TITUS
Teimuraz, Timsariani
Part No. 5
Previous part

Chapter: 5 
კარი V
Line: 1    
*წამოვიდა სუმბატ აქიმი და ასწავლა ძესა მეფისასა


Line: 2       დარჩა ხელმწიფე ამ იმედისაგან გულ დადებული და რა მოვიდა
Line: 3    
სუმბატ სახლსა თვისსა, შვიდი ყურე სახლი აღაშენა ხელმწიფისა შვილისათვის.

Line: 4       
ერთსა ყურესა დაუხატა ცისა ბრუნვა და ვარსკვლავთა, რომელიც
Line: 5    
რომ მუნაჯიბთ იციან მნათობნი - ვარსკვლავთა, მზისა და მთოვარისა სიარული უკლებლად.

Line: 6       
მეორესა ყურესა - ქვეყნისა მზომელობა, სრულიად ყოველი
Line: 7    
ქვეყანა, ყოველი სჯული და თავ-თავისი წესი.

Line: 8       
მესამესა ყურესა - ხმელეთის ომი, რაზმის გარიგება, ბრძოლა
Line: 9    
და საქმე და ზღვისა საკვირველობა.

Line: 10       
მეოთხესა ყურსა - ხელმწიფეთა საქმე და გარიგება.

Line: 11       
მეხუთესა ყურესა - ყაზაბი, ზავთი და ხელმწიფეთა რიგი.

Line: 12       
მეექვსესა ყურესა - სმა, გაცემა,მეჯლიში და სამართლის
Line: 13    
ბრჭობა

Line: 14       
მეშვიდესა ყურესა - ნადირობა,მშვილდოსნობა, ბურთაობა,
Line: 15    
ყაბახის სრო ლა და ცხენოსნობა, ქორითა, შავარდნითა და ავაზითა შექცევა.
Line: 16    
რა ესეები გაარიგა და შეამკო, მოიყვანა და დასო სახლსა მას შინა, თვით
Line: 17    
გვერდით დაუჯდა და ეგრე უთხრა:

Line: 18       
"ხელმწიფის შვილო, დიდმა ხელმწიფემან მეფემ ინდოეთისამან,
Line: 19    
თავისი მონაგარი და განძი, გლახაკთა, უღონოთა ზედან საღმთოდ გასცა,
Line: 20    
მდუდრითა ცრემლითა და ვედრებითა ღვთისაგან მოგითხოვა:ქვეყნის
Line: 21    
მესამედად სრულიად ინდოეთისა სასელმწიფოდ ნათქვამსა
Line: 22    
სახელმწიფოდ გამოსადეგად უნდოდი. აწე თუ სიბრძნესა და სახელმწიფოდ
Line: 23    
გამოსადეგსა საქმესა არ ისწავლი, მაშ რა სახმარი იქნები? მამამან
Line: 24    
შენმან ექვსი თვე ბორჯალი დამიდვა: "ან მოკალ შვილი ჩემი და ან
Line: 25    
სახელმწიფო საქმე ასწავლე, თორემ შენც მასთანვე მოგკლავ: ჩემი გვარი
Line: 26    
და ნაყოფი ჩამომავლობით უფერი არ მინდა და არც თემთა და ქვეყანათა
Line: 27    
შინა ხელსა და უბადოსა შვილსა ვარონინებო".

Line: 28       
რა ესე ხელმწიფის შვილს ესმა, გულის ზრახვაში ჩავარდა ყრმა იგი და ასე
Line: 29    
თქვა:

Line: 30       
"თუ არ ვისწავლი, და მამისა ჩემისა და ამ ჩემის ოსტატისა
Line: 31    
ბრძანებასა გარდავხდები, უთუოდ მამასა ჩემსა მოვძულდები და
Line: 32    
სახელმწიფოდ აღარასვე ვარგებ მაშ რიღას ხელის უფალი ვიქნები?"

Line: 33       
ესე განიზრახა, და იწყო სწავლად და კითხუად, რომელ სხუათა
Line: 34    
მოსწავლეთა არავის ძალ ედუა ეგე ვითარცა სწავლა და სიბრძნისა და
Line: 35    
მეცნიერებისა გუართა გამოჩინება. ექვსსა თვესა შინა ესრეთ
Line: 36    
გასრულებით შეიკრიბა ყოველივე მისი სახამსო სწავლა, რომ დრამისა
Line: 37    
შესაწონელი აღარა უკლდა რა.

Line: 38       
სუმბატ აქიმმან რა ესე ესრეთ ნახა, თვალ-პირი, ხელი და ფერხი
Line: 39    
დაუკოცნა,და მერმე თვალ-მარგალიტთა სავსე ჯამი თავს გარდააყარა.
Line: 40    
მასუკან შეიყვანა თავის სახლში, რაც მოეწონა ან მოიპრიანა, ყველა
Line: 41    
მიართვა რა დრო და ჟამი მოვიდა მეფისაგან ხმობისა, მოკაზმა ვაჟი
Line: 42    
სახელმწიფიოთა შესამოსელითა, და მერმე მოიღო სტროლაბი, ეტლთა
Line: 43    
საკითხავად განემზადა, თუ როგორის თვალზედ ნახავს მეფე ძესა თვისსაო,
Line: 44    
ან თუ როგორ გვარად მოიწონოს სწავლა და საქმე ყრმისა ამისიო.

