TITUS
Basilius Magnus, Homiliae
Part No. 3
Previous part

Homily: 3  
Line of ed.: 10  თქუმული ნეტარისა მამისა ჩუენისა ბასილისი სიტყჳსა მისთჳს
Line of ed.: 11 
მოსე წინაჲსწარმეტყუელისა, რომელსა იტყჳს, ვითარმედ:
Line of ed.: 12 
"ეკრძალე თავსა შენსა".


Paragraph: 1  
Line of ed.: 13       1. ძალი სიტყჳსა ჴმარებისაჲ მოგუცა ჩუენ დამბადებელმან ჩუენმან ღმერთმან,
Line of ed.: 14    
რაჲთა ზრახვათა გულისათა ურთიერთას გამოუცხადებდეთ და ზიარობისათჳს
Line of ed.: 15    
გონებისა ჩუენისა თითოეული საუნჯეთაგან გულისათა გამოვიღებდეთ
Line of ed.: 16    
და მოყუასსა გამოუცხადებდეთ განზრახვასა უმჯობესისასა. რამეთუ
Line of ed.: 17    
უკუეთუმცა სულნი ჩუენნი ხილულ იყვნეს და შიშუელდა ცხად, ყოველნივემცა
Line of ed.: 18    
ზრახვანი გულთა ჩუენთანი ურთიერთას ცხად იყვნეს. ვინაჲთგან უკუე
Line of ed.: 19    
სული ჩუენი სართულსა ამას შინა ჴორცთასა დაფარულ არს, ამისთჳს საჴმარ
Line of ed.: 20    
არიან სიტყუანი და ზრახვანი გამოსაცხადებელად სიღრმეთა მათ შინა სულისათა
Line of ed.: 21    
დაფარულთა ზრახვათა. ხოლო რაჟამს პოის გულისზრახვამან ჩუენმან
Line of ed.: 22    
ჴმაჲ სიტყჳსაჲ, მეჴსეულად, ვითარცა ნავითა. შორის მდებარე იგი ჰაერი
Line of ed.: 23    
წიაღ-ვლის და მიიწიის მეტყუელისა მისგან მსმენელისა მიმართ და უკუეთუ
Line of ed.: 24    
პოის მუნ დაწყნარებაჲ და მყუდროებაჲ კეთილი, მეჴსელად, ვითარცა ნავთსაყუდელთა
Line of ed.: 25    
უღელვოთა, სასმენელთა მათ მსმენელთასა ყოვლთურთ შევიდის,
Line of ed.: 26    
უკუეთუ კულა მსმენელთა მათგან ამბოხებაჲ რაჲმე, ვითარც ღელვაჲ
Line of ed.: 27    
სასტიკი, წინა-აღუდგის, მაშინ შორის ჰაერთა მათ განილიის და დაინთქის.
Line of ed.: 28    
ეცით უკუე დაწყნარებაჲ სიტყუასა ამას დუმილისა მიერ-" ნუუკუე და იპოოს
Line of ed.: 29    
მის თანა სარგებელისა საჴმარი რაჲმე

Line of ed.: 30       
რამეთუ ჭეშმარიტებისა სიტყუაჲ ძნიად შესაპყრობელ არს და უკუეთუ
Line of ed.: 31    
ვინმე არა კეთილად დაიმჭირის იგი, ადრე განერის და ივლტინ, რამეთუ ესრეთ
Line of ed.: 32    
განუგიეს სულსა წმიდასა, რაჲთა იწრო იყოს იგი და მცირე და რაჲთა
Line of ed.: 33    
მცირეთა შინა სიტყუათა ძალსა დიდსა მოასწავებდეს და კუალად სიმოკლისათჳს
Line of ed.: 34    
მისისა ადვილ იყოს მოსაჴსენებელად. ხოლო ბუნებით სათნოებაჲ
Page of ed.: 20   Line of ed.: 1    
სიტყჳსაჲ ესე არს, რაჲთა არცა სიბნელითა და გამოუცხადებლობითა მისითა
Line of ed.: 2    
დაიფარვოდის ძალი მისი და არცა კუალად მეტის მეტყუელ იყოს და ცუდად
Line of ed.: 3    
და ამაოდ საქმეთა ზედა დიოდის, არამედ ორკერძოვე ჯეროვნად და შუენიერად
Line of ed.: 4    
იყოს, ვითარ-ესე არს, რომელ აწ წიგნთაგან მოსე წინაჲსწარმეტყუელი\სათა
Line of ed.: 5    
სათა აღმოვიკითხეთ, რომელი-იგი გაჴსოდისცა სწავლის მოყუარეთა მაგათ
Line of ed.: 6    
გარნა თუ სიმცირისათჳს მისისა თანაწარსრულ იყოს სასმენელთა თქუენთა.
Line of ed.: 7    
ხოლო არს სიტყუაჲ იგი ესრეთ: "ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე იქმნას
Line of ed.: 8    
სიტყუაჲ ფარული გულსა შინა შენსა ურჩულოებისაჲ". რამეთუ ჩუენ
Line of ed.: 9    
გონებითისა ცოდვისა მიმართ ადვილად წარვიტაცებით, ამისთჳსცა, რომელმან-იგი
Line of ed.: 10    
დაჰბადნა მხოლომან გულნი ჩუენნი, უწყოდა, ვითარმედ უმეტესნი
Line of ed.: 11    
ცოდვანი გონებითა აღესრულებიან, ამისთჳს პირველად გონებისა განწმედაჲ
Line of ed.: 12    
გუამცნო ჩუენ. რამეთუ რომლითა-იგი ადრე ვცოდავთ, და მეყსა შინა მისთჳს
Line of ed.: 13    
უმეტესი მოსწრაფებაჲ გუამცნო და კრძალულებაჲ უფროჲსი. რამეთუ
Line of ed.: 14    
ვითარცა უძლურთა მათ გუამითა ჴელოანნი იგი მკურნალნი პირველითგანვე
Line of ed.: 15    
განაკრძალებენ, ეგრეთვე მკურნალმან მან სულთამან იხილა ჩუენი ესე უძლურებაჲ
Line of ed.: 16    
და ცთდვისა მიმართ გონებითისა სიმალე და ამისთჳს ძლიერითა
Line of ed.: 17    
სწავლითა განგუაკრძალებს, რამეთუ ჴორციელთა საქმეთა ჟამიცა უჴმს და
Line of ed.: 18    
სიმარჯუჱ, შრომაჲ და შემწენი და სხუანი ღონენი, და გონებისა აღძრვანი
Line of ed.: 19    
უჟამოდ იქმნებიან და უშრომელად აღესრულებიან, ყოველსავე ჟამსა სწორად
Line of ed.: 20    
იქმნებიან. ამისთჳსცა მრავალგზის არნ ვინმე ზუავთაგანი და ამპარტავანთაჲ
Line of ed.: 21    
რომელსა გარეგან სახჱ სიწმიდისაჲ აქუნ და მრავალგზის, ზინ რაჲ მათ შორის,
Line of ed.: 22    
რომელნი-იგი სათნოებისა მისისათჳს ჰნატროდიან მას, მეჴსეულად წარვიდის
Line of ed.: 23    
გონებითა ადგილსა მას ცოდვისასა უხილავითა მით აღძრვითა გულისაჲთა
Line of ed.: 24    
და იხილნის უცნებითა გონებისაჲაა საქმენი იგი. გამოისახის უბნო\ბაჲ
Line of ed.: 25    
რაჲმე უშუერი და ყოვლითურთ უხილავსა მას ადგილსა სულისასა
Line of ed.: 26    
გამოსახის საქმჱ იგი და აღასრულის ცოდვაჲ იგი ყოველთაგანვე უცნაურად
Line of ed.: 27    
და უწამებელად, ვიდრემდის მოვიდეს განმანათლებელი იგი დაფარულთა
Line of ed.: 28    
ბნელისათა და გამომაჩინებელი ზრახვათა გულისათაჲ

