TITUS
Shahname 2: Prose parts
Part No. 6
Previous part

Chapter: 6  
Page of edition: 380  
Line of edition: 1    აქა დაბადება ბედნიერის ფრიდონის დედისა ფრანგისაგან


Line of edition: 2       იყო ერთი პატრონი ერანის ქვეყანასა შიგან, უხვი, მდიდარი,
Line of edition: 3    
ლაშქართ მოყვარე და გლახათა შემწყნარებელი, გვარიანი, დიდი თემურაზისა
Line of edition: 4    
შვილი. სახელად ერქვა აფთვიონ. *მას ჴელმწიფეთა გვართაგან ერთი ცოლი
Line of edition: 5    
ედგა შვენიერი და კარგისა მოქმედი, წყნარი, მჭვრეტელთა გულისა წამღები
Line of edition: 6    
-- სახელად ფრანგ, -- ფარდაგს შიგან მჯდომი, სახედ და შვენებითა უკლები,
Line of edition: 7    
გაზაფხულისა ყვავილი ვითა გულისა გამხიარულებელი, ტანად საროსა მგზავსი.
Line of edition: 8    
თავი შავისა მუშკისა გვირგვინსა უგვანდა და მრავალკეცსა საგდებელსა
Line of edition: 9    
მშვენიერსა, პირი-ვარდიანსა წალკოტსა, ბაგენი-ვარდსა ზედან მუშკითა
Line of edition: 10    
მოცვარულსა და მეორე უკვდაებისა მომცემსა. რა კაცმან ნახის,
Line of edition: 11    
მისთა სიტურფეთა გონება ვერ მიაწდუნვის. მისი ჴმა და ტკბილი საუბარი
Line of edition: 12    
მულღანზარსა შიგან იადონთა ყივილსა უამე იყვის.

Line of edition: 13       
დაორსულდა დედოფალი ფრანგ ბედნიერსა ფრიდონს ზედა. რა
Line of edition: 14    
ეფთვიმონ* მის მზისაგან ორსულობა შეიტყო, მაშინვე საწუთროს
Line of edition: 15    
დამბადებელსა ღმერთსა* დიდი მადლი მისცა დაა გამხიარულდა. რა
Line of edition: 16    
მღვთისაგან დაწესებული ბეგარა-თვე ორსულობისა გარდავიდა, მის
Line of edition: 17    
მუცლისაგან ელვარე მთვარე ვაჟი დაიბადა, ლომის ნაკვეთი ფალავანი, რომე
Line of edition: 18    
მისით შვენებითა ყოვლი საწუთრო განათლდა*. ვინცა ნახა, დიდსა და მცირესა
Line of edition: 19    
ყველასა უკვირდა და ამას იტყოდეს: "ნეტარ, ღმერთს* ესეთი სახისა სხვა
Line of edition: 20    
დაუბადებია, ანუ დაბადებსო!

Line of edition: 21       
მოასხნეს მეცნიერნი [მუნა]ჯიმნი* და მოაბადნი. უბრძანა
Line of edition: 22    
[აფ]თვიონ: "დახედენით ეტლსა და სტროლაბსა, რას ბედისა იქნების ესე
Line of edition: 23    
ახალი დაბადებული, ანუ რა მოვა კარგი და ანუ ავი ამის თავსა?" გა[ა]კვირვა
Line of edition: 24    
ყოვლი დაბადებული მისმან სიტურფემან. აღ[დგ]ეს და ცალკე დასხდეს
Line of edition: 25    
ვარსკვლავთა მრიცხველნი [და] მესტროლაბენი, და დახედეს რამლთა, და
Line of edition: 26    
შეიტყვეს ყოველივე მის ვაჟისა ბედნიერობა და ყოვლისა ქვეყანისა შარიარობა;
Line of edition: 27    
და აგრე ეფთიმონს წინაშე შევიდეს და მოაჴსენეს:

