TITUS
Shahname 3: Metrical parts
Part No. 3
Previous part

Chapter: 3  
აქა პირველი ომი უთრუთისა და ქაჯვაჯან დეუისა






Strophe: 54  
Verse: a        ფარი გურზით დაუმსხვრია,   ფალავანი გა[ა]გორა,
Verse: b        ვითა ვეფხი წამოიჭრა,   მათი ომი გა[ა]სწორა;
Verse: c        მანცა დაჰკრა მძიმე ლახტი,   ერთმანერთსა სცემდა გორა,
Verse: d     და   ორთავ ეცა ოთხმეოცი,   უტყუარად, მართლად, სწორა.


Page of edition: 73 




Strophe: 55  
Verse: a        ერთმანმცა ვერა აჯობა,   არის ბინდ-ბანდი ღამისა;
Verse: b        ორივ სიღამემ გაჰყარა,   არს მოშორვება ამისა;
Verse: c        უთრუთ მივიდა მეფესთან,   ჯარი მილოცვას ლამისა,
Verse: d     და   მიულოცეს და იკითხეს,   არის მოამბე ჯარისა.






Strophe: 56  
Verse: a        თქუა: არ მინახავს მისებრი,   ძალი და ხლართიანობა,
Verse: b        ღმრთითა ვეცადო, გავსწყუიდო   ქაჯვაჯან, მათიანობა;
Verse: c        ადრე გაჩნდების ყუელაი,   ძალი და ზავთიანობა,
Verse: d     და   არ იგინების ისიცა,   გავსინჯე ძალიანობა!






Strophe: 57  
Verse: a        მერმე ქაჯვაჯან ფოლადთან    მივა პირითა მქისითა,
Verse: b        თავს ოქრო გარდა[ა]ყარა   ფოლად ჴელითა მისითა,
Verse: c        ქაჯვა[ჯა]ნ უთრუთს აქებდა:   ნეტარ მოსრულა ის სითა?
Verse: d     და   მისთანა არვინ გინახავს,   არც ღამით, არცა დღისითა.






Strophe: 58  
Verse: a        რაც მის პირშიდ ჩავარდების,   ფათერაკსა რით მორჩების,
Verse: b        მისი მბრძოლი ჴმელთა ზედა   კაცი როგორ გამოჩნდების!
Verse: c        ყოვლი ასო მისგან მტკივის,   მისი ომი ვით იქნების;
Verse: d     და   თუ რას ღონით ის მოკუდების,   ჩვენი საქმე გაკეთდების!






Strophe: 59  
Verse: a        ძლიერი მეომარია,   კისკასი, ვითა ლომია,
Verse: b        ღონე არ არის მის მეტი,   ხვალ არ დავკიდო ომია;
Verse: c        ფალაგს წინ როგორ მივიდე,   გაქცეუით დანაშრომია,
Verse: d     და   მაშინცა კიდეუ გამოვსცდი,   დამექცეს ცისა ხომია!






Strophe: 60  
Verse: a        მძიმის ლახტით მოედანსა   ადრე გავალ საომარად,
Verse: b        ან დავაგდებ ჩემსა თავსა   შესაჭმელად მხეცთა გარად,
Verse: c        ან წავიღებ მისსა თავსა,   სისხლსა ვადენ დია ღვარად.
Verse: d     და   ამას არჩ[ე]ვს ფოლადს წინა,   ეჭვი ქონდა მრავალგვარად.






Strophe: 61  
Verse: a        რა გა[ა]თავეს ნათქუამი   და მათი საუბარია,
Verse: b        მას ღამე სადგომს წავიდენ,   თავის-თავისად ჯარია;
Verse: c        ორგნითვე აბჯარს კაზმიდენ   სუსტი და მკლავმაგარია;
Verse: d     და   _ ვინ იცის, რა იქნებისო,   _ იტყვიან ვინცა არია.






Strophe: 62  
Verse: a        რა მზემან თავი ამოყო,   სამყარო და[ა]შვენა მან,
Verse: b        დახია შარი შავისა,   ყირმიზად მისმან ფენამან;
Verse: c        მაღლა გუმბადსა ავიდა,   სინათლე [ა]აშენა მან,
Verse: d     და   იკრეს ქოსსა და დაბდაბსა,   ქუემოდა ანუ ზენამან.






Strophe: 63  
Verse: a        ორგნითვე რაზმი გასწორდა,   ნაღარას მიაქუს დგარია,
Verse: b        შუას მოიდანსა მოვიდა   უთრუთი სფაადარია,
Verse: c        ფალავანთ თავი, ვითამცა   იალბუზის მთა არია;
Verse: d     და   მას დღესა დეუთა თავები   ბევრი მიწათა გარია.



Page of edition: 74 




Strophe: 64  
Verse: a        მძიმე ლახტი ჴელთა ქონდა,   მითა მტერთა ამატირსა,
Verse: b        სამასი წყრთა საგდებელი,   თვითან აქუს და ჴელთა სჭირსა,
Verse: c        რკინის კოშკი რაზმთა შუა,   ღაწვი ვარდათ გამოსჭვირსა,
Verse: d     და   მუნ გაფიცხლდა, საომარად   ქოს[ს]ა სცემენ, ყუირო-სტვირსა.






Strophe: 65  
Verse: a        ფალავანმა დაიძახა,   გვანდა, იყო ცათა ფრეწა:
Verse: b        მყრალო დეო, რა იქენი,   მძიმე ლახტსა დაგალეწა;
Verse: c        ძლივ მოურჩი ჩემსა ჭანგსა,   გუშინ წადი ჩემგან შენ წა,
Verse: d     და   დღეს გამოჩნდეს ვინცა ვსჯობვართ,   დიაღ გიჯობს გარდა[ხვეწა]!



Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 3: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.