Line of ed.: 29       
ეკრძალე უკუე, რაჲთა არა იქმნას გულსა შინა შენსა სიტყუაჲ ფარული
Line of ed.: 30    
ურჩულოებისაჲ, რამეთუ რომელმან მიხედნეს დედაკაცსა გულისთქუმით,
Line of ed.: 31    
მან იმრუშა. რამეთუ ჴორციელნი საქმენი მრავალთა მიერ დაიხრწევიან,
Line of ed.: 32    
ხოლო რომელი გონებით ცოდვიდეს, ეგევითარი იგი სიმალესა მას თანა
Line of ed.: 33    
გულისსიტყუათასა აღასრულებს ცოდვასაცა. და ამისთჳს, სადა-იგი ადრე
Line of ed.: 34    
აღესრულების ცოდვაჲ მისი, მოსწრაფებით გჳჴმს განკრძალვაჲ, რამეთუ
Line of ed.: 35    
იტყჳს, ვითარმედ: "ნუუკუე იქმნას სიტყუაჲ გულსა შენსა შინა ფარული ურჩულოებისაჲ".
Line of ed.: 36    
არამედ დაწყებაჲცა მის სიტყჳსაჲ ვიხილოთ.
Page of ed.: 21  

Paragraph: 2  
Line of ed.: 1       
2. "ეკრძალეო თავსა შენსა", - ყოველთავე დაბადებულთა დამბადებელისა
Line of ed.: 2    
ღმრთისაგან აქუს ბუნებით კრძალვაჲ თავისა თჳსისაჲ და უკუეთუ გულისჴმა-ჰყო
Line of ed.: 3    
კეთილად, ჰპოვნე მრავალნი პირუტყუთაგანნი, ვითარმედ უსწავლელად
Line of ed.: 4    
აქუს ყოვლისავე მავნებელისა სიძულილი და კუალად ძალითა
Line of ed.: 5    
მით ბუნებითითა გულისჴმა-ჰყოფენ საქმეთა მათ მარგებელთა მათთა და მათ
Line of ed.: 6    
ეძიებენ. ამისთჳს ჩუენცა ღმერთმან მოგუცა დიდი ესე მცნებაჲ, რაჲთა რო\მელი-იგი
Line of ed.: 7    
მათ ბუნებით აქუს, ჩუენ შეწევნითა მით სიტყჳსათჲა გუაქუნდეს,
Line of ed.: 8    
და რომელი-იგი პირუტყუთა უცნობელად აქუს ბუნებისა მიერ, იგი ჩუენ
Line of ed.: 9    
მოვიგოთ განკრძალვითა და გულისჴმისყოფითა გულისსიტყუათაჲთა. და
Line of ed.: 10    
ვიყვნეთ ჩუენ მმარხველ ნიჭთა მათ, დმრთისა მიერ მოცემულთა, ესე იგი არს,
Line of ed.: 11    
რაჲთა ვივლტოდით ცოდვისაგან, ვითარცა-იგი პირუტყუნი ივლტიან წამლიანთა
Line of ed.: 12    
მათ და სასიკუდინეთა ჭამადთაგან და რაჲთა ვსდევდეთ სიმართლესა,
Line of ed.: 13    
ვითარცა იგინი საძოარსა კეთილსა ეძიებენ.

Line of ed.: 14       
ეკრძალე უკუე თავსა შენსა, რაჲთა შემძლებელ იყო განყოფად კეთილსა
Line of ed.: 15    
ბოროტისაგან და სავნებელსა სარგებელისაგან. ხოლო ვინაჲთგან ორი
Line of ed.: 16    
სახჱ არს კრძალვისაჲ: ერთი იგი არს ჴორციელითა თუალითა ხედვაჲ ხილულთა
Line of ed.: 17    
საქმეთაჲ და მეორედ, რაჲთა გონიერითა მით თუალითა სულისაჲთა ხედვიდეს
Line of ed.: 18    
ყოველსავე და განეკრძალებოდის, აწ უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ
Line of ed.: 19    
ხილულთა ამათ თუალთათჳს თქუა სიტყუაჲ იგი წინაჲსწარმეტყუელმან, მეყსეულად
Line of ed.: 20    
ვპოოთ შეუძლებლობაჲ მისი, რამეთუ ვითარ ვინ იხილოს თუალითა
Line of ed.: 21    
თჳსითა თავი თჳსი ყოვლითურთ? რამეთუ თუალი ვერცა თუ თავსა თჳსსა
Line of ed.: 22    
იხილავს, ვერცა თხემად მიიწევის, ვერცა ზურგსა განიცდის, ვვრცა პირსა,
Line of ed.: 23    
ვერცა შინაგანთა მათ ნივთთა. ბორტ არს უკუე თქუმად, ვითარმედ შეუძლებელ
Line of ed.: 24    
არიან მცნებანი სულისა წმიდისანი, არამედ მცნებაჲ ესე სულიერთა
Line of ed.: 25    
მათთჳს თუალთა გონებისათა იტყჳს

Line of ed.: 26       
"ეკრძალე თავსა შენსა, ესე იგი არს, ვითარმედ ყოვლით კერძო ფრთხილ
Line of ed.: 27    
იყავ და დაუძინებელად გაქუნდინ თუალი იგი სულისაჲ კრძალვად თავისა
Line of ed.: 28    
თჳსისა, რამეთუ შორის საფრჴეთა ხუალ შენ და ფარულნი მახენი დარწყმულ
Line of ed.: 29    
არიან მტერისა მიერ ყოვლით კერძო. ამისთჳს ყოვლითურთ ფრთხილ
Line of ed.: 30    
იყავ, რაჲთა განერე, ვითარცა ქურციკი საფრჴისაგან და ვითარცა სირი მახისა.
Line of ed.: 31    
რამეთუ ქურციკი, რაჟამს ფრთხილ იყოს და ეკრძალებოდის, შეუპყრობელად
Line of ed.: 32    
დარჩების სიმახჳლისათჳს თუალთა მისთაჲსა, ამისთჳს მალემხედველ
Line of ed.: 33    
ეწოდების მას და ეგრეთვე სირი, რაჟამს ეკრძალებოდის ფრთითა
Line of ed.: 34    
თჳსითა, უზეშთაეს მახისა მის იქმნების.

Line of ed.: 35       
ამისთჳს იხილე, ნუუკუე, იპოო შენ პირუტყუთაცა უუგუნურეს და
Line of ed.: 36    
უუდბეს კრძალვისათჳს თავისა თჳსისა. ნუსადა შეჰვარდე საფრჴეთა მათ და
Line of ed.: 37    
მოინადირო ეშმაკისა მიერ შეპყრობილი ნებასა შინა მისსა.