Line of edition: 28       
-- "თქვენ მაღალთა და დიდთა გვარისა ჴელმწიფეო, შენი ახალი
Line of edition: 29    
დაბადებული შვილი ფალავანი ქვეყანასა ზედან სამართლისა მოქმედი და
Line of edition: 30    
ყოვლის ქვეყნისა მპყრობელი ჴელმწიფე გამოჩნდეს. პირი მისი ცხადი იყოს
Line of edition: 31    
და სახელი მისი-მზე ვით-ნათობდეს, მგზავსი ჯიმშედისა... და ყოვლის
Line of edition: 32    
ქვეყნის სურვილი და სიყვარული მას ჰქონდე[ს], და სახელი მისი
Line of edition: 33    
ფრიდონ ერქვას, სვიანი და ბედნიერი [იყოს]. ესე იცოდი: თქვენი და
Line of edition: 34    
წარმართისა ზააქისა დიდი მტერობა ჩამოვარდების და მესისხლეობა
Line of edition: 35    
იქნების. თქვენს თავს უფრთხილდით, რომე ვეშაპის ჴელს არ ჩავარდეთ. ესე
Line of edition: 36    
საქმე მასცა შეუტყვია, მაგრა მღვთის განგებასა არა შეეცვლების რა;
Page of edition: 381   Line of edition: 1    
და ეგე შენი შვილი დაიჭირავს ერან-ხვარისა ქვეყანასა, თურქეთისა და
Line of edition: 2    
ჩინეთისა ტახტსა და გვირგვინსა ზედან დაჯდების. ზააქის
Line of edition: 3    
უსამართლობისაგან გასწმენდს ქვეყანასა [და] დასცლის. ზააქ ყოველთა დღეთა
Line of edition: 4    
და ღამეთა ფრიდონის საქმეს ეძებს და იკითხავს, და განგება არა იქს".

Line of edition: 5       
ეფთვიმონ მოაბადთა მადლი უბრძანა* და ტანსა დამოსნა, და
Line of edition: 6    
მისაცემელითა აავსნა.

Line of edition: 7       
ამას შიგან ხანი რამე გამოვიდა და ერთსა დღესა ეფთვიმონ
Line of edition: 8    
სადედოფლოსა შევიდა და ფრანგს გვერდით დაჯდა, და ცოლსა აგრე მოაჴსენა:
Line of edition: 9    
"მოაბადთა ნათქვამი არაოს წაჴდების, არცა საუბრითა მოიღაფლვის; არცა
Line of edition: 10    
სიფრთხილე მარგებს და არცა საწუთროს დამბადებლის შეცილება კაცთაგან
Line of edition: 11    
იქნების. სიზმარიც ვნახე და მოაბადთაცა აგრე მითხრეს: მას მძლავრსა,
Line of edition: 12    
უსამართლოსა, ვე[შაპიანსა წარმართს ზააქს] არ მორჩებიო. ჩემი სიკვდილი
Line of edition: 13    
მისის ჴელით იქნების. ჩემგან არა დონე იქნების არცა ბრძოლით და არცა
Line of edition: 14    
შეხვეწნითა. ჩემი და შენი ქმარ-ცოლობა გარდაჴდა და შენ ნურას შეიჭირვებ.
Line of edition: 15    
ეგე ბედნიერი ფრიდონ ეძებს ჩემს სისხლსა და მაგისით ჴელით იგი დევისა
Line of edition: 16    
ნაშობი ზააქ გაქარდების. ეგე დაიჭერს სრულად ქვეყანის შარიერობასა,
Line of edition: 17    
ტახტსა და გვირგვინსა, და საწუთრო მაგისით დაშვენდების და ჩემს სისხლსა ეგ
Line of edition: 18    
იკითხავს. მე რა მისთ ჴელთ ჩა[ვ]ვარდები და დღენი ჩემნი ასრულდებიან, იგი
Line of edition: 19    
წარმართი ყოვლს ქვეყანასა სიარულს დაიწყებს და ძებნას. მაგ ჩემს შვილს
Line of edition: 20    
ფრიდონს თქვენ გაუფრთხილდით. მას მთისა ძირსა ტყისა პირსა ჩოფ[ა]ნია.
Line of edition: 21    
დიდ[ი]სა პირუტყვისა პატრონი არის, მას შიგან ერთი ფური არის, -ახლა
Line of edition: 22    
დაბადებულა, -ფარშამანგი* ვითა ბოლოთ ჭრელი, ფერად-ფერადითა ჩინური ვითა
Line of edition: 23    
დახატულსა ჰგავს. ღვთისა [განგებასა] ძიძად და გამზრდელად იგი მოუცემია
Line of edition: 24    
ფრიდონისათვინს და მას აზრდევინე. *მერმე ისი ფურიცა ზააქისგან მოიკვლის
Line of edition: 25    
და საწუთროსა დამბადებელ[ი]სა საფარველითა ფრიდონ ალბუზისა მთისაგან
Line of edition: 26    
გაიზრდების".

