Strophe/Paragraph: 26 | ||
Verse/Line: a | ტარიელის ძე უკადრი | დაჯდა ხელმწიფე ბრძნობილი, |
Verse/Line: b | მამის მამისა სახელი | იყო სარიდან ხმობილი,* |
Verse/Line: c | პირველად ლაღი, ამაყი | და მერმე წყნარი, ლმობილი, |
Verse/Line: d და | მის ქვეყანისა ვინმც ნახის, | რაც საქმე დასაგმობილი? |
Strophe/Paragraph: 27 | ||
Verse/Line: a | მას ედგა ცოლი მნათობი, | ასული ავთანდილისა,* |
Verse/Line: b | მჯობი ყოველთა კეკლუცთა | ნახვა მისისა ჩრდილის ა, |
Verse/Line: c | ღვთისა მოშიში, მოწყალე, | სულთ ჩამდგმო დაბნედილისა,* |
Verse/Line: d და | მისგან იქნების გამოხსნა | სამუდმოდ წაწყმედილისა.* |
Strophe/Paragraph: 28 | ||
Verse/Line: a | მისსა მაქებსა ბრძენსაცა | გული ზღვად დაენთქამება, |
Verse/Line: b | ვით მზისა სხივთა საჭვრეტლად | თვალი არ შეედგამება, |
Verse/Line: c | მისთა შორმყოფთა სამისოდ | დაუცთ თავისა წამება, |
Verse/Line: d და | იტყვიან: დღე სიკვდილისა | ოქროთ არ მოიქრთამება. |
Strophe/Paragraph: 29 | ||
Verse/Line: a | პირველად თავსა ვაბრალებ, | ვინ ვიქ ამისა წერასა, |
Verse/Line: b | მაგრამ ვერ მორჩეს შობილი, | თავის ბედსა და წერასა, |
Verse/Line: c | კვლავ ვამჯობინე ამისი | დაწერა დაუწერასა, |
Verse/Line: d და | მით რომე, გულსა ედების | ცეცხლი, ვით შავსა წერასა. |
Strophe/Paragraph: 30 | ||
Verse/Line: a | შეამკეს წესი სამეფო | უმჯობედ პირვანდელისა, |
Verse/Line: b | იყვის კარ-გახსნით ყოვლთათვის | შოვება საწადელისა, |
Verse/Line: c | არ გაითვალის მეფემან | გაცემა გუში დელისა, |
Verse/Line: d და | ლხინი და ლართა ბოძება | ვით ითქმის მაშინდელისა! |
Strophe/Paragraph: 31 | ||
Verse/Line: a | გადიდდა მეტად ხელმწიფე | მორჭმითა აღმატებული, |
Verse/Line: b | სხვაც დაიჭირა სამეფო | ინდოეთს მომატებული, |
Verse/Line: c | მამისა მსგავსი ძალ-გულად | თვით მარტო განმარტებული, |
Verse/Line: d და | არ ძალმიც სულ თქმა, რაც მათთვის | ქება მაქვს გამეტებული. |
Strophe/Paragraph: 32 | ||
Verse/Line: a | ათგან მოკაზმა მეფემან | სახლი, სრა, დარბაზებია, |
Verse/Line: b | შიგნით ხელწმინდად ნახატი, | გარ ოქროს გუმბაზებია, |
Verse/Line: c | თლილის ქვით ციხე-ქალაქი | და კოშკი ზედა-ზებია |
Verse/Line: d და | მისსა მნახავსა დაუშრტის | გულს ცეცხლი ანგზებია. |
Strophe/Paragraph: 33 | ||
Verse/Line: a | ქვეშსაფენლად სტავრა იყო, | ჩათმა ოქროდ მოქსოვილი, |
Verse/Line: b | მის ჟამისა სიკეთისა | ვინცა ნახა მახსოვილი, |
Verse/Line: c | მუტრიბთა და მომღერალთა | ხმები ერთად გაქსოვილი, |
Verse/Line: d და | მაშინ არსად არ გესმოდეს | გლახაკთაგან მოთხოვილი. |
