TITUS
Shahname 2: Prose parts
Part No. 5
Previous part

Chapter: 5  
Page of edition: 377  
Line of edition: 1    [აქა] ზააქისაგან სიზმრის ზმანება


Line of edition: 2       წარმართი ზააქ დიდთა საჴელმწიფოთა დარბაზთა ტურფად
Line of edition: 3    
მოკაზმულთა ტახტსა ზედან წვა, და იგი პირმზენი გულისა წამღებნი
Line of edition: 4    
შაჰრინაზ და არნავაზ ახლოს გვერდთა ფარდაგთა შიგან თეთრითა არირითა
Line of edition: 5    
და გუარითა ფრქვეულსა ზედან წითლითა იაგუნდითა შეკაზმულსა ტახტსა ზედან
Line of edition: 6    
მოკაზმულსა სხდენ და მათსა ბედსა სწყევლიდეს, და ზააქს მესისხლედ
Line of edition: 7    
ხედვიდეს, მისის შიშითა ბაგესა ვერ შესძრევდეს.

Line of edition: 8       
მას ღამესა ზააქს სიზმარი ეზმანა გასაკვირვებელი და ძილსა
Line of edition: 9    
შიგან შეშინდა და ასეთნი დაიძახნა, რომე ასისა სვეტითა აშენებული
Line of edition: 10    
სახლი შეიძრა და თრთოდა. იგი პირმზენი ქალნი ფარდაგთა შიგან მწოლნი
Line of edition: 11    
მისითა შიშითა და ზარითა ახლტეს და ტახტით გარდმოსცვივდეს, და წნორის
Line of edition: 12    
ფურცელი ვითა თრთოდეს.

Line of edition: 13       
არნავაზ ზააქს აგრე მოაჴსენა: "რა ნახე, დიდო ჴელმწიფეო,
Line of edition: 14    
სიზმარსა შიგან, რომე ისრე ძრიელად შეჰკრთი და ისრე საზარო რომ
Line of edition: 15    
დაიძახენ? შენ[ი]თა ლოგინზედა მოსვენებითა მძინარესა* რა მოგეჩვენა
Line of edition: 16    
შენ ასეთი, რომე შეშინდი და ისრე გულმწარედ დაიჭეხენ? ერთობილი ქვეყანა
Line of edition: 17    
შენის ბრძანების ქვეშე არის; მჴეცნი, დევნი და კაცნი ყველანი შენი
Line of edition: 18    
შემნახავნი არიან".

Line of edition: 19       
წარმართმან ასრე უბრძანა: "ამისთანას საქმესა და საკვირველსა
Line of edition: 20    
სიზმარსა არა მალვა მმართებს? თუ ესე სიზმარი თქვენ გიამბო, თქვენ
Line of edition: 21    
თქვენისა სიცოცხლის იმედს გარდასწყვეტთ, მე ჩემის თავის იმედი აღარა
Line of edition: 22    
მაქვს". კვლავე მოაჴსენეს: "დასტურად გვინდა ეგ შენი სიზმარი
Line of edition: 23    
გვიბრძანოთ და უკლებლად გაგიმჟღავნოთ, ეგების მაგის ღონე ჩვენ მოვნახოთ".

