TITUS
Shahname 3: Prose parts: Utrutian-Saamiani
Part No. 6
Previous part

Chapter: 6  
Page of edition: 175  
Line of edition: 14  აქა დიდი ომი თამურაზისი [და] ფოლდეუან დეუისა


Line of edition: 15       დაეპირისპირეს და შეიბნეს, და ზრიალისა და ზახილისაგან აღარა ისმოდა რა.
Line of edition: 16    
ამას ჰგვანდა, თუ თქუა, ცასა მიწასა ზედა დასცემენო. სამსა დღესა და ღამესა ომი
Line of edition: 17    
იყო; დღისით და ღამით მრავალთა თავადთა თავი უპატიოდ მიწასა თანა გასწორდა
Line of edition: 18    
და მრავალი დეუი მოკუდა და დიდი სისხლისა ღვარი ადინდეს, რომე მკუდრისა
Line of edition: 19    
კაცისა თავი და ხელი სისხლსა მიჰქონდის. მაშინღა მესამესა ღამესა, შუა ღამისა
Line of edition: 20    
ჟამსა ზავ [და] ფოლდეუან დეუი ერთგან შეიყარნეს. დაუშინეს ერთმანეთსა
Line of edition: 21    
მძიმითა ლახტითა და ... საქმესა დაება ზავ და პირი ფოლდეუანისაკენ ჰქნა ... აგრე
Line of edition: 22    
უკანიდაღმან თუნდი დეუმან ... და მოედანს შუაგულობს დაეცა. მაშინ, როგორაცა
Line of edition: 23    
დევი მოკლული ნახა, ფოლდეუან გაგულისდა, მოვიდა და, როგორაცა სოიალის
Line of edition: 24    
შვილმან გოსტამ შეიგნა, აქედაღმან ესე გაემართა მისდა საომრად. მაშინღა
Line of edition: 25    
თავადებმან მოახსენეს, ვითა: ნუ წახვალ მისად საომრად, მისი საომარი არა ხარ,
Line of edition: 26    
მას ას ორმოცდაათი წყრთა ტანი აბიან და შენ არცა ორმოცდაათი სიგრძე გაქუს,
Line of edition: 27    
ნუ წახვალ! და აღარა გაიგონა რა.

Line of edition: 28       
გოსტამ წავიდა მისდა საომრად და, როგორაცა მოედანშიგან მივიდა გოსტამ
Line of edition: 29    
შემოუტეუნა დევმან, მოუქნივა მძიმე ლახტი, გოსტამ დევსა თავსა დაჰკრა, და
Line of edition: 30    
დეუმან ფარი თავსა დაიდვა, და ფარი თავსა დააფრიწა და დეუსა ვერა ავნო. მაშინ
Line of edition: 31    
მოიქნივა დეუმან მძიმე გურძი, გოსტამს თავსა დაჰკრა და საწუთროსა გამოასალმა
Line of edition: 32    
და მოკლა. და როგორაცა ხელმწიფემან გოსტამის სიკუდილი შეიგნა, გვირგვინი
Line of edition: 33    
მოიხადა, საყელონი გარდიხივნა და სრულად ლაშქართ გარდიხივნეს საყელონი.

Line of edition: 34       
მერმე უთრუთ, ფალავანთა თავი, გაგულისდა, მისი ორი ათასისა ლიტრისა
Line of edition: 35    
მძიმე გურძი ხელთა აიღო და პირი მიწას გააერთა, დამბადებლისა სახელი ახსენა
Line of edition: 36    
და მოედანშიგან მოვიდა, და მისი ლომის ... და ერთი ვეფხის ტყავის ფარი ჰქონდა
Line of edition: 37    
უთრუთს, თაიმურაზს მისთვის შეაქნევინა. ამაშიგან ორგნითვე ჰკრეს დაულსა და
Line of edition: 38    
ნაღარასა, და იზახოდა უთრუთ. და მოვიდა თუნდი დეუი მოედანშიგან, შეუზახნეს
Line of edition: 39    
ერთმანეთსა და აგინა თუნდი დეუმან, ვითა: ავგვარო და ავისა თესლო, ვინ
Line of edition: 40    
მოგაგონა მეომართა დეუთა ომი, შენ, თუ ფალავანთა თავადობა გქონდეს, და დიდი
Line of edition: 41    
ტანი და მძიმე ლახტი გქონდეს, ჩემსა ჭანგსა და
Page of edition: 176   Line of edition: 1    
გურძსა ვერა დაურჩები და სულთაგან დაიცლები, შავი მიწა წითლისა ვარდისა
Line of edition: 2    
[ფერად] შეუღებო!