Strophe/Paragraph: 34 | ||
Verse/Line: a | სასახლეთ შუა ადგილი სამ-სამის | დღისა სავალი, |
Verse/Line: b | ყოვლთა თვით ჰქონდის საჭურჭლე, | არსით უნდოდა სავალი, |
Verse/Line: c | მხეცთა, ნადირთა, ფრინველთა | ხმა იყო გარდასავალი, |
Verse/Line: d და | აღმოსავლეთი ხელთ ჰქონდა, | მონებდა სრულ დასავალი. |
Strophe/Paragraph: 35 | ||
Verse/Line: a | მართ ერთი თვე ერთად დაყვეს | შემსგავსებით ჟამთა, დროსა, |
Verse/Line: b | ხელმწიფის კარს ნახვდი მარგალიტსა | დანაგროვსა, |
Verse/Line: c | ცხენსა ჯოგად მოასხმიდეს | გასაცემლად ხრო-და-ხროსა,* |
Verse/Line: d და | სხვას მისცემდეს, არ კითხვიდეს: | ეგ იშოვნე, ნეტარ, როსა? |
Strophe/Paragraph: 36 | ||
Verse/Line: a | ერთსა თვესა შეამკიან | მოედანი კარვებითა, |
Verse/Line: b | ორს ფარსანგსა მოხვივიან | ატლასისა ფარდებითა, |
Verse/Line: c | მეფე იყო გამცემელად | არ ცუდისა ქადებითა, |
Verse/Line: d და | ხორციელი ვით იქმოდა, | თუ არ ღვთისა განგებითა! |
Strophe/Paragraph: 37 | ||
Verse/Line: a | ათგანვე სახლთა ათასნი | პირმთვარე იმყოფებოდა, |
Verse/Line: b | კვლავ მოასხიან მნათობნი, | აროდეს იმყოფებოდა, |
Verse/Line: c | ათასი მუდამ თან ახლდის, | მათგან არ იმყოფებოდა, |
Verse/Line: d და | მისთა მტერთა და ორგულთა | ჟამი არ იმყოფებოდა.* |
Strophe/Paragraph: 38 | ||
Verse/Line: a | ბაღთა სიკეთე ვით გკადრო, | ან სურნელების სულია! |
Verse/Line: b | შუა ვარდთა და ნარგიზთა ალვის | ხე ამოსულია, |
Verse/Line: c | ზამთარ და ზაფხულ ნიადაგ | ყვავილი გამოსულია, |
Verse/Line: d და | ვინცა შევიდის, ნებითა | არ იქნის წამოსულია. |
Strophe/Paragraph: 39 | ||
Verse/Line: a | წელიწდისა ერთსა თვესა | ნადირობა მიხვდებოდა, |
Verse/Line: b | ათსა თვესა სასახლესა | ჟამთა-ჟამად იქნებოდა, |
Verse/Line: c | ერთსა თვესა მოედანსა | ტურფის კარვით იდგებოდა, |
Verse/Line: d და | ესე ასე ყოვლი საქმე | ამ წესითა რიგდებოდა. |
Strophe/Paragraph: 40 | ||
Verse/Line: a | ესოდენსა სიხარულსა | ერთი ჰქონდა საჩივარი: |
Verse/Line: b | ძე არ ყვანდათ, ვაჟი იყო, | გულსა სჭირდათ სატკივარი, |
Verse/Line: c | იტყოდეს, თუ: "რა ვყოთ, ანუ | რა ვქნათ, საქმის საძივარი?* |
Verse/Line: d და | შევეხვეწნეთ სახიერსა, | ჩვენი მხსნელი იგივ არი".* |
Strophe/Paragraph: 41 | ||
Verse/Line: a | მოიღეს მათი, დიდება | ღმერთსა შესწირეს პირითა: |
Verse/Line: b | "მოსამართლეო, დაგვიხსენ | უსაზომოსა ჭირითა, |
Verse/Line: c | შენ იცი გულის ნადები, | ნუ ამოგვაგდებ ძირითა, |
Verse/Line: d და | წყალობა შენი უხვია, | არაოდეს ხარ ძვირითა". |
Strophe/Paragraph: 42 | ||
