TITUS
Teimuraz, Ioseb-Zilixaniani
Part No. 5
Previous part

Chapter: 5    
იოსების მიყვანა მისრეთსმისრეთს დიდ-ვაჭართაგან და მეფისაგან სყიდვა






Strophe/Paragraph: 70 
Verse/Line: a       მოვიდეს იგი ვაჭარნი,   არ დაიყოვნეს ხანები,
Verse/Line: b       მათთვის დაცალეს ყოველგან   ქარვასლები და ხანები,
Verse/Line: c       ნახეს გაჰკვირდენ -- იოსებ   მთვარულებ მონავანები,
Verse/Line: d    და   მისი გაისმა ყოველგან   გასყიდვად მონაყვანები.






Strophe/Paragraph: 71 
Verse/Line: a       მეფეს აცნობეს -- "ვაჭარნი   მოვინმოვიდეს რებული,
Verse/Line: b       ყაფილა ახლავს ურიცხვი,   ლარითა გამდიდრებული,
Verse/Line: c       ყმა ახლავს, ყულსა უძახის,   მთვარეა, პირგავსებული,
Verse/Line: d    და   გაჰკვირდენ, ზედა მოაკრფდეს   მოქალაქეთა კრებული".






Strophe/Paragraph: 72 
Verse/Line: a       ბრძანა: -- "ვინ არის, მომგვარეთ   აწ ფიცხლავ ჩემსა წინარე".
Verse/Line: b       მოვიდეს, ძღვენი მოართვეს,   ტურფა, არ დასაწუნარე.
Verse/Line: c       უბრძანა: -- "ვინ ხართ, სით მოხვალთ,   ანუ ტყვე იგი ვინ არე
Verse/Line: d    და   მომგვარეთ, ვნახო შვენებით   მნათობთა მოუთმინარე".






Strophe/Paragraph: 73 
Verse/Line: a       მათ მოახსენეს: -- "მეფეო,   ვიკადრებთ მიწა, მტვერები:
Verse/Line: b       ჩვენ შამით მოვდით, გზაშია   არვინ დაგვიხვდა მტერები,
Verse/Line: c       წყალსა ვეძებდით, ჭა დაგვხვდა,   თავს არვინ ადგა მცველები,
Verse/Line: d    და   ჩავხედეთ -- შუქი პირს გვეცა,   უცხო რამ ვნახეთ ფერები".






Strophe/Paragraph: 74 
Verse/Line: a       "ამოვიყვანეთ -- ყმა დაგვხვდა,   ღარები ტურფა სახითა,
Verse/Line: b       ვჰკითხეთ: -- "ვისგან გჭირს, ვინა ხარ   ტან-სარო ალვისა ხითა"?
Verse/Line: c       -- "ძე ვარო იაკობისი,   ძმათ მომკლეს ამა სახითა".
Verse/Line: d    და   მოვიყვანთ, ვეჭობ, გაჰკვირდეთ   მის უებროსა სახითა".






Strophe/Paragraph: 75 
Verse/Line: a       გამობრუნდა იგ ვაჭარი,   სადგომს მივა -- ფიცხლად ვლიდა,
Verse/Line: b       ყმას უთხრა: -- "მეფე გიხმობს"-ო.   მოკაზმა და ცხენსა სმიდა,
Verse/Line: c       იგ ატირდა, ვარდის ბაღსა   გიშრის ღარით მორერწყვიდა,
Verse/Line: d    და   მჭვრეტთა თვალნი გაურეტდეს,   ვინცა ნახა, გაუკვირდა.






Strophe/Paragraph: 76 
Verse/Line: a       მეფემ ბრძანა: -- "არ ნახულა   ამისებრივ კაცთა ძენი,
Verse/Line: b       იაგუნდი, ბროლ-ლალ-მინა   ვნახე ერთად შენათხზენი,
Verse/Line: c       თვალსა ზედან ყორნის ბოლო,   ტანად სარო ალვის ხენი,
Verse/Line: d    და   ვეჭვ, გაშმაგდეს მისი მჭვრეტი,   რაზომც იყოს დია ბრძენი.






Strophe/Paragraph: 77 
Verse/Line: a       ვაჭარი იტყვის: -- "გავყიდო   ფასზედა დაუფასები,
Verse/Line: b       ყულად რას მარგებს სატყვეოდ   პირად მზე, ალვა-ნასები?"
Verse/Line: c       შემოკრბა სრულად ქალაქი,   მოაქვთ ოქრო და თასები:
Verse/Line: d    და   ყოვლს კაცს უნდოდა სასყიდლად,   შუღლობდენ ბევრ-ათასები.






