TITUS
Kartlis Cxovreba II
Part No. 5
Previous part

Text: Bas.Ezosm.  
Part: _  
Page of ed.: 115  
ბასილი ეზოსმოძღუარი

Line of ed.: 1  
ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი


Line of ed.: 2        დაჯდა მეფედ გიორგი, ძე დემეტრესი, დავითის შვილისა, ქორონიკონსა სამას
Line of ed.: 3     
სამოცდათხუთმეტსა. ამან დაყვნა მორჭმასა შინა ყოველნი ჟამნი და დღენი მისნი და
Line of ed.: 4     
იმეფა კეთილითა მეფობითა და მატა ყოველთა საყდართა, მონასტერთა და ეპისკოპოსთა.
Line of ed.: 5     
ამას შვილი არა ესუა და მისთჳს მწუხარე იყო უშვილოებისათჳს. მერმე ინება
Line of ed.: 6     
ზეგარდამო მოწყალებამან ღმრთისამან, და იწყო მობერვად ნიავმან ამომან, და იშვა
Line of ed.: 7     
მათგან ქალი, ქმნილ-კეთილი, ყოვლითურთ უნაკლულო და შესატყჳსი. ამას დაარქუა
Line of ed.: 8     
სახელი თამარ.

Line of ed.: 9        
გარდაჴდეს ამას შინა წელნი რაოდენნიმე, და გარდაიცვალა მეფე გიორგი. და
Line of ed.: 10     
\ იქმნა გლოვა და მწუხარება უზომო, უფროსღა დასა თჳსსა რუსუდანს.

Line of ed.: 11        
ესე იყო სძალ-ყოფილი დიდთა სულტანთა შამირამეთი და დედოფალი ყოვლისა
Line of ed.: 12     
ხუარასნელთა უფლებისა, რომელი სიქურივისათჳს თჳსადვე მამულად მოყვანებული
Line of ed.: 13     
დედოფლად დაჯდა ქართველთად, უფროსღა დიდებად სახლისა თჳსისად და ყოვლისა
Line of ed.: 14     
ამის სამეფოსა. ამას წინაშე იყო თამარ მაშინ, ვითარცა თჳსსა მამიდასა თანა, დითურთ
Line of ed.: 15     
თჳსით, რომელსა რუსუდანვე მოაქუნდა სახელად. რომლისათჳს აწ დამაკლებს
Line of ed.: 16     
წინამდებარე ესე მითხრობად, თუ რაოდენ შუენიერება და თავდგმულობა ექმნა ყოველთა
Line of ed.: 17     
პირველ მისსა ყოფილთა დედოფალთა. ვიკადროთ რამე, რამეთუ ოთხმოცისა
Line of ed.: 18     
წელიწდისა დღეთამან შეიყუარა მტკიცედ ქალწულება, სიწმიდე და სიკეთე დიდად
Line of ed.: 19     
სრული.

Line of ed.: 20        
და ჩუენ პირველსავე სიტყუასა წარუძღუეთ. გლოვა იყო \ ნამდჳლვე ღირსთა,
Line of ed.: 21     
არამედ არა თავს იდვეს წარჩინებულთა სამეფოსათა, მიმხედველთა თამარისთა. განიყარეს
Line of ed.: 22     
გლოვა და დასცეს საყჳრსა, ვითარცა ოდესმე სოლომონისთჳს, და დადგეს სჳანი
Line of ed.: 23     
ტახტი ვახტანგეთი, საყდარი დავითიანი, რომელი პირველ მთოვარისა განამზადა
Line of ed.: 24     
მეფეთ-მეფემან საბაოთ ელოიმ სამფლობელოდ ზღჳთი-ზღუამდი და მდინარითგან
Line of ed.: 25     
კიდემდი სოფლისა. აღმართეს სკიპტრა დიდებულთა, ძელი ჯუარისა და მის თანა დროშა
Page of ed.: 116   Line of ed.: 1     
დავითისი, არაოდეს მობერილი წინააღმდგომთაგან ნიავთა. და ყოველთა ერთჴმაქმნილთა
Line of ed.: 2     
აწჳეს თამარს ჴრმალი მამული თანა-საყდრითურთ მამისა მინიჭებული.

Line of ed.: 3        
ლიტონად-მე მიიღოა დიდმან ამან გონებამანა არა, ნუ იყოფინ! უმშუენოდ-მე
Line of ed.: 4     
შეიწყნარა იგი გჳრგჳნმან და მეფობამანა ანუ არა მაღნანტ ექმნა ყოველსა თუალსა
Line of ed.: 5     
თჳსად? ვინ ძუელი სიტყუა აქა ახლად ვიჴმაროთ ბრმა-შობილმან ბრმადვე წარვლო
Line of ed.: 6     
უმხედველომან თამარისმან. ტანსა ზომიერსა გრემანობა თუალთა და ღაწუთა
Line of ed.: 7     
სპეტაკთა ზედა ვარდებრივ ფეროვნობა, მორცხჳ ხედვა, ლაღი მიმოხედვა, ტკბილი
Line of ed.: 8     
პირი, მხიარული და ულიზღო სიტყჳს სინარნარე და ზრახვისა უჩუკნობა. არა ცუდად
Line of ed.: 9     
დასდვა ღმერთმან მადლად თამარს ესრეთ შემკულობა. რომლისათჳს არა უჯერო მიჩნს
Line of ed.: 10     
თქმად, ვითარმედ პირი ამისი პირველვე იყო დავითის მიერ თქმითა, რათა ლიტანიაობით
Line of ed.: 11     
თაყუანის-სცემდენ მეფენი და მთავარნი, და მეძღუნეობდენ ნათესავნი.

Line of ed.: 12        
ესრეთ იდიდა ღმერთი ყოველთა პირთაგან. იხილეს რა ჴელითა მღდელთმოძღუართათა
Line of ed.: 13     
მეფე გჳრგჳნოსანი, და ქება შეასხეს ძალითა საქებებსა ჴმითა ოხრისათა.
Line of ed.: 14     
და სთქუმცა, თუ ყოველნი ძალნიცა ზეცისანი თანაშემწე არიან სიხარულსა \ ქუეყანისათა.
Line of ed.: 15     
და ესე უსაკჳრველეს მიჩნს ყოვლისამე, რომელ სხუა მჴედარი არაოდეს იხილა
Line of ed.: 16     
მის ჟამისათა მამადებრ მეფედ და ყოველნი ვითარ გამოცდილნი სასოებითა წინასწრობითა
Line of ed.: 17     
უძღოდა ერთი-ერთსა, და სიხარულითა სავსენი ღმერთსა ჰმადლობდეს, მეფესა
Line of ed.: 18     
აქებდეს და თავთა ჰნატრიდეს.

Line of ed.: 19        
დაჯდა ნებითა ღმრთისათა \ თამარ მეფედ დასაბამითგანთა
Line of ed.: 20     
წელთა ექუსიათას ექუსას ოთხმოცდაექუსსა, ქორონიკონსა ოთხას და სამსა, შვილი
Line of ed.: 21     
მეფეთ-მეფისა გიორგისი, დიდისა დავითის ძისა დემეტრეს ძისაგან, ცოლისაგან ბურდუხან
Line of ed.: 22     
ოვსთა მეფისა ასულისა, რომელი ჰმატდა სიკეთესა დედათასა სხჳთა ყოვლითა,
Line of ed.: 23     
გარნა თამარის დედობითა, სძალი სხუა მისებრი მაშინ არა ეხილვა ქართლისა თემსა.
Line of ed.: 24     
და შემდგომითი-შემდგომად აქონ.

Page of ed.: 117  
Line of ed.: 1        
ამიერითგან რა ჯერ არს თამარის თქმად, გარნა მონაცვალეობა ღმრთისა, სამეფოსა
Line of ed.: 2     
და ერისათჳს რამეთუ აღიღო გონება მაღლად და მდაბლითა სულითა, და
Line of ed.: 3     
განიცადა სიდიდე საქმისა, მისდა რწმუნებულისა, მიაყვნა მყვანებელსა თჳსსა ხედვა
Line of ed.: 4     
და იწყო განგებად, ვითარ იგი მობერვიდა სული. მიმოიხილა სიმახჳლითა ცნობისათა
Line of ed.: 5     
თჳსსა გარემო ყოველი და მყისსა შინა შეემეცნა ხილვითა ოდენ წრფელთა და
Line of ed.: 6     
დრკუთა, [გულარძნილთა და უმანკოთა, ერთგულთა და ორგულთა,] და სიბრძნითა
Line of ed.: 7     
განგებითა თჳსითა პირველად ყოველთა ზედა დასსა წყალობა უხუებით, რათა ჟამთა
Line of ed.: 8     
საქმეთასა ერთნი ერთგულობით მადლიერობენ, ხოლო მეორენი უსიტყუელ იყვნენ
Line of ed.: 9     
მიგებისათჳს სამართლისა.

Line of ed.: 10        
ხოლო სჯულთათჳს სულითთა მეორე კოსტანტინე იქმნებოდა და მისებრვე ჰგოროვნებდა
Line of ed.: 11     
დაწყებასა საღმრთოსა საქმეთასა, რამეთუ იწყო აღლესვად ორპირსა მახჳლსა
Line of ed.: 12     
მოსასრველად თესლთა ბოროტთა და \ ინება. რათა იქმნას შეყრა და გამორჩევა დიდთა
Line of ed.: 13     
მათ და მსოფლიოთა კრებათა.

Line of ed.: 14        
პირველად აღმოუწოდა წმიდით ქალაქით იერუსალემით ნიკოლაოზს გულაბერისძესა,
Line of ed.: 15     
რომელსა სიმდაბლისა ძალითა ეჯმნა ქართლისა კათალიკოზობისაგან. ესე რა
Line of ed.: 16     
მოიყვანა, შემოკრიბნა ყოველნი სამეფოსა თჳსისა მღდელთ-მოძღუარნი, მონაზონნი
Line of ed.: 17     
და მეუდაბნოენი. კაცნი მეცნიერნი სჯულისა საღმრთოსანი და მოსწრაფე იყო, რათა
Page of ed.: 118   Line of ed.: 1     
მართლ-მადიდებლობასა ზედა შემოთესილნი თესლნი ბოროტნი აღმოფხურნეს სამეფოსაგან
Line of ed.: 2     
თჳსისა. რომელი-ესე ადრე განემარჯუა სასოებისა კეთილისა მქონებელსა.

Line of ed.: 3        
\ ხოლო შემო-რა-კრბეს ორისავე სამთავროსა ეპისკოპოსნი, რომელთა პირად
Line of ed.: 4     
აქუნდა ზემო მოჴსენებული ნიკოლაოს, მსგავსი სეხნისა თჳსისა, და ანტონი ქუთათელი
Line of ed.: 5     
საღირის-ძე, დიდად განთქმული სათნოებათა შინა და ძლიერი საქმით და \ სიტყჳთ.
Line of ed.: 6     
მიეგებოდა მათ თამარ დიდითა სიმდაბლითა, ვითარცა კაცი და არა მეფე, ვითარ
Line of ed.: 7     
ანგელოზთა და არა კაცთა შეკრიბნა ყოველნი ერთსა სადგურსა და დასხნა საყდრებითა,
Line of ed.: 8     
ხოლო თჳთ დაჯდა შორის მათსა მარტოდ და არა მეფობით და ესრეთ
Line of ed.: 9     
ეუბნებოდა:

Line of ed.: 10        
"ჵ წმიდანო მამანო, თქუენ ღმრთისა მიერ განჩინებულ ხართ მოძღურად ჩუენდა
Line of ed.: 11     
და მმართებლად წმიდასა ეკლესიასა და თანა გაც სიტყჳს მიცემა სულთათჳს ჩუენთა.
Line of ed.: 12     
გამოიძიეთ ყოველი კეთილად და დაამტკიცეთ მართალი, ხოლო განჴადეთ გულარძნილი.
Line of ed.: 13     
იწყეთ ჩემ ზედა, რამეთუ შარავანდი ესე მეფობისა არს და არა ღმრთის
Line of ed.: 14     
მბრძოლობისა. ნუ თუალ-ახუამთ მთავართა სიმდიდრისათჳს, ნუცა გლახაკთა უდებჰყოფთ
Line of ed.: 15     
სიმცირისათჳს. თქუენ სიტყჳთა, ხოლო მე საქმით; თქუენ სწავლით, ხოლო
Line of ed.: 16     
მე განსწავლით; თქუენ წურთით, ხოლო მე განწურთით, ზოგად ჴელი მივსცეთ დაცვად
Line of ed.: 17     
სჯულთა საღმრთოთა შეუგინებელად, რათა არა ზოგად ვიზღჳვნეთ: თქუენ ვითარცა
Line of ed.: 18     
მღდელნი, ხოლო მე ვითარცა მეფე; თქუენ ვითარცა მნენი, ხოლო მე ვითარცა
Line of ed.: 19     
ებგური".

Line of ed.: 20        
ესმნეს რა სიტყუანი ესე ყოველსა მას კრებულსა მამათასა, მადლობდეს ღმერთსა
Line of ed.: 21     
და თანად მეფესა ღმრთივ-განბრძნობილსა. ჯდა უკუე თამარ მცირედ-ჟამ შორის მათსა,
Line of ed.: 22     
მერმე მოიღო კურთხევა მათგან და წარვიდა პალატად თჳსად.

Line of ed.: 23        
ხოლო წინამძღუართა კრებისათა ნიკოლაოს და ანტონი, რომელნი ვითარ პირმეტყუელნი
Line of ed.: 24     
მთიებნი უძღოდეს მომრგუალებასა ცაებრისა მის ვარსკულავთა კრებულისასა,
Line of ed.: 25     
არა ინებეს შორის მათსა ყოფად მაშინდელი იგი ქართლისა კათალიკოსი, რამეთუ
Line of ed.: 26     
წინაუკმო რამე იწყო წესთაგან ეკლესიისათა და ჭყონდიდელ-მაწყუერელობა და მწიგნობართ-უხუცესობა
Line of ed.: 27     
მოევერა\გა უფლისაგან. არამედ ვერა განაყენეს, დაღაცათუ ფრიად
Page of ed.: 119   Line of ed.: 1     
იღუაწეს. რომელი ადრე თჳთ განაყენა საშჯელმან ღმრთისამან. ხოლო სხუანი ვინმე
Line of ed.: 2     
ეპისკოპოსნი შეიცვალნეს და მათ წილ საღმრთონი კაცნი დასხნეს და სხუანი საეკლესიაონი
Line of ed.: 3     
წესნი განმართნეს უდებთა მიერ დაჴსნილნი.

Line of ed.: 4        
ხოლო აღივსებოდა რა კრება, შემოვიდეს ყოველნი სპასალარნი და ერისთავნი
Line of ed.: 5     
სამეფოსანი და მოაჴსენეს მამათა, რათა ზოგად იღუაწონ შემოყვანებად სიძისა თამარისთჳს,
Line of ed.: 6     
რომელი ყვესცა. და შემოკრბეს წინაშე რუსუდან დედოფლისა3 და განზრახვითა
Line of ed.: 7     
ყოველთათა წარავლინეს კაცი ვინმე რუსთა სამეფოდ ქრისტიანობისა და
Line of ed.: 8     
მართლ-მადიდებლობისათჳს მათ ნათესავთასა და ესე ვერა კეთილად განაგეს, რამეთუ
Line of ed.: 9     
არცა კაცი იგი ღირსი საქმისა წარავლინეს და არცა მისსა მეცნიერ იყვნეს, რომელსა იგი
Line of ed.: 10     
მოიყვანებდეს.

Line of ed.: 11        
შემდგომად ჟამისა მოიწია კაცი იგი \ წარვლინებული და მოიყვანა კაცი დიდად
Line of ed.: 12     
გუარიანი, უდიდესი ყოველთა მათ მეფეთა მის კერძოსათა და სახითაცა არა უმარჯჳ.
Line of ed.: 13     
რომელიცა იხილეს რა, ყოველთა კაცთა სთნდა, რამეთუ არარას მეცნიერ იყვნეს
Line of ed.: 14     
ჩუეულებისათჳს მისისა.

Line of ed.: 15        
[შეკრბეს წინაშე რუსუდან დედოფლისა პატრიაქი და დიდებულნი, სპასპეტნი და
Line of ed.: 16     
ერისთავნი და] აცნობეს თამარს და აწუევდეს ქორწინებასა და ასწრაფობდეს ამის
Line of ed.: 17     
პირისათჳს.

