TITUS
Teimuraz, Ioseb-Zilixaniani
Part No. 6
Previous part

Chapter: 6    
ზილიხანისაგან გამდლის გაგზავნა იოსებთან






Strophe/Paragraph: 87 
Verse/Line: a       პირველ ვახსენეთ გამდელი:   ჭკვა ჰქონდა, მისგან ზრდილობა,
Verse/Line: b       ბრძენი, ტურფა და უკლები,   მას აჩნდა გვარიშვილობა,
Verse/Line: c       ღონე ვერ ჰპოვა მის მეტი,   მისი ქმნა განდობილობა:
Verse/Line: d    და   -- ეგების მიხსნას სიკვდილსა,   შემაშროს თვალთა მილობა."






Strophe/Paragraph: 88 
Verse/Line: a       მარტო მიიხმო სამბობლად,   ტირს, ცრემლთა დაიგუბესა,
Verse/Line: b       ეკონებოდა ძუძუსა,   პირი ჩაუდვა უბესა,
Verse/Line: c       ვით მარგალიტი ობოლი,   შიგან სადაფთა ბუდესა.
Verse/Line: d    და   ეტყოდა: -- "რად არ გეწყალვი   სურვილთა გამაცუდესა"!






Strophe/Paragraph: 89 
Verse/Line: a       დიაცი გაკრთა, რა ნახა   ეგრე საბრალოდ მქენელი,
Verse/Line: b       ეტყოდა: -- "მზეო, რა მოხდა   აწ შენი მოსაწყენელი?
Verse/Line: c       ჩემი სული და სიცოცხლე   შენ ხარ, გულისა მლხენელი,
Verse/Line: d    და   თავი არა მშურს საკვდავად,   მიბრძანე -- ვიყო მსმენელი".






Strophe/Paragraph: 90 
Verse/Line: a       ქალი ეტყოდა გამზრდელსა:   -- "უტკბო ხარ ჩემთვის დედისა,
Verse/Line: b       დავკარგე ჭკუა, გონება, ენა   მით დამეყბედისა,
Verse/Line: c       ვის უთხრნე ჭირნი უშენოს,   სხვა ვინმცა მეიმედისა?
Verse/Line: d    და   რადგან მშვეს, რასთვის გამზარდე   მე უბედოსა ბედისა"?






Strophe/Paragraph: 91 
Verse/Line: a       "გახსოვს: სიზმარში ნარინჯი   მამცა ვარდისა კონამან?
Verse/Line: b       მუნით ვტირ, ბაღი ვარდისა   ცრემლისა ღვარმა მონამა,
Verse/Line: c       აქ მოიყვანა ვაჭარმან,   ოქროზე მოგვიწონა მან,
Verse/Line: d    და   გული წამართვა უფასოდ   ჩემგან ნასყიდმან მონამა".






Strophe/Paragraph: 92 
Verse/Line: a       "მისმან სურვილმან სახმილი   მომიდვა, რა ვქნა დებულმან?
Verse/Line: b       ვა თუ გაგაწყროს სიტყვამან,   ჩემგან ცუდ მიდმოდებულმან!
Verse/Line: c       ტყვემან უშვებლად გამოხსნად,   აწ შენგან იმედებულმან,
Verse/Line: d    და   სხვად უღონომან საქმისა,   შენს კალთას მოკიდებულმან".






Strophe/Paragraph: 93 
Verse/Line: a       "შენ გაგიზრდივარ, არ ვიცი   არ დედა, არცა მშობელი,
Verse/Line: b       აწ გამომტაცე სიკვდლისა   მე სიცოცხლისა მთმობელი,
Verse/Line: c       ნახე იგი ყმა, შენ იყავ   ჩემთა პატიჟთა მცნობელი,
Verse/Line: d    და   ვარდსა დაზრულსა მოასწარ   მზის შუქი დამათბობელი".






