TITUS
Kaixosro, Omainiani
Part No. 5
Previous part

Chapter: IV 
Strophe/Paragraph: T 
Verse/Line: 20/1  აქა ომაინისაგან მისრთ ხელმწიფის ქალის სახის ნახვა
Verse/Line: 20/2 
და გამიჯნურება






Strophe/Paragraph: 150 
Verse/Line: a       მას ქალი უთხრეს: მნათობი   კეკლუცთა უკეთესია,
Verse/Line: b       თვით საქონელი ურიცხვი   -- გაცემა მათი წესია,
Verse/Line: c       შინ მხიარულად გაუშვეს,   აქამდის სულ ნაკვნესია,
Verse/Line: d    და   ომაინ ჭმუნვას ჩავარდა,   განგება რამე ზესია.*






Strophe/Paragraph: 151 
Verse/Line: a       იგონებდა დღე და ღამე,   ცეცხლი სწვიდა დაუშრეტად,
Verse/Line: b       სახე ჰქონდა მისეული,   მიწყივ იყო მისად მჭვრეტად,
Verse/Line: c       -- "მეფეს უთხრა, ვაჲ, თუ გაგწყრეს   საქმე წახდეს მეტის მეტად?"
Verse/Line: d    და   ვერას მქმნელი სევდისაგან   გაშმაგდა და გახდა რეტად.






Strophe/Paragraph: 152 
Verse/Line: a       ომაინს ფერი ეცვალა   ზაფრანის მსგავსი ლალისა,
Verse/Line: b       მას ჰკლევდის საგონებელი   მისრეთის მეფის ქალისა,
Verse/Line: c       ნიადაგ სწვევდის სახმილი   უებრო ცეცხლთა ალისა,
Verse/Line: d    და   მეფეს აცნობეს ამბავი   გულისა გასამკრთალისა:






Strophe/Paragraph: 153 
Verse/Line: a       "ცოტა ხანია შექმნილა   ვარდი მეტად ფერშეცვლილი,
Verse/Line: b       დაგვეკარგა მისთა მჭვრეტთა   სიამოვნის სიღიმილი,
Verse/Line: c       არა ვიცით, უმძიმს რამე,   ან გული აქვს დაკოდილი,
Verse/Line: d    და   აღარ უნდა მოსვენება,   სმა, ჭამა და არცა ძილი.






Strophe/Paragraph: 154 
Verse/Line: a       თუ ზეცით რამე ეჩვენა   მას ჩვენი დასამხობელი,
Verse/Line: b       თვარე ხმელზედა ხელმწიფედ   თქვენ ხართ ქვეყნისა მპყრობელი,
Verse/Line: c       რამცა უმძიმდეს -- ლაშქარი   გვყავს ზღვათა დამაშრობელი,
Verse/Line: d    და   რა წაეკიდა ჭკვიანსა   გულისა შესაპყრობელი?






Strophe/Paragraph: 155 
Verse/Line: a       ჩვენ ვერა ვჰკითხავთ შიშითა:   რა გჭირს, ანუ რა გწყენია?
Verse/Line: b       ვხედავთ, ნიადაგ სავსე აქვს   ცრემლისა დასაყენია,
Verse/Line: c       აღარა ლხინი არა ჩანს,   მოედანს არცა მყენია,
Verse/Line: d    და   ჩვენთვის სიკვდილი დია სჯობს,   სიცოცხლე რა საწყენია!?"






Strophe/Paragraph: 156 
Verse/Line: a       რა მეფემან მოისმინა,   დამწუხრდა და დაცაღონდა,
Verse/Line: b       მისსა გულსა საწყინარი   ამის მეტი რამც შესწონდა?
Verse/Line: c       მართ ზაფრანი შეეკადრა,   ვარდსა გარე შეეკონა;
Verse/Line: d    და   დედოფალსა მოუბრუნდა,   ღაწვთა ფერი არა ჰქონდა.*






Strophe/Paragraph: 157 
Verse/Line: a       დედოფალმან შემოხედა,   შუქთა კრთომა გაუკვირდა,
Verse/Line: b       მაგრამ სიტყვა ვერ მიუგო,   მასვე წამსა აცატირდა,
Verse/Line: c       მეფემ უთხრა: "დაგვემართა,   რაცა ჩვენთა მტერთა სჭირდა,
Verse/Line: d    და   ვიცი, ბოლოს სოფლისაგან   ლხინი ჩვენცა დაგვიძვირდა."