Page of ed.: 120  
Line of ed.: 1        
არამედ იგი მიუგებდა, ვითარმედ: "კაცნო ვითარ ღირს [არს] შეუტყუებული ესე
Line of ed.: 2     
ქმნად? არა ვიცით კაცისა ამის უცხოსა ქცევა და საქმე. არცა მჴედრობისა, არცა ბუნებისა,
Line of ed.: 3     
და არცა ქცევისა. მაცალეთ, ვიდრემდის განიცადოთ ყოველთა სიკეთე, გინა
Line of ed.: 4     
სიდრკუე მისი".

Line of ed.: 5        
ხოლო იგინი წინააღუდგებოდეს, უშვილოებასა მოაჴსენებდეს სახლისა მისისა
Line of ed.: 6     
უნაყოფოებასა დრტჳნვიდეს, წინამძღუარსა სპათასა ითხოვდეს, და ყოვლითურთ შეაიწრებდეს
Line of ed.: 7     
სულსა მისსა, და ირემსა ემსგავსებოდეს სახისა ოდენ მიხედვითა, პილოთაებრ
Line of ed.: 8     
არა განიხილვიდეს მისაყრდნობელსა \ და ყოვლითურთ შეაიწრებდეს სულსა მისსა და
Line of ed.: 9     
ესეოდენ მძიმესა საქმესა სუბუქად შეეხებოდეს.

Line of ed.: 10        
რასაღა [მრავალსა ვიტყოდით?] მრავლისა ცილობისა თჳნიერ ნებისა
Line of ed.: 11     
მისისა ყვეს ქორწილი და მრავალ-ჟამ შემდგომად იყვნეს განცხრომასა შინა, მსგავსად საქმისასა.

Line of ed.: 12        
არა მრავალთა დღეთა შემდგომად მიიღო აღსასრული სიტყუამან თამარისმან და
Line of ed.: 13     
გამოაჩნდებოდეს რუსსა სკჳთურნი ვითარ ნაღებთა ბუნებითნი და სიმთვრალეთა
Line of ed.: 14     
შინა საძაგელთა უწესოებად იწყო მრავალთა, რომელთათჳს ნამეტნავ არს წერად და
Line of ed.: 15     
[თქუმად], რათა არა სიგრძედ მიიწიოს სიტყუა.

Line of ed.: 16        
ორისა და ნახევრისა წელთა, ვითარ გურდემლი მოითმენდა მჴნე თამარ უკეთურებათა
Line of ed.: 17     
რუსისათა, გარნა სხუა ვერღარავის მოითმენდა და იწყეს ჭრტინვად, არამედ
Line of ed.: 18     
ცილობათა მათთჳს პირველთა რცხუენოდა ყოველთა თამარისგან.

Page of ed.: 121  
Line of ed.: 1        
ხოლო ბრძენმან თამარ იძია მრავალი ღონე განკურნებისა მისისა და \ უბძანა
Line of ed.: 2     
სარწმუნოთა მონაზონთა პირითა მრავალგზის, დაღათუ ყოვლად არა სარგებელ ეყო
Line of ed.: 3     
რუსსა. ამისთჳსცა თჳსი პირის-პირ იწყო მხილებად მისდა, არამედ უფროს განძჳნდებოდა
Line of ed.: 4     
რუსი, ვითარცა ღმრთისაგან საფარველ-მოძურცული. ვითარ იტყჳს წერილი,
Line of ed.: 5     
"ვკურნებდით ბაბილონს და არა იკურნებოდა". არა თუ ოდენ არა შეიგონა, არამედ
Line of ed.: 6     
უძჳრესთა მიმართ იწყო და შერაცხილნიცა კაცნი უბრალოდ გუემნა და ასოთა აღმოგდებითა
Line of ed.: 7     
ტანჯნა.

Line of ed.: 8        
შეუძნდა ესე ყოველი თამარსცა და წინაშე ყოველთასა ესრეთ თქუა: "დაღათუ
Line of ed.: 9     
საღმრთოსა სჯულისა მიერ სწავლულ ვარ მე "არა განშორებად პირველსა საწოლსა",
Line of ed.: 10     
არამედ რომელმან არა დაიცვას საწოლი თჳსი წმიდად, არა ჯერ არს მის თანა
Line of ed.: 11     
დათმენა, რამეთუ შემაგინებელ არს ტაძრისა ღმრთისა. და მე არა მიძლავს აჩრდილისა
Line of ed.: 12     
მრუდისა ხისასა განმართვად და უბრალოდ \ განვიყრი მტუერსაცა, რომელი აღმეკრა
Line of ed.: 13     
შენ მიერი".

Line of ed.: 14        
ესე თქუა და აღდგა და დაუტევა იგი. ხოლო რუსუდან დედოფალმან და ყოველთა
Line of ed.: 15     
მთავართა საწყალობელად განაძეს იგი, და არა ეგეოდენ უბადრუკი მეფობისაგან
Line of ed.: 16     
დამჴობითა, რაოდენ შუენიერებისაგან თამარისსა დაკლებითა.

Line of ed.: 17        
კუალად იწყეს ურვად ყოველთა, რამეთუ თამარს ხედვიდეს უშვილოდ და მარტოსა
Line of ed.: 18     
მკჳდრად სახლისა თდსისა.

Line of ed.: 19        
იყო უკუე შვილი ოვსთა მეფისა, გაზრდილი რუსუდან დედოფლისა, ყრმა ფრიად
Page of ed.: 122   Line of ed.: 1     
შუენიერი ასაკითა, ვითარცა შუენის მეფეთა შვილსა, სხჳთა კულა ზრდილობითა
Line of ed.: 2     
კეთილად წურთილი. მჴნე და მჴედარი ძლიერი, რაინდობითა უსწორო და მშჳლდოსნობითა
Line of ed.: 3     
შემმართებელი. ტანითა ახოვანი და ყოვლითურთ სრული სიკეთითა ამისი
Line of ed.: 4     
ინებეს ყოველთა შეერთება თამარისი და საქმე ღმერთსა მიანდვეს თამარცა მიემორჩილა
Line of ed.: 5     
ნებასა მათსა მეცნიერებისათჳს ყრმისა. არღარა ყოვნეს, არამედ შეიყარნეს
Line of ed.: 6     
დიდუბეს, და შერთეს დავით თამარს.

Line of ed.: 7        
შემოვიდეს ტფილისად, დასხდეს ტახტსა ბედნიერსა ორნი მნათობნი, ორნი მზენი,
Line of ed.: 8     
ორნი განმანათლებელნი. განიხარა დიდითგან მცირედმდე ყოველმან ერმან, და ნიშანნი
Line of ed.: 9     
ცხოვრებისანი მაშინვე იხილვებოდეს მათ ზედა: იყვნეს ლაშქრობანი გამარჯუებულნი
Line of ed.: 10     
ზემოთ და ქუემოთ, და არა სადათ ვინ ჩნდა წინააღმდგომი.

Line of ed.: 11        
მოკუდა ქართლისა კათალიკოსი, ჭყონდიდელ-მწიგნობართუსუცესი ქართველი,
Line of ed.: 12     
მირიანის ძე მიქაელ, რომელსა აქუნდა სამთავისიცა, და არავინ შეწუხნა მისთჳს, არცა
Line of ed.: 13     
დიდი და არცა მცირე, რამეთუ ყოველნი სძულობდეს.

Line of ed.: 14        
მოკუდა ამირსპასალარი გამრეკელი და ესე ყოველთა იგლოვეს.

Line of ed.: 15        
ამას ჟამსა მცირედ რამე აღიძრნეს იმერელ- სუანნი მსგავსად ჩუეულობისა ურჯუკობისა
Line of ed.: 16     
და რუსი მოიყვანეს, რეცა \ კუალად განსამეფებლად. ეუბნებოდეს მესხთაცა
Line of ed.: 17     
მირთვასა, რომელი ვერა უძლეს, არამედ უფროსღა შეიმტერნეს. გააქცივეს და წავიდეს
Line of ed.: 18     
სირცხჳლეულნი, რამეთუ ღმერთი თამარისთჳს მოურნეობდა.

Line of ed.: 19        
ხოლო თამარ ევედრებოდა ღმერთსა და იგონებდა, თუ ვის მიანდეს დავით, და
Line of ed.: 20     
სპა თჳსი, და განსაგებელი სახლისა თჳსისა რომლისათჳსცა არა არცხჳნა ღმერთმან,
Line of ed.: 21     
არამედ აღავსო სიბრძნითა და მეცნიერებითა. და მიმოიხილა ყოველთა ზედა სამეფოსა
Line of ed.: 22     
თჳსისა მთავართა, და განიცადა თუალისა გონებისათა, მიანდო ღმერთსა საქმე, მოიყვანა
Line of ed.: 23     
ანტონი გლონისთავის-ძე გარეჯით, რომელი პირველ ჭყონდიდელ იყო და
Line of ed.: 24     
მიქაელ კათალიკოსმან მას მისტაცა, მოძმაცჳთა. ვიეთმე მეფისა განმზრახთათა; ესე
Line of ed.: 25     
მოიყვანეს, ნამდჳლვე კაცი ღირსი ქებისა, ჭეშმარიტი ქრისტიანე, მართალი, წრფელი,
Page of ed.: 123   Line of ed.: 1     
უმანკო, სახიერი, მოწყალე ყოველთა, \ ტკბილი, მდაბალი, პატრონისა ერთგული
Line of ed.: 2     
უზომოდ, ეკლესიათა და მონასტერთათჳს რადღა საჴმარ არს თქუმად: თჳთ წამებენ
Line of ed.: 3     
ქმნილნი მისნი ყოველთაგან, ვითარცა მღჳმესა და კლარჯეთს თჳთ მის მიერ ქმნილსა
Line of ed.: 4     
მონასტერსა და ყოველთა ადგილთა. ესე დასუეს ვაზირად მისცეს ჭყონდიდი სამთავისი,
Line of ed.: 5     
კისის-ჴევი და მწიგნობართ-უხუცესობა, რამეთუ მართალსა უკეთუ უბრკუმეს,
Line of ed.: 6     
არავე დაეცეს.

Line of ed.: 7        
იწყეს განზრახვათა კეთილთა სამეფოსათჳს და ერისა უმჯობესთა. მოიყვანეს.
Line of ed.: 8     
სარგის ამირსპასალარისა მჴარგრძელისა ორნი ძენი, ზაქარია და ივანე, კაცნი
Line of ed.: 9     
ბრძენნი, მჴნენი, ბრძოლათა შინა დიდად გამოცდილნი და გუარეულადცა ერთგულნი
Line of ed.: 10     
მეფეთანი, ამისთჳს დიდად შეყუარებულნი თჳთ თამარის პაპათა და მამათაგანცა. ამათ
Line of ed.: 11     
მიხედნა თამარ და ესეცა ღმერთსა მიანდო და შეიწყალნა. და ზაქარიას უბოძა ამირსპასალარობა
Line of ed.: 12     
და უმცროსსა დღითა, ივანეს, მსახურთა-უხუცესობა. ესე კაცნი ღირსნი
Line of ed.: 13     
იყვნეს კაცობისანი: დაღაცათუ სჯულითა სომეხნი იყვნეს, გარნა ყოვლითურთ მართლმადიდებლობისა
Line of ed.: 14     
მოსავნი. ესე ივანე წერილთა ზედამიწევნითა სწავლული იყო, რომლისათჳსცა
Line of ed.: 15     
გულისჴმა ჰყო სიმრუდე სჯულისა სომეხთასა, ნათელ იღო და იქმნა ჭეშმარიტ
Line of ed.: 16     
ქრისტიანე.

Line of ed.: 17        
და შემდგომად ამისსა მოიყვანეს ჭიაბერი, კაცი ესეცა მართალი და ერთგული,
Line of ed.: 18     
და მისცეს მანდატურტ-უხუცესობა. და დღითი-დღე წარემატებოდეს საქმენი თამარისნი
Line of ed.: 19     
უმჯობესად და უკეთესად ბრძნად და მართლად განგებისათჳს.

Line of ed.: 20        
ამიერითგან განგება ღირს, რომელმან შეუძლოს აღწერასა მიცემად წარმართებანი
Line of ed.: 21     
თამარის საქმეთანი, რამეთუ ვითარ თმანი თავისანი თჳთეულად ვერავინ აღრიცხუნეს,
Line of ed.: 22     
ეგრეთვე ვერცავინ ესენი აღწერნეს, და რომელთაცა ოდენ შეუძლონ, საეჭუელ მიჩნს
Line of ed.: 23     
მომავალთა\გან შემდგომად არა დარწმუნებად. გარნა ლომი ბრჭალთაგან საცნაურ არს.
Line of ed.: 24     
და თამარ საქმეთაგან: ვის უნდეს ცნობად, იხილნეს ქალაქნი, ციხენი და თემნი
Page of ed.: 124   Line of ed.: 1     
სულტანთა სასხდომნი, მისგან ახმულნი, მზღვარნი, რომელნი მას დახუდეს მას გარეთ
Line of ed.: 2     
მისხა სამეფოსა ორად განფართებულნი, და ამისგან ცნას მეძიებელმან საქმეთამან,
Line of ed.: 3     
მერმე ცნას ერაყამდის ქუემოთ მისგან დადებული ხარაჯა და ბაღდადის კერძ მარღამდის,
Line of ed.: 4     
და თჳთ იგი ხალიფა შეშინებული და მოაჯე კმა არს ქუე-ჯდომით
Line of ed.: 5     
მოქმედისაგან.

Line of ed.: 6        
ითქუმოდენ წერილისა: "მოაკლდენ ძალი ბაბილოვნისა და აღაშენა მთა ერმონისა,
Line of ed.: 7     
განქარდა კუამლი სუბაკთა და განძლიერდეს ბჭენი სილიმისანი.

Line of ed.: 8        
ესევითართა წყალობათა შინა ღმრთისათა იშუება ერი ქრისტიანეთა, გარნა
Line of ed.: 9     
წუხდეს და იურვოდეს უნაყოფოებისათჳს თამარისა არამედ ღმერთმან, რომელმან
Line of ed.: 10     
მოხედნა პირველ მანოეს \ და აბრაამს, და მდედრთაცა ანნას და ელისაბედს. არა ყოვნა
Line of ed.: 11     
არცა აქა. რამეთუ შემდგომად მცირედისა ჟამისა დაორსულდა თამარ. და ცნეს რა ესე
Line of ed.: 12     
ყოველთა, იწყეს ლიტანიაობით ღმრთისა ვედრება, მარხვითა, ლოცვითა და ცრემლითა,
Line of ed.: 13     
რათა მისცეს ღმერთმან შვილი წული. რომელი-ესე იქმნაცა, და შვა შვილი
Line of ed.: 14     
ყოვლითურთ მსგავსი პაპისა. და დაარქუეს სახელი. გიორგი. და განიხარეს ყოველთა
Line of ed.: 15     
სიხარულითა მიუთხრობელითა.

Line of ed.: 16        
და შემდგომად წელიწდისა კუალად დაორსულდა და შვა ასული, თჳსი შემსგავსებული,
Line of ed.: 17     
რუსუდან, რომლისათჳს კუალად უფროსი სიხარული შეიქმნა ყოველთა ზედა.

Line of ed.: 18        
და უმეტეს გარდაემატა ბედნიერობით ქუეყანა ყოვლითა კეთილითა და განმარჯუებითა
Page of ed.: 125   Line of ed.: 1     
ლაშქართათა. იწყეს ყოველგნით რბევად სპარსეთისა და იქმნებოდეს განმარჯუებანი
Line of ed.: 2     
საკჳრველნი: ციხეთა მქონებელნი ბრძანებ\ითა ოდენ დასცლიდეს, ტყჳსა
Line of ed.: 3     
და ალაფისაგან აღივსო ყოველი კაცი, ხოლო დაშთომილნი მათნი ვითარცა მელნი
Line of ed.: 4     
იმალვოდეს და ვითარცა მთხუნველნი ძურებოდეს მიწათა შინა.