Line of edition: 27       
რა ფრანგ ეს საუბარი ქმრისაგან მოისმინა, იკრნა ჴელნი; თაჯი,
Line of edition: 28    
გვირგვინი და სამკაული გასტყორცა და თვალთაგან სისხლის ცრემლი
Line of edition: 29    
გარდმოყარნა, საბრალოდ მუჴლთა შემოეხვია და კოცნა დაუწყო, და ამას
Line of edition: 30    
იტყოდა: "მე ცოცხალი რაღა[დ ვარ, ესე საზარი სიტყვა] ყურმან რა მოისმინა,
Line of edition: 31    
ნეტამც არ დაბადებულვიყავ და არცა თვალთა სინათლე მენახა".

Line of edition: 32       
ეფთვიმონ ჴელი მო[ჰ]კიდა* და ყელსა შემოეხვია და პირსა მზესა
Line of edition: 33    
აკოცებდა, ამას უბრძანებდა: "რაცა ღმერთსა და ეტლსა გაუგია, მისგან
Line of edition: 34    
თავსა ვერვინ გამოვიღებთ. *ყოვლი ადამიანი სიკვდილისათვინს შობილვართ
Line of edition: 35    
და ნურას გულწყლულად ხარ და ნურცარას შეიჭირვებთ; ნუ გეშინიან,
Page of edition: 382   Line of edition: 1    
მანამდინს დღენი მრავალნი გამოვლენ და ვეცადო რას, საწუთროსა
Line of edition: 2    
დამბადებელსა ღმერთსა* შევეხვეწო: ნუთუ ჩემნი დღენი გაგრძელდენ
Line of edition: 3    
და უნაცლოდ არცა მე მომკლან".

Line of edition: 4       
ფრანგ დედოფალმან ტირილი გაუშო და გული დაედვა. ეფთიმონ
Line of edition: 5    
გამოვიდა და ნადიმი დაიდვა, თავადნი გვერც[ა] დაისხნა და გამხიარულდა,
Line of edition: 6    
თავისა სიფრთხილესა* და საქმეს შიგან შევიდა და მას ვეშაპიანსა
Line of edition: 7    
ზააქს ერიდებოდა. მრავალგან იარებოდა იქით-აქათ, მაგრა განგებისა საქმეს
Line of edition: 8    
არა მოეგვარების რა; და რაცა ცათა შიგან განგებული არის მბრუნავის ეტლის
Line of edition: 9    
გარე შექცევა არა ეგების.

Line of edition: 10       
ესმა მძლავრსა წარმართს ზააქს ეფთვიმონის უკუდგომა და
Line of edition: 11    
ცალკერძად დგომა, ფიცხლად ლაშქართ უბრძანა და გაგზავნა. *რა
Line of edition: 12    
ეფთვიმონ ლაშქართ მისვლა შეიტყო, ასე თქვა, თუ: "გათავდა ბორჯალი და
Line of edition: 13    
გარდაჴდა დღე ჩემი". და შეეკაზმა საომრის იარადითა, შეჯდა მისსა
Line of edition: 14    
ცხენსა და ლაშქართა ასრე უბრძანა. "თქვენ ჩემსა ნურას შეიჭირვებთ,
Line of edition: 15    
მოვიდა დღე ჩემი სიკვდილისა და თქვენ ამოდ და გულწყნარად იყვენით.
Line of edition: 16    
ზააქის ჴელისაგან არ მოვრჩები".

