TITUS
Teimuraz, Timsariani
Part No. 4
Previous part

Chapter: 4 
კარი IV
Line: 1    
*აქა სუმბატ აქიმისაგან ხელმწიფის შვილის წაყვანა და და
Line: 2    
ყოვლისა სიბრძნის სწავლების ქადება


Line: 3       როდესაც წარიყვანა ძე მეფისა სუმბატ აქიმმან სახლად თვისად,
Line: 4    
გამოვიდა ხანი და წელიწადი არ მცირენი. შეიქნა ძე მეფისა ოცისა წლისა,
Line: 5    
მაგრამ ვერა ასწავლა რა. დააშრო თვის უსწორო სიბრძნე სუმბატ
Line: 6    
აქიმმან და ვერათი ღონისძიებათა ვერა მოჰკიდა რა. სცემდა ცივსა
Line: 7    
რკინასა კვერსა და ვერა დაიმორჩილა; და დაღონდა ბრძენი იგი კაცი.

Line: 8       
მიესმა ხელმწიფესა ამბავი იგი, ვითარმედ: "ძემან შენმან ვერცა
Line: 9    
თუ სუმბატ აქიმისაგან რამე ისწავლა"-ო. და შეჭივრებით შეიქნა მეფე
Line: 10    
იგი უმეტეს პირველისა, და ისევ შვილის უყოლობის დღეს დანატრიდა.

Line: 11       
შემოკრბეს დღესა ერთსა შვიდნივე იგი ვეზირნი და სუმბატ აქიმიცა
Line: 12    
და ნახეს ხელმწიფე დაღრეჯილი ტახტსა მჯდომი. ვერვინ იკადრა პირდაპირ
Line: 13    
მოხსენება, თუ რა იყო ეგრე დაღრეჯის მიზეზი, და თავსა ვეზირსა და
Line: 14    
აქიმსა უთხრეს:

Line: 15       
"აქამდის დაღრეჯილობა ხელმწიფისა უშვილობისათვის იყო, და ახლა თქვენ
Line: 16    
ჰკითხეთ, თუ რა უმძიმს? მაშ რის ვეზირი ხარ, თუ მის ხვაშიადს ვერ
Line: 17    
შეიგნებო?"

Line: 18       
მაშინ გაგულოვანდა ის თავი ვეზირი, წადგა და ასე მოახსენა:
Line: 19    
"ყოველთა ხელმწიფეთა უმაღლესო ხელმწიფეო! აქამდი უძეობისათვის იყო
Line: 20    
თქვენი შეჭივრება, და ჩვენც ამისთვის ვერას გკადრებდით, რომე
Line: 21    
გეწყინებოდათ. ღმერთმან მოწყალება გიყო, და მისგანაც დაგიხსნა. ახლა რა
Line: 22    
უნდა იყოს კიდევ თქვენის ბედნიერისა პირის დაღრეჯა?"

Line: 23       
ხელმწიფემან ასე უბრძანა:

Line: 24       
"ნეტამც ღვთისათვის არ მეთხოვნა და არც ღმერთს წყალობა ექნა
Line: 25    
ჩემთ ვინ. ამდენი ხანი არის, ძე ჩემი პირმეტყველთა და ფილოსოფოსთა მივაბარე, და ვერა ისწავლა რა, და ახლა კიდევ სუმბატ ბრძენსა, რომე
Line: 26    
ქვეყანაზე მისებრივ ბრძენი და ფილოსოფოსი კაცი არ დაბადებულა,
Line: 27    
მივაბარე, და ასე მესმის, რომ ვერცარა იმისაგან ესწავლოს. მე შვილი
Line: 28    
სახელმწიფოდ მინდოდა, სახელმწიფო ზნენი ესწავლა და ჩემსა სვიანსა
Line: 29    
ტახტსა გამოსდგომოდა, ჩემი სამართალი და ღვთის ყველა ცნება უკლებად
Line: 30    
ესწავლა, თორემ ფოლორცსა შიგან მოშაითნი ყრმანი ბევრნი დაიარებიან.
Line: 31    
შავის რკინისაგან რატომ უარესი იყოს ჩემი ნაყოფი, რომ იმასაც
Line: 32    
ამდენს გარჯიან, რომე, ასეთს მიჭვრიტანას გააკეთებენ და ასე
Line: 33    
წმიდა იქნების, რომ ყოველს პირის სახეს უჩვენებს კაცსა. დათვის
Line: 34    
მართვეს ისე გაწვრთნიან, რომე შუშპარს ასწავლიან. დათვის უსული და
Line: 35    
შუშპარი როგორ უცხო არ არის? აწე რით ვირწმუნო სუმბატ აქიმის
Line: 36    
სიბრძნისაგან, რომე, თუ მას ნდომოდა, ქვაც ყოფილიყო მისი გული, იგიცა მის
Line: 37    
სწავლას შეიწყნარებდა. თუ კლდეს შეჰყივლოს სუმბატ აქიმმან, იგიცა ხმას
Line: 38    
მოსცემს. ვითარ იქმნა ეგრე რკინისაგან, დათვისაგან, ქვისა და
Line: 39    
კლდისაგან უფრო გაუტეხელი იყოს გული მისი?"

