TITUS
Shahname 3: Prose parts: Utrutian-Saamiani
Part No. 5
Previous part

Chapter: 5  
Page of edition: 173  
Line of edition: 1  აქა ამბავი დასაწყისი უთრუთ ფალავნისა


Line of edition: 2       ზაავს ფალავანსა ერთი შვილი დარჩა, ათის წლის, უთრუთ ჰქვიან ... არის
Line of edition: 3    
უებრო და მნახველთა გულის მლხენი, ძალითა მსგავსი ლომისა და ჴმითა მსგავსი
Line of edition: 4    
ცის ჭეხისა, დევ-ვეშაპთა ამომწყვეტი, ყოვლის მტერის მოვაგლახე. რა მამის
Line of edition: 5    
სიკუდილი შეიგნა, აყვირდა დიდსა მთა ვითა, საყელონი გარდიხივნა და მიწათა
Line of edition: 6    
გარდისხმიდა, მაგრამ დევთათვის გული ჰქონდა გამწარებული. რაცა მართებდა,
Line of edition: 7    
მამაზედ აგრე გლოვა გარდიჴადა. წლამდის ამ საქმით იყო. რა წელიწადი გამოვიდა.
Line of edition: 8    
მაშინვე ჴელმწიფესა თამურაზს იახლა, ლაშქრითა დიდითა. თამურას გამოეგება,
Line of edition: 9    
მოიტირეს ზაავის საუკუნოდ განშორვებისათვის. გოსტასამ, სოიალის შვილი,
Line of edition: 10    
მაშინ უთრუთს თან მოყვა. მეფეს ტკბილად უსალამეს და, ვითა მათი რიგი იყო,
Line of edition: 11    
აგრე ეთაყვანნეს. ჴელმწიფემან მადლი უბრძანა და მხიარულთა ნადიმი გარდაიჴადეს.

Line of edition: 12       
უთრუთ და გოსტამ მეფეს ტკბილად საუბარი დაუწყეს და ასრე მოახსენეს,
Line of edition: 13    
ვითა: გაგვიშვით დევთა საომრადო, ამოვსწყვიტოთ და დავამჴვათ თქვენნი წინა
Line of edition: 14    
აღმდგომნი, რაც ვინ მტერნი გამოჩენილან, შევიწიოთ ყოველთა შემოქმედი ღმერთი
Line of edition: 15    
და მის მიერ თქვენდა მოცემული ტახტ-გვირგვინი ბედსვიანად ვამყოფოთ, და
Line of edition: 16    
თქვენნი მტერნი თქვენთა ფერჴთა ქვეშე მტვერად გავხადოთ; ვინც თქვენს
Line of edition: 17    
ამაღლებულს ჴელმწიფობას შემოეხვეწოს, დაგამორჩილოთ და უარისმყოფელნი
Line of edition: 18    
სრულად დავამჴვათ! მეფემან მადლი გარდაიჴადა და ასრე უბრძანა: ფალავანნო,
Line of edition: 19    
ვითა მტერთათვის ჭირად დაბადებული ხარ, აწე ღმერთმან შენ მოგცეს მათზედა
Line of edition: 20    
ძალია და იგი გყავდეს წინამძღუარად და გფარავდეს, მისითა უძლევითა მკლავითა
Line of edition: 21    
ამოსწყვიტენ მოსისხლენი .... დაამტვრივენ მძიმითა ლახტითა, ვითა ფერობს ...
Line of edition: 22    
ეგეთი დაუბადებიხარ, არა მშურს შენთვის სულიცა, თვარა სახელმწიფო და ქვეყანა
Line of edition: 23    
შენთვის მინდა, და შენ ხარ ზურგი და წამალი ... მებრძოლთა მტერთა ჯარისა.

Line of edition: 24       
მაშინ ჴელმწიფემან ბრძანა ყოველგნით შეყრა ჯარისა. და მოვიდა ყოველგნით
Line of edition: 25    
ურიცხვნი, თვალუწთომელნი მებრძოლნი, ყველაი გმირთა სახები. იქმნა ოთხმოცი
Line of edition: 26    
ათასი და დევთათვის საომრად მზადება დაიწყეს. შეიქნა ცემა ბუკისა და ტაბლაკისა
Line of edition: 27    
და დგრიალი სპილენძ-ჭურთა.

Line of edition: 28       
რა გათენდა და მზე ვარდისფერად ქვეყანასა მოეფინა, და მასკვლავთა
Line of edition: 29    
ბრწყინვალება წარუღო, და გუმბადსა ზედან ამაღლდა, აგრე ჴელმწიფე სარა
Line of edition: 30    
ქალაქსა გარეთ გამოვიდა და ტახტი დადგეს. ჴელმწიფე თამურაზ მას ზედან
Line of edition: 31    
დასვეს. შეიყარნენ თავადები და შეიქნა ვაზირობა. ახლოს უჯდა ფალავანი უთრუთ,
Line of edition: 32    
წინა, სელნისა სკამითა. მეფემან მოაღებინა მრავალი და ურიცხვი სალარო, მრავალი
Line of edition: 33    
გასცა. უთრუთს და გოსტასამს თავისი ნაცვამი ტანისამოსი უბოძა, მერმე
Line of edition: 34    
ჴელმწიფემან შეაქნევინა ლომის ტყავისა საგდებელი, ას ოთხმოცი წყრთა სიგრძე
Line of edition: 35    
ჰქონდა, და ისიცა უთრუთს ფალავანსა უბოძა. უთრუთ მადლი მოახსენა და
Line of edition: 36    
ამაზედან დევებზედან სამტეროთ გაემზადნენ.

