TITUS
Shahname 3: Prose parts: Utrutian-Saamiani
Part No. 4
Previous part

Chapter: 4  
Page of edition: 171  
Line of edition: 22  აქა პირველი ლაშქრობა უშენგ ჴელმწიფისა, ზავ ფალავნისა და სოიალისა,
Line of edition: 23 
ფოლდევან დეუისა და თუნდი დეუისა


Line of edition: 24       მოვიდეს ყოვლგან ლაშქარი სარა ქალაქსა, მინდორად დადგეს, და იანგარიშეს.
Line of edition: 25    
ას ორმოცდაათი ათასი კაცი შეიქნა. ჴელმწიფემან ყუელაზედა საბოძვარი გასცა:
Line of edition: 26    
აბჯარი, საქონელი და ცხენი. და იმ ღამესა ჴელმწიფემან ნადიმი დაიდვა და
Line of edition: 27    
გაიყარნეს, და თავის-თავის სადგომსა დადგენ.

Line of edition: 28       
დილასა, რა საწუთროსა მაშვენებელმან მზემან თავი ამოყო, და კირჩხიბსა
Line of edition: 29    
ჭანგსა დაეხსნა და გუმბათსა ზედან ამაღლდა, ჰკრეს ქოსსა და ნაღარას, და
Line of edition: 30    
გაემართნენ ფოლდევან დეუის საომრად. ესმა ფოლდევან დეუსა, მეტად აჩქარდა
Line of edition: 31    
და ყვალგნით დევთა ლაშქარი იჴმო. სწრაფით მოვიდნეს დევთა ლაშქარნი.
Line of edition: 32    
როგორათაც დიდსა, შიშველს მთაშიგან ზვავი მოსქდეს და იდგრიალოს, აგეთი ჴმა
Line of edition: 33    
მოჰქონდათ, არ დაეყოვნათ პატრონის სამსახურად და მათცა საომრად მზადება
Line of edition: 34    
დაიწყეს. სარახისა მინდორსა შეიყარეს, დააცვეს მრავალფერნი კარავნი ოქრო-
Line of edition: 35    
ქსოვილისა ქამხისა და ნახლისა.

Line of edition: 36       
მეორესა დღესა, რა მზემან საწუთრო დააშვენა, ჰკრეს ორგნითვე ლაშქართა
Line of edition: 37    
ქოსსა, ნაღარასა და აწყვეს რაზმი ორგნითვე. მოიყვანეს თეთრი პილო, დაუდგეს
Line of edition: 38    
ტახტი, და მოვიდა უშენგ ხელმწიფურად მოკაზმული, პილოსა ზედა გავიდა და
Line of edition: 39    
დაჯდა. მარჯვენას მხარს ზავ ფალავანი დადგა, მისი ორი ათასი ლიტრა ლახტი
Line of edition: 40    
ხელთა ჰქონდა. მარცხენასა მხარსა სოიალ დადგა. აგრე დეუთა ქნეს.
Page of edition: 172   Line of edition: 1    
მიდგა, ხელმწიფე დალოცა და პირი მიწას გააერთა, დამბადებელის სახელი ახსენა,
Line of edition: 2    
მოედანსა, საომარსა ადგილსა წამოვიდა, საომრად გაფიცხებული იყო და მუქარა
Line of edition: 3    
ითხოვა და ამას იძახდა: ვინც ჩამოხვალთ საომრად, მე გიჩუენო ფალავნობა და
Line of edition: 4    
თქვენთა მეომართა ომი, მძიმისა ლახტითა დაგნაყო და ტანი უთავოდ ... და მაღალი
Line of edition: 5    
ეტლი თქვენზედა ვატირო!

