TITUS
Kaixosro, Omainiani
Part No. 2
Previous part

Chapter: I 
Strophe/Paragraph: T 
Verse/Line: 1/4  ამბვისა დასაწყისი, რომელი მიერითგან
Verse/Line: 1/5 
მოიღოს სიტყვამან მოხსენებად






Strophe/Paragraph: 1 
Verse/Line: a       დიდება შენდა, დიდება,   ღმერთო, ყოვლისა მპყრობელო,
Verse/Line: b       ჩვენ უღირსთაგან უცნობო,   ენითა მიუთხრობელო,
Verse/Line: c       ცათა და ცისა მნათობთა   საკვირვლად მაბრუნებელო,
Verse/Line: d    და   ქვეყნისა, ქართა, ჰაერთა   და ზღვათა შემძრწუნებელო.






Strophe/Paragraph: 2 
Verse/Line: a       ჰე, ღმერთო, შენ ხარ ხელმწიფე   ყოველთა უზეშთესისა,
Verse/Line: b       ჭკვად მომყვანელი სულდგმულთა,   შეთთაცა უშეთესისა,*
Verse/Line: c       შენთა მოსავთა წყალობით   მომცემი უკეთესისა,
Verse/Line: d    და   გამომღებელი ნაყოფთა   დანერგულ-დანათესისა.






Strophe/Paragraph: 3 
Verse/Line: a       მე გლახ რას მივხვდე ქებასა,   რადგან დაღონდეს ბრძენები,
Verse/Line: b       მეტმან სიღრმემან დაუყო   გამომეტყველი ენები,
Verse/Line: c       მაგრამ ვარ მეცა მოკრძალვით,   მელექსეთ თანა მქენები,
Verse/Line: d    და   არც სულ ცუდია, თუ ისმენთ,   ეს ჩემი მონახსენები.






Strophe/Paragraph: 4 
Verse/Line: a       იოვანე მოციქულმან,   წმიდამან, თქვა სახარება --
Verse/Line: b       პირველიდგან სიტყვა ღვთისა,   ღვთისა თანა ძლიერება,
Verse/Line: c       მისგან იყვნენ მოიმედე,   მართ ეგონათ გამოკრება,
Verse/Line: d    და   დააყენა ჩვენებამან,   ზეცით ნახა ბრწყინვარება.






Strophe/Paragraph: 5 
Verse/Line: a       პროხორეს უთხრა: აიღე   ხელი მაგისგან წერითა,
Verse/Line: b       ნათლისმცემელი მოიღე   სიტყვითა შენაჯერითა,
Verse/Line: c       ოდეს ბერწმან შვა, მამა ყვა   მაშინ თეთრისა წვერითა,*
Verse/Line: d    და   ყოვლთა ნაშობთა დამეტდა   საქმითა მის მიერითა.






Strophe/Paragraph: 6 
Verse/Line: a       იყო ვინმე მონა ღვთისა,   გრიგოლ, იგი ბრძენთა ბრძენი,
Verse/Line: b       მას არ გვანდა სწავლებითა   ქვეყანისა კაცთა ძენი,*
Verse/Line: c       თავი ნახის, ბოლო იცნის,   სიტყვა რაზომ განაგრძენი,
Verse/Line: d    და   მან კურნებით აღადგინის   ძველთ სენთაგან დანაძენი.






Strophe/Paragraph: 7 
Verse/Line: a       ფილოსოფოსთა კარები   თორმეტად გარიგებულა,
Verse/Line: b       ერთის სწავლითა სრულობით   ვერავინ გათავებულა,
Verse/Line: c       გრიგოლის გულსა უკლებლად   თორმეტივ შემოკრებულა,
Verse/Line: d    და   ნურავინ იტყვის -- ცოდნითა   მისებრივ დაბადებულა.*






Strophe/Paragraph: 8 
Verse/Line: a       თუ თვითო კარი ვახსენოთ,   სრულ სიტყვა გაგრძელდებისა,
Verse/Line: b       ერთი კარი აქვთ აქიმთა   ცნობად სენთ დაბადებისა,*
Verse/Line: c       ჯანინოზ ჭირი ვერა იცნა   მისთა ცეცხლთ მონადებისა,*
Verse/Line: d    და   ძნელი ყოფილა, რადგანვე,   თუ იგიც დაღონდებისა!