Line of edition: 24       
-- მერმე [ზააქ] უბრძანა და ისი სიზმარი უამბა, რაცა მოენახა
Line of edition: 25    
უკლებად, ვითა:-სამი ფალავანი ქვეყანასა ზედა გამოჩნდეს: ერთი უფროსი, გურზი
Line of edition: 26    
ჴელთა ჰქონდა, მარჯვენით მამიდგა; და ერთი მისგან უმცროსი
Line of edition: 27    
-- მარცხენითა, და უკეთესი ტანად, შვენიერი და გრძელი აბჯრითა და
Line of edition: 28    
საომრ[ად] შეკაზმული. ამ[ა]თგან წინა მომიდგა, მათითა შვენებითა ვერა
Line of edition: 29    
გავიცადე. რა ძროხისა თავი ვითა გურზი ჴელთა ჰქონდა, მოიქნივა და თავსა
Line of edition: 30    
ასეთი დამკრა, რომე თავით ფერჴამდინსი -- რომ თასმა ვითა -- ღვედი
Line of edition: 31    
ამოაძრო. მიწათა ზედა დამცა და ლომისა ტყავითა მაგრად [ჴელნი]
Line of edition: 32    
უკანით შემიკრნა და მძიმე რკინა ყელსა გარდამაცვა. მზიდევდეს და
Line of edition: 33    
მარბენინევდეს, დავამანდისა მთამდინს მიმიყვანეს და იქი
Line of edition: 34    
დამჭედეს. და მისთვინს დავიძახენ".
Page of edition: 378   Line of edition: 1       
მათ ქალთა ასრე მოაჴსენეს: "თავისა სინავდლე გაუშვი და სხვა
Line of edition: 2    
ღონე მოვნახოთ. ერთობილნი ცათა ქვეშეთნი, მნათობი ქვეყანა შენსა
Line of edition: 3    
ბეჭედსა ქვეშე არის. შენი ტახტი და გვირგვინი ნათობს, ფრინველნი და
Line of edition: 4    
ქაჯნიცა მორჩილნი არიან. ყოვლი თემი მეცნიერითა და ჭკვიანითა კაცით
Line of edition: 5    
სავსე არის; მასკვლავისა მრიცხველნი და მესტროლაბენი მოასხე
Line of edition: 6    
თქვენთან, რომე შეიტყონ შენი სიკვდილი დევთაგან, ანუ კაცთაგან და ანუ
Line of edition: 7    
ქაჯთაგან იყოს. ეგე სიზმარი მათ უამბე; რა მათგან მართალი თქვენის
Line of edition: 8    
თავისა შეიტყოთ, მტერთაგან ნუ გეშინიან; მერმე მისი დონე იქნების".

Line of edition: 9       
რა ესე საუბარი ესმა ქალთაგან, [ზააქ] მადლი უბრძანა და
Line of edition: 10    
გამხიარულდა, ცოტად გული დაუწყნარდა. გაგზავნა ყოვლსა ქვეყანასა კაცნი;
Line of edition: 11    
სადაც კარგნი მეცნიერნი და მესტროლაბენი იყვნეს, მოასხნეს. რა
Line of edition: 12    
ნახა, სამნი უკეთესნი მეცნიერნი დაარჩივნა, კარგნი და შემტყობნი...
Line of edition: 13    
მიასხნა ხალვათს დარბაზთა შიგან, რაცა სიზმარი ენახა მათ უამბო და
Line of edition: 14    
უბრძანა: "ჰკითხეთ, ესე რა სიზმარი არის, ანუ ქვეყანასა ავისა და
Line of edition: 15    
კარგისაგან რა იქნების, ანუ ჩემნი დღენი რა არიან? ესე ჩემი ტახტი და
Line of edition: 16    
გვირგვინი რაგვარ იქნების და ვის დარჩების? ესე მართლად თქვენგან
Line of edition: 17    
მინდა შევიტყო, რომე არა დააკლოთ და მართალზედან მიამბოთ. ამა
Line of edition: 18    
სამსა დღესა შეიტყევით და ნურას დამიმალავთ, და თვარემ მოუკლავი არც
Line of edition: 19    
ერთი მომირჩებით".