Line: 40       
ესე ვითარსა ჩიოდა მეფე აწე სუმბატ აქიმსა რა ესმა ესე
Line: 41    
მეფისაგან, ნამეტნავისა სირცხვილისაგან პირსა ცივი ოფლი სდიოდა. ზე
Line: 42    
ადგა, ხელმწიფე დალოცა და ესე მოხსენა:

Line: 43       
"ეჰა, მაღალო ხელმწიფეო და მოსამართლეო, ცოტა მყვანდა ათასი
Line: 44    
უფრო შაგირდი მყვა, როგორ ვქმენ ესე, რომე შენს სახელმწიფო შვილს და
Line: 45    
შენგან ეგრე ქენებითა შემობარებულს ჩემი სწავლა დაუწყალობე. მაგრამ
Line: 46    
რა ვქნა: ბრმასა სარკე მიუტანონ და ყრუსა სალამუნი უკრან - ვერც
Line: 47    
ერთი ვერას მოიხმარებს. შენს შვილსა ესოდენი გულმაგრობა,
Line: 48    
ნადირთაგან უფრო პირუტყველი გული აქვს, რომე ვერას გულის ხმაში ჩავაგდე
Line: 49    
და აწ ერთსა თიმსარსა მოგახსენებ ამზედა. "

Line: 50       
ხელმწიფემ თქმა უბრძანა.




Image: 3 
Line: 51    
თიმსარი მესამე. ქიშმინის ხელმწიფე და მესპილოე



Line: 52       
ქიშმინისა ქვეყანასა ერთი დიდი და მდიდარი ხელმწიფე იყო, რომე
Line: 53    
ამ ჟამად მას ერთი ხელმწიფე ვერა სჯობდა. ქიშმინის ქვეყნის და
Line: 54    
ალაგის ამბავი თქვენც მოგეხსენებათ, რომ სპილოს ქანი იქ არის, მათ
Line: 55    
ჯორ-აქლემი და ცხენი სულ სპილო არის. საომრად და საჭიდებლად სპილო
Line: 56    
არის და თამაშად და შესაქცევადაცა. აწე დღესა ერთსა, ხელმწიფესა სპილო
Line: 57    
ძღვნად მიართვეს. ღმერთს რაც სპილო დაებადებინა ქვეყანაზე, მისთანა
Line: 58    
მშვენიერი კაცს არ უნახავს. ოთხსა რკინისა სვეტსა ზედა ერთი შავი მთა
Line: 59    
რომ იდგეს, იმას ჰგვანდა. სიმსუქნითა - არაბულსა ცხენსა, ხმა ცათა
Line: 60    
გრგვინვასა უგვანდა, სიმაღლითა გაფრენილსა ვარსკვლავსა [გვანდა],
Line: 61    
სიშვენიერე, თვალი, პირი და ხორთუმი ასეთი ჰქონდა, რომე ყოველთა
Line: 62    
სპილოთა ხელმწიფე იყო.

Line: 63       
დიდად მოეწონა მას ხელმწიფესა, დაუმადლა კაცსა მას და
Line: 64    
საბოძვარი უბოძა. გაწვრთნა და მომშვიდება მისი მესპილოეს უბძანა,
Line: 65    
რათა ბედნიერი ტახტი მისი ზედ დაედგა, და მით ეარა. წაიყვანა
Line: 66    
მესპილოემ და სამს წელიწადს, რაც სპილოს სწავლისა და მომშვიდების
Line: 67    
წესი იყო, ყველა ასწავლა და მოჰგვარა. ხელმწიფემან უბრძანა
Line: 68    
ოქრომჭედელთ:

Line: 69       
"ამისთვის ოქროს ჯინჯილი გააკეთეთო".

Line: 70       
ყველა გაუკეთეს. და ოქრო-ქსოვილისა და სტავრის ჩულებით მოაკაზმინა.

