TITUS
Kaixosro, Omainiani
Part No. 6
Previous part

Chapter: V 
Strophe/Paragraph: T 
Verse/Line: 23/1  აქა სარიდან ხელმწიფე ერთის დღის სავალს დადგა და
Verse/Line: 23/2 
თავის შვილთან ორი დიდებული თავადი გაგზავნა
Verse/Line: 23/3 
მისის ამბის საცნობელად


Strophe/Paragraph: A 
Verse/Line: 23/4       რა დიდმან ინდოეთის ხელმწიფემან სულთა უტკბოსსა და სასურველის
Verse/Line: 23/5    
მისის შვილის, ომაინ ჭაბუკის, შეწყენით ყოფნა მოისმინა,
Verse/Line: 23/6    
მეტის შეჭირვებით უჭკუო ვითა გახდა და ფიცხლავ ორნი თავადნი
Verse/Line: 23/7    
მოიხმო და შვილს ესრეთ შეუთვალა: "სიცოცხლისაგანცა უტკბესო!
Verse/Line: 23/8    
ღვთის განგებით და შენის ბედით დიდთა შვიდთა სახელმწიფოთა
Verse/Line: 23/9    
ინდოეთსა შიგან არცა გლახა და არცა შეჭირვებით მყოფი კაცი
Verse/Line: 23/10    
არ იპოვების. რა იყოს ესეთი, რომე ქვეყანასა ზედან, რაც გინდეს,
Verse/Line: 23/11    
ხელი არ მიგიწვდეს? შენგან ბრძანება იყოს -_ჩვენ, რაცა გინდეს, იგი
Verse/Line: 23/12    
გავათავოთ. შენს შეწყენას მზე და მთვარეც დაიჩენს და ჩემმა გულმან
Verse/Line: 23/13    
ვითამც მოითმინოს? თუ გულსა ნდომა რამე შეგსვლია, ღვთისაგან
Verse/Line: 23/14    
მოიმედე ვარ, მისისავე ვედრებით მალე აგისრულო, და თუ სამკურნალო
Verse/Line: 23/15    
რამე გჭირს, მკურნალთა მოვასხამ და მეც მოვალ".

Strophe/Paragraph: B 
Verse/Line: 23/16       
ომაინ, რა თავის მამის ხელმწიფის ბრძანება მოისმინა, ზე ადგა,
Verse/Line: 23/17    
იგი თავადნი დიდის პატივით დაიწვია, გვერდს დაისხა და მხიარულის
Verse/Line: 23/18    
პირით და ტკბილის სიტყვით მოიკითხა. მას დღეს ტურფათა
Verse/Line: 23/19    
ჩანგის მკვრელთა და მომღერალთან ლხინით გამოისვენეს და მეორეს
Verse/Line: 23/20    
დღეს ომაინ თავის სალოცავს ადგილს მივიდა და დიდ ხანს დამბადებელს
Verse/Line: 23/21    
ჟამად პატიჟთა მოთმინებად ევედრებოდა და ამას იტყოდა:
Verse/Line: 23/22    
"მოსამართლეო! ესოდენ დამიცევ ამა ჩემთა ჭირთაგან და მამეც გაძლება
Verse/Line: 23/23    
დაფარვად, ვიდრე ხელმწიფე ზღვათა მეფის შვილს, თავის სასიძოს,
Verse/Line: 23/24    
მის ქვეყანას გაამზადებდეს!" რა ლოცვა გაათავა, მათ თავადთა
Verse/Line: 23/25    
თანა მოცინარის პირით მოვიდა და ესრეთ უპასუხა: "ხელმწიფეს
Verse/Line: 23/26    
ეს მოახსენეთ: "რადგან ღვთისაგან ესოდენი წყალობა გვჭირს,
Verse/Line: 23/27    
რომე ხელმწიფეს ღვთის საფარველს ქვეშე მისგანვე ესრეთ ყოველთა
Verse/Line: 23/28    
მეფეთ უმაღლესად ვხედავ და იგი ლხინსა და სიმხიარულესა შიგან
Verse/Line: 23/29    
არის და ჩემიც ღვთის წინაშე სათხოვნელი მისის დიდებით და გამარჯვებით
Verse/Line: 23/30    
ყოფნა არის, რად უნდა, რომე ჩემსა გულსა შიგან შეწყენა
Verse/Line: 23/31    
შევიდეს? ნამეტნავის ლხინისა და მეტის ღვინისაგან ცოტას ხანს
Verse/Line: 23/32    
უნდომო გვარად ვიყავ, და ხელმწიფეს იგი მოხსენებია. მისის ბედით
Verse/Line: 23/33    
არც არა მიმძიმს და არც-არა სამკურნალო მჭირს".