Strophe/Paragraph: 9 
Verse/Line: a       ცოდნა ეგზომი იცოდა,   მას ვერვინ ედარებოდა,
Verse/Line: b       მერმე ზეგარდმო მას წმინდა   სული თან ემკვიდრებოდა,
Verse/Line: c       თვალი ყოველთა მას სჭვრეტდეს,   რა კრება შეიყრებოდა,
Verse/Line: d    და   ღვთისმეტყველებით უწოდდეს,   მათ სმენა ენატრებოდა.*






Strophe/Paragraph: 10 
Verse/Line: a       ამათ ამად აღარა თქვეს   სიტყვა გრძელი საქებარად,
Verse/Line: b       არვინ იყო მსმენელთაგან   ხორციელი შემგებარად,
Verse/Line: c       ვერა ნახეს გული ჩვენი   მათ სიტყვათა მიმღებარად,
Verse/Line: d    და   აღარა ქნეს ხელნი მათნი   დაწერისა შემხებარად.






Strophe/Paragraph: 11 
Verse/Line: a       ამა მიწისა ხორცითა   ვით ვიყვნეთ ღვთისა ცნობითა,
Verse/Line: b       რა მკვდრეთით აღვდგეთ, შევიქნათ   კვლავე ხორც-შემოსნობითა,
Verse/Line: c       ვინც კეთილად ჩნდეს, არ წარწყმდეს   ეშმაკთა ხელოვნობითა,*
Verse/Line: d    და   მას გაუცხადდეს ყოველი   ანგელოზთ ზეშთა ნობითა.*






Strophe/Paragraph: 12 
Verse/Line: a       ვინცა ცხოვნდეს, შეიქმნების   ანგელოზთა თანაარსად,
Verse/Line: b       მაშინ მიხვდეს საწადელი   ყოვლსა მკვდრეთით ანამდგარსად,
Verse/Line: c       გაუცხადდეს დაფარული   პირველ იმედ-გარდამწყდარსად,*
Verse/Line: d    და   უმისჟამოდ ესე საქმე   იპოების ყოლე არსად.






Strophe/Paragraph: 13 
Verse/Line: a       ესენი მეტად დაღონდეს   ღვთაების თარგმანებასა,
Verse/Line: b       ვერცავინ იტყვის, ვერც ვისგან   ელოდენ გაგონებასა,*
Verse/Line: c       მით შეამოკლეს ქართული,   მიჰყვეს მსმენელთა ნებასა,
Verse/Line: d    და   მაშე, აწ ჩემგან ვინღა იქს   სიტყვისა მოწონებასა?






Strophe/Paragraph: 14 
Verse/Line: a       მოლექსეთა ცრემლთა დენა   ძველად თქმულა მართ დასტურად,
Verse/Line: b       მიჯნურობა აატირებს,   ზის ნიადაგ სისხლთა წურად,
Verse/Line: c       მაგრამ რა ქნას, თავი მისთვის   დაუც, ვითაა ყმასა ყმურად!
Verse/Line: d    და   არ მისცილდეს გონებითა   -- ერანს იყოს, თუნდა თურად.






Strophe/Paragraph: 15 
Verse/Line: a       იცოდეთ, ლექსთა მთქმელისა   გული ნიადაგ წუხია,
Verse/Line: b       იტყვის, თუ: "ვერ ვთქვა საფერად,   ვის ტანი ლერწმად უხია".
Verse/Line: c       ბევრჯელ მოსულა მათზედა   -- ცას რისხვით მოუქუხია,
Verse/Line: d    და   ზოგჯერ ნათელსა უბოძებს   იგი, ვინ მიწყივ უხვია.






