TITUS
Kaixosro, Omainiani
Part No. 4
Previous part

Chapter: III 
Strophe/Paragraph: T 
Verse/Line: 12/1  აქა ზღვათა მეფის შვილისაგან ომაინთან მისრეთის
Verse/Line: 12/2 
მეფის ქალის ამბის მბობა






Strophe/Paragraph: 89 
Verse/Line: a       მისი ნათქვამი ქებანი   საამბობელად ძნელია,
Verse/Line: b       თქვა: "ძე არა ჰყავს მეფესა   ცეცხლი სწვავს მით არ ნელია,
Verse/Line: c       ერთი ქალი ჰყავს, მასთანა   მზის შუქი საწუნელია,
Verse/Line: d    და   მისგან მრავალთა შუქნია   გულსა წვა დაუნელია.






Strophe/Paragraph: 90 
Verse/Line: a       იგი ხელმწიფობს, მისრეთი   მამასა მიუცემია,
Verse/Line: b       პირის-პირ ვერვინ ვერ ნახავს,   ან ხმა ვის გაუცემია!
Verse/Line: c       ღმერთსა ვიმოწმებ: მზეს ზედა   მას ჟამი დაუცემია,
Verse/Line: d    და   შორით მონობენ, დღითი დღე   იქნების გასაცემია."






Strophe/Paragraph: 91 
Verse/Line: a       მის ქალისა საქებარად   მან იხმარა ენა მეტად,
Verse/Line: b       გულსა მეცა, გავეშმაგე,   მასვე წამსა გავხე რეტად,
Verse/Line: c       ვთქვი: მოვკვდეო, არა მგამა,   თუ არ ვიყო მისად მჭვრეტად,
Verse/Line: d    და   ვერა ვირგე, შუქი მისი   ჯერაც მადგა გულსა სვეტად.






Strophe/Paragraph: 92 
Verse/Line: a       მეფესა ვკადრე: "ეცადე   აწ ჩემსა რასმე რგებასა,
Verse/Line: b       ნუ თუ მიშოვნო იგი მზე,   დამხსნა ცეცხლისა დებასა".*
Verse/Line: c       ებრძანა: "ეგე არ ძალმიც,   ვერ გიზამ იმედებასა,
Verse/Line: d    და   ერთი ქალი ჰყავს სამეფოდ,   არ გვიზმენ დანებებასა."






Strophe/Paragraph: 93 
Verse/Line: a       საწოლს ვიყავ, მომივიდა   მართ ამბავი მეტად ავი;
Verse/Line: b       ფიცხლავ კაცი გავაპარე,   მოვიკაზმე სამი ნავი,*
Verse/Line: c       საჭურჭლითა გარდავავსენ,   ჩავსხი კარგი სანახავი,
Verse/Line: d    და   ყოვლისფერი სახელმწიფო   -- საყური და გინდა ტყავი.






Strophe/Paragraph: 94 
Verse/Line: a       იგი კაცი გავიტანე,   რომე ზღვაში მე მეპოვნა,
Verse/Line: b       იმედი თქვა, ნურა გაგვა,   მე მაქვს გზისა კარგი ხსოვნა.
Verse/Line: c       ფიცხლავ წაველ სევდიანი,   ჭირმან ვითცა დამაყოვნა!
Verse/Line: d    და   მონებიცა დავარჩივე,   მაგრამ ბედმან არ მითოვნა.






Strophe/Paragraph: 95 
Verse/Line: a       ყოვლით კარგა ავემზადე,   საქონლით და მონებითა,
Verse/Line: b       მენავეთა ბევრი მივეც,   დავამდიდრე ქონებითა.
Verse/Line: c       ერთსა წელსა ზღვაში ვიყავ   სევდითა და ღონებითა,
Verse/Line: d    და   მისრეთს ვიყავ, მომემატა   ცეცხლი მისის გონებითა.