Line of edition: 37       
ფოლად დევის დაშუშნი იყვნეს. რა შეიგნეს, მაშინვე წავიდნეს და მოახსენეს,
Line of edition: 38    
ვითა: მოვა შენზედან სამტეროთ თემურაზ და თანა ახლავს ფალავანი უთრუთ,
Line of edition: 39    
ზავის შვილი და ფალავანი გოსტამ, სოიალის შვილი, და ოთხმოცი ათასნი
Line of edition: 40    
მებრძოლნი, ყველა ესენი არიან, თან მოყვებიან და თქვენ, რასაცა ბრძანებთ,
Line of edition: 41    
პატრონნი ხართ!

Line of edition: 42       
რა ესე საუბარი გაიგონა დაშუშისაგან, დია ეწყინა და გაჯავრდა, ყოვლგან
Page of edition: 174   Line of edition: 1    
ლაშქარნი იჴმო. მასვე წამსა ფაიქი მოვიდა და სწრაფით დევთა ლაშქარნი შეიყარა
Line of edition: 2    
ფოლად დევსა გუერდის. ფოლად მადლი უბრძანა. მერმე ვაზირობა შექნეს, ვითა:
Line of edition: 3    
ჩვენზედა სამესისხლოდ თამურაზ და ზავის შვილი უთრუთ და სოიალის შვილი
Line of edition: 4    
გოსტამ მოყავსო, ჩვენზედ მოვლიან, აწ, ვით რა გამოვარჩიო. თუნდი დეუმან და
Line of edition: 5    
ზარიად დევმან ასრე მოახსენეს, ვითა: ხაზარან დევი და მამა შენი ჩემს უკითხავს
Line of edition: 6    
არას იქმოდენ, და თქვენ არ გვიჯერებთ. მაშინვე მოგახსენეთ, ფიცხლავ უკანა
Line of edition: 7    
წაუდგეთ, თამურაზ მოვკლათ და სრულ ამოვსწყვიტოთ, ასრე ვითა საკულადიოთ
Line of edition: 8    
აღარ მოგვერჩოდნენ და ისრე გავარიგოთ, და ახლა ჴმალი უნდა, შეჭირვება არას
Line of edition: 9    
გვარგებს, ჯაშუშნი კიდევ გავგზავნოთ და შევიგნათ, თუ როგორ მოდიან, ანუ რა
Line of edition: 10    
ჴერჴიანობა უნდა, ფალავანნი რამდენი არიან, ან რას საქმის მდომნი არიან.
Line of edition: 11    
შევიტყოთ ყველა და ავკიდოთ ომი.

Line of edition: 12       
ფიცხლავ გაგზავნილნი დაშუშნი წავიდეს, ნახეს ლაშქართა სიმრავლე, თუ
Line of edition: 13    
როგორ საომრად ემზადებოდეს. მოვიდეს, ფოლადს მოახსენეს, როგორაც ენახათ,
Line of edition: 14    
ვითა: შეუყრია თამურაზს ასი ათასი კაცი მეომარი და მოვა თქვენდა საომრად;
Line of edition: 15    
მაგრამ უთრუთ ფალავანი ვნახეთ, მისი უფროსი კაცი არა მინახავს, ას ოცი
Line of edition: 16    
წყრთა სიმაღლე აქვს და თავი დიდი ქვაბის ოდენი აქვს, თვითო ჴელი დიდროვანსა
Line of edition: 17    
ჭანდარსა უგავს და ორი ათასისა ლიტრისა ლახტი ჴელთა უჭირავს; რომ
Line of edition: 18    
იარებოდეს, მისის სიმძიმით მიწა თრთის და იძვრის. როგორაცა ესე საუბარი
Line of edition: 19    
გაიგონა თუნდმან დევმან, ასრე მოახსენა ფოლად დევსა, ვითა: ოდეს
Line of edition: 20    
ამოვსწყვიტენით, მაშინვე ასრე უნდოდა, უკანა წავსდგომოდით და ცოცხალი არც
Line of edition: 21    
ერთი არ გაგვეშვა, აწ ვინ შეებმის მას და ან იმისთანას ვეშპის პირს ვინ
Line of edition: 22    
ჩავარდების. მაშინ რომ ჩვენი ომი ნახეს, თუ უკანვე წავსდგომოდით, მათს ქვეყანას
Line of edition: 23    
წასულვიყავით, ერთობ მეომარი დაგვხვდებოდენ და ჴრმლით ლაშქარს
Line of edition: 24    
ამოგვიწყვეტდნენ, გზასაც აღარ დაგვანებებდნენ, ჩვენ მახესა შემწყვდეულნი
Line of edition: 25    
შევიქნებოდით. აწ დაბარების დრო აღარ არის, რაც სჯობდეს, ის ვარჩიოთ. ერთი
Line of edition: 26    
წიგნი ბიძა ჩემს მივსწეროთ, ფალანგის მტერთათვის გულის მკვეთელსა.

