TITUS
Shahname 3: Metrical parts
Part No. 6
Previous part

Chapter: 6  
აქა დიდი ომი. უთრუთ ქუით დაფარეს დევებმა.






Strophe: 90  
Verse: a        სანამდის მიესწრებოდენ,   იმათ შექონდა ომია,
Verse: b        იყო ხრიალი, ზრიალი,   გავს გასკდა ცისა ხომია;
Verse: c        შუას მოიდანს იომის,   უთრუთ მებრძოლთა ლომია,
Verse: d     და   ორასმან ათასმან დეუმან   მიმართა თუ რა ზომია.






Strophe: 91  
Verse: a        წამოიღეს დოლაბები,   ყუელამ ჴელით აიღო და,
Verse: b        შუაზედა შეიმწყუდ[ი]ეს,   უთრუთ თავი დაიღო და,
Verse: c        თავსა ფარი დაიხურა,   კარი არსით გაიღოდა,
Verse: d     და   დაუშინეს დეუთა ქუანი,   ფალავანი დაილოდა.


Page of edition: 77 




Strophe: 92  
Verse: a        გვანდა, დევთა ყუირილითა   ცა დაიმსხვრა, მიწა თრთისა,
Verse: b        მათ ეგონა, ჴმელიც ჩაძვრა,   ყუელა უთრუთს ქუას აყრი[სა],
Verse: c        ვითა სეტყუა დაუშინეს,   ცას უმძიმს და ეტლი ტირსა,
Verse: d     და   ქუით დაფარეს ფალავანი,   ხმა ისმოდა ნეტარ რისა?






Strophe: 93  
Verse: a        სრულ აღარა ჩანს სფადი, იგ   [სრულ] დაიფარა ქუისაგან,
Verse: b        მათ თაიმურაზ მოუხდა,   ელვა შეიქნა რჴმლისაგან,
Verse: c        ლაშკარი წინ მოიძღვანა,   თვით უმრავლეა ზღვისაგან,
Verse: d     და   უკუაყენეს დეუები,   რჴმლისა და ლახტის კურისაგან.






Strophe: 94  
Verse: a        უთრუთზედ ლოდი აშენდა,   დიდი, მაღალი მთა ვითა,
Verse: b        იქით და აქით იწეუდა,   შიგან მისისა თავითა;
Verse: c        უკუიყარა ლოდები,   მოვა ტანითა ზვავითა,
Verse: d     და   ქუით გამოვიდა ამაყი,   მერმე არ იყო ზავითა.






Strophe: 95  
Verse: a        დეუთა რა ნახეს, გაიქცენ,   დაჰყარეს მათი ბარგია,
Verse: b        მათ ფოლად წინ მო[ე]გება,   იტყუიან: მეტად მარგია.
Verse: c        და[ა]ბრუნვა და შეიბნეს,   ვინც იყო მათში ვარგია,
Verse: d     და   ვინ იცის, ვინ გარდარჩების,   ავი და ანუ კარგია!






Strophe: 96  
Verse: a        შეიქნა გრგვინვა, ქუხილი,   კაცთაგან საზარონია;
Verse: b        უცხო ჴმა სხვადასხვაფერი,   კიოდა დეუთა ჴრონია,
Verse: c        ისმენდეს კაცი, შესცდების,   ვინ იცის, ეს რა დრონია!
Verse: d     და   ომი არ გაწყდა, მორჩენა   არას კაცს არა გონია!






Strophe: 97  
Verse: a        ჯერეთ მათს ჟამში ცხენები,   არ იყო, არვის ჰყოლოდა,
Verse: b        ქუეითად იბრძვის ყუელანი,   ჯერ არც ერთს დარჩა ბოლო და,
Verse: c        იგ თაიმურაზ ილოცავს:   მაღალო, ყოვლის მყრობლო და:
Verse: d     და   ჩვენ მოგვეც ძლეუა დეუზედა,   თქუენი ვართ თანამყოლო და.



Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 3: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.