TITUS
Shahname 3: Metrical parts
Part No. 5
Previous part

Chapter: 5  
აქა ურთურთისა და რობინ დეუის ომი






Strophe: 71  
Verse: a        შეუტოვეს ერთმანერთსა,   უთრუთ რობინ იძაბუნა,
Verse: b        დაუძახა: პილწო დეუო,   დამაშვრალი მნახე მუნა.
Verse: c        რა გულოვანთ ჴელი იყო,   მოღალუ[ლ]ზედ მოსვლა უნა,
Verse: d     და   მაშინ კიდეუ ამოგივალ,   დაცემული ვიყო თუნა!






Strophe: 72  
Verse: a        [შეეჭიდნეს] ერთმანერთსა,   ფალავანნი გამოთქმული,
Verse: b        ქაჯვან[ დეუთან] ნაომარი   უთრუთ იყო მოღალული;
Verse: c        მით გაუძლო რობინ დეუმან,   არ გაუდრკა ამად გული,
Verse: d     და   თვარამ ჴამი შეხდომოდა,   არ ედგმოდა მყრალსა სული.


Page of edition: 75 




Strophe: 73  
Verse: a        მას დღე იომეს, სანამდის   არ იქნა ბინდი ღამისა,
Verse: b        ღამემ გაჰყარა ორნივე,   რობინ გაპარვას ლამისა;
Verse: c        მივიდა ფოლადს წინაშე,   უთრუთ მეფესთან არისა;
Verse: d     და   ჰკითხეუდა, რობინ უამბობს,   სმენა აქუს საუბარისა.






Strophe: 74  
Verse: a        რობინ იტყუის: მისი ომი   ეტლსა არა შეუძლია,
Verse: b        მე ქაჯაჯან დი[ა]ღ მჯობდა,   ის გამოჩნდა მისი მძლია,
Verse: c        მისგან შემხდა მოღალული,   ამად შემრჩა სული მია,
Verse: d     და   თვარამ იმას ვერ შეუები,   არც შეხედვა შემიძლია.






Strophe: 75  
Verse: a        ყაფის მთაშიდა არ იყო   ქაჯვანის უკეთესია,
Verse: b        ის დაიჭირა, შეიპყრა   თვით ჩემი უზეშთესია,
Verse: c        თქუენის ბედითა შემომხდა,   მე მოღალული დღესია,
Verse: d     და   აწ გავიპარვი, ამაღამ   ფალანგს წინ, მიჯობს ესია!






Strophe: 76  
Verse: a        თქუენ, რას[ა]ც იქთ, პატრონი ჴართ,   მე დავდგები ვერათ ვერა,
Verse: b        თვალს მომკიდებს, მომაშოროს   მთვარისა და მზისა მზერა;
Verse: c        ფოლად უთხრა: თუ შენ წახვალ,   ფიცით ასრე და[ა]ჯერა,
Verse: d     და   შეგაბეზ[ღ]ებ ფალაგ დეუსა,   გაუგზავნო კაცი ჯერა;






Strophe: 77  
Verse: a        შეუთვლი: მარტო დამაგდო,   რობინ თქუენს გვერდით მვლელია,
Verse: b        თვარამ რა არის პასუხი,   რა გულოვანთა ჴელია;
Verse: c        ერთსა მე გეტყვი, ესე სჯობს,   რაც შენ სთქვი, რა საქნელია,
Verse: d     და   ხვალ მაიდანსა გამოვა   უთრუთი, სისხლთა მღვრელია.






Strophe: 78  
Verse: a        ჩვენ დავეკაზმოთ ერთპირად,   მიუხდეთ, უყოთ რიალი,
Verse: b        მჴარი მჴარს მივსცეთ ყუელამა,   მინდორს გაუშვათ გრიალი;
Verse: c        ან მოვკლათ, ან დავიხოცოთ,   ერთისა ვიყოთ ზიარი,
Verse: d     და   ხვალე სისხლითა ავავსოთ   იგი მინდორი ტრიალი!






Strophe: 79  
Verse: a        თვარამ თუ წავალთ, წამოვლენ,   დაგვდვან ხარაჯა, მალია,
Verse: b        გაქცეულს კაცსა აღარ აქუს   ჯანი და არცა ძალია;
Verse: c        ფალაგს წინ კაცი გავგზავნოთ,   ცქვიტად და მეტად მალია.
Verse: d     და   რობინ თქუა: არცა მე წავალ,   თქუენ ვით გაგყარო თვალია.