Line: 45       
როდესაც ჩახედა სტროლაბსა და წააყარა რამლი და დანიშნა
Line: 46    
ყოველივე საქმენი, მკვდრის ფერი დაედვა. ხელმწიფის შვილი უჭვრეტდა და
Line: 47    
შეატყო ავის ნიშნის ნახვა, და ჰკითხა:

Line: 48       
"უფალო ჩემო,რა ნახე, რომელ ეგრე შეჭივრებით შეიქენო?" მან
Line: 49    
აგრე უპასუხა:

Line: 50       
"ხელმწიფისა შვილო, ეშმაკისა საქმე ჩანს თავსა შენსა ესოდენი,
Line: 51    
რომე შვიდსა დღესა შენსა თავზე ხმალი იქნების. ნუ შეიჭირვებ მაგაზე და
Line: 52    
ნურც გეშინიან: ღვთით მშვიდობით მორჩები. ამა შვიდსა დღეს ჩემი მცნება
Line: 53    
დაიმარხე: ხმას ნუ ამოიღებ, რაცა ვინმე გკითხოს, ყველა იცი და გისწავლია,
Line: 54    
მაგრამ ნურას იტყვი, და თუ შენი საქმე ავად მოხდეს, საუკუნოდ მე
Line: 55    
მწყევდე. აწე ხელმწიფე, მამა შენი, გიხმობს. მე თუ თან წამოგყვები,
Line: 56    
შენის მუნჯობისათვის მკითხავს, და მე ვერას მოვახსენებ, და ფიცხლავ
Line: 57    
მომკლავს: ჩემი შვილი რატომ გაგიმუნჯებიაო? აწე ესე სჯობს: მე ამ
Line: 58    
შვიდსა დღესა დავიმალები, შენ ამ შვიდ დღეს იმ საქმეს გულიდამ ნუ
Line: 59    
გარდაიგდებ".

Line: 60       
ხელმწიფის შვილი დაჰპირდა ოსტატსა თვისსა მცნებისა დამარხვასა,
Line: 61    
და სუმბატ აქიმი დაიმალა.

Line: 62       
მხმობარი მოვიდა და ძე მეფისა მამასთან წაიყვანა. ოდეს
Line: 63    
მოიყვანეს ხელმწიფის შვილი,მოახსენეს:

Line: 64       
"ხელმწიფეო, სუმბატ აქიმი ესრეთ დაკარგულა, რომე მისი გზა და
Line: 65    
კვალი ვერსად შეგვიგნია".

Line: 66       
გაუკვირდა მეფესა და დიდათ დაუმძიმდა, შვილი მოიყვანა ტახტისა
Line: 67    
პირსა, ვეზირნი და მოხელენი ყველანი გვერდსა იახლა, ჰკითხევდა და
Line: 68    
ელაპარაკა მრავალსა რასმე და თვით სუმბატ აქიმიც ჰკითხა - რა იქნაო?
Line: 69    
ყმაწვილმან, ვითა მუნჯმან, ხმა არ გასცა. დაჭმუნდა მეფე და ესრე
Line: 70    
ბრძანა: "ეგების ჯარისაგან შერცხვა და მისთვის არა თქვა რაო".

Line: 71       
ბრძანა:

Line: 72       
"წაიყვანეთ ეს არამშიო!"

Line: 73       
როდესაც დედას კეთილი შვილი ეშობა, მეორმოცესა დღესა ამ უხანოს
Line: 74    
სოფლისაგან გარდაცვალებულიყო იგი პირ-მზე ქალი, და ხელმწიფის შვილი ობლად
Line: 75    
დარჩომილიყო. მოეყვანათ ერთი თვალფერად მარჯვე ძიძა მისთვის,
Line: 76    
მცოდინარობითა და სიბრძნითა სავსე. კაცთა თვალთა წინა ყოვლითურთ უკლები
Line: 77    
იყო, ხოლო შინაგანი მისი შემდგომმან სიტყვამან გამოაცხადოს.
Line: 78    
გაეზარდა მას ყრმა იგი თვისთა ძუძუთა. მაშინ მივიდა ჯადო იგი დიაცი წინაშე
Line: 79    
მეფისა და თქვა:

Line: 80       
"ხელმწიფეო, შვილი ესე შენი ძუძუთა ჩემითა მე გამიზრდია. აწე თუ
Line: 81    
მიბრძანებ, წავიყვანო ყრმა ესე სამყოფსა ჩემსა და ვეცადო, რათა
Line: 82    
ვათქმევინო, თუ რისვის უტყვი ქმნილარსო".

Line: 83       
უბრძანა მეფემან და წაიყვანა სახლსა თვისსა.


Next part



This text is part of the TITUS edition of Teimuraz, Timsariani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.