Line of ed.: 5        
შეიწრდეს ყოვლით-კერძო სპარსნი და უღონოებამან მოცუნა და მხოლოდ
Line of ed.: 6     
ერთიღა სასოება ცხოარებისა მოიპოვეს ესე იგი არს სიუდილითა ჴსნა თავისა.
Line of ed.: 7     
ამისთჳსცა შეკრბეს ყოვლით კერძო შეთქმულებითა, შეიღებნეს სამოსელნი და პირნი,
Line of ed.: 8     
და მივიდეს წინაშე ხალიფასსა, აუწყეს თჳსი ჭირი და აწუევდეს, რათა უბრძანოს
Line of ed.: 9     
ყოველსა სპარსეთსა შეწევნად მათდა. რომელი-ესე ყო ხალიფა: განახუნა ძუელნი
Line of ed.: 10     
საგანძურნი და იდუმალ წარავლინა კაცი ყოველსა შინა სპარსეთსა, მისსა ოქრო
Line of ed.: 11     
აურაცხელი, რათა შეკრიბონ ყოვლით-კერძო ლაშქარი ურიცხჳ. და მისცა ბრძანება
Line of ed.: 12     
რათა რომლისაცა სამთავროსაგან სპარსთასა არა წამოვიდენ, თჳთ მათ ზედა მისლვითა
Line of ed.: 13     
იავარ ყვნენ. ესე ესრეთცა იქმნა: იწყეს ამოღმართ რომ-გჳროს და ინდოეთისა
Line of ed.: 14     
და ქუემოთ სამარყანამდი და დარუბანდამდი. შეკრბა ესეოდენი, ვიდრემდის არცა რიცხჳ
Line of ed.: 15     
იცოდე; და ვერცა ერთსა თემსა დაეტეოდეს. შეკრბეს ადარბადაგანს და მაშინღა გაამჟღავნეს
Line of ed.: 16     
წაკიდება თჳსი.

Line of ed.: 17        
ესმა ესე ყოველი თამარს და მოუწოდა ყოველთა ვაზირთა თჳსთა და შეიქმნა
Line of ed.: 18     
გამორჩევა. უბრძანა ჭყონდიდელსა ანტონის არა ავითა გულითა, არცა დედაკაცურითა
Line of ed.: 19     
სიტყჳთა, არამედ ესრეთ: "ისწრაფეთ დაწერად და მიმოდადევით, ბრძანება, რათა
Line of ed.: 20     
მსწრაფლ შემოკრბეს მჴედრობა. და კუალად მიუმცენით ყოველთა ეკლესიათა და მონასტერთა,
Line of ed.: 21     
რათა დაუცადებელნი ღამისთევანი და ლიტანიაობანი აღესრულებოდიან
Line of ed.: 22     
ყოველსა ადგილსა. და წარგზავნეთ, ფრიადი საფასე და საჴმარი გლახაკთათჳს, რათა
Line of ed.: 23     
მოიცალონ ლოცვად და მოწყალე ყონ ღმერთი, ნუ სადა თქუან წარმართთა: სადა არს
Line of ed.: 24     
ღმერთი იგი მათი".

Line of ed.: 25        
ესე უბრძანა და ბრძანება საქმე იყო. და ათსა შინა დღესა, ვითარცა გროი შავარდენთა,
Line of ed.: 26     
მოფრინდა ყოველი მჴედარი, ყოვლით-კერძო. სავსენი სიხარულითა რომელნი
Page of ed.: 126   Line of ed.: 1     
ძალით იპყრობოდეს თავთა შინა თჳსთა. შეკრბეს სომხითს შინა. და მივიდა თამარ
Line of ed.: 2     
და იხილნა. დაეყვნეს მცირედნი დღენი მათცა ლოცვისათჳს. მერმე რქუა მათ:

Line of ed.: 3        
"ძმანო, ჩემნო, ყოვლად ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქუენნი სიმრავლისა მათისათჳს
Line of ed.: 4     
და სიმცირისა თქუენისა, რამეთუ ღმერთი ჩუენ თანა არს. გასმია გედეონისთჳს
Line of ed.: 5     
სამასნი და სიმრავლე ურიცხჳ მადიამელთა მათ მიერ მოწყუედილი, კუალად ასურასტანელთა
Line of ed.: 6     
ბანაი ლოცვითა ეზეკიელისითა წამსა შინა ანგელოზისა მიერ დაცემულნი?
Line of ed.: 7     
მხოლოდ ღმერთსა ოდენ მიენდვენით და გულნი თქუენნი სიმართლით იპყრენით
Line of ed.: 8     
წინაშე მისსა და სასოება ყოველი ჯუარისა მიმართ ქრისტესისა იყავნ. შეისწრაფეთ
Line of ed.: 9     
ქუეყანად მათდა შეწევნითა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისათა და ძალითა უძლეველისა
Line of ed.: 10     
ჯუარისათა წარემართენით".

Line of ed.: 11        
ულოცა მათ და შეავედრნა ღმერთსა, წარუძღუანა ძელი ცხოვრებისა და თანა
Line of ed.: 12     
წარატანა ანტონი ჭყონდიდელი.

Line of ed.: 13        
ხოლო თჳთ წარიჴადნა სამოსელნი ფერჴთანი, და ფერჴივ შიშულითა ფერჴთა
Line of ed.: 14     
მიიწია ტაძარსა ღმრთისმშობელისასა მეტეხთა, და წინაშე ხატსა მას წმიდასა მდებარე
Line of ed.: 15     
არა დასცხრებოდა ცრემლითა ვედრებად, ვიდრემდის სრულ ყო ღმერთმან სათხოველი
Line of ed.: 16     
მისი.

Line of ed.: 17        
რამეთუ შემდგომად მცირედთა დღეთა მოიწია სარგის მჴარგრძელი თმოგუელი
Line of ed.: 18     
და მოართუა სახარება ლაშქართა განმარჯუებისა და ყოვლითუ\რთ უნაკლულოება
Line of ed.: 19     
მჴედრებისა.

Line of ed.: 20        
არამედ აწ ჯერ არს მოჴსენებად, თუ ვითარი შეწევნა მოიღეს თამარის ცრემლთაგან
Line of ed.: 21     
სპათა ჩუენთა. შევიდეს უკუე ქუეყანაი მათდა, და იხილნეს განძას და შამქორს.
Line of ed.: 22     
საშუალ მდგომნი, რომელნი სიმრავლითა უმეტეს იყვნეს რიცხუსა, ვითარცა მკალნი.

Page of ed.: 127  
Line of ed.: 1        
მყის გარდაჴდეს ცხენითგან ყოველნი, თაყუანის-სცეს ღმერთსა, და წმიდასა ჯუარსა
Line of ed.: 2     
ევედრნეს ცრემლითა, და ვითარ არწივთა მიმართეს, და ვითარ ვეფხნი ეკუეთნეს. და
Line of ed.: 3     
პირველსავე წყობასა ათკეცი რაზმი მათი დაჴსნეს და შესდვეს მახჳლი მათი და ძალი
Line of ed.: 4     
ღმრთისა, და ვითარცა თაგუთა მოსრვიდეს, და ვითარცა ქათამთა იპყრობდეს დიდთა
Line of ed.: 5     
მათ ამირათა მათთა ბაღდადელთა და მუსშლელთა, ავრიელთა და ერაყელთა და ადარბადაგანელთა
Line of ed.: 6     
და ერანელთა და სხუათა მრავალთა ადგილთასა, რომელნი ნიჯადად
Line of ed.: 7     
ჰყვეს, ვითარ ვთქუა ინდოეთითგან მზარეულნი, წუერითა ზიდვით მოიყვანებდეს წინაშე
Line of ed.: 8     
დავით მეფეცა და იხილვებოდა დიდი საკჳრველი და გარდამატებული შეწევნა
Line of ed.: 9     
ღმრთისა, რამეთუ თჳთ მოიღებდეს საქონელთა მათთა და თჳთ მოსხმიდეს აქლემთა
Line of ed.: 10     
და ჯორთა კიდებულთა, და თჳთ იყვნეს მსახურ იავარისა მათისა და ნატყუენავისა.

Line of ed.: 11        
ხოლო ათაბაგმან ბუბაქარ აქო თჳსი ღონე და ღონიერება, რამეთუ მიწევნულმან
Line of ed.: 12     
ჴნარცუსა სადმე მცირესა მიწასა შინა დაფლა თავი თჳსი.

Line of ed.: 13        
ესრეთ მოწყალებათაგან ღმრთისათა აღვსებულნი მიიწივნეს განძად და გამოეგებნეს
Line of ed.: 14     
მოქალაქენი, თავთა თჳსთა მშჳდობა ითხოვეს და ქალაქი ნებსით შესწირეს.
Line of ed.: 15     
შეიყვანეს დავით დარბაზსა შინა, ტახტსა სასულტნოსა ზედა დასუეს, თანჯანობათასა
Line of ed.: 16     
სასულტნოსა უკრეს, და ღორის ჴორცითა დიდად ძალი პურობა გარდაიჴადეს. \ ყოველთა
Line of ed.: 17     
მას წინაშე განძელთა დიდი ძღუენი და ხარაჯა შესწირეს, გაჴსნეს საჭურჭლენი
Line of ed.: 18     
მათნი და მრავალი ტურფა ფიალ-ჯამი და ფეშხუმები სხჳსა თანა განძისა მრავლისა
Line of ed.: 19     
წარმოიღეს. და გარეგან ქალაქისა დაიბანაკეს მცირედთა დღეთა, რამეთუ ეძიებდეს
Line of ed.: 20     
ათაბაგსა და ვერა პოვეს.

Line of ed.: 21        
ეგრეთვე შამქორელთა ითხოვეს მშჳდობა და მონება.

Line of ed.: 22        
აქა ვერ კეთილად განაგეს ზაქარია და ივანე, და ესეოდენ იქმნა დაკლება ამას
Line of ed.: 23     
განმარჯუებასა შინა. იყო ვინმე კაცი სპარსი შარვანშეთ სიძე სახელით მირმირან.
Line of ed.: 24     
ესე შემოხუეწით იყო წინაშე თამარისსა სათხოველისა რომლისათჳსმე და მაშინ
Page of ed.: 128   Line of ed.: 1     
დავითს წნაშე სამსახურად. ამან მირმირან გამოითხოვა განძა ცნობადმდე თამარისსა
Line of ed.: 2     
და მისცეს შესანახავად.

Line of ed.: 3        
რაჟამს ბუბაქარ ცნა ჩუენთა ლაშქართა შინამოსლვა, გამოჩნდა და განძელთა ქალაქი
Line of ed.: 4     
მასვე მისცეს, თუმცა მირმირან \ შიშითა ცოცხალი გამოუშუეს. ვითარცა ვთქუ.

Line of ed.: 5        
მცირენი რა დღენი გარდაჴდეს, წარმოემართნეს ლაშქარნი დიდად მოხარულნი
Line of ed.: 6     
ულუმპიანსა ამას ზედა ძლევასა, ფრიად უაღრესსა საქებელისა მისგან ძლევისა, რომელი
Line of ed.: 7     
ყო ალექსანდროს დარიოსს ზედა.

Line of ed.: 8        
ვითარცა მიეახლნეს, მოძიებოდა მათ თამარცა, რამეთუ მოსრულ იყო სარგის
Line of ed.: 9     
თმოგუელი მახარობელად. იხარებდა და მადლობდა ღმერთსა, მოიკითხვიდა თჳთეულსა,
Line of ed.: 10     
ვითარცა შვილთა. და იშუებდეს იგინი ხილვითა მისითა.

Line of ed.: 11        
აღივსნეს ყოველნი ველნი გარემო ტფილისისა და ვერღარა იტევდა კაცსა,
Line of ed.: 12     
ცხენსა, ჯორსა და აქლემსა. და ესეოდენ მოსაწყინელიცა იყო სიმრავლე იგი ტყუეთა,
Line of ed.: 13     
ვიდრემდის შეიყვანიან ქალაქად და ერთად კუტლად ფუკისად გაყიდიან. და ამისი
Line of ed.: 14     
მოწამე თჳთ იგი ღმერთი უტყუელი არს, და რათა არა ტყუილი ვისმე ეგონოს და
Line of ed.: 15     
ზღაპარი გიჩნდეს თქმულნი ესე მომავალთა \ ჟამთა.

Line of ed.: 16        
ნამდჳლვე ერმიონთასა უსახელოვნესთა მათ კაცთა, ზაქარია და ივანე, აიღეს.
Line of ed.: 17     
ფანჯიაკი სამეფოდ და განაწყვეს ველსა დიდუბისასა ავჭალამდი აქლემი ყუელა ტჳრთითა,
Line of ed.: 18     
ცხენი ყუე\ლა შეკაზმული. ეგრეთვე ყოველნი იგი ამირანი თჳს-თჳსითა დროშითა:
Line of ed.: 19     
პირველად ხალიფას დროშა, მერმე ათაბაგისა შემდგომი -- შემდგომად. გააწყუეს
Line of ed.: 20     
კარითგან ქალაქისათა ჴევამდე გლდანისა ტყუე ყოველი განიყვანეს თამარ, და შესწირეს,
Line of ed.: 21     
და ათაყუანეს ყოველნი იგი თავნი სპარსეთისანი. მერმე თჳთცა თაყუანისსცეს
Line of ed.: 22     
და მიულოცეს ბედნიერი მეფობა ღმრთისა-მიერი.

Line of ed.: 23        
ამისსა შემდგომად შევიდეს ქალაქად, და თჳთეულმან იწყო ძღუენთა მოღებად:
Line of ed.: 24     
ოქროსა და სამკაულისა, და ჭურჭელთა მისთა, თუალთა პატიოსანთა და მარგალიტთა
Line of ed.: 25     
უსასყიდლოთა, ჯაჭუთა, მუზარადთა, ჴრმალთა ამათ გამოცდილთა, ნაქსოვთა ფერადფერადთა,
Line of ed.: 26     
ოქროქსოვილთა \ და შესამოსელთა მრავალ-სასყიდლოანთა, ცხენთა და
Line of ed.: 27     
ჯორთა, მანიაკთა ოქროსათა თუალიან-მარგალიტიანთა, სულნელთა მრავალფერთა
Page of ed.: 129   Line of ed.: 1     
და ალვისა ხეთა სპილენძებითა ტჳრთულად. იწყეს ანაკოფის ციხით ვიდრე ციხედმდე
Line of ed.: 2     
გულისტანისა. სეფენი აზნაურთანი აღივსნეს ტყჳთა რჩეულითა, და ყოველნი საგანძურნი
Line of ed.: 3     
ოქროთა, ვითარცა მიწათა, და ინდოურითა ქვითა, და პატიოსანთა მარგალიტთა
Line of ed.: 4     
მიერ ურიცხუთა.

Line of ed.: 5        
გარნა ამას ყოველსა ზედა აღზუავნა გული თამარისი, განლაღნა ერთგზისცა
Line of ed.: 6     
წარბთა აღებითა? არა. ნუ იყოფინ არამედ უფროსად დამდაბლდებოდა წინაშე ღმრთისა
Line of ed.: 7     
მადლობელი და მოქენე მისგან წყალობისა, აღავსებდა ჴელსა მოქენეთასა და წიაღებსა
Line of ed.: 8     
გლახაკთასა, განამდიდრებდა სამზრუნველოთა ეკლესიათა, ქურივთა და ობოლთა და
Line of ed.: 9     
დავრდომილთა, ზოგად ყოველთა ზედა. ღმრთისა ჴელობად \ მიუპყრობდა მასვე ძღუნად,
Line of ed.: 10     
რომელმან არწმენა განგებად, და მასვე მიუზღვიდა, რომელი მისცემდა მდიდართაგან
Line of ed.: 11     
და მოუკლებელთა წიაღთა. ძუელთა აუმსგავსოებდა თჳსთა საქმეთა ზედა,
Line of ed.: 12     
ახალთა წარჴდებოდა, ვითარცა უახლესთა მოქმედი, ვინა ზემოვე ვთქუა, არამედ ჩუენ
Line of ed.: 13     
ვიტყოდეთ წერილისასა: იყო სიმტკიცე ქუეყანასა ჩუენსა და მშჳდობა თავსა მთათასა.

Line of ed.: 14        
არა ოდენ ქუეყანა იავარსა განადიდებდა თამარ, არამედ სარწმუნოება განმტკიცნებოდა,
Line of ed.: 15     
წმიდანი ეკლესიანი შეიმკობოდეს მრავალფერთა მიერ სამკაულთა, ლოცვათი
Line of ed.: 16     
და ღამისთევანი განმრავლდებოდეს, უფროსღა თჳთ პალატსა შინა წმიდათა საიდუმლოთა
Line of ed.: 17     
სრულყოფანი მიმდემნი. და რასა მრავალსა ვიტყოდი? წყალობა ღმრთისა
Line of ed.: 18     
განმრავლდებოდა და ყოველი სიბოროტე ეშმაკისა მოუძლურდებოდა.

