TITUS
Kartlis Cxovreba II
Part No. 4
Previous part

Part: IV  
Page of ed.: 93  
Line of ed.: 10  
ნაცვალი სიტყვა მეფისა ნუქრადინისადმი


Line of ed.: 11        ძალსა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისასა მინდობილმან მარადის ქალწულისა
Line of ed.: 12     
მარიამისა სასოებით მოსავმან და პატიოსნისა ჯუარისა მვედრებელმან წარვიკითხე
Line of ed.: 13     
ღმრთისა განმარისხებელი წიგნი შენი, ნუქრადინო, და ვცან სიცრუვენი შენნი, რომელთა
Line of ed.: 14     
ბჭე ღმერთი იყოს! შენ ოქროსა მევირეთა სიმრავლისად მინდობილ ხარ,
Page of ed.: 94   Line of ed.: 1     
ხოლო მე არცა სიმდიდრესა და არცა ძალსა სპათა ჩემთასა, არამედ ძალსა ღმრთისა
Line of ed.: 2     
ყოვლისა მპყროლბელისასა და ჯუარისა წმიდისა, რომელი შენ ჰგმე. აწ წარმომივლენია
Line of ed.: 3     
ყოველი მჴედრობა ჩემი წინამოგებებად შენდა. იყავნ ნება ღმრთისა, ნუ შენი! სამართალი
Line of ed.: 4     
მისი, ნუ შენი!"

Line of ed.: 5        
და ვითარ მოვიდა მოციქული და შეიყვანეს მეფეს თანა თამარსა წინაშე, წიგნი,
Line of ed.: 6     
მისცა და წარდგა, იწყო არა-სა\კადრებელთა სიტყუათა თქმად: "უკეთ\უ მეფემან თქუენმან
Line of ed.: 7     
დაუტეოს სჯული, იპყრას სულტანმან ცოლად; და უკეთუ არა დაუტეოს სჯული,
Line of ed.: 8     
იყოს ხარჭად სულტნისა". ვითარ ამპარტავნად იტყოდა სიტყუათა ამათ, წარმოდგა
Line of ed.: 9     
ზაქარია ამირსპასალარი და უხეთქა ჴელითა პირსა, და ვითარცა მკუდარი დაეცა და
Line of ed.: 10     
იდვა. ვითარ აზიდნეს და ამართეს და ცნობად მოვიდა, რქუა ზაქარია: "თუ მოციქული
Line of ed.: 11     
არა იყავ, პირველად ენისა აღმოკუეთა იყო შენი სამართალი და მერმეღა თავისა
Line of ed.: 12     
კარნიერად კადრებისათჳს. აწ არა არს სიტყუა! ესე წიგნი მიარ\თჳ ნუქრადინს და
Line of ed.: 13     
არქჳ: ჩუენ მზა ვართ წყობად და წინამოგებებად, სამართალი ღმრთისა, იყავნ!"

Line of ed.: 14        
მისცა ესევითარი წიგნი, და მერმე შემოსეს და ნიჭი უბოძეს, წარზავნეს პასუხითა
Line of ed.: 15     
მწუავითა. მაშინ მოუწოდეს სპათა იმერთა და ამერთა, ნიკოფსით დარუბანდამდის,
Line of ed.: 16     
და შეკრბეს ჯავახეთს. და მივიდა თამარ ვარძიას, ვარძიისა ღმრთისმშობელისა
Page of ed.: 95   Line of ed.: 1     
წინაშე. და ცრემლით შევედრა სოსლან დავით და სპა მისი; და დროშა მისი სჳანი
Line of ed.: 2     
და ბედნიერად მყოფი გაგზავნა ვარძიით. ლაშქარნი წარემართნეს. წინამებრძოლად
Line of ed.: 3     
იყო ზაქარია მჴარგრძელი ამირსპასალარი, და ორნიცა იგი ძმანი ახალციხელნი, შალვა
Line of ed.: 4     
და ივანე, დაღათუ შალვა მანდატურთ-უხუცესი იყო, ჭიაბერი და სხუანი თორელნი,
Line of ed.: 5     
და წარემართნეს ბასიანის კერძოსა. და მეფე თამარ მოვიდა ოძრჴეს: და ეახლნეს.
Line of ed.: 6     
შავთელი კაცი ფილასოფოსი და რიტორი, ლექსთა გამომთქმელი და მოღუაწებათა
Line of ed.: 7     
შინა განთქმული, და ევლოგი სალოსად წოდებული \ და წინასწარ-მცნობლობისა ღირსქმნილი
Line of ed.: 8     
ამათ თანა იყვის მეფე თამარ დღისი და ღამე ლოცვითა, ფსალმუნებითა,
Line of ed.: 9     
ღამისთევითა დაუძინებელად, და ყოველთა ღამეთა დღე-ლიტანიობდა და არა დასცხრებოდა.
Line of ed.: 10     
და ყოველგან საყდართა, მონასტერთა და სოფელთა უბრძანა ლიტანიობა და
Line of ed.: 11     
ვედრება ღმრთისა.

Line of ed.: 12        
ხოლო მეფემან დავით ქმნა, უნდოდა რამეთუ ზედა-მიჰმართა სადა დაბანაკებულ
Page of ed.: 96   Line of ed.: 1     
იყო ბასიანისსა ადგილსა ბოლოსციხედ წოდებულსა. და ეახლნეს ბანაკსა სულთნისა!
Line of ed.: 2     
რომელ არა იყო რიცხჳ ცხენისა, ჯორისა და აქლემისა მათისა კარვებისა
Line of ed.: 3     
და სარაფარდებისა მინდორი იგი ძლივ იტევდა კარვებსა მათსა და აღმდგომსა
Line of ed.: 4     
მისსა, და უმეტეს ქა\რთველთასა. ესრეთ წყნარად და უკადრად მდგომარე იყო სულტანი. და
Line of ed.: 5     
ეახლა დავით და ქართველნი. დააწყუეს რაზმი, სადა-იგი წინამბრძოლად
Line of ed.: 6     
იყო ზაქარია მჴარგრძელი ამირსპასალარი და ახალციხელი შალვა და ივანე, და
Line of ed.: 7     
სხუანი თორელნი; და ერთკერძო აფხაზნი და იმერნი ერთ-კერძო ამერნი და ჰერ -- კახნი.
Line of ed.: 8     
ესრეთ წყნარად ვიდოდეს. დარაჯნი არა უდგეს სულტანსა, არამედ იხილა კაცმან
Line of ed.: 9     
სულტნისამან: მოვიდა სპა ურიცხჳ ქაფარი. [წარიკუეთა] სასოება მეფისა მათისა.
Line of ed.: 10     
ხოლო იგინი განკრთეს და მოიღეს ჯოგი; აღიჭურნეს და აღსხდეს ჰუნეთა, ბარგი
Line of ed.: 11     
და კარვები დაუტევეს. რა მოვლეს კარავთაგან, წინაგანეწყვნეს, და ეახლნეხ წინამბრძოლნი
Line of ed.: 12     
ორთავე, და იქმნა ომი ფიცხელი და ძლიერი, რომელი ძუელ-ოდესმე
Line of ed.: 13     
ქმნილ იყო მჴნეთაგან ეგევითარი ომი.

