TITUS
Kartlis Cxovreba II
Part No. 6
Previous part

Text: Zhamtaaghmc.  
Part: I  
Page of ed.: 151  
ჟამთააღმწერელი
King: 60 
Line of ed.: 1  
მესამეოცე მეფე ლაშა-გიორგი


Line of ed.: 2        ამას სანატრელსა სიცოცხლესა შინა თჳსსა დაედგა გჳრგჳნი ძისა მისისა გიორგისდა
Line of ed.: 3     
რომელსა ლაშობითცა უწოდა იყო წლისა \ ათცამეტისა რაჟამს დაიდგა გჳრგჳნი
Line of ed.: 4     
მეფობისა და მეფემან თამარ მიულოცა მეფობა. ხოლო რაჟამს მიიცვალა თამარ,
Line of ed.: 5     
იყო ლაშა ათრვამეტისა \ წლისა. დაუტევა მეფობა ძესა თჳსსა, ხოლო ნათესავსა ქართველთასა
Line of ed.: 6     
ცემა, მწუხარება, ვაება და გლოვა, რამეთუ ცხოველნიცა ჩასრულ იყვნეს
Line of ed.: 7     
ჯოჯოხეთს მკჳდრნი სამეფოსა მისისანი, და ეგრეთცა ჯერ იყო.

Line of ed.: 8        
შემდგომად მისსა დაიპყრა მეფობა ძემან თამარისმან ლაშა-გიორგი. რამეთუ იყო
Line of ed.: 9     
ტანითა ძლიერი, მჴნედ მოისარი, ნადიმობათა შინა მოსწრაფე, ლაღი და თჳთბუნება;
Line of ed.: 10     
და უმეტეს ამისთჳს განლაღებულ იქმნა, რამეთუ დაემორჩილნეს ყოველნი წინააღმდგომნი
Line of ed.: 11     
მისნი კეთილად მოჴსენებულსა და ღმრთის-მოყუარესა დედასა მისსა, და
Line of ed.: 12     
უშფოთველად და წყნარობით დაეტევა სამეფო თჳსი, და ყოველნი მახლობელნი მათნი
Line of ed.: 13     
მოხარჯე შეექმნნეს, ვითარ განძელნი და მიმდგომნი ნახჭევნელნი და კარნუქალაქელნი,
Line of ed.: 14     
და სხუანი მრავალნი ძღუნითა და ხარკითა მოვიდოდიან მისა. მას ჟამსა
Line of ed.: 15     
იშუებდა, იხარებდა, და ყოველგნით იყო შუება და მხიარულება.

Page of ed.: 152  
Line of ed.: 1        
მაშინ იწყეს განძით განდგომა და არღარა მოსცეს მეფესა ხარკი, ხოლო ამისმან
Line of ed.: 2     
მცნობელმან მეფემან ლაშა მოუწოდა ყოველთა სპათა საქართველოსათა, იმერთა და
Line of ed.: 3     
ამერთა, მჴარგრძელსა ივანეს, რომელსა მაშინ პატივი ათაბაგობისა მინებებოდა დედისა
Line of ed.: 4     
მათისა თამარისგან, რამეთუ იყო ათაბაგობა ისრე განდიდებუ\ლი, [რომელ] იყო უმეტეს
Line of ed.: 5     
სხუათა ერისთავთასა: ესე იყო ვაზირი კარსა მეფისასა. მაშინ თქუა მეფემან,
Line of ed.: 6     
ვითარმედ: "ვინათგან მეფეთა შორის ბრწყინვალემან და სანატრელმან დედამან ჩემმან
Line of ed.: 7     
დამიტევა მეფობა, ყოველნი წინააღმდგომნი პაპათა და მამათა ჩემთანი მოხარაჯედ
Line of ed.: 8     
შექმნა და დღეისმომდე მორჩილნი ბრძანებისა ჩემისანი არიან. აწ განძისა ათაბაგსა
Line of ed.: 9     
საწუნელ უქმნიე. და ხარკისა არღარა ნებავს მოცემა; მე ესრეთ განმიზრახავს, რათა
Line of ed.: 10     
შური ვიგო განძასა ზედა და თქუენ შრომასა შეგამთხჳო. რამეთუ ძალითა და თანადგომითა
Line of ed.: 11     
თქუენითა დაუცემია სანატრელთა პაპათა და მამათა ჩუენთა დიდთა სულტანთა
Line of ed.: 12     
ძლიერებანი, და აწ მიიღეთ ჩემგან პატივი და ნიჭი და აღვიმჴედროთ განძასა
Line of ed.: 13     
ზედა, რათა სხუათა მტერთაგან არღარა საწუნელ ვიქმნნეთ. შეწევნითა ღმრთისათა და
Line of ed.: 14     
წარძღუანებითა პატიოსნისა ჯუარისათა \ და სიქველითა თქუენითა ვსძლოთ მტერთა
Line of ed.: 15     
და წინააღმდგომთა ჩუენთა".