Verse/Line: a | მას ღამესა ძილსა შიგან | მეფემ ნახა მოჩვენება, |
Verse/Line: b | მას ახარა ანგელოზმან, | უთხრა: "იქნა შენი ნება, |
Verse/Line: c | აღქმა დადევ "ბოროტისა, | გმართებს ჩემი გაგონება, |
Verse/Line: d და | მან დაგიხსნა ჭირისაგან, | ვისცა ძალუც განკურნება. |
Strophe/Paragraph: 43 | ||
Verse/Line: a | შვილი მოგხვდების კეთილსა | ეტლზედან დაბადებული, |
Verse/Line: b | ყოველსა ზედან საღვთოსა | წესზედან გასწავლებული, |
Verse/Line: c | თქვენ იყვნეთ მისის ნახვითა | ნიადაგ გახარებული, |
Verse/Line: d და | იგი შეიქნას ყოველთა | მეფეთა აღმატებული". |
Strophe/Paragraph: 44 | ||
Verse/Line: a | გაეღვიძა, ცოლსა უთხრა, | ორნივ ღმერთსა ადიდებდეს, |
Verse/Line: b | იმ ჟამითგან დაჯერებით | იყვნეს, იმედს დაიდებდეს, |
Verse/Line: c | გასაცემლად სალარონი | ყველგან კართა გაიღებდეს, |
Verse/Line: d და | ვინ დასთვლიდა საქონელსა, | რომ გლახაკნი წაიღებდეს! |
Strophe/Paragraph: 45 | ||
Verse/Line: a | ჟამი იქმნა განგებითა, | დაორსულდა დედოფალი, |
Verse/Line: b | ზარი გახდა, მოიწვიეს | ყოვლნი სხვაგან ნამყოფალი, |
Verse/Line: c | მუნ მოვიდნენ, დაუტევეს | თავთავისი სამყოფალი. |
Verse/Line: d და | ვეჭვ, არ დარჩა უშოვებლად | მუნ ხანისა დამყოფალი.* |
Strophe/Paragraph: 46 | ||
Verse/Line: a | ვით ვთქვა ლაშქართ გახარება, | დაიბადა რა ჟამს ვაჟი, |
Verse/Line: b | სიხარულით დალბებოდა | სიპი ქვა და სალი კაჟი. |
Verse/Line: c | მეფე ბრძანებს: "ამოვკვეთოთ | ასაღებად ყოვლგნით ბაჟი!" |
Verse/Line: d და | მთელსა ლალსა გასცემდიან, | არვის უნდის დანაბაჟი. |
Strophe/Paragraph: 47 | ||
Verse/Line: a | ორმოც დღესა ლხინი იყო, | საჩუქრისა არ მოწყენა, |
Verse/Line: b | შორს გზისანი გაისტუმრა, | სხვანი იქივ დააყენა, |
Verse/Line: c | მერმე კიდევ საბოძვარი | ზოგთ უკანაც გაუყენა, |
Verse/Line: d და | მაშინდელმან მათმან ლხინმან | მტერსა თვალი დაუყენა. |
Strophe/Paragraph: 48 | ||
Verse/Line: a | ვაჟსა სახელი დაარქვეს | ომაინ გვარისეულად,* |
Verse/Line: b | ვით იზრდებოდა, რა გკადრო, | ან რა გვარ ყოფაქცეულად! |
Verse/Line: c | პირი მზესავით შვენებით, | ტანი ალვისა ხეულად, |
Verse/Line: d და | ხუთის წლისასა ვერ მორჩის | აბჯარი გაუხეველად. |
Strophe/Paragraph: 49 | ||
Verse/Line: a | ესე ასრე მოიზარდა, | მოუმატეს ლხინსა ლხინი, |
Verse/Line: b | მათსა გულსა გაივლიდა | რამცა საქმე მოსაწყინი! |
Verse/Line: c | ერთგულ-ქმნილთა მოუვიდათ | საქმე კეთილ მოსავლინი, |
Verse/Line: d და | მათთა მტერთა დაემართა | მეტის-მეტი შესაშინი. |
Strophe/Paragraph: 50 | ||
Verse/Line: a | გაიზარდა, არვინ ჰგვანდა | შვენებითა, არცა ტანად, |