Strophe/Paragraph: C 
Verse/Line: 23/34       
მათ თავადთა დიდი საბოძვარი უბოძა და ესრეთ უბრძანა:
Verse/Line: 23/35    
"თქვენ წადით და ესე ნათქვამი მოახსენეთ, და მეც წინაშე მოვალ".1*
Verse/Line: 23/36    
რა ესე თავადნი მივიდნენ, ხელმწიფე ამბის მოსურნეობისათვის წინ
Verse/Line: 23/37    
მიეგება მათ მხიარულის პირით, მისის გულის ნების ამბავი მოახსენეს.
Verse/Line: 24/1    
ამაზედ ომაინ და იგი სასიძო ზღვათა მეფის შვილიც მოვიდნენ,
Verse/Line: 24/2    
მეფე ზე ადგა და იგინი თავისა გვერდით გუარით2* გაფრქვეულსა
Verse/Line: 24/3    
ტახტსა ზედან გარდაიწვივა, და დასხდენ. სამსა დღეს ესეთი ლხინი
Verse/Line: 24/4    
და სიამოვნე იყო, რომე მისი ქება კაცის ენით არ ითქმოდა. მეოთხეს
Verse/Line: 24/5    
დღეს აიყარნეს და თვით დიდი ხელმწიფე, ომაინ და ერთობით
Verse/Line: 24/6    
თავადნი და დიდებულნი რჩევად დასხდეს და ქალის საქორწილოს
Verse/Line: 24/7    
საქმე გააგეს. შვიდთავე ინდოეთის სახელმწიფოთა საწვევარი წიგნები
Verse/Line: 24/8    
გასწერეს.

Strophe/Paragraph: D 
Verse/Line: 24/9       
აქათგან რა ქალმან დადასტურებით ესე შეიტყო, რომე იგი ზღვათა
Verse/Line: 24/10    
ხელმწიფის შვილისათვის დაწინდეს, დაიწყო ესეთი ტირილი,
Verse/Line: 24/11    
რომე მისნი მჭვრეტელნი მისის სიბრალულით იწოდეს. რაზომცა
Verse/Line: 24/12    
მისთა გამზრდელთა და უფროსთა მოახლეთა მრავლის ხვეწნით და
Verse/Line: 24/13    
მუდარებითა ჰკითხეს, თუ: "რად სტირი და ან რა იქნა შენი უნდომი?
Verse/Line: 24/14    
გვითხარ, ჩვენ რად დაგვიმალავ? რაც გინდა გვითხარ და ჩვენ დედოფალს
Verse/Line: 24/15    
ვაცნობებთ; რაც შენი ნება არის, ეგრე იქნების." მან ქალმან
Verse/Line: 24/16    
არც ტირილი დააგდო და არცა რა უპასუხა, და ვერც რა მისის
Verse/Line: 24/17    
ტირილის მიზეზი შეიტყვეს. ღონემოღებულთ და თვალცრემლიანთ
Verse/Line: 24/18    
ესე ამბავი დედოფალს აცნობეს, ვითა: "სამი დღე არის, რომე
Verse/Line: 24/19    
თქვენი პირ-მთვარე ქალი ტირლად ზის, რომე მისნი მჭვრეტელნი
Verse/Line: 24/20    
ცეცხლით ვიწვებით. მრავალს ვეხვეწენით და ვერას ღონის ძიებით
Verse/Line: 24/21    
არცარა გვითხრა და ვერცარა შევიგენით, თუ რისთვის ტირის?"