Line of ed.: 16        
ვითარცა ესმა ყოველთა წარჩინებულთა სამეფოსათა, განიხარეს და დაუმტკიცეს.
Line of ed.: 17     
და რქუეს, ვითარმედ: "დიდი ნუგეშინისემა მოგუემატა ღმრთისა მიერ რამეთუ გპოვეთ
Line of ed.: 18     
ახოვანი და გოლიათი, გორგასლიანი და დავითიანი, მსგავსი მათი. მინდობითა
Line of ed.: 19     
ღმრთისათა და ძალითა თქუენითა დავიმორჩილნეთ ურჩნი მეფობისა თქუენისანი, და
Line of ed.: 20     
შევანანოთ ყოველთა ურჩება თქუენი".

Line of ed.: 21        
მაშინ დაამტკიცეს ლაშქრობა, და განძის დარბევასა წარემართნეს თჳთ მეფე
Line of ed.: 22     
სპითა დიდითა. ვერ წინააღუდგეს განძელნი, და მოაოჴრეს ქუეყანა განძისა: აღიღეს
Page of ed.: 153   Line of ed.: 1     
ტყუე და ნატყუენავი ურიცხჳ, \ და მოადგეს ქალაქსა განძისასა, და მრავალ დღე
Line of ed.: 2     
ებრძოდეს, და ყოველთა დღეთა გამოვიდიან ქალაქისა კარსა ბრძოლად ჩალიბად,
Line of ed.: 3     
აქათცა და მუნითცა ურჩეულესნი ებრძოდიან. მაშინ ინება მეფემან გარეშემოვლად
Line of ed.: 4     
ქალაქისა მცირედითა ლაშქრითა, და ვითარ \ მოვლიდა მტკურისაკენ ქუემოთ, ცნეს ესე
Line of ed.: 5     
განძის მყოფთა, ყოველნივე აღიჭურნეს, კაცი ჭურვილი ვითარ ათი ათასი.

Line of ed.: 6        
ხოლო მეფესა ჰყვა ოთხი ათასი კაცი ოდენ, ამათ შინა უმეტეს მესხნი იყვნეს;
Line of ed.: 7     
რამეთუ ერთ-კერძო მჴარგრძელნი დგეს, და ერთ-კერძო ჰერ-კახნი და სომხითარნი,
Line of ed.: 8     
ქართველნი და თორელნი, ერთ-კერძო აფხაზნი, დადიან-ბედიანნი და ლიხთ-იქითნი
Line of ed.: 9     
ზედმოკიდებით ურთიერთას. ხოლო მაშინ ვითარ მოვლიდა მეფე, იცნეს იგი, და
Line of ed.: 10     
მსწრაფლ განახუნეს კარნი ქალაქისანი, და ვითარ მჴეცნი ზედა მიუჴდეს. და იხილა
Line of ed.: 11     
მეფემან ლაშა სიმრავლე მათი უშიშითა გულითა, განმჴნობითა სპათა მათთათა,
Line of ed.: 12     
ეგრეთვე სპანი მეფისანი, სიკუდილად განმწირველნი თავთა მათთანი, ეტყოდეს:
Line of ed.: 13     
"სიკუდილამდის ვიღუაწოთ, და დავდვათ თავი სასიკუდილოდ, და არა ვარცხჳნოთ
Line of ed.: 14     
პირველსა ომსა მეფობისა შენისასა" და მყის მიეტევნეს ურთიერთას, და იქმნა
Line of ed.: 15     
ბრძოლა ძლიერი და დიდად სასტიკი. და მიეცნეს პირსა მახჳლისასა უმრავლესნი
Line of ed.: 16     
რჩეულნი განძისანი. თჳთ მეფე ლაშა წინა მიეტევა მჴნედ და ძლიერად, თჳთ გოლიათი
Line of ed.: 17     
მკლავითა სჳანითა და ჴელითა გოლიათითა, რომლისა თანა წინამბრძოლობდეს
Line of ed.: 18     
ძლიერად ყუარყუარე \ ჯაყელისა შვილი პირმშო, ბიბილა გურკელი, ბოცო ბოცოს ძე,
Line of ed.: 19     
მემნას ძმა, რამეთუ ესენი წინა განეწესნეს.