Line of edition: 27       
მოიყვანეს მწერალი და წიგნი დასწერეს, შესთუალეს, თუ: თამურაზ მოვა
Line of edition: 28    
ჩვენდა საომრად და ლაშქარნი ახლავან ურიცხვნი; ჩვენდა სამესისხლოდ შეყრილან.
Line of edition: 29    
სისხლისა ზღვევად მოვა, უთრუთ ფალავან და გოსტამ თანა ახლავან და აგრე
Line of edition: 30    
მოვლიან. სამასი წყრთა ლომისა ტყავისა საგდებელი თამურაზს უთრუთისათვის
Line of edition: 31    
შეუქნევინებია და მძიმე, ორი ათასისა ლიტრისა ლახტი წელთა ჩაუყრიან. თქვენ,
Line of edition: 32    
რასაც გამოარჩევთ, პატრონნი ხართ.

Line of edition: 33       
რა ფალანგი დევმან ესე საუბარი გაიგონა, ნამეტნავათ დაუმძიმდა. ფიცხლათ
Line of edition: 34    
შეყარა დევები, რანიცა კარგნი მეომარნი იყვნეს: ბარყი და ქვეჯინ, რინაში დევი
Line of edition: 35    
და რობინ და სხვანი სახელდებული დევები, და თორმეტი ათასი _ მთაშიგან
Line of edition: 36    
დევთა სამყოფი არის _ მოვიდეს ფალანგს წინაშე, სალამი ჰკადრეს ფალანგის.
Line of edition: 37    
მერმე დასხდეს და საუბარი დაიწყეს და რჩევა ომისა. ფალანგი თქვა: როდეს
Line of edition: 38    
მამამან ჩვენმან გაგვყვნა ორნი ძმანი, მე მომცა ესე ყაფის მთა და ხაზარანსა
Line of edition: 39    
თემი და ქვეყანა უბოძა. და მას ქოიამარ დაუწყო მტერობა, ჩემსა ძმასა ხაზარანს,
Line of edition: 40    
გაუძახა სიამუქ და თურენგი და შემოებნენ ჩემსა ძმასა. სიამუქ მოკლა. მერმე
Line of edition: 41    
თაიმურაზ მოუხდა და ფოლადს გაემარჯვა. და ფალავანი ზავ მოკლა. აწე
Line of edition: 42    
შეუყრია მრავალი ლაშქარი და კიდეუა ფოლადისა საომრად
Page of edition: 175   Line of edition: 1    
მოვა. და ზავის შვილი ახლავსო, სახელად უთრუთ ქუიან, მაგრა საკუირველსა
Line of edition: 2    
შექნილობასა იტყუიან მისსა, მაგრა ვინ წავა აწე მისად საომრად. მოხმარებისა
Line of edition: 3    
დაჭირვებისა ჟამი ეს არის.

Line of edition: 4       
ამაზედა ქაჯვაჯინ და რობინ დეუი ადგეს, მოახსენეს. ჩვენ წავალთ მისდა
Line of edition: 5    
საომრად. ერთსა ას ოცმოცდათი წყრთა სიმაღლე ჰქონდა და მეორეს ას ოცი. ადგეს
Line of edition: 6    
და წამოვიდეს. ორმოცდაათი ათასი დეუი თან წამოიტანეს და ვირემდის ესენი
Line of edition: 7    
მოვიდოდეს, ამაშიგან თაიმურაზ მოუხდა ფოლადა დეუსა, აკურეუინა გურგსა და
Line of edition: 8    
ნაღარასა, და დაეპირისპირნეს ერთმანეთსა. და იქით ფოლად დეუი მოვიდა ორასი
Line of edition: 9    
ათასითა დეუითა, და შეიბნეს და შეიქნა ომი. და პირველად უთრუთ მოვიდა
Line of edition: 10    
მოედანშიგან და მისი მძიმე ლახტი, ორი ათასის ლიტრისა, და დაიწვადეს მძიმე
Line of edition: 11    
ლახტი. და შეიქნა მოსადევარი და ასეთი ზახილი, რომე ამას ჰგვანდა, თუ ცა
Line of edition: 12    
დაიქცევისო. და შემოუტეუნა ორასი ათასმან დეუმან. აქეთ ამათ ჰკრეს დუმბულსა,
Line of edition: 13    
ჴუროსტვირსა და შებერეს ზროხაკუდსა და წამოვიდა თამურაზ და ზავ.


Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 3: Prose parts: Utrutian-Saamiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.