Paragraph: 3  
Line of ed.: 38       
3. "ეკრძალე უკუე თავსა შენსა" ესე იგი არს, ვითარმედ თავსა ოდენ
Line of ed.: 39    
თჳსსა ეკრძალე და ნუ გარეგანთა მათ საქმეთა. რამეთუ თავად ჩუენად
Page of ed.: 22   Line of ed.: 1    
ითქუმის სული და გონებაჲ, რომლითაცა ხატად ღმრთისა დაბადებულ ვართ.
Line of ed.: 2    
ხოლო ჩუენნი არიან ჴორცნი და საცნობელნი ესე ჴორციელნი, ხოლო გარეგანნი
Line of ed.: 3    
საქმენი არიან საჴმარნი და სოფლისა ესე ჴელოვნებანი და სხუანი იგი
Line of ed.: 4    
საქმენი ამის ცხორებისანი. აწ უკუე სიტყუაჲ ესე ამას იტყჳს, ვითარმედ:
Line of ed.: 5    
ნუ ხოლო, ჴორცთა ეკრძალები, ნუცა განსუენებასა მათსა ეძიებ, სიმრთელესა
Line of ed.: 6    
და შუენიერებასა და გულისთქუმათა აღსრულებასა, ნუცა კუალად საჴმართა
Line of ed.: 7    
და დიდებასა და ძლიერებასა ზედა გიკჳრს, ნუცა სხუაჲ რაჲ წარმავალისა ამის
Line of ed.: 8    
სოფლისა საქმეთაგანი დიდად შეგირაცხია და მისითა მით ძიებითა ჭეშმარიტსა
Line of ed.: 9    
მას ცხორებასა შენსა უდებ ჰყოფ. არამედ ეკრძალე თავსა შენსა, რო\მელ
Line of ed.: 10    
არს სული შენი, და იგი შეამკვე და მას იღუწიდი, რაჲთა ყოველივე უკეთურებისა
Line of ed.: 11    
მიერ მის ზედა მოწევნული ბიწი განიბანო კრძალულებითა და
Line of ed.: 12    
ყოველივე ბაყლი ცოდვათაჲ განიწმიდო და ყოვლითავე სიკეთითა სათნოებათაჲთა
Line of ed.: 13    
შეამკო და განაბრწყინვო იგი.

Line of ed.: 14       
გამოიძიე თავი შენი, თუ ვინ ხარ, გულისჴმა-ყავ თჳსი იგი ბუნებაჲ, რამეთუ
Line of ed.: 15    
მოკუდავ არიან ჴორცნი შენნი, ხოლო სული უკუდავ, და რამეთუ
Line of ed.: 16    
ორკერძო არს ცხორებაჲ ჩუენიი: ერთი ესე ჴორცთაჲ, ადრე წარმავალი, და
Line of ed.: 17    
მეორჱ იგი სულისაჲ, რომელი გარეშემოუწერელ არს და დაუსრულებელ.

Line of ed.: 18       
ეკრძალე უკუე თავსა შენსა , ნუ წარმავალთა ამათ, ვითარცა წარუვალთა,
Line of ed.: 19    
შინა დარჩები, ნუცა წარუვალთა, მათ, ვითარცა წარმავალთა,
Line of ed.: 20    
უგულებელს-ჰყოფ შეირაცხ-ყვენ ჴორცნი შენნი, რამეთუ მოკუდავ არიან და
Line of ed.: 21    
წარვლენ. იღუწიდი სულსა, საქმესა მას უკუდავსა. განაგე ყოვლითავე განკრძალვითა
Line of ed.: 22    
თავი შენი, რაჲთა უწყოდი თითოეულისა ჯეროვნად განყოფაჲ, რაჲთა
Line of ed.: 23    
ჴორცთა მისცემდე საზრდელსა და სამოსელსა, რომელი-იგი უჴმს ბუნებით,
Line of ed.: 24    
ხოლო სულსა სწავლულებაჲ ღმრთის მოშიშებისაჲ, მოქალაქობაჲ მკჳრცხლი,
Line of ed.: 25    
მოღუაწებაჲ სათნოებათაჲ, აღმართებაჲ ვნებათაგან. ნუცა განაპოხებ ჴორცთა,
Line of ed.: 26    
ნუცა ამბოხებასა მას შინა ჴორციელთა საქმეთასა იქცევი, რამეთუ ვინაჲთგან
Line of ed.: 27    
"გული უთქუამს ჴორცთა სულსა ზედა და სულსა ჴორცთა ზედა და ესენი ურთიერთას
Line of ed.: 28    
წინააღმდგომ არიან.

Line of ed.: 29       
იხილე, ნუუკუე შესწიო ჴორცთა და ძალი ფრიადი მისცე უდარესსა მას,
Line of ed.: 30    
რამეთუ ვითარცა მიმოქცევასა მას სასწორთასა უკუეთუ ერთი იგი კერძი დაამძიმო,
Line of ed.: 31    
უეჭუელად მეორესა მას აღასუბუქებ, ეგრეთვე არიან ჴორცნი და სული,
Line of ed.: 32    
რამეთუ ერთისა მის გარდამატებაჲ მეორისა მის ნაკლულევანებასა ჰყოფს. რამეთუ
Line of ed.: 33    
რაჟამს ჴორცნი განისუენებდენ და სიზრქითა დამძიმებულ იყვნენ, მაშინ
Line of ed.: 34    
ძალი გონებისაჲ უძლურ და უსუსურ იქმნების, ხოლო რაჟამს სული იშუებდეს
Line of ed.: 35    
და წურთითა კეთილთა საქმეთაჲთა თჳსისა დიდებისა მიმართ აღმაღლდეს, მაშინ
Line of ed.: 36    
მძლავრობაჲ იგი ჴორცთაჲ დაჭნების.

Paragraph: 4  
Line of ed.: 37       
4. ხოლო ესევე სწავლაჲ უძლურთათჳსცა კეთილ არს და მრთელთათჳსცა
Line of ed.: 38    
სარგებელ, რამეთუ ვითარცა მკურნალნი უძლურთა ამცნებენ კრძალვასა თავისა
Line of ed.: 39    
თჳსისასა და არა უდებყოფაჲ არარაჲსაჲ, რომელიცა განსაკურნებელად
Page of ed.: 23   Line of ed.: 1    
მათდა კეთილ იყოს, ეგრეთვე მკურნალსა მას სულთა ჩუენთასა სიტყუასა
Line of ed.: 2    
ჰნებავს ცოდვისა მიერ მოუძლურებულისა მის სულისა მცირედითა ამითწამლითა
Line of ed.: 3    
განკურნებაჲ.

Line of ed.: 4       
ეკრძალე უკუე თავსა შენსა, რაჲთა შემსგავსებულად ცოდვისა შენისა
Line of ed.: 5    
შეიწყნარო წამალიცა განსაკურნებელი. უკუეთუ დიდ არს და მძიმე ცოდვაჲ
Line of ed.: 6    
შენი, დიდიცა გიჴმს აღსარებაჲ: ცრემლნი მწარენი, მღჳძარებაჲ ძლიერი,
Line of ed.: 7    
მარხვაჲ დაუცადებელი. უკუეთუ კულა სუბუქ არს ცოდვაჲ შენი და მცირე,
Line of ed.: 8    
შეესწორებოდენ მას სინანულიცა ოდენ.