Line of ed.: 14        
\ და განგრძელდა მყოვარ-ჟამ და მოსწყდებოდეს ორგნითვე, ხოლო უმეტეს სულტნისა
Line of ed.: 15     
სპანი მოისრვოდეს. და ესოდენ განგრძელდა ომი, რომელ მოუკლეს ცხენი
Line of ed.: 16     
ივანეს მსახურ-უხუცესსა, ზაქარია გაგელს, ახალციხელთა შალვასა და ივანეს, თაყაიადინ
Line of ed.: 17     
თმოგუელსა, კაცსა მჴნესა, და სხუათა მრავალთა თავადთა. და კნინღა სივლტოლად
Page of ed.: 97   Line of ed.: 1     
მოდრიკნეს, და ქვეითად დარჩეს რაზმსა შინა მჴნენი საქართველოსანი. და იხილეს
Line of ed.: 2     
ლაშქართა თავის-თავისნი პატრონნი ქუეითნი, გაწირნეს თავნი სიკუდილად და ჩამოჴდეს
Line of ed.: 3     
ცხენისაგან და პატრონთა მათთა გვერდსა დაუდგეს, ქუეითნი ქუეითთა; და ეგრეთ
Line of ed.: 4     
ძლიერი ომი შეიქმნა. და ვითარ იხილა დავით მჴნემან, ამანცა მჴნემან მორიდა
Line of ed.: 5     
ერთ-კერძომან, და მარჯუენასა მჴარსა \ მორიდა ზაქარია მჴარგრძელმან. და ვითარ
Line of ed.: 6     
ქართველთა განეშორეს, რათა არა ცხენითა მათითა დაითრგუნნა ქუეითნი ქართველნი,
Line of ed.: 7     
და მიმართეს სპარსთ-კერძ. და ვითარ ნადირისთჳს მოსწრაფე იქმნეს მონადირე,
Line of ed.: 8     
ეგრეთ მსწრაფლ მოეტევნეს ერთ-კერძო სოსლან დავით და ერთ-კერძო ზაქარია, გარნა
Line of ed.: 9     
ვინ უმახლობელეს იყო, უწინარეს მივიდა, მასვე წამსა შინა დავით და სპა მისი
Line of ed.: 10     
მივიდა და, ვითარ მგელნი ცხოვართა, ეგრეთ შეუცვივდეს ურიცხუსა მას სპასა შინა
Line of ed.: 11     
სულტნისასა. პირველსა მოკიდებასა და ხეთქებასა ჴრმალთასა მოხედა წყალ\ობა-აურაცხელმან
Line of ed.: 12     
ღმერთმან მოსავთა ჯუარისათა, და განადიდა დიდება დავითისი და თამარისი
Line of ed.: 13     
ვარძიისა ღმრთისმშობელმან. და ანასდათ ეგოდენი სიმრავლე განსჴდა, იძლია, დაიპანტა,
Line of ed.: 14     
და ამას ჰგუანდა -- თუალგარდუწოდებელი მაღნარი მიწითურთ მოგლეჯილ იყო
Line of ed.: 15     
და დაზულეულ, და ღირს სადმე ყოფილიყო. სადგან თუალი იხილველობდა, ყოველგან
Line of ed.: 16     
ტყეთა მსგავსი ლაშქარი იხილვებოდა ლტოლვილი.

Line of ed.: 17        
ხოლო მჴნე ესე ქართველნი, რომელნი-ესე ზემო ქუეითად მყოფნი ვაჴსენეთ
Line of ed.: 18     
აღსხდეს ჰუნეთა და, ვიდრე ღამედმდე, დევნა ყვეს და ჴოცდეს, ჩამჰყრიდეს და
Line of ed.: 19     
იპყრობდეს. და თჳთ მათვე ჯარითა ვერ იტყვიდეს და ურთიერთას დასთრგუნვიდეს.

Page of ed.: 98  
Line of ed.: 1        
ამათ თხრობათა მოწევნულსა კუალად მენება დუმილი. განკჳრვებულ ვარ, თუ
Line of ed.: 2     
ვითარითა წყალობითა მოხედა სამკჳდრებელსა თჳსსა ღმერთმან და ვარძიისა ღმრთისმშობელმან.
Line of ed.: 3     
ვითარ უვნებლად დაიცვა მის წინაშე და მისი შევედრებული ერი ქართველთა და
Line of ed.: 4     
ეგრეთ წარმოვლენილი ერი, რომელ ეგოდენისა სიმრავლისაგან არცა
Line of ed.: 5     
ერთი ვარგი, მეფისაგან შესწავლილი, \ კაცი მოკუდა, ვითარ ეგოდენი სიმრავლე სპისა
Line of ed.: 6     
მათისა ივლტოდა და თუ ვითარ უვნებლად დაიცვა სპანი თამარისნი. აღივსნეს.
Line of ed.: 7     
ოქროთა და ვეცხლითა და ჭურჭლითა პატიოსნითა. ხოლო ცხენ-ჯორისა და აქლემისა
Line of ed.: 8     
სიმრავლე, რომელ დაყარეს, ვინმე აღრაცხნეს. ხოლო კარავთა საფენელთა და შესამოსელთა
Line of ed.: 9     
და ლარის არტახთა მიერ სავსე იყო ყოველი საბა\ნაკო მათი, რამეთუ
Line of ed.: 10     
ესოდენ ზარგანჴდილნი ივლტოდეს, რომელ მოსწრაფენი არა მიხედვიდეს კარავთა და
Line of ed.: 11     
ფარდაგთა მათ სიმდიდრეთა, არამედ თჳთოთა ცხენითა ივლტოდეს და მარქაფასა
Line of ed.: 12     
განუტევებდეს.

Line of ed.: 13        
ესრეთ ძლევა-შემოსილნი, \ მადიდებელნი ღმრთისანი, შემოიქცეს და დადგეს
Line of ed.: 14     
კარავთა შინა მათთა. ვითარ რიყე იდვა მუზარადი შაქრისა. და იყო იგი ადგილი
Line of ed.: 15     
წყაროთა სავსე; მოვიდის კაცი და მუზარადისა სადები ამოჰფრიწის, და შაქრითა
Line of ed.: 16     
გატენის, და წყლითა აღავსის, და სუმიდის. ესრეთ სახელოვანმან დავით მიმართა
Line of ed.: 17     
მზესა მისსა მიმართ".

Line of ed.: 18        
ხოლო ესე თქმულ არს, რომელ მეფისა თამარისა ოძრჴეს ყოფასა შინა ეახლნეს
Page of ed.: 99   Line of ed.: 1     
შავთელი იოვანე და ევლოგია და იყო ვედრება ღმრთისა და ღამეთა გათევა ლაშქართა
Line of ed.: 2     
გამარჯუებისათჳს. დღესა ერთსა შავთელი და ევლოგი მეფესა თამარსა წინაშე.
Line of ed.: 3     
სხდეს; და ანასდათ განკჳრვება დაეცა ევლოგის: იწყო აღმართ ხედვად. ვითარ ხედჳდა,
Line of ed.: 4     
ანასდა ევლოგი დაეცა ჭმუნვის სახედ -- და ვითარ აჰაჰ ესერა -- სამგზის და მეყსეულად
Line of ed.: 5     
ახლტა და ჴმა ყო: "აჰა წყალობა ღმრთისა სახლსა ზედა თამარისსა მოიწია".
Line of ed.: 6     
და ივლტოდა და აღვიდა მთასა, რომელსა ჰქჳან არაგანნი. მაშინ შავთელმან რქუა.
Line of ed.: 7     
უწყოდე, მეფეო, რომელ ჩუენება იხილა სულელ-საგონებელმან, გარნა ჩუენებასა
Line of ed.: 8     
კეთილსა ვჰგონებ!" ამისთჳს დაწერეს დღე და ღამე \ და ჟამი იგი.