Line of edition: 3       
დეუისაგან რა ესე საუბარი გაიგონა, უთრუთ სახელი ღმრთისა ახსენა,
Line of edition: 4    
შეუზახნა, ვითა: ავისა თესლისა ნერგო! ამაშიგან მოუხდა თუნდი დეუი, შეიმაღლა
Line of edition: 5    
მძიმე გურძი, და უთრუთ ფარი თავსა დაიდვა, და დაჰკრა თუნდი დეუმან და ფარი
Line of edition: 6    
თავსა დაალეწა, მერმე წელთა შეუვარდა და შეიჭიდნეს. არც ერთს უნდა
Line of edition: 7    
გაშველება. დიდს ხანს ირკინეს, გაილაჯნეს. მისცათ მათ სარტყლებს თხრეშა,
Line of edition: 8    
ფრეწა. მიწა თრთოდა ძგერისაგან. მათ მიქ... ჴვნეშა, ქშენა. დაღამებამდის იომეს,
Line of edition: 9    
ვითა მართებს მესისხლეთა. ვერა რომელმან აჯობა და გაიყარნენ.

Line of edition: 10       
თუნდი დევი ფოლადს წინაშე მივიდა. ადგა ფოლად და წინა მოეგება,
Line of edition: 11    
დალოცა და ქება უთხრა. თუნდიმ ასრე მოახსენა: მისი მებრძოლი ქვეყნის
Line of edition: 12    
ზურგზედ არ არის, მე რომე მისი ძალი ვნახე, მე მისი ომი აღარ შემიძლია და,
Line of edition: 13    
ვინცაღა წავა მისად საომრად, ისიც მზად დახვდების.

Line of edition: 14       
აგრე თამურაზ უთრუთს წინა მოეგება, ჴელსა აკოცა და თავსა მრავალი
Line of edition: 15    
გოვარი და მარგალიტი გარდააყარა. და სულებ ლაშქარნი ლოცვიდენ. მეფემ
Line of edition: 16    
უბრძანა: ღმერთმან უშენოდ ჩემი ტახტი და გვირგვინოსნობა ნუ ქნას! თუ
Line of edition: 17    
დევთათვის შემბმელად და ამომწყვეტად შენ არ გამოჩენილიყავ, ჩვენი საქმე
Line of edition: 18    
ავგვარად იქნებოდა. უთრუთ ფალავანმან მადლი მოახსენა. მე თქვენი მიწა და მონა
Line of edition: 19    
ვარო, მე ჩემი თავი არა მშურს, გოსტამს ვტირი თავს-პირსა ცემით, ანუ მეც
Line of edition: 20    
მოვკვდე მასავით, ანუ გოსტამის სისხლი არ მოვიკითხო.

Line of edition: 21       
რობინს რა ესმა, გაუშვა ცრემლის [ღვარი], ადგილზედ დაასკდა და ძმასა
Line of edition: 22    
იგლოვდა, საყელონი გარდიხივნა და გლოვა დაიდვა. მერმე ქაჯვაჯინ ასრე უთხრა,
Line of edition: 23    
ვითა: რა ტირილისა ჟამი არის, დაბრუნდ... ურაზედ წავიდნენ. გაძვრა ჯაშუში.
Line of edition: 24    
თამურაზს ასრე ჰკადრეს და უთრუთს. დაშუშთა შეეტყო, ფალანგი დევსა
Line of edition: 25    
ქაჯვაჯინ და რობინ მოყავან მძიმითა ლაშქრითა ...ლიან, ორმოცდაათი ათასი
Line of edition: 26    
დევი შეყრილან და ესე ყველა თქვენდა სამტეროთ გაგზავნეს. ქაჯვაჯინ ნახოთ, მას
Line of edition: 27    
ბრძანებთ: რა არის, ან რაგვარათ ნაქმარია. ას ორმოცი წყრთა სიმაღლე აქვს, თავი
Line of edition: 28    
დიდსა მთასა უგავს, სხვა მისებრივ არ ნახულა, და შუბლსა რქა აბია, მითი
Line of edition: 29    
იბრძვის, უმაღლესი დიდის ხისა; ოცი წყრთა აქვს რქისა სიგრძე, ვითა ძელი
Line of edition: 30    
ამართული. კბილები აქვს, ვითა ტახი, პირსა ცეცხლი ამოსცვივის. ვინ მორჩების
Line of edition: 31    
იმას მრთელად, და თვალთ ანთებს, ვითა ბაზმა, ესრეთ არის საკვირველი. სამი
Line of edition: 32    
გურძი ჭანდრებზედა ერთმანეთზედ უკუეცვა. მხარზედ შეუც, ისრე მოვა, მსწრაფლ
Line of edition: 33    
დაამსხვრევს, რასაც ეცემა და თქვენ, რასაცა ბრძანებთ, პატრონნი ხართ.