Line of edition: 17       
რა ლაშქართა ეფთვიმონისაგან ეს საუბარი მოისმინეს, ერთობილთა
Line of edition: 18    
დაიძახნეს და ასრე მოაჴსენეს: "შენ დიდო ჴელმწიფეო და დიდის
Line of edition: 19    
თემურაზის შვილო, ჩვენ თავს ცოცხალს რაღას ვაქნევთ, რომ თქვენს წინ
Line of edition: 20    
ჩვენ არ დავიჴოცნეთ!" და ერთობილნი დაეკაზმნეს საომრის იარაღითა, და
Line of edition: 21    
შესხდეს ცხენთა და ზააქის ლაშქართა მიუხდეს. ისრე ცოტათა და უნივთოთა
Line of edition: 22    
ლაშქართა ქარმან ვითა შეუტიეს და შეიქნა ფიცხელი ომი...

Line of edition: 23       
ეფთიმონ მრავალთა თავადთა თავი მოჰკვეთა და მიწაზედა ჰყრიდა.
Line of edition: 24    
ჯუნდალ დაიძახნა ზააქის ლაშქართაგან, თუ: "დაუშინეთ, ვისცა ზააქისაგან
Line of edition: 25    
ამადლება გინდათ და მისგან წყალობა იხვედრეთ". მოგროვდეს ვითა შავი
Line of edition: 26    
კლდე, ზედან დაესხნეს. ჴრმლის ცემითა ცა ელავდა და ხიშტისა სროლითა აერი
Line of edition: 27    
ლილისფერად შეიქნა. და ეფთვიმონის ლაშქარნი დაიჴოცნეს, და
Line of edition: 28    
ეფთვიმონი* ჩამოაგდეს; დაკოდილი და შეკრული ზააქს წინაშე მიიყვანეს
Line of edition: 29    
იგი თემურაზის შვილი... მან წარმართმან და უსამართლომან დიდთა გვართა
Line of edition: 30    
შვილობითა არ შეიბრალა და არცა ზენაარი* გამოუდო, ეგეთი უბრალო
Line of edition: 31    
ჴელმწიფის შვილი მოკლა და ტვინი მისთ ვეშაპთ შეაჭამა.

Line of edition: 32       
რა ბანო[ა]ნთ თავს ფრანგს ქმრის სიკვდილის ამბავი მიუვიდა-თუ
Line of edition: 33    
ვეშაპიანმან ზააქ შენი საყვარელი ქმარი მოკლა და ტვინი მისთ ვეშაპთ
Line of edition: 34    
შეაჭამა, -- ფარდაგით ამოვიდა და მიწათ ზედან დაეცა, დიდხანამდინს
Line of edition: 35    
დაბნედილი იდვა. რა სულად მოვიდა და მთვრალი ვითა იქით-აქათ ებეცებოდა,
Line of edition: 36    
მიჰყო ჴელი მუშკისა გვირგვინსა, ხვავრიელობითა* გაუპობელს
Page of edition: 383   Line of edition: 1    
სადაფს; გაშალნა თმანი შავნი და ელვარენი, სიჴშირითა შაქრიანსა
Line of edition: 2    
ლერწამსა კოჭთამდინს* ჩასწვდებოდა; მას ყელსა მთიებიანსა
Line of edition: 3    
ჴორცთაგან სითეთრე ბროლსა უგვანდა; ჩნდა მთვარე გავსილი და პირისაგან
Line of edition: 4    
მზე ელევდა, თავსა და პირსა იცემდა, თმათა ნათხზე[ნ]თა* გაჰყრიდა და
Line of edition: 5    
ცრემლთაგან სისხლისა ტბა დააყენა, მრავალსა მოსთქმიდა და საბრალოდ
Line of edition: 6    
სტიროდა, და სიტურფე მისი მტვერსა შიგან გაერივა...