Line of ed.: 9        
მოწყალემან ღმერთმან პირველ შესახა ესე ყოველი ნივთთა აგება უკანასკნელისა
Line of ed.: 10     
ჴსნისა ჩუენისათჳს. და მოწყალემან მასვე დღესა შესახა ჴსნა ჩუენი აღდგომითა
Line of ed.: 11     
თჳსითა. და ესრეთ მხიარულითა პირითა სახელგანთქმულნი მოვიდეს ვარძიას, თჳთ
Line of ed.: 12     
თამარიცა მივიდა, და ჯეროვანი. მადლობა შეწირეს.

Line of ed.: 13        
ამათ დღითი-დღე წარმართებათა და განდიდებათა შინა იყო სკიპტრის-მპყრობელთა
Line of ed.: 14     
ყოველთა უბრწყინვალესი თამარ; უმეტეს შეუმატებდა ღმრთისმსახურებასა,
Line of ed.: 15     
ეკლესიათა და მონასტერთა კაზმასა და შენებასა, ობოლთა და ქურივთა შეწყალებასა
Line of ed.: 16     
და სამართლისა მოფენასა. ამას შინა იშუებდეს და იხარებდეს სამეფოსა; ჟამ გარდვიდიან
Line of ed.: 17     
აფხაზეთს და განაგიან საქმენი მანდაურნი, და მოინადირიან კეთილი იგი სანადირო --
Line of ed.: 18     
გეგუთი და აჯამეთი. მერმე გარდმოვიდიან ქართლს, სომხითს, და დადგიან
Line of ed.: 19     
დურს; მოვიდიან ხარაჯითა განძელნი და აღმართ-ქალაქნი. გაზაფხულ აღმოვლიან
Page of ed.: 100   Line of ed.: 1     
სომხითი, მოიღიან ხარაჯა ნახჭევნელთა; და წარვიდიან კოლას, თავსა არტანისასა, და
Line of ed.: 2     
მუნით მოიღიან ხარაჯა კარნუ-ქალაქით და ეზინკით და სხუათა გარემოსა ქალაქთა.

Line of ed.: 3        
ესრეთ, სიხარულსა შეუთქს მწუხარება.

Line of ed.: 4        
ამისთჳს მოიწია მწუხარება, რამეთუ მიიცვალა სოსლან დავით, კაცი აღსავსე
Line of ed.: 5     
ყოვლითა სიკეთითა, საღმრთოთა და საკაცობოთა, შესახედავად განმშუენებული, ხოლო
Line of ed.: 6     
წყობათა და ომთა შინა მჴნე \ ვინმე. გულოვანთაგანი, უხჳ და მდაბალი და სიკეთე
Line of ed.: 7     
აღმატებული. და დაუტევნა ორნი ძენი: ყრმა \ ვიდრემე ლაშა-გიორგი, ხოლო ასული
Line of ed.: 8     
რუსუდან. და იტირეს და იტყებდეს და დაუტევეს მწუხარება ყოველსა მკჳდროვანსა.

Line of ed.: 9        
მათ უკუე ჟამთა, არა მცირედ მყოფელთა, მშჳდობა იყო ყოველგან. და მეფე იყო
Line of ed.: 10     
გეგუთს, რამეთუ იყო წმიდა-მარხვანი; მჴარგრძელნი ორნივე მეფეს წინაშე იყვნეს.
Line of ed.: 11     
და ვითარ ცნა არდაველის სულტანმან, აღძრა მტერობა ქრისტეანეთა ზედა, და მოუწოდა
Line of ed.: 12     
სპათა მისთა, და \ წარმოემართა და მოაოჴრა ანისი, რამეთუ უწყოდა მჴარგრძელთა
Line of ed.: 13     
შინა-უმყოფლობა. წარმოვიდა და აღვლო რაჴსის პირი, და უგრძნობლად
Line of ed.: 14     
მოვიდა ანისა; გზა-გზა არავის ავნო და დიდსა შაბათსა მწუხრი მოვიდა ქალაქსა
Line of ed.: 15     
ანისისასა. და ვითარ ცისკარი მოეახლა და ჰკრეს ძელსა და განახუნეს კარნი ქალაქისანი,
Line of ed.: 16     
მყის მიეტევნეს კარსა ქალქისასა, შეუტევეს ცხენი, და ვერ მოასწრეს კარნი,
Line of ed.: 17     
და შევიდეს ქალაქად. იწყეს ჴოცად, კლვად, ტყუეობად. უმრავლესი ერი იყო ეკლესიათა
Line of ed.: 18     
შინა, ვითარ შეჰგავს ქრისტეანეთა სჯულსა. რომელიმე ივლტოდა დარბაზოანთა
Line of ed.: 19     
და მუნ გამაგრდა, რომელიმე ივლტოდა ქუაბონსა, რომელსა ქარტუნობითა უჴმობენ.
Page of ed.: 101   Line of ed.: 1     
და რა განერა, ანუ ციხესა ანუ ქარტუნსა შინა შევიდა, რამეთუ გარეშემო სამგნით
Line of ed.: 2     
ქარაფი იყო კლდიანი და ქუებიანი.

Line of ed.: 3        
ესრეთ ჴელთ იგდეს ქალაქი, ერთი ბევრი და ორი ათასი კაცი ეკლესიათა. შინა,
Line of ed.: 4     
ვითარ ცხვარი, დაკლეს, თჳნიერ მისსა, რომელი უბანთა და ფოლოცთა შინა მოიკლა.
Line of ed.: 5     
ესეოდენ მძჳნვარედ მოაოჴრეს ანის, და სავსენი ტყჳთა და ალაფითა მიიწივნეს შინა.

Line of ed.: 6        
ესე ანისისა მოოჴრებისა ამბავი გეგუთს \ ახალ-კჳრიაკეს აცნობეს მეფესა თამარს,
Line of ed.: 7     
ამირსპასალარსა ზაქრიას და მსახურთ-უხუცესსა ივანეს. ესმა და დიდად დამძიმდეს,
Line of ed.: 8     
და მწუხარებამან მოიცვნა, და რამცა ყვეს არა უწყოდეს; გულნი მათნი ცეცხლებრ
Line of ed.: 9     
ენთებოდა. მეფე და ყოველნი სპანი მისნი მწუხარებითა და გულისწყრომითა მოცულნი
Line of ed.: 10     
სპარსთა მიმართ ბრძოლისა ყოფად \ აღემზადნეს.