Line of ed.: 20        
ხოლო ვითარ იხილეს სიმჴნე \ მათი განძელთა, სწრაფით ივლტოდეს პირისაგან
Line of ed.: 21     
მათისა, და სდევნეს ვიდრე კართამდე \ ქალაქისად, და მცირედნიღა შეესწრნეს ქალაქად,
Line of ed.: 22     
და უმრავლესნი ტყუე ყვეს და ზოგნი მოსრნეს.

Page of ed.: 154  
Line of ed.: 1        
ხოლო ამისნი მხილველნი დედანი ძლიერად იცემდეს მკერდსა მათსა და საყელოსა
Line of ed.: 2     
თმითურთ იფხურიდეს, და განაძლიერეს ყივილი და ზრიალი ყოველგნით.
Line of ed.: 3     
ესმა რა ესე ყოველგნით გარე მოდგომილთა ლაშქართა, მეფესა მომართეს მსწრაფლ.

Line of ed.: 4        
ხოლო მეფე უვნებელად დაცული ღმრთისა მიერ, იგი და მისნი წინამბრძოლნი
Line of ed.: 5     
თავადნი სახელოვანნი მოეგებნეს. რომლისათჳს დიდებულნი მებრძოლნი და ლაშქარნი
Line of ed.: 6     
დაამტკიცებდეს არღარა ყოფად მოლაშქრედ და არცა ყოფად კარსა მეფისასა. ხოლო
Line of ed.: 7     
მეფე იგი ჰუნისაგან ჩამოჴდა და ევედრა, უმეცრებით ქმნულისათჳს შენდობა ითხოვა.
Line of ed.: 8     
და ესრეთ მივიდეს კარვად მეფისა სიხარულითა, და მსგეფსამდის მხიარულება და
Line of ed.: 9     
გაცემა იყო ლაშქართა ზედა.

Line of ed.: 10        
ესრეთ შემჭირდა ათაბაგი განძისა და ევედრა, რათა განუჩინონ ხარკი პირველი,
Line of ed.: 11     
რომელი ისმინა მეფემან და უკუსცა ტყუენი, ფასითა და მრავლითა ძღუენითა, თუალითა
Line of ed.: 12     
და მარგალიტითა, ოქროთა რა ვეცხლითა. მივიდა თჳთ მეფე ტფილისს, და
Line of ed.: 13     
აღავსო საქართველო საბოძვრითა. რამეთუ იყო ყოველთა მეფეთა უმეტეს უხჳ და \ არავისთჳს
Line of ed.: 14     
მოშურნე, მლოცველ, მმარხველ, და განმკითხველ და მოწყალე. არამედ უკანასკნელ
Line of ed.: 15     
მიდრკა სიბოროტედ თანამიყოლითა უწესოთა კაცთათა; ვითარცა სოლომონისთჳს
Line of ed.: 16     
წერილ არს, რომელი შეაცთუნეს დედათა, ეგრეთვე ესე უწესოთა კაცთა, ვითარცა
Line of ed.: 17     
ქუემორე სიტყუამან საცნაურ ყოს. ვითარ განისუენებდა ნადირობითა, და მსმურთა
Line of ed.: 18     
თანა მიდრკა სიბოროტედმი, ვითარცა წერილ არს ისრაილთათჳს: "დასხდა ერი იგი
Line of ed.: 19     
ჭამად და სმად, და აღდგეს სიმღერად".