Strophe/Paragraph: 96 
Verse/Line: a       მას კაცსა უთხარ: "რა გვმართებს,   იყავ საქმისა რჩევითა".
Verse/Line: b       მან მითხრა: "სული თქვენგნით მითქს,   ზღვად დანთქმულ ვიყავ მე ვითა,
Verse/Line: c       მეფეთ სიდიდე თქვენც ნახოთ,   ნუ დაიჯერებთ თქმევითა,
Verse/Line: d    და   ქალი ქვეყანას შუქსა ფენს,   მაგრამ ზეცას ზის მზე ვითა".






Strophe/Paragraph: 97 
Verse/Line: a       ხელმწიფისა კარსა მიველ,   გამიკვირდა საქციელი,
Verse/Line: b       ბუკისა და ქოსისაგან   ხმა ისმოდა სატკრციელი,
Verse/Line: c       მანდატურთა შიშისაგან   ვინ წადგების ხორციელი?
Verse/Line: d    და   ვთქვი: "ქვეყნისას არა გვანან,   ჩამოსულა თუ ციელი".






Strophe/Paragraph: 98 
Verse/Line: a       ორსა თვესა გარს უარე, ვერ   შეუველ ვერსით ვერა,
Verse/Line: b       ცხენოსანთა სიმრავლესა   მთა და ბარი მოემტვერა,*
Verse/Line: c       მე ვჯერვიყავ სადმე მათი   შორით შუქი მომეზვერა.
Verse/Line: d    და   ვერას მივხვდი დაბნედილი,   მექნა, ან რა მამეწვერა?






Strophe/Paragraph: 99 
Verse/Line: a       ვერვის მივხვდი მე ესეთსა,   კითხვა რამე გამებედა,
Verse/Line: b       ქალაქს ჩაველ, ლარი გავხსენ,   არცა ვინ ზედ დამიხედა!*
Verse/Line: c       ვეძებდი, თუ კაცი მეძმო,   ან დიაცი ვინმე მედა,
Verse/Line: d    და   არვინა ჩნდა ჩემი შემწე,   თურმე ბედმა არ მიბედა!






Strophe/Paragraph: 100 
Verse/Line: a       დღესა ერთსა მოქალაქე   კაცი მოდგა, ვეუცხოვე,
Verse/Line: b       ფიცხლავ ავდეგ, დავიწვიე:   განაღამცა შემეპოვე",
Verse/Line: c       რაცა მკითხა, ყველა უთხარ,   უთავმდაბლე, ვესათნოვე,
Verse/Line: d    და   ზღვათა შიგან სიარული,   რად წამოველ, რასთვის მოვე.






Strophe/Paragraph: 101 
Verse/Line: a       გავემზადე მის ქვეყნისა   მე ამბავთა საკითხველად,
Verse/Line: b       მართ იგიცა დამიწყნარდა   ყოვლისავე სამბობელად,*
Verse/Line: c       მითხრა: "მეფედ ქალი არის   კაცთ თვალისა უნახველად,
Verse/Line: d    და   ცხრასა კარსა მხევალნი სცვენ,   ათს-ხადუმნი დგანან მცველად.






Strophe/Paragraph: 102 
Verse/Line: a       მისი მეფობა მამისგან   აწ ამას დანებებია,
Verse/Line: b       წიგნად გამოვა ბრძანება,   რაც რამე მონებებია,
Verse/Line: c       მიღმა პასუხსა ვინ ჰკადრებს,   აროდეს მოხსენებია!
Verse/Line: d    და   სხვანი მეფენი სიდიდით   მარტ ვერვინ შესდარებია.






Strophe/Paragraph: 103 
Verse/Line: a       სხვა რა გითხრა აქაური,   ანუ ჩემგან რა გერგების?
Verse/Line: b       ხორციელი კაცთა ტომი   სიახლოვეს ვერ წადგების,
Verse/Line: c       ერთს თვეშიგან მამა ნახავს,   ფერხზე არც მას აუდგების,
Verse/Line: d    და   მზისა შუქი მის წინაშე   ნათლად არად გამოჩნდების.






Strophe/Paragraph: 104 
Verse/Line: a       ყოვლს საქმესა შინაურსა   მას მხევალნი მსახურებენ,
Verse/Line: b       მოახლისა სიმრავლისა   რიცხვით ვერას შეიგებენ,
Verse/Line: c       წიგნის წიგნით შორიდაღმე   კაცს საქმესა დაუდებენ,
Verse/Line: d    და   არა თურმე სამსახურად,   თავს სიკვდილად გარდუდებენ.