Line of ed.: 11        
მაშინ მჴარგრძელთა თქუეს მეფესა: "მოიწია ბოროტი ჩუენ ზედა გარდასლვითა
Line of ed.: 12     
მცნებათა ღმრთისათა; უბოროტესად ესოდენი სჯული ქრისტიანე მოიკლა ცუდრჯულთა
Line of ed.: 13     
სარკინოზთა მიერ ცოდვათა ჩუენთათჳს. არამედ ვესავ წყალობასა ღმრთისასა და
Line of ed.: 14     
პატიოსანსა ჯუარსა, რათა არა მისცნეს მოსავნი ჯუარისანი სრულიადსა წარწყმედასა
Line of ed.: 15     
სარკინოზთა მიერ, არამედ შურ-ვაგოთ, ნაცვლის ქმნად განვემზადნეთ, და სიცრუვე
Line of ed.: 16     
მათი მათვე მიექცეს. შენ, მეფეო, ამცენ სპათა შენთა -- მზა იყვნენ არდაველის სულტანსა
Line of ed.: 17     
ზედა; წარვიდეთ ანისს და, ვინ სადა ვპოოთ სპარსთაგან, მოვინადიროთ. [ნუ
Line of ed.: 18     
დიდნი წავალთ] გარნა მცირენი. რამეთუ, უკეთუ \ დიდნი წავალთ, სცნობენ და სიმაგრეთა
Line of ed.: 19     
შევლენ; მცირითა ლაშქრითა შემეწიე. რაჟამს შეგინებული მარხვა მოვიდეს,
Line of ed.: 20     
რამცა არიან, რომელ ჩუენ მოგაჴსენოთ სთნდა მეფესა თქმული მათი. და უბრძანა
Line of ed.: 21     
მეფემან, რათა მზა იყვნენ სპანი მისნი.

Page of ed.: 102  
Line of ed.: 1        
და მჴარგრძელნი წამოვიდეს ანისს და იწყეს კაზმად. და მოეახლა ბილწისა სჯულისა
Line of ed.: 2     
მათისა მარხვა. წარმოავლინეს მეფეს წინაშე კაცი ლაშქრის, მთხოველი. მაშინ
Line of ed.: 3     
უბრძანა მესხთა თორელთა თმოგუელთა ჰერ-კახთა, სომხითართა; ქართველნი არა
Line of ed.: 4     
წარიტანნეს, რათა არა აგრძნიან არდაველს მყოფთა. შეკრბეს ანისს და წარემართნეს.
Line of ed.: 5     
არდაველს. გარდავლეს გელაქუნი და ჩავლეს ისპიანი, გავიდეს ხუაფრიდის ჴიდსა და
Line of ed.: 6     
მიმართეს არდ\აველს. ესრეთ მოუწონეს ჟამი, რომელ აიდი განთენდებოდა, რომელ
Line of ed.: 7     
არს აღვსება მათი, და \ მას ღამესა გარე მისდგეს არდაველს. ვითარ ჴმა-ყო ქადაგმან
Line of ed.: 8     
ბილწისა ქადაგებისა მათისამან და გაჴშირდა მუყრთა ყივილი, ყოვლგნით ცხენი
Line of ed.: 9     
შემოუტივეს მჴარგრძელთა, შეუჴდეს და უომრად ჴელთ იგდეს ქალაქი, თჳთ სულტანი,
Line of ed.: 10     
ცოლნი და შვილნი მისნი და ყოველი სიმდიდრე სულტნისა ქალაქისა. ესრეთ აღივსნეს
Line of ed.: 11     
სიმდიდრითა აურაცხელითა, თუალითა და მარგალიტითა, ოქროთა და ვეცხლითა,
Line of ed.: 12     
ჭურჭლითა ოქროსა და ვეცხლისათა, შესამოსლითა, საფენელითა და ყოვლითა სიმდიდრითა
Line of ed.: 13     
ეგოდენ გამდიდრებულისა ქალაქისა, რომელ მოთხრთბა ძნელ სადმე არს.
Line of ed.: 14     
აღივსნეს ცხენითა, ჯორითა, აქლემითა, საქონელი მათი თჳთ მათვე საჴედართა ძლით
Line of ed.: 15     
აჰკიდეს და წარმოემართნეს. ხოლო სულტანი არდაველისა მოკლეს, ცოლნი და შვილნი
Line of ed.: 16     
მისნი ტყუე-ჰყვეს და წამოასხეს; ათორმეტი ათასი კაცი რჩეული მიძგითთა შინა
Line of ed.: 17     
მოკლეს, ვითარ მათ ყვეს ანისისა ეკლესიასა შინა; სხუა უმრავლესი ერი მოსწყჳდეს
Page of ed.: 103   Line of ed.: 1     
და სხუა ტყუე-ჰყვეს. აღმოიარეს იგივე გზა და ასეთი ძლევაშემოსილნი მოვიდეს ანისს.
Line of ed.: 2     
დიდად ნუგეშინისმცემელნი. მოვიდეს მეფეთა-მეფესა და მზეთა-მზესა და დედოფალთ-დედოფალსა
Line of ed.: 3     
წინაშე; მოიღეს ძღუენი და არმაღანი აღავსეს ყოველი მთავარი, თჳთ
Line of ed.: 4     
მეფე და ყოველნი წინაშე მისსა მყოფნი. მას ჟამსა კოლას დგა \ მეფე, აღივსო ყოველი
Line of ed.: 5     
ქუეყანა სიმდიდრითა, ოქროთა, ვეცხლითა, თუალითა, მარგალიტითა, რომელი მოიღეს
Line of ed.: 6     
ზაქარია და ივანე. რომლისათჳსცა დიდად მადლიერმან მეფემან უბოძა მრავალნი
Line of ed.: 7     
ციხენი და ქალაქნი და ქუეყანანი ესრე მადიდებელნი. ღმრთისა იშუებდეს და მეფე
Line of ed.: 8     
ნებიერად იყოფოდა და მოუდიოდა გარეშემოთადაღმა ხარაჯა და ძღუენი ურიცხჳ.
Line of ed.: 9     
არამედ სხუანი. ჴდიდესნი \ საქმენი აღმოუჩნდეს. მოვიდეს მჴარგრძელნი, ამირსპასალარი
Line of ed.: 10     
ზაქარია და მსახურთუხუცესი ივანე და ვარამ გაგელი, მეფეს წინაშე და
Line of ed.: 11     
მოაჴსენეს: \ "ძლიერო ჴელმწიფეო, შარავანდედთა შორის უმეტეს აღმობრწყინვებულო
Line of ed.: 12     
იხილე და განიცადე სამეფო თქუენი და ცან სიმჴნე და სიქველე სპათა შენთა; გულის
Line of ed.: 13     
ჴმა ყავ, რამეთუ მრავალნი ახოვანნი, მჴნენი და რჩეულნი იპოებიან სპათა შენთა
Line of ed.: 14     
შორის, რამეთუ არა არს წინააღმდგომი მათი აწ ბრძანოს მეფობამან თქუენმან რათა
Line of ed.: 15     
არა ცუდად დავიწყებასა მიეცნეს სადამე სპათა შენთა საქმენი, არამედ აღამჴედროთ
Line of ed.: 16     
ერაყს, რომ-გურსა ზედა, რომელ არს ხუარასანი, და ცნან ყოველთა სპათა აღმოსავლეთისათა
Line of ed.: 17     
ძალი და სიმჴნე ჩუენი. და უბრძანე სპათა საქართველოსათა -- მზა იყვნენ
Line of ed.: 18     
ლაშქრობად ხუარასანს. დაღათუ არავინ ქართველთაგანი მიწევნულ არს ხუარასანს და
Line of ed.: 19     
ერაყს, არამედ ბრძანე, რათა ნიკოფსით დარუბანდამდე აღიჭურნენ და მზა იყვნენ!"