Line of ed.: 9       
ეკრძალე თავსა შენსა, რაჲთა იცნობდე სიმრთელესაცა სულისასა და
Line of ed.: 10    
სნეულებასაცა. რამეთუ მრავალთა ფრიადისა მის უკრძალველობისაგან ჰქონედ
Line of ed.: 11    
დიდნი და უკურნებელნი სენნი და არცა თუ უწყიედ, თუ აქუსცა ყოლადვე
Line of ed.: 12    
სენი. ხოლო სწავლისაგან დიდად სარგებელ ეყოფის მრთელთაცა საქმითა,
Line of ed.: 13    
რამეთუ ესევე სწავლაჲ უძლურთაცა განჰკურნებს და მრთელთაცა სრულჰყოფს.
Line of ed.: 14    
რამეთუ თითოეული ჩუენი მოწაფეთა ამათგან სიტყჳსათა ერთისა რაჲსამე
Line of ed.: 15    
სიქმისა მსახური არს საქმეთა მათგან, რომელნი-იგი სახარებისაგან ჩუენდა ბრძანებულ
Line of ed.: 16    
არიან. რამეთუ "დიდსა მას სახლსა შინა, რომელ არს ესე
Line of ed.: 17    
ეკლესიაჲ, არა ოქროჲსა ოდენ და ვერცხლისა ჭურჭელნი იპოებიან, არამედ
Line of ed.: 18    
ძელისაცა და კეცისანიცა" და ჴელოვნებანიცა მრავალსახენი, რამეთუ არიან
Line of ed.: 19    
"ტაძარსა შინა ღმრთისასა, რომელ არს ეკლესიაჲ ღმრთისა ცხოელისაჲ, "
Line of ed.: 20    
მონადირენი, მოგზაურნი, ხუროთმოძღუარნი, მაშენებელნი, მუშაკნი, მწყემსნი,
Line of ed.: 21    
მოღუაწენი, მჴედარნი. ამათ ყოველთა მოუვალს მცირე ესე სიტყუაჲ, თითოეულსა
Line of ed.: 22    
მოსწრაფებასა საქმესა შინა თჳსსა და სიწმიდესა გონებისასა ასწავლის:

Line of ed.: 23       
უკუეთუ მონადირე ხარ წარვლინებული უფლისა მიერ, რომელმან-იგი
Line of ed.: 24    
თქუა: "აჰა ესერა მე წარვავლენ მრავალთა მონადირეთა, მოინადირნენ იგინი
Line of ed.: 25    
ყოველსავე მთასა ზედა" ეკრძალე კეთილად, ნუუკუე განგერეს შენ ნადირი
Line of ed.: 26    
იგი, რომელსა ეძიებ, რაჲთა შეიპყრნე უკეთურებისაგან განველურებულნი
Line of ed.: 27    
იგი და მიჰგუარნე ცხოველსმყოფელსა მას სიტყუასა ჭეშმარიტებისასა.

Line of ed.: 28       
უკუეთუ მოგზაური ხარ, მსგავსი მისი, რომელი-იგი იტყჳს, ვითარმედ:
Line of ed.: 29    
"სლვანი ჩემნი წარმართენ", ეკრძალე თავსა შენსა, რაჲთა არა გარდაიქცე
Line of ed.: 30    
გზისა მისგან და რაჲთა არა მისდრკე მარჯულ, გინა მარცხლ, გზასა სამეუფოსა
Line of ed.: 31    
ვიდოდე.

Line of ed.: 32       
კუალად ხუროჲთმოძღუარი იგი უცთომელად დასდებდინ საფუძველსა
Line of ed.: 33    
მას სარწმუნოებისასა, რომელ არს იესუ ქრისტე.

Line of ed.: 34       
მაშენებელი იგი ხედევდინ, თუ ვითარ აღაშენებს: ნუ შეშასა, ნუცა თივასა,
Line of ed.: 35    
ნუცა ლერწამსა, არამედ ოქროსა და ვეცხლსა და ქვათა პატიოსანთა
Line of ed.: 36    
აღაგებდინ.
Page of ed.: 24  


Line of ed.: 1       
უკუეთუ მწყემსი ხარ, კუალად ეკრძალე, ნუუკუე რაჲმე უდებ-ჰყო სამწყსოთაგანი.
Line of ed.: 2    
ხოლო ესე იგი არს, რაჲთა შეცთომილი იგი მოაქციო, შემუსრვილსა
Line of ed.: 3    
შეუხჳო, უძლური განჰკურნო.

Line of ed.: 4       
უკუეთუ მუშაკი ხარ, მოუთხარე უნაყოფოსა მას ლეღუსა და დაუსხ,
Line of ed.: 5    
რაჲცა-იგი ექმნების შემწე ნაყოფის გამოღებისა.

Line of ed.: 6       
უკუეთუ მჴედარი ხარ, იღუაწე სახარებისათჳს, აღმჴედრდი კეთილითა
Line of ed.: 7    
მით მჴედრობითა სულთა მათ ზედა უკეთურთა და ვნებათა
Line of ed.: 8    
ზედა ჴორცთასა, აღიღე ყოველივე საჭურველი სულისაჲ, ნუ შევთხზნები
Line of ed.: 9    
საქმეთა სოფლისათა, რაჲთა მჴედართმთავარსა მას სათნო ეყო.

Line of ed.: 10       
უკუეთუ მოღუაწე ხარ, ეკრძალე თავსა შენსა, ნუსადა გარდაჰჴდე რჩულსა
Line of ed.: 11    
მას მოღუაწეთასა, რამეთუ არავინ გჳრგჳნოსან იქმნების, უკუეთუ არა
Line of ed.: 12    
რჩულიერად იღუაწოს. ჰბაძევდი პავლეს, ვითარ-იგი რბიოდა და
Line of ed.: 13    
იღუწიდა და იბრძოდა.

Line of ed.: 14       
და შენცა უკუე, ვითარცა კეთილსა მსრბოლსა, განუცხრომელად გაქუნ\დინ
Line of ed.: 15    
თუალი იგი სულისაჲ, ჰფარევდი საკრძალავთა მათ ასოთა შენთა განყოფასა
Line of ed.: 16    
მას ჴელთასა, თუალნი შენნი წინააღმდგომისა მის მიმართ შენისა იყვნედ
Line of ed.: 17    
სლავასა შინა. წინა მდებარისა მის მიმართ რბიოდე, "ესრეთ
Line of ed.: 18    
რბიოდე, რაჲთა ეწიო". ბრძოლასა შინა უხილავთა მათ მბრძოლთა
Line of ed.: 19    
ებრძოდე. ესრეთ ჰნებავს სიტყუასა მას ცხორებისასა მარადის ყოფაჲ
Line of ed.: 20    
შენი არა უდებებით, არცა ძილით, არამედ რაჲთა ფრთხილად და მღჳძარედ
Line of ed.: 21    
თავსა თჳსსა ეკრძალებოდი.