Page of ed.: 155  
Line of ed.: 1        
ხოლო სმამან მღერასა და სიღოდასა და ნაყროვნებამან სიბილწესა უმეტეს გარდარია.
Line of ed.: 2     
განიშორნა ვაზირნი სანატრელისა დედოფლისა და \ დედის წესთა მასწავლელნი,
Line of ed.: 3     
შეიყუარნა თანამოჰასაკენი მოსმურობათა და დედათა უწესოთა თანა აღრევითა, რომელ
Line of ed.: 4     
ესეოდენ უსახურებად მიიწია, რომელ ოდესმე მსმელი ფრიადისა ღჳნისა თაფლუჭისა,
Line of ed.: 5     
ტფილის[ს] მყოფი, წარიყვანეს რინდთა თანა, რათა მუნ განიძღონ სიბილწე თჳსი.
Line of ed.: 6     
ხოლო რინდნი, მეფისა მისლვასა \ არ მგონებელნი და ღჳნით უცნობო-ქმნილნი, ზედა
Line of ed.: 7     
მიეტევნეს მგუემელნი ძლიერად ვიდრემდე ერთიცა თუალი მარჯუენე ხედვისაგან
Line of ed.: 8     
უხედვო ყვეს.

Line of ed.: 9        
ამისნი მცნობელნი თავადნი საქართველოსანი, ფრიად მწუხარენი, და უმეტეს
Line of ed.: 10     
ივანე ათაბაგი და ვარამ გაგელი ზაქარიას ძე განეყენებოდეს დარბაზს ყოფისაგან.
Line of ed.: 11     
"არა თავს ვიდებთო, ეტყოდეს, შენსა მეფედ ყოფასა, უკეთუ არა განეყენო ბოროტთა
Line of ed.: 12     
კაცთა სიახლესა და ავსა წესსა, რომელსა იქმ". ხოლო მეფემან შეინანა და აღუთქუა
Line of ed.: 13     
სიმტკიცეთა მიერ არარასა ქმნა თჳნიერ მათისა განზრახვისა. დაღათუ აღასრულებდა,
Line of ed.: 14     
არამედ ძლიერებდა მტერი უჩინო, ვერ არწმუნეს ცოლისა სმა, ვითარცა არს გულისთქმისა
Line of ed.: 15     
მიერ შემწველობა დედათა მიმართ. მისრულმან კახეთს სოფელსა ერთსა,
Line of ed.: 16     
ველისციხესა, იხილა ქალი ფრიად ქმნულ-კეთილი, და მყის აღტაცებულ იქმნა გულისთქმათა
Line of ed.: 17     
მიერ და დამვიწყებელმან დავითის და ურიის ცოლისა მიმართისა საქმისამან
Line of ed.: 18     
მსწრაფლ თჳსად მიიყვანა და შეიყუარა ფრიად. და მუცლად იღო დედაკაცმან მან და
Line of ed.: 19     
შვა ყრმა, რომელსა \ უწოდეს სახელად დავით. ესე დავით იგი არს, რომელი შემდგომად \
Line of ed.: 20     
დიდთა განსაცდელთა მეფე იქმნა, რომელი ქუემორე სიტყუამან საცნაურ ყოს.

Page of ed.: 156  
Line of ed.: 1        
ესე ყრმა აღზრდად მისცა დასა თჳსსა რუსუდანს, რომელი იგიცა მხოლო ესუა
Line of ed.: 2     
თამარსა, რომელთა ძმებრივისა და დებრივისა სიყვარულისა უმეტესობა აქუნდა
Line of ed.: 3     
ურთიერთას.

Line of ed.: 4        
ამათ წარმართებულობათა და დაწყნარებულობათა შინა იყო მეფე და ყოველგნით
Line of ed.: 5     
ნიჭი და ძღუენი მოუვიდოდეს მოხარკეთა მიერ კარვად მეფისა. მხიარულითა პირითა
Line of ed.: 6     
მოვლიდის სამეფოსა თჳსსა განსაგებელთა საქმეთათჳს. გარდავიდის ქუეითი აჯამეთს,
Line of ed.: 7     
ნადირობდის ცხუმს და აფხაზეთს, და განაგნის საქმენი მანდაურნი. და სთუელთა
Line of ed.: 8     
შთავიდის ტფილისს, ხოლო საზამთროდ დადგის დურს სომხითისასა, და მიერ ბრძოდის
Line of ed.: 9     
განძელთა. ზაფხულის აღვიდის თავად მტკურისად და დადგის კოლას. და მოვიდოდიან
Line of ed.: 10     
წინაშე მისა მოხარკენი ძღუნითა ხლათით და საბერძნეთით.