Page of ed.: 104  
Line of ed.: 1        
და ვითარ ესმნეს თქმულნი მჴარგძელთანი მეფესა, მოუწოდა ყოველთა წარჩინებულთა
Line of ed.: 2     
ამის სამეფოსათა, იმერთა და ამერთა, და აუწყა თქმული მათი. ვითარ ესმა
Line of ed.: 3     
ლაშქრად წვევა \ მჴარგრძელთაგან, სთნდა ყოველთა თქმული მათი და დაასკუნეს
Line of ed.: 4     
ლაშქრობა და იწყეს კაზმა.

Line of ed.: 5        
მოიწია არე სთულისა, მოვიდეს ტფილისს მეფეს წინაშე. განახნა სპანი მისნი
Line of ed.: 6     
და იხილნა აბჯარითა კეთილითა და პატიოსნითა და მოუწინა აბჯარი და ცხენკეთილობა
Line of ed.: 7     
მათი, სიდიდე და სიმჴნე სპათა მისთა, შურითა სპარსთათა აღსავსეობა.
Line of ed.: 8     
და მოიღო დროშა სჳანად ჴმარებული, გორგასლიანი და დავითიანი, და შეავედრა
Line of ed.: 9     
მასვე ვარძიისა ღმრთისმშობელს. დროშა და ლაშქარი \ დალოცა და წარავლინა სპარსეთს.
Line of ed.: 10     
და მისცა დროშა ზაქარია ამირსპასალარსა, და წარემართნეს სპარსეთად.

Line of ed.: 11        
ჩავლეს პირი ნახჭევნისა და გავიდეს ჯუღას და რაჴსა, და შევლეს ვიწრო იგი
Line of ed.: 12     
ჴევი დარდუზისა, და აღვიდეს მარანდსა. ხოლო მარანდელნი, ამისნი მცნობელნი
Line of ed.: 13     
ლტოლვილ იქმნეს კლდეთა შინა. ხოლო ესენი მარანდს რა მივიდეს, არა პოვეს კაცი,
Line of ed.: 14     
ეგონათ მთასა მარანდისასა ყოფად სპათა ადარბადაგანისათა. ამისთჳს დაარჩიეს ხუთასი
Line of ed.: 15     
მჴედარი რჩეული დიდებული და აზნაური. უჩინეს მჴედართ-მთავრად თაყაიადინ თმოგუელი.
Line of ed.: 16     
წარემართნეს, აღვლეს აღმართნი მარანდისანი, აღვიდეს ვაკესა თავსა მარანდისასა
Line of ed.: 17     
და დადგეს მთასა მას, რამეთუ ესრეთ ემცნო ზაქარიას: "არავის ბრძოლოს
Line of ed.: 18     
მიღმართ, სადამდის არა მივიდეს იგი და სრულადა ლაშქარი მთასა მას ზედა. თუ
Line of ed.: 19     
დიდი ლაშქარი ნახონ, აცნობონ ზაქარიას: რაცა რქუას, ყონ".

Line of ed.: 20        
და დადგა ხუთასი კაცი წარჩინებული. იხილეს მთით მარანდელთა, რომელნი
Line of ed.: 21     
შელტო\ლვილ იყვნეს ღირღალთა და კლდეთა მაღალთა, რომელ არს ზედ-კერძო
Page of ed.: 105   Line of ed.: 1     
თავსა მთასა მარანდისასა, უმაღლესი სხუათა მთათა, სავსე ქვითა და კლდითა. იხილეს
Line of ed.: 2     
მცირე ლაშქარი და აღიჭურეს, მოუჴდეს ზარითა და ამბოხებითა მარანელნი. რამეთუ
Line of ed.: 3     
საწუნელ უჩნდეს სიმცროსათჳს. ხოლო ესენი მიეტევნეს ესოდენ ძლიერ და აოტნეს,
Line of ed.: 4     
რომელ მცირედნი განერნეს, და უმრავლესი მოკლეს და სხუათა დევნა უყვეს გრძლად.

Line of ed.: 5        
მაშინ აღვიდეს ლაშქარნი და იხილეს ნაომარი ადგილი მკუდრითა კაცითა და
Line of ed.: 6     
ცხენითა სავსე, და ქართველთა კაცი არცა ერთი იპოებ\ოდა. ესოდენი ძლევა მოეც
Line of ed.: 7     
ღმერთსა, რომელ ხუთასი შუბი ხუთასსა კაცსა და ცხენსა ზედა ესუა. იხილეს და
Line of ed.: 8     
განკჳრდეს; კაცსა ქართველისა ვერ პოვნა უკჳრდათ. ამისთჳს უღონო-ქმნილი და
Line of ed.: 9     
მწუხარე ზაქარია იგონებდა და არა უწყოდა, რამცა ყო. მცირე ხანი დაყვეს. გამოჩნდეს
Line of ed.: 10     
დევნისაგან შემოქცეულნი ლაშქარნი. და იხილა ზაქარია და გამხიარულდა. და
Line of ed.: 11     
დიდად მადლობდეს ღმერთსა, რომელ არცა ერთი კაცი მომკუდარიყო ქართველი და
Line of ed.: 12     
ასეთი ძლევა მისცემოდა, რომელ ხუთასი შუბი ხუთასსავე კაცსა ხუთასისა ცხენისა და
Line of ed.: 13     
კაცისათვის მეცა და ხუთასთა ზედა დასობილი იხილეს.

Line of ed.: 14        
დაღათუ ესრეთ გამარჯუებოდა, გარნა ყოვლად აბრალობდეს თაყაიადინსა, და
Line of ed.: 15     
უმეტეს ზაქარია მქისედ ეტყოდა სიტყუასა ამბავის უცნობებლად შებმისათჳს.

Line of ed.: 16        
გამხიარულებულნი და მადიდებელნი ღმრთისანი გამარჯუებისათჳს წარმოემართნეს
Line of ed.: 17     
და მიმართეს ქალაქსა თავრეჟს. გარდავლეს მთა დევსოფნად წოდებული. და ვითარ
Line of ed.: 18     
ესმა თავრეჟს მყოფთა მისვლა ქართველთა ლაშქრისა, განკრთეს და ძრწოლამან შეიპყრნა
Line of ed.: 19     
ყოველნი მკჳდრნი თავრეჟისანი. ხოჯანი და ყოველნი წარჩინებულნი და მიმდგომნი
Line of ed.: 20     
თავრეჟისანი განიზრახვიდეს, რათა სარკის მიცემითა, და ძღუნითა და შევრდომითა
Page of ed.: 106   Line of ed.: 1     
და ზენარისა თხოვნით დაამშჳდეს ქართველნი თავადნი და სპანი. წარმოავლინეს
Line of ed.: 2     
მოციქული, ითხოვეს მშჳდობა, არა მოოჴრება ქალაქისა მათისა. აღუთქუეს ძღუენი:
Line of ed.: 3     
ოქრო და ვეცხლი უამრავი თუალი პატიოსნი და მარგალიტნი ძჳრფასისანი.
Line of ed.: 4     
განკჳრდეს ყოველნი წარჩინებულნი ქართველთანი, ზაქარიაცა და ივანე მჴარგრძელნი;
Line of ed.: 5     
აღუთქუეს მშჳდობა და უვნებელ განვლა ქუეყანისა მათისა, მოიმტკიცეს ფიცისა მიერ.
Line of ed.: 6     
მოვიდეს ყადნი, ხოჯანი, დარვეშნი და ყოველნი თავადნი თავრეჟისანი, მოიღეს ოქრო
Line of ed.: 7     
და ვეცხლი, ლარი, ცხენები, ჯორი და აქლემი, თუალი, მარგალიტი, შესამოსელი,
Line of ed.: 8     
საზრდელი კმა-საყოფი ლაშქართათჳს. აღივსნეს დიდი და მცირე.

