TITUS
Basilius Magnus, Homiliae
Part No. 2
Previous part

Homily: 2  
Line of ed.: 1  მარხვისათჳს, თავი


Paragraph: 1  
Line of ed.: 2       1. ნუგეშინის-სცემდით მღდელნი ერსა, ეტყოდეთ ყურთა შინა იერუსალემისათა
Line of ed.: 3    
სიტყუაჲ არს ესე წინაჲსწარმეტყუელისაჲ და კმა არს ესე მოსწრაფეთა
Line of ed.: 4    
მათ გულსმოდგინებასა აღორძინებად და უდებთა და დაჴსნილთა
Line of ed.: 5    
მოსწრაფე ყოფად. ამისთჳსცა ერისთავნიცა, ბრძოლად რაჲ შეიყვანებდენ
Line of ed.: 6    
ერსა, ნუგეშინისსაცემელთა სიტყუათა იჴმარებენ მათდა მიმართ უწინარეს
Line of ed.: 7    
ბრძოლისა. და ესევითარი ძალი აქუს ესევითართა მათ სიტყუათა, ვიდრეღა
Line of ed.: 8    
მრავალთა უგულებლს-ყვიან ამის მიერ სიკუდილი. ხოლო მორკინათა უხუცესნი
Line of ed.: 9    
და მჴედართა მწურთელნი, რაჟამს მჴედართა მათ ღუაწლად მიიყვანებდენ,
Line of ed.: 10    
მრავალსა ეტყჳან და დაამტკიცებენ მოთმინებასა გჳრგჳნოსნობისათჳს.
Line of ed.: 11    
ამისთჳს მრავალთა სიტყუათაგან მათთა სურვილასათჳს მძლეობისა
Line of ed.: 12    
უგულებელს-ყვნეს ჴორცნი მათნი. ამისთჳს უკუე ჩემდაცა კეთილ არს სიტყუაჲ
Line of ed.: 13    
იგი ნუგეშინისცემისაჲ, რომელი-ესე მჴედართა ქრისტესთა ბრძოლად
Line of ed.: 14    
უხილავთა მტერთასა განვაწყობ და მოღუაწეთა მათ სიწმიდისათა გჳრგჳნთა
Line of ed.: 15    
მათ მიმართ სიმართლისათა მარხვისა მიერ განვჰმზადებ.

Line of ed.: 16       
და რაჲ ვთქუა, ძმანო? რამეთუ მე ამას ვიტყჳ, ვითარმედ :რომელნი მჴედრობასა
Line of ed.: 17    
კაცობრივსა ისწავლიდენ და რომელნი ბრძოლათა შინა ამის სოფლისათა
Line of ed.: 18    
განიკაფებოდინ, საჴმარ არს მათდა სიმრავლითა ჭამადთაჲთა განზრქებაჲ
Line of ed.: 19    
თავთა მათთაჲ, რაჲთა უძლიერესად-რე წინა-აღუდგებოდინ ბრძოლათა და
Line of ed.: 20    
თავს-იდებდენ ჭირთა. ხოლო "რომელთაჲ-იგი ბრძოლაჲ არა არს სისხლთა მიმართ
Line of ed.: 21    
და ჴორცთა, არამედ მთავრობათა მიმართ და ჴელმწიფებათა და სოფლისმპყრობელთა
Line of ed.: 22    
ბნელისა ამის, სულთა მათ მიმართ უკეთურთა", კეთილ არს
Line of ed.: 23    
მათდა მარხვისა მიერ და მოღუაწებისა თავთა მათთა ბრძოლასა მას შინა დამწყსაჲ.
Line of ed.: 24    
რამეთუ ვითარცა ზეთი განაპოხებს მჴედარსა, ეგრეთვე მარხვაჲ განამ\ტკიცებს
Line of ed.: 25    
მოღუაწესა მას სიწმიდისასა, რამეთუ რაჲზომცა ჴორცთა მოაკლო,
Line of ed.: 26    
ეგეზომცა სულიერითა მით ფუფუნებითა სული განაბრწყინვო, რამეთუ არა
Line of ed.: 27    
ჴორციელითა ძალითა, არამედ სიმჴნითა სულისაჲთა და მოთმინებითა ჭირთაჲთა
Line of ed.: 28    
იქმნების უხილავთა მათ მტერთა ძლევაჲ.