Line of edition: 7       
ბოლოდ დამწვარი გული ფრიდონისა სიყვარულითა დაიწყნარა და მისსა
Line of edition: 8    
საქმესა შეიჭირვებდა. ზააქის შიშისაგან მტირალმან და შეჭირვებულმან
Line of edition: 9    
აიყვანა შვილი საყვარელი ფრიდონ და გარდაახვეწა, და იქი მიიყვანა, სადა
Line of edition: 10    
ფრიდონის ძიძა ფური დაბადებულიყო. ფრანგ მის ფურისა
Line of edition: 11    
პატრონსა ჩოფჩისა ასრე უბრძანა: "ესე თვალთა ჩემთა სინათლე შვილი
Line of edition: 12    
ვერავის ვანდევ, ცოტას ხანს შემინახე, და ამა ვაჟ[ი]სა მამის მაგიერი
Line of edition: 13    
შენ იყავ. მაგა შენთა პირუტყვთაგან შვენიერისა სახისა ფური რომე არის,
Line of edition: 14    
მისითა რძითა აზდევინე, და მისსა ძუძუსა აწოებდი. და შენ რაცა ჩემგან
Line of edition: 15    
ითხოვო, შენთვის სულიცა უშურველია და ასდონი* ერთი მ[ოგ]ცე, არაოს
Line of edition: 16    
დაგელიოს. და ესე საქმე ხვაშიადად შეინახე. რაგ[ვარ ცოლ-შვი]ლი გიყვარს, ისრე
Line of edition: 17    
მსახურე". მოაჴსენა ჩოფჩი ფრან[გს]: "[პირმზეო, ბ]ანოანთა თაო,
Line of edition: 18    
როგორაცა ყმანი და მონა ტახტის თქვენისა ყოფილვართ, ისრე ვმსახუროთ;
Line of edition: 19    
რაცა იამებოდეს ვაამებდეთ".

Line of edition: 20       
ფრანგ მიაბარა შვილი და შეაგონა ჭკუიანობითა შენახვა. ყმარწვილისა
Line of edition: 21    
მოსამსახურენი აახლნა და თვითან დაბრუნდა უაზრობისათვინს, და შინა
Line of edition: 22    
წავიდა მტირალი. და თვალცრემლიანი. გლოვა დაიწყო და ტირილი.

Line of edition: 23       
ამაზედა გამოვიდა ხანი, რომე შეიტყო წარმართმან ზააქ ზრდა
Line of edition: 24    
ფრიდონისა იმა უცხოს ფურისაგან. მისად სასიკვდილოდ გაემართა. მიესმა
Line of edition: 25    
ფრანგს, ქარისაგან უფიცხე წავიდა და სადა ფრიდონ იზრდებოდა, ჩოფჩის
Line of edition: 26    
ასრე უბრძანა: "მღვთისაგან გონება ჩემსა გულსა ასეთი ჩამოვიდა,
Line of edition: 27    
რომე ესე ვაჟი აქა არ დავაყენო. ავიყვანო ესე ჩემი პირმთვარე ვაჟი
Line of edition: 28    
და მივმართო ინდოეთსა, და ანუ ალბუზისა მთასა, და გაუჩინარდე მის
Line of edition: 29    
ვეშაპისა საქმისაგან".