Line of ed.: 9        
მისცეს ქალაქსა მცველნი და წარვიდეს ადარბადაგანი, მიმართეს მიანას.
Line of ed.: 10     
და ცნა მელიქმან მიანისამან მისლვა ქართველთა და ქმნული თავრეჟელთა. ითხოვა
Line of ed.: 11     
მანცა მშჳდობა და აღუთქუა მოცემად ურიცხჳ საქონელი. რომელი უსმინა ზაქარია,
Line of ed.: 12     
მოიყვანა მშჳდობის ყოფად, და მოიღო მანცა ოქრო და ვეცხლი და ქვანი ძჳრფასისანი.
Line of ed.: 13     
აღავსნა მანცა ყოვლითა სიმდიდრითა. დაუტევნეს მცველნი და წარმოვიდეს
Line of ed.: 14     
მშჳდობით დამტევნელნი მიანისანი.

Line of ed.: 15        
\ მიიწივნეს მცირესა ქალაქსა ზანგანს \ ალიზის ზღუდით განმაგრებულსა. ხოლო
Line of ed.: 16     
ქალაქი ძლიერად გაამაგრეს და იწყეს ფიცხლა ბრძოლა. ვითარ გაგრძელდა ომი,
Line of ed.: 17     
განყვეს თემთა და თემთა ზღუდე ქალაქისა, რათა შესთხარონ. და იწყეს თხრად ზღუდეთა:
Line of ed.: 18     
უწინარეს მარჯუენასა მჴარსა მესხთა შეჴურიტეს ზღუდე -- ალიზით იყო -- , და
Line of ed.: 19     
უწინ შევიდეს ქალაქსა შინა და იწყეს ჴოცად და სრვად ვინცა მეომარი იყო. აღივსნეს
Page of ed.: 107   Line of ed.: 1     
მესხნი საქონლითა. შემოუჴრიტეს ყოველგნით და შემოვიდეს, მოატყუევეს და აღივსნეს
Line of ed.: 2     
საქონლითა. დადგეს და მცირედ განისუენეს; და მიერ აღმჴდერნეს და წარემართნეს
Line of ed.: 3     
ხორასნად და მწუხრი მივიდეს მცირესა სოფელ-ქალაქსა. მუსულმანსა რომელი მოაოჴრეს
Line of ed.: 4     
და განისუენეს სადამე.

Line of ed.: 5        
მერმე წარემართ\ნეს ქალაქსა ხორასნისასა, და ყაზმინს რა მიიწივნეს -- მახლობლად
Line of ed.: 6     
ყაზმინისა და აჰვრისა -- ვერ წინააღუდგეს; მოარბიეს და აღივსნეს საქონლითა;
Line of ed.: 7     
აჰკიდეს საქონელი მათი მათთავე საჴედართა; კაცთა არა ავნეს, ტყუედ წარმოიყვანდეს
Line of ed.: 8     
კაცთა და მცირედსა ვაჟსა. წარემართნეს, მათ ლტოლვილთა მიესცნეს და მიეწივნეს.
Line of ed.: 9     
აღივსნეს მუნცა ოქროთა და ვეცხლითა, ცოლთა მათთა სამკაულითა. და უშინაგანესისა
Line of ed.: 10     
რომ-გურისა მიმართ მიიწივნეს, რომელ არს ხორასანი.

Line of ed.: 11        
და რაღა გრძელ სიტყუა საჴმარ არს? მიიწივნეს ვიდრე გურგანისად ქალაქად
Line of ed.: 12     
და მოაოჴრეს ქუ\ყანა იგი. ვერ ძალ-ედვა წიაღ მისლვად ალაფისაგან.

Line of ed.: 13        
შემოიქცეს გამარჯუებულნი და ძლევა-შემოსილნი ქართველნი. ქართველთა ნათესავი
Line of ed.: 14     
ვერავინ მიწევნილ იყო ლაშქრად, არა მეფე, არა მთავარი, და ვერვინ წინააღუდგა
Line of ed.: 15     
სპარსეთს შესულთა, ვერ ხუარასნისა სულტანი, ვერ ერაყისა და ვერა რომელი თემი. ესრეთ
Line of ed.: 16     
უზომოთა და ურიცხჳთა სიმდიდრითა შემოქცეულნი მივიდეს
Line of ed.: 17     
კერძოთა ერაყისათა. და ვითარ გურგანისა ქუეყანისა ამბავი, ქართველთა მიერ ქმნული,
Page of ed.: 108   Line of ed.: 1     
უცნაურ ქმნულ იყო ყოველთა და ერაყის სულტნი; მოსრვა, კაცი ვინმე მოსრულ იყო
Line of ed.: 2     
მიანას სულტანსა თანა, ესევითარი ტყუვილი სიტყუა ეთქუა, ვითა: "ვითარ მოვიდა
Line of ed.: 3     
თჳთ დიდი სულტანი და გილანელნი, ყოვლაგნით გზა შეუკრეს ქართველთა და მოსრნეს;
Line of ed.: 4     
და მოსწყჳდნეს, რომელ არცა ერთი კაცი განერა ეგოდენისა სიმრავლისაგან,
Line of ed.: 5     
არცა მთხრობელი მივა საქართველოთა".

Line of ed.: 6        
ხოლო ესე რა ესმა მელიქს მიანისასა და მიანელთა, განიხარნეს, ქართველთაგან
Line of ed.: 7     
დატევებულნი მცველნი მიანისანი დაჴოცნეს; და \ ძელსა ზედა ჩამოჰკიდეს. გარნა ერთი
Line of ed.: 8     
კაცი დაიმალა მცველთა მათგანი ქალაქსა შინა. და ვითარცა მოვიდეს ქართველნი გამარჯუებულნი
Line of ed.: 9     
მიანას, წინა მიეგება მიანისა სულტანი ძღუნითა, ნაქმრისა მათისა დაფარვა
Line of ed.: 10     
ეგონა. და იხილა ზაქარია, იკითხნა მცველნი მისგან დატევებულნი: რქუეს. მათ:
Line of ed.: 11     
თავრეჟს" წარვიდეს მუნ დატევებულთა მცველთა თანა". მოვიდა დამალული იგი კაცი
Line of ed.: 12     
მცველთა, და აუწყა ნაქმარი მიანელთა და მცველთა მოწყუედა, ტყავის განჴდა და
Line of ed.: 13     
ძელსა ზედა დაკიდება, და შესწამა მელიქს პირის-პირ, და იგინი იდგეს უსიტყუელ.

Line of ed.: 14        
და ვითარ ესმა ესე ზაქარიას და ივანეს, ძლიერად გამწარდეს და ბოროტად
Line of ed.: 15     
აღუჩნდა; და შეიპყრეს მელიქი და თჳსნი მისნი, და ყოველნი სიკუდილად დასაჯეს
Line of ed.: 16     
და მოაკუდინეს თჳთ იგი და შვილნი მისნი, და გაჴადეს ტყავები და საყივარსა,
Line of ed.: 17     
რომელსა მენარა უწოდეს, ზედა ჩამოჰკიდეს, და ქალაქი მოაოჴრეს, მოწუეს, ტყუე-ყვეს,
Line of ed.: 18     
ხოლო სიმდიდრე რომელ წარმოიღეს შეუძლებელ სადამე არს აღრიცხვად.

