჩუენდა სავალად, სიმდიდრენი იგი ქუეყანით აღმო\მავალნი
Line of ed.: 2    
და ყოვლით კერძო გასუენებანი, ყოველივე დაბადებული ჩუენ გუმსახურებს
Line of ed.: 3    
უშურველისა მის მადლისათჳს დამბადებელისა ჩუენისა, რომელი
Line of ed.: 4    
მოუფენიეს ჩუენ ზედა.

Paragraph: 7  
Line of ed.: 5       
7. და რად საჴმარ არს მდაბალთა ამათ საქმეთა თქუმაჲ? ვთქუა მაღალთა
Line of ed.: 6    
მათთჳს საქმეთა ჩუენთჳს ღმერთი კაცთა თანა მოვიდა და განხრწნილთა
Line of ed.: 7    
მათთჳს ჴორცთა "სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის"-
Line of ed.: 8    
უმადლოთა თანა ქველისმოქმედი იგი. ტყუეთა მომართ მოვიდა განმათავისუფლებელი,
Line of ed.: 9    
ბნელსა შინა მსხდომარეთა მომართ -- "მზე სიმართლი\საჲ.
Line of ed.: 10    
ჯუარსა ზედა ამაღლდა უვნებელი იგი, სიკუდილად მივიდა ცხორებაჲ,
Line of ed.: 11    
ჯოჯოხეთად შთაჴდა ნათელი იგი და აღდგომაჲ დაცემულთათჳს. მოგუანიჭა
Line of ed.: 12    
ჩუენ სული შვილებისაჲ, განყოფანი მადლთანი, აღთქუმანი გჳრგჳნთანი,
Line of ed.: 13    
სხუანი იგი კეთილნი მისნი, რომელთა აღრაცხვაჲ შეუძლებელ არს, რომელთათჳს
Line of ed.: 14    
კეთილ არს სიტყუაჲ იგი წინაჲსწარმეტყუელისაჲ, ვითარმედ: "რაჲ
Line of ed.: 15    
მივაგოთ უფალსა ყოვლისა მისთჳს, რომელი-ესე მომაგო ჩუენ?" და
Line of ed.: 16    
იხილე, რამეთუ თჳთ ესეცა არა თქუმულ არს, ვითარმედ "რომელი მომცა
Line of ed.: 17    
ჩუენ". არამედ "რომელი მომაგო ჩუენ" უხუად მიმნიჭებელმან მან, ვითარმცა
Line of ed.: 18    
არა მას ექმნა დასაბამი მადლისაჲ მის, არამედ პირველ ქმნულთამცა მისაგებელი
Line of ed.: 19    
იყო კეთილი მისი. რამეთუ მადლობასა მას მიმღებელთასა ქვე\ლისმოქმედებად
Line of ed.: 20    
ლისმოქმედებად მისა შეჰრაცხებს, რომელი-იგი მიგცემს საჴმართა და მერმე
Line of ed.: 21    
ითხოვს შენგან მოწყალებასა ჴვლითა გლახაკთაჲთა და უკუეთუ თჳსი იგი
Line of ed.: 22    
მოიღოს შენგან სრულად, მიგცემს შენ მადლსა მისთჳს, ვითარმცა შენისაგან
Line of ed.: 23    
მიგეცა.