Strophe/Paragraph: 78 
Verse/Line: a       ბებერიც ვინმე მორბოდა,   ხელთ ჰქონდა ბანბის შულები,
Verse/Line: b       -- "მეც ვიყიდიო იოსებს,   მას ვანაცვალო სულები"!
Verse/Line: c       ეტყოდეს: -- "ჰგავხარ ზილიხანს,   მალ მისთვის მიეშურები,
Verse/Line: d    და   რასთვის ხელობა? წაგსვლია   სიყმისა ქალიშვილები".






Strophe/Paragraph: 79 
Verse/Line: a       "შვილი არა მყავს, ვიყიდი"   -- მეფემან ბრძანა -- "შვილებად".
Verse/Line: b       გარე გაყარნა ვაჭარნი,   ბრძანა: -- "დასცხერით ცილებად,
Verse/Line: c       ღმერთმან მე მომცა უებრო, არა   მყო გარდავლინებად,
Verse/Line: d    და   წადით, გახსენით საჭურჭლე,   მოიღეთ ოქრო მილებად!"






Strophe/Paragraph: 80 
Verse/Line: a       მის გოვარისა სასყიდლად   მოჰქონდათ ოქრო შუშებით.
Verse/Line: b       ზილიხანს ესმა, გზავნიდა   საამბოდ კაცს ჯაშუშებით,
Verse/Line: c       ბრძანა: -- "უცილოდ იგია,   ვისგან ვარ სულთქმა-უშებით,
Verse/Line: d    და   მოლხენა მომხვდეს, ეგება   მე ვიყო წყლულ-დაშუშებით".






Strophe/Paragraph: 81 
Verse/Line: a       ვაჭრობა შექნეს, მოიღეს   მიზანი ასაწონელი,
Verse/Line: b       მის უფასოსა ფასება   ძნელ იყო შესაწონელი;
Verse/Line: c       ცალკერძ შეუდვეს დრაჰკანი,   ცალკერძ იგ მოსაწონელი,
Verse/Line: d    და   აწ გულსა მიხვდეს ზილიხანს   ლახვარი გასაწონელი.






Strophe/Paragraph: 82 
Verse/Line: a       ოქრო მიიწყო ვაჭარმან   უსასყიდლოსა ფასისად,
Verse/Line: b       მეფე ადგა და იოსებ   მუნ მიჰყავს სრა-დარბაზისად,
Verse/Line: c       სადა ჯდა მთვარე, გვერდს ახლდა   ჯარი ვარსკვლავთა დასისად,
Verse/Line: d    და   აბაშთა, ზანგთა ლაშქარი   ტევრი დგას ბევრ-ათასისად.






Strophe/Paragraph: 83 
Verse/Line: a       მეფე ბრძანებდა; -- "ღვთისაგან   ეს მომენიჭა ძეობად".
Verse/Line: b       ზილიხანს უთხრა: -- "ეს კმარა   ჩვენთვის სალხინოდ, ძეობად,
Verse/Line: c       თვით ამისთანა სულდგმული   არსით არ მოიძეობად,
Verse/Line: d    და   არ თუ ნათობდეს, ქვეყანად   ზეცადაც კმარის მზეობად".






Strophe/Paragraph: 84 
Verse/Line: a       ზილიხან სიხარულითა,   ვითა უცნობო, რეტობდა,
Verse/Line: b       სიზმარში მისგან ნახულსა   არც აკლდა, არცა მეტობდა.
Verse/Line: c       სულსა და გულსა ცნობითურთ   მისთვის უხვობით მეტობდა.
Verse/Line: d    და   იოსებ სირცხვილისაგან,   ვით ია, თავსა მდრეკობდა.






Strophe/Paragraph: 85 
Verse/Line: a       მეფე იოსებს ზილიხანს   გაუდედებდა, უდებდა,
Verse/Line: b       მაგრამ მას მზესა მის ყმისა   სურვილი ცეცხლსა უდებდა,
Verse/Line: c       ნახვისა სიხარულითა   თავსა იმედსა უდებდა,
Verse/Line: d    და   გული ლახვრითა დაჭრასა   შავთა წამწამთა უდებდა.






Strophe/Paragraph: 86 
Verse/Line: a       მე ვით ვთქვა სულთქმა პატიჟი   მის პირ-მზე, ალვა რგულისა.
Verse/Line: b       იტყოდა: -- "რა ვქნა, რა ვირგო   მისთვის გაწირვად სულისა?
Verse/Line: c       ჩემმა უნებლად გასვლამა   თუ მეფე გააგულისა"?
Verse/Line: d    და   გულსა ემდურვის: -- "რად შემქმენ   ხელმწიფე ყულად ყულისა"?.





Next part



This text is part of the TITUS edition of Teimuraz, Ioseb-Zilixaniani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 31.10.2007. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.