Line of edition: 6       
რა ფოლად დეუმან გაიგონა, ერთი დეუი გაგზავნა მისად საომარად და,
Line of edition: 7    
როგორაცა დაინახა სოიალ, შეუტეუნა, დაჰკრა, მძიმე ლახტითა დეუი მოკლა. ამა
Line of edition: 8    
წესითა ასი დეუი მოკლა. მაშინ ფოლდეუანის ძმა გაგულისდა, და რობინ დეუი
Line of edition: 9    
მასვე წამსა მოედანშიგან მოვიდა, და შეუძახნეს ერთმანეთსა და შეიბნეს. და დაჰკრა
Line of edition: 10    
მძიმე გურძი და მოკლა სოიალ დეუმან. როგორაცა ლაშქართა სოიალის
Line of edition: 11    
სიკუდილი შეიტყო, ერთობილნი დაიგლიჯენ და საყელონი გარდიხივნეს. მერმე
Line of edition: 12    
ფალავანმან ზავ მისი ორი ათასის ლიტრისა მძიმე გურძი ხელთა აიღო და
Line of edition: 13    
საწუთროს დამბადებელი ახსენა, პირი მიწისა გააერთა, ადგა და მაედანშიგან
Line of edition: 14    
მოვიდა. რა დეუმან დაინახა, შეუტევნა და ლახტი დაჰკრა. ზაავ მჴარი მიუშვირა.
Line of edition: 15    
ასრე არათ შეიჩინა დევისაგან ლახტის დაკრვა, ვითამცა არა სცემოდა რა. და მერმე
Line of edition: 16    
ფალავანმან ზაავ რობინს დაჰკრა თავისი ორი ათასისა ლიტრისა მძიმე ლახტი და
Line of edition: 17    
მიწათა ზედან გააგორვა და მოკლა. და მის დევისა დაცემასა ზედა სულა მიწა
Line of edition: 18    
შეიძრა და ფალავანი ზაავ ისევე მოედანსა შინა იარებოდა.

Line of edition: 19       
რა ფოლად დევმან რობინის მოკვლა შეიგნა, დიდად იგლოვა და ასეთნი
Line of edition: 20    
დაიზახნა, მთა გორი გაასწორა და მისის ჴმისა და ზახილისაგან მიწა ზღვა ვითა
Line of edition: 21    
ექანებოდა. ამაზედა შეუტოვეს ორთავე ლაშქართა. ჰაი და უჰი, მოსაწევარი მათი
Line of edition: 22    
ზახილი ცათამდის გაიწეოდა. ისეთი მტვერი ავიდა, რომე მანათობელი მზე
Line of edition: 23    
კუპრისფერად გახდა; საწუთრო შავსა [ზანგსა] დაემსგავსა, სისხლისა ღვარმან
Line of edition: 24    
ხანდაკი გაკუეთა; კივილისა და ზახილისაგან ჯაბანთა გული გასკდებოდა
Line of edition: 25    
ბარგისტანელთა ახთათა ხუვილისაგან, ცისა ჭეხასა ჰგუანდა. ისრისა სიმრავლე
Line of edition: 26    
ფუტკრისა რემისა სიმრავლესა ჰგუანდა. შეიქნა ცემა ჴრმლითა, ლახტითა,
Line of edition: 27    
ხანჯრითა და გახშირდა ჴმა ყუალგნით, და შეიქნა ზახილი მოსაწევარი: ჰკარ,
Line of edition: 28    
მოკალ, შეიპყარ, ჩამოაგდე, ნუ გაუშვებ! მრავალგან შუა განკუეთილი კაცი ცხენსა
Line of edition: 29    
მოსთრავნდის და უპატიოდ თავადთა თავი მიწათა ზედა ცვიოდის, და თავი ტანსა
Line of edition: 30    
სალამსა გაუგზავნიდის, მკუდრისა ჯარისაგან გზანი შეიკრნეს და მძორისაგან
Line of edition: 31    
საწუთრო შავსა ზანგსა დაემსგავსა, სისხლისა ღვარი ადინდა და კაცის თავი და
Line of edition: 32    
ფერჴი მოჰქონდის და დევების ყვირილი და ზახილი ცისა გვრგვინვასა ჰგუანდა.

Line of edition: 33       
სამსა დღესა და ღამესა ომი იყო. მესამესა დღესა შუაღამისა ჟამსა ფოლდევან
Line of edition: 34    
და ზაავ შეიყარნეს და მედგრად შეიბნეს. მათითა ჴვნეშითა და ძგერებითა ფერჴთა
Line of edition: 35    
[ქვეშე] მიწა ექანებოდა. ზაავს პირი ფოლადისაკენ ჰქონდა, არსით ხედვიდა. იქით
Line of edition: 36    
თუნდი მოეპარა, თავსა დაჰკრა ზაავს ლახტი, და სულისაგან დაიცალა და
Line of edition: 37    
სოფელი მაზედა შემოკლდა. რა ჴელმწიფემან შეიგნა სიკუდილი ზაავ ფალავნისა,
Line of edition: 38    
გაიქცა, ჯარი თან გაყვა. მოვიდენ სარას ქალაქსა, შექნეს გლოვა და ტირილი
Line of edition: 39    
ზაავ ფალავნისათვის და, რაც სულის საქმე იყო, გარდახადეს და გლოვა დაიდვეს.



Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 3: Prose parts: Utrutian-Saamiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.