Line of ed.: 19        
ყოველნი \ თჳს-თჳს იღუწიდეს, რათამცა თამარ მოიმადლეს და ვინაცა გამოაჩინნეს
Line of ed.: 20     
საქმეთა შინა საქებელთა. მონაპირენი, რომელნი იყვნეს, ღამეთა დაღეთავე ზედა
Line of ed.: 21     
დართვიდეს შეუსუენებელად, და რომელნი შიგნით იყვნეს იგინი სანაპიროთა იაჯდეს.

Line of ed.: 22        
და ესევითარმან გულს-მოდგინებამან და მოსწრაფებამან ყოველთამან ესევითართა
Line of ed.: 23     
მიაღწია სამეფო:

Line of ed.: 24        
რამეთუ პირველ ქუემოთი სანაპირო გაგი იყო, რომელნი ჰქონდა ზაქარიას.
Line of ed.: 25     
მჴარგრძელსავე, ვარამის მამასა, და ესენი მუნ მოინაპირობდეს, კაცნი მჴნენი, ბრძოლასა
Line of ed.: 26     
შინა მრავალგზის გამოცდილნი და განმარჯუებულნი, და შიშითა ღმრთისათა
Line of ed.: 27     
და პატრონისა ერთგულობითა დიდად საქუბელნი.

Line of ed.: 28        
ამოღმართ ძორაკერტი იყო და ტაშირი, სადათ ზაქარია და ივანე დაიწყეს პირველად
Line of ed.: 29     
ბრძოლა ლომურად ზემოთ, და ქუემოთ, და ყოველსა ადგი\ლსა.

Line of ed.: 30        
და ზემოთ ჯავახეთი, სადა სარგის მჴარგრძელივე თმოგუელი და შალვა თორელი
Line of ed.: 31     
მონადირობდეს.

Line of ed.: 32        
ზედათ არტანი, სადა მესხნი მონაპირობდეს, რომელთა შორის იყო ყუარყუარე,
Line of ed.: 33     
სამცხისა სპასალარი, ჯაყელი, კაცი დიდად გამარჯუებული და ერთგული მეფეთა.

Page of ed.: 130  
Line of ed.: 1        
შავშეთით სპერით კერძო ფანასკერტი იყო. ამის შავშეთისა ღადოთა შინა გამოჩნდა
Line of ed.: 2     
ვინმე კაცი ასპაანის-ძე, გუარითა არა უაზნო და ქცევითა და არცა, ღმერთო,
Line of ed.: 3     
უბედო. ამას ზაქარია ერქუა სახელი. არცა სახელსა არცხჳნა, არცა პატრონისა წყალობა
Line of ed.: 4     
აუქმა თჳსსა ზედა, გარნა საქებელთა ზედა შერთო თავი. მარტოდ იქმოდა
Line of ed.: 5     
მრავალთა და დიდთა საქმეთა: აიღო ბანა, ხახული და სხუანი მრავალნი სახელოვანნი
Line of ed.: 6     
ციხენი და ადგილნი.

Line of ed.: 7        
ქუემოთ ნაპირის კერძ გრიგოლის-ძენი, და უფროსღა ტბელი, და მაჴატლისძენი
Line of ed.: 8     
მონაპირობდეს, რომელთა შიშითა განძას და ბარ\დავს ყრმა მცირე ვერ აუტირდებოდა
Line of ed.: 9     
დედასა, და ვერცა თურქნი იორის პირსა და მტკურის პირსა საძოვარსა
Line of ed.: 10     
აწყენდეს.

Line of ed.: 11        
ესე ყოველი რა გესმოდის, ნუ ვინ ესრეთ ჰგონებთ, თუმცა თჳნიერ თამარისსა
Line of ed.: 12     
რამე ქმნილ იყო ვისგანცა, არამედ ესრეთ განიგონე: მონაპირეთა მონახიან საქმე,
Line of ed.: 13     
ანუ ციხე ასაღებელი, ანუ თურქმანი შემოდგომილი, ანუ ქალაქი განსატეხელი, ანუ
Line of ed.: 14     
ქუეყანა მოსარბეველი, მოაჴსენიან თამარს და მან გასინჯის საქმე იგი და გამოიკითხის.
Line of ed.: 15     
უკეთუ ღირს იყვის შეყრასა ლაშქართასა, უბრძანის ზაქარიას და ივანეს და.
Line of ed.: 16     
შეყარნიან ლაშქარნი, თჳთ დავით მეფე წავიდის და არა სადათ შემოქცეული ცუდად.
Line of ed.: 17     
უკეთუ უმცირესი რამე იყვის, მყის შესხნის დარბაისელნი თჳსნი და, ვითარ შავარდენთა,
Line of ed.: 18     
მოისაქმიან. თუ თჳთ იყვის ანუ მინდორით ნადირობასა შინა, ანუ შინა
Line of ed.: 19     
მყოფსა და ესმის რამე, და შესხნის მ\უნ ღირსნი მისნი, ვითარ არწივთა კაკაბნი
Line of ed.: 20     
ეგრეთ, დანაბნიან ყოველნი წინააღმდგომნი.

Line of ed.: 21        
არცა თჳთ უჴმობდა და არცა თჳსთა ყმათა აუმებდა, ვითარ-იგი იტყჳს ვინმე
Line of ed.: 22     
ჟამთაღმწერელი ალექსანდრესთჳს. და ამან სარწმუნო ყოს სიტყუა ესე, რამეთუ დიდად
Line of ed.: 23     
სახელ-განთქმულისა ქალაქისა ტფილისისა შემოსავალი წელიწდისა მასვე და
Line of ed.: 24     
ერთსა წელიწადსა არა ეყვის გასაცემრად მახარობელთა ზედა. მრავალგზის და ერთსა
Line of ed.: 25     
მასვე დღესა სამნი და ოთხნი მოვიდიან მახარობელად. და, თუ ვითარ, ისმინე: ქმნიან
Line of ed.: 26     
რამე ერთი საქმე და წარმოავლინიან ამბავი გამარჯუებისა; და მას დღე მას არა
Line of ed.: 27     
დასჯერდიან და კუალად სხუა რამე წარუმართის ღმერთმან და სხუაცა მახარობელი
Line of ed.: 28     
წარმოგზავნიან. და სხუანი ესევითარნი აურაცხელ არიან, რამეთუ ზემონი სხუათა
Line of ed.: 29     
იქმოდიან, ხოლო ქუემონი სხუათა, და ერთსა შინა დ\ღესა მოიწიის მრავალი ამბავი
Line of ed.: 30     
და მახარობელი, რომელთა ნამეტნავ არს და შეუძლებელ არს აღწერა, ესე ღმერთმან
Line of ed.: 31     
უწყის თჳთ.

Line of ed.: 32        
ამას ყოველსა დაუშრომელად და მოქმედებდა, არა თჳსისა ქონებისა მოქენე იყო
Line of ed.: 33     
და არცა სამეფოდ იმჭირვიდა ესეოდენთა ქალაქთა და ციხეთა, არამედ თჳთ მათვე
Line of ed.: 34     
მისცემდა, რომელთა აუცალოებდა, თჳსთა ლაშქართა, ვითარ წამებს დიდი და სახელგანთქმული
Line of ed.: 35     
სახლი სომეხთა მეფეთა ანისი, რომელი წარუღის სპარსთა შანშეობისა
Line of ed.: 36     
თანა მრავალჟამ მათგან ქონებული, ხოლო სპარსთა სახლი სახელოვანი დვინი და
Page of ed.: 131   Line of ed.: 1     
ამათ ორთა პირთათჳს იქმოდა: პირველად, რათა მარადის გული უთქუმიდეს და შური
Line of ed.: 2     
აიღონ ერთმანერთისა წარმართთა შეძინებისათჳს თჳსისა, და მეორედ, რათა მოუკუეთოს
Line of ed.: 3     
ყოველი მიზეზი, რომელი დაჴსნის ერთგულობასა.

Line of ed.: 4        
და კუალად ამისთჳს არა უდებებდა, რათა \ არა მოცლილთა განსუენებად სიჩუკნედ
Line of ed.: 5     
განსცენ თავი და სხუათა განზრახვათა დამოეკიდნენ, ვითარცა სიმდიდრითა ალაღებულთა,
Line of ed.: 6     
ანუ ერთი-ერთისა მტერობად მოიცლიდეს და ბრძოლად, ვითარ ყვესცა
Line of ed.: 7     
ვიეთმე დაწყებასავე ამისსა მეფობისასა მისვე დრკუსა ძირისა ნაყოფთა ლიპარიტეთთა,
Line of ed.: 8     
შვილთა კახაბერთა, რამეთუ იწყეს ძმაცუად და ბრძოლად მახლობელთა თჳსთა, რომელთა
Line of ed.: 9     
არცა მხილებულთა შეიგონეს, არცა წყალობათაგან თამარისთა შეიკდიმეს, არამედ
Line of ed.: 10     
ძუელად მათთჳს დაწერილი კუალად განახლდეს და კუდსა ძაღლისა, გინა კუთხსა
Line of ed.: 11     
ფლასისასა ემსგავსებოდეს. და ქმნესცა დიდი ბოროტი: და ორნი ძმანი ანტონი ჭყონდიდელისანი
Line of ed.: 12     
დაჴოცნეს და ამით შეაწუხეს მართალი იგი და განარისხეს თავთა თჳსთა
Line of ed.: 13     
ზედა ღმერთი და თამარ, რამეთუ ჭალასა მდგომმან, მოუწოდა ხუთთავე, და სიბრძნითა
Line of ed.: 14     
თჳსითა შეიპყრნა და თჳთო თჳთოსა ციხესა შესუა, რათამცა განიწუართნეს.
Line of ed.: 15     
არამედ იგინი იგივე იყვნეს, ამისთჳს ექსორია ყვნა მაკედონიას საბერძნეთისასა და
Line of ed.: 16     
მუნ მოსწყდეს ყივჩაყთა მიერ კარგნი ჭაბუკნი ბრძოლასა შინა, ვითარცა გუესმა.

Line of ed.: 17        
ამისთჳს არავის მისცემდა მოცალეობასა: ანუ იყვნიან წინაშე მისსა, ახარებდის
Line of ed.: 18     
და საბოძვარითა ღირსებისაებრ სწყალობდის და განუსუენებდის, ანუ თჳთ წარუძღჳს,
Line of ed.: 19     
იორის პირი და მტკურის პირი მოინადირის. მერმე დასოს შემოდგის და მუნ იხარებდიან,
Line of ed.: 20     
ვიდრემდის თოვლმან არა დაამძიმის კარავი. მუნით სომხითს შემოვიდიან,
Line of ed.: 21     
ნადირობდიან ამოთა თამაშითა. და ამას შინა თუ რამე სადით ესმის ანუ ნახიან,
Line of ed.: 22     
ყოვლად არა მომედგრდებოდეს განსუენებისა ძალითა, არცა რას დააცადებდეს, რომელიცა
Line of ed.: 23     
რა წინააღმდგომი ცნიან სამეფოსა და თამარისი.

Line of ed.: 24        
აივსებოდა ნილოსი და იე\\ფობდა ეგჳპტე მოაკლდებოდა ისმაელს, განიქიტნებოდა
Line of ed.: 25     
აღარ, იკურთხეოდა ისაკ. ესე სხუამან ვინმე სხჳსათჳს თქუა, და მე აქა ამისთჳს
Line of ed.: 26     
წინასიტყუა ვყოფ, რამეთუ მოაკლდებოდა ძალსა მოჰმადიანთასა, და მცემელიცა ებანსა,
Line of ed.: 27     
რამეთუ ქრისტიანეთა ორღანონი ჴმოვანობდეს კიდით კიდედმდე. დაშრტა სასოება
Line of ed.: 28     
მუსურმანთა, და ყოვლითურთ უღონონი ღონე-ყოფდეს, რათა წყალობად მოიზიდონ
Page of ed.: 132   Line of ed.: 1     
წყალობის-მოყუარე თამარ. ამისთჳს კუალად წარვიდეს ხალიოასა, არღარა პირველებრ,
Line of ed.: 2     
არამედ ფრიად შეცვალებით. და შესახუეწელთა სიტყუათა მოაჴსენებდეს, რათა ავედროს
Line of ed.: 3     
თამარს აღებად ხარკისა ოდენ, მახჳლი მსრველი დააყენონ და ჯაჭჳ შემკრველი.
Line of ed.: 4     
რომელი-ესე ყო ხალიფამან და წარმოავლინა მოციქული ორგზის ამის პირისათჳს.
Line of ed.: 5     
და დიდნი და მრავალჯერნი სამეფონი ძღუენნი უცხონი წარმოგზავნნა, და დიდითა
Line of ed.: 6     
სიმდაბლითა შემოეხუეწა თამარს, რათა აღიღოს ხარკი და დააცადოს რბევა. ისმინა
Line of ed.: 7     
თამარ ამისი ვედრება. და ესრეთ მისცა პასუსი: "აღმისრულებიეს თხოვა შენი და,
Line of ed.: 8     
რომელთაცა ინებონ მშჳდობა \ თავთა თჳსთა და მოიღონ ხარკი წინაშე ჩემსა, ამათდა
Line of ed.: 9     
მიმინიჭებიეს მეცა ცხოვრება ვედრებისათჳს შენისა". რომელი-ესე ესრეთ იქმნა.

Line of ed.: 10        
ესე რა ელმოდა საბერძნეთის სულტანსა მაღალსა, ჩარასლანის ძესა, სახელით ნუქარდინს,
Line of ed.: 11     
რომელი უმაღლეს და უდიდეს იყო სხუათა ყოველთა სულტანთა, რომელი მთავრობდა
Line of ed.: 12     
დიდსა საბერძნეთსს, ასიასა და კაბადუკიასა. ვიდრე პონტოდ ზღუადმდე --

Line of ed.: 13        
ესე იჩემებდა ზაკჳთ სიყუარულსა, და გვლანიდა მოციქულთა მშჳდობისათჳს
Line of ed.: 14     
მრავალჟამ, და ძღუენთა შუენიერთა მრავალთა, ეგრეთვე თამარ ჰყიფდა, ნაცვალსახედ
Line of ed.: 15     
მოციქულთა წარავლენდა ძღუენითა გარნა იგი ზაკუასა ჰფარვიდა, და ფიცთა მიერ
Line of ed.: 16     
განმსტრობად \ მოსწრაფე იყო ამის სამეფოსა.

Line of ed.: 17        
ამან მოუწოდა ყოველსა სიმრავლესა სპასა მისსა, და შეკრბა კაცი ოთხმოცი ბევრი,
Line of ed.: 18     
რომელ არს რვაასი ათასი.

Line of ed.: 19        
განახუნა პაპა-მამურნი საუნჯენი და გამოყარნა ოქრო აურაცხელნი და წარგზავნიდა
Line of ed.: 20     
ოქროთა შეკრებისათჳს მჴედრობისა, \ და ამცნებდა, რათა ორსა კეცსა მისცემდენ
Line of ed.: 21     
გაჩენილისასა. და წარავლინნა ყოველთა რა ზღვართა თჳსთა, და იწყო მესოპოტამიას
Line of ed.: 22     
და კალონეროთ, გალატიას, ღანგრას, ანკჳრიას, ისავრიას, კაბადუკიას, დიდსა სომხითს,
Line of ed.: 23     
ბითჳნიას და საზღვართა ფებლაღონისათა, და არა დაუტევა თჳნიერ დედაკაცისა
Line of ed.: 24     
სოფელთა შინა მათთა, არამედ ყოველნი აამჴედრნა.

Line of ed.: 25        
ხოლო თჳთ ამოისწრაფა და მიიწია უჯად სახელდებულთა მათ თურქთა თანა
Line of ed.: 26     
რომელ არიან მჴნე ბრძოლასა შინა და არიან სიმრავლითა ვითარცა მკალნი, გინა
Line of ed.: 27     
ჯინჭუელნი. ამათ მისცნა ოქრო მრავალნი, და კუალად ნიჭნი დიდნი ესეოდენ, ვიდრე
Line of ed.: 28     
ასი ათასი მჴედარი შეკაზმული გამოიყვანა მათგან.