Line of ed.: 24       
"რაჲ უკუე მივაგოთ უფალსა ყოვლისა მისთჳს, რომელი მომაგო ჩუენ?"
Line of ed.: 25    
რამეთუ არა განვეშორები ჴმასა მას წინაჲსწარმეტყუელისასა, რომელი-იგი სამართლად
Line of ed.: 26    
განკჳრვებულ არს და მიმოიხედავს თჳსსა მას სიგლახაკესა, ვითარ
Line of ed.: 27    
არარაჲ აქუს ღირსი მისაგებელი მეუფისა მის. რომელი-იგი ესეზომთა მათ
Line of ed.: 28    
და ესრეთ დიდთა და ბრწყინვალეთა ქველისმოქმედებათა, რომელთა არა
Line of ed.: 29    
აქუს რიცხჳ, არცა დასასრული, არცა საზომი, რომელნი-იგი ქმნნა ჩუენ
Line of ed.: 30    
თანა, მათ ყოველთა ზედა უდიდესთა და მრავალწილთა აღგჳთქუას უკუანაჲსკნელ
Line of ed.: 31    
მოცემადთა მათ-შუებასა სამოთხისასა და დიდებულებასა სასუფეველისასა
Line of ed.: 32    
და სწორად ანგელოზთა პატივსა და ღმრთისა ხედვასა, რომელი-იგი
Line of ed.: 33    
ღირსქმნულთა მათთჳს უზეშთაესი არს ყოველთა კეთილთაჲ, ხედვაჲ იგი
Line of ed.: 34    
მისი, რომლისა მიმართ სურის ყოველსა სიტყჳერსა ბუნებასა, რომელსა
Line of ed.: 35    
ღირსმცა ქმნილ ვართ ჩუენცა, გან-რაჲ-ვიწმიდნეთ თავნი ჩუენნი ვნებათა
Line of ed.: 36    
მათგან ჴორცთაჲსა ქრისტე იესუჲს მიერ, სახიერისა მის მეუფისა და უფლისა
Line of ed.: 37    
ჩუენისა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცჱ უკუნითი უკუნისამდე
Line of ed.: 38    
ამენ.
Page of ed.: 51  


Line of ed.: 1       
გურქუას უკუე ვინმე, ვითარმედ: "და ვითარ წარვჰმართოთ ძმათა ჩუენთა
Line of ed.: 2    
თანაზიარებაჲ და მოყუარებაჲ (რომელი-იგი თავი არს ყოველთა კეთილთაჲ
Line of ed.: 3    
და უსრულესი ყოველთაჲსა, რამეთუ აღსასრული რჩულისაჲ სიყუარული
Line of ed.: 4    
არს) და ვითარ ვაჩუენოთ იგი მოყუასთა, რაჟამს შევიდეთ ვიეთმე მიმართ,
Line of ed.: 5    
შეპყრობილთა განსაცდელთაგან დიდთა, და არა ვტიროდით მათ თანა, არცა
Line of ed.: 6    
ვცრემლოოდით, არამედ საქმეთა მათთჳს ვჰმადლობდეთ ღმერთსა? რამეთუ
Line of ed.: 7    
თჳსისა ჭირისა მადლობით მოთმენაჲ სასწაული არს მოთმინებისაჲ, ხოლო
Line of ed.: 8    
განსაცდელთა ზედა მოყუსისათა მადლობაჲ ღმრთისაჲ სახჱ არს ბოროტსა
Line of ed.: 9    
მას ზედა სიხარულისაჲ. და რომელსა ენებოს შეწუხებაჲ უმეტესი შეწუხებულისაჲ
Line of ed.: 10    
მის? რამეთუ ამასცა მოციქული გჳბრძანებს: ტირილსა მტირალთა
Line of ed.: 11    
თანა.

Line of ed.: 12       
რაჲ ვთქუათ უკუე ამის ყოვლისათჳს? არამედ კეთილ არს, რაჲთა კუალადცა
Line of ed.: 13    
სიტყუანი უფლისანი მოგაჴსენნე თქუენ, თუ რომელთა საქმეთა ზედა
Line of ed.: 14    
ბრძანებულ არს სიხარული, ანუ რომელთა ზედა წუხილი. რამეთუ იტყჳს
Line of ed.: 15    
ვითარმედ: "გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი
Line of ed.: 16    
დიდი არს ცათა შინა" და კუალად იტყჳს, ვითარმედ: "ნუ სტირთ ჩემ ზედა
Line of ed.: 17    
არამედ ტიროდეთ შვილთა თქუენთა ზედა".