Paragraph: 5  
Line of ed.: 22       
5. დამაკლებს მე დღჱ ესე მითხრობად სახეთა მათ ქრისტეს სახარებისა
Line of ed.: 23    
შემწეთასა და ძალსა ამის მცნებისასა, ვითარ ყოველთა მიმართ მომზავებელ
Line of ed.: 24    
არს და კეთილ.

Line of ed.: 25       
ეკრძალე თავსა შენსა, ფრთხილ იყავ და გამკითხველ, აწინდელისა მმარ\ხველ
Line of ed.: 26    
და მომავალისა მის წინაჲსწარ მცნობელ. ნუ წარჰჴდი აწინდელსა მას
Line of ed.: 27    
უდებებით და არღა ყოფილთა, ნუუკუე არცა ყოფადთა ესრეთ იგონებ, ვითარმცა
Line of ed.: 28    
ჴელთა გაქუნდა. ანუ, არა ბუნებით აქუს-ა სენი ესე ჭაბუკთა? და სისუბუქითა
Line of ed.: 29    
გონებისაჲთა, რომელსა მოელოდიან, ესრეთ ჰგონებედ, ვითარმცა
Line of ed.: 30    
აქუნდა? რამეთუ რაჟამს ოდეს მყუდროებით იყვნენ და მარტოებით, გამოისახიან
Line of ed.: 31    
უცნებანი არაარსნი და სიადვილითა გონებისა მათისაჲთა ყოველგან
Line of ed.: 32    
იქცეოდიან და იწურთიდიან დიდებულებათა ცხორებისათა: სიბერჱ დიდი,
Line of ed.: 33    
შვილმრავლობაჲ, ყოველთა მიერ პატივი და, ვითარცა-იგი ვერსადა დაადგრიან,
Line of ed.: 34    
მერმე უზეშთაესთა საქმეთა მიმართ ამაღლდებოდიან, ვითარმცა მოიგ\ნიან
Line of ed.: 35    
ტაძარნი დიდნი, სავსენი ყოვლჯითავე საუნჯითა და მოიგიან ქუეყანაჲ
Line of ed.: 36    
რაჲზომიცა ამაოებამან გონებისა მათისამან გამოისახის და მათმიერნი იგი
Page of ed.: 25   Line of ed.: 1    
შემოსავალნი ამაოებისა საუნჯეთა შინა დაიუნჯიან. ამას ყოველსა ზედა შესძინიან
Line of ed.: 2    
საცხოვარნი, მონათა ურიცხუნი სიმრავლენი, მთავრობანი და წინამძღურობანი
Line of ed.: 3    
ერთანი, ბრძოლანი. ძლევანი და მეფობაჲ ამაოებითა გონებისა
Line of ed.: 4    
მათისაჲთა მოიგონიან და ესრეთ იწურთიდიან ამას ყოველსა, ვითარმცაღა
Line of ed.: 5    
ჴელთა აქუნდა. ხოლო ესე საქმე სენი არს მოცალისა და უდბისა სულისაჲ,
Line of ed.: 6    
რაჲთამცა ხედვიდა სიზმართა, მღჳძარე რაჲ იყვნიან ჴორცნი. და ამას ელევითარსა
Line of ed.: 7    
დაჴსნილობასა გონებისასა და ამაოებისა გულისსიტყუათასა განგუაკრძალებს
Line of ed.: 8    
სიტყუაჲ ესე და ვითარცა აღჳრითა დააყენებს დაუდგრომელობასა
Line of ed.: 9    
მას გონებისასა და იტყჳს, ვითარმედ: თავსა შენსა ეკრძალეო და ნუ არაარსთა
Line of ed.: 10    
მათ საქმეთა იწურთი, არამედ რომელთა შინა ხარ, მით კეთილად განაგებდი.

Line of ed.: 11       
და კუალად სხჳსაცა ვნებისა განსაკურნებელად თქუა რჩულისმდებელმან
Line of ed.: 12    
სიტყუაჲ ესე, რამეთუ ვინაჲთგან ჩუენ ყოველნი მოსწრაფე ვართ სხჳსა
Line of ed.: 13    
ცთომათა გამოძევად, ვიდრეღა თავთა თჳსთასა, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ:
Line of ed.: 14    
დასცხერო მეორისა საქმეთა გამოძევად, ნუ მოაცალებ გონებასა შენსა სხჳსა
Line of ed.: 15    
ცოდვათა გამოწულილვად, არამედ თჳსსა თავსა ეკრძალე და თჳსთა საქმეთა
Line of ed.: 16    
ხილვად მოაქციე თუალი სულისა შენისაჲ. რამეთუ მრავალნი, ვითარცა უფალი
Line of ed.: 17    
იტყჳს, წუელსა თუალსა შინა ძმისასა ხედვენ, ხოლო თჳსთ, თუალთა
Line of ed.: 18    
დირესა ვერ განიცდიან. არამედ შენ ნუ დასცხრები თავისა შენისა გამოწულილვად
Line of ed.: 19    
უკუეთუ მცნებათაებრ ძისა ღმრთისათა წარმართებულ არს ცხორებაჲ
Line of ed.: 20    
შენი და ნუ გარეგანთა მათ გამოძიებ, რაჲთამცა ჰპოვ ბიწი ვისიმე
Line of ed.: 21    
მსგავსად ფარისეველისა მის, მძიმისა და ამპარტავანისა, რომელი-იგი დგა და
Line of ed.: 22    
თავსა თჳსსა განამართლებდა და მეზუერესა მას შეურაცხ-ჰყოფდა. არამედ
Line of ed.: 23    
თავისა თჳსისა განკითხვად ნუ დასცხრები და გამოძიებად, ნუუკუე მოგონებით
Line of ed.: 24    
რაჲ სცოდე, ანუ თუ ენისა მიერ დაეცი, ანუ თუ საქმითა ჴელთაჲთა
Line of ed.: 25    
ჰქმენ უჯეროჲ რაჲმე. და უკუეთუ ჰპოვნე შენ შორის მრავალნი ცოდვანი,
Line of ed.: 26    
(რამეთუ ჰპოვნეცა უეჭუელად, რამეთუ კაცი ხარ), მაშინ უკუე იტყოდე სიტყუასა
Line of ed.: 27    
მას მეზუერისასა, ვითარმედ: "ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას"

Line of ed.: 28       
"ეკრძალე თავსა შენსა", რამეთუ ესე სიტყუაჲ, უკუეთუ იყო დიდებასა
Line of ed.: 29    
შინა და შუებასა, მაშინა საჴმარად წარმოგიდგეს, ვითარცა განმზრახი კეთილი
Line of ed.: 30    
და მოგახსენნეს საქმენი იგი კაცობრივნი და კუალად, უკუეაუ განსაც\დელთა
Line of ed.: 31    
შინა იჭირვოდი, მაშინცა ნუგეშინისმცელემელ გულისა შენისა იქმნეს,
Line of ed.: 32    
რაჲთა არცა სიმაღლისა მიერ ამპარტავანებად ბოროტად მიიწიო, არცა კუალად
Line of ed.: 33    
ჭირთა შინა სასოწარკუეთილებისაგან დაჴსნილ იქმნე.