Page of ed.: 133  
Line of ed.: 1        
და კუალად მიირთნა, თჳნიერ ნებისა მათისა, შიშით, ეზინკელნი, ხალფერდელნი
Line of ed.: 2     
და კარნუ-ქალაქელნი; სალდუხის ძე რომელსა \ ნაცვლად მსახურებისა მიუღო კარნუ-ქალაქი.
Line of ed.: 3     
და თჳსი ძე დასუა მუნ.

Line of ed.: 4        
ვითარცა იტყჳან გძღარბისათჳს ჴმელისასა, შვილ-მრავალ არს ცხოველი ესე და,
Line of ed.: 5     
რაჟამს იხილნეს ნაშობნი თჳსნი მრავალად, გამოვალს ბუდით თჳსით მართუეებით
Line of ed.: 6     
და განაწყობს და გოდლოის მათ ზედა. \ ხოლო ეგრეთვე ყო ნუქარდინცა: იხილნა რა
Line of ed.: 7     
ფრიადი იგი სიმრავლე შეკრებულად, რომელთა ზეშთა იყო რიცხჳსა, აღზუავნა გულითა,
Line of ed.: 8     
მსგავსად სენაქერემისა, და ამაღლდა ღმერთსა ზედა, და არა შეიშინა პირველთა
Line of ed.: 9     
მათ მზაკუართა ფიცთაგან და სიყუარულისა აღთქუმათა, არამედ ფრიად წინა-უკუმო
Line of ed.: 10     
განმზადა თავი თჳსი და მოიწია ქალაქად სევასტიად, და იწყო მუნ განმზადებად საომართა
Line of ed.: 11     
მანქანათა.

Line of ed.: 12        
მაშინ წარმოავლინა მოციქული წინაშე თამარისა ესევითარითა წიგნითა, რომელსა შინა
Line of ed.: 13     
წერილ იყო სახე ესევითარი:

Line of ed.: 14        
"მე ნუქარდინ. სულტანი ყოვლისა ცისა-ქუეშისა უმაღლესი, მიმსგავსებული
Line of ed.: 15     
ძლიერებასა ანგელოზთასა, თანამდგომი ღმრთისა, მოვლინებული მოჰმედისაგან
Line of ed.: 16     
მოგიმცნობ მეფესა ქართველთასა თამარს.

Line of ed.: 17        
ყოველი დიაცი რეგუენია და შენ გიბრძანებია ქართველთა აღებად ჴრმალთა და
Line of ed.: 18     
ღმრთისაგან საყუარელისა ისლემთა ერისა დაჴოცად მუსულმანთა".

Line of ed.: 19        
"და კუალად ნათესავსა ზედა თავისუფალსა დადებად ხარკი ყმებური. და აწ მე
Line of ed.: 20     
მოვალ, რათა უსაჯო სამართალი სახლსა სპარსთასა \ და განგწუართო შენ და ერი ეგე
Line of ed.: 21     
შენი არაოდეს კადრებად აღებად ჴრმლისა, რომელი ღმერთსა ჩუენდა უბოძებია. ხოლო
Line of ed.: 22     
ცხოვნებით იგი ოდენ ვაცხოვნო, რომელმან უწინარეს მოსლვისა ჩემისა თაყუანისმცეს
Line of ed.: 23     
წინაშე კარვისა ჩემისა და აღიაროს ქადაგება მოჰამად მოციქულისა, და უარ
Line of ed.: 24     
ყოს სჯული შენი და ჴელითა თჳსითა იწყოს წინაშე ჩემსა ლეწად ჯუარისა,
Page of ed.: 134   Line of ed.: 1     
რომლისა მიმართ დაგიცთ ცუდი სასოება, და აწ მოელოდი ნაცვალსა ჩემსა, რომელი
Line of ed.: 2     
შეამთხჳე სპარსთა".

Line of ed.: 3        
წიგნი \ ვითარცა მიართვეს \ და იხილა თამარ, ყოვლად არცა აჩქარდა, არამედ
Line of ed.: 4     
სხუა ეზეკია იქმნებოდა სიმდაბლითა და განმარტა წიგნი იგი წინაშე ღმრთისა,
Line of ed.: 5     
სულთ-ითქუნა სიღრმით გულისათ და ცხელთა ცრემლთა დამოდინებითა, და ღმრთისა
Line of ed.: 6     
მიმართ სასოებისა დამდებელმან მერმე მოუწოდა მაშინ რომელნიცა დახუდეს, და ეზრახა
Line of ed.: 7     
მათ ამის პირისათჳს, არცა ჩუკნად, არცა მდედრად, არცა განუბრძნობელად.

Line of ed.: 8        
და ბრძანება და წიგნები ქროდა მალე-მსრბოლთა. და ცოტათა შინა დღეთა
Line of ed.: 9     
შემოარბეს ვითარცა ვეფხნი სიკისკასითა და ვითარცა ლომნი გულითა. ქრისტესა
Line of ed.: 10     
ღმერთსა ესვიდეს და არღარა ყოვნეს, არამედ მსწრაფლ მიმართეს ტაძარსა ყოვლადწმიდისა
Line of ed.: 11     
ღმრთის\მშობელისასა [ ვარძიას. და ვარძიისა ღმრთისმშობელსა წინაშე ცრემლით
Line of ed.: 12     
შევედრნა სოსლან დავით და სპა მისი, და დროშა ბედნიერად ჴმარებული, და წარგზავნა ვარძიით
Line of ed.: 13     
ლაშქარნი], რომელთა თჳთ თამარ უძღოდა წინა შიშულითა ფერჴითა და ცრემლითა
Line of ed.: 14     
ასოვლებდა ღაწუთა თჳსთა. და წარუძღუა ბასიანის კერძოთა და მიიწივნეს.
Line of ed.: 15     
მახლობელად კარისა, და დადგეს დღისა ერთისა სავალსა.

Line of ed.: 16        
და მაშინღა წარგზავნნა მოციქულნი სულტნისა, და წარატანა თანა მოციქულიცა თჳსი,
Line of ed.: 17     
და მიუწერა ნაცვალი წიგნისა ესრეთ:

Line of ed.: 18        
"ძალსა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისასა მინდობილმან, და მარადის ქალწულისა მარიამის
Line of ed.: 19     
მვედრებელმან, და პატიოსნისა ჯუარისა სასოებით მოსავმან წარვიკითხე ღმრთისა
Page of ed.: 135   Line of ed.: 1     
განმარისხებელი წიგნი შენი ნუქარდინდა. ვსცან სიცრუენი შენნი რომელთა ბჭე ღმერთი იყოს;
Line of ed.: 2     
არა გასმიესა, რამეთუ ყოველი ცრუდ მფუცავი სახელსა ღმრთისასა მის მიერ აღიჴოცოს?

Line of ed.: 3        
შენ ოქრისა შეკრებულთა სიმრავლისა მევირეთა მინდობილ ხარ უმეცარი მსჯავრსა
Line of ed.: 4     
ღმრთისასა. \ ხოლო მე არცა სიმდიდრეთა, არცა სპათა ჩემთა სიმრავლესა, არცა რას სხუასა
Line of ed.: 5     
კაცობრივსა საქმესა მინდობილ ვარ, არამედ ძალსა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისასა და
Line of ed.: 6     
შეწევნასა ქრისტეს ჯუარისასა. რომელსა შენ ჰგმობ.

Line of ed.: 7        
ესე-რა-ვითარი შემოგეთუალა. წარმომივლენია მჴედრობა ქრისტეს მოსახელე, არა შენდა
Line of ed.: 8     
თაყუანის-ცემად, არამედ დამჴობად შენდა ზუავისა მაგის და ამპარტავანისა გულისა შენისა, რათა
Line of ed.: 9     
განისწავლო ღმრთისა მიერ არღარა გმობად სახელსა მისსა. იყავნ ნება ღმრთისა და ნუ შენი!
Line of ed.: 10     
სამართალი მისი და ნუ შენი! ხოლო მე უწყი დაჴსნილობა მსახურთა შენთა. ამისთჳს წარმომივლენიეს
Line of ed.: 11     
მსახური ჩემი, რათა წიგნისა შენისა პასუხი ადრე მოგართუას და განგაკრძალოს,
Line of ed.: 12     
რამეთუ ჩემ მიერ წარმოვლენილთა სპათა ფერჴნი ესერა კართა შენთა ზედა დგანან".

Line of ed.: 13        
მისცა ესევითარი წიგნი, და მერმე შემოსეს და უბოძეს ნიჭი. და წარავლინა მოციქული
Line of ed.: 14     
სულტნისა.

Page of ed.: 136  
Line of ed.: 1        
ხოლო თჳთ უბრძანა. თჳსთა სპათა ყველთა შესხდომა, და თჳთ განვიდა უმაღლესსა
Line of ed.: 2     
ადგილსა, სადათ ყოველთა ხედვიდა, და დავარდა მუჴლთა თჳსთა ზედა დიდხან,
Line of ed.: 3     
და \ ტიროდა წინაშე ღმრითისა. მერმე, აღდგა რა, იხილვებოდა \ ადგილი იგი ყოვლად
Line of ed.: 4     
დალტობილად ცრემლთაგან მისთა.

Line of ed.: 5        
მერმე მოიყვანნა წინაშე თჳსსა ყოველნი წარჩინებულნი და უბრძანა ერისთავთა,
Line of ed.: 6     
რათა თჳთოეული მათი მოვიდოდის წინაშე წმიდასა ჯუარსა და თაყუანის-ცემდენ და
Line of ed.: 7     
შეემთხვეოდიან. და იწყეს მოსლვად ყოველთა და ტირილით ვედრებად, და თაყუანისცემად
Line of ed.: 8     
პატიოსნისა ჯუარისა, და ამბორის-ყოფად, და ეგრეთვე შემთხუევად ჴელსა თამარისსა.
Line of ed.: 9     
და ანდერძ-ყოფდეს ყოველნი სახლთა, შვილთა და სულთა წინაშე მისსა. რამეთუ
Line of ed.: 10     
ერთითა ჴელითა თჳთ მას ეპყრა ძელი ჯუარისა, ხოლო ერთითა ეზოსმოძღუარსა
Line of ed.: 11     
ბასილის და ჯუარის-მტჳრთველსა. სრულ იქმნა რა ყოველთაგან ესრე სახედ თაყუანისცემა
Line of ed.: 12     
ჯუარისა, მერმე თჳთ მიიქუა პატიოსანი იგი ჯუარი ჴმლითა თჳსითა, და
Line of ed.: 13     
ამჴედრებულთა ზედა ყოველსა მჴარსა ნიში ჯუარისა გამოსახა სამგზის, დაულოცა, და
Line of ed.: 14     
ეგრეთ წარემართნეს მინდობილნი ღმრთისანი და თამარის ცრემლთანი.

Line of ed.: 15        
ხოლო წინამებრძოლად იყო ზაქარია მჴარგრძელი ამირსპასალარი, და ორნიცა იგი
Line of ed.: 16     
ძმანი ახალციხელნი, \ შალვა და ივანე, დაღათუ შალვა მანდატურთ-უხუცესი იყო, ჭიაბერი და
Line of ed.: 17     
სხუანი თორელნი, და წარემართნეს ბასიანის კერძოსა.

Line of ed.: 18        
და მეფე თამარ მოიქცა სამცხეს, და მოვიდა ოძრჴეს, და მოიცალა ლოცვად და
Line of ed.: 19     
მარხვად. მუნ იყო წინაშე მისსა თევდორე, ქართლისა კათალიკოსი, კაცი წმიდა და
Line of ed.: 20     
სახიერი, და მას თანა მრავალნი ეპისკოპოსნი და მონაზონნი, ღმრთისა სათნონი,

Line of ed.: 21        
რომელთა თანა იყო იოანე შავთელი, კაცი ყოვლად განთქმული და საკჳრველი მოღუაწებათა
Line of ed.: 22     
შინა და ლექსთა გამომთქმელი, და ევლოგი ქრისტესთჳს სულელი, რომელსა მოეღო
Line of ed.: 23     
მადლი წინასწარმცნობელობისა.

Line of ed.: 24        
იყვნეს მიმდემნი ღამისთვანი და ლიტანიობანი.

Page of ed.: 137  
Line of ed.: 1        
\ აწ ჯერ არს მოჴსენებად, ვითარ იგი წყალობა ყო ღმერთმან ერსა თჳსსა ზედა
Line of ed.: 2     
მეოხებითა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისათა და შეწევნით ცხოველს-მყოფელისა
Line of ed.: 3     
ჯუარისათა. ხოლო ვითარ მიიწივნეს ქუეყანად ბასიანისა, მუნ იყო სულტანი
Line of ed.: 4     
დაბანაკებული

Line of ed.: 5        
ადგი\ლსა ბოლოციხედ წოდებულსა და იახლნეს რა ბანაკსა სულტანისასა, არა იყო
Line of ed.: 6     
რიცხჳ ცხენისა, ჯორისა და აქლემისა მათისა, კარვებისა და სარაფარდაგებისა მათისა, მინდორი
Line of ed.: 7     
იგი ძლით იტევდა კარვებსა მათსა.

Line of ed.: 8        
ესრეთ ნებიერად მდგომარე იყვნეს, და არა უდგა დარაჯანი სულტანსა. მუნ
Line of ed.: 9     
დააწყუეს რაზმი ქართველთა და მუნ წინამბრძოლად იყო ზაქარია მჴარგრძელი ამირსპასალარი,
Line of ed.: 10     
და ახალციხელნი შალვა და ივანე, და სხუანი თორელნი. და ერთ-კერძო
Line of ed.: 11     
აფსაზნი და იმერნი, და ერთ-კერძო ამერნი და ჰერ-კახნი. და ვითარ იხილეს სულტანი
Line of ed.: 12     
ცოტად ცხენნი ააჩქარნეს და მიმართეს. ხოლო ვითარ იხილნეს სპარსთა,
Line of ed.: 13     
რამეთუ აუზიდავად მიდიოდეს, დააგდეს სადგომი. მათი, და სიმაგრეთა მიმართეს,
Line of ed.: 14     
რამეთუ მიავლინა მათ ზედა ღმერთმან შიში დიდი. ხოლო ქრისტიანეთა იხილნეს რა
Line of ed.: 15     
მათ წინაშე გაქცეულნი, მიეტევნეს, და არა უტევნეს წარსლვად, არამედ
Line of ed.: 16     
გარემოიცვნეს.

Line of ed.: 17        
და იქმნა ომი ფიცხელი და ძლიერი, და განგრძელდა მყოვარ-ჟამ. და მოსწყდეს ორგნითვე
Line of ed.: 18     
ურიცხუნი, ხოლო, უმეტეს სულტნისა სპანი მოისრვოდეს, და ესოდენ განგრძელდა ომი,
Line of ed.: 19     
რომელ ცხენი მოუკლეს ივანეს მსახურთ-უხუცესსა, ზაქარია გაგელს, ახალციხელთა შალვას და
Line of ed.: 20     
ივანეს, და სხვათა მრავალთა თავადთა. და კნინღა სივლტოლად მიდრიკნეს ქართველნი, და
Line of ed.: 21     
ქუეითად დარჩეს რაზმსა შიხა მჴნენი იგი ქართველნი.

Line of ed.: 22        
მაშინ ვითარცა იხილნეს ლაშქართა თჳს-თჳსნი პატრონნი ქუეითნი, გაწირნეს თავნი
Line of ed.: 23     
სიკუდილად, ჩამოჴდეს ცხენისაგან და პატრონთა მათთა გუერდსა დაუდგეს, ქუეითნი ქუეითთა
Line of ed.: 24     
და ეგრეთ ძლიერი ომი შეიქნსა. და ვითარ იხილა დავით მჴნემან, მორიდა ერთ-კერძ, და
Line of ed.: 25     
მარჯუენასა მჴარსა მორიდა ზაქარია მჴარგრძელმან. და ვითარ ქართველთა განეშორნეს, რათა
Line of ed.: 26     
არა ცხენთა მათთაგან დაითრგუნენ ქუეითნი ქართველნი, და მიმა\რთეს სპარსთა-კერძ მსწრაფლ
Page of ed.: 138   Line of ed.: 1     
მიეტევნეს ერთკერძო სოსლან დავით და ერთ-კერძო ზაქარია, და ვითარ მგელნი ცხვართა,
Line of ed.: 2     
ეგრეთ შეუცვივდეს ურიცხუთა მათ სპათა სულტანისათა.