Line of ed.: 18       
აწ უკუე მართალთა თანა სიხარულსა და მხიარულებასა საღმრთოჲ იგი
Line of ed.: 19    
სიტყუაჲ გუასწავებს ჩუენ და კუალად, რომელნი სინანულად მოსრულ იყვნენ
Line of ed.: 20    
და ცრემლოოდინ, მათ თანა რაჲთა ვიგლოვდეთ და ვგოდებდეთ, გინა თუ
Line of ed.: 21    
რომელნი ულმობელად იყვნენ ცოდვათათჳს, მათთჳსცა ვტიროდით, რამეთუ
Line of ed.: 22    
არა უწყიან, ვითარ წარწყმდებიან.

Paragraph: 8  
Line of ed.: 23       
8. ხოლო არა ესრეთ გჳბრძანებს, რაჲთამცა სიკუდილისათჳს კაცისა ვტიროდეთ
Line of ed.: 24    
და ვჴმობდით მგლოვარეთა მათ თანა და ესრეთმცა ვჰგონებდით,
Line of ed.: 25    
თუ აღმასრულებელ მცნებათა მათ მოციქულისათა ვიყვენით ამით სახითა. რამეთუ
Line of ed.: 26    
არცა ვაქებ მკურნალსა მას, რომელმან განკურნებისა წილ სნეულისა
Line of ed.: 27    
მისი იგი სენი მიიღო მანცა; არცა მენავეთმოძღუარსა, რომელი განმტკიცებისა
Line of ed.: 28    
წილ მუნ მყოფთაჲსა და ბრძოლისა წილ ქართაჲსა და ღონისძიებისა წილ
Line of ed.: 29    
ღელვათა მათ მიმართ და ნუგეშინისცემისა წილ მოშიშთაჲსა წარუკუეთდეს
Line of ed.: 30    
სასოებასა და იშიშვოდის და დაიჴსნებოდის მსგავსად ზღუასა შინა
Line of ed.: 31    
გამოუცდელთაჲსა.

Line of ed.: 32       
რამეთუ ესევითარი არს, რომელი შევიდეს მგლოვარეთა მიმართ და არა
Line of ed.: 33    
მისცეს მათ სიტყუაჲ სარგებელისაჲ და უფროჲსად უშუერებასა მას სხუათა
Line of ed.: 34    
ვნებათასა თანაზიარ ექმნას იგიცა. მჭმუნვარე ყოფაჲ უკუე განსაცდელთა მათთჳს
Line of ed.: 35    
მგლოვარეთასა ჯეროან არს, რაჲთა ესრეთ აჩუენოს თჳსებაჲ იგი მისი
Line of ed.: 36    
მათსა მას წუხილსა თანა, რაჲთა არა მხიარულ იყოს განსაცდელთა მათთჳს,
Line of ed.: 37    
არცა ეჰამებოდის სხუათა იგი მწუხარებაჲ. ხოლო უმეტესად ზომისა
Page of ed.: 52   Line of ed.: 1    
მათ თანა გოდებაჲ უჯერო არს, რაჲთამცა ღაღადებდა და ჴმითა ტიროდა ვნებულსა
Line of ed.: 2    
მას თანა და მიემსგავსებოდამცა სხუათა მათ საქმეთა დაბნელებულისა
Line of ed.: 3    
მის ვნებისა მიერ, ესე იგი არს, რაჲთამცა დაიპებდა მის თანა სამოსელსა
Line of ed.: 4    
თჳსსა. შეყენებაჲ თავისაჲ ბნელსა შინა, შთაცუმაჲ სამოსლისა შავისაჲ და
Line of ed.: 5    
გორვებაჲ ნაცარსა ზედა და უპარსველობაჲ თმათაჲ - რამეთუ ამათ საქმეთა
Line of ed.: 6    
მიერ განსაცდელისა მის უმეტესად აღორძინებაჲ იქმნების, ვიდრეღა დაცხრომაჲ.
Line of ed.: 7    
არა ხედავ-ა, ვითარმედ დაყრუებანი და ფაწალათა და ღჳძლთა სალმობანი
Line of ed.: 8    
დაერთვიან? ერთი იგი თავქედთა ზედა და სხუაჲ იგი წყლულებათა და
Line of ed.: 9    
სალმობათა მათ უმეტესად განაძლიერებენ, ხოლო ჴელნი მტკივანთა ასოთა ნე\ლიად
Line of ed.: 10    
შეხებითა და მოზელითა მოატკბობენ.