Line of edition: 20       
რა ესე მეცნიერთა მოისმინეს, ანაზდა ბაგენი გაუჴმეს და თვალთაგან
Line of edition: 21    
ცრემლი გარდმოყარნეს, და ერთმანერთსა შეხედნეს და ასრე ჰკადრეს
Line of edition: 22    
წარმართსა ზააქს: "თუ მართალი მოგაჴსენოთ, სიკვდილისაგან ვიშიშვით, მართლის
Line of edition: 23    
საქმისათვის ფარვანი გვიბოძეთ". ადგეს და გამოვიდეს, დადასხდეს
Line of edition: 24    
სამსა დღესა მოაბადნი და საეტლოსა მეცნიერნი, დახედნეს სტროლაბსა
Line of edition: 25    
და ჰკრეს რამლსა. ზააქის ეტლი და ბედი ავად მოვიდა. სამივ ერთად
Line of edition: 26    
შეიყარეს და ერთმანერთსა უჩვენეს, და ყველასი სწორად მოვიდა. რა
Line of edition: 27    
მართალი შეიტყვეს, შიშითა ვერა გა[ა]მჟღავნეს, დაჴოცისა და სიკვდილისაგან
Line of edition: 28    
იშიშვოდეს...

Line of edition: 29       
მეოთხეს დღესა გაგულისდა ჴელმწიფე და ასრე უბრძანა: "ესე ამბავი
Line of edition: 30    
შეტყობილი მართალზედა მიამბეთ, თვარემ ძელზედ ყელით ჩამოგარჩობ". რა ესე
Line of edition: 31    
მეცნიერთა ესმა, სამთავე თავი ჩამოაგდეს და თვალნი სისხლითა
Line of edition: 32    
აევსნეს. იმა სამთაგან [ერთი] უფრო ჭკუიანი და მეცნიერი იყო, მან ასრე
Line of edition: 33    
თქვა: მე ესე შემიტყვია, მისგან ჩვენ არა გვევნების. გული გაიმაგრა და
Line of edition: 34    
შევიდა ზააქს თანა და ასრე მოაჴსენა. "მაღალო შაჰ-შარიერო, ტახტისა
Line of edition: 35    
და გვირგვინისა ჴელმწიფეო!" მიწასა აკოცა და ფარვანი ითხოვა: -"თუ
Line of edition: 36    
მართლის თქმისათვინს არ შეგვრისხდეთ და არ დაგვჴოცნოთ, რაცა შევი
Line of edition: 37    
ტყევით მართლად მოგაჴსენოთ. ბედი და ეტლი შენი უკუღმა დაბრუნებულა,
Line of edition: 38    
თავი შენი ქართაგან გაცარიელებულა, ამისთვინს რომე ეტლი შენი
Line of edition: 39    
ეშმაკთა შეუპყრია და მისი დაჴსნა აღარა ეგების. ყოვლი დაბადებული
Page of edition: 379   Line of edition: 1    
ადამის შვილი უსიკვდილოდ ვინ არის? დიდნი ჴელმწიფენი თქვენგან წინათ
Line of edition: 2    
ბევრნი ყოფილან ტახტისა და გვირგვინისა ღირსნი, მხიარულობა საწუთროსა
Line of edition: 3    
შიგან მათცა ბევრნი ნახეს და ბოლოჟამ ნავღელი და სიკვდილი მათცა
Line of edition: 4    
ენაწილა, ამა სოფლით წავიდეს, ტახტი და გვირგვინი სხვათ მიაბარეს. და თუ
Line of edition: 5    
შენ რკინის ნაკვეთიცა იყო, სააქაოს ვერ დაიდგამ. ეგე შენი ამადლებული
Line of edition: 6    
ტახტი და გვირგვინი სხვათა დარჩების, ბედი და თავი შენი და
Line of edition: 7    
ჴელმწიფეობა მიწათ თანა გაერევის, და ამ საწუთროსაგან ადრე გახვალ.
Line of edition: 8    
ერთი ვინმე ჴელმწიფე დაიბადების ტახტისა და გვირგვინისა მჭირავი და იგ
Line of edition: 9    
დაიჭერს სრულად ქვეყნისა შაჰ-შაჰრიერობასა, და გაანათლებს ტახტსა და
Line of edition: 10    
გვირგვინსა. ერთობ კარგი [იქნების], მადალი ფალავანი, გულოვანი, საწუთროსა
Line of edition: 11    
მჭირავი, სახელისა მძებნელი, მოსამართლე და ჭკუიანი. სახელად მას
Line of edition: 12    
ფრიდონ ეწოდების. თქვენი ტახტი და გვირგვინი მას დარჩების, ჯერეთ ის
Line of edition: 13    
ფალავანი დედათაგ არ შობილა და არცა შენი დღენი ჯერეთ არ ავსილან.
Line of edition: 14    
მერმე იგი ჴელმწიფე დაიბადოს, ბედნიერის დედისაგან იშობოს; კარგისა
Line of edition: 15    
ხისაგან შტო ამოსული, სალმან ვითა ტანგრძელი, პირად გავსილს მთვარესა
Line of edition: 16    
გვანდეს, კისკასად* ვეფხისა მგზავსი, ჭანგითა მფრეწელი. ეძებდეს
Line of edition: 17    
სარტყელსა, ტახტსა და გვირგვინსა. და ედვას მჴარსა ფოლადი დიდი,
Line of edition: 18    
ძროხისა პირისა სახე გურზი. რა გნახოს, და[გ]ჰკრას თავსა შენსა და მიწათა
Line of edition: 19    
გაგოროს, შეგკრას მაგრითა ღვედითა და მიგათრიოს* ვამანდისა
Line of edition: 20    
მთამდინს. დასაყოფი შენი უკუნისამდე იქი მოგცეს".