Paragraph: 2  
Line of ed.: 29       
2. მარხვაჲ უკუე მარადის და ყოველსავვ ჟამსა სარგებელ არს მოქმედთა
Line of ed.: 30    
მისთათჳს, რამეთუ არცა ბრძოლაჲ ეშმაკისაჲ სძლევს მმარხველსა და კუალად
Line of ed.: 31    
მცველნი იგი ცხორებისა ჩუენისა ანგელოზნი უმტკიცესად იყოფებიან მათ
Line of ed.: 32    
თანა, რომელთა სულნი მარხვისა მიერ განწმედილ არიან. არამედ უფროჲსად
Line of ed.: 33    
აწ კეთილი არს მარხვაჲ, რაჟამს ყოველსავე სოფელსა განსრულ არს ქადაგებაჲ
Line of ed.: 34    
მისი. და არცა ჭალაკი, არცა სოფელი, არცა ქალაქი, არცა ნათესავი ერთიცა,
Line of ed.: 35    
არცა უკუანაჲსკნელნი იგი ადგილნი ქუეყანისანი დარჩომილ არიან, რაჲთამცა
Page of ed.: 13   Line of ed.: 1    
არა ასმიოდა ქადაგებაჲ ესე, არამედ მჴედართაცა და მოგზაურთა და მენავეთა
Line of ed.: 2    
და ვაჭართა - ყოველთავე ერთბამად ესმის ქადაგებაჲ ესე და სიხარულით
Line of ed.: 3    
შეიწყნარებენ. ამისთჳს უკუე ნუმცა ვინ გარეგან ჰყოფს თავსა თჳსსა მწყობრისა
Line of ed.: 4    
მისგან მმარხველთაჲსა, რომელსა შინა ყოველნი ნათესავნი და ყოველი
Line of ed.: 5    
ჰასაკი და ყოველნივე განყოფილებანი პატივთანი შეირაცხვიან.

Line of ed.: 6       
ანგელოზნი არიან, რომელნი ყოველთავე ეკლესიათა შინა აღსწერენ მმარხველთა.
Line of ed.: 7    
იხილე, ნუუკუე მცირედისა გულისთქუმისათჳს ჭამადთაჲსა დაგჭირდეს
Line of ed.: 8    
ანგელოზისა მიერ აღწერაჲ იგი და ჰყო თავი შენი, რაჲთა მჴედართა აღმწერელმან
Line of ed.: 9    
მან მწყობრისაგან მოკლებულთა მათ თანა დაგწეროს. უსუბუქეს
Line of ed.: 10    
არს, რაჲთა ბრძოლასა შინა ვინმე იპოოს ძლეულ და საჭურველისა დამტეობელ
Line of ed.: 11    
და მეოტ ვიდრეღა დიდისა მის საჭურველისა - მარვხისა განმგდებელად
Line of ed.: 12    
გამოჩნდეს.

Line of ed.: 13       
უკუეთუ მდიდარ ხარ, ნუ შეურაცხ-ჰყოფ მარხვასა, ნუცა უღირს ჰყოფ
Line of ed.: 14    
მეპურისმტედ შენდა ყოფფად მისა და ტაბლის მოდგამად, ნუცა წარჰგზავნი მას
Line of ed.: 15    
სახლისა შენისაგან უპატიოდ და შეურაცხად გულისთქუმათა მიერ, ნუუკუე
Line of ed.: 16    
შეგასმინოს შენ წინაშე რჩულისმდებელისა მის მარხვათაჲსა და იჭრტინოს
Line of ed.: 17    
შენთჳს და მრავალწილად მოაწიოს შენ ზედა საშჯელი ნაკლულევანებისაჲ
Line of ed.: 18    
ანუ სენითა გუამისაჲთა, ანუ სხჳთა რაჲთმე საჭიროჲთა განსაცდელითა. გლახაკი
Line of ed.: 19    
ნუმცა უდებ არს მარხვისა მიმართ, რომელსა-იგი პირველითგანვე თანამკჳდრად
Line of ed.: 20    
და მეპურისტედ თჳსა ჰყავს იგი. ხოლო დედათა, ვითარცა მშჳნვაჲ
Line of ed.: 21    
ეგრეთვე მარხვაჲ თჳსი არს და ბუნებითი. ყრმანი, ვითარცა ნერგნი შუებულნი,
Line of ed.: 22    
წყლითა მით მარხვისაჲთა მოირწყვებოდიედ, მოხუცებულთა აღუსუბუქებს
Line of ed.: 23    
შრომასა ადრითგან მისა მიმართ ჩუეულებაჲ, რამეთუ შრომანი, მრავლითა
Line of ed.: 24    
ჩუეულებითა წურთილნი, უჭირვალეს ჩანედ. გამოცდილთათჳს მოგზაურთათჳს
Line of ed.: 25    
კუალად არს მარხვაჲ კეთილად მსრბოლი თანამავალი, რამეთუ ვითარცა შუებაჲ
Line of ed.: 26    
დაამძიმებს მათ, რაჟამს-იგი ჭამადთა სიმრავლე ეტჳრთოს, ეგრე\თვე
Line of ed.: 27    
მარხვაჲ სუბუქ და უშრომელ ჰყოფს მათ.