Line of edition: 34       
რა უთრუთს ესე სიტყვა ესმა, მეტად გაჯავრდა, თქვა: ვინ არის მყრალი და
Line of edition: 35    
მყრალის თემისა, ქაჯვაჯინ ჰქვიან რაცაღა, თუნდა კლდე იყოს სალისა, ღმრთით
Line of edition: 36    
უთავოდ გავხადო, დღე გაუმწარო ჟამისა, და მძიმისა ლახტითა თავი დავნაყო და
Line of edition: 37    
სულისაგან უსულოდ გავხადო, და შავი მიწა მისითა სისხლითა წითლად შევღებო!
Line of edition: 38    
ამაზედა თავ-თავის სადგომს წავიდენ და კიდეცა დაღამდა.

Line of edition: 39       
რა გათენდა და ცასა სინათლე მიეცა, და მასკვლავთა ბრწყინვალება წაუღო, და
Line of edition: 40    
ქვეყნისა მანათობელმან მზემან თავი ამოყო და გუმბათსა ზედან ამაღლდა, აგრე
Line of edition: 41    
ფოლად და ქაჯვაჯინ და რობინ ერთად შეიყარნენ, და ასრე
Page of edition: 177   Line of edition: 1    
ივაზირეს. ფოლად არჩივა: უთრუთს ვერვინ შევებმით ... ამისი დამჩემებელი
Line of edition: 2    
შევეწყოთ, თუ სჯობს, გასინჯეთ საუბარზედა ... და მათ მოუწონეს თათბირი და ასრე
Line of edition: 3    
მოახსენეს, თუ: დავდგეთ ამაზედა, აღარა დავიწყებთ მერმე ნანვასა. რობინ ელჩად
Line of edition: 4    
გავგზავნოთ, რას ვაქნევთ ... ბანსა ორმოცი დევნი აახლეს, ზოგი ას ოცი მწყრთა
Line of edition: 5    
იყო და ზოგნი ასი მწყრთა იყო. შესთვალეს, თუ: ჟამად კმა არის, რაც ჩვენში
Line of edition: 6    
სისხლი დადენილა, შევეწყოთ და ზავი დავდვათ, ჯარი გავყაროთ, დავსწყნარდეთ და
Line of edition: 7    
ესე ქვეყანა შუა გავიყოთ, ნახევარი თქვენ გეყოფის, ნახევარსა ჩვენცა ვსჯერვართ.
Line of edition: 8    
ამაზედ ასრე შევიწყოთ, ჩვენში ნუღარ არის მტერობა. ორთავე გვეყოფის ქვეყანა და
Line of edition: 9    
დიდი შარიერობა. ჩვენ ჴელი ვხადოთ სოფელსა და ყოველთვინ სისხლში ბანვასა,
Line of edition: 10    
ერთხელ სჯობს ნებიერად მყოფობა!