Line: 71       
მურასა ტახტი და ოქროს ჩარდახი ზედ დაადგეს. თავს მრავალი ფერი
Line: 72    
ზილფი დაარჭვეს და ხელმწიფე მას ზედან დაბძანდა. როდესაც სიარული
Line: 73    
დაჰპატიჟეს, თურმე დაბადებითაგან ხუიანი იყო, სპილო გაჭირვეულდა და
Line: 74    
გარდაიჭრა; კლდე, წყალი, ტყე - რაცა მოხვდა, - არა გააჩნდა რა. დაიწყო
Line: 75    
ხეთქება მიმოკვეთებით და სირბილი. ხელმწიფე ტახტისა სვეტსა ასე
Line: 76    
მოეჭიდა, ვითარ მომრჩვალი ყაშხალსა. განგებითა ღვთისათა ვერცა მეფე
Line: 77    
ჩამოაგდო და ვერცა ტახტი დაამტვრია. და როდესაც მოშივდა სპილო,
Line: 78    
თვისსა ახურსა და საკვებარსა ადგილს მივიდა. ხელმწიფე გარდამოსვეს და
Line: 79    
მისის დარჩომისათვის ღმერთს დიდი მადლი მისცეს. დამბადებელსა
Line: 80    
თაყვანი სცეს, მადლობა და საღმთო გარდიხადეს.

Line: 81       
მერმე განრისხებულმან ხელმწიფემან ბრძანა იმ მესპილოვის
Line: 82    
შეკრულის მოყვანება. ოდესაც ნახა მესპილოემან ხელმწიფე
Line: 83    
განრისხებული და თავი თვისი ესრეთ სივიწროვეს დამბული, თავსა თვისსა
Line: 84    
ასრე უთხრა:

Line: 85       
"აწე ენა პირსა ჩემსა მუდარად შევქნა. მმართებს გონიერთა
Line: 86    
სახვეწართა სიტყვათა შეკაზმა, რომ ცეცხლისაებრ აღტყინებულსა გულსა
Line: 87    
მეფისასა მუდარების წყალი დავასხა და მწარისა სიკვდილისაგან თავი
Line: 88    
ვიხსნაო".

Line: 89       
ხელმწიფემან ოდესაც დაინახა იგი მესპილოე, შემოხედა რისხვის
Line: 90    
თვალითა და ეგრე უთხრა:

Line: 91       
"შენ, კაცო, რაზედ მომაკვლევინებდი იმ გაუწვრთნელსა სპილოსა,და
Line: 92    
ანუ ვით შებედე სისხლთა ჩემთა კისრებასა? თუ ბძანებასა ღვთისასა არ
Line: 93    
ექმნა და არ დავეფარე, აწცა ტახტი ჩემი ჩემგან ცარიელი დარჩებოდა!
Line: 94    
სიკვდილი ერთის მეტი არა თქმულა და შენ ათასი სიკვდილი გეფერების!"
Line: 95    
მესპილოემ, ცრემლით შესვარულმან, მიწასა პირი მოუსვა და შიშვნეულის
Line: 96    
სიტყვითა ხელმწიფეს ესრეთ მოახსენა.

Line: 97       
"მოსამართლე ხელმწიფეო! შენის ეგზომის ფათერაკისა უბრალომცა
Line: 98    
რომ არ ვიყო, ჩემის კატის ოდენის სისხლის დაღვრა რა დასაშურებელი არის,
Line: 99    
მაგრამ ღმერთი დამბადებელი რაზომცა დიდი არის, იგიცა ჯინჭველის
Line: 100    
სამართალსაც არ იუკადრისებს. ოღონდ თუ ეგ შენი სამართლად განრისხებული
Line: 101    
გული შენი ცოტადრე დაიწყნარო და ჩემი სიმტყუნე და სიმართლე შეიტყო,
Line: 102    
მაშინც სასიკვდილო ვარ და ჩემთა სისხლთა საუკუნოდ გაალნებ. თუ
Line: 103    
გაუკითხავად მომკლავ და მაინც მემართლები, ჩემთა წვრილთა შვილთა და ცოლთა
Line: 104    
მაინც შეგაბრალებ. შავი წვერი შენთა სამსახურთა შინა გამთეთრებიაო".

Line: 105       
ტიროდა და ამას ამბობდა. ხელმწიფემან თვისა გულსა მოწყალესა
Line: 106    
და მოსამართლესა, უბრალოსა სისხლისა განკრძალვა უბრძანა. მერმე
Line: 107    
ჰკითხეს:

Line: 108       
"აბა, თქვი, თუ რითა ხარ უბრალოო?"

Line: 109       
მესპილოეს განკითხვისა ბრძანება ესრეთ იამა, რომე სული
Line: 110    
დაკარბული ახლად ეშოვნა. მოახსენა ხელმწიფესა:

Line: 111       
"გამიხსენით ხელი და სპილოცა შემომგვარეთ, რათა სცნას
Line: 112    
ხელმწიფემან, თუ რა გვარად გაწვრთნილი მყოლებია და როგორ მისწავლებია
Line: 113    
ყოველი ზნენი სპილოსანიო".