Line of ed.: 28       
მერმე კუალად ესეცა გულისჴმა-ყავთ, რამეთუ მჴედართა მათ სოფლისათა,
Line of ed.: 29    
რაჟამს განეგოს მჴედრობასა შორსა წარსლვად, წარიღებენ მათ თანა
Line of ed.: 30    
არა სანუაგეთა, არამედ საზრდელსა საჭიროსა, რომლისა თჳნიერ ვერ განერებიან.
Line of ed.: 31    
ხოლო ჩუენ, რომელნი-ესე უხილავთა მათ მტერთა ბრძოლად განვალთ
Line of ed.: 32    
და შემდგომად მათისა ძლევისა ზეცისა მამულად აღსლვაჲ მოგუეცემის,
Line of ed.: 33    
არა უფროჲსად ავიძულნეთ-ა თავნი ჩუენნი და კმა ვყოთ ჩუენდა საჴმარი
Line of ed.: 34    
იგი ოდენ ბუნებისაჲ და არა ვეძიებდეთ სანუაგეთა და ფუფუნებასა?

Paragraph: 3  
Line of ed.: 35       
3. დაშუერ, ვითარცა კეთილი მჴედარი და იღუაწე კეთილად, რაჲთა
Line of ed.: 36    
გჳრგჳნოსან იქმნე, რამეთუ უწყი, ვითარმედ ყოველივე მოღუაწე მარადის
Line of ed.: 37    
იმარხავს. ხოლო ესეცა საცნაურ იყავნ, ვითარმედ სოფლისა ამის მჴედართა,
Page of ed.: 14   Line of ed.: 1    
შემსგავსებულად შრომათა მათთა, აღორძნდების განსაკუეთელი; არამედ
Line of ed.: 2    
სულიერთა მათ მჴედართა, რომელსაცა უნაკლულევანესად აქუს საზრდელი
Line of ed.: 3    
მას უმეტესად აქუს პატივი. რამეთუ ვითარცა ჩაფხუტი ესე ჩუენი განყოფილ
Line of ed.: 4    
არს ბუნებით განხრწნიდისა მისგან, რამეთუ მათისა მის ჩაფხუტისა ნივთი
Line of ed.: 5    
რვალი არს, ხოლო ჩუენი იგი სასოებითა მით ცხორებისაჲთა შემზადებულ
Line of ed.: 6    
არს; და ფარი მათი შეშისაგან და ტყავისა ქმნილ არს, ხოლო ჩუენდა
Line of ed.: 7    
მოცემულ არს ფარი იგი სარწმუნოებისაჲ; და ჯაჭჳთა კუალად ჩუენ სიმართლისაჲთა
Line of ed.: 8    
შეზღუდვილ ვართ, არამედ მათ კუართი რაჲმე, ჯაჭუთა მიერ
Line of ed.: 9    
რკინისათა ქმნილი, უტჳრთავს; და მახჳლი ჩუენდა სულისაჲ მოცემულ არს
Line of ed.: 10    
ბრძოლად, ხოლო იგინი მახჳლსა მას რკინისასა აღმოიჴდიან, ეგრეთვე უკუე
Line of ed.: 11    
საზრდელიცა არა ერთი არს, რომელი ძალ-გუცემს ჩუენცა და მათცა, არამედ
Line of ed.: 12    
ჩუენ სწავლანი იგი საღმრთონი განგუამტკიცებენ, ხოლო მათდა აღვსებაჲ მუცლისაჲ
Line of ed.: 13    
საწადელ არს.

Line of ed.: 14       
ვინაჲთგან უკუე მოგჳყვანნა ჩუენ მოქცევამან ამან წელიწდისამან
Line of ed.: 15    
სასურველთა ამათ დღეთა, ვითარცა გამომზრდელთა ჩუენთა, ამისთჳს სიხარულით
Line of ed.: 16    
შევიწყნარნეთ ესენი, რომელთა მიერ გჳშვილნა ჩუენ ეკლესიამან
Line of ed.: 17    
სიწმიდისა მიმართ. ამისთჳს უკუე რაჟამს იმარხვიდე, ნუ მჭმუნვარე იყოფვი
Line of ed.: 18    
ჰურიაებრივ, არამედ სიტყჳსა მისებრ სახარებისა განაბრწყინვე თავი შენი,
Line of ed.: 19    
ნუ მგლოვარე ხარ ნაკლულევანებისათჳს მუცლისა, არამედ იხარებდ სუ\ლიერთა
Line of ed.: 20    
მათ კეთილთათჳს, რამეთუ უწყი, ვითარმედ: "ჴორცთა სურის სულსა
Line of ed.: 21    
ზედა, ხოლო სულსა ჴორცთა ზედა". ვინაჲთგან უკუე ესენი ურთიერთას
Line of ed.: 22    
წინააღმდგომ არიან, ამისთჳს მოვაკლოთ ფუფუნებასა ჴორცთასა და აღვაორძინოთ
Line of ed.: 23    
ძალი სულისაჲ, რაჲთა მარხვისა მიერ მძლე ვექმნეთ ვნებათა და
Line of ed.: 24    
გჳრგჳნნი იგი ძლევისანი შევიმოსნეთ.