Strophe/Paragraph: 94 
Verse/Line: a       რა ესმა მისგან გამზრდელსა,   ეცა წყენისა ამალე,
Verse/Line: b       შეატყო, არას არგებდა   მას შეგონების წამალე,
Verse/Line: c       უთხრა: -- "არა სჯობს დაჩენა,   აწ მიჯნურობა წამალე.
Verse/Line: d    და   ფიცხლადვე მალე შეგყარნე   ორნი მნათობნი, , მალე".






Strophe/Paragraph: 95 
Verse/Line: a       "აქანამდის შენნი მჭვრეტნი   იხარებდა, არ ახევდა,
Verse/Line: b       რა ვიცოდი შენსა გულსა,   თუ სურვილთა დანა ხევდა?
Verse/Line: c       რა გაგზარდე, მას უკანით   ედემს ალვა არ ახევდა"!
Verse/Line: d    და   ფიცხლავ ადგა სასაუბროდ,   აწ იოსებს დანახევდა.






Strophe/Paragraph: 96 
Verse/Line: a       გამოვიდა, მარტო დაჯდა,   ხადუმს გზავნის ფიცლად, მალე,
Verse/Line: b       -- "აწ მომგვარე მე იოსებ,   სხვათა კაცთა დაუმალე".
Verse/Line: c       მივა, ეტყვის: -- "შინ გიხმობენ,   მათად ნახვად გაეკრძალე".
Verse/Line: d    და   მან თქვა: -- "მათდა სამსახურად   თავი რამცა შევიწყალე"!






Strophe/Paragraph: 97 
Verse/Line: a       გვერდს დაისვა, მოეხვია,   ვითა ტკბილი დედა შვილსა,
Verse/Line: b       გულსა შიგან მიამსგავსა   მათ მნათობთა სხვათა შვიდსა,
Verse/Line: c       გაეკვირვა იგ დიაცი   მთვარის პირზედ შავსა მშვილდსა,
Verse/Line: d    და   ტკბილად რასმე ეუბნების   მას სიტყვასა დასამშვიდსა.






Strophe/Paragraph: 98 
Verse/Line: a       ეტყოდა: -- "შვილო იოსებ,   სიტყვა მაქვს შენთან მბობისა,
Verse/Line: b       მან გამომგზავნა, რომელსა   ვერ მზეა მის ოდნობისა,
Verse/Line: c       ცეცხლი სწვავს მუდამ შენისა   შვენება ასაკობისა,
Verse/Line: d    და   რამცაღა სხვა უკეთესი   აწ შენთვის მისგან ხმობისა"?






Strophe/Paragraph: 99 
Verse/Line: a       მან ნარინჯი ხელთა მისცა   მისგან სიზმრად მინაცემი,
Verse/Line: b       -- "მოაშორვე სიშორისა   დანა გულსა მინაცემი,
Verse/Line: c       ძე არა ჰყავს მას მნათობსა   მეფესთანა მინაცემი,
Verse/Line: d    და   წყლულსა შენგან სამთელებლად   ფილთა მართებს მინაცემი".






Strophe/Paragraph: 100 
Verse/Line: a       -- "ვფიცავ: ღმერთსა შეუქმნიხარ   შენ მისთვის და იგი შენდა,
Verse/Line: b       ვხედავთ, რომე უმკვიდროთ ჩანს,   მისი თესლი გარდაშენდა,
Verse/Line: c       გიშრის ტევრი, ბროლ-ლალ-მინა   თურე შენთვის მოუშენდა,
Verse/Line: d    და   ოდეს გნახა, მით აქამდის   ცრემლთა წვიმა მოუშენდა".






Strophe/Paragraph: 101 
Verse/Line: a       იოსებს ესმა, მოედვა   ცეცხლი, სირცხვილთა ალები,
Verse/Line: b       თავი დადრიკა, საჭვრეტლად   ზე ვეღარ ახვნა თვალები,
Verse/Line: c       უთხრა, თუ; -- "მაგას სად ღირსვარ   მე უცხოდ მონაყვანები?
Verse/Line: d    და   ვით უყო მისგან ნასყიდმან,   ძედ ვჰყევარ შენაწყნარები!"





Next part



This text is part of the TITUS edition of Teimuraz, Ioseb-Zilixaniani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 31.10.2007. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.