Strophe/Paragraph: 105 
Verse/Line: a       ექვს თვეში ერთხელ გამოვა   გარეგან სალოცავებსა,
Verse/Line: b       ხუთის დღის წინათ ყოველგნით   გზას იქმენ დანაცავებსა;
Verse/Line: c       უნდა, რომ კაცი არსად ჩნდეს   ქალაქსა, არცა ნავებსა,
Verse/Line: d    და   თუ სადმე ნახვენ მხევალნი,   ფიცხლავ დასჭრიან თავებსა.






Strophe/Paragraph: 106 
Verse/Line: a       ოთხი ათასი მხევალი   წინ ჯოხიანი მძღომია,
Verse/Line: b       თუ კაცსა ნახვენ მათთანა,   გაუჭირდების ომია,
Verse/Line: c       თან მიმყოლელთა სიმრავლე,   ვინ იცის, თუ რა ზომია!
Verse/Line: d    და   ლოცვა გათავდეს, მიბრუნდნენ,   ლაშქარი შორეს მდგომია.






Strophe/Paragraph: 107 
Verse/Line: a       კაცის თვალი მათ ვერ ნახავს,   არც იგინი გაიცდიან,
Verse/Line: b       ორს ფარსანგსა ხადუმნიცა   მხევალთ წინა მიუდგიან.
Verse/Line: c       მეფემან და სრულ ლაშქართა   რაც ქალს სწადდის, იგი ყვიან,
Verse/Line: d    და   სული ვისღა შერჩებოდა,   სამსახური ექნა გვიან!






Strophe/Paragraph: 108 
Verse/Line: a       ამა ქალაქთა უფროსი   ერთი ქალია ქალისა,
Verse/Line: b       თანაშეზრდილი მის მზისა,   არ რამე ფერ-ნამქრალისა
Verse/Line: c       პირმოხვეული ჩამოვა   მთვარე, მზის ნაშუქალისა,
Verse/Line: d    და   მისის შიშითა ვის ძალუც   მოპარვა საქონელისა?"*






Strophe/Paragraph: 109 
Verse/Line: a       ესე მესმა, დავეღონე,   ჭირი უფრო გამიჭირდა,
Verse/Line: b       მე ვიწოდი, თორემ საქმე   ჩემი არვის არ უკვირდა;
Verse/Line: c       ლარი გავეც ადვილ ფასად,   რომელიცა ძვირად ღირდა.
Verse/Line: d    და   გულსა ბნელსა არაოდეს   შუქი მზისა არ მიჭვირდა.






Strophe/Paragraph: 110 
Verse/Line: a       იგი კაცი გამეყარა,   რომ მეპოვნა ფიცრით ზღვასა,
Verse/Line: b       მარტო დავრჩი სევდიანი,   გული მიხვდა ცეცხლით წვასა;
Verse/Line: c       დღე და ღამე გაუწყვეტად   ვიძახოდი ვაგლახ, ვასა.
Verse/Line: d    და   ლარს მივცემდი მუნებურთა   და ვკითხავდი სხვადასხვასა.






Strophe/Paragraph: 111 
Verse/Line: a       არა მესმა არვისაგან   სიტყვა ცეცხლთა დასავსები,
Verse/Line: b       შორით ვნახე, მოუძღოდა   ქალაქთ უფროსს ხადუმები;
Verse/Line: c       დავარჩივე ყველა ტურფა,   სტავრა მძიმე, ატლასები,
Verse/Line: d    და   მივართვი და თანა მივყევ,   მეგონა, თუ ვესალმები.






Strophe/Paragraph: 112 
Verse/Line: a       იგი მთვარე აღარ დადგა,   არცა რა თქვა საუბარი,
Verse/Line: b       დამიმძიმდა, კვლავ დამიჭკნა   გული ცეცხლთა ნადებარი,
Verse/Line: c       ხადუმთ უთხრა: "თვით გაჰყიდოს,   არ მაკლია სადებარი!"
Verse/Line: d    და   საქმე ვერსად ვერ გავიღე   მე ღონისა საძებარი.