Line of edition: 30       
აიყვანა შვილი [ფრანგ] იმა უცხოსა ქვეყანასა, სადა იგი დიდი მთა იყო.
Line of edition: 31    
ალბუზისა მის თემისა და ქვეყნისა პატრონი იყო კაცი ვინმე მეცნიერი და
Line of edition: 32    
ჭკუიანი, კარგის გვარისა ვინმე იყო; მივიდა ფრანგ, ნახა იგი პატივითა და
Line of edition: 33    
სიყვარულითა, და ასრე უთხრა: "შენ, წმინდაო, გონებიანო და მეცნიერო,
Line of edition: 34    
სახელდებულო, კარგსა კაცსა ვისმე გარდაგეკიდე. თქვენს წინ მოსულვარ
Line of edition: 35    
ერანისა თემისა სახელდებულისა დიდის თემურაზისა შვილი, ეფთვიმონისა
Line of edition: 36    
ცოლი, მის მძლავრისა ვეშაპიან[ი]სა ზააქისაგან მოკვდა
Line of edition: 37    
[საწყალობელი ქმარი ჩემი], ტვინი მის[ი] მას ვეშაპთა შეაჭამა. მისით შიშით
Page of edition: 384   Line of edition: 1    
გარდმოვიხვეწე, თქვენთვინს მომიმართებია, თქვენთანა ერთი ხვაშიანი
Line of edition: 2    
საქმე მაქვს: ესე ჩემი შვილი დიდთა გვარისა, სახელოანი შაჰ-შაჰრიერი
Line of edition: 3    
ჴელმწიფე, ტახტისა და გვირგვინისა პატრონი ფრიდონ იქნების; და
Line of edition: 4    
ესე ეძებს მამისა სისხლსა; და ზააქის უსამართლეობასა*
Line of edition: 5    
ქვეყანასაგან გასწმენდს, არჯალსა და წარმართსა მისა თავსა
Line of edition: 6    
ვეშაპიანსა საწუთროშიგან გააქარვებს, და ტანსა მიწასა შეავედრებს.
Line of edition: 7    
ეს მღვთისაგან მბრძანებლობა* არის და მისი შეცილება არა ვისგან
Line of edition: 8    
ეგების. მას წარმართსაცა შეუტყვია, ფრიდონ ვინმე დაიბადოსო და იგი
Line of edition: 9    
იყოს მტერი ჩემიო, და აწ ამისთვინს ყოველს ქვეყანასა იარების და
Line of edition: 10    
ეძებს ამა ფრიდონისა ამბავსა და ვერა სად შეუტყვია, თუ სად არის. აწ
Line of edition: 11    
რაცა გინდა ჩემგან აიღე განძი, საჭურჭლე, ოქრო, თვალი და მარგალიტი, -- და
Line of edition: 12    
ესე პირგავსილი მთვარე შენთვის შემომივედრებია, რომე სული ვითა ტკბილად
Line of edition: 13    
შემინახო, მამას ვითა სიყვარულითა ამყოფო".

Line of edition: 14       
რა მოისმინა, ადგა იგი პატრონი და პირი მიწას* დასდვა, თაყვანი
Line of edition: 15    
სცა და ქება შეასხა, ვითა: "თქვენისა სიტურფისა ქებასა ბევრი ენა უნდა,
Line of edition: 16    
ბედნიერთა გვარისაო, ბანოანთა თაო, გზათაგან გარჯილხარ და მრავალი ჭირი
Line of edition: 17    
გინახავს". ვაჟი გამოღო, და ელვარესა პირსა პირი დასდვა და
Line of edition: 18    
დაწვთა აკოცა, თვალცემულისა შეულოცა: "ავი თვალი და მეშურნე გული
Line of edition: 19    
ღმერთმან მოგაშოროს, ეტლი და საწუთრო შენსამცა ნებაზედან არის.
Line of edition: 20    
ესე იყოს ჩემის გულისა გამნათლებელი და ჩემი საგონებელი, კურთხეულ
Line of edition: 21    
ა[რს] საწუთროს დამბადებელი ღმერთი, რომე მისი ბრძანება არაოს
Line of edition: 22    
წაჴდების უღონოდ. რასაცა მოველოდით, მან გვიბოძა. ამას ასრე ვმსახ
Line of edition: 23    
ურო და შევინახო, რომე ცივი ნიავიც და ქარიც ახლო არ წაუარდეს".
Line of edition: 24    
ფრანგ მადლი და დიდი სიყვარული უიმედა და აგრე წამოვიდა, თავის სახლსა
Line of edition: 25    
და ტახტსა მიმართა.