Strophe/Paragraph: 158 
Verse/Line: a       ყველა წვრილად გააგონა,   რაც მონათა მოეხსენა,*
Verse/Line: b       მათ ორთავე შეჭირვებით   გაამრავლეს ცრემლთა დენა,
Verse/Line: c       თქვეს: "ამბისა სიმწარესა   სულნი ვითმცა დაუდგენა?"
Verse/Line: d    და   დედოფალმან ცრემლთა შრეტად   მოიხმარა ტკბილად ენა.






Strophe/Paragraph: 159 
Verse/Line: a       მოახსენა: "სხვათ მეფეთა   უფროსად ხართ გაჩენილად,
Verse/Line: b       რაცა გინდა, შეგიძლიან,   ვინ ჩანს თქვენს წინ სადგომილად?*
Verse/Line: c       არაოდეს არ ყოფილა   ჭირი ლხინთა დასადგინლად,
Verse/Line: d    და   წადი, ნახე, შვილი არის,   თქვენ გეხელყვის საწვრთინელად.






Strophe/Paragraph: 160 
Verse/Line: a       ზღვათ მეფის შვილმან მას მისცა   სახე მისრთ მეფის ქალისა,
Verse/Line: b       ვეჭვ რამე სჭირდეს სამისოდ   სევდა ფერ-გასამქრქალისა,
Verse/Line: c       თუ მისთვის ბნდების, საქმე გვიც   უფსკრულსა დასანთქალისა,
Verse/Line: d    და   სხვანი მეფენი მის წინა   ჩანს ფასად არსო ქალისა.






Strophe/Paragraph: 161 
Verse/Line: a       ახლა მეფედ ზის, მჭვრეტელთა   მზეებრ გულისა სახელი,
Verse/Line: b       ხორციელისა კაცისა   არ ითქმის კაცთა სახელი,
Verse/Line: c       არ გამოსულა ქვეყანად   მის შუქთა დასასახელი,
Verse/Line: d    და   კაცთა მხსენები შეიქმნას   მისთა ლახვართა სახელი.






Strophe/Paragraph: 162 
Verse/Line: a       თქმულა -- ქმარსა არ შეირთავს   -- ესე სიტყვა მართალია,
Verse/Line: b       სხვა, რაც უნდეს, განგებითა   ღვთითა დია შეგიძლია,
Verse/Line: c       ისი საქმე დაივიწყოს,   ვითამც ქარსა გარდუვლია,
Verse/Line: d    და   დაგიჯერებს, რაცა იცის,   ყველა თქვენგან უსწავლია."






Strophe/Paragraph: 163 
Verse/Line: a       მეფემან უთხრა პასუხი   ცოლსა ცრემლითა დენითა:
Verse/Line: b       "ნებით არ იქმნა მას ზედა,   ძალსამც ვით ვეცადენითა?
Verse/Line: c       არ გაკვირდების, საჭურჭლე   თავსა აქვს გარდადენითა,
Verse/Line: d    და   მზე არ ჩამოვა ქვეყანად   კაცისა მოწადენითა.






Strophe/Paragraph: 164 
Verse/Line: a       ჩვენ ნურას ვეტყვით პირმიღმა   მისრთ ქალის მოგონებასა,*
Verse/Line: b       რა თვითან გვითხრას, ვეაჯნეთ   დაშლისა გაგონებასა,
Verse/Line: c       უთხრათ: არა სჯობს საცდელად,   არც იქმენ ჩვენსა ნებასა,
Verse/Line: d    და   მას ფიცი უთქვამს, არა იქს   კაცთა თვალთ შედგინებასა."