Paragraph: 4  
Line of ed.: 25       
4. ამიერითგანვე განმზადე თავი შენი, რაჲთა ღირს იყო შეწყნარებად
Line of ed.: 26    
პატიოსნისა მის მარხვისა. ნუ განჰხრწნი ხვალისა მარხვასა დღესისა მთრვალობითა,
Line of ed.: 27    
ბოროტ არს ღონე ესე და გულისსიტყუაჲ ესე - ამაო, უკუეთუ ვინაჲთგან
Line of ed.: 28    
მცირედთა დღეთა მარხვაჲ ჩუენდა ქადაგებულ არს, დღეს სიმთრვალითა
Line of ed.: 29    
თავნი ჩუენნი დავაბნელნეთ. რამვთუ არავის ეგულებინ დვდაკაცისა პა\ტიოსნისა
Line of ed.: 30    
რჩულითა ქორწინებისაჲთა შეერთებად და იგიმცა პირველად მეძავთა
Line of ed.: 31    
თანა და შეგინებულთა შეეყო, რამეთუ არა თავს-იდვას რჩულიერმან
Line of ed.: 32    
მან განხრწნილთა მათ თანა მკჳდრობაჲ. და შენცა უკუე, რაჟამს მოელოდი
Line of ed.: 33    
მარხვასა, ნუ წინა-შეიყვანებ მთრვალობასა - განქიქებულსა მას მეძავსა,
Line of ed.: 34    
ურცხჳნოებისა დედასა, სიცილის მოყუარესა მას, მცბიერსა მას და ყოვლი\სავე
Line of ed.: 35    
სახისა მიმართ უშუერებისა განმზადებულსა მას, რამეთუ არა შევიდეს
Line of ed.: 36    
ლოცვაჲ და მარხვაჲ სულსა შინა, შეგინებულსა მთრვალობითა. მმარხველსა
Line of ed.: 37    
შინაგან ადგილთა მათ სიწმიდისათა შვიწყნარებს უფალი, ხოლო მთრვალსა,
Line of ed.: 38    
ვითარცა შეგინებულსა და არაწმიდასა, არა შეიწყნარებს.
Page of ed.: 15  


Line of ed.: 1       
რამეთუ უკუეთუ მოხჳდე ხვალე და ჰყროდი ღჳნისაგან დამპლისა,
Line of ed.: 2    
ვითარ შეგირცხო მთრვალობაი იგი მარხვად? რამეთუ ნუ ამას იტყჳ,
Line of ed.: 3    
თუ მას ოდენ ჟამსა არა გესუას, არამედ იგი გულისჴმა-ყავ, ვითარმედ არაწმიდა ხარ ღჳნისაგან.
Line of ed.: 4    
ვიეთ თანა შეგრაცხო შენ? მომთრვალეთა თანა ანუ მმარხველთა?
Line of ed.: 5    
წინადღითი იგი მთრვალობაჲ თავისა თჳსისა მიმართ მიგიზიდავს, მის
Line of ed.: 6    
ჟამისა იგი უზმობაჲ მარხვასა გიწამებს. საეჭუ ხარ შენ მთრვალობისა მიერ,
Line of ed.: 7    
ვითარცა ტყუჱ, და ვერ განერე მონებისაგან სამართლად, რამეთუ არის შენ
Line of ed.: 8    
თანა ცხადი სასწაული მონებისაჲ - სიმყრალჱ იგი მთრვალობისაჲ, შენ
Line of ed.: 9    
თანა დარჩომილი. მებრ პირველი იგი დღჱ მარხვათაჲ უჴმარ და გამოუცდელ
Line of ed.: 10    
იყოს შენდა, რამეთუ ნაწილნი იგი და ნეშტნი მთრვალობისანი შენ თანა
Line of ed.: 11    
არიან, ხოლო რომლისა დაწყებაჲ გამოუცდელ, მისი ყოველივე უჴმარ, რამეთუ
Line of ed.: 12    
"მომთრვალეთა სასუფეველი ცათაჲ . ვერ დაიმკჳდრონ". უკუეთუ
Line of ed.: 13    
მთრვალი მოხუალ მარხვად, რაჲ სარგებელ არს შენდა? რამეთუ უკუეთუ სიმ\თრვალემან
Line of ed.: 14    
სასუფეველისაგან გამოგაგდოს, სადაღა საჴმარ გეყოს შენ მარხვაჲ
Line of ed.: 15    
იგი?

Line of ed.: 16       
არა ჰხედავ-ა, რამეთუ მეასპარეზეთა მათ ცხენთა ჴელოვანნი იგი მწყსელნი
Line of ed.: 17    
ცხენთანი, რაჟამს ასპარეზსა მოელოდინ, ნაკლულევანებითა ბანჰმზადებენ?
Line of ed.: 18    
ხოლო შენ განზრახვით თავსა შენსა სიმაძღრითა შეაიწრებ. ესრეთ ნაყროვანებითა
Line of ed.: 19    
პირუტყუთაცა წარჰჴდები, რამეთუ მუცელი დამძიმებული არა
Line of ed.: 20    
თუ სირბილად, არამედ ძილადცა არა კეთილ არს, რამეთუ სიმრავლისა მისგან
Line of ed.: 21    
ჭამადთაჲსა შეიწრებული განსუენებადცა ვერ უძლავს, არამედ იჭირვინ
Line of ed.: 22    
ზვდაჲსზედა მიმოქცევითა.