Line of ed.: 11       
და შენცა უკუე ნუ განაფიცხებ ვნებასა მას მისლვითა შენითა, ნუცა დაეცემი
Line of ed.: 12    
დაცემულსა მას თანა. რამეთუ რომელი ქუემდებარესა აღადგინებდეს
Line of ed.: 13    
განაღა უმაღლეს ქუემდებარისა მის უჴმს ყოფაჲ, ხოლო რომელი მის თანავე
Line of ed.: 14    
დაცემულ იყოს, სხუაჲ უჴმს აღმადგინებელი. არამედ ჯერ-არს ტკივილი გული\საჲ
Line of ed.: 15    
მოყუასსა ზედა მოწევნულისა მისთჳს განსაცდელისა და მყუდროებით
Line of ed.: 16    
მჭმუნვარებაჲ საქმესა მას ზედა შეცვალებითა სახესა პირისასა მწუხარებად
Line of ed.: 17    
და სიმძიმითა წესიერითა, რომელი გამოაჩინებდეს წუხილსა მას სულისასა.

Line of ed.: 18       
ხოლო რაჟამს იწყო სიტყუად, არა კეთილ არს მეყსეულად შერისხვით
Line of ed.: 19    
ზედა-მისლვაჲ ქუემდებარისაჲ მის (რამეთუ შერისხვაჲ მძიმე არს სულისათჳს,
Line of ed.: 20    
მწუხარებითა შებოროტებულისა, და სიტყუანი იგი ფიცხელნი, ვნებისა მისგან,
Line of ed.: 21    
გარე მყოფთა მიერ თქუმულნი, შეუწყნარებელ იქმნიან ესევითართა მათ მიერ
Line of ed.: 22    
და ნუგეშინისსაცემელად უჴმარ), არამედ ჯერ-არს მიშუებაჲ, რაჲთა ჴმა-ყონ
Line of ed.: 23    
და იგლოონ ამაოდ და უსარგებლოდ და და-რაჲ-სცხრეს მცირედ ბოროტი იგი
Line of ed.: 24    
და დამდოვრდეს, მაშინ სიმშჳდით და ტკბილად იწყო ნუგეშინისცემად.
Line of ed.: 25    
რამეთუ მწურთელნიცა იგი კიცუთანი, რაჟამს იხილიან კიცჳ მძჳნვარე და ველური
Line of ed.: 26    
არა მეყსეულად მოაშთობდიან აღჳრითა, არცა ერთგზის ფიცხლად მოზიდვენ
Line of ed.: 27    
აღჳრსა, (რამეთუ ესრეთ უმეტესად განფიცხნების და ზედა მჯდომელსა
Line of ed.: 28    
მას წარიტაცებს), არამედ უტევებენ პირველ ნებასა მისსა და თანა მიჰყვებიან
Line of ed.: 29    
და რაჟამს იხილონ მისისა მის სიფიცხლისაგან და სირბილისა გულის\წყრომაჲ
Line of ed.: 30    
მისი დამშჳდებულად, მაშინ იწყებენ წურთად და ჴელოვნებისა
Line of ed.: 31    
მიერ მორჩილებად მოიყვანებენ.

Line of ed.: 32       
ესრეთ იყოს სიტყჳსაებრ სოლომონისა, ვითარმედ: "კეთილ არს შესლვაჲ
Line of ed.: 33    
სახლსა გლოისასა, ვიდრეღა სახლსა სუმისასა, უკუეთუ ვინ ოდენ
Line of ed.: 34    
ისწრაფოს ჴელოვნებით და სიმშჳდით ჴმარებაჲ სიტყჳსაჲ და ესრეთ თჳსისა
Line of ed.: 35    
სიმრთელისა მიცემად სნეულსაცა და რაჲთა არა მოიღოს უცხოჲ იგი უწესოდ
Line of ed.: 36    
გოდებაჲ მანცა თავსა შინა თჳსსა, ვითარცა სიბრმე.