Strophe/Paragraph: 165 
Verse/Line: a       ესეგვარი მოიუბნეს   ერთმანეთის შემჩივარად,
Verse/Line: b       მაგრამ ვერა ვერ გააგეს,   დარჩა გულსა სატკივარად,
Verse/Line: c       თქვეს: "წავიდეთ, შორიდაღმა   რასმცა ვიყვნეთ მისამხვდარად?*
Verse/Line: d    და   ვიცით, დარჩეს ესე საქმე   ჩვენგან ხელის მიუმწვდარად."






Strophe/Paragraph: 166 
Verse/Line: a       ხელმწიფის კარსა ინდონი   მოდგეს რაზმი და ჯარები,
Verse/Line: b       ღამე ნათევნი, მტირალნი   თავისა დამსაჯარები.
Verse/Line: c       ომაინს წინა მიდიან   ხვეწნისა მოაჯარები,
Verse/Line: d    და   ვერ ეტეოდა ხმელზედა   ერთმანეთს შემაჯარები.






Strophe/Paragraph: 167 
Verse/Line: a       გაემართნეს, მტვერი ადგა,   მზეს სინათლე წაუვიდა,
Verse/Line: b       არა დარჩა საშინაოდ,   რომე მათთან არ წავიდა,
Verse/Line: c       ზღვასა გარეთ სიმრავლითა   სულ ხმელეთსა დაჰფარვიდა.
Verse/Line: d    და   ეს ამბავი სევდიანსა   მართ ომაინს მიუვიდა.






Strophe/Paragraph: 168 
Verse/Line: a       მოახსენეს: "მეფე მოვა,   დედოფალი ცრემლ ნადენი,
Verse/Line: b       არ გვეგონა, ქვეყანასა   კაცი იყო თუ ამდენი,
Verse/Line: c       ვერ დაიტევს გზის ვაკობა   ხევთა, მთათა მონადენი
Verse/Line: d    და   თქვენის ეგრე შეწყენითა   თავს სიკვდილად გარდამდენი."






Strophe/Paragraph: 169 
Verse/Line: a       მეტად გული აუჩუყდა,   მეფის მოსვლა რა ისმინა:*
Verse/Line: b       "მე ვერ ვიტყვი გაცხადებით,   ვინც ლახვარი დამასმინა,
Verse/Line: c       მკითხევდეს და ვერ უამბო, წყრომა   ვითღა მოვითმინა?
Verse/Line: d    და   ვინ უამბო საქმე ჩემი, ანუ   ვინმცა შემასმინა?"






Strophe/Paragraph: 170 
Verse/Line: a       ომაინ ღმერთსა ევედრა   პატიჟთა მოთმინებისად:
Verse/Line: b       "მოსამართლეო, შენ თქმულხარ   ყოვლ ჭირთა განკურნებისად,*
Verse/Line: c       ჟამად მიბოძე მეფის თქმად,   წყალობა გაგონებისად,
Verse/Line: d    და   იგი არ გაწყრეს, შეექცეს   მშვიდობით, თავის ნებისად|"



Strophe/Paragraph: N 
Verse/Line: n.150/d    
ომაინ ჭირსა ჩავარდა _ F. ^
Verse/Line: n.156/d    
სადედოფლოსა მობრუნდა _ A, C, K. ^
Verse/Line: n.158/a    
მოეხსენა] მოემინა _ C. ^
Verse/Line: n.159/b    
სადგომილად] სადაგნილად _ A, E, სადაგნალად _ C. ^
Verse/Line: n.164/a    
მისრთ ქალის მოგონებასა] მის გალის მოგონებასა _ F. ^
Verse/Line: n.165/c    
მისამხვდარად] მისახდომად _ C, K. ^
Verse/Line: n.169/a    
მეტად გული აუჩქარდა _ C, K. ^
Verse/Line: n.170/b    
განკურნებისად] გამკურნელისად _ A, განმკურნელისად _ C. ^



Next part



This text is part of the TITUS edition of Kaixosro, Omainiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.