Strophe/Paragraph: 113 
Verse/Line: a       ორი წელი დამეყოვნა,   დამეხარჯა რაცა მქონდა,
Verse/Line: b       მონა ზანგი დამეხოცა,   ზოგს წასასვლად გული ჰქონდა,
Verse/Line: c       ვხედავდი, რომ სასაუბროდ   მათ ვერავინ ვერ შესწონდა.
Verse/Line: d    და   გული მკვდარი სევდისაგან   კვლავ უფროვე დამიღონდა.






Strophe/Paragraph: 114 
Verse/Line: a       ბაღი იყო ტურფა რამე,   წაველ ვარდთა სანახავად,
Verse/Line: b       მარტო ვიყავ, სევდიანი   ვჯე სოფლისა საძრახავად,
Verse/Line: c       მუნ ტირილი მომეწყინა,   გავხე სულთქმა საახავად,
Verse/Line: d    და   მე სიკვდილსა მივსწურვოდი   სულთა კბილით შემნახავად.






Strophe/Paragraph: 115 
Verse/Line: a       ნატირებსა, სევდიანსა   მიმეძინა ვარდთა ძირსა,
Verse/Line: b       კაცი ვინმე მომდგომოდა   ბედისაგან განაწირსა,
Verse/Line: c       შევბრალოდი, -- კარგსა კაცსა   ყოვლი საქმე კარგა სჭირსა --
Verse/Line: d    და   გამაღვიძა: რად მოვკვდები,   რად მისცემო თავსა ჭირსა?






Strophe/Paragraph: 116 
Verse/Line: a       სასაუბროდ არ მიმიშვა,   მან შემატყო გულსა სევდა,
Verse/Line: b       თავის სახლად წამიყვანა,   სად ბულბული ვარდთა სცევდა.*
Verse/Line: c       ყველა წვრილად გავიგონე,   რასაც იგი მე მკითხევდა,
Verse/Line: d    და   მეტის-მეტად შევებრალდი,   ჩემი ცეცხლი მასაც სწვევდა!






Strophe/Paragraph: 117 
Verse/Line: a       მითხრა, გეტყობის, ხარ ვინმე,   ძმაო, კარგისა გვარისა,
Verse/Line: b       ღმერთს იამების შეწევნა   კაცისა გულმტკივარისა,
Verse/Line: c       მაგრამ ცუდია ყბედობა   გრძელისა საჩივარისა,
Verse/Line: d    და   შენ მოგცემია საქმობა   საქმისა დაუგვარისა.






Strophe/Paragraph: 118 
Verse/Line: a       მას მზესთანა სახსენებლად   არ იქნების კაცთა ტომი,
Verse/Line: b       არვინ იცის, რასათვის სჭირს,   ვერვინ არის მინახდომი,
Verse/Line: c       კაცთ სახელი არა ითქმის,   დიაცნია წინ წამდგომნი,
Verse/Line: d    და   დამიჯერე, მოითმინე   წვანი გჭირან თუ რა ზომი.






Strophe/Paragraph: 119 
Verse/Line: a       აწ მიბრუნდი, ნუ წაახდენ   ვაჟობისა ჟამთა, დროსა,
Verse/Line: b       ნუ გგონია, ეგ სირცხვილად   დაგედების შენ აროსა;
Verse/Line: c       ვიცი, რომე ვერას ირგებ,   ცუდად იდენ ცრემლთ წყაროსა,
Verse/Line: d    და   თუ მიხვიდე, გაანათლებ   კვლავ მამისა სამყაროსა.






Strophe/Paragraph: 120 
Verse/Line: a       რა ესე მესმა, შევიქენ   მე გულსა ლახვარხებული,
Verse/Line: b       მობრუნდა ჩემთვის ღვთისაგან   ბორბალი გარისხებული,
Verse/Line: c       ზარი გამიხდა, დამეცა   ვით მეხი გამეხებული.
Verse/Line: d    და   დავეცი, დავბნდი უსულოდ,   ვით მკვდარი დანაცრებული.