Verse/Line: b | მისთა შუქთა მზისა შუქი | თან არ ჰქონდის მოსატანად, |
Verse/Line: c | გასაცემლად მოლარენი | იყვნეს კარგის მოსატანად,* |
Verse/Line: d და | ყოვლი მსმელი მას წინაშე | იქმნის ორთა გასატანად.* |
Strophe/Paragraph: 51 | ||
Verse/Line: a | ჭკვიანი და გონიერი | მართ მამაცად გმირთა გმირი, |
Verse/Line: b | მისგან სიტყვა არვის ესმა | არაოდეს გულსაგმირი,* |
Verse/Line: c | ვინცა ნახის მას წინაშე | რაც რამ ფერი დასაგმირი! |
Verse/Line: d და | მისსა ლახტსა სიმძიმითა | სხვათა ხელი ვერსა გმირი. |
Strophe/Paragraph: 52 | ||
Verse/Line: a | ყოვლის კაცისა მოყვარე, | სიწყნარე ჰქონდის ბრძენისა,* |
Verse/Line: b | უცხოს კაცთაგან სიამე | ჰქონდის ამბისა სმენისა, |
Verse/Line: c | უხვ-უშურველი, გამცემი, | ტურფა, უებრო ენისა,** |
Verse/Line: d და | მისსა მნახავსა დავიწყდის | ჭირი ყოვლისა სენისა. |
Strophe/Paragraph: 53 | ||
Verse/Line: a | ყოვლის ფერით შემკობილი | თვალ-ტანად და ძალად, გულად, |
Verse/Line: b | მესროლნი და მობურთალნი | მასთან არ ჩნდა სავარგულად,* |
Verse/Line: c | ტანი მისი ემსგავსების | სარო იყო დანერგულად, |
Verse/Line: d და | შორით ნახვად წამოსულნი, | ზოგნი იქნის დაკარგულად. |
Strophe/Paragraph: 54 | ||
Verse/Line: a | მეფესა და დედოფალსა | დიდი ჰქონდათ სიყვარული, |
Verse/Line: b | რა ნახიან, მოემატის | გულსა მათსა სიხარული, |
Verse/Line: c | ბროლ-სადაფსა აშვენებდის | გამჭვირვალი ლალი სრული, |
Verse/Line: d და | მისსა მჭვრეტსა არაოდეს | მოუვიდის თვალთა რული. |
Strophe/Paragraph: 55 | ||
Verse/Line: a | დრო მოვიდა, მოედანსა | როს კარავი დაიდგმოდის, |
Verse/Line: b | თავადთა და დიდებულთა | ყოშუმი და რაზმი მოდის,* |
Verse/Line: c | ხატაურთა ოთაღთაგან | ბიჯი აღარ წაიდგმოდის, |
Verse/Line: d და | ცემა იყო ქოს-ტაბლაკთა | და მუტრიბთა ხმა ისმოდის. |
Strophe/Paragraph: 56 | ||
Verse/Line: a | ხშირად იხმოდის თავადთა, | მაგრამ უფროვე კარავთა, |
Verse/Line: b | ერთობით უსხდის ტახტზედა | სულ ოქრო გარდნაკარავთა. |
Verse/Line: c | გარდაფენდიან მძიმესა | ოქსინო შენაკარავთა. |
Verse/Line: d და | მეფე ბრძანებდა: "შეგმატო, | ვინ ლხინსა მოიმკარავთა". |
Strophe/Paragraph: 57 | ||
Verse/Line: a | შვილსა შვიდასნი თავადნი | თვითოს მხარს დაუსხდებოდა, |
Verse/Line: b | თვით გარე-მდეგთა ლაშქართა | რიცხვი არ შეიგებოდა, |
Verse/Line: c | ოქროს სარტყლითა მონანი | მრავალნი წამოდგებოდა, |
Verse/Line: d და | ვერ მნახავთაგან სურვილით | იგი დღე ინატრებოდა. |
Strophe/Paragraph: 58 | ||
Verse/Line: a | ომაინ მივა წვეული, | მანდატურნი დგეს გარესა, |