Line: 114       
ვითარ მოგვარეს კაცსა მასა სპილო იგი და,ხელიც გაუხსნეს. შეჯდა
Line: 115    
სპილოსა ზედა, და ვითარცა ქამანდი, ეგრე ადვილად ათამაშა. მერმე
Line: 116    
მოიყვანა ხელმწიფისა წინა და უთხრა სპილოსა მესპილოემან:

Line: 117       
"დაიდრიკე და ხელმწიფეს თაყვანი ეცო!" და მან სპილომან თაყვანი
Line: 118    
სცა. მერმე უთხრა:

Line: 119       
"მიწას პირი დასდევ და ხმითა დალოცე ხელმწიფე!" და დაზდვა პირი
Line: 120    
მიწასა და ხმიანობა რამე დალოცვისა მაგიერი ხმა გამოიღო. მერმე
Line: 121    
მოატანინა თივის ხოროში და დადვა მოშორებით. მოიღო რკინა მრგვალი,
Line: 122    
ცეცხლის ფერად გახურებული და დადვა იგიცა მოშორებით. მშიერ სპილოს უთხრა:

Line: 123       
"რომელიც გინდოდეს, იგი ჭამე".

Line: 124       
მშიერმა სპილომან ხორთუმი თივისაკენ მოსახვევლად მიაპყრა
Line: 125    
შეუძახა მესპილოვემ :

Line: 126       
"რასა იქ? მაგას ნუ სჭამო!"

Line: 127       
გაუშვა თივი იგი. მერე უთხრა:

Line: 128       
"ეგ ცეცხლიანი რკინა ჭამეო!"

Line: 129       
მიჰყო ხორთუმი რკინასა შესაჭმელად. დაუძახა კვლავ:

Line: 130       
"რასა იქ მსგასა? დააგდევ, ნურც მაგას სჭამო!"

Line: 131       
მერმე მესპილოემან მოახსენა:

Line: 132       
"მოსამართლეო ხელმწიფეო! ესრეთ გამიწრთვნია პირუტყვიპირ
Line: 133    
მეტყველად, ჩემი მოჭირვება არ დამიკლია. აწე, თუ თითონ აგებულობით ხუიანი
Line: 134    
და ჟინიანი არის, ჩემი რა ბრალია. აწე: გწადიან - მომკალ, და გწადიან -
Line: 135    
მარჩინეო". მორჩა მესპილოე სიკვდილისაგან და წავიდა მშვიდობით".

Line: 136       
რა ესე ამბავი დაასრულა სუმბატ აქიმმან, ესრეთ მოახსენა:

Line: 137       
"მეფეო, ჩემის სიბრძნისა და მოჭირვებისა ანუ ჭირვებითა
Line: 138    
სწავლათა რა ბრალი არის, თუ შენი შვილი დაბადებით ესრეთ შეუსმენარი
Line: 139    
არის?"

Line: 140       
მოიწონეს სიტყვა ესე ყოველთა მეფითურთ და ამართლეს ბრძენი
Line: 141    
სუმბატ. მერმე მეფემან უბრძანა:

Line: 142       
"რადგან ღვთის განგებისაგან ჩემი შვილი ეგრე გვარი დაბადებულა,
Line: 143    
რადღა გყავს? - მომგვარეო".

Line: 144       
სუმბატ აქიმმან ესრეთ მოახსენა:

Line: 145       
"მეფეო ღვთისაგან ესრეთი იმედი მაქვს და ასეთი ნიშნები
Line: 146    
მინახავს, რომე გათავდა შენის შვილის ჩემგან ნასწავლის ურჩობა: ექვსი
Line: 147    
თვე რომ გათავდეს, შენი შვილი წამოიყვანე. თუ რა სიბრძნე არის, ყველა არ
Line: 148    
იცოდეს,ჩემითავი თქვენთვის სასიკვდილოდ მომირთმევიაო". უთხრაერთმან
Line: 149    
ბრძენმან მუნაჯიბმან:

Line: 150       
"ჰე ბრძენო აქიმო სუმბატ! ამდონს წელიწადს ვერა ასწავლე რა,
Line: 151    
ახლა ექვსსა თვეს როგორ ასწავლი? ხელმწიფესა ახლა მაგის იმედით
Line: 152    
გაამხიარულებ, მაგრამ, როდესაც აღარ იქნების, უარესსა ჭმუნვასა
Line: 153    
ჩავარდების".

Line: 154       
სუმბატ აქიმმან არა პასუხი გასცა. სხვათა ვაზირთა და
Line: 155    
ფილოსოფოსთა ესრეთ თქვეს:

Line: 156       
"სუმბატ" აქიმი მაგისთანა სიტყვის წარმომთქმელი არ არის, რომ,
Line: 157    
თუ იმედი არა ჰქონდეს, ხელმწიფეს არც დაჰპირდებისო".


Next part



This text is part of the TITUS edition of Teimuraz, Timsariani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.