Strophe/Paragraph: 121 
Verse/Line: a       კვლავცა მითხრა: მხატვარი ვარ,   ყოვლისფერის დამხატველი,
Verse/Line: b       მე მეფეთა დიდგვარისა   მორჭმულობით საკვირველი,
Verse/Line: c       მეცა მჭირდა ეგე სენი,   ცრემლით მერწყო მთა და ველი,
Verse/Line: d    და   ვიცოდი, რომ ვერ ვირგებდი,   თავსა უთხარ მოსაწვრთნელი.






Strophe/Paragraph: 122 
Verse/Line: a       ერთხელ ვნახე იგი მთვარე   შორით ლოცვას გამოსული,
Verse/Line: b       გვანდა, კირჩხიბს შენაჯდომი   მზეა მაღრიბს ამოსული,
Verse/Line: c       მკვდარსა მისი აღადგენდა,   თუ ეყნოსოს, ამო სული.
Verse/Line: d    და   დაბნედასა მივეწურე,   ძლივღა ვიყავ წამოსული.






Strophe/Paragraph: 123 
Verse/Line: a       სახე დავხატე მე მისი   აჩრდილთა მიმსგავსებითა,
Verse/Line: b       თვარ ვით იქმნების მისებრივ   კაცთაგან ხელოვნებითა!
Verse/Line: c       აწ იმა დღითგან ამისგან   ვარ პატიჟთ მოთმინებითა,
Verse/Line: d    და   ამას ვნახავ და გავხდები   ყოვლთ ჭირთა განკურნებითა.






Strophe/Paragraph: 124 
Verse/Line: a       მოვახსენე: "რადგან ეგე   შენ კაცი ხარ ბრძნად სწავლული,
Verse/Line: b       დაგიჯერებ, დავბრუნდები,   ვამე, სახელ დაკარგული!
Verse/Line: c       ერთსა რასმე გეხვეწები,   არ გეწყინოს ჩემგან თქმული:
Verse/Line: d    და   სახე მომეც ჭირთა თმენად   იგი შენგან დახატული".






Strophe/Paragraph: 125 
Verse/Line: a       ფიცით მითხრა: "სულიც გინდეს,   არცა იგი დაგიჭირო,
Verse/Line: b       ადგილი ჩნდეს მოხმარებად,   შენთვის თავი გავიწირო,
Verse/Line: c       მაგრამ ცუდად ნუ მოკვდები,   სჯობს წახვიდე, შენ კერძ ირო".
Verse/Line: d    და   სახე მამცა, თქვა, თუ: "გული   მეცა ბევრჯელ ავიტირო!"






Strophe/Paragraph: 126 
Verse/Line: a       მან სალაროს შემიყვანა   -- აიღეო, რაცა გინდა,
Verse/Line: b       არა თქვა, თუ შენი ყოფნა   სახლსა ჩემსა მე მომწყინდა.
Verse/Line: c       ნუ თუ ღმერთმან მიგიყვანოს,   მამა გაყრას ვით მოგთმინდა?
Verse/Line: d    და   უშენოსა მე დღეითგან   მზემან შუქი დამიბინდა!"






Strophe/Paragraph: 127 
Verse/Line: a       ოქრო ავიღე, ვაკოცე,   მოვეხვიე იმა ყმასა,*
Verse/Line: b       ამიტირდა გულმდუღარედ,   ცრემლი ჰქონდა მასცა მზასა;
Verse/Line: c       მოგვეხვივნეს, დაგვადუმნეს,   -- ნუღარ იქთო მეტსა რასა,
Verse/Line: d    და   გამოვბრუნდი, გავემზადე   წამოსავლად ჩემსა გზასა.






Strophe/Paragraph: 128 
Verse/Line: a       სამსა დღესა თან გამომყვა,   მაგრამ სწვიდა ცეცხლთა დება,
Verse/Line: b       მიკვირს, თუ რად შეუყვარდი,   ანუ სჭირდა ჩემი ქება!
Verse/Line: c       რაზომსაცა გავბრუნდები,   კვლავ უნდოდის თანა ხლება.
Verse/Line: d    და   არ მოვეშვი, შევაქცივე,   არა იყო მისი ნება.