Verse/Line: b | თავადნი ტახტით ჩამოხდეს, | რა მისვლა იჟმიარესა, |
Verse/Line: c | თაყვანი სცეს და უკუდგეს | კარვისა ერთსა მხარესა, |
Verse/Line: d და | თქვეს, თუ: "ტარიელს ესე სჯობს!" | სხვას ვისმცა შეადარესა! |
Strophe/Paragraph: 59 | ||
Verse/Line: a | მუნვე დასხდომა უბრძანა | პირითა მოცინარითა, |
Verse/Line: b | თვით მეფის მარჯვნით გარდახდა | ქცევითა რათმე წყნარითა, |
Verse/Line: c | ვით მთვარე მზისა გავსილი | მჭვრეტელთა სალხინარით ა; |
Verse/Line: d და | მამა ჰკითხევდა ამბავსა | ტკბილითა საუბარითა. |
Strophe/Paragraph: 60 | ||
Verse/Line: a | მაშინ ქვეყანა შვენოდა, | ვით ცანი ვარსკვლავისაგან, |
Verse/Line: b | ყოვლნი ომაინს უჭვრეტდეს, | უნათლე იყო მზისაგან, |
Verse/Line: c | გამოსულიყო ნაყოფი | მის კეთილისა ხისაგან, |
Verse/Line: d და | სურნელის სულსა ადენდა | ყვავილი სამოთხისაგან. |
Strophe/Paragraph: 61 | ||
Verse/Line: a | ჭამა შეიქნა. მოიღეს, | -_ ქება ვით ითქმის ენითა! -- |
Verse/Line: b | ლალ-იაგუნდის ჯამები | ოქროსა დასადგენითა, |
Verse/Line: c | ბროლი და ჭიქა ღვინისა | არ დასცხრა მოსადენითა. |
Verse/Line: d და | მეფე ბრძანებდა: "თავადნო, | ლხინს კარგა ეცადენითა!" |
Strophe/Paragraph: 62 | ||
Verse/Line: a | გათავისმსმელდა ომაინ, | მჭვრეტელთა სასურველია, |
Verse/Line: b | თან აიტანა სპათაგან | თავადნი ინდოელია, |
Verse/Line: c | ხელმწიფის წინა დალევდენ, | დაფიცხდეს ჩანგთა მკვრელია. |
Verse/Line: d და | ხელ-გასაცემლად საჭურჭლე | ძეს ქვეყნის მოსარწყველია!* |
Strophe/Paragraph: 63 | ||
Verse/Line: a | იმ დღის მნახავსა საქებრად | მეტობა უნდა ენისა: |
Verse/Line: b | მოდგიან გობი ოქროსი | თვითოსთვის შესასმელისა;* |
Verse/Line: c | მკვრელთაგან იყო საკრავი | ხმა ტკბილად მოსასმენისა, |
Verse/Line: d და | ყოვლგნით შეიქნა სიმღერა, | მსხდომთა არ მოსაწყენისა. |
Strophe/Paragraph: 64 | ||
Verse/Line: a | კარავთა გარე გამოვა | ომაინ სასერნებელად,* |
Verse/Line: b | ლაშქართა თვალი მოავლო | მათ ჭირთა საკურნებელად, |
Verse/Line: c | მან კაცი ნახა მოწყენით | გულისა ნამტკივნებელად, |
Verse/Line: d და | უბრძანა, მონა მოიხმო | მის ყმისა საჩვენებელად. |
Strophe/Paragraph: 65 | ||
Verse/Line: a | შორით შეხედა, მან ნახა | კაცი ვინმე ფერნამკრთალი, |
Verse/Line: b | დაყრით დგა და ეტყობოდა | ღაწვთა ცრემლის ნაწვეთალი, |
Verse/Line: c | ლაშქართაგან ვერა იცნა, | აზრი ექნა მას მართალი: |
Verse/Line: d და | განგებითა იგი მოვა, | რა არს ღვთისა სამართალი! |
Strophe/Paragraph: 66 | ||
Verse/Line: a | უბრძანა, თუ: "წადი, ნახე, | და ადგილი ისწავლენი, |