Line of ed.: 34       
უკუეთუ სიმდიდრითა შემკულ ხარ და მშობელთა დიდებულებასა ზედა
Line of ed.: 35    
ჰზუაობ და იხარებ მამულსა ზედა და შუენიერებასა ჴორცთასა და ყოველთა
Line of ed.: 36    
მიერ პატიოსნებასა, იხილე თავი შენი, რამეთუ მოკუდავ ხარ, რამეთუ
Line of ed.: 37    
მიწაჲ ხარ და მიწადვე მიქცევადი. იხილენ იგინი, რომელნი უწინარეს
Page of ed.: 26   Line of ed.: 1    
შენსა ეგევითარსავე დიდებასა შინა იშუებდეს. სადა არიან, რომელთა-იგი
Line of ed.: 2    
ძლიერებანი ქალაქთანი ეპყრნეს? სადა არიან ძნიად საბრძოლელნი იგი ფილაფოზნი?
Line of ed.: 3    
სადა არიან ბრწყინვალენი იგი მჴედარნი, ერისმთავარნი იგი და
Line of ed.: 4    
სპასალარნი და მძლავრნი? არა ყოველნივე მტუერ და ზღაპარ არიან-ა?
Line of ed.: 5    
არა მცირეთა ოდენ ძუალთა შინა დაშთომილ არიან-ა საჴსენებელნი ცხორებისა
Line of ed.: 6    
მათისანი? შთახედენ საფლავებსა, უკუეთუ შე-ძი-უძლო განყოფად, თუ
Line of ed.: 7    
ვინ არს მონაჲ, ანუ ვინ არს მეუფჱ? ვინ არს გლახაკი, ანუ ვინ არს მდიდარი?
Line of ed.: 8    
განყავ, უკუეთუ ძალ-გიც, პყრობილი მეფისაგან და ძლიერი უძლურისაგან
Line of ed.: 9    
და შუენიერი უშუერისაგან. რამეთუ უკუეთუ ესრეთ ბუნებასა მას კაცობრივ\სა
Line of ed.: 10    
იჴსენებდე, არა ოდეს აღჰზუავნე, ხოლო იჴსენებდეცა, უკუეთუ ოდენ
Line of ed.: 11    
თავსა თჳსსა ეკრძალებოდი.

Paragraph: 6  
Line of ed.: 12       
6. კუალად, უკუეთუ დავრდომილ და მდაბალ ხარი შენ, გლახაკი და გლახაკთაგანი,
Line of ed.: 13    
უსახლო და უქალაქო, ნაკლულევან მდღევრისაგანცა საზრდელისა, სძრწი
Line of ed.: 14    
მძლავრთაგან, ყოველთაგანვე გეშინის სიგლახაკისათჳს შენისა,
Line of ed.: 15    
ნუუკუე განიწირავ თავსა შენსა, ნუცა განაგდებ ყოველსავე სასოებასა კეთილსა,
Line of ed.: 16    
ვინაჲთგან არარაჲ არს შენ თანა საქმე საშურველი, არამედ აღიყვანე
Line of ed.: 17    
სული შენი კეთილთა მათ მიმართ, რომელნი მოცემულ არიან შენდა ღმრთისა
Line of ed.: 18    
მიერ და კუალად რომელნი-იგი აღგითქუა მან მოცემად უკუანაჲსკნელ.

Line of ed.: 19       
პირველად, რამეთუ კაცი ხარ შენ მხოლოჲ ყოველთაგან დაბადებულთა
Line of ed.: 20    
ჴელითა ღმრთისაჲთა დაბადებული, ანუ არა-მე კმა არს-ა ესე ოდენ უზეშთაესად
Line of ed.: 21    
სიხარულად, უკუეთუ კეთილად ვინ და ჯეროვნად გულისჴმა-ჰყოფდეს
Line of ed.: 22    
თავადთა მათ ჴელთა მიერ ყოველთა შემოქმედისა ღმრთისათა დაბადებაჲ?

Line of ed.: 23       
მერმე კუალად ესეცა გულისჴმა-ყავ, რამეთუ ხატად დამბადებელისა
Line of ed.: 24    
ღმრთისა ქმნილ ხარ და უკუეთუ გენებოს, ძალ-გიც ანგელოზთა პატივსა მი\წთომაკეთილითა მთქალაქობითა და სული გონიერი მოცემულ არს შენდა,
Line of ed.: 25    
რომლისა მიერ ღმერთსა გულისჴმა-უყოფ დაბადებულთა ბუნებასა, გონებითა
Line of ed.: 26    
ჰხედავ და მოიმკი სიბრძნისა ნაყოფსა პატიოსანსა. ყოველნივე იძრვისნი
Line of ed.: 27    
ქუეყანისანი, შინაურნი და ველურნი, და ყოველნივე წყალთა შინა მყოფნი
Line of ed.: 28    
და რომელნიცა ჰაერთა შინა ფრინვენ, მონა და მორჩილ შენად არიან.

Line of ed.: 29       
არა შენ მოიპოვენ-ა ყოველნივე ჴელოვნებანი და აღაშენენ ქალაქნი და
Line of ed.: 30    
ყოველნივე საჴმარი და საშუებელი საქმე მოიპოე? არა უფსკრულნი იგი ზღუათანი
Line of ed.: 31    
სავალ შენდა არიან-ა სიტყჳერობისათჳს შენისა? არა ქუეყანაჲ და ზღუაჲ
Line of ed.: 32    
ცხორებასა შენსა ჰმონებს-ა? ანუ არა ჰაერნი და ცაჲ და ვარსკულავთა
Line of ed.: 33    
მწყობრნი თჳსსა წესსა შენ გიჩუენებენ-ა? რაჲსათჳს უკუე სულმოკლე ხარ,
Line of ed.: 34    
რამეთუ ცხენნი, ვეცხლითა აღკაზმულნი, შენდა არა არიან-ა? - არამედ აჰა
Line of ed.: 35    
ესერა მოცემულ არს შენდა მზჱ, რომელი ძლიერითა მით და ადრე სლვითათ მისითა
Page of ed.: 27   Line of ed.: 1    
დღე ყოველ ნათლითა განგაბრწყინვებს. არა გქონან ვერცხლისა და ოქროჲსა
Line of ed.: 2    
ბრწყინვალებანი? _ არამედ გაქუს მთოვარე, რომელი კეთილად მისმიერითა
Line of ed.: 3    
ნათლითა განგანათლებს შენ. არა ჰზი ეტლთა ზედა ოქროცურვებულთა?
Line of ed.: 4    
_ არამედ გქონან ფერჴნი ეტლად შენდა და ბუნებით შენ თანავე
Line of ed.: 5    
აღმოცენებულ. რაჲსათჳს უკუე ჰნატრი მათ, რომელთა ზრქელი იგი და მძიმე საუნჯე
Line of ed.: 6    
მოუგიეს და უცხონი ფერჴნი უჴმან სლვად? არა სწევ ცხედარსა
Line of ed.: 7    
ზედა პილოჲს ძულისასა? _ არამედ გაქუს ქუეყანაჲ მრავალთა პილოთა
Line of ed.: 8    
უპატიოსნესი და კეთილითა და უზრუნველითა ძილითა მას ზედა დაიძინებ.
Line of ed.: 9    
არა გაქუს სართული ოქრომოლესული? - არამედ გაქუს ცაჲ, რომელი მიუთხრობელითა
Line of ed.: 10    
მით ვარსკულავთა შუენიერებითა გფარავს.