Line of edition: 26       
მიუხდა ზააქ მას ალაგსა, სადა ფრიდონისა ძიძა-ფურა იყო და მას
Line of edition: 27    
ტყესა გარე შემოადგა, მთვრალმან სპილო ვითა გაგულისებულმან იგი
Line of edition: 28    
შვენიერი ფური მოკლა და რაცა ოთხფერჴი ნახა ყველა დაჴოცა. ფრიდონს
Line of edition: 29    
ეძებდა და ვერ იპოვა, სადგომი და საყოფი ყველა დასწო და ააოჴრა,
Line of edition: 30    
რომე მიწანიცა დათჴარნა და გაავაკა. ფრიდონისა გზა და კვალი ვერა
Line of edition: 31    
შეიტყო.

Line of edition: 32       
რა ზააქ დანავღლიანდა და შეჭირვებული მობრუნდა და მასვე
Line of edition: 33    
ფრიდონ[ს] იგონებდა, გამოვიდა წელიწადი თექვსმეტი და გაიზარდა იგი
Line of edition: 34    
საროს ხე, ნაკვეთად ლომი და პირად მზე. რა ზაფხული მოვიდა, მთა და
Line of edition: 35    
ბარი სამოთხე ვითა დაშვენდა, ალბუზისა მთისაგან ფრიდონ ბარის ქვეყანასა
Line of edition: 36    
ჩამოვიდა; დედასა წინაშე მივიდა შვენებითა შემკობილი, თავყანი[სცა]*
Page of edition: 385   Line of edition: 1    
დედასა, ტახტსა ზედან გვერცა დაჯდა და ასრე მოაჴსენა: "პირმზეო
Line of edition: 2    
დედოფალო, გონიარობითა სავსეო, ჩემი ამბავი მართალზე მიამბე. მამა
Line of edition: 3    
ჩემი ვინ იყო, ანუ ვისისა გვარისა ვარ? ვინცა მამისა სახელი მიკითხოს, რა
Line of edition: 4    
უთხრა, თუ ვისი შვილი ვარ?"

Line of edition: 5       
-- დედამან მოაჴსენა: "ჰე, სახელდებულო გვირგვინოსანო, სამოთხისა
Line of edition: 6    
ყვავილო და სურნელობით სავსეო, ყველა უკლებად მოგაჴსენოთ: ერანისა
Line of edition: 7    
ქვეყანასა და ქალაქსა შიგან ერთი კაცი იყო სახელდებული, დიდთა გვარისა
Line of edition: 8    
ჴელმწიფე, თემურაზისა შვილი აფთვიონსაყვარელი- ჭკუიანი ფალავანი,
Line of edition: 9    
-- ქმარი ჩემი და მამა იყო შენი, ჩემი მნათობი დიდი იმედი ის იყო.
Line of edition: 10    
წარმართმა* ზააქ მოკლა და ტვინი მისი ვეშაპთა შეაჭამა, რომე
Line of edition: 11    
ზააქს ორთავე ბეჭთაგან ამოსვლია. შავი დღე ერანისა ქალაქს
Line of edition: 12    
მიხვდომია, რასდენ ათასი კაცი მოუკლავს უბრალო. რა მამა მოგიკლეს, მე
Line of edition: 13    
გარდავიხვეწე და მივმართე ტყესა, რომე არა ავი ალაგი იყო. ერთი ფური
Line of edition: 14    
ვნახე ფარშამანგი ვითა დახატული ფერად-ფერადითა სახითა, და მისი
Line of edition: 15    
პატრონი მას უდგა და ინახვიდა. ედგა წინა ზრო ამართული მნათობი,
Line of edition: 16    
რომე მან გაგზარდა; ხანსა გრძელსა მღვთისა წყალობითა იმა შვენიერისა
Line of edition: 17    
ფურისა რძითა იზრდებოდი, რომე იგი იყო ძიძა შენი. ამისთვინს შეიქენ აგეთი
Line of edition: 18    
გულოანი და ფალავანი. შეიტყო წარმართმა 1 ზააქ და იქით გარდაგახეეწე, და
Line of edition: 19    
მისგან მალვით შეგინახვიდი. ბევრნი შავნი დღენი ვნახენ შენზედან.
Line of edition: 20    
მიუჴდა, თქვენი სა[მ]ყოფი ტყე და ველი დასწო-დასთხარნა, შენი გამზრდელი
Line of edition: 21    
ძიძა მოგიკლა და შენ ალბუზისა მთასა გამყოფე".