Strophe/Paragraph: 129 
Verse/Line: a       ერთი წელია მივლია   უგზონი, თუნდა გზიანი,
Verse/Line: b       მე თქვენსა მოველ ქალაქსა,   კარი დამიხვდა ღიანი;
Verse/Line: c       შემიტკბეს, კარგა მომეპყრნეს,   არ ვნახო მათი ზიანი!
Verse/Line: d    და   მაგრამ გაცუდდეს საჭვრეტლად   ჩემთვის ვარდნი და იანი".






Strophe/Paragraph: 130 
Verse/Line: a       რა ომაინ მოისმინა,   მასთან მისვლა არ იმჩივნა,
Verse/Line: b       უთხრა: "ძმა ხარ დღეის იქით"   - კოცნით ყელსა მოეხვივნა,
Verse/Line: c       სიტყვა ჰკადრა საადგილო,   სწადს თუ გული არ ატკივნა,
Verse/Line: d    და   "ნურა გაგვა, რადგან მოხველ,   ღმერთმან მტერი მოგიყივნა".






Strophe/Paragraph: 131 
Verse/Line: a       ფიცხლავ წავიდა ხელმწიფეს   წინაშე საამბობელად,
Verse/Line: b       ტურფის ენითა უბნობდა   მის ყმისა შესამკობელად:
Verse/Line: c       "მოსულა ვინმე ჭაბუკი   მნათობთა დამამხობელად".
Verse/Line: d    და   მეფესა გულმან უქადა   მართ მისთვის შესატკბობელად.






Strophe/Paragraph: 132 
Verse/Line: a       ყველა წვრილად მოახსენა   მისი თავსა გარდახდომა,
Verse/Line: b       სიარული, ცრემლთა დენა,   ეგზომ ჭირთა ცუდ-წახდომა.
Verse/Line: c       ბრძანა: "ფიცხლავ მოიყვანეთ,   კარგა გვმართებს ჩვენ დახდომა,
Verse/Line: d    და   ხელმწიფისა შვილი არის,   შეჰფერდების ჩვენთან ჯდომა".






Strophe/Paragraph: 133 
Verse/Line: a       რა მოვიდა, მეფე ადგა,   ერთმანერთსა ესალამნეს,
Verse/Line: b       სრულ ლაშქართა მოეწონა,   მას ქებანი უმალ-მალნეს;*
Verse/Line: c       მეფე ტკბილად ეუბნების,   სწადს, თუ გული დაუამნეს.
Verse/Line: d    და   მას დღე ლხინით გაიყარნეს,   ჩანგთ მკვრელთანი შეაღამნეს.






Strophe/Paragraph: 134 
Verse/Line: a       სარიდან უთხრა: "მიყვარხარ,   მოწმად მყავს ზესთა ზენია".
Verse/Line: b       ვერავინ სჯობდეს, შვენოდეს   ფერმიხდით სინაზენია,
Verse/Line: c       მაგრამ ომაინ მხედველთა   უებროდ ამაზრზენია.
Verse/Line: d    და   დედოფალი და ასული   მოდგეს, საჭვრეტლად მზენია.






Strophe/Paragraph: 135 
Verse/Line: a       სამს დღეს სმა იყო, არა ჩნდა   კაცთ სიმრავლისად კარი სად,
Verse/Line: b       მერმე მოიღეს ფეშქაში   სიმრავლე მიუმხდარისად;
Verse/Line: c       ზღვათ მეფის შვილი მორჭმისა   ჩვეული მსგავსად გვარისად,
Verse/Line: d    და   ზოგთა თქვეს სიტყვა საქებრად   ომაინს შესადარისად.