Strophe/Paragraph: 16 
Verse/Line: a       ვინცა ვისთვის ჭირსა ნახავს,   ბოლოს აღარ წაუხდების,
Verse/Line: b       ვით ამირანს მოსესაგან   ქება კადრად შეუხდების,
Verse/Line: c       აბდულ-მესია შავთელსა   ენა მრავლად მოუხდების,*
Verse/Line: d    და   დილარგეთისთვის თმოგველსა   სიტყვა შაქრად გაუხდების.






Strophe/Paragraph: 17 
Verse/Line: a       ტარიელისთვის რუსთველი   მიწყივ ცრემლისა მღვრელია,
Verse/Line: b       მისთა ნათქვამთა მსგავსებით   სმენას ნუღარვინ ელია,
Verse/Line: c       კედელაურმან თურქნი თქვა   და როსტომ ზაულელია,*
Verse/Line: d    და   ფეშანგ, ტომერან, სალიმ, თურ,   ხოსროვთან ვერ რომელია.*






Strophe/Paragraph: 18 
Verse/Line: a       ერანი და თურანელი   ფარმანს ქვეშე მოიქცია.
Verse/Line: b       მორჩილ-ქმნილმან ააშენა,   ურჩმან სახლი დააქცია,
Verse/Line: c       ყოვლთა მზეებრ მოეფინა,   კარგ სჯულობით მოიქცია,
Verse/Line: d    და   დაუტევა ეს სოფელი,   თავი სხვაგან გაიქცია.






Strophe/Paragraph: 19 
Verse/Line: a       ქაიხოსროვის შედეგად   შაჰ-აბაზ ერანს მჯდომია,*
Verse/Line: b       უცხო დაიპყრა ქვეყანა   ერან-თურანის ზომია,
Verse/Line: c       სხვათა მეფეთა ვეზირნი   ნიადაგ გვერდსა სხდომია,
Verse/Line: d    და   ეს თვით მარტო იქს ყველასა   -- ტკბების, თუ გინდა მწყრომია.






Strophe/Paragraph: 20 
Verse/Line: a       ბევრია მეფეთ ამბავი,   არ გათავდების მბობითა,
Verse/Line: b       ანუშრევანის ამბავი   მასმია არაკობითა,*
Verse/Line: c       ზოგნი იბრძვიან, არიან   ნიადაგ რაზმთა წყობითა,
Verse/Line: d    და   ზოგნი გლახათა მისცემენ,   სხედან ღვთის მოშიშობითა.






Strophe/Paragraph: 21 
Verse/Line: a       ამა სოფლისა იმედი   რად გაქვს, ეს გამიკვირდების,
Verse/Line: b       ესოდენ დიდთა მეფეთა   ღაწვნი არავის სჭვირდების,
Verse/Line: c       მოსულა იგი სიკვდილი,   რომ არც სხვათ დაუძვირდების,
Verse/Line: d    და   თუ არა სჭირდეს სიმოკლე,   ვინ იცის თუ რად ღირდების!






Strophe/Paragraph: 22 
Verse/Line: a       მე სოფლისა სამდურავი   კვლავცა ბევრჯელ მომსმენია,
Verse/Line: b       მაგრამ არ ვიცით, თუ ღმერთსა   ჩვენთვის რა მოუსმენია:
Verse/Line: c       ადამ დაჰკარგა სამოთხე,   გვერც ახლდა კართ გამხმენია,
Verse/Line: d    და   ეშმაკმან უთხრა სიტყვანი   ცნობითა გარდამხმენია.