Paragraph: 5  
Line of ed.: 23       
5. მარხვაჲ მცველი არს ჩჩჳლთაჲ, წმიდამყოფელი ჭაბუკთაჲ, პატიოსან\მყოფელი
Line of ed.: 24    
მოხუცებულთაჲ, რამეთუ უპატიოსნეს არიან მჴცენი, მარხვითა
Line of ed.: 25    
შემკობილნი, დედათათჳს სამკაული არს კეთილი, ჭაბუკთა ახოვანთა აღჳრი,
Line of ed.: 26    
მეუღლეთა მფარველი, ქალწულებისა მზარდული. ესევითარნი არიან თითოეულსა
Line of ed.: 27    
ზედა კეთილნი მისნი, ხოლო ყოველთა ზედა ზოგად კუალად იხილე
Line of ed.: 28    
ვითარ მოქალაქობს ჩუენ შორის? ვითარ მეყსა შინა ყოველსავე ქალაქსა
Line of ed.: 29    
და ყოველსავე ერსა გარდააქცევს წესიერებად? დაამდოვრებს ჴმამაღლობა\სა,
Line of ed.: 30    
განიოტებს შფოთსა, დაადუმებს ძჳრისზრახვასა, რომლისა მასწავლელისა
Line of ed.: 31    
მოსლვამან ესრეთ მეყსა შინა დააწყნარის ამბოხებაჲ ყრმათაჲ, ვითარიგი
Line of ed.: 32    
მარხვაჲ აღმო-რაჲ-ბრწყინდის, ყოველივე შფოთი ქალაქისაჲ დაადუმის?
Line of ed.: 33    
რომელი მომღერალი მარხვასა შორის გამოვიდა? რომელი კრებული არაწმიდებისაჲ
Line of ed.: 34    
შეკრბა მარხვისაგან? მცბიერნი სიცილნი და გალობანი სიძვისანი
Line of ed.: 35    
და მღერანი ბორგილებისანი მეყსა შინა ქალაქისაგან წარიდევნიან, ვითარცა
Line of ed.: 36    
მსაჯულისა ვისმე მიერ მძჳნვარისა, ესრეთ წარიოტნიან მარხვისაგან. უკუეთუმცა
Page of ed.: 16   Line of ed.: 1    
კულა ყოველნი საქმეთა მათთა განმზრახად მოიპოებდეს მას, არამცა
Line of ed.: 2    
დამაყენებელ იყო ყოველსავე სოფელსა ჴშირისა მშჳდობისა ყოფად, არცამცა
Line of ed.: 3    
ნათესავნი აღდგებოდეს ერთიერთსა ზედა, არცამცა მჴვდრობანი ურთიერთას
Line of ed.: 4    
იბრძოდეს, არცამცა იჭედებოდეს საჭურველნი. უკუეთუმცა მარხვაჲ მტკიცე
Line of ed.: 5    
იყო ჩუენ შორის, არცამცა სამშჯავრონი შეკრბებოდეს, არცამცა ვინ მკჳდრ
Line of ed.: 6    
იყვნეს საპყრობილეთა შინა, არცამცა იყოფოღეს ყოლადვე უდაბნოთა შინა
Line of ed.: 7    
ძჳრისმოქმედნი, ანუ ქალაქთა შინა ცილისმწამებელნი, ანუ ზღუათა შინა
Line of ed.: 8    
დამთქმელნი.

Line of ed.: 9       
უკუეთუმცა ყოვვლნი მოწაფენი იყვნეს მარხვისანი, არამცა ისმა ყოლადვე,
Line of ed.: 10    
ვითარცა იობ იტყჳს, ჴმაჲ ხარკის მომჴდელისაჲ. უკუეთუმცა მარხვამან
Line of ed.: 11    
ცხორებაჲ ჩუენი გჳრგჳნოსან ყო, არამცა იყო იგი ესრეთ მრავლითა მწუხარებითა
Line of ed.: 12    
და სულთქუმითა სავსე, რამეთუ მანმცა გუასწავა არა ჭამადთაგან
Line of ed.: 13    
ოდენ მარხვაჲ, არამედ ყოვლისაგანვე ვეცხლისმოყუარებისა და ანგაჰრებისა
Line of ed.: 14    
და ყოვლისავე უკეთურებისაგან სივლტოლაჲ და უცხოყოფაჲ. და ვინაჲთგანმცა
Line of ed.: 15    
ესევითარნი ესე საქმენი აღგუჴდეს ჩუენ, არღარაჲმცა იყო დამაყენებელ
Line of ed.: 16    
მშჳდობით და უშფოთველობით წარვლაჲ ცხორებისა ჩუენისაჲ.