Line of ed.: 11       
და ესე ყოველი კაცობრივი არს, ხოლო რაჲ ვთქუათ უზეშთაესთა მათთჳს?
Line of ed.: 12    
_ შვნთჳს ღმერთი კაც იქმნა. სულისა წმიდისა მადლი, სიკუდილისა
Line of ed.: 13    
დაჴსნაჲ, აღდგომისა სასოებაჲ, საღმრთონი ბრძანებანი, სრულმყოფელნი
Line of ed.: 14    
ცხორებისა შენისანი, მისლვაჲ ღმრთისა მიმართ მცნებათა მისთა
Line of ed.: 15    
მიერ, სასუფეველი ცათაჲ განმზადებული, გჳრგჳნნი სიმართლისანი
Line of ed.: 16    
მზანი_ უკუეთუ შრომანი იგი სათნოებისანი თავს-ისხნე.

Paragraph: 7  
Line of ed.: 17       
7. უკუეთუ კეთილად გულისჴმა-ჰყოფდე, ესე ყოველი და ამისა უმეტესი
Line of ed.: 18    
ჰპოო თავსა შორის შენსა: და რომელი-იგი გაქუნდეს, კეთილად იჴმიო, და
Line of ed.: 19    
რომელსა ნაკლულევან იყო, არა სულმოკლე იქმნე მას ზედა. და ყოველსავე
Line of ed.: 20    
ზედა კრძალვაჲ თავისა შენისაჲ ფრიად სარგებელ გეყოს, რამეთუ გინა თუ
Line of ed.: 21    
რისხვაჲ და გულისწყრომისა ვნებაჲ გეუფლოს შენ და მიგიზიდვიდეს სიტყუათა
Line of ed.: 22    
მიმართ უჯეროთა და უწესოთა და საქმეთა მიმართ მჴეცობრივთა,
Line of ed.: 23    
უკუეთუ ეკრძალებოდი თავსა შენსა, დააცხრო გულისწყრომაჲ იგი და დაამდოვრო,
Line of ed.: 24    
ვითარცა კიცჳ, უმწყი და ფიცხელი. რაჟამს-იგი საწერტელითა მით
Line of ed.: 25    
სიტყჳსაჲთა შეახო მას და ვითარცა საგუემელითა ჰგუემო იგი და დაიმჭირო
Line of ed.: 26    
ენაჲცა, ხოლო ჴელნი არა მიუტევნე განმარისხებელსა მას ზედა შენსა.

Line of ed.: 27       
კუალად, უკუეთუ გულისთქუმანი ბოროტნი აღაზრზენდენ სულსა შენსა
Line of ed.: 28    
და საქმეთა მიმართ ბილწთა მიზიდვიდენ, უკუეთუ ეკრძალებოდი თავსა შენსა
Line of ed.: 29    
და გულისჴმა-ჰყო, ვითარმედ მის ჟამისა იგი გემოჲ სიმწარისა აღსასრულად
Line of ed.: 30    
მიწევნად არს და ზრზენაჲ იგი და აღძრვაჲ, რომელი აწ გულისთქუმისაგან
Line of ed.: 31    
ჴორცთა ზედა ჩუენთა მოვალს, იგი შობს წამლიანსა მას მატლსა,
Line of ed.: 32    
რომელი-იგი უკუდავად გუტანჯვიდეს ჩუენ გეჰენიასა შინა და ჴურვებაჲ იგი
Line of ed.: 33    
ჴორცთაჲ დედა იქმნას საუკუნოჲსა მის ცეცხლისა. უკუეთუ ესე ყოველი
Line of ed.: 34    
კეთილად გულისჴმა-ჰყო, მეჴსეულად ივლტოდინ შენგან გულისთქუმანი და
Page of ed.: 28   Line of ed.: 1    
საკჳრველი დაწყნარებაჲ და მყუდროებაჲ იქმნას სულსა შორის შენსა, ვითარცა-რაჲ
Line of ed.: 2    
ამბოხებაჲ მჴვვალთა უწესოთაჲ და არაწმიდათაჲ დაწყნარდის
Line of ed.: 3    
მოსლვითა დედოფლისა პატიოსნისა და წმიდისაჲთა.

Line of ed.: 4       
ეკრძალე უკუე თავსა შენსა, რამეთუ ერთი იგი ნაწილი სულისა შენისაჲ
Line of ed.: 5    
სიტყჳერი არს და გონიერი, ხოლო მეორე იგი ვნებული და უსიტყოჲ და
Line of ed.: 6    
პირველისაჲ მის არს ბუნებით უფლებაჲ, ხოლო სხუათაჲ მათ - მორჩილებაჲ
Line of ed.: 7    
და რწმუნებაჲ სიტყჳსაჲ. ნუსადა უკუე მიუტეობ გონებასა შენსა წარტყუენვად
Line of ed.: 8    
და დამონებად ვნებათა, ნუცა შეუნდობ ვნებათა ზედა-აღდგომად
Line of ed.: 9    
სიტყჳსა და რაჲთამცა უფლებაჲ იგი სულისაჲ მათ მიიღეს. ხოლო რასა მრა\ვალთა
Line of ed.: 10    
ვიტყოდი? რამეთუ თჳთ თავისა შენისა გულისჴმისყოფაჲ უკუეთუ
Line of ed.: 11    
კეთილად მოიგო, იგი წარგიძღუეს მეცნიერებად ღმრთისა. რამეთუ უკუეთუ
Line of ed.: 12    
ეკრძალებოდი თავსა შენსა, არად საჴმარ იყოს შენდა სხუათა დაბადებულთაგან
Line of ed.: 13    
გულისჴმისყოფაჲ დამბადებელისაჲ, არამედ თავსა შორის შენსა იხილო
Line of ed.: 14    
დიდი იგი დამბადებელისა შენისა სიბრძნე.

Line of ed.: 15       
უჴორცოდ გულისჴმა-ჰყოფდი ღმერთსა შენ შორის დამკჳდრებულისა
Line of ed.: 16    
მაგის უჴორცოჲსა სულისა მიერ და გარეშემოუწერელად, რამეთუ შენსაცა
Line of ed.: 17    
გონებასა არა აქუს ბუნებით ერთსა ადგილსა დადგრომაჲ, არამედ ჴორცთა
Line of ed.: 18    
თანა შეერთებისათჳს იყოფების ერთსა ადგილსა.

Line of ed.: 19       
და კუალად გულისჴმა-ყავ სული შენი და მის გამო გრწმენინ, ვითარმედ
Line of ed.: 20    
უხილავ არს ღმერთი, რამეთუ სულიცა შენი ჴორციელთა თუალთა მიერ უხილავ
Line of ed.: 21    
არს, რამეთუ არცა ფერი აქუს" არცა სახჱ, არცა ჴორციელსა რასმე
Line of ed.: 22    
სახესა შინა იხილვების, არამედ ძალისაგან ოდენ და საქმეთა მისთაგან იცნობების.
Line of ed.: 23    
ამისთჳსცა ნუცა ღმრთისასა ეძიებ თუალითა ხილვასა, არამედ შინაგან
Line of ed.: 24    
მოიქციე სარწმუნოებაჲ და გონებით გაქუნდინ ხედვაჲ მისი. გიკჳრდინ ჴელოვ\ნებაჲ
Line of ed.: 25    
იგი დამბადებელისაჲ, ვითარ ძალი იგი სულისაჲ შეაერთა ჴორცთა თანა
Line of ed.: 26    
და ყოველთავე კიდეთა მისთა განფენილ არს და მრავალსახედ განყოფილთა
Line of ed.: 27    
მათ ასოთა ერთად ზიარებად მოიყვანებს.

