TITUS
Shahname 3: Metrical parts
Part No. 4
Previous part

Chapter: 4  
აქა მეორე ომი უთრუთისა და ქაჯვან დეუისა






Strophe: 66  
Verse: a        რა დეუმან ნახა, შეშჭეხა,   გავს თუ კლდე გასკდა მყარია,
Verse: b        უთრუთს მოუხდა ლახტითა,   გაშალა მყრალმა მხარია;
Verse: c        თავს დაჰკრა, ზედა და[ა]ფშვნა   მისი მაგარი ფარია,
Verse: d     და   მერმე მან დაჰკრა, ისმოდა   დიდი ცემა და ძგარია.






Strophe: 67  
Verse: a        შვიდ-შვიდი ჰკრეს ერთმანერთსა,   დეუი პირით ცეცხლსა ჰყ[რიდა],
Verse: b        გაგულისდა პილოტანი,   იმან იმას არ დარიდა;
Verse: c        ერთი ჴელი რქასა სტაცა,   სხვა მებრძოლი არა ჰკვირდა;
Verse: d     და   გულმესისხლედ შეიჭიდნეს,   ორივ სისხლის [ღვარსა ღვრიდა].






Strophe: 68  
Verse: a        მიწა თრთოდა და იძროდა,   უმზერდა სულა ყ[ველანი],
Verse: b        უთრუთ აზიდა, იბრდღვინა,   გავს თუ დაიმსხ[ვრა ხეცანი],
Verse: c        მხარს აიცილა ქაჯვაჯან,    იგი სისხლ[ისა მსმელანი],
Verse: d     და   კისრი[თა] მიწად [დააგდო],   დასცა და გახდა ძგერანი.






Strophe: 69  
Verse: a        მას მაგრად მჴარი შეუკრა,   დეუს გარდუბრუნდა ბედია,
Verse: b        ჴელმწიფეს წინა მოიღო,   ახსენა შემომქმედია;
Verse: c        მიწას ემთხვია, მეფემან   მდაბლად დახარა ქედია,
Verse: d     და   თავს ოქრო გარდააყარა,   დალოცა ზედა-ზედია.






Strophe: 70  
Verse: a        ერთობილთა თავ[ა]დებთა   ყველამ ღმერთსა მადლი მისცა,
Verse: b        აყრიდიან თვალ-გუარსა,   პილოტანი იქივ დგისცა;
Verse: c        წაიყუანეს პატიმარად,   ქაჯვაჯანი ჯალადს მისცა,
Verse: d     და   მერმე რობინ გამოვარდა:   აწ მოხვალო, ჩემზედ ვინმცა!



Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 3: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.