Line of edition: 22       
-- რა ესმა დედისაგან, აუდუღდა გული ჯავრითა და თვალნი აევსნეს
Line of edition: 23    
სისხლის ცრემლითა, და წარბნი შეინასკვნა და ეგრე მოაჴსენა დედასა:
Line of edition: 24    
"ლომსა მანამდინს არ უნდა ბრძოლა, სადამდინს არ გაგულოვანდეს. აწ
Line of edition: 25    
ასრე მინდა, იმა გრძნეულსა ავის-მოქმედსა ჴრმლითა და მახვილთა
Line of edition: 26    
ვებრძოლო. საწუთროს დამბადებლისა ძალითა იგი დევის ნაშობი ზააქ
Line of edition: 27    
ტახტისა და გვირგვინისაგან ჩამოვათრიო და მტვერთა შიგან გავრიო, და
Line of edition: 28    
მისითა სისხლითა მიწა დავზილო, და სისხლნი ჩემნი მას ვაზღვევინე".

Line of edition: 29       
-- დედამან მოაჴსენა: "სოფლისა მზეო, შენ ყოვლისა ქვეყნისა
Line of edition: 30    
ლაშქართა ბრძოლასა წინა ვერა გარდაუდგები და ჯერეთ არცა ბრძოლა ეგების.
Line of edition: 31    
ნუ ისწრაფი, ვინ იცის ზეცას ეტლი რა გაუგია! ზის ზააქ ტახტსა ზედა
Line of edition: 32    
გვირგვინიანი და წინ უდგანან ასი-ათასი ფალავანი სარტყელშერტყმული, ყველაი
Line of edition: 33    
ალმასისა ხანჯლებითა. თუ მას ურჩევნია, ერთსა დღესა ბესთანისა მთასა
Line of edition: 34    
მოსთხრიან და ომითა მას წინა დაიჴოცებიან, თქვენ მისი მებრძოლი ვერა
Line of edition: 35    
ხართ და არცარა გამოგიცდია. ქვეყანასა მოწიფულობისა თვალითა ნუ ხედავ;
Line of edition: 36    
ვინცა ღვინო სვა, ქვეყანასა ზედა მის მეტად არავის ხედავს!"

Line of edition: n.380/4    
აფთუიონ ^
Line of edition: n.380/14    
აფთიმონ ^
Line of edition: n.380/15    
მღთისა ^
Line of edition: n.380/18    
გაანათლდა ^
Line of edition: n.380/19    
მღთის ^
Line of edition: n.380/21    
ჯაიმნი (?) ^
Line of edition: n.381/5    
უბრძაანა. ^
Line of edition: n.381/22    
ფარშანანი ^
Line of edition: n.381/24    
ასდევინე ^
Line of edition: n.381/32    
მოიკიდა ^
Line of edition: n.381/34    
გამოვიღებლთ ^
Line of edition: n.382/2    
მღთისა ^
Line of edition: n.382/6    
სიმფრთხილესა ^
Line of edition: n.382/11    
გაგზავნნა ^
Line of edition: n.382/28    
ეფთვიმონს ^
Line of edition: n.382/30    
ზეენარი ^
Line of edition: n.382/36    
ხუევრიელობითა ^
Line of edition: n.383/2    
კოჩთამდინს ^
Line of edition: n.383/4    
ნათხეზთა ^
Line of edition: n.383/15    
ასდოსი ^
Line of edition: n.384/4    
უსამართლეობისა ^
Line of edition: n.384/7    
მბობა ^
Line of edition: n.384/14    
მეწას ^
Line of edition: n.384/36    
ტავყანი ^
Line of edition: n.385/10    
წარმართი ^




Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 2: Prose parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.