Strophe: 80  
Verse: a        მისწერეს: უთრუთ შეიპყრა,   ქაჯვაჯანს მიყო ჴელია,
Verse: b        ცოცხალი ჴელთ ჰყავს კიდევე   პატიმრად, სისხლთა მღვრელია,
Verse: c        ბევრი მოკლეს და დახოცეს,   თქუა, წასვლას ნურვინ ელია,
Verse: d     და   გვიშველე ამა კაცზედა,   არის სისხლისა მსმელია!






Strophe: 81  
Verse: a        მივიდა იგი ფაიქი,   ფალაგს წაუდგა წინარე,
Verse: b        იკითხა, თუ: თაიმურაზ    შეიპყრეს, დახვდა მცინარე, _
Verse: c        ფაიქმან ჰკადრა: რას ბრძანებ,   მისი შემყრობი ვინ არე, _
Verse: d     და   თვითან და[ი]მყრეს ქუეყანა,   თქუენ თავი მოიმძინარე!






Strophe: 82  
Verse: a        მას ერთი ფალავანი ჰყავს,   მისი მებრძოლი სად არე?
Verse: b        სრულ გაგვიწყვიდა ლაშკარი,   სისხლით შეღება სად არე,
Verse: c        ათი ათასი დეუები,   დახოცა, ვინ ჰყუა, სადარე,
Verse: d     და   ნახოთ, მთვარეს გავ გავსილი,   იგ მოწმენდილსა სადარე!


Page of edition: 76 




Strophe: 83  
Verse: a        ქაჯვაჯან ჴელად შეიპყრა,   ჴელთა ჰყავს პატიმარია,
Verse: b        აღარვინ მორჩა მებრძოლი,   ვინც იყო მკლავმაგარია,
Verse: c        იცემების და იომის,   ისმის ზათქი და ზარია;
Verse: d     და   აწ თქუენ რას ბრძანებთ, არ ვიცი,   დიაღ შეღონდა ჯარია.






Strophe: 84  
Verse: a        რა ფალ[ა]ნგმა გაიგონა,   წყენისაგან ზე ავარდა,
Verse: b        საყელონი დაიხია,   ტახტიდაღმა ჩამოვარდა,
Verse: c        ყოვლთა დეუთა აცნობეთო,   და[ი]ძახა, ხმა დავარდა,
Verse: d     და   ფაიქები და[ა]ფრინა,   იქით-აქით გამოვარდა.






Strophe: 85  
Verse: a        იხმნა დევები, მისწერა   პასუხი სა[ა]ზრონია,
Verse: b        ადამიანი გამოჩნდა,   უებრო, დიდი ზრონია,
Verse: c        ქაჯვაჯან ტყუედ ჰყავს შეკრული,   დახოცა დეუთა ხრონია
Verse: d     და   ყოვლთა გვიშველეთ, წამოდით,   მოხმარებისა დრონია.






Strophe: 86  
Verse: a        ბარყიჯან დეუი, ჯინბიჯან,    მოიხმო დიდის რაზმითა,
Verse: b        ორთავე ტახტი დაუდგა,   მაზედა დასხა კაზმითა,
Verse: c        მაშინვე ვეზ[ი]რობა ქნეს,   ხანსა არ დია დაზმითა,
Verse: d     და   უთრუთის საქმეს ჩიოდენ,   ცეცხლი არისა ბაზმითა.






Strophe: 87  
Verse: a        უამბო: დაუხოცია   ათი ათასი დევი და,
Verse: b        თუნდიც მოუკლავს, სხვაზედა   მეტად არისო ზევითა,
Verse: c        ქაჯვაჯან ჰყავსო შეკრული,   იგი ეუბრო მხნე ვითა,
Verse: d     და   კაცი არ სჩანსო, იტყუიან:   იგი საროსა ხე ვითა.






Strophe: 88  
Verse: a        ფოლადს და რობინს ებრძანა   პასუხი მოსაწყინარე!
Verse: b        თუ არ გვიშველით, ჩვენც დაგვხოცს,   წამოდექითო წინარე!
Verse: c        აწე წავიდეთ საშველად,   აქ ვიყოთ ვინცა ვინ არე!
Verse: d     და   დაემზადენ და წავიდენ,   არ[ა]ვინ იყო მცინარე.






Strophe: 89  
Verse: a        ბარყიჯან და რადი დეუი,   ვითა ლომი, მობრღვინვიდა,
Verse: b        იტყუიან, თუ: მეომარი   ვერ დაგვიდგეს ვერვინ ვინ და,
Verse: c        ორმოცდათი ათასია,   იმათ ახლდა დეუნი წინ და,
Verse: d     და   სულად დეუნი წამოვიდა,   თქუეს: მეშველი არვინ გვინდა!



Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 3: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.