Paragraph: 6  
Line of ed.: 17       
6. ხოლო აწ, რომელნი-იგი მარხვასა განაგდებენ და შუებასა, ვითარცა
Line of ed.: 18    
ნეტარებასა, სდევენ, იგინი შემოიღებენ მრავალსა მას სიმრავლესა ბოროტთასა
Line of ed.: 19    
და თჳსთაცა ჴორცთა განიხრწნიან.

Line of ed.: 20       
გულისჴმა-ყავ განყოფილებაჲ იგი პირთაჲ, ვითარ-იგი გიჩნდენ ღღეს,
Line of ed.: 21    
მიმწუხრ, და კუალად ხვალე: დღეს პირნი განსივებულნი, განწითვებულნი
Line of ed.: 22    
ოფლითა შესოლვებულნი, თუალნი ნოტიანი, კადნიერნი, რომელთა კეთილად
Line of ed.: 23    
ხედვად შინაგანისა მის ნისლისაგან ვერ ძალ-უცნ; ხოლო ხვალე - დაწყნარებულნი,
Line of ed.: 24    
პატიოსანნი, გუნებითითა მით ფერითა განშუენებულნი, წესიერებითა
Line of ed.: 25    
სავსენი და ყოვლითავე სიბრძნითა, რაჟამს-იგი ერთიცა მიზეზი შინაგან ბუნებითსა
Line of ed.: 26    
მას ძალსა არა დააბნელებდეს.

Line of ed.: 27       
მარხვაჲ - ანგელოზთა მსგავსებაჲ, მართალთა თანამკჳდრი, ცხორებისა
Line of ed.: 28    
კაცთაჲსა პატიოსანმყოფელი. ამან რჩულისმდებელ ყო მოსე, მარხვისა ნაყოფი
Line of ed.: 29    
არს სამოელ, მარხვით ილოცა ღმრთისა მიმართ ანა და თქუა: "ადონაი
Line of ed.: 30    
უფალო, ელოი, საბაოთ, უკუეთუ მოხედვით მომხედო მჴევალსა ზედა შენსა
Line of ed.: 31    
და მომცე მე შვილი, მივსცე იგი წინაშე შენსა ძღუნად, ღჳნოჲ და თაფლუჭი
Line of ed.: 32    
არა სუას ვიდრე დღედმდე სიკუდილისა მისისა". ამან დიდი სამფსონ
Line of ed.: 33    
აღზარდა და ვიდრემდის იყო მის თანა, ათასეულნი მბრძოლთანი დაეცემოდეს
Line of ed.: 34    
მის მიერ და ბჭენი ქალაქთანი აღმოიფხურებოდეს მის მიერ და ლომნი
Line of ed.: 35    
ძალსა ჴელთა მისთასა ვერ თავს-იდებდეს. ხოლო რაჟამს სიმთრვალჱ და
Line of ed.: 36    
სიძვაჲ ეუფლნეს მას, მიერითგან ტყუე იქმნა მტერთაჲ და თუალთა თჳსთაგან
Page of ed.: 17   Line of ed.: 1    
გამოეჴუა და იქმნა სამღერელ ყრმათა მიერ უცხოთესლთაჲსა. ელია მარხვი\თა
Line of ed.: 2    
დაჰჴშნა ცანი სამ წელ და ექუს თუე. რამეთუ იხილა რაჲ, ვითარმედ
Line of ed.: 3    
სიმაძღრისაგან ფრიადი გინებაჲ იშვებოდა, ჯეროვნაღ მოაწია მათ ზედა უნებლიაჲთ
Line of ed.: 4    
სიყმილისაგან მარხვაჲ, რომლისა მიერ უზომოდ განფენაჲ იგი ცოდვისა
Line of ed.: 5    
მათისაჲ დააყენა, ვითარცა წამლითა ძლიერითა - მარხვითა უზომოებაჲ
Line of ed.: 6    
იგი გოროტისაჲ განკუეთა.

Paragraph: 7  
Line of ed.: 7       
7. შეიწყნარეთ ესე, გლახაკნო, თანამკჳდრი და მეპურისტჱ თქუენი; მონანო,
Line of ed.: 8    
- განმსუენებელი ესე თქუენი მრავალთა მათ მსახურებისა ჭირთაგან;
Line of ed.: 9    
მდიდარნო, - მკურნალი ესე თქუენი სიმაძღრისა ვნებათაგან და რომელიიგი
Line of ed.: 10    
უსაწადელეს ჰყოფს თქუენდა ჭამადთა მათ სიმაძღრისაგან შეურაცხყოფილთა;
Line of ed.: 11    
უძლურნო, - სიმრთელისა დედაჲ ესე; მრთელნო, -- სიმრთელისა
Line of ed.: 12    
თქუენისა მცველი ესე. ჰკითხე მკურნალთა და გითხრან, ვითარმედ ყოვლისა
Line of ed.: 13    
უძჳრეს არს ნაყროვანებაჲ. ამისთჳს მარხვისა მიერ გამოცდილნი იგი ფრიადსა
Line of ed.: 14    
მას სიზრქესა ჴორცთისა მოაკლებენ, რაჲთა არა მოუძლურდეს ძალი იგი
Line of ed.: 15    
ბუნებითი უზომოჲთა მით სიზრქითა. რამეთუ განზრახვით ნაკლულევანებისა
Line of ed.: 16    
მიერ ღაჰჴხსნიან უზომოებასა და სიზრქესა და სისუბუქესა მოატყუებენ.
Line of ed.: 17    
ესრეთ ყოველსა საქმესა შინა მისმიერი იგი სარგებელი იპოების და ყოველთავე
Line of ed.: 18    
ზედა მივალს: სახლთა, უბანთა, ღამეთა, დღეთა, უდაბნოთა და ქალაქთა.