Strophe/Paragraph: 136 
Verse/Line: a       მუნით ადგნენ, წამოვიდნენ   მოცინარნი, არ პირწბილნი,
Verse/Line: b       მათ ორთავე გარდმოეღოთ   მზისა შუქი ოთხი წილნი,
Verse/Line: c       სხვათ მნათობთა აჯობებდა   მიდგომილნი მათი ჩრდილნი,
Verse/Line: d    და   ერთად დასხდნენ, მოახსენეს   საუბარი, სიტყვა-ტკბილნი.*






Strophe/Paragraph: 137 
Verse/Line: a       ომაინ ჰკითხა: "რა გინდა,   რა გაქვს წადილი გულისა?
Verse/Line: b       ძებნა გწადიან საქმისა   მის ერთხელ დაკარგულისა,
Verse/Line: c       აწ გაგიშვია სურვილი   მისგან გულს დანერგულისა?
Verse/Line: d    და   მითხარ, ხმარება წესია   კაცის თავს-გარდაგულისა!"






Strophe/Paragraph: 138 
Verse/Line: a       მან უთხრა: "ჩემი მოლხენა   წიგნსაცა არსად სწერია,
Verse/Line: b       შენ რად გაგსაჯო ბედკრულმან,   -- სოფელი ჩემი მტერია!
Verse/Line: c       მისრული საქმე წამსვლია   ფერხთქვეშე, ვითა მტვერია.
Verse/Line: d    და   რასაცა მიზამ, შენ იცი!   -- სხვა სხვისა მეცნიერია!"






Strophe/Paragraph: 139 
Verse/Line: a       კაცი მოვიდა ომაინს   წინაშე მაწვევარია,
Verse/Line: b       დედოფალს ეთქვა: "შორს მყოფთა   გულსა გვაქს სატკივარია,
Verse/Line: c       ჩვენცა გვიამბე მის ყმისა   თქვენთანა საჩივარია,
Verse/Line: d    და   ვინ გიპოვნია, რა კაცი,   ანუ ვის ტომთა გვარია?"






Strophe/Paragraph: 140 
Verse/Line: a       ფიცხლავ წავიდა ომაინ   პირითა მოცინარითა.
Verse/Line: b       დედოფალი ჯდა ელვითა   მნათობთა მაწყინარითა,
Verse/Line: c       გვერდსა იახლა ასული,   მზებრ შუქთა ნაფენარითა.
Verse/Line: d    და   მან გაახარა ამბითა   მის ყმისა ნაუბარითა.






Strophe/Paragraph: 141 
Verse/Line: a       ძე გვერც უზის და იგინი   მართ მზისა მსგზავსად შვენოდეს,
Verse/Line: b       მოახსენებდა ამბავსა,   რაცა მას მისგან სმენოდეს --
Verse/Line: c       გზათა სიგრძე და სასჯელი,   ან რაცა მისგან სწყენოდეს.
Verse/Line: d    და   მათ უთხრეს: "სახე შენ სთხოვე,   თუ მას აღარა ლხენოდეს?"






Strophe/Paragraph: 142 
Verse/Line: a       ომაინ ჰკადრა დედასა   სიტყვითა მუნ წყნარებითა:
Verse/Line: b       "მე იმა ყმისა სიკეთე,   ნეტარ, რითა ვთქვა ქებითა?
Verse/Line: c       აწ მე ვარ თქვენსა წინაშე   საქმისა მოაჯებითა,
Verse/Line: d    და   ჩემი და მივცეთ, ვეჭვ, რომე   იქნების ღვთის განგებითა".






Strophe/Paragraph: 143 
Verse/Line: a       კვლავცა ჰკადრა: "მოგახსენო   აწცა სიტყვა მე მართალი,
Verse/Line: b       იმა ყმისა სიკეთისა   მე ვერა ვთქვა ნაათალი,
Verse/Line: c       ჭირსა ცუდათ ნუ წაუხდენთ,   -- ღმერთსა უყვარს სამართალი!
Verse/Line: d    და   ვიცი, თქვენცა მოიწონოთ,   როდეს ნახოთ მობურთალი".






Strophe/Paragraph: 144 
Verse/Line: a       დედოფალმან მოახსენა   მეფეს ძისა ნაუბარი,
Verse/Line: b       მან ბრძანა, თუ: "მეცა ვიყავ   აზრით რასმე შემტყობარი,
Verse/Line: c       კარგად უთქვამს, დიდ გვარია,   მერმე ბრძენთა საქებარი,
Verse/Line: d    და   დია მივსცეთ, თვალთა მისთა   დაშრტეს ცრემლთა საგუბარი".