Verse/Line: b | არ წესია ამ ქვეყანას | კაცსა სჭირდეს მოსაწყენი, |
Verse/Line: c | ხვალ მოვიდეს, მან მიამბოს, | მას გულს სჭირდეს რაცა სენი, |
Verse/Line: d და | ღმერთსა უნდეს, მოულხინო | მე მას ადრე მოსალხენი".* |
Strophe/Paragraph: 67 | ||
Verse/Line: a | კაცნი მობრუნდეს მეფისა | ომაინისთვის მხმობელი, |
Verse/Line: b | იგი მობრუნდა, შევიდა, | ვითა მზე მანათობელი, |
Verse/Line: c | მისთა მხეველთა ლხინი-და, | ვერ მჭვრეტთა მანათობელი,* |
Verse/Line: d და | ვინცა გამოჩნდეს იმისი | ღვინითა დამათრობელი? |
Strophe/Paragraph: 68 | ||
Verse/Line: a | დილითგან სხვასა დილამდის | მართ ერთად იყვნეს მსხდომია; |
Verse/Line: b | ახალგაზრდასა ომაინს | წინ ვერვინ დანამდგომია, |
Verse/Line: c | იგი ეგრე ჯდა, თუ ჰგვანდა | ერთისა შენასომია, |
Verse/Line: d და | სხვანი მონათა გაიხვნეს | ფერხზედ ვეღარა მდგომია.* |
Strophe/Paragraph: 69 | ||
Verse/Line: a | იგი ადგა, მუნ მყოფელთა | თვალთა სჭირდა მისი მზერა, |
Verse/Line: b | წესი არის: დააჩრდილებს, | მოეფაროს გორას მზე რა. |
Verse/Line: c | აიყარნეს წამოსავლად, | მეტსა სმასა შეეჯერა, |
Verse/Line: d და | ყოვლგნით კერძო დაესრულნეს | სიმღერით და ჩანგთა მღერა. |
Strophe/Paragraph: 70 | ||
Verse/Line: a | შინა მოვიდა იგი მზებრ, | მართ ადგომილი ლხინითა, |
Verse/Line: b | წინ მოეგებნენ მონანი | ხელ-დაღებულნი ინითა, |
Verse/Line: c | ბროლისა ელვა კრთებოდა | ვარდთაგან მინაცინითა. |
Verse/Line: d და | კვლავ ლხინად დაჯდა შვენებით | არმჭვრეტთა მოსაწყინითა. |
Strophe/Paragraph: 71 | ||
Verse/Line: a | მასვე მონასა უბრძანა, | რომე პირველ დაებარა: |
Verse/Line: b | "წადი, იგი მოყმე ნახე, | ვინ შუქთა ფენს მზეებარა, |
Verse/Line: c | უთხარ: ვიცი, შეგეტყობის | გული ჭირსა დაება რა. |
Verse/Line: d და | მოდი, მითხარ, ნუ თუ გარგო, | ვნახოთ ღვთისა განგება რა.* |
Strophe/Paragraph: 72 | ||
Verse/Line: a | კვლავცა უთხრა: მოგიქარვებს | სევდა, ანუ რაცა გჭირსა, |
Verse/Line: b | მას თვალი აქვს ყოვლსა ზედა, | მოხმარება დია სჭირსა". |
Verse/Line: c | მან მონასა შემოხედა, | გვანდა საქმე განაჭირსა -- |
Verse/Line: d და | "წადი, ჰკადრე: ვერვინ მარგებს, | უკეთ ვიცნობ ჩემსა ჭირსა. |
Strophe/Paragraph: 73 | ||
Verse/Line: a | მე რას მაქნევს მეფე თქვენი, | ან სიტყვასა რად მაცთუნებს?* |
Verse/Line: b | მჭუნვარისა კაცის ნახვა | მხიარულსა დააჭმუნებს. |
Verse/Line: c | რადღა ვარგა სანახავად, | ვისცა ჭირი იძაბუნებს? |
Verse/Line: d და | უსიკვდილოდ არ წამოვალ, | ცუდად ნურცა მოგაბრუნებს". |
Strophe/Paragraph: 74 | ||