Line of ed.: 19       
აწ უკუე ესევითართა მათ კეთილთა წინამძღუარი ბრწყინვალედ შევიწყნაროთ
Line of ed.: 20    
სიყჳსა მისებრ უფლისა, მჭმუნვარებით, ვითარცა ორგულნი,
Line of ed.: 21    
არამედ მხიარულებასა მას სულისასა გამოვაჩინებდეთ?. ხოლო, მე ვჰგო\ნებ,
Line of ed.: 22    
ვითარმედ არა ესეზომი ჭირი მიჴმს ვედრებად ხვალინდელისა მარხვისათჳს,
Line of ed.: 23    
ვითარ-იგირაჲთა დღეს არავინ შთავარდეს ბოროტთა მათ შინა მთრვალობისათა. რამეთუ
Line of ed.: 24    
მარხვასა ჩუეულებისათჳსცა და ურთიერთას ბაძვითა მრავალნი
Line of ed.: 25    
თავს-იდებენ, ხოლო მე მეშინის მთრვალობისაგან, რომელი-იგი ვითარცა
Line of ed.: 26    
მამუი სამკჳდრებელი, აქუს გემოჲსმოყუარეთა. რამეთუ ვითარმცა ვიეთნიმე
Line of ed.: 27    
შორსა გზასა წარვიდოდეს, ესრეთ ვიეთნიმე უგულისჴმონი დღეს წმიდათა
Line of ed.: 28    
ამათ დღეთათჳს მარხვისათა მომავალთა სუმენ ღჳნოსა.

Line of ed.: 29       
ვინ არს ესრეთ უგულისჴმოჲ, რომელი უწინარეს სუმისა მსგავსად მთრვალთამცა
Line of ed.: 30    
უცნობელ იყო? არა უწყი-ა, რამეთუ მუცელი ნამარხევსა არა
Line of ed.: 31    
ჰმარხავს? მუცელი მცველი არს მიუნდობელი, საუნჯე დაუმარხავი, რომელ\სა
Line of ed.: 32    
შინა, რაჟამს ფრიადი შევიდის, მისმიერი იგი ვნებაჲ დაიმჭირის და შთასრული
Line of ed.: 33    
იგი მას შინა არა დაჰმარხის.

Line of ed.: 34       
იხილე, ნუუკუე შენცა ხვალე მოხჳდე მთრვალობისაგან. და გესმას საკითხავი
Line of ed.: 35    
იგი, ვითარმედ: "არა ესევითარი მარხვაჲ გამოვირჩიე", თქუა უფალმან.
Line of ed.: 36    
რად შეჰრევ შეურევნელთა მათ საქმეთა? რაჲ თჳსებაჲ არს მარხვისაჲ
Line of ed.: 37    
მთრვალობასა თანა? რაჲ ზიარებაჲ არს მეღჳნობისაჲ სიწმიდესა თანა? რაჲ
Line of ed.: 38    
შეერთებაჲ ტაძრისა ღმრთისაჲ კერპთა თანა? რამეთუ ტაძარ ღმრთისა
Page of ed.: 18   Line of ed.: 1    
იგინი არიან, რომელთა თანა სული ღმრთისაჲ ღამკჳდრებულ არს, ხოლო
Line of ed.: 2    
ტაძარ კერპთა იგინი არიან, რომელნი მთრვალობისა მიერ სიბილწესა მას
Line of ed.: 3    
შეგინებისასა შეიწყნარებენ. დღესისა ესე დღჱ კარი არს მარხვათაჲ,
Line of ed.: 4    
ხოლო რომელი წინაშე კართა შეიგინოს, იგი არასადა ღირს არს შესლვად
Line of ed.: 5    
წმიდასა შინა წმიდათასა. ვინმცა იყო მონაჲ იგი, რომელსა ენება უფლისა
Line of ed.: 6    
თჳსისა განრისხებულისა დამშჳდებაჲ და მანმცა მტერი თჳსი მეხუაიშნედ
Line of ed.: 7    
აღიდგინა? მთრვალობაჲ მტერობაჲ არს ღმრთისაჲ, ხოლო მარხვაჲ დასაბამი
Line of ed.: 8    
არს სინანულისაჲ. აწ უკუეთუ გნებავს აღსარებისა მიერ მისლვაჲ ღმრთისა,
Line of ed.: 9    
ევლტოდე მთრვალობასა, რაჲთა არა უძჳრესი სატანჯველი მოიწიოს შენ
Line of ed.: 10    
ზედა.