Page of ed.: 109  
Line of ed.: 1        
და ესრეთ მოჰმართეს გზასა, რომელ აღმავალ იყო ადარბადაგანით, და მოვიდეს.
Line of ed.: 2     
და მოეგებნეს პირველად უჟენით და მერმე თავრეჟელნი მითვე ძღუნითა ურიცხჳთა,
Line of ed.: 3     
და მოართუეს სიმდიდრე აურაცხელი, რომლითა აივსო სრულიად სამეფო თჳთ
Line of ed.: 4     
მეფეთა მზისა და მზეთაცა მზისათჳს წარმოგზავნეს თუალნი დიდ-ფასისანი, ძჳრად
Line of ed.: 5     
საპოვნელნი, და ჭურჭელნი უცხონი. და დაუტევეს მშჳდობით მყოფნი ადარბადაგანისანი
Line of ed.: 6     
და ქალაქნი ადარბადაგანისანი, გამოვლეს რაჴსი, და შემოვლეს პირი ნახჭევნისა
Line of ed.: 7     
და მოვიდეს ტფილისს მეფეს წინაშე. მხიარულ იქმნა მეფეთა მეფე, მმადლობელი
Line of ed.: 8     
ღმრთისა, მხიარულითა პირითა გაეგება, ზემითა და დიდებითა. იყო ჴმა ბუკთა და
Line of ed.: 9     
დუმბულთა, რომელი არცა ძუელ ოდესმე ქმნულ იყო \ ესევითარი გამარჯუება არცა
Line of ed.: 10     
მეფეთაგან, არცა მთავართაგან.

Line of ed.: 11        
შევიდეს ისანთა, დაჯდა მეფე ტახტსა სამეფოსა; შეუძღუა ამირსპასალარი და
Line of ed.: 12     
შევიდეს თავადნი და დასხდეს წესისაებრ. და მოიღეს არმაღანი ურიცხჳი და დადვეს.
Line of ed.: 13     
მეფეს წინაშე. განკჳრდა მეფე; არავის ქართველთაგანსა ენახა ეზომი სიმდიდრე, და
Line of ed.: 14     
აურაცხელნი თუალნი და მარგალიტნი. ხოლო მეფეცა თამარ არა უმადლო იპოვა
Line of ed.: 15     
ღმრთისა მიმართ; აღასრულებდა ლიტანიობასა და ღამისთევასა, მრავალნი გასცა
Line of ed.: 16     
ობოლთა და. გლახაკთა ზედა, და ლაშქართა ზედა გაყო საჭურჭლე დიდი, აღვსებულნი
Line of ed.: 17     
კუალად აღავსნა. იყო მადლობა ესევითარისა გამარჯუებისათჳს ღმრთისა მიმართ!

Line of ed.: 18        
ვინათგან მოიწია მწუხარება, და მიიცვალა ზაქარია ამირსპასალარი, ძე სარგის
Line of ed.: 19     
ამირსპასალარისავე, კაცი დიდად გამდიდრებული და ყოვლითა სათნოებითა აღსავსე,
Line of ed.: 20     
გამარჯუებული მჴნე და ძლიერად მბრძოლი მთავარი თემისა ლორისა, რომელი
Page of ed.: 110   Line of ed.: 1     
მეფემან იგლოვა და ყოველმან კაცმან საქართველოს მყოფმან. რამეთუ არავინ მჴნედ
Line of ed.: 2     
გამოჩენილ იყო მთავარი ჟამთა ამათ, რამეთუ გუარისაგანცა მო-ვე-აქუნდა, რომელი
Line of ed.: 3     
იყო ნათესავი არტაქსერქსი მჴარგძელისა და იყო სარწმუნოებითა სომეხი არამედ
Line of ed.: 4     
ყოველნი სათნოებანი საღმრთონი და საკაცობონი აქუნდეს. და ესრეთ, დაემარხა
Line of ed.: 5     
მჴნე მამა დამტევებელი შვილისა ერთისა, რომელსა შ̃ა ეწოდებოდა.

Line of ed.: 6        
მაშინ მეფემან მოუწოდა ძმ\ასა ზაქარიასა ივანეს მსახურთ-უხუცესსა, და ინება
Line of ed.: 7     
პატივსა ძმისა მისისასა აღყვანება, და უბოძა ამირსპასალარობისა პატივი. ხოლო
Line of ed.: 8     
ივანე საქმეთა შინა განკჳრვებულ იყო და ესე რქუა მეფესა: "პატივი ესე, რომლითა
Line of ed.: 9     
პატივ-გიცემიეს ჩემდა, დიდად დიდი არს და მე უღირს ვარ; ესრეთ შემეწიე, რათა
Line of ed.: 10     
ძმისა ჩემისა სახელსა ჩემ ზედა არა აჴსენებდენ, რათა არა მრცხუენეს ნაცვლად მისა
Line of ed.: 11     
დგომად, არამედ ათაბაგობითა პატივ-მეც; საქართველოსა არა არს წესად და ჴელად
Line of ed.: 12     
თქუენ მეფეთა წინაშე ათაბაგობა. და ამით განადიდე წყალობა შენი ჩემ ზედა, რომე
Line of ed.: 13     
ახალსა და უაღრესსა პატი\ვსა ღირს მყო და ათაბაგობა მიბოძო, რომელ სულტანთა
Line of ed.: 14     
წესი არს ათაბაგი, რომელი მამად და გამზრდელად, მეფეთა და სულტანთა იწოდების
Line of ed.: 15     
ათაბაგი; ამით განადიდე წყალობა შენი უწინარეს ჩემთა პირველთა". ყოცა მეფემან
Line of ed.: 16     
და უბოძა ათაბაგობა, რომელი არა ყოფილ იყო საქართველოს მეფეთა წინაშე, არცა
Line of ed.: 17     
ვის ბოძებოდა. მსახურთ-უხუცესობა უბოძა ვარამს, ზაქარია გაგელის ძესა, კაცსა საპატიოსა
Line of ed.: 18     
და ლაშქრობათა შინა გამარჯუებულსა. ესრეთ იყვნიან მეფეს წინაშე.

Page of ed.: 111  
Line of ed.: 1        
ხოლო მეფე \ თამარ ზამთრის დურს იყვის და ზაფხულის კოლას და ცელის
Line of ed.: 2     
ტბასა, ზოგჯერ გარდავიდის აფხაზეთს: გეგუთს და ცხუმს.

Line of ed.: 3        
მათ უკუე ჟამთა იწყეს მთეულთა განდგომად, კაცთა ფხოველთა და დიდოთა.
Line of ed.: 4     
დიდონი უკუე ბუნებითა მშთვართა და უხარშავსა ჭამენ, და მრავალნი ძმანი ერთსა
Line of ed.: 5     
დედაკაცსა მიიყვანებენ ცოლად; რომელნი უჩინარსა რასამე ეშმაკსა თაყუანის-ცემენ და
Line of ed.: 6     
ზოგნი უნიშნოსა შავსა ძაღლსა, და ამას ჰყოფენ. ხოლო ფხოველნი ჯუარის მსახურნი
Line of ed.: 7     
არიან და ქრისტიანობასა იჩემებენ. ამათ იწყეს რბევად და ჴოცად და ტყუეობად
Line of ed.: 8     
ცხადად და ღამით.