Verse/Line: a | მოვიდა, ჰკადრა მონამან | მის ყმისა ნაუბარია, |
Verse/Line: b | ომაინ გაწყრა მისისა | არ-მისვლის შემტყობარია, |
Verse/Line: c | ბრძანა, თუ: "კაცთა გაუსევ, | ვით ვიყო დამთმობარია? |
Verse/Line: d და | მაგრამ პირველად სიჩქარე | ბრძენთაგან ნაგმობარია".* |
Strophe/Paragraph: 75 | ||
Verse/Line: a | ბრძანა: "წავალ, თვით მე ვნახავ, | რა გინდ რა ვინ დამიზრახოს, |
Verse/Line: b | წესი არის, კითხვა უნდა | უცხოს, არ თუ გაენახოს, |
Verse/Line: c | მან მიამბოს რაცა იცის, | რა მივიდე, ახლოს მნახოს, |
Verse/Line: d და | ვით იქნების, მე ვკითხევდე | და საუბრად არ მიზრახოს!" |
Strophe/Paragraph: 76 | ||
Verse/Line: a | იგი მივიდა, გარდახდა | სახლსა უცხოსა ყმისასა, |
Verse/Line: b | გამოეგება ღარიბი, | მთვარე ჰგავს შუქ ნამტყვისასა,* |
Verse/Line: c | ორთავე ერთად შვენება | ნათელსა სჯობდა მზისასა, |
Verse/Line: d და | მათ ვერვინ ედარებოდა, | ვით ბნელსა ჟამი დღისასა. |
Strophe/Paragraph: 77 | ||
Verse/Line: a | გვერდსა დაისვა, დაუწყო | მას ამო საუბარია, |
Verse/Line: b | უთხრა, თუ: "ძმაო, ვინა ხარ, | ან ვისთა ტომთა გვარია? |
Verse/Line: c | ვარდსა აჩნია მზისაგან | მოშორვებისა დარია. |
Verse/Line: d და | შენ იაგუნდი რამ შეგქნა, | აწ ასრე ფერ-მიმხდარია"?!* |
Strophe/Paragraph: 78 | ||
Verse/Line: a | მოახსენა: "ხელმწიფეო, | ხარ მეტადცა გონიერი, |
Verse/Line: b | საქმე ჩემი გრძელი არის | და თქმად არა ჟამიერი; |
Verse/Line: c | ნუმცა მკითხავ, ვერცა ვიტყვი, | დაგაფიცო სახიერი,* |
Verse/Line: d და | მამწონს თქვენი პატრონობა, | ხელმწიფური საქციერი". |
Strophe/Paragraph: 79 | ||
Verse/Line: a | უთხრა, თუ: "ძმაო, არ მამწონს | მაგ საუბართა თქმულობა, |
Verse/Line: b | რად მოიხმარე ჩემზედა | გულისა უცხოურობა? |
Verse/Line: c | ჩვენი წესია, ხელთა გვაქვს | კარგთ კაცთა მოყვარულობა, |
Verse/Line: d და | დღეითგან ძმა ხარ, შენია | ეს ჩემი სრულ მორჭმულობა". |
Strophe/Paragraph: 80 | ||
Verse/Line: a | ადგა, ყელსა მოეხვია, | მათ აკოცეს ერთმან-ერთსა, |
Verse/Line: b | ატირდა და აატირა, | გული ჰგვანდა განაერთსა, |
Verse/Line: c | ჰკადრა: "წვრილად მოგახსენო, | რადგან სწადდა ესე ღმერთსა". |
Verse/Line: d და | იგი ვაჟი შეუყვარდათ | მათ ლაშქართა ხელი-ერთსა. |
Strophe/Paragraph: 81 | ||
Verse/Line: a | "აწ ვიკადრო ყველა წვრილად | ჩემ თავისა გარდასრული, |
Verse/Line: b | რადგან ღმერთმან სამსახურად | მე ჩამიდგა თქვენგან სული, |
Verse/Line: c | ვინ გვარი ვარ, ან სით მოვალ, | ანუ რად ვარ ფერწასული, |
Verse/Line: d და | სიცოცხლესა მოვეშორე | უიმედოდ წამოსული.* |
Strophe/Paragraph: 82 | ||