Line of ed.: 3        
და პირველსა მოკიდებასა და ხეთქებასა ჴრმალთასა მოხედა წყალობა აურაცხელმან ღმერთმან
Line of ed.: 4     
მოსა\ვთა ჯუარისათა, და განადიდა დიდება დავითისი და თამარისი ვარძიისა ღმრთისმშობელმან.
Line of ed.: 5     
და ანაზდად ეგეოდენი იგი სიმრავლე განსქდა. იძლია და დაიპანტა და ამას გუანდა
Line of ed.: 6     
თუალგარდაუწდომელი იგი ლაშქართა სიმრავლე, ვითა მაღნარი მიწითურთ მოგლეჯილ იყო
Line of ed.: 7     
და განქცეულ, და სადათცა თუალი მისწუთებოდა. ყოველგან ტყეთა მსგავსი ლაშქარი იხილვებოდა
Line of ed.: 8     
ლტოლვილად.

Line of ed.: 9        
ხოლო ჯერ არს ამისიცა მოჴსენება, რომელ მეფისა თამარისა ოძრჴეს ყოფასა შინა იყვნეს.
Line of ed.: 10     
რა მიმდემნი ლოცვანი და ღამისთევანი ლაშქართა გამარჯუებისათჳს, დღესა ერთსა აღესრულა
Line of ed.: 11     
რა საღმრთო ჟამის-წირვა ზემოჴსენებულისა ევლოგის მიერ, განკჳრვება დაეცა ევლოგის, და
Line of ed.: 12     
იწყო ღაღადებად სულელის მსგავსად, \ და იწყო აღმართ ხედვად. და ვითარ ხედვიდა ევლოგი,
Line of ed.: 13     
ჴმა ყო ევლოგი ჭმუნვის სახედ და სამგზის დაეცა. და მეყსეულად აღხლტნა და აღიტყუელნა
Line of ed.: 14     
ჴელნი: "აჰა, დიდება ღმერთსა! ქრისტე ძლიერ არს. ჴელნო ევლოგისნო. სპარსთაგან არა
Line of ed.: 15     
გეშინის განუტევეთ, რათა ვიდოდის მშჳდობით". ცნეს ყოველთა რამეთუ წინასწარმეტყუელელბით
Line of ed.: 16     
იყო სიტყუა მისი. არამედ ევლოგი \ არავის რა გამოუცხადა საიდუმლო თჳსი, თჳნიერ
Line of ed.: 17     
იოანე შავთელსა. რამეთუ მას ოდენ აუწყა, ვითარმედ ჟამსა ამას მოსცნა ღმერთმან ბარბაროზნი
Line of ed.: 18     
საძლეველად ჴელთა ქრისტიანეთასა. და მყის წარვიდა ევლოგი პირისაგან მათისა და დაიმალა.

Page of ed.: 139  
Line of ed.: 1        
რამეთუ მისცნა ღმერთმან ჴელთა მათთა, და იხილვებოდა საქმე საკჳრველი,
Line of ed.: 2     
რამეთუ თჳთ იყვნეს მსახურ თჳსისა შეკრვისა, რომელნი განერნეს პირსა მახჳლისასა.
Line of ed.: 3     
უდიდესი მათი შეიკროდა უმცროსისა მიერ თჳსსა, და უწარჩინებულეს მათი, მოიყვანებოდა
Line of ed.: 4     
გამობმული ძუასა ცხენისასა, და ერთითა საბლითა ერთისა მიერ კაცისა
Line of ed.: 5     
შეიკროდა ოცი, და თმითა გამოებმოდა ერთი-ერთსა, ყრმისა მიერ მცირისა უმჯობესნი
Line of ed.: 6     
მბრძოლთანი მოიყვანებოდეს ვითარცა თიკანნი. გამოიძივნეს ყოველნი ადგილნი, და
Line of ed.: 7     
გაქცეულთა ჴოცდეს, ხოლო ნეშტთა ვითარცა მართუეთა ქათამთასა მოჰკრეფდეს და
Line of ed.: 8     
გაუშუებდეს აურაცხელსა სიმრავლესა. რამეთუ ასსა სპარსსა ერთი ქრისტიანე ხელით
Line of ed.: 9     
მიხუდებოდა წარმომყვანელად.

Line of ed.: 10        
ესრეთ აღესრულა წინასწარმეტყუელება ევლოგისი. მასვე ჟამსა შინა ქმნითა. რომელსა
Line of ed.: 11     
შინა იხილა ჩუენება იგი.

Line of ed.: 12        
ესეოდენი დიდებული ძლევა მიმადლა ღმერთმან ცრემლთა და სასოებისა სიმტკიცეთა
Line of ed.: 13     
თამარისთა. ხოლო ესე ყოველი რა ესრეთ იქენა, მერმე მოუჴდეს ბარგსა
Line of ed.: 14     
მათსა, რამეთუ არა იყო განცდა და აღრიცსვა სიდიდეთა ოქროსა და ვეცხლისა ჭურჭელთა,
Line of ed.: 15     
ნაქსოვთა სიმრავლე აურაცხელი, სასმურნი ოქროსანი. თუალ-მარგალიტოვანი
Line of ed.: 16     
ლანკნები და პინაკები, ლაგჳნებისა და ქუაბებისა თანა ყოვლითურთ სავსეთა მიუწდომელითა
Line of ed.: 17     
ალაფითა. ხოლო ცხენ-ჯორისა და აქლემებისა სიმრავლე და კარავთა და
Line of ed.: 18     
საფენელთა სიმრავლე და ურიცხველობა, რომელ დაყარეს, ვინ-მე აღრაცხნესა რამეთუ
Line of ed.: 19     
სავსე იყო ყოველი საბანაკო მათი.

Page of ed.: 140  
Line of ed.: 1        
და ესრეთ ძლევა-შემოსილნი, მადიდებელნი ღმრთისანი უკ-მიიქცეს და დადგეს კარავთა
Line of ed.: 2     
შინა მათთა.

Line of ed.: 3        
ამისა შემდომად შეეკაზმა მოქალაქეთა დიდითა მოკაზმულობითა ქალაქი ტფილისი,
Line of ed.: 4     
და შევიდა თამარ და დავით ვითარცა მზისა შარავანდედი მიფენითა, და შეიღეს
Line of ed.: 5     
დროშა ნუქარდინისი. შეიყვანეს პირველად ეზინკელი, და მერმე სხუანი იგი \ წარჩინებულნი
Line of ed.: 6     
მოიყვანნა, რომელნი სთნდეს, წინაშე თჳსსა. თამარ ყოველთა ნუგეშინის-ცა
Line of ed.: 7     
და დიდად სახელოვნად სერითა ისტუმრნა და უბოძა ყოველთა შესატყჳსად. და წარგზავნა
Line of ed.: 8     
ციხეთა შინა ყოველსა ადგილსა, თჳნიერ ეზინკელისა. არამედ იგი დაიმჭირა
Line of ed.: 9     
ტფილისს პატიმრად, პირველისა პატივისა და სიყუარულისა მისისა წილ, ხოლო
Line of ed.: 10     
უკანასკნელ ეგეოდენი სახელოვანი კაცი და დიდებული განყიდა ნალად ცხენთა, რომელი-ესე
Line of ed.: 11     
ყო თამარ პატივად სახლისა თჳსისა და დიდებად, რომლის არაოდეს.
Line of ed.: 12     
ვისგან ქმნილ იყო დასაბამითგან. ესე ყო დიდებად და საჴსენებელად თჳსა.

Line of ed.: 13        
აწ კუალად აღივსნეს ყოველნი საგანძურნი სამეფონი ოქროთა და \ ჭურჭლითა
Line of ed.: 14     
ოქროსათა, რამეთუ მიწისა მსგავსად შეასხმიდეს ოქროსა, ხოლო თუალსა და მარგალიტსა
Line of ed.: 15     
წყჳთ დასდებდეს, ხოლო ოქრო-ქსოვილთა ბერძულთა და სხუათა ნაქსოვთა
Line of ed.: 16     
ძჳრად საპოვნელთა, ვითარცა ცუდთა სამოსელთა, ურიცხუთა დაყრიდეს. ხოლო ვეცხლისა
Line of ed.: 17     
ჭურჭელთა არღარა აქუნდა პატივი \ პალატსა შინა მეფისასა, რამეთუ ყოველი
Line of ed.: 18     
ოქროსა და ბროლისა წინადაგებული იყო, ინდოურთა ქვათაგან შემკობილი, რომლითა
Line of ed.: 19     
აღავსნა ყოველნი ეკლესიანი, რომელთა მიანიჭა სამსახურებელად სიწმიდდეთა
Line of ed.: 20     
საიდუმლოთასა და აღავსნა ყოველნი ჴელნი მთხოველთანი, და განაძღნა ყოველნი
Line of ed.: 21     
გლახაკნი და აღუვსო წიაღნი მათნი უხუებით.

Line of ed.: 22        
ესრეთ ადიდებს ღმერთი მადიდებელთა თჳსთა, ესრეთ აღამაღლებს წინაშე თჳსსა
Line of ed.: 23     
მდაბალთა, ესრეთ შემწე არს მონათთა მისთა, ესევითართა ნიჭთა მიანიჭებს მინდობილთა
Page of ed.: 141   Line of ed.: 1     
თჳსთა, რამეთუ არარაჲ სხუა დაიდვა თამარ გულსა თჳსსა, ვითარ "დასაბამი იგი
Line of ed.: 2     
სიბრძნისა, შიში ღმრთისა" და სამართალი და წყალობა სწორად ყოველთა ზედა.

Line of ed.: 3        
იყო დღეთა მისთა სიმართლე და მრავალი მშჳდობა, განაფინა მადლი ბაგეთა
Line of ed.: 4     
მისთა. \ ამისთჳს აკურთსა იგი ღმერთმან უკუნისამდე და დაადგრა თავსა მისსა გჳრგჳნი
Line of ed.: 5     
პატიოსნობისა, და დასდვა წელთა მისთა მახჳლი ძლიერებისა \ და წარემართა
Line of ed.: 6     
სუფევად უკუნისამდე ჭეშმარიტებისათჳს, სიმშჳდისა და იმართლისა.
Line of ed.: 7     
ჯერ არს ამისთჳსცა თქმად, ვითარმედ ქმნნეს მრავალთა დედათა მოღუაწება და
Line of ed.: 8     
ძლიერება, არამედ არაესრეთ ვითარ ამან: არა ვერაგობისაა ღონითა აცხოვნებდა ერსა
Line of ed.: 9     
თჳსსა, არამედ სიბრძნისა წინაძღომითა, და სიმართლითა, და უმანკოებითა დავითიანითა,
Line of ed.: 10     
სიმშჳდითა იაკობის მსგავსითა, სიუხჳთა აბრამისებრითა, მოწყალებითა იესოს.
Line of ed.: 11     
ღმრთისა მსგავსითა, და სამართალითა მისისა მობაძავითა.

Line of ed.: 12        
დღეთა შინა თამარისთა არავინ გამოჩნდა მიმძლავრებული მეცნიერებითა მისითა,
Line of ed.: 13     
არცა-ვინ დასჯილი, თჳნიერ ძუელისა სჯულისა, რომელი ძეს ავაზაკთა ზედა
Line of ed.: 14     
ძელსა ზედა ჩამორჩობა. თჳთ არცა-ვის ღირსსა სიკუდილისასა და არცა პატიჟისასა
Line of ed.: 15     
მიეჴადა თანანადები, არცა-ვინ ბრძანებითა მისითა ასო-მოკუეთილ იქმნა, და არცა
Line of ed.: 16     
სიბრმითა დაისაჯა, თჳნიერ გუზან, ღირსი სიკუდილისა, რომელი ორგულებით განდგა
Line of ed.: 17     
და კოლას სადმე მთათა შინა \ ავაზაკობდა მალვით. ესე შეიპყრეს მთიბავთა თივისათა,
Line of ed.: 18     
და დავით მეფისა წინაშე მოიყვანეს ხოლო მან იცოდა დიდი მოწყალება თამარისი,
Line of ed.: 19     
ამისთჳს მისსა შეკითხვამდის თუალნი დასწუნა, ნაცვლად მრავალთა სისხლთა ქრის-
Line of ed.: 20     
ტიანეთასა.

Line of ed.: 21        
არა ოდენ თჳსსა სამეფოსა შინა იყო კეთილიანობა, არამედ ყოველთა ქრისტიანეთათჳს.
Line of ed.: 22     
და რომელნი მძლავრობდეს ქრისტიანეთა, ყოველთა მიუმცნო, რათა აზადად
Line of ed.: 23     
იყვნენ და ფიცხლად დამორჩილდენ შიშითა და სიყუარულითა მისითა.

Line of ed.: 24        
წარავლენდის სარწმუნოთა თჳსთა და დაავედრის ესრეთ: "იწყეთ ალექსანდრიით
Line of ed.: 25     
ყოვლისა თანა ლუბიისა, სინისა მთისაი, და მათ კერძოთა ეკლესიათა, მონასტერთა
Line of ed.: 26     
და ერთა ქრისტიანეთა მიიკითხვიდის. ხოლო იერუსალიმისათჳს რადღა საჴმარ არს.
Line of ed.: 27     
თქმად. რამეთუ წარგზავნიდის ამათ ყოველთა შინა ეკლესიათა ბარძიმ-ფეშხუმებსა, და
Line of ed.: 28     
სიწმიდეთა საბურავებსა და მონაზონთა და გლახაკთათჳს ოქროთა აურაცხელთა.

Page of ed.: 142  
Line of ed.: 1        
ტყუენი განათავისუფლნის და ხარკი ერისა \ თჳთ უკუნ სცის, და ყოველი ჭირი
Line of ed.: 2     
დაჭირებული აღიღის მათგან.

Line of ed.: 3        
კუალად კერძოთა ელადისათა და მთაწმიდას, ეგრეთვე მაკედონიისათა პეტრიწონს,
Line of ed.: 4     
კერძოთა თრაკისათა და კოსტანტინეპოლის მონასტრებთა, რომანას და ყოველგან,
Line of ed.: 5     
კუალად ისავრიას, კურუსეთს, და ყოველთა მათ სანახებთა შავისა მთისათა და
Line of ed.: 6     
კჳპრისათა. ესე ყოველნი აღავსნა ქველის საქმითა, რომლისათჳს ისმინეთ, თუ ვითარ
Line of ed.: 7     
მოხედვიდა ღმერთი საქმეთა მისთა:

Line of ed.: 8        
მოიწინეს ოდესმე ჩუეულებისაებრ ქველის-მოქმედებათათჳს ამისთა მონაზონნი
Line of ed.: 9     
შავისა მთისა, ანტიოქიით და კჳპრისა ჭალაკით, ეგრეთვე მთაწმიდით და მრავალთა
Line of ed.: 10     
ადგილთათ. შეიწყნარნა თამარ ჩუეულებისაებრ ვითარ ანგელოზნი, და მრავალ დღე
Line of ed.: 11     
არა გაუშვნა, მერმე მისცნა ყოველთა დიადი, და აღავსნა ყოვლითა საჴმრითა. უკანასკნელ
Line of ed.: 12     
მათგან უფრო შორიელთა მისცა დიდძალი ოქრო თჳთ მათთჳს და ყოველთა
Line of ed.: 13     
მონასტერთა განსაყოფელად. წარვიდის მონაზონნი იგი და მიიწივნეს რა კოსტანტინეპოლედ,
Line of ed.: 14     
ესმა მეფესა ბერძენთასა ალექსის, ანგარსა, რომელმან ძმასა თჳსსა ისაკს
Line of ed.: 15     
თუალნი დასწუნა და მეფობა წარუღო. ესე ყოვლითურთ ბოროტი კაცი იყო, და
Line of ed.: 16     
შეუტყუებელი მეფობისა, გარნა უმეტეს ანგარებისათჳს საძაგელ იყო ყოველთა მიერ.
Line of ed.: 17     
იხილა სიდიდე იგი ოქროსა, რომელი მიეცა თამარს და წარუღო მათ მონაზონთა.