Line of ed.: 9        
მოუწოდა მეფემან ათაბაგსა და ყოველთა მთეულთა: დვალთა, ცხრაზმელთა, მოჴევეთა,
Line of ed.: 10     
ჴადელთა, ცხავატელთა, ჭართალთა, ერწოთიანელთა, მისცა ივანე ათაბაგსა და
Line of ed.: 11     
წარავლინა მათ ზედა. ხოლო ივანე გონიერად ყო: აღვიდა მთასა ჴადისასა და წარვლო
Line of ed.: 12     
წუერი მთისა, წარდგა მთასა ფხოველთასა და დიდოთასა, რომელი არავის ექმნა,
Line of ed.: 13     
არცა პირველ, არცა შემდგომად, რამეთუ ერთ-კერძო დაურჩა დურძუკეთი და ერთკეძო
Line of ed.: 14     
დიდოეთი და ფხოეთი.

Line of ed.: 15        
ცნეს რა მისლვა ათაბაგისა, მოვიდეს ძღუნითა მეფენი დურძუკთანი, მოსცეს
Line of ed.: 16     
ლაშქარი და დაუდგეს- გუერდსა. და იწყეს ზეიდაღმან ბრძოლად, და რბევად, და კლვად,
Line of ed.: 17     
და ტყუეობად და დაწუად; მოსწ\ყჳდეს ურიცხჳ კაცი დიდოი და ფხოვი, და დაყვნეს
Line of ed.: 18     
სამნი თუენი: ივნის, ივლისი და აგჳსტოსი. მაშინ შეიწრებულთა ათაბაგისათა მოსცე; მძევლები და
Line of ed.: 19     
აღუთქუეს მსახურებად ხარაჯა, და პირი სიმტკიცისა აღუთქუეს.
Line of ed.: 20     
წარმოასხეს მძევლები, ქმნეს ზავნი და ესრეთ გამარჯუებითა მოვიდა ივანე მეფეს
Page of ed.: 112   Line of ed.: 1     
წინაშე და რქუა: "ძლიერო მეფეო! იქ\მნა ბრძანება შენი, მოვაოჴრენ ურჩნი შენნი
Line of ed.: 2     
დიდოეთი და ფხოეთი". ხოლო მეფემან დიდად დაიმადლა და უაღრესსა პატივსა
Line of ed.: 3     
აღიყვანა.

Line of ed.: 4        
და იყო ყოველგან მშჳდობა, წარმატება, დღითი-დღე შემატება სამეფოთა ღმრთივდაცულისა
Line of ed.: 5     
მეფისა თამარისი, ხოლო სპანი მისნი განსუენებას ნადირობასა და ბურთობასა.
Line of ed.: 6     
თჳთ თავადნი და წარჩინებულნი მარადის მეფეს წინაშე იყვნიან, განისუენებდიან
Line of ed.: 7     
და აღივსებოდიან საბოძურითა მეფისა მიერ მათისა.

Line of ed.: 8        
ხოლო ვითარ დიდისა კოსტანტინეს ძმისწულისა ივბიმიანოსისათჳს წერილ
Line of ed.: 9     
არს, რომელ რქუა ანგელოზმან მონაზონსა ვისმე მგოდებელსა სიკუდილისათჳს
Line of ed.: 10     
ივბიმიანოსისა: "რასა დააკლო ღმერთმან ქრისტიანეთა ესევითარი ესე მეფე, რომელსა
Line of ed.: 10     
ანგელოზმან დაადგა გჳრგჳნი სახილველად ყოველთა" -- და ეტყოდა ანგელოზი:
Line of ed.: 12     
"რა არს, ბერო, გამოძიება შენი მსჯავრთა ღმრთისათა? აწ გიბრძანებს,
Line of ed.: 13     
დასცხერ ბოროტისგან. არა უწყი, რომელ აღმოსავლეთით დასავლეთამდის უკეთუ
Line of ed.: 14     
ყოველი ქუეყანა მართლმადიდებელი იყო, არცა იგი ღირს იყო მეფობასა ივბიმიანოსისასა",
Line of ed.: 15     
არა თუმცა საბერძნეთი ოდენი, -- ეგრეთვე აწცა იქმნა ამის დიდისა მეფისა
Line of ed.: 16     
საქმე: არა ღირს იყო არამცა ყოველი ქუეყანა -- არათუმცა საქართველო ოდენ -- ამის
Line of ed.: 17     
მეფობასა.

Line of ed.: 18        
ამისთჳსცა მოხედნა რისხვით მოწყალემან ღმერთმან სამკჳდრებელსა თჳსსა \ და
Line of ed.: 19     
მიიცვალა მეფე თამარ ჴმელსა დგომასა შინა. \ მოიწია მწუხარება [დიდი] და მიუთხრობელი
Page of ed.: 113   Line of ed.: 1     
[ყოველთა] მკჳდრთა საქართველოსათა. და ძნელად გამწარებულნი იტყებდეს
Line of ed.: 2     
და ისხმიდიან თავსა ნაცარსა და მტუერსა ათაბაგი და ყოველნი და იქმნა ტყება
Line of ed.: 3     
მსგავსი კალოთა ატადესთა და გოდებანი მსგავსნი მოოჴრებისა იერუსალემისანი
Line of ed.: 4     
იერემიას მიერ მგოდებელისა, და ჯერცა ეგრე იყო. და ყოველთა ადგილთა მსხდომარეთა
Line of ed.: 5     
გოდებათა და ტყებათა შეიწუებოდეს მკჳდრნი სამეფოსანი. და იტყოდიან მიუთხრობელთა
Line of ed.: 6     
სიკეთეთა მისთა, გამარჯუებათა და მოწყალეობათა, მოსამართლეობათა,
Line of ed.: 7     
სიუხუეთა, სიმდაბლეთა. და წარიყვანეს სამკჳდრებელსა მათსა გელათს და დამარხეს
Line of ed.: 8     
სამარხოსა პატიოსანსა. და დაუტევა სამეფო ძესა თჳსსა ლაშას.


Line of ed.: 9     
არსენი იტყჳს იყალთოელი:
Line of ed.: 10        
მეფე, მთავარი, სიონი და წყარონი;
Line of ed.: 11        
ჭაბუკი, ქალწული, ებგური საებგურო;
Line of ed.: 12        
აღჳრი კიცუთა, თუალნი და ისრაელი,
Line of ed.: 13        
გოდოლი, მენავე, სახლი და მამაცა,
Line of ed.: 14        
მეგჳპტელი ცხენი, ლაზარე, ქუდი.


Line of ed.: 15     
იოანე იტყჳს ჭიმჭიმელი:
Line of ed.: 16        
თუ თალი მილისეველმან   სფერო შესახა შამსისი,
Line of ed.: 17        
მან ისტრულაბსა დასცა და   მიდგნა დაყიყა ჯამსისი,
Page of ed.: 114   Line of ed.: 1        
დავით -- ვთქუა -- ზესთა განდიდნეს,   მით ჴრმალი ჴორცსა ჭამს მისი,
Line of ed.: 2        
და აქილევისებრ ძალითა   მპყრობ ელადეთსა ჴამს ისი.


Line of ed.: 3   დიდება ღმერთსა!


Line of ed.: 4        
ამან დიდმან და სახელგანთქმულმან ცხოვრებასა შინა დაუტევა მძლეობა ქართველთა
Line of ed.: 5     
გამარჯუებისა.






Next part



This text is part of the TITUS edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.9.2017. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.