Line of ed.: 11        
ამით განსუენებასა შინა მყოფმან არა ინ\ება ქორწინება ცოლისა. ამისთჳს შეკრბეს
Line of ed.: 12     
კათალიკოსნი, ეპის\კოპოსნი და ვაზირნი და მოაჴსენებდეს: "არა ჯერ არს, რათა
Line of ed.: 13     
მჴევალი გესუას და არა ცოლი, ვითარცა დასწერს მოციქული პირი ქრისტესი პავლე:
Line of ed.: 14     
"ქორწილი წმიდა არს და საწოლი შეუგინებელ. ხოლო მსიძავნი და მემრუშენი საჯნეს.
Line of ed.: 15     
ღმერთმან". ხოლო მეფესა არა ენება, არცა უსმინა. ამისთჳს წარგუარეს ქალი იგი,
Line of ed.: 16     
დედა დავითისი, და ქმარსავე მისსა მისცეს. ხოლო არცა მაშინ ექორწინა მეუღლესა,
Line of ed.: 17     
არამედ ეგო უქორწინებელად.

Line of ed.: 18        
რამეთუ იყო ესე ლაშა-გიორი მჴნე, ა\ხოვანი, ძლიერი, ლაღი, ამპარტავანი,
Line of ed.: 19     
თავჴედი, თჳთბუნება, ვითარცა მითქუამს, უხჳ, სახიობის მოყუარე, ღჳნის მოყუარე
Page of ed.: 157   Line of ed.: 1     
და გემოთ-მოყუარე. და მშჳდობა იყო სამეფოსა შინა მისსა, და შექცეულ იყო სმასა
Line of ed.: 2     
და ჭამასა, რომლისათჳს დასწერენ მამანი, ვითარმედ: "სამნი არიან მიზეზნი ვნებათანი,
Line of ed.: 3     
რომელთაგან იშვებიან ყოველნი ბოროტნი: გემოთ-მოყუარებანი, ვეცხლისმოყუარება
Line of ed.: 4     
და დიდების-მოყუარება; ამათნი პირმშონი არიან: სიძვანი, მრუშებანი,
Line of ed.: 5     
რისხვა, მწყნარობა, ამპარტავნება". ამათ ბოროტთაგან გამოვლენ ჴორცთმოყუარებანი,
Line of ed.: 6     
უწესოდ \ ნებისა მიდევნებანი, რომლისა თჳთოეულად არა არს ჟამი აღწერად, ვითარცა
Line of ed.: 7     
წინასწარმეტყუელიცა იტყჳს: ჭამა იაკობ, განძღა, განსხნა, განსუქნა, და დაუტევა
Line of ed.: 8     
ღმერთი შემოქმედი თჳსი, და განუდგა ღმერთსა მაცხოვარსა თჳსსა".

Line of ed.: 9        
ეგრეთვე იქმნა ნათესავსაცა ამას შინა ქართველთასა, რამეთუ განძღეს და იშუებდეს
Line of ed.: 10     
და უწესოებად მიდრკეს სიძვათა შინა და მთრვალობათა უგუნურნი კაცნი მეფის
Line of ed.: 11     
კარსა ზედა არა-ყოფისა-ღირსნი და აწ კარსა ზედა მყოფნი. დაღათუ კათალიკოსთა
Line of ed.: 12     
ორთავე და თავადთა ამის სამეფოსათა. და უმეტს ივანე ათაბაგსა უმძიმდათ საქმე ესე,
Line of ed.: 13     
არღარა ინებეს მას თანა სამარადისო ყოფა, არამედ განეშორეს და თჳს-თჳსად იყოფოდეს.
Line of ed.: 14     
ამისთჳს აღმოსცენდეს მიზეზნი, ცოდვათა სიმრავლითა, საქართველოსა მოოჴრებისანი,
Line of ed.: 15     
რომელი ქუემორე სიტყუამან ცხად ყოს.



Next part



This text is part of the TITUS edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.9.2017. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.