Line of ed.: 18        
ცნა რა ესე თამარ მეფემან ნაცვლად სხუა უფროსი წარგზავნა მათ წმიდათა
Line of ed.: 19     
მიმართ, და ამით უმეტეს არცხჳნა ეშმაკი. ხოლო განრისხნა მეფესა ზედა ბერძენთასა,
Line of ed.: 20     
წარგზავნნა მცირედნი ვინმე ლიხთ-იქითნი, და წარუღეს ლაზია, ტრაპიზონი, ლიმონი,
Line of ed.: 21     
სამისონი, სინოპი, კერასუნდი, კიტ[ი]ორა, ამასტრია, არაკლია და ყოველნი ადგილნი
Line of ed.: 22     
ფებლაღონისა და პონტოსანი, და მისცა ნათესავსა თჳსსა ალექსის კომნიანოსსა,
Line of ed.: 23     
ანდრონიკეს შვილსა, რომელი იყო მაშინ თჳთ წინაშე თამარ მეფისა შემოხუეწილი.

Line of ed.: 24        
\ ხოლო ესმა ესე ფრანგთა. რამეთუ მოეღო ბერძენთა შეწევნა აღმოსავლეთით,
Line of ed.: 25     
გამოვიდეს ვენეტიკნი და წარუღეს სამეუფო ქალაქი, მეფობისა თანა, და შეიხუეწა
Page of ed.: 143   Line of ed.: 1     
უბადრუკი იგი ალექსი ბორღალეთს, თჳსისა სიძისა თანა. იხილა რა ბორღალელთა
Line of ed.: 2     
მეფემან, სიძემან მისმან, შეიყვანა ციხესა ერთსა, და დაუთინა წინაშე მისსა ოქრო
Line of ed.: 3     
დიადი, და რქუა ესრეთ: "აჰა ალექსი, გულის-სათქმელი იგი შენი; ოქრო ესე მიიღე,
Line of ed.: 4     
თჳნიერ სხჳსა რომლისამე საზრიელისა, და წყლისა \ წილ, რამეთუ ამისთჳს წარსწყმიდე
Line of ed.: 5     
სახლი სამეუფო ქრისტიანეთა, და დაჴსენ თჳთმპყრობელობა ბერძენთა". და
Line of ed.: 6     
ესრეთ მოკუდა საწყალობელი იგი სიყმილითა, დაკლებული შეწევნისაგან ღმრთისა.

Line of ed.: 7        
ესრეთ საზარელ იყო თამარ მტერთა ზედა, და კუალად ესეოდენ ტკბილ და ძჳრუჴსენებელ,
Line of ed.: 8     
ვიდრემდის ესმა რა ესე ყოველი, დიდითა ტკივილითა იგლოვა, დაღათუ
Line of ed.: 9     
არა ღირს იყო მისთჳს ტკივილი. რამეთუ რაცა ვის არა ჭეშმარიტებით აქუნდეს,
Line of ed.: 10     
არა იპყრობს დიდხან, გარნა თამარ უცხოსაცა ზედა და დავრდომილთა ლმობიერ იყო
Line of ed.: 11     
ტკივნეულობად და წყალობად, ვითარ აწ ამასცა ზედა.

Line of ed.: 12        
ხოლო წარმოვთქუათ ესეცა, რამეთუ ოცდამესამედ, გინა-თუ მეოთხედ, აღმავლობასა
Line of ed.: 13     
მეფობისა მისისა წელიწადსა იკითხა საქმე კარისა რამ თუ მრავლით ჟამითგან
Line of ed.: 14     
ჰბრძოდეს სარგის თმოგუელი, შალვა თორელი და მესხნი, გარნა ვერარა ღონე ქმნეს
Line of ed.: 15     
აღებისა, რამეთუ ზამთრის მკსინვარებისაგან და სიცივისა უღონო იყვნეს მიდგომად.
Line of ed.: 16     
ხოლო ჟამსა ყინვისასა წყლისაგან განყინულისა ვერ შეუძლებდეს ბრძოლად, გარე
Line of ed.: 17     
შემოუხუნეს ყოველნი ციხენი და სოფელნი, და იგი მხოლო მარტოჲ ჰქონდათ
Line of ed.: 18     
სპარსთა. ამისთჳს განიზსრახა კეთილისა გონებითა და წარავლინა დავით ზემოთ
Line of ed.: 19     
ლაშქრითა. წაატანა ზაქარია და ივანე, და უბრძანა, რათა დადგენ მუნ და ძლიერად
Line of ed.: 20     
ეომონ. და ხანგრძლად იქმნა ესე, და თჳთ თამარ დადგა \ ჯავახეთს, და მუნ მოელოდა
Line of ed.: 21     
ამბავსა მათსა.

Line of ed.: 22        
ხოლო იგინი მივიდეს და ებრძოლეს უკუე შეკრულსა მას ღობესა წყლისათჳს.
Line of ed.: 23     
და მრავალთა შინა დღეთა განტეხეს ადგილი იგი. და გამოიცალა წყალი და მის
Line of ed.: 24     
თანა უმრავლესნი მოქალაქენიცა. ხოლო დაშთომილთა მათ ითხოვეს დავითისგან,
Line of ed.: 25     
რათა თჳთ თამარ მივიდეს და მას მიენდვნენ, რამეთუ ეშინოდათ სიტყუათა მათთათჳს.
Line of ed.: 26     
გინებისათა, რომელთა ციხით გამო იტყოდეს პირველ.

Line of ed.: 27        
მაშინ მოაჴსენეს ესე ყოველი თამარს. ხოლო იგი მივიდა. და მოიხუნეს ციხოვანთა
Line of ed.: 28     
მათ კლიტენი წინაშე ძისა მისისა გიორგისა და მერმე თამარის წინაშე და
Page of ed.: 144   Line of ed.: 1     
ითხოვდეს მშჳდობასა და ფიცსა, რათა არა განსცნეს კარი, ვითარ ანისი და დვინი
Line of ed.: 2     
არამედ სამეფოდ დაიმჭიროს. ამისთჳს მისცა სიტყუა მტკიცე და უბრძანა ძესა თჳსსა
Line of ed.: 3     
გიორგის რათა შევიდეს და თჳთ მოითუალოს ქალაქი და ციხე. რომელი-ესე ესრეთ
Line of ed.: 4     
იქმნა. და ესე ერთი ქალაქი და ციხე თჳსად დაიმჭირა, მათ ყოველთაგან, რომელნი
Line of ed.: 5     
აიხუნა ზორაკერტით რაჴსამდის, გაგით განძამდის და ჯავახეთით \ სპერამდის.

Line of ed.: 6        
და ვისცა ათჩჳდმეტსა წელიწადსა შინა ესე საქმენი თამარისგან ემცრებიან. და
Line of ed.: 7     
მისთა ლაშქართაგან, წელიწდისა ერთისა დღეთა თუ ვითარ შეუძლო ყოველთა მათ,
Line of ed.: 8     
გარეთა აღმართ ოდენ შეხედენ, რომელნი ჰქონან ციხენი მჴარგრძელთა ოდენ სახლთა,
Line of ed.: 9     
ზემოთ და ქუემოთ.

Line of ed.: 10        
მხიარულად ამბისაგან მეტყუელი პირი აწ მწუხარებისა მიმართ მიიქცევის.
Line of ed.: 11     
რამეთუ მეგულვების აწ წარმოთქმა ყოვლისა სოფლისა საგლოველისა ამბისა.

Line of ed.: 12        
ნაჭარმაგევს გარდმოდგა მეფე თამარ და მის წინაშე იყვნეს ყოველნი. დიდებულნი
Line of ed.: 13     
და წარჩინებულნი. და იურვნა და განაგნა საქმენი სამეფოსა თჳსისანი, და უფროსღა
Line of ed.: 14     
ეკლესიათა და მონასტერთანი. და მუნ დგომასა შინა გამოაჩნდა სენი რამე მომაოჴრებელი
Line of ed.: 15     
ჩუენი, რომელი დღითი-დღე დამძიმდებოდა \ მის ზედა და დიდხან ფარვიდა,
Line of ed.: 16     
რათა არავინ შეაწუხოს. გარნა ურგებელ იქმნა რა ჭირი, არა მიმთუალველი კურნებისა,
Line of ed.: 17     
მაშინღა განაცხადა, რამეთუ დედობრივმან უძლურებამან განგრძობილთა შინა
Line of ed.: 18     
მჴედრობათა არა თავს-იდვა შეუმთხუეველად მიშუება აგებულებისა.

Line of ed.: 19        
და აქა საბრალობელ მიჩნს დიდად ერთგულნი იგი კაცნი, თუ ვითარ უგულებელს
Line of ed.: 20     
ყვეს ეგოდენი ტკივნეულობა მისი. რამეთუ წარმოიყვანეს კუბოთა ტფილისს,
Line of ed.: 21     
და შემდგომად მცირედთა დღეთა ენებათ ჩუეულებისაებრ, რათა დასოს განვიდენ.
Line of ed.: 22     
ისწრაფდეს და მუნ წარიყვანეს კუბოთავე და დიდად განძნელდა სენი იგი უწყალო.
Line of ed.: 23     
და კუალად წარმოიყვანეს აგარათა ციხესა.

Line of ed.: 24        
და უქმ იქმნა მის ზედა ყოველივე ბუნებათა გამომეძიებლობა მკურნალთა ჴელოვნებისა.
Line of ed.: 25     
ამისთჳსცა იყვნეს თჳთ მუნ და ყოველსა ადგილსა ლიტანიობანი და ღამისთევანი
Line of ed.: 26     
მიმდემნი, და ცრემლთა დინებანი იხილვებოდე! მდიდართა და გლახაკთანი
Line of ed.: 27     
სწორებით. გარნა განჩინება წინააღუდგომელი იყო და დღემან იწყო მიდრეკად, და
Page of ed.: 145   Line of ed.: 1     
მზემან დასლვად, და ჰაერმან სხუად ფერად უფერულობა და ცისკარსა დღისასა ზედა
Line of ed.: 2     
იწყეს შემოსად ბნელთა ღრუბელთა: ღაწუთა მათ ვარდოვანთა იწყეს დაჭნობად, და
Line of ed.: 3     
თუალთა მათ ტბაებრ მზისა შემცხრომელთა სიმრუმედ მიმართეს. ჴელთა მათ, მსახურებისაგან
Line of ed.: 4     
გლახაკთასა არაოდეს დაცხრომილია, იწყეს მოუძლურებად; და ფერჴთა
Line of ed.: 5     
მათ მარადის ღმრთისათჳს მაშურალთა იწყეს შედრეკად; და ყოველნი ნიშნი ცხოვრებისანი
Line of ed.: 6     
სხუად და სხვად ფერად იხილვებოდეს.

Line of ed.: 7        
ზოგადმან უღონოებამან მოიცვნა ყოველნი და არა უწყოდეს, თუ რამცა ყვეს.
Line of ed.: 8     
მთავარნი იცემდეს პირთა, გლახაკნი იტყებდეს თავთა, და ყოველნი ნაცვლად მიუპყრობდეს
Line of ed.: 9     
თავთა თჳსთა და შვილთა თჳსთა ღმერთსა, და ითხოვდეს მის ზედა მომავალსა
Line of ed.: 10     
სიკუდილსა: "რათა მარტო ესე დარჩეს და ჩუენ ყოველნი მოგუსრენ". ამას
Line of ed.: 11     
ჴმობდეს და მოეცვათ სასუენებელი პალატისა, რომელსა \ აქუნდა ცხედარი უბადრუკებისა
Line of ed.: 12     
ჩუენისა, და ღონე თუმცა იყო, ეცდებოდეს, რათა არა აუფლონ სიკუდილსა
Line of ed.: 13     
შემოსლვად. რა იყო, რომელი არა იხილვებოდა მუნ, ანუ სავედრებელთაგანი გინა
Line of ed.: 14     
მწუხარებათა, გარნა მწოდებელი კართა ზედა დგა და მბრძანებელისა წინააღდგომა
Line of ed.: 15     
შეუძლებელ იყო.

Line of ed.: 16        
ბრძენმან ბრძნისა ნეტარება აქაცა მოიღო თამარ, რამეთუ შემოუწოდა ყოველთა
Line of ed.: 17     
[წარჩინებულთა] სამეფოსა თჳსისათა წინაშე მისსა, განიმტკიცა თავი თჳსი, და მჴნედ
Line of ed.: 18     
მდგომარე ესრეთ ეტყოდა: "ძმანო ჩემნო და შვილნო მე ესერა მივიწოდები მსაჯულისაგან
Line of ed.: 19     
საშინელისა, უსაშინელესისა უფროს მეფეთა ქუეყანისათა, რომელმან მიუხუნის
Line of ed.: 20     
სულნი მთავართანი. თქუენ ყოველნი თჳთ მოწამე ხართ, რამეთუ თავისა ჩემისა
Line of ed.: 21     
თანა მაქუნდა სიყუარული თქუენი, და სარგებელსა და სათნოსა თქუენსა არა დავაკლე
Line of ed.: 22     
თჳთოეულისაებრ არზანგისა ვიდრემდის განგებითა ღმრთისათა ვიყავ თქუენ ზედა
Line of ed.: 23     
მეფედ. აწ მეცა წარვალ მამათა ჩუენთა თანა გზასა ჩემგან უცხოსა, ბრძანებითა საშინელითა
Line of ed.: 24     
და განყოფითა საკჳრველითა. გევედრები ყოველთა, რათა მარადის კეთილსა
Line of ed.: 25     
შინა იყვნეთ, მაჴსენებელ ჩემდა. აჰა, ესერა მკჳდრად სახლისა ჩემისა დაგიტევებ
Line of ed.: 26     
რომელნი მომცნა \ ღმერთმან შვილნი ჩემნი, გიორგი და რუსუდან. ეგენი მიიხუენით.
Line of ed.: 27     
ჩემ წილ. და მაგათ აღმოგივსონ დაკლებული ჩემი".

Line of ed.: 28        
შევედრნა ყოველთა და მიუთუალნა წინაშე ხატსა ქრისტესსა და ჯუარსა ცხოველსმყოფელსა.
Line of ed.: 29     
და მერმე უკანასკნელ ჴმა აღმოუტევა, და ყოველთა მშჳდობა მისცა ესრეთ
Line of ed.: 30     
მეტყუელმან: ქრისტე," ღმერთო ჩემო მხოლოო, დაუსრულებელო მეუფეო ცათა და
Line of ed.: 31     
ქუეყანისაო! შენ შეგვედრებ სამეფოსა ამას, რომელი შენ მიერ მერწმუნა, და ერსა ამას,
Line of ed.: 32     
პატიოსნითა სისხლითა შენითა მოსყიდულსა, და შვილთა ამათ ჩემთა, რომელნი შენ
Line of ed.: 33     
მომცენ, და მერმე სულსა ჩემსა".

Page of ed.: 146  
Line of ed.: 1        
\ მაშინ განვიდეს ყოველნი მწარედ მტირალნი. და თამარ დაიძინა ძილი იგი
Line of ed.: 2     
მართალთა თუესა იანვარსა ი̂ჱ. და აღივსო მზე ქართლისა, და საფლავმან სადიდებელად
Line of ed.: 3     
თჳსად დაგუაჭირვა ცხოვრება მსოფლიო ყოველთა ქრისტიანეთა.

Line of ed.: 4        
აქა რაღა ჯერ არს თქმა, გარნა ბავთისა ღაღადი, ბნელი უნათლო და გლოვა
Line of ed.: 5     
უნუგეშინისცემო, რამეთუ ვინ იყო ნუგეშინისმცემელი, ოდეს მწუხარება ზოგადი იყო
Line of ed.: 6     
ყოველთათჳს. სატუხელ იქმნა პირი ქუეყანისა, აღეპარსა ყოველთა თავისა \ თმანიცა
Line of ed.: 7     
მხოლოდ სახელისა ოდენ მქონებელთა ჴმასა თანა ვაებისასა ქუესკნელნიცა შეიძრნეს,
Line of ed.: 8     
ყოველნი ფლასითა [შეიმოსნეს]. ესრეთ გუანდა, დაღათუ ჩუენ თანა იგლოვა ცა და ყოველი
Line of ed.: 9     
სოფელი.

Line of ed.: 10        
მაშინ უკუ აღმოივანეს და მცირეთა შინა დღეთა მცხეთად დადვეს, და მერმე
Line of ed.: 11     
უკანასკნელ თჳთ მუნვე გელათს დაამკჳდრეს თჳსსა შინა სამარხოსა, დიდებად მუნ შინა
Line of ed.: 12     
დამკჳდრებულთა პაპათა და მამათა მისთა, სახელოვანთა დიდთა მეფეთა თანა2.