Strophe/Paragraph: E 
Verse/Line: 24/22       
დედოფალს ეწყინა და მეტად გაუკვირდა. ადგა და ქალის სადგომად
Verse/Line: 24/23    
მივიდა. ქალს შეხედა, და იგი გულამოხვნიჩვით ცხელის ცრემლით
Verse/Line: 24/24    
ტიროდა. დედას მეტად უყვარდა და მისის ტირილისათვის
Verse/Line: 24/25    
მანცა ბევრი იტირა და მერმე ქალს თვალთა ხელი მოავლო. რაზომსაცა
Verse/Line: 24/26    
ეხვეწა, ვერ დაადუმა და უბრძანა: "ქალო, რა იქნა შენი საწყინო
Verse/Line: 24/27    
და ან შენი უნდომი? დიდს ინდოეთის ხელმწიფეს შენის ძმის,
Verse/Line: 24/28    
ომაინ ჭაბუკის, ოდნად უყვარხარ და მე სულსაც მირჩევნიხარ. გვითხარ,
Verse/Line: 24/29    
რაც გინდა, და ფიცხლავ შენის გულის ნებას აღგისრულებთ."
Verse/Line: 24/30    
ესეგვარი ბევრი შეაგონა, მაგრამ, ქალმან არც ტირილი დააგდო,
Verse/Line: 24/31    
და არც პასუხი გასცა. დედოფალი გაგულისდა და ესრეთ უბრძანა:
Verse/Line: 24/32    
"უბედურის დაბადებას დაუბადებლობა დია სჯობს! სხვა შენი საწყენო,
Verse/Line: 24/33    
ვიცი, არა ქმნილა რა, და თუ ამად სტირი, რომე ზღვათა
Verse/Line: 24/34    
მეფის შვილს მიგცეს -- შენის ძმისებრ ჭაბუკი ქვეყანაზე არვინ გამოჩენილა
Verse/Line: 24/35    
და გესმოდა, რაც მისი ქება თქვა და თვით დიდსა ცათა
Verse/Line: 24/36    
ბაძავს ხელმწიფეს, მამა შენს, მეტად მოსწონებია. ამისთვის მიგცეს,
Verse/Line: 24/37    
რომე მისებრსა სასიძოს ვერ იპოვნიდეს. აწე, თუ შენ იგი ჭაბუკი
Verse/Line: 24/38    
არ გინდა და კარგი ბედი უკუღმა გიბრუნებია,3* თქვი, და იგი მოყმე
Verse/Line: 25/1    
არად თხოვნად შენდა მოსულა და არცა რად შენი თავი გაჰკვირვებია
Verse/Line: 25/2    
და თვით თავის ქვეყანას წავა, და როდესაც შენ მისებრივ,
Verse/Line: 25/3    
ქმარი იშოვნო, შენს ჭკუას მაშინ დაშჯერდი."

Strophe/Paragraph: F 
Verse/Line: 25/4       
დედოფალი ადგა და წამოვიდა. ხელმწიფეს ქალის ტირილი და
Verse/Line: 25/5    
თავისი ნაუბარი ყველას მოახსენა, და მეფემაც გაწყრომით ბრძანა:
Verse/Line: 25/6    
"ჩვენის სახლის ქალნი თავის გუნებისანი ჩამოდიან; ესეთის ხელმწიფის
Verse/Line: 25/7    
შვილი, რომე ამისებრივ ერთი მოყმე მე არ მინახავს და არც
Verse/Line: 25/8    
მე და არც მაგის საქმროს აღარსად მოვნახავთ, და, ვინც
Verse/Line: 25/9    
თვით სწადდეს, იგი შეირთოს."

Strophe/Paragraph: G 
Verse/Line: 25/10       
რა ომაინს ესე ამბავი ესმა, თვითონაც თავის დაზედ გაწყრომით
Verse/Line: 25/11    
შეიქნა და მისი საქმე ეწყინა.


Strophe/Paragraph: N 
Verse/Line: n.p.23/35    
მოვალ] ვარ _ A, C.^
Verse/Line: n.p.24/2    
თავისა გვერდით გუარით _ A, C, თავის გვარით _ K.^
Verse/Line: n.p.24/38    
გიბრუნებია] მოგიბრუნვებია _ B.^



Next part



This text is part of the TITUS edition of Kaixosro, Omainiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.