TITUS
Teimuraz, Ioseb-Zilixaniani
Part No. 4
Previous part

Chapter: 4    
სიზმარი ზილიხანისი






Strophe/Paragraph: 52 
Verse/Line: a       ტახტზედა იწვა იგი მზე   საძილოდ მოსვენებითა,
Verse/Line: b       იოსებ ნახა: თავს ადგა   სიზმარში მოჩვენებითა,
Verse/Line: c       ნარინჯი ხელთა ეჭირა,   ჰგავს ნახმობია ნებითა,
Verse/Line: d    და   ვით ცხადივ, ეუბნებოდა   თამამად, არა თნებითა.






Strophe/Paragraph: 53 
Verse/Line: a       "ვინ ხარ, სით მოხვალ, რა გინდა?"   -- ქალი ეტყოდა მძინარე,
Verse/Line: b       "ვით შემოგიშვეს სარანგთა,   ან ჩემთვის შუქი ვინ არე?
Verse/Line: c       ვერ გამიცდიხარ სხივთაგან,   გნახო, წამოდეგ წინარე,
Verse/Line: d    და   ვიცი მამედვა დღეს იქით   სახმილი მოუთმინარე!






Strophe/Paragraph: 54 
Verse/Line: a       -- "თუ ჩემი ცნობა გწადიან,   ხვალ მოდი, მნახე, მზეო-და!
Verse/Line: b       ტყვედ მომიყვანეს, ტყვისაგან   შენ გული დაგეტყეოდა,
Verse/Line: c       ისწრაფე ჩემსა დახსნასა,   ტანად ალვისა ხეო-და,
Verse/Line: d    და   მიყიდე შენდა სამონოდ   გმსახურო, გესათნეო და".






Strophe/Paragraph: 55 
Verse/Line: a       ნარინჯი მისცა, წავიდა,   ხელთ შერჩა ეგრე მწოლესა.
Verse/Line: b       მოშორვებისა ლახვარი   მისთვის საკვდავად მოლესა.
Verse/Line: c       ქალი შეკრთა და აიჭრა,   გული ძგერს მისსა მგონესა
Verse/Line: d    და   არ ვეჭობ მისმან მნახველმან   სხვა ვინმე მოიწონესა!






Strophe/Paragraph: 56 
Verse/Line: a       იძახდა: -- "მოვკვდი, მიშველეთ!"   -- ვარდი ზაფრანად ჰფეროდა,
Verse/Line: b       მხლებელნი უწვნეს გარშემო,   ვის როგორ შეეფეროდა,
Verse/Line: c       გამდელი ტირს და ეხვევის,   გულტკბილად, მოეფეროდა,
Verse/Line: d    და   -- "რა გჭირს, რა მოხდა, მიბრძანე   ჩემო ჰური და ფერო-და".






Strophe/Paragraph: 57 
Verse/Line: a       ჰკადრეს: -- "მზეო, რამ შეგაკრთო,   მოგეჩვენა სადაღავნი?
Verse/Line: b       ეგრე ფიცხლად ვით დაგაჩნდა   გულსა ცეცხლი სადაღავნი?
Verse/Line: c       გეხვეწებით: ჩვენ გვამყოფე   თქვენთა ჭირთა სადაღავნი,
Verse/Line: d    და   შუქთა სხივნი დაგემალნეს,   აწ მნათობთა სადაღ ავნი"?






Strophe/Paragraph: 58 
Verse/Line: a       დაგლიჯა ბაღი ვარდისა,   ზამბახი, იასამანი,
Verse/Line: b       სუმბულის ტევრი გაყარა,   არ მისცა იას ამანი,
Verse/Line: c       გამოენასკვა შეფრუშვით   შავნი გიშრისა ქამანი,
Verse/Line: d    და   მელნისა ტბათა სდიოდა   ბროლზედა ცრემლთა ნამანი.






Strophe/Paragraph: 59 
Verse/Line: a       იტყოდა: -- "ვნახე სიზმარი,   ჩემთვის საკვდავად ჩვენება:
Verse/Line: b       ყმა ვნახე პირმზე, ტანსარო,   მე მისი შეყრა მენება,
Verse/Line: c       მიჯობდა ძილი ღვიძილსა,   თუ ბნელად გამეთენება,
Verse/Line: d    და   უცილოდ გავლი სოფელსა   თუ კიდევ არ მეჩვენება".






Strophe/Paragraph: 60 
Verse/Line: a       არ დაუჯერეს მხლებელთა,   სთქვეს: -- სჭირსო ეშმაკურება.
Verse/Line: b       მეფე შორს იყო, შესთვალეს   ამბისა მედასტურება,
Verse/Line: c       წიგნი მისწერეს: -- "ეს გვიკვირს,   მზის ნახვა არ გესურება!
Verse/Line: d    და   ავად გვყავს, მოდი, თვით ნახე   ვარდზედა ცრემლთა სხურება".