Verse/Line: a | ზღვათა მეფისა შვილი ვარ, | უბედო, გამწარებული, |
Verse/Line: b | წელი სამია სამყოფსა | და მეფის მოშორებული, |
Verse/Line: c | მე დედ-მამანი დავყარე | მართ ჩემგან გაჯავრებული, |
Verse/Line: d და | ასრე ობლად და ღარიბად | ვარ ცუდად სადმე რებული. |
Strophe/Paragraph: 83 | ||
Verse/Line: a | აჰა, თუ გინდა ამბავი | მართ ჩემგან დანაყბედია, |
Verse/Line: b | ყველაი წვრილად ვიკადრო, | მაღალი ღმერთი მხედია; |
Verse/Line: c | მე სანადიროდ გამოველ, | ზღვის პირსა დიდი ქედია. |
Verse/Line: d და | მას დღეს დაბნელდა ნათელი, | გაშავდა ჩემი ბედია! |
Strophe/Paragraph: 84 | ||
Verse/Line: a | შორით ვნახე ზღვასა შიგან | მომავალი ცოტა რამე, |
Verse/Line: b | გამიკვირდა, უცხო იყო, | დავინახე იგი რა მე; |
Verse/Line: c | მენავეთა მოსასხმელად | კაცსა უთხარ გამოყრა მე; |
Verse/Line: d და | "წადით, ფიცხლავ შემიტყევით, | რა გზანი გიც და ნახ რამე?"* |
Strophe/Paragraph: 85 | ||
Verse/Line: a | მენავეთა უყურებდი, | ნავი ფიცხლავ გააფრინეს, |
Verse/Line: b | მიდიოდეს მოჭირვებით, | თუმცა არად შეირცხვინეს;* |
Verse/Line: c | კაცი იწვა ფიცარზედა, | მისი პოვნა არ იწყინეს, |
Verse/Line: d და | მოიყვანეს დაბნედილი, | ჩემსა წინა მოაწვინეს.* |
Strophe/Paragraph: 86 | ||
Verse/Line: a | პური ვაჭამეთ, მობრუნდა | მორჩა, მოედგა სულობა, |
Verse/Line: b | ამბავი ვკითხეთ, ყოფა თქვა | თავისი მან მისრულობა,* |
Verse/Line: c | ჩრდილოეთისა ქალაქთა | სავაჭროდ წამოსულობა, |
Verse/Line: d და | "ნავი გაგვისქდა, დაგვეცა | უფსკრულსა დაკარგულობა". |
Strophe/Paragraph: 87 | ||
Verse/Line: a | მოვიყვანე ჩემსა წინა, | უთხარ: "თქვიო, რაცა იცი |
Verse/Line: b | მითხრა: "დია მოგახსენო, | მაგრამ გკადრო პირველ ფიცი, |
Verse/Line: c | რაცა მე ვსთქვა, მართალია, | სიტყვა ჩემგან დანამტკიცი, |
Verse/Line: d და | მისრეთისა შორს მყოფელმან, | ხამს, თუ გულსა დანა ვიცი!" |
Strophe/Paragraph: 88 | ||
Verse/Line: a | მე ვით გკადრო, თუ რა ამბო | ხელმწიფისა სიკეთისა! |
Verse/Line: b | სიდიდე და მორჭმულობა | სხვას ვის ძალუც ეგეთისა?! |
Verse/Line: c | უთხარით, თუ: საპატრონო | ჩვენ უფრო გვაქვს მისრეთისა. |
Verse/Line: d და | არ უკვირდა საქმე ჩვენი, | მასთან რამცა ეკეთისა. |
"გლახაკისა მონაცემად | აძლევდიან უხვად მწირსა, | |
ევედრების ყოვლი სული | ცრემლით ღმერთსა მოწყალესა." |
[მონა] მივიდა საუბრად, | მას კარნი დახვდა ღიანი, | |
ახლოს მივიდა, სიცილით | ჰკადრა სიტყვები წყლიანი, | |
უთხრა, თუ: "გიხმობს ომაინ, | ტან-ლომი, პირად-მზიანი, | |
შენთა ჭირთაგან უჭკნების | მასცა ვარდი და იანი." |