Paragraph: 9  
Line of ed.: 37       
9. ტირილი უკუე მტირალთა თანა ესე არს, რაჲთა რაჟამს იხილო ძმაჲ, ცოდვასა
Line of ed.: 38    
შთავრდომილი და სინანულად მოსრული და მტირალი, სტიროდი მის
Page of ed.: 53   Line of ed.: 1    
თანა და ჰგოდებდე და სწყალობდე და გევნებოდის მის თანა, რამეთუ ესრეთ
Line of ed.: 2    
გექმნას შენ ვნებათა მიერ უცხოთა თჳსთა განკურნებაჲ. რამეთუ რომელმან
Line of ed.: 3    
ცოდვისათჳს მოყუსისა თჳსისა დასთხიოს ცრემლი მჴურვალჱ, იგი
Line of ed.: 4    
თავსაცა თჳსსა ჰკურნებს, ვინაჲთგან ძმისათჳს იგლოვს. ესევითარი იყო იგი,
Line of ed.: 5    
რომელი-იგი იტყოდა, ვითარმედ: "ურვამან შემიპყრა მე ცოდვილთამან,
Line of ed.: 6    
რომელთა დაუტევეს რჩული შენი.

Line of ed.: 7       
ცოდვისათჳს ტიროდე მეორისათჳსცა და უმეტესად შენისათჳს. ესე
Line of ed.: 8    
სნეულებაჲ არს სულისაჲ, ესე სიკუდილი არს უკუდავისაჲ მის, ესე
Line of ed.: 9    
არს ღირს გლოისა და გოდებისა დაუდუმებელისა. ამას ზედა ყოველივე ცრე\მლი
Line of ed.: 10    
დიოდენ და ნუმცა დასცხრების სულთქუმაჲ, სიღრმეთაგან გულისათა
Line of ed.: 11    
აღმომავალი.

Line of ed.: 12       
რამეთუ სტიროდა პავლე მტერთა მათ ქრისტეს ჯუარისათა და იერემია
Line of ed.: 13    
ტიროდა წარწყმედათა მათ ზედა ერისათა, რომელსა-იგი ვინაჲთგან არა
Line of ed.: 14    
კმა ეყოფოდა ბუნებითი იგი ცრემლი, ამისთჳს წყაროსა ცრემლთასა ითხოვდა
Line of ed.: 15    
და საზომსა უკუანაჲსკნელსა: "და დავჯდეო და ვსტიროდი ერსა ამას დღე და
Line of ed.: 16    
ღამე, რომელნი-იგი წარწყმდებიან". ესევითარსა ცრემლსა და ესევითარსა
Line of ed.: 17    
გლოასა ჰნატრის სიტყუაჲ და არა მას, რომელი ყოვლითავე მწუხარებითა
Line of ed.: 18    
ადვილად დაინთქმოდის და ყოვლითავე მიზეზითა შეიპყრობებოდის გოდებითა.