Strophe/Paragraph: 61 
Verse/Line: a       მეფე მოვიდა, გაკვირდა,   მზე ნახა ფერმიხდილობით,
Verse/Line: b       საყელო გარდახეული,   პერანგი აღარ ღილობით,
Verse/Line: c       ეტყოდა ქალსა: "რა გტკივის,   ცრემლი რად მოგდის მილობით"?
Verse/Line: d    და   მან უთხრა: -- "ძილში შევშინდი,   ამად ვარ ჭკვაშეშლილობით".






Strophe/Paragraph: 62 
Verse/Line: a       მეფემან იხმნა აქიმნი,   შესჩივლა საქმე მთვარისა,
Verse/Line: b       იმათ იცნობდეს ყოველნი   ბოღრატის შესადარისა!
Verse/Line: c       ხადუმთ უფროსსა უბრძანა   გაღება არმის კარისა:
Verse/Line: d    და   -- "თქვენგან ამისი კურნება,   ჩემთვის სალხინოდ კმარისა".






Strophe/Paragraph: 63 
Verse/Line: a       ნახეს და გამოიკითხეს,   მისი ვერ იცნეს სენები,
Verse/Line: b       ფიცხლავ შეატყვეს სურვილი,   სათქმელად შეკრეს ენები,
Verse/Line: c       თქვეს, თუ: "ეშყი სჭირს, არ არის   მეფისა მოსახსენები,
Verse/Line: d    და   განქარდეს საბრხე ეშმაკთა   ღმერთსა ვეაჯნეთ მქენები".






Strophe/Paragraph: 64 
Verse/Line: a       ერთმან მაჯა დაუჭირა,   მას საცდელად სინჯავს წყნარად,
Verse/Line: b       იგ მეორე არაკს ამბობს   საქმისათვის მოსაგვარად
Verse/Line: c       მიჯნურობა ჩამოაგდეს   -- ქალს დაეძრა მაჯა ჩქარად,
Verse/Line: d    და   გაეცინნეს, პირსა ხელი   მათ მიისწრეს მოსაფარად.






Strophe/Paragraph: 65 
Verse/Line: a       ქალმანც შეიტყო: -- "შემატყვეს,   მე რაცა მჭირდა ჭირები".
Verse/Line: b       შეშინდა: -- "ვა, თუ გავმჟავნდე,   საქმე მიც გასაჭირები";
Verse/Line: c       ბრძანა: -- "გავმთელდი, მეფონა   გულს სენი მოსაჭირები".
Verse/Line: d    და   აქიმთ მრავალნი უბოძა   -- მისთვის დაგუბონ პირები".






Strophe/Paragraph: 66 
Verse/Line: a       ადგა და ტანსა ჩაიცვა,   მან გაიმაგრა გულიო,
Verse/Line: b       პირსაც აჩნია და შიგნით   გული აქვს დადაგულიო.
Verse/Line: c       ქალაქსა იდგა საკერპო,   შიგ კერპი ამართულიო,
Verse/Line: d    და   თქვა: "წავალ, მსხვერპლსა შევსწირავ,   ძლივ მომიბრუნდა სულიო".






Strophe/Paragraph: 67 
Verse/Line: a       წასასვლელად დაემზადნეს,   ხადუმთ რაზმი მოდგა კარად,
Verse/Line: b       კუბო მოაქვთ შემკობილი,   მხევალნიცა იდგეს ჯარად,
Verse/Line: c       ზანგთა რაზმი ისარს ისვრის,   ალმასი ხამს გულსა ფარად,
Verse/Line: d    და   მთვარე მცხრალი გასავსებლად   მივა მზისა შესაყარად.






Strophe/Paragraph: 68 
Verse/Line: a       რა მივიდა, გარდამოხდა   მოარული მორჩი ალვა,
Verse/Line: b       ლოცვა ჰქონდა სამიზეზოდ,   მით პატიჟთა უნდა მალვა,
Verse/Line: c       გლახაკთ მისცა უსაზომო,   კერპთ ჰმსახურა, გაეკრძალვა,
Verse/Line: d    და   იოსებცა მოიყვანეს,   მით ელხინა სევდა მალ ვა.






Strophe/Paragraph: 69 
Verse/Line: a       მეფემან იხმნა ვაჭარნი:   -- "აქ მამისხენით, წა მარე"!
Verse/Line: b       ფიცხლავე მონა წავიდა,   იოსებ ნახა მჯდომარე,
Verse/Line: c       მონა განცვიფრდა, გაშტერდა:   ცით ჩამოსული რამ არე!
Verse/Line: d    და   დიდ-ვაჭართ ჰკადრა ბრძანება:   -- "აქ მოდით ჩემსა წინარე"!





Next part



This text is part of the TITUS edition of Teimuraz, Ioseb-Zilixaniani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 31.10.2007. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.