Line of ed.: 11       
გარნა განყენებაჲცა ოდენ ჭამადთაგან არა კმა არს თჳსაგან, რაჲთამცა
Line of ed.: 12    
ეწოდა მარხვაჲ. არამედ ვიმარხოთ მარხვაჲ კეთილი, სათნოჲ ღმრთისაჲ. ჭეშმარიტი
Line of ed.: 13    
მარხვაჲ ყოველთაგან ბოროტთა უცხოყოფაჲ არს: მარხვაჲ ენისაჲ,
Line of ed.: 14    
დამჭირვაჲ გულისწყრომისაჲ, განშორებაჲ გულისთქუმათაჲ, ძჳრისმეტყუელებისაჲ,
Line of ed.: 15    
ტყუილისაჲ, ცილად ფიცისაჲ. ამათ ყოველთაგან განშორებაჲ არს მარხვაჲ
Line of ed.: 16    
ჭეშმარიტი და სათნოჲ, ესევითარი მარხვაჲ არს კვთილ.

Line of ed.: 17       
ხოლო ჩუენ ვიშუებდეთ უფლისა მიმართ წურთითა საღმრთოთა სიტყუათა
Line of ed.: 18    
სულისათა და მოგებითა საქმეთა მათ ცხორებისათა და ყოვლითავე სწავლითა
Line of ed.: 19    
სარგებელისაჲთა. ხოლო სულიერისა მის ნაკლულევანებისაგან თავნი ჩუენნ

Line of ed.: 20       
დავიცვნეთ, რომლისათჳს იტყჳ წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: "არა მოაყმნეს
Line of ed.: 21    
უფალმან სულნი მართალთანი" და კუალად იტყჳს, ვითარმედ: "არა
Line of ed.: 22    
ვიხილე მართალი დაგდებული, არცა თესლი მისი მთხოველ პურისა". რამეთუ
Line of ed.: 23    
ამას არა ხილულისა პურისათჳს იტყოდა, რომელმან-იგი უწყოდა, ვითარმედ
Line of ed.: 24    
ძენი მამათმთავრისა იაკობისნი პურისათჳს შთავიდეს ეგჳპტედ, არამედ
Line of ed.: 25    
სულიერისა საზრდელისათჳს იტყოდა, რომლისა მიერ შინაგანი კაცი ჩუენი
Line of ed.: 26    
სრულ იქმნების.

Line of ed.: 27       
ნუმცა უკუე მოსრულ არს ჩუენ ზედა სიყრმილი იგი. რომელი ჰურიათათჳს
Line of ed.: 28    
თქუმულ არს: "რამეთუ აჰა ესერა დღენი მოვლენან, იტყჳს უფალი, და მოვაწიო
Line of ed.: 29    
ქუეყანასა ამას ზედა სიყმილი, არა სიყმილი პურისაჲ, არცა წყურილი
Line of ed.: 30    
წყლისაჲ, არამედ სიყმილი სმენად სიტყჳსა უფლისაჲ", რომელი-იგი ამისთჳს
Line of ed.: 31    
მოაწია მართალმან მან მსაჯულმან, რამეთუ ხედვიდა გონებასა მათსა საზრდელითა
Line of ed.: 32    
მით ჭეშმარიტებისა სწავლათაჲთა მოყმობილი და გარეგანი კაცი
Line of ed.: 33    
განპოხებული.

Line of ed.: 34       
ხოლო ჩუენ ყოველთავე შემდგომთა ამათ დღეთა გამოგუზარდნეს სულმან
Line of ed.: 35    
წმიდამან განთიადისა და მიმწუხრისა ტაბლითა და ნუმცა ვინ გამოჴუებულ არს
Line of ed.: 36    
ნეფსით სულიერისა მის ტაბლისაგან, არამედ ყოველსავე ვსუათ
Page of ed.: 19   Line of ed.: 1    
ბარძიმისა მისგან წმიდისა, რომელი-იგი სიბრძნემან გჳწდია და წინაშე დაგჳდვა
Line of ed.: 2    
სწორად ყოველთავე, რაჲზომცა ძალ-ედვას თითოეულსა მიღებად და
Line of ed.: 3    
სუმად, რამეთუ "წდია თჳსი იგი ბარძიმი და დაკლნა თჳსნი იგი მსხუერპლნი.
Line of ed.: 4    
ესე არს სრულთა მათ საზრდელი, რომელთა საცნობელნი გამოცდილ
Line of ed.: 5    
არიან განყოფად კეთილისა და ბოროტისა, რომლისა-იგი ღირსმცა ვართ
Line of ed.: 6    
მდიდრად მიღებად და ღირს ყოფად სიხარულსა მას სასძლოჲსა ზეცისასა
Line of ed.: 7    
ქრისტეს იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცჱ
Line of ed.: 8    
თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე,
Line of ed.: 9    
ამენ.



Next part



This text is part of the TITUS edition of Basilius Magnus, Homiliae.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 5.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.