Strophe/Paragraph: 23 
Verse/Line: a       აწ იგი მკვიდრი მამული   კვლავ მოიგების ამითა:
Verse/Line: b       გლახათა მისცე, მშიერი   ბევრი გააძღო ჭამითა,
Verse/Line: c       ვირ ცოცხალ იყო, ევედრო   ღმერთსა ყოვლისა წამითა,
Verse/Line: d    და   გვმართებს ვიშოვნოთ სამოთხე   ხვეწნით დღისით და ღამითა.






Strophe/Paragraph: 24 
Verse/Line: a       ამ სოფლითა იშოვების   უკვდავება სამოთხისა,
Verse/Line: b       განქარდების მაშინდელი   ჭამა ბოროტისა ხისა,*
Verse/Line: c       სირცხვილიცა დაიმალვის   ვერ მცნებისა შენახისა,
Verse/Line: d    და   მოიშლების ეშმაკისა   მოდგმა ჩვენთვის მუნ მახისა!






Strophe/Paragraph: 25 
Verse/Line: a       ჩვენთა ცოდვათა პასუხსა   ღმერთი არ გვიზამს ცხოველი,
Verse/Line: b       ადამს შეუნდო მოცთომა,   ჩვენცა ძენი ვართ ყოველი,*
Verse/Line: c       ეშმაკს ნუ მიგვცემს -- ესეა   მართ ჩვენი შესათხოველი,*
Verse/Line: d    და   მრავლის ავისა მოქმედი,   მეც მოწყალებას მოველი.*



Strophe/Paragraph: N 
Verse/Line: n.2/b    
შეთთაცა უშეთესისა] ზესთაცა უზეშთესისა _ E, შენ ცათ უზესთაესისა _ K. ^
Verse/Line: n.5/c    
ბერწმა შვა] ბერწობა შვა _ C, H, K. ^
Verse/Line: n.6/b    
სწავლებითა] წვალებითა _ A, C, E, H, K. ^
Verse/Line: n.7/d    
ცოდნითა] ცნობითა _ F. ^
Verse/Line: n.8/b    
კარი] კარგი _ F. ^
Verse/Line: n.8/c    
ჯანინოზ] ჯალინოზ _ A, E, F. ^
Verse/Line: n.9/d    
სმენა] სენი _ F. ^
Verse/Line: n.11/c    
ვინც კეთილად არა წარწყმდეს _ C, H, K. ^
Verse/Line: n.11/d    
ზეშთა ნობითა] შეთანობითა _ A, შენართებითა _ F. ^
Verse/Line: n.12/c    
იმედ-გარდამწყდარსად] იმედ გარდაარსად _ C, H, K. ^
Verse/Line: n.13/b    
გაგონებასა] მოგონებასა _ F. ^
Verse/Line: n.16/c    
აბდულ-მესიას შავთელი _ E. ^
Verse/Line: n.17/c    
კედელაურმან თურქნი შეამკნა, თქვა როსტომ ზაულელია _ F. ^
Verse/Line: n.17/d    
ფეშანგ როსტომად, სალიმ, თურ, ხოსროვან ვერა რომელი _ F. ^
Verse/Line: n.19/a    
ქაიხოსროვის შედეგად ქვეყანა ერან-თურანის მჯდომია _ C. ^
Verse/Line: n.20/b    
ანუშრევანის] ან ნუშრევანის _ E, ანუ შერევანს _ F, ნუშრევანისა _ K. ^
Verse/Line: n.24/b    
ბოროტისა ხისა] ბოროტის ხილისა _ F. ^
Verse/Line: n.25/b    
მოცთომა] შეცდომა _ F, ძენი] შენნი _ C, H, K. ^
Verse/Line: n.25/c    
შესათხოველი] მოსათხოველი _ B, E, F. ^
Verse/Line: n.25/d    
მრავლისა ავისა მოქმედი ვარ მოწყალების მთხოველი _ F. ^



Next part



This text is part of the TITUS edition of Kaixosro, Omainiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.