Line of ed.: 28       
გამოიძიე, თუ რაჲ არს ძალი იგი, რომელი სულსა მიერ ჴორცთა მიეცემის
Line of ed.: 29    
და რაჲ არს წყლულებაჲ იგი, რომელი ჴორცთაგან სულად მივალს?
Line of ed.: 30    
ვითარ მიიღებკენ ხორცნი სულისაგან ცხორებასა და კუალად მიიღებს სული
Line of ed.: 31    
ჴორცთაგან წყლულებათა? ანუ თუ რომელნი საუნჯენი ჰქონან სწავლისანი,
Line of ed.: 32    
რომელ არა დააბნელებს გულისჴმისყოფასა გარდასრულთა მათ საქმეთასა მომავალთა
Line of ed.: 33    
მათ საქმეთა სიმრავლე, არამედ შეურევნელად და განყოფილად
Line of ed.: 34    
არიან ჴსენებანი თითოეულისა საქმისანი და, ვითარცა ხატნი, გამოწერილ
Line of ed.: 35    
არიან თითოეულნი საქმენი გონებასა შინა? და ვითარ, რაჟამს-იგი ვნებათა შინა
Line of ed.: 36    
ჴორციელთა უბრკუმეს, მეჴსეულად თჳსსა შუენიერებასა წარსწყმედს, ანუ
Line of ed.: 37    
ვითარ, რაჟამს კუალად ბიწი, გი უკეთურებისაჲ სათნოებათა მიერ განიბანოს,
Line of ed.: 38    
მსგავსებად დამბადებელისავე თჳსისა მივალს?
Page of ed.: 29  

Paragraph: 8  
Line of ed.: 1       
8. უკუეთუ გნებავს შემდგომად სულისა კუალად ჴორცთაცა შემზადებულებაჲ,
Line of ed.: 2    
გულისჴმა-ყავ და გიკჳრდინ, ვითარ-იგი შუენიერად სამკჳდრებელად
Line of ed.: 3    
სიტყჳერისა მის სულისა დაჰბადა იგი კეთილმან მან ჴელოვანმან, რამეთუ
Line of ed.: 4    
ყოველთაგან დაბადებულთა მხოლოჲ მართლ მდგომარედ დაჰბადა კაცი,
Line of ed.: 5    
რაჲთა თჳთ, სახისა თჳსისაგან უწყოდის, ვითარმედ ზეცათაჲსა მის თჳსებისაგან
Line of ed.: 6    
არს ცხორებაჲ მისი. რამეთუ ოთხფერჴნი ყოველნივე ქუეყანად ხედვენ
Line of ed.: 7    
და მუცლისა მიმართ დადრეკილ არიან, ხოლო კაცისა მზა არს ზეცად ახილვაჲ,
Line of ed.: 8    
რაჲთა არა შეექცეს იგი საქმეთა მუცლისათა, ნუცა ვნებათა მისთა, არამედ
Line of ed.: 9    
ყოველივე სწრაფაჲ მისი იყოს ზეცად აღსლვისა მიმართ.

Line of ed.: 10       
და კუალად თავი უზეშთაეს ყოვლისავე დაამტკიცა და მას შინა უმრავლესთა
Line of ed.: 11    
მათ საცნობელთა პატივნი დასხნა, რამეთუ მუნ არიან სახილველნი და
Line of ed.: 12    
სასმენელნი და საყნოსელნი და პირი. ყოველნივე მახლობელად ურთიერთას
Line of ed.: 13    
დამკჳდრებულ არიან და ესრეთ მცირესა მას ადგილსა შინა შეიწრებულ
Line of ed.: 14    
არიან და თითოეული მახლობელისა თჳსისა საქმესა არა ახრწევს: რამეთუ
Line of ed.: 15    
თუალნი უზეშთაესსა მას სხუათა ასოთა ადგილსა დამკჳდრებულ არიან, რაჲთა
Line of ed.: 16    
არარაჲ ასოთაგან გუამისათა უზეშთაეს მათსა იყოს, არამედ მცირედ
Line of ed.: 17    
უქუეს წარბთასა არიან და ესრეთ განმარტებულად ყოველსავე ხედვენ; კუალად
Line of ed.: 18    
სასმენელნი არა მართლიად განღებულ არიან, არამედ მრავალსახედ
Line of ed.: 19    
მოქცეულ არს შესავალი იგი ჴმათაჲ. და ესეცა საქჱ არს სიბრძნისა მის
Line of ed.: 20    
საღმრთოჲსაჲ, რაჲთა ჴმაჲ დაუყენებელად ისმოდის, ანუ თუ უძლიერესადცა
Line of ed.: 21    
გულარძნილებასა მას შინა მოქცევითა მით, ხოლო სხუაჲ ვერარაჲ შემძლებელ
Line of ed.: 22    
იყოს გარეგნით შთავრდომად და წინააღდგომად საცნობელისა მის;
Line of ed.: 23    
გულისჴმა-ყავ კუალად ენისაცა იგი ბუნებაჲ, ვითარ ლბილი არს და ადვილად
Line of ed.: 24    
მომქცეველი და ყოვლისავე სიტყჳსა მიმართ კმა არს თითოსახედ ქცევითა
Line of ed.: 25    
მით მისითა; და კუალად კბილნი, ორღანონი ჴმისანი და მტკიცენი შემწენი
Line of ed.: 26    
ენისანი და კუალად მიმღებელნი და განმკუეთელნი საზრდელისანი.

Line of ed.: 27       
და ესრეთ უკუეთუ ყოველსავე გულისჴმა-ჰყოფდე გულისსიტყჳთა კეთილითა-შესლვასა
Line of ed.: 28    
მას ჰაერისასა შინაგან სამშჳნველისა მიერ, დადგრომასა
Line of ed.: 29    
მას სიმჴურვალისასა გულსა ზედა, ორღანონი იგი მოდნობისანი, ადგილნი იგი
Line of ed.: 30    
და სადინელნი სისხლისანი, ამის ყოვლისაგან მიუწთომელი იგი სიბრძნე
Line of ed.: 31    
დამბადებელისა შენისაჲ იხილო, რაჲთა შენცა წინაჲსწარმეტყუელისა თანა
Line of ed.: 32    
სთქუა: ვითარ "საკჳრველ იქმნა ცნობაჲ შენი ჩემ მიერ"? გულისჴმა-ყავ
Line of ed.: 33    
უკუე თავი შენი, რაჲთა გულისჴმა-ჰყო ღმერთი, რომლისაჲ არს დიდებაჲ"
Line of ed.: 34    
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.




Page of ed.: 30  
Next part



This text is part of the TITUS edition of Basilius Magnus, Homiliae.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 5.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.