Line of ed.: 19       
და კუალად ვიხილენ ვიეთნიმე გემოჲსმოყუარეთაგანნი, რომელნი გარდამატებულებისაგან
Line of ed.: 20    
გულისთქუმათა სიყუარულისა მათისა მიზეზითა მწუხარებისაჲთა
Line of ed.: 21    
შუებად და სიმთრვალედ მიდრკიან და დაჴსნილობასა მას მათსა
Line of ed.: 22    
ჰნებავნ სიტყუათაგან სოლომონისთა ნუგეშინისცემად, რომელი იტყჳს, ვი\თარმედ:
Line of ed.: 23    
"ეცით ღჳნოჲ მწუხარეთა". არამედ სიტყუაჲ იგი "იგავთაჲ"
Line of ed.: 24    
არა მთრვალობასა განაზრახებს, არამედ ცხორებასა კაცთასა წესსა დაუდებს.
Line of ed.: 25    
რამეთუ რაჲთა დაუტეო იგავით სიტყუაჲ მისი, რომელი ღჳნოდ იტყჳს
Line of ed.: 26    
სიტყჳერსა მას სიხარულსა, არცა თუ განცხადებული იგი ძალი სიტყჳსაჲ
Line of ed.: 27    
მის უნდო არს, რამეთუ რაჲთა არა დაინთქმოდინ ფრიადისა მის მწუხარე\ბისაგან
Line of ed.: 28    
მძიმედ მგლოვარენი იგი და შეურაცხ-ჰყოფდენ საზრდელისაცა
Line of ed.: 29    
მიღებასა, არამედ რაჲთა პურითა განმტკიცნებოდის გული იგი გლოისმოყუარეთაჲ
Line of ed.: 30    
და ღჳნითა დაცემული იგი ძალი მისი განძლიერდეს, ამისთჳს თქუ\მულ
Line of ed.: 31    
არ იგი.

Line of ed.: 32       
ხოლო ღჳნისმოყუარენი იგი და მთრვალობის მეძიებელნი არა მწუხარებისა
Line of ed.: 33    
მათისა დამშჳდებისათჳს იქმან ფრიადსა მას სუმასა, არამედ ბოროტსა ბოროტითა
Line of ed.: 34    
შესცვალებენ და ბოროტნი ვაჭარნი იქმნებიან, რამეთუ სნეულებასა
Line of ed.: 35    
სულისასა სნეულებითავე მოიყიდებენ. რომელნი-იგი სასწორსა მიმოდრეკილსა
Line of ed.: 36    
მიემსგავსებიან, რომელი არაოდეს სწორ იქმნებინ, ეგრეთვე ესენი ესეზომსა
Line of ed.: 37    
მოაკლებენ მწუხარებისა მისგან, რაჲზომ-იგი აღაორძინებენ გემოჲთმოყუარებასა.
Page of ed.: 54   Line of ed.: 1    
არამედ შემწედ ბუნებისა უჴმს მიღებაჲ ღჳნისაჲ და არა ესრეთ, რაჲთამცა
Line of ed.: 2    
დაბნელდა გონებაჲ, რამეთუ ესრეთ წარვალს ღჳნოსა მას თანა მწუხარებაჲცა
Line of ed.: 3    
და ბოროტი იგი მთრვალობისაჲ მოვიდეს სულსა ზედა. რამეთუ
Line of ed.: 4    
უკუეთუ მწუხარებისა მკურნალი გონებაჲ არს, მთრვალობაჲ უკუანაჲსკნელი
Line of ed.: 5    
არს ბოროტთაჲ, რამეთუ კურნებასა მას სულისასა დაახრწევს. არამედ გულისჴმა-ყავ
Line of ed.: 6    
ლეთილად თითოეული თქუმულთაჲ ამათ და ჰპოო, თუ ვითარ შესაძლებელცა
Line of ed.: 7    
არს სწავლაჲ იგი მოციქულისაჲ და სარგებელცა, თუ ვითარ
Line of ed.: 8    
ჯერ-არს მარადის სიხარული მართლითა მით სიტყჳთა, ანუ ვითარ ილოცო
Line of ed.: 9    
დაუცადებელად და თუ ვითარ ყოველსა შინა ჰმადლობდე და თუ რომლითა
Line of ed.: 10    
სახითა ნუგეშინის-სცე მწუხარეთა, რაჲთა ყოვლით კერძო სრულ იყო და
Line of ed.: 11    
დამტკიცებულ შეწევნითა წმიდისა სულისაჲთა და მოსლვითა მადლისა უფლისა
Line of ed.: 12    
ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე აწ
Line of ed.: 13    
და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.



Next part



This text is part of the TITUS edition of Basilius Magnus, Homiliae.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 5.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.