Line of ed.: 13        
იცვალა ფერი ქართველთა მხიარულებისა, რამეთუ განბიცნეს ბაგენი მათნი,
Line of ed.: 14     
რომელთა პირსა შინა პირველ სხუა არარა მოაქუნდა, ვითარ თამარ. რამეთუ სახლთა
Line of ed.: 15     
ზედა აკროსტიხორად თამარის შესხმათა დასწერდეს ბეჭედთა ზედა და დანათა და
Line of ed.: 16     
არგანთა შეამკობდეს და ზედა თამარის ქებასა დასწერდეს და ყოველთა პირნი ერთბამად
Line of ed.: 17     
მზა იყვნეს, რათა ღირსი რამე თამარის საქებლობისა სიტყუა აღმოთქუან:
Line of ed.: 18     
ყრმანი მემროწლენი, განპებასა შინა ორნატთასა, თამარის ქებათა მელექსეობდიან;
Line of ed.: 19     
ერაყს მყოფნი მეებნენი, გინა მეჩანგენი თამარის შესხმათა მუსიკელობდიან; ფრანგნი
Line of ed.: 20     
და ბერძენნი ზღუასა შინა მენავენი, \ ნიავ-კეთილობათა შინა თამარის ქებათა იტყოდიან.
Line of ed.: 21     
ესრეთ ყოველი სოფელი სავსე იყო მის-მიერითა ქებითა, და ყოველი ენა
Line of ed.: 22     
ადიდებდა, რომელსაცა ოდენ სახელი მისი ასმიოდეს.

Line of ed.: 23        
\ ხოლო საქმეთა მისთათჳს რადღა საჴმარ არს თქმად, რამეთუ კიდით-კიდედმდე
Line of ed.: 24     
განისმნეს, ვითარცა თჳთ მოწამე არს ყოველი ჩუენ მიერ ხილული
Line of ed.: 25     
სიტყჳსაებრ ბრძნისა.

Line of ed.: 26        
არა უცთომელობა მგონიეს ძალისა უზეშთაესსა მეცადინობა, რამეთუ დაწყება
Line of ed.: 27     
და აღსასრული ამის ჴელ-ყოფისა სრულებით ესრეთ ჩანს, ვითარცა სიმძიმესა და
Page of ed.: 147   Line of ed.: 1     
პატიოსნებასა თანა, ოქროსასა ქარქუეტისა ნამუსრევი. რამეთუ ვინ რა წარმოთქუას
Line of ed.: 2     
ღირსი ამისთჳს, გინა რა ვინ პირველ აქოს, ანუ რომელი უკანასკნელ: სიმდაბლე
Line of ed.: 3     
უზომო, სიმაღლე შეუსწორებელი, სიმშჳდე საქებელი, სიმქისე ჯეროვანი, ლმობიერება
Line of ed.: 4     
მოწლე, მოწყალება თანა-ლმობილი, უმანკოება უზაკუელი, სიწრფოება უსიცრუო,
Line of ed.: 5     
სახიერება ზოგადი, სიუხუე აღუზუავებელი და -- თავი ყოვლისა კეთილისა შიში
Line of ed.: 6     
ღმრთისა და მსახურება მისი შეუორგულებელი, -- რომელი-ესე ყოველი ამან ესრეთ
Line of ed.: 7     
მოიგო, ვითარ ვერცა ერთი სხუამან ვერვინ. \ და წამებს ამას ყოველი მახლობელი
Line of ed.: 8     
სამეფო გარეშემო ქართლისა, თუ რაოდენნი დაგლახაკებულნი მეფენი განამდიდრნა,
Line of ed.: 9     
რაოდენთა მიმძლავრებულთა უკუ სცა სამეფო თჳსი, რაოდენნი განდევნილნი სამეფოდვე
Line of ed.: 10     
თჳსად კუალად აგნა და რაოდენნი სიკუდილად დასჯილნი განათავისუფლნა.
Line of ed.: 11     
და ამისი მოწამე არს სახლი შარვანშეთი და დარუბანდელთა, ღუნძთა, ოვსთა, ქაშაგთა,
Line of ed.: 12     
კარნუ-ქალაქელთა და ტრაპიზონელთა, რომელნი თავისუფლებითსა ცხოვრებასა ამის
Line of ed.: 13     
მიერ იყვნეს და მტერთაგან უზრუნველობასა.

Line of ed.: 14        
ხოლო სჯულთა მიმართ საღმრთოთა ვინ იყო ესრეთ მოშურნე, გინა სიმდაბლით
Line of ed.: 15     
თავისა მომდრეკელ, რამეთუ თეოდოსი დიდსაცა აღემატებოდა. ლოცვანი და ღამისთევანი,
Line of ed.: 16     
რომელნი პალატსა შინა ამისსა აღესრულებოდეს, საეჭუელ მიჩნს მეუდაბნოეთაგანცა;
Line of ed.: 17     
ხოლო მარხვისათჳს რაღა ვთქუა, რამეთუ წესი იყო მონაზონთა და მამხილებელ
Line of ed.: 18     
უდებთა ერი პალატისა.

Line of ed.: 19        
ეგრეთვე სიყუარულისათჳს ხუცესთა და მონაზონთასა ნამეტნავ არს თქმად, რამეთუ
Line of ed.: 20     
წესიერად ცხორებულნი კარნი \ მარადღე იყვნიან წინაშე მისსა, და მახლობელად
Line of ed.: 21     
სასუენებელისა მისცის \ მათ საყოფელი, და თჳთ ზრდიდის საზრდელითა და ყოვლითა
Line of ed.: 22     
საჴმრითა, რაცა უნებნ. და უკეთუ მათგანი ვინმე იყვის უძლურ, თჳთ მივალნ მოხილვად
Line of ed.: 23     
და ნუგეშინის ცემად, და თჳთ განუმზადე ცხედარსა და სარეცელსა.

Line of ed.: 24        
ხოლო გლახაკთათჳს განეჩინნეს სარწმუნონი ზედამდგომელნი, და ყოვლისა სამეფოსა
Line of ed.: 25     
მისისა შემოსავალნი, რაცა იყო შინათ და გარეთ, ყოვლისა ნაათალი გლახაკთა
Line of ed.: 26     
მიეცემოდა დაუკლებელად ერთისა ქრთილისა მარცულამდეცა. და ამას ყოვლადვე არა
Line of ed.: 27     
გონებდა ქველის საქმედ მითუალვად წინაშე ღმრთისა, რამეთუ რაჟამს მოიცალის მარტოებით
Line of ed.: 28     
ყოფად, მყის აღიღის სასთუელი, გინა საკერავი, და ნაშრომსა მას თჳსთა
Line of ed.: 29     
ჴელთასა ხუცესთა და გლახაკთა განუყოფნ თჳსითა ჴელითა.

Line of ed.: 30        
ესრეთ წესითა განმტკიცებულითა ღმრთისა სახიერისა სათნოებისათა არა დაწყებისასა
Line of ed.: 31     
მიხედვიდა, არამედ აღსასრულისათა, და, ვითარცა მზე სწორ-პატიობით ყოველთა
Line of ed.: 32     
ზედა \ განუტეობდა ნათელსა თჳსთა შარავანდედთასა. ესრეთ წყალობითა ყოველთათა
Page of ed.: 148   Line of ed.: 1     
მოიზიდვიდა წყალობად ღმრთისა, ესრეთ გამოიფრ\დიდა ჟამთაგან, ესრეთ განაძლიერებდა
Line of ed.: 2     
მეგობართა, დაღათუ არარათ სიცრუით მოგებულითა და სამართლოთა.

Line of ed.: 3        
არაოდეს მომედგრდა ჟამისაგან, არცა უდებ იქმნა ოდესცა განგებისათჳს, არაოდეს
Line of ed.: 4     
აუქმა გონება მისდა რწმუნებულთა საქმეთათჳსი არა დაუმძიმა კრთომასა გონებისასა
Line of ed.: 5     
დამზიდველი რამე ჩუკენებრივი, არცა სიმდაბლესა მირიდა, არცა სიმაღლესა განეყენა,
Line of ed.: 6     
არცა სიტკბოება ჟამიერი უმოთნო ყო, არცა საშინელება შეურაცხ ყო; ყოველი
Line of ed.: 7     
განზავა ყოვლითა, რათა სრულებით სრულისაგან წარმოაჩინოს თავსა შორის თჳსსა.

Line of ed.: 8        
უღაფრობა მაარსებელისა განუგმობელად დაიცვა, რათა მოქცევსა შინა სიმრგულისასა
Line of ed.: 9     
არარად ელმად და უცხოდ მიდრკეს, არცა გარდაყვეს სავსებელისა \ დუღილსა
Line of ed.: 10     
შინა, არცა მოაკლდა შთაზიდვასა შინა საბლისასა, არამედ მეტად დამდაბლებულმან
Line of ed.: 11     
გონიერისა გონებისაგან იყოვლისფერა გარემოდ, რათა მოქცევი თჳსი მარტიობით
Line of ed.: 12     
იხილვოს გუარსა შინა ანაგისასა შეუყოფელად ვნებათა. ისურვებდა და სასურველ იყო,
Line of ed.: 13     
იწადებოდა და საწადელ იყო, იქებოდა და საქებელ იყო, \ ნატრიდეს და სანატრელ იყო,
Line of ed.: 14     
და არარა იყო სხუა კეთილი, რაცა იგი არა იყო მის შორის.

Line of ed.: 15        
ურჩნი თჳსნი დაამდაბლნა და მოყუარენი აღამაღლნა. არა იღუწიდა უმეზობლობასა,
Line of ed.: 16     
არცა შერთვიდა სახლსა სახლსა ზედა, არცა აგარაკსა აგარაკსა ზედა უცხოსა,
Line of ed.: 17     
არამედ თჳსი მამული ძუელი კმა იყო, რათა არა უსამართლოდ ჰგონონ და მიმხუეჭელად,
Line of ed.: 18     
ვინათგან სამართალმანცა ზენამან უბჭო მართალსა. არა შინებით უთქმიდა მეზობელთა,
Line of ed.: 19     
არამედ უფროსღა სცვიდა მაშინებელთაგან, და მათ საშინელ ყოფდა მტერთა
Line of ed.: 20     
ზედა. შორს განიოტა წურბლის მსგავსი ვერ-მაძღრისობა, ვინ არა გე\სლოვან [ყო]
Line of ed.: 21     
ნაყოფი, და არცა ბუგრიან ნაშრომი.

Line of ed.: 22        
ბჭედ ჯდა შორის თავისა თჳსისა და მეზობელთა მეფეთა, არა მიშუებად ბრძოლისა,
Line of ed.: 23     
არცა გარდადებად უღელსა მძლავრობისასა ურთიერთას, და სახედ თავსა თჳსსა
Line of ed.: 24     
მისცემდა და ამისთჳს მათ ზედა მეორე სოლომონ იქმნა მეფეთა შორის; და არა
Line of ed.: 25     
ერთისა გული აღძრა სურვილად, არამედ ყოველნი რომელთა ესმა სახელი მისი, ვინა
Line of ed.: 26     
დიდითა მეფეთა, ცუდად შერაცხნეს თჳსი ბედ-კეთილობა ვერ-ხილვისათჳს მისისა.
Line of ed.: 27     
კნინღა-და ყოვე\ლსა ზღუასა აღმოიწრედდა თჳსად, ვითარცა ღრუბელი ყოველთა ზედა
Line of ed.: 28     
მსხურებელი ტკბილთა წჳმათა.

Page of ed.: 149  
Line of ed.: 1        
განიგემნე ყოველნი მატიანენი, ძუელთა გინა ახალთა მეფეთა მაქებელნი, რამეთუ
Line of ed.: 2     
გარდაემატა თამარის საქმეთა ჭეშმარიტებით საქებელობა სიტყჳსაებრ პირველთასა:
Line of ed.: 3     
სახარელ იყო თხრობათა შინა და კდემულ განმსწავლელობათა, შემხებელ ლბილობით
Line of ed.: 4     
და განმწურთელ სიტკბოებით, მგუემელ მოწყალეობით და შემრისხველ \ თანალმობით".
Line of ed.: 5     
რათა ყოვლად ყოვლითურთ განუგმობელ აჩუენოს თჳსება ღმრთისა. სანთელი იყო
Line of ed.: 6     
გონიერთა და უგუნურთა, პირველთა განმანათლებელ და მეორეთა დამწუველ. აღჳრი
Line of ed.: 7     
იყო უწესოდ მკრთომთა და დეზ უდებთათჳს; კანონი სირცხჳლისა მოხუცებულთა
Line of ed.: 8     
და კუერთხი რკინისა ჭაბუკთათჳს; კეთილ-მავალთა სიბრძნით მცველ, ხოლო მბორგალეთა
Line of ed.: 9     
თუალ-უხუავად მგუემელ.

Line of ed.: 10        
მღდელთ-მოძღუართა შეიმოსეს შიში; მღდელთა დაიცვეს წესი თჳსი. მონაზონთა
Line of ed.: 11     
მოიგეს წესიერი მოქალაქობა; მთავარნი განისწავლნეს სიწმიდით ცხოვრებად და
Line of ed.: 12     
სიმართლით სლვად; ერნი განემტკიცნეს შიშით მონებად ღმრთისა და ერთგულობით
Line of ed.: 13     
უფალთა \ თჳსთა; ყრმანი განიწუართნეს მოძაგებად უჯეროსა უსჯულოებისა, რამეთუ
Line of ed.: 14     
ბილწებამან უწესომან და ყრმებრივმან მბორგალებითმან ბორგნეულობამან ვერცა თუ
Line of ed.: 15     
კუალი პოვა დღეთა \ თამარისთა. ვინა-და თჳთ გინებადცა შორს იყვნეს, რომელნიცა
Line of ed.: 16     
პალატსა შინა ღირს იყვნეს გინა კარსა ზედა მსახურებად.

Line of ed.: 17        
ესრეთ ყოველსა შინა დაცვითა ღმრთისა მცნებათათა მოიგო წყალობა ღმრთისა,
Line of ed.: 18     
და აკურთხა ღმერთმან ცხოვრება მისი, და განამრავლა ნაყოფი მისი, და სხმულ
Line of ed.: 19     
ყო მსგავსად წერილისა: "ნათელი აღმოუბრწყინდა მართალსა" განთიადისა
Line of ed.: 20     
თანა, და მეუღლე მისი სიხარული შუადრე, და მწუხრი მშჳდობით დაიძინა სარეცელსა
Line of ed.: 21     
ზედა თჳსსა. შეამკუნა ღმერთმან დღენი მისნი პატიოსნებით და ჟამნი მისნი
Line of ed.: 22     
მშჳდობით. და მეფობასა შინა მისსა არა შეიჭუა პირი მისი, ამისთჳს რამეთუ არაოდეს
Line of ed.: 23     
გარე მიაქცია ჴელი სათხოველისაგან ქურივთა, ობოლთა და მიმძლავრებულთასა.
Line of ed.: 24     
წარვლნა დღენი მისნი სიხარულსა შინა. ამისთჳს რამეთუ მარადღე ახარებდა
Line of ed.: 25     
ყოველთა გლახაკთა და დავრდომილთა. და უკანასკნელ წარვიდა მამათა თჳსთა თანა,
Line of ed.: 26     
და შეეძინა; \ და დაუტევნა ორნი შვილნი, გიორგი და რუსუდან, შუენიერნი, საწადელნი,
Line of ed.: 27     
სასურველნი და საქებელნი, შექმნით სეფის პირნი, გონიერებით აღსავსენი,
Page of ed.: 150   Line of ed.: 1     
სიბრძნით შემკობილნი, და ყოვლითა სიკეთითა სრულნი. თამარ ოცდასამთა შინა
Line of ed.: 2     
წელიწადთა შეაწყუდიალ ყოველი გუარი კეთილ-მეფობისა.

Line of ed.: 3        
აქა დავჴში სიტყჳსა წყობა. მომავალთათჳს ყოველთაგან აწინდელთა სხუათა ძლევისა
Line of ed.: 4     
მიცემითა ყოველთა, და უმჯობესად შესატყჳს შესაძლებელად სახის-მეტყუელებასა
Line of ed.: 5     
უაღრესისა სიტყჳსასა პოვნით, და ამისთჳს ჩუენ მიერ დუმილით პატივ-ცემით დავიდუმოთ.





Next part



This text is part of the TITUS edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.9.2017. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.