Strophe/Paragraph: 145 
Verse/Line: a       დედოფალმან მოახსენა   მეფეს ძისა ნაუბარი,
Verse/Line: b       მან ბრძანა, თუ: "მეცა ვიყავ   აზრით რასმე შემტყობარი,
Verse/Line: c       კარგად უთქვამს, დიდ გვარია,   მერმე ბრძენთა საქებარი,
Verse/Line: d    და   დია მივსცეთ, თვალთა მისთა   დაშრტეს ცრემლთა საგუბარი".*






Strophe/Paragraph: 146 
Verse/Line: a       ომაინ მივა, ზღვათ მეფის   შვილი წინ მოეგებისა,
Verse/Line: b       უთხრა, თუ: "გითხრობ ამბავსა,   შენგან არ შეიგებისა,
Verse/Line: c       თუ ვერა ირგოს მიჯნურმან,   ცუდად რად გარდიგებისა?
Verse/Line: d    და   კაცთ თურმე იგი მიხვდების,   რაც ცაში გარიგდებისა.*






Strophe/Paragraph: 147 
Verse/Line: a       წყალობად პოვნა მე შენი   ღვთისაგან გამდიდებია,*
Verse/Line: b       მოყვრობა გვინდა ჩვენ შენი,   არ ცუდი ნაქადებია.
Verse/Line: c       ასული მოგცა მეფემან,   ვინ მზის შუქს დაჰქადებია,
Verse/Line: d    და   აწ მე მის მეტი არა მყავს   ძმები და არცა დებია".






Strophe/Paragraph: 148 
Verse/Line: a       რა მოისმინა, წინაშე   მან მიწას დასდვა თავია,
Verse/Line: b       ჰკადრა, თუ: "შენი სიკეთე   ღვთისაგან განათავია,
Verse/Line: c       მაგას ვით ვღირსვარ, მე ჭირნი   ლხინს მექნას განართავია,
Verse/Line: d    და   შენის ბედითა ზღვათ მეფე   კვლავ ვნახო წანართავია.






Strophe/Paragraph: 149 
Verse/Line: a       ღმერთმან მიყო წყალობითა,   მამიყვანა თქვენსა წინა,
Verse/Line: b       ჭირი ლხინად შემიცვალა,   ავმან ბედმან დაიძინა,
Verse/Line: c       აწე, რადგან მხიარული   მე გამიშვი ჩემსა შინა".
Verse/Line: d    და   სახე მისცა მის მთვარისა,   მიკვირს -- გაყრა მოითმინა!



Strophe/Paragraph: N 
Verse/Line: n.92/b    
მიშოვნო] მიშველო _ C, K. ^
Verse/Line: n.93/b    
გავაპარე] დავაყენე _ F. ^
Verse/Line: n.98/b    
დაბნედილი] დაბნეული _ E. ^
Verse/Line: n.99/b    
ჩაველ] შეველ _ C. ^
Verse/Line: n.101/b    
ათს ხადუმნი] ათხუთამდინ _ F. ^
Verse/Line: n.108/d    
საქონელისა] ანსო ქალისა _ A, C; ან საქონლისა _ (აქა-იქ). ^
Verse/Line: n.116/b    
სცევდა] ყეფდა _ F. ^
Verse/Line: n.127/a    
ყმასა] ძმასა _ C. ^
Verse/Line: n.133/b    
მალნეს] მანეს _ B, მალეს _ C. ^
Verse/Line: n.136/d    
მოახსენეს] მოახდინეს _ A. ^
Verse/Line: n.146/d    
გარიგდებისა] გაიგებისა _ A. ^
Verse/Line: n.147/a    
გამდიდებია] გამდიდრებია _ C. ^
Verse/Line: n.145/x    
ეს სტროფი აკლია E-ს.^



Next part



This text is part of the TITUS edition of Kaixosro, Omainiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.