TITUS
Teimuraz, Timsariani
Part No. 6
Previous part

Chapter: 6 
კარი VI
Line: 1    
*ძიძისაგან წაყვანა ხელმწიფის შვილისა


Line: 2       სახლსა თვისსა როდესაც მიიყვანა, შეუძღვა და დასვა, და უჯდა
Line: 3    
გვერდსა და მიართვა სანუკვარი ხილი, საჭმელი და სასმელი სასიამოვნო,
Line: 4    
და შეაქცია. და ვითარცა უჭვრეტდა დიაცი იგი ყრმასა მას, ოთხნივე ჩანგალნი
Line: 5    
დაასო ეშმაკმან გულსა მის დიაცისასა და ცეცხლებრ აღტყინდა სიყვარულითა
Line: 6    
მისითა დედაკაცი იგი, და ცთუნებასა ყრმისასა ხელჰყო ღონის ძიებითა, და
Line: 7    
რჰქვა:

Line: 8       
"ეჰა, ნაყოფო სამოთხისაო, ვარდო ედემისაო, ჯერეთ ახალო ნერგო
Line: 9    
უკვდავებისაო, შან-შაობისა იადგრად გამოსახულო, ყვავილო ჯერეთ
Line: 10    
მოუწეველო,რად ეგრე უუბრობ, სიცოცხლისა ჩემისა სამკაულო, განა ვერ
Line: 11    
მიცნობ შენს ნამსახურს, პირველითგან შენთვის ტყვე ქვნილსა შენთა
Line: 12    
იაგუნდთა ბადეთაგან, შენის ეშხობის ეზომ მთვრალსა, შენის მთვარისა
Line: 13    
პირისაგან ბედ-დაბნელებულსა მეორე ზილიხანსა, შენებრ იოსებისა
Line: 14    
მსგავსსა თავისთვის ხელქმნილსა? აწე ესრე ბედნიერება მეღირსა, რომე ასეთსა
Line: 15    
ხალვათსა სახლსა გპოვე. შენისა საქმისა მოურავად ზედა
Line: 16    
მდგომელობა მეღირსა. აწე ახალ მომწიფული ყრმა კაცი ჩემებრ მნათობსა
Line: 17    
ქალთან რად არ გაიხარებს? თუ მაღირსო, და შენგან დამწვარს გულს წყალი
Line: 18    
დაასხა, ანუ თუ შავთა წამწამთა ყიმად დაჭრილს გულს მალამო მოუღვაწო,
Line: 19    
ერთი სამსახური ასეთი გიმსახურო, რომე მზე და მთვარე სიმაღლესა
Line: 20    
შენსა ზედა მოშურნე შევქმნა, ყოველთა ხელმწიფეთა სანატრელად
Line: 21    
გაგხადო, ტახტი და გვირგკინი გაურჯელად, ჯერეთ სიყრმისა და სივაჟისა
Line: 22    
დროსა, ხელთ ჩაგიგდო, და შენგანც ამას ვიაჯი, რომე ესე ყოველი მოხდეს,
Line: 23    
შენცა ჩემს მეტი არავინ გამოირჩიო და ბანოვანთა თავად დამსვა". რა
Line: 24    
ესე ესმა ხელმწიფის შვილს, თუმცა სუმბატისათვის დაღონდა, მაგრამ
Line: 25    
უთქმელობა ვეღარ გასძლო და ესრეთ ჰკითხა: "რა არის შენსა ხელთა ეგოდენი?
Line: 26    
ერთი მხევალი ხარ, ეგზომს დიდებას აღმითქვამ?"

Line: 27       
მან ეგრე უთხრა:

Line: 28       
"მამასა შენსა საწამლავითა ესრეთ მოვიპარავ და მოვკლავ,
Line: 29    
რომე სულიერმან კაცმან ვერ იგრძნოს. არცა არას შენ გაგრჯი; სალაროთა
Line: 30    
კლიტენი მე მაქვს, ხელთა მოგცემ და ვინღა იქნების შენი მოცილე. "


Next part



This text is part of the TITUS edition of Teimuraz, Timsariani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.