Line of edition: 11       
წავიდა ელჩი, მივიდა თამურაზისა წინაშე. ჴელმწიფემან თავადები იჴმო.
Line of edition: 12    
როგორცა მართებდა, აგრე დასხნეს. უთრუთს ფალავანს ოქროსა სელნი დაუდგეს
Line of edition: 13    
და მაზედა დაჯდა. ჴელმწიფისა წინაშე ელჩნი შემოასხნეს, ორმოცნი დევნი და
Line of edition: 14    
რობინ მაღალი, დიდი ჭანდრის უმაღლე არის, და სალამი მისცეს მეფესა, ვითა
Line of edition: 15    
სამართალი არის, და დასხნეს ... ადგა რობინ და ჴელმწიფე დალოცა,
Line of edition: 16    
დავედრებული ყველა მოახსენა. ამაზედან მეფე მეტად გაწყრა: მე თქვენით როგორ
Line of edition: 17    
წავჴდები, ტახტ-გვირგვინი და ჴრმალი, ლახტი, არ მიშოვნია თქვენით. პაპა ჩემსა
Line of edition: 18    
ქოიამარს ღმრთის განგებით უშოვნია. ესე თემი და ქვეყანა ყველა მისით
Line of edition: 19    
დაუჭირავს, მე პაპისა ჩემისაგან მაქვს და თქვენ, რასაც ამბობთ, მართალი არც
Line of edition: 20    
ერთი არ მგონია, აწე თქვენ ვინ მოგცათ! მიამბეთ, რათ აგიგდიათ თავები, ყაფის
Line of edition: 21    
მთა გაქვს სამყოფად. აქ რას დასცრუობთ, რა საქმის მოქმედობა გიცთ, ავგვარნო,
Line of edition: 22    
მასაც წაგართვამ, თვარა აქიდგან შოვნის იმედს ნუ ელით! წადით, იქიდგან მეუბნეთ,
Line of edition: 23    
აქ ლაპარაკი არათ სარგებლათ გექნებისთ! შენ მისთვის გითხარ ამდენი, მათში დიდი
Line of edition: 24    
კაცი ხარ, სხვა მოსულიყო მოვკლევდი, თავს გავაცლიდი ტანისაგან, როგორც
Line of edition: 25    
შემწვარ ვაცს, თხას გააცალონ, იმგვარად, და წადი, მოვიდენ, შეგვებნენ, რაღა
Line of edition: 26    
ყოვნის ჟამი არის!

Line of edition: 27       
ადგა რობინ და წავიდა ცქვიტად და მალედ. ფოლად დევსა ყველა მოახსენა,
Line of edition: 28    
უამბო: უთრუთ ფალავანი ვნახე, გამწყრალი, ვით ლომი კანჯრის ჯოგზედ და
Line of edition: 29    
კიღამ შემჭამა, კბილითა, როგორცა მომკიდა თვალები. ან მათი თავი წავიღოთ, ან
Line of edition: 30    
ჩვენი აქა დავყაროთ, და იგინი მზა არიან საომრად. რას ბრძანებთ, არა სჯობს
Line of edition: 31    
თავის დადება?

Line of edition: 32       
რა ესე საუბარი გაიგონა, ქაჯვაჯინ წამოჯდა გაშმაგებულსავით, ღრუბელსა
Line of edition: 33    
ვითა აგრგვინდა, ბრდღვინვიდა გაჯავრებული, კისრისა ქენჩო ამოისვა, ვით ნიადაგ
Line of edition: 34    
ომს ჩვეულ იყო: ვის ჰქვიანო ადამიანი! ამას იზახის გაშმაგებული: ან თამურაზს
Line of edition: 35    
ვინ მისცა თემი, ქვეყანა და ტახტი! უთრუთს ხვალ ადრე ვაჩუქო ორი ათასის
Line of edition: 36    
ლიტრის ლახტი. დიდსა თავში უჩაჩქუნო, დაუბნიო სრულად ტვინი, ტახტითგან
Line of edition: 37    
თამურაზ ჩამოვითრიო, ვით ამაყი არის. ტახტ-გვირგვინი, ჴმალი და ლახტი
Line of edition: 38    
ფოლადს წინაშე მივიღო, თამურაზს წავართვა ქვეყნის მეპატრონობა, ჴრმალი და
Line of edition: 39    
თემი და ქვეყანა ჩვენ დაგვრჩეს, რომ მებრძოლნი აღარავინ [იყოს]. რა კვეხ[ნ]ით
Line of edition: 40    
გაძღა, კიდეცა დაღამდა და თავეთს სადგომსა წავიდნენ.


Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 3: Prose parts: Utrutian-Saamiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.