Line of edition: 21       
-- ჰკითხა წარმართმან ზააქ მას ფალავანსა: "რომე დაიბადების, ჩემგან
Line of edition: 22    
რა უმძიმს, ანუ რა ჯავრი მოეგონების, ის რომ ჩემი მტერი იქნების?"

Line of edition: 23       
-- მოაჴსენა მეცნიერმან მოაბადმან: "შენისა უსამართლოებისაგან --
Line of edition: 24    
ბრძანება მღვთისა არის -- იმა ფალავანისა* ფრიდონის მამისა სიკვდილი
Line of edition: 25    
შენგან იქნების. რა დაიბადოს, გამზრდელი და ძიძა ძროხა იყოს, რომე
Line of edition: 26    
ძუძუსა აწოებდეს. და იგი ძროხაცა შენის ჴელით მოკვდეს. მისის ჯავრითა
Line of edition: 27    
გემტერებოდეს, და ვერცა მორჩე იმისის ჴელისაგან და მძიმეს
Line of edition: 28    
გურზ[ი]საგან".

Line of edition: 29       
რა სრულად მოისმინა ზააქ, მეტის წყენითა ტახტისაგან ჩამოვარდა
Line of edition: 30    
და მიწათ ზედან დაბნდა, რა უსულო იქნა. რა მოაბადმან ნახა ზააქ
Line of edition: 31    
დაბნედილი, დარბაზით გამოვიდა თავის შიშისაგან და გარდაიხვეწა.

Line of edition: 32       
რა წარმართი ზააქ ჭკუათ მოვიდა, ადგა და მასვე ტახტსა ზედანვე
Line of edition: 33    
დაჯდა. დდე და ღამე ნავღელსა შიგან და შეჭირვებასა იყო. ყოელსა
Line of edition: 34    
ქვეყანასა ფრიდონის ამბავს ეძებდა. გული მისი ბოროტითა სავსე
Line of edition: 35    
ჰქონდა. ნადიმი, ლხინი, სმა, ჭამა ყველა მოეშალა. არცა ძილი [და]
Line of edition: 36    
მოსვენება, არცა საბოძვრის გაცემა მოუნდის. დაყვნა დღენი ამა წუხილსა
Line of edition: 37    
შიგან და მოახლოვდა ბორჯალი, და გაუთავდა გაგებული ღვთისაგან. დიდება
Line of edition: 38    
ღმერთსა* საკვირველთა მოქმედსა!

Line of edition: n.377/15    
მძენარესა ^
Line of edition: n.379/16    
კისკისად ^
Line of edition: n.379/19    
უმატებს: და. ^
Line of edition: n.379/24    
ფალავანსა. ^
Line of edition: n.379/